შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება (სრულად)


9-05-2017, 20:47
ავტორი მორი-ელი
ნანახია 30 963

_ _
შესვენებიდან გამოსული,ცხელ ზაფხულში მადლით წამოსულ წვიმას შევეგებე.მზისგან დამწვარ მკლავებზე გრილი წვეთების შეხება ძალიან მესიამოვნა და ნეტარებით წამიერად დავხუჭე თვალები.სულ 30 წუთი გაქვს ქალბატონო,ისიამოვნე და დაუბრუნდი საქმეს.უბრალოდ საშინელებაა,მაგრამ სხვა გამოსავალი არაა,სწავლის დასრულებამდე სხვის მონობაში უნდა ვიყო და როცა მეტყვის მაშინ ვისუნთქო,სანამ თავად არ ვიქნები საკუთარი თავის მბრძანებელი.წვრილი წვიმისგან ოდნავ დასველებული გადახურულ შენობას შევეფარე რომ ტელეფონზე საათი მენახა,დრო ჯერ კიდევ ბევრი მაქვს,ქუჩაში გასეირნებასაც მოვასწრებს.მშვიდად ჩავაბრუნე ტელეფონი ჯიბეში და ტროტუარს გავუყევი,ნაკლებად წვიმს უკვე,ნეტავ დაუშვას.თითქოს ჩემი თხოვნა ღრუბლებამდე აღწევს-ო,ციდან წვიმის მსხვილი,სეტყვასავით ბურთულები ცვივა და წამებში თხემით ტერფამდე ვსველდები,ქუჩაში მხოლოდ მე ვარ,ერთი ქალიც დავლანდე,ძლივს,რადგან ელვასავით შევარდა სადღაც.დავიჯერო,მხოლოდ მე მიყვარს წვიმა?გაოცებით ვიჩეჩ მხრებს და შეუდრეკად ვაგრძელებ გზას,როცა ქუჩის მეორე მხრიდან ვიღაცის ხრიალა ხმა მწვდება ყურთან.
-ფრთხილად!-ხმა უცაბედად მაკავებს და წამებში ჩემს წინ რაღაც მძიმედ ეხეთქება ასფალტს,შეშინებული უკან ვხტები და დაჟინებით ვაცქერდები,მერე ზემოთ ვიყურები და კიდევ უფრო ვიხევ უკან,აღელვებული ვიხედები გზის მარჯვენა მხარეს,ტროტუარზე,მაგრამ გამფრთხილბელი აღარ მხვდება.უეცრად გაჩენილ საცობს ტრასის გავლით ვუვლი გვერდს და სახსალამათი ვაგრძელებ გზას.რა უცნაურია,ქუჩაში არავინ ჩანდა და უცებ ვიღაცამ სასწაულად გადამარჩინა,რომ არა ის,წარმოდგენც არ მინდა რა მოხდებოდა.აჩქარებულ გულის ცემას ყურს არ ვუგდებ,დრო ისევ მაქვს,ამიტომ გზას ვაგრძელებ და მეტად ვსველდები,აშკარად მხოლოდ მე მაკლდა სიგრილე,გახურებულ ქალაქში.უნებურად ღიმილი მიპობს ბაგეს და ამავე გამომეტყველებით ვაღებ დონატების საცხობის კარს,რომელიც კაფეცაა.ჯერ შესვენება არ ჩამიგდია აქ მოუსვლელად.დარჩენილ 15 წუთს შოკოლადიანი ფუნთუშების ჭამაში ვატარებ,ცხელ ტკბილ ყავას ვაყოლებ და კმაყოფილი ვტოვებ კაფეს.ნეტავ აქ ვმუშაობდე,სულ არ ვიწუწუნებდი,მაგრამ არა,მე ვმუშაობ იქ,სადაც სიმშვიდე საოცნებოა და ყოველდღე გემრიელი შოკოლადის ნაცვლად გულიან გინებას იღებ დესერტად.მესამე წელია ვეუბნები დედაჩემს წამოვალ-მეთქი,მაგრამ როცა ყოველდღე უჩნდება შენი სახლის კედლებს ბზარები,როგორ უნდა მიატოვო სამუშაო.სიამოვნების 30 წუთიც გავიდა და უკან დავბრუნდი.გარშემო უცნაური სიმშვიდეა,შესასვლელში მხოლოდ დაცვა დგას,მიმღების მაგიდა ცარიელია,ნუთუ მოემატათ შესვენების ხანგრძლივობა.ბრაზით ვავლებთ თვალს ოთახს.ეს სიჩუმე უკვე ნერვებს მიშლის და გაჩენილ ნერვოზს უარესად მიღიზიანებს,დაცვაც არაფერს ამბობს.სველი მივემართები ჩემი ოთახისკენ და დაღლილი,სახით ვეკვრი კარს,მერე აუჩქარებლად ვკიდებ ხელს სახელურს და დაბლა ვწევ რომ კარი გავაღო.ოთახში შესულს ახალი მუქი წითელი საქაღალდეები მხვდება დასახარისხებლად დაწყობილი.პროტესტის გრძნობა ხშირად მიჩნდება,მაგრამ ამას ის გრძნობაც ემატება რომ 3 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და შემიყვარდა კიდეც.რა მევალება? ყოველდღე ზედმიწევნით,მათთვის განკუთნილ თაროებზე, ვიღაც არ-აღიარებული პროფესორის ,ფერადი საქაღალდეების დაწყობა-დახარისხება.ხშირად,წამძლევს და რამდენიმე გვერდს ვკითხულობ,მაგრამ დიდი ვერაფერი,რას იკვლევს ის კაცი,მგონი თვითონაც არ იცის,უკვე დამახსოვრებული მაქვს,პირველ თაროზე წითელი საქაღალდეებია,მეორეზე-შავი,ხოლო მესამეზე-მუქი წითელი,ფაქტობრივად შინდისფერი.თავიდან ყველაფერს წარწერები ჰქონდა,მაგრამ რომ შევისწავლე წაშალეს.
ბევრს ეგონება,რომ ძალიან მარტივ რამეს ვაკეთებ და სულაც არ მაქვს წუწუნის საბაბი,მაგრამ,როცა მთელი დღის ¾ს ოთხ კედელში,გარშემო ფერადი თაროებით აჭრელებული,ატარებ გინდა დარაბები გახსნა და გაიქცე.შეწყობილი არ მაქვს თაროზე საქაღალდე რომ კარს მიღებენ და ახალი პარტია შემოაქვთ,ნამდვილად დამღლელია,ვიცოდე მაინც რომ რამე ღირებულს ვაკეთებ,სულ არ ამოვიღებდი ხმას. ასო “დ“ (დაღლა) -საც კი აღარ ვახსენებდი.

_ _
დღევანდელი სამუშაოც დასრულდა და საშინლად დაქანცული ვხურავ ოთახის კარს,ღრმად ვსუნთქავ და მიმღებში გავდივარ.
-მშვიდობიან ღამეს გისურვებ,ეკატერინე,-მომიგო კართან მდგარმა დაცვის თანამშრომელმა და კარი გამიღო
-შენც,-თავაზიანად გავუღიმე და გამოვედი.მადლობა ღმერთს გამიმართლა,რომ სახლი ახლოს მაქვს და ტაქსით არ მიწევს წასვლა,რადგან ბავშვობიდან მეშინია მათი.ისევ.უფლის ბოძებული ორი ფეხით მივდივარ სახლში,აღარ წვიმს,მაგრამ სუნს მაინც ვგრძნობ,რადგან ყველაფერი გაჟღენთილია.ოდნავ,გრილი ნიავიც უბერავს და ვხვდები,დიდი ხანია ასე ნასიამოვნები არ მივსულვარ შინ.
-მოხვედი უკვე?-კარში ჩვეული შეკითხვით მეგებება დედაჩემი
-არა,გეჩვენები,-ვუღიმი პასუხთან ერთად და შევდივარ
-დღემ როგორ ჩაიარა?-არ წყვეტს დაკითხვას.დაღლილი ვესვენები დივანზე და თავს უკან ვაგდებ.
-შესანიშნავად,-აღფრთოვანებული ვპასუხობ.
-ნამდვილად?-ეჭვები იპყრობს მას,მე კი მეღიმება.მასთან არასოდეს მიწუწუნია.
-რა,თქმა,უნდა,-მისკენ წამოვიწიე და ლოყაზე გემრილად ჩავავლე თითები-ჩემო ბუნჩულა,-ვაკოცე და გავუშვი.გაეცინა და თვითონაც მაკოცა.მისი ჭაღარა თმა სახეზე მომელამუნა და ჩამეღიმა.
-არ გშია?
-არა,წყალს გადავივლებ და დავწვები,ხვალ ადრე უნდა ავდგე,გამოცდა მაქვს,-ძლივს ვეხვეტები რბილი დივნიდან და აბაზანისკენ მივლასლასებ.დაღლისგან ნახევრად ღია მაქვს თვალები და ვარაუდით ვმოქმედებ.მახსოვს,რომ ონკანი ზემოთ უნდა ავწიო,დუშიდან ცხელი წყალი ეშვება და ონკანს ოდნავ ვწევ რომ გავანელო.ხელით ვსინჯავ.მგონი ნორმალურია.შეძლებისდაგვარად სწრაფად ვიხდი ტანზე და წყლის ქვეშ ვდგები,ო.’ღმერთო, რა სასიამოვნოა,გრილ კანს თბილი წვეთები რომ ეხება.წამებში ვიქაფებ მთელ სხეულს და შემდეგ ვივლებ.სისუფთავის საოცარი შეგრძნება მამშვიდებს და ახალ სურნელს ღრმად ვისუნთქავ.დაბანამ მიშველა,ფართოდ გავახილე თვალები და გამოვერკვიე.საკიდიდან პირსახოცი ჩამოვსხენი,ტანზე შემოვიხვიე და გამოვედი-ძილინებისა,-ვუთხარი დივნაზე წამოწოლილ დედას და ჭყაპუნით შევედი საძინებელში,ტანი კარგად გავიმშრალე საღამური გადავიცვი და თმის გასაშრობად ფენი გადმოვიღე,სარკის წინ სკამზე მოვკალათდი და გამშრალებას შევუდექი,ლამის ჩამომეძინა,თითებიც მეტკინა ხელში ჭერისგან,ამიტომ მალევე გამოვრთე და ნახევრად სველი თმით შევწექი საწოლში.

_ _
რატომ არ გეძინება?-ვეკითხები ჩემს თავს,მაგრამ პასუხი,როგორც ყოველთვის არ აქვს,არადა როგორ დავიღალე,მაგრამ მაინც არ მეკარება ძილი,დაბანის ბრალია?რა სისულელეა,დროზე დაიძინე,თორემ ვიჩხუბებთ.თვალებს ძალით ვხუჭავ და შიგნით ფერადფერადი ჩიტები იწყებენ ფრენას,ნელ-ნელა სიზმრის სიღრმეში შევდივარ და ფიქრის უნარიც მეკარგება.
***
საშინლად სველი ვეხეთქები რკინის კარს,ჯიბიდან ძლივს ამოღებულ გასაღებს საკეტში ვარჭობ და რამდენჯერმე ვატრიალებ,მერე მარცხენა მხრით ვაწვები კარს და ვაღებ.
-ასე გვიან რატომ დაბრუნდი?-ნაწყენი ხმით მეკითხება კართან დადარაჯებული მეგი და კარადას აღებს-გაცივდები,-მეუბნება და პირსახოცს იღებს,-შედი,გაიმშრალე,-ვართმევ და ჩქარი ნაბიჯებით შევედივარ ოთახში,-იცოდე,სახლში აღარ შემოგიშვებ თუ კიდევ დააგვიანებ,-მომყვება საყვედურებით ისიც.
-გახდა მაცადე,-ვეუბნები და ტანზე მიკრულ მაისურს ძლივს ვიძრობ
-ჩემი ქმარი ხარ,ხომ არ დაგავიწყდა,რისი გრცხვენია,-კისკისით მეუბნება და ხელის გულებით წელზე მეხება.თბილის შეხებაზე ეკლები მაყრის და ხელს ვავლებ,ჩემსკენ უფრო ახლოს ვიზიდავ და ტუჩებში ვკოცნი.
-ნუ მიწვევ,-ვეუბნები უკვე ,როცა მის ტუჩებს ვცილდები და გახდას ვაგრძელებ-დაგვიანება არ მინდოდა,მაგრამ სამსახურში ბევრი საქმე გამომიჩნდა და ვეღარ გამოვაღწიე,-თავს ვიმართლებ და მშრალ ტანსაცმელს ვიღებ,ჩასაცმელად.
-რატომ უნდა გაპატიო?-მეკითხება სერიოზული სახით
-იმიტომ რომ ჩემი ცოლი ხარ და შენ გამო ვმუშაობ,-სახე მებრიცება-თუარ გაჩუმდები გავბრაზდები,-სახესთან ვუქნევ საჩვენებელ თითს.მეგი ჩუმდება,მაგრამ გამომეტყველებას იღებს საშინელს,შეხედვა რომ შეგეზარება.ხელი ჩავიქნიე და ოთახიდან გავედი.
-თუ გშია იცოდე რომ საჭმელი არ გვაქვს
-რატომ?
-გაგვითავდა,შეხედე რომელი საათია,რაღა დროს ჭამაა,წამოდი დავწვეთ
-მშია,ჩავალ რამეს ვიყიდი,-ვცდილობ ძალიან არ გავბრაზდე,უკან ვბრუნდები შემოსასვლელისკენ
-როგორც გინდა,-გულგრილად მეუბნება და კარს მიღებს.ვეჭყანები და სახლიდან გავდივარ.
_ _
რომელი საათია,რა დროს გაღვიძება იყო.ვეღარ ვიძინებ.მგონი კუჭიც მაწუხებს.საწოლიდან წამოვდექი და ჩავიცვი,ტუმბოდან ტელეფონი და გასაღები ავიღე და ოთახიდან გავედი.
-სად მიდიხარ?-როგორც ჩანს არც დედას სძინავს
-მარკეტში,-ვპასუხობ მთქნარებით-შიმშილმა არ დამაძინა,-შეწუხებულმა მივიდე ხელი მუცელზე.
-გვაქვს საჭმელი,რატომ მიდიხარ?
-ცოტახნით გავალ და მალე შემოვალ,-ვუპასუხე და სანამ რამეს მკითხავდა კიდევ,სწრაფად ვეცი კარს და გამოვედი სახლიდან.კიბეები მშვიდად ჩავიარე და გარეთ გავედი.მაშინ ჩაქვრა შუქი ჩემს დასახლებაში,როცა რამდენიმე ნაბიჯით დავციდლი კორპუსს.გაბრაზებულმა ამოვიღე ტელეფონი და მისი შუქით გავიკვლიე გზა.უკვე მარკეტთან ვიყავი იქიდან გამოვარდნილი ვიღაც რომ დამეჯახა და ტელეფონი ხელიდან გამივარდა,სიბრაზისგან მთელი სახის კანი ამეწვა,უნდა დამეყვირა,მაგრამ ისე სწრაფად აორთქლდა სიტყვა ვერ დავძარი,სიმწრით დავიხარე და ტელეფონი ავიღე,ეკრანი ჩამსხვრეოდა,ესღა მაკლდა,ახლის ყიდვას ჯერ ვერ შევძლებ,ამის გაკეთებას კიდევ ფული უნდა,დასწყევლოს ეშმაკმა,რა ჯანდაბა სჭირთ ამ ხალხს ნელა ვერ გამოვიდა? ნერვიულობისგან კანკალი დამეწყო და ლამის მეორედ გამივარდა ხელიდან.რა გავაკეთო ამ ღამით,ჯობია შევიდე და მალე წავიდე სახლში.მარკეტის კარს ხელის გულით მივაწექი და შევაღე.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?-შესასვლელშივე მხვდება კონსულტანტი და იღიმის,ვცდილობ დაძაბულობა მოვიხსნა და მეც ვუღიმი
-საშუალო შეკვრა ჩიფსი და ფანტა მინდა,-ღიმილს არ ვიშორებ სახიდან,თავს მიქნევს და რაც ვუთხარი მოაქვს.
-ინებეთ,საშუალო შეკვრა ჩიფსი და ფანტა,-იმეორებს თუთიყურშივით და სალარომდე მომყვება.
* * *
-რა მოხდა?-კარებში მეფეთება მეგი-გული ამოვარდნას გაქვს,-მეუბნება გაოგნებული და მათვალიერებს,-ქურდი მოგზდევდა?-ღრმად ვსუნთქავ რომ რამის თქმა შევძლო,თორემ ეს შეკითხვებს დილამდე არ მორჩება
-არაფერი,შუქები ჩაქვრა და შენზე განერვიულებული ისე გამოვვარდი მარკეტიდან ვიღაცას დავეჯახე
-მერე?-დაეძაბა ძარღვები
-არაფერი,ყურადღება არ მიმიქცევია,მერე კი გავხედე,არ წაქცეულა უბრალოდ რაღაც დაუვარდა და ვიცი ლანძღვას არ დამაკლებდა,-სახე უმშვიდდება,მეც მიწყნარდება გული და ნელი ნაბიჯებით შემაქვს პარკები სამზარეულოში
-უბოდიშოდ არ უნდა წამოსულიყავი,იქნებ რა გააფუჭე?-საყვედურს მაინც ვერ ავცდი
-შუქები როცა ქვრება ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება ჩვენს თავს,ამიტომ ძალიან ვინერვიულე და სულ არ მქონდა სხვისი ჯავრი,-ვიმართლე თავი.მეგიმ აღარაფერი თქვა,მოტანილი პროდუქტები მაცივარში შეაწყო.
-რას შეჭამ?-გაახსენდა რომ უნდა მეჭამა და მიხურული მაცივარი ისევ გააღო
-3 ნათალ ძეხვს,-ვუთხარი და კუთხის მაგიდასთან მოვკალათდი.თვითონ კი ძეხვი გამოიღო დასაჭრელად.

_ _
ხვალ გამოცდა,ხვალ გამოცდა,გაფუჭებული კასეტასავით ამომიტივტივდა გონებაში და სირბილით ავიარე კიბეები.მგონი ყველაფერი დამავიწყდა,სანამ დროა გადავიმეორებ და ცოტახნით წავუძინებ რომ არ გამომეფიტოს ტვინი.კარი საჩქაროდ გავაღე და შეძლებისდაგვარად ფრთხილად შევედი ოთახში.მაგიდის სანათი ჩავრთე,ფანტა და ჩიფსი გვერდზე მივაწყე და უჯრიდან სოციოლოგიის წიგნი ამოვიღე.

თავი 6 -სოციალური გავლენები
“ ადამიანები ცხოვრობენ ინდივიდუალურობის და
სოციუმისადმი დამორჩილების ღირებულებებს შორის მუდმის
კონფლიქტში.“-სულ მთქნარებით წავიკითხე ყველა სიტყვა და თვალები მოვიფშვნიტე.ჩემს ძალებს აღემატება.მადლობა ლექტორს რომ ყველა ის საჭირო მასალა გაგვიხაზა,რაც უნდა გაგვემეორებინა გამოცდისთვის,თორემ გილიოტინაა ამ წიგნების ხელმეორედ გადაკითხა ერთი კვირით ადრე გამოცდამდე.

კონფორმიზმი- როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას, რწმენას
ან ატიტუდს არსებული სოციალური ნორმების ზეგავლენით.-ნეტავ,მეც შემიძლია სხვის გამო შეცვვალო ჩემი სურვილები?!მგონი არა,მაშ ტყუილად გვწამებენ ინდივიდუალობას,როცა ყველა ყველას ებაძება და საბოლოოდ ვინ რა გამოვა კაცმა არ იცის.ვთვლი რომ უნდა გამოვირჩეოდეთ ერთმანეთისგან და არ დავემზგავსოთ ბრბოს,რომელმაც მარიტა ჩაქოლა.ღმერთო’რამდენს ვბჟუტურებ,ის დროა წავიკითხო,დავხურო და დავიძინო,თორემ გამოცდაზე დავაგვიანებ.სწრაფად გადავლალვე თვალი საჭირო წინადადებებს და წიგნი ისევ უჯრაში ჩავდე სანათი ჩავაქვრე და გაუხდელად შევწექი საწოლში.
_ _
-ვაგვიანებ,ვაგვიანებ,-დილიდან ისმის ჩემი სასოწარკვეთილი ხმა,-ოღონდ ეს არა,-ნახევრად ჩაცმული ვყირავდები სიჩქარისგან და საწოლზე სახით ვეცემი
-მოჩქარეს მოუგვიანდესო,-ოთახში შემოვიდა დედაჩემი-მშვიდად ჩაიცვი,ჯერ გაქვს დრო,-როგორ შეუძლია ყოველთვის ასეთი გაწონასწორებული იყოს,რატომ არ ვგავარ დედას და რატომ ვარ მამასავით ფეთქებადი.ფუჰ შენი,შარვლას ღილი ასწყდა.
-კაბა მომაწოდე,-გამწარებულმა გავიძრე შარვალი და გამოწვდილი შავი კაბა გამოვსტაცე ხელიდან
-ნუ ნერვიულობ,ნელა,არ აგვიანებ,-ისევ აგრძელებს გამხნევებას,მე კი უკვე თმას ვივარცხნი და უკან ვიკრავ,ჩანთას ვავლებ ხელს და გავრბივარ
-საღამომდე,-ვემშვიდობები და კარს ვაღებ
-ჭკუით,-მეუბნება და კარს მიხურავს.გული ამოვარდნას მაქვს,ყურები მეგუბება ხმაურისგან,ისე ჩავდივარ კიბეებზე ლამის ფეხები მოვინტვრიო,გზაზე გავდივარ,სწრაფად ვკვეთ და ავტობუსის გაჩერებასთან მივდივარ.
-გოგონა,ბილეთის აღება არ დაგავიწყდეს,-მაფრთხილებს მუქი მწვანე ფორმიანი კაცი და ხელებზე მაკვირდება.არაფერს ვეუბნები,მშვიდად ავდივარ,ბილეთს ვიღებ და ცარიელ სკამზე ვჯდები.
* * *
ლამის გასწრებულ ავტობუსში ქოშინით ავდივარ და აპარატთან მივდივარ რომ ბილეთი ავიღო.ადგილი აღარაა,ამიტომ ბილეთს ვიღებ და კუთხეში ვდგები,თან თვალს ვავლებ ხალხს.რა ნაცნობი სახე აქვს?,ვაკვირდები ბოლო სავარძელზე მჯდომ ქალს,მგონია რომ სადღაც მინახავს,მაგრამ ვერ ვიხსენებ,ცოტახანს კიდევ ვაკვირდები და სანამ თვითონაც შემომხედავს მზერა სხვა რამეზე გადამაქვს.მეგიმ მთხოვა რომ დღეს ადრე დავბრუნდე,მაგრამ შევძლებ კია?!ნერვიულობისგან საქორწინო ბეჭედს არათითიდან შუა თითზე ვანაცვლებ,მერე საერთოდ ვიხსნი და ჯიბეში ვიდებ.ახლა რომ მეგი მხედავდეს,ვფიქრობ და მის სახეს წარმოვიდგენ,მერე მართლა აღარ შემიშვებს სახლში.ბეჭედი ისევ ჯიბეში მიდევს.ავტობუსიდან როცა ჩავალ აუცილებლად გავიკეთებ.თითქოს თავს ვპირდები და ისევ იმ ქალს ვაკვირდები,ღმერთო ჩემო როგორ მეცნობა,მგონი გამახსენდა,წვიმაში რომ იდგა გადარეულივით და ზემოდან რაღაც გადმოვარდა.ეგ არის.კმაყოფილს მეღიმება და ძლივს ვარიდებ სახეს.

ავტობუსიდან ჩავდივარ,მაგრამ ჯიბეში ჩაგდებულ ბეჭედს თითზე მაინც არ ვიბრუნებ,თითქოს ცოტახნით ვასვენებ.მზე საშინლად აჭერს,აღარც კი ვიცი წვიმა უნდა ვინატრო თუ არა,თუმცა მზეც საშინელ დისკომფორტს მიქმნის და შეწუხებული სახით მივაბიჯებ ტროტუარზე.დაფლეთილ ბილეთს შემხვედრ ურნაში ვაგდებ და მარცხენა ხელს ჯიბეში ვიყოფ,მარჯვენას კი -ჰაერში ლაღად ვაქანავებ,მგონია რომ წლები მომაკლდა და სხეული ასაკის სიმძიმეს აღარ განიცდის,განა რამდენის ვარ რომ ეგ ვინატრო სულ რაღაც - 28 ის ,მეგი ყოველთვის მეუბნება რომ დიდი ვერაფერი ასაკია,მგონი მეც მაგ აზრზე ვარ.2 წელია ცოლი მყავს და დღემდე ვერ შევგუებივარ ფაქტს,რომ არათითს ოქროს ზოლი არტყია.განა არ მიყვარს,უბრალოდ მიჭირს სიახლეებთან შეგუება,არადა ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო,საჩქაროდ დავქორწინებულიყავით,უნივერსიტეტი არ გვქონდა და მშობლები წინ არ გვეღობებოდნენ,მაგრამ არის რაღაც,რაც კაცს მოსვენებას აკარგვინებს,ან მე ვარ ის ამაზრზენი პიროვნება,რომელმაც ცოლზე ფიქრს დღის მეორე ნახევარიც არ დაუთმო,მასზე მხოლოდ მაშინ ვფიქრობ,როცა ველაპარაკები,უცნაურია,მაგრამ მაინც მიყვარს და მგონია რომ ვერასდროს დავთმობ.

_ _
-რამდენი?-მეფეთება ჩემი ზე -გენიოსი კურსელი და ცინიკური გამომეტყველებით მეკითხება
-29,-ვეუბნები და მის გაოგნებისგან გაფითრებულ სახეს ვაკვირდები,ვგონებ არც ისე ნასიამოვნები დარჩა-შენ?-მეც გამოვიჩინე ინტერესი,მაგრამ მისი სახით თუ ვიმსჯელებ,პირი ისე მოკუმა ერთ მარცვალსაც ვერ დავაცდევინებ.
-ყოჩაღ,ბევრი გიწვალია,-ჩვეული მანერით მომიგო და ჩამომეცალა.“ტუტუცი გოგო“-ჩავილაპარაკე და ბიბლიოთეკაში ჩამავალ კიბეებს ჩავუყევი.
-გამარჯობა,ხალხო,-შესვლისთანავე,მრგვალ მაგიდასთან მოკალათებულ ჯგუფელებს მოვკარი თვალი და მათკენ წავედი.ხუთივეს წიგნი გადაეშალა და დაჟინებით ჩაჰყურებდნენ.არც მე ჩამოვრჩი.ბიბლიოთეკარ ქალს წიგნი გამოვართვი,გვერდითა მაგიდიდან სკამი მოვაჩოჩე და ჯგუფელ ბიჭებს შორის ჩავეკვეტე.
-რა მოიგე?-მეკითხება ჩემ მარჯვნივ მჯდომი კუზ ამოგდებული სოსო და წიგნს ხურავს
-ბატონო?-ვეკითხები გაკვირვებული.
-შენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ,უზრუნველი ცხოვრება,-ისევ გაუგებრად მეღლაბუცება და მოკუნტულ წელში ხელის გულს ვუბრახუნებ.
-29,-ვეუბნები და წიგნს ვშლი
-როგორ?-თავს მაღლა სწევს ნინა და ისიც თავს ანებებს კითხვას.მე კი პირიქით,უფრო ვეფლობი.
-რა გაიკვირვეთ,როდის იყო დაბალი ამეღო,-გაოგნებული ვათვალიერებ ხუთივეს.მარი ეჭვით მიყურებს,გიორგი იცინის,სოსო კი დგება და უაზროდ იწყებს ცეკვას.ლელა ჩვეული სიჩუმით,დაჟინებით მაკვირდება და მგონი ფიქრობს,როგორ მაჯობა-ო.მარი თავის ამპლუაშია,დგება და სოსოს ებაძება.ყველა მათ უყურებს და აღარაფერს მეკითხებიან.
-წელს გრანტი გერგება,-სერიოზული სახით მეუბნება გიორგი-კარგი გოგო ხარ
-მადლობ,-ვეუბნები და ვუღიმი-ახლა უნდა წავიდე,თორემ სამსახურში დავაგვიანებ,ჭკვიანად იყავით და ღამით სადმე წავიდეთ,-სოსოს იდეა მოეწონა,გულუხვად ჩამიბრახუნა ბეჭებში.
-გენიალურია,-თქვა გიორგიმ-მაშ,ღამემდე-სიცილით დააყოლა მან.

***
-არ დააფინანსეს,-შესვლისთანავე მომახარა ჩემმა დამხმარემ.სიბრაზე მომერია და ლამის მასზე ვიყარე ჯავრი-ახლა რა იქნება?-მისი კითხვა ფიქრის უნარს მიხშობს და ყურებში რაღაც მიწუის,ჩემი თავი მეუბნება ,რომ ზედმეტად უიღბლო ვარ და გრანდიოზული პროექტიც კი არ დამიფინანსეს,არადა რა გეგმები მქონდა,სულ მცირე ათი ათასს ვიდებდი ჯიბეში.
-იმუშავეთ ახალზე,-მივუგე და მაგიდისკენ მივუთითე-განმეორებით პრეზენტაციაზე აუცილებლად წარვადგენთ,შენ არ იღელვო ,კოტე,-ხელი გადავხვიე მეგობრულად,ამით საკუთარი შეშინებული თავის დამშვიდებასაც ვცდილობ.მეგი ალბათ ხმას არ გამცემს და ცხვირწინ დამიხევს 4 თაბახზე ჩამოწერილ საყიდლების სიას,ჯერაც რომ არ ვიცი რა დაწერა ამდენი.ისე მიბრუვდება სხეული გულის ცემასაც ვეღარ ვგრძნობ,სავარძელში ვესვნები და ჭერს ვაშტერდები,ყველაფერი ახალივით მეჩვენება,მგონია,ჯერ კიდევ გუშინ შევისყიდეთ ფართი ოფისისთვის და ყველაფერს ამ წუთიდან ვიწყებ.
-მაგათ ვერაფერს გაუგებ,-დაბღვერით ამბობს კოტე და თაბახს იღებს,მაგიდაზე აკურატულად შლის და აცქერდება - გადასარევი პროექტია,ვითომ ჩუბის მოწყობილია? - ჩუბინიძე ჩვენს ოფისზე გადამტერებული,გულღვარძლიანი კაცია და გზაზე ხშირად მეღობება,დიდად თავი არც შემიწუხებია შემომერიგებინა.
-მაგდენს ვერ გაბედავდა,-ეჭვით ვეუბნები და მაგიდის კიდისკენ ვიწევი - გაირკვევა ეგ,-ღრმად ვსუნთქავ და მშვიდად ვამბობ.კოტე ისევ პროექტს ჩაშჩერებია.
-არცერთ სხვა წარმომადგენელს არ ჰქონდა გათვალისწინებული დამქირავებლის მოთხოვნები ჩვენს გარდა,მაგრამ ვიღაცამ ცუდად იჭიკჭიკა მაგ კაცთან და შედეგიც სახეზეა,-თავს ვუქნევ,ნამდვილად კოპირება გავაკეთეთ მისი მოთხოვნების,რაც ძალიან იშვიათია -მეცოდება,-ამბობს მკაცრად.
-ვინ?
-ჩუბინიძე,მისი ნაშრომები ხომ ჯერაც არ უღიარებიათ,ალბათ ეგ ახრჩობს მაგ დედა...,-უცებ მოკუმა პირი,გაახსენდა რომ გინების წინააღმდეგი ვარ.
-დაწყნარდი,-ოდნავ გავიმკაცრე ხმა და სავარძლიდან წამოვდექი -სად არიან დანარჩენები,-ვკითხე ჩვენს ოფისში მომუშავე პერსონალზე.
-არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა
-ყველა ერთად როგორ გაგიჟდით,-შევიცხადე და ნომრების წიგნაკს დავავლე ხელი -ყველას დაურეკე,ახლავე,-გავუწოდე და მაგიდაზე ხელის გულებით დავეყრდენი.
-კარგი,-თქვა და გავიდა.

_ _
მეზიზღება ორშაბათი,
მეზიზღება სამშაბათი
მეზიზღება ოთხშაბათი,და საერთოდ რა მიყვარს ეგ უკვე აღარ ვიცი.
მორყეულ სკამზე კანკალით ვდგავარ და თაროზე შინდისფერ საქაღალდეს ვდებ,თან გულში ლოცვას ვკითხულობ რომ სკამმა გამიძლოს და არ გადავყირავდე.
-კატ,-მესმის გიორგის ხმა და შეშინებულს საქაღალდე ხელიდან მივარდება,სკამიც უარესად ყანყალებს და მგონი ვეშვები ,-ფრთხილად,-მიყვირის და დასაჭერად მვარდება
-აქ რა გინდა?-ვეკითხები და მისი ხელებისგან ვთავისუფლდები.
-აღარ რჩები?-მეკითხება შეღონებული -დალევა გვინდა ,-ღრმად ვსუნთქავ,ჯერ კიდევ მეშინია.დაბნეული ვაკვირდები და გვერდს ფრუტუნით ვუვლი
-ამათ რას გაუგებ,-ვუპასუხე შეღონებით
-კარგი რა,დაიკიდე და წამოდი ,- სახეს შეწუხება არ შორდება.
-მერე შენ შემინახავ?-გულიანად ვიცინი.გიორგიც იცინის და მალევე სერიოზულად მეუბნება
-რატომაც არა,-მგონი აფრენს ეს.სიცილისგან კუჭი მტკივდება.
-კარგი,ვეტყვი რომ ჩემს სამუშაო საათს გადააჭარბა და უფლება მაქვს წავიდე-მეთქი
-გელოდები!
-ოკეი!
გულის ფანცქალით გამოვდივარ ოთახიდან და მიმღებში მჯდომ ქალს დაღონებული სახით ვუახლოვდები.
-უნდა წავიდე,-ვამბობ და გამომეტყველებას წარამარა ვიცვლი.ქალი დაბნეული მიყურებს
-დაასრულე ყველაფერი?-მეკითხება გაკვირვებული და სანიშნს იღებს
-კი,როგორ არა,-ვსერიოზულდები.ისევ ეჭვით მიყურებს.
-კარგი,-რაღაცას საჩქაროდ ჯღაბნის შიგნით და ხურავს - თავისუფალი ხარ,დღეს პარასკევია,მშვიდობიან შაბათ-კვირას გისურვებ,-ძლივს ეღიმება და ორ დღიანი დასვენებისთვის დაწესებულ წითელ ბარათს მაწვდის.
-წავედით?-უკნიდან მეკითხება გიორგი
-კი,-ვპასუხობ და მისკენ ვბრუნდები,ხელს მხვევს და ერთად გავდივართ.

* * *
ახალ პრობლემებს რომ გავმკლავებოდი,გადავწყვიტე კოტესთან ერთად ბარში წავსულიყავი დასალევად.ჩვენი ოფისის მოპირდაპირე მხარეს,რამდენიმე წლის უკან გახსნილი ბარია,სადაც წელიწადში ოთჯერ მაინც მიწევს შევლა.დალევის მოყვარული არ ვარ,მაგრამ როცა გონებრივი წნეხის ქვეშ ვექცევი სურვილი იმდენად მეძალება,რომ შემიძლია იქამდე ვსვა,სანამ გონებას არ დავკარგავ და მეორე დღეს არაფერი მემახსოვრება.ყველაფერი მოვათავეთ და შეძლებისდაგვარად მშვიდად გამოვედით ოფისიდან,გზა გადავკვეთეთ და ბარში შევედით,რომლის სახელიც ინგლისურადაა მიწერილი და ქართულად ასე ჟღერს “დაგავიწყდება“.მის ყოველ წაკითხვაზე სიცილი მიტყდება,უბრალოდ ვერ ვშიფრავ რატომ ჰქვია ასეთი სისულელე.
-რას დალევ?-ბარმენთან ვართ უკვე.კოტე სასმელებს ათვალიერებს.უხვადაა წარმოდგენილი,სულო გულო გინდოდეს და არ იყოს.სიცილით ვიშვერ ხელს რომისკენ,მერე ტეკილასაც ეჭვით შევყურებ და ვგრძნობ აქედან ჩემით ვერ გავაღწევ.
-რომი თუ ტეკილა?-მეკითხება დაბნეული
-ფორთოხლის წვენი პიტნით და ლიმნის ნათალით,-ვცდილობ არ გავიცინო.ბარმენი გამზადებას იწყებდა-ვხუმრობ,-შევაჩერე და ტეკილა გადმოვაღებინე.კოტემ შვებით ამოისუნთქა და ტეკილას ბოთლი ხელიდან გამოსტაცა ჭიქებიც მიაყოლა და ბარის შუაგულში,მაგიდასთან მიიტანა.
-დაასხი,-ვუთხარი და კომფორტულად ჩამოვჯექი.

_ _
რამდენი იდეა მქონდა,მარამ ხუთივე ერთს გაიძახოდა.ნერვები მომეშალა და გადავწყვიტე აღარ გავყოლოდი დასალევად,მაგრამ მანქანაში ძალით ჩამტენეს და წყეულ “დაგავიწყდება“ _ში წავედით.გოგოსთვის იქ ყოფნა რთული ასატანია.გაბრაზეული გადმოვედი მანქანიდან და კარი ისე შევაღე ლამის გადავყირავდი.ბარმენთან პირველი მივედი და ყველაზე მსუბუქი დასალევი შევუკვეთე.
-მორჩი ბუტიაობას,-ნაწყენი ხმით მითხრა გიორგიმ
-როგორც იტყვი,-ვუთხარი და სასმელი ჭიქებში ჩამოვასხი
-რას ერჩი?-თვალების ცეცებით მეკითხება მარიამი და მზერას ერთ ადგილზე აშტერებს.
-არაფერს,კარგი,-მობეზრებული ვამბობ და ჭიქას ბოლომდე ვცლი.მგონი ცუდი იდეა იყო საღამოს დასალევად წასვლა.ახლა კარგი დროა,როცა უკვე ალკოჰოლი სისხლში აღწევს.
-სულელო,-მეუბნება გიორგი და ხელს მხარზე მაყრდნობს -ყველაზე პრესტიჟული ბარია,შემიძლია მუსიკაც ჩავართვევინო,საცეკვაო ადგილია რომ დავლევთ აუცილებლად გაცეკვებ ,-მტკიცედ მეუბნება და მეორე ჭიქას იყუდებს.ვითომ ეს ყველაფერი სხვა ბარში არაა? ხანდახან რა სასაცილოა გიორგი.
-მესამე კურსსაც მალე დავხურავთ და ერთად ყოფნის ერთი წელი დაგვრჩება,-თქვა ლელამ
-რატომ ერთი?-გაკვირვებით ჰკითხა სოსომ
-შენ თუ ჩვენი დანახვა აღარ გენდომება უნივერსიტეტის დამთავრების მერე,შენი პრობლემაა,მაგრამ მე არცერის დაკარგვას არ ვაპირებ,მითუფრო შენი,-მომიბრუნდა ისევ მე და თვალი თვალში გამისწორა.უცნაური შეგრძნება დამეუფლა ამიტომ თავი გვერდზე გავაბრუნე და ჩვენს პირდაპირ მაგიდასთან მჯდომი მამაკაცები დავინახე.ერთი ზურგით იჯდა,მეორეს კი თავი ჰქონდა დახრილი და ისეთი ინტერესით მივაცქერდი შეწუხებით ამოიხედა,თითქოს იგრძნო რომ ვიღაც უყურებდა.თვალები ისე უელავდა შიშისგან ეკლებმა დამაყარა,მზერა კი მოვარიდე,მაგრამ ახლა მე ვგრძნობდი რომ მიყურებდა და ხელის გულები გამიოფლიანდა.აქ ნორმალური ჯერ არავინ მინახავს და მგონი არც დღეს იქნება გამონაკლისი.კანკალით გადავისვი ხელის ზურგი შუბლზე და ღრმად შევისუნთქე ჰაერი.
-ცუდად ხარ?-აღელვებული ხმით მკითხა გიორგიმ და ხელი ძლიერად მომიჭირა ხელზე.ალბათ,კარგად ვიქნები,როცა ეშმაკივით მოელვარე თვალები კადრიდან ამომივარდება.ეს იმ შეგრძნებას ჰგავს,შუქი რომ ქვრება და სადაც გაიხედავ ყველგან რაღაც გელანდება.
-დამცხა,გარეთ გავალა და მალე შემოვალ,-ვუპასუხე და წამოვდექი
-გინდა გამოგყვე?-წამოდგა ისიც.უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და ზურგი ვაქციე.ჯერჯერობით ფეხებს მწყობრში ვადგამ,არ ვკოტაობ და შველა არ მჭირდება.კარი გავაღე და ალკოჰოლისგან გახურებული სახე ღამის სიგრილეს შევაგებე,ისევ ღრმად შევისუნთქე,ახლა უკვე სუფთა ჰაერი და დამშვიდებული ბარის კუთვნილ სკამზე ჩამოვჯექი.
* * *
ისევ ის ქალი.
ისევ ის ქალი.
მიმეორებს ჩემი მე და შიგნიდან საშინელ ხმაურს გამოსცემს.გულისცემა მემატება და ოფლის ცხელი წვეთები მეღვრება შუბლიდან,მაგიდიდან ხელსახოცს ვიღებ და სახეს ვიმშრალებ.ღმერთო ჩემო,რა მჭირს? არ შეიძლება სრულიად უცხო ქალისკენ მივილტვოდე,როცა სახლში ცოლი მელოდება.რატომ მაძლევს სხეული უფლებას მეგის ვუღალატო? რატომ არ აქვს თავდაცვითი მექანიზმები,რომელთაც იმ შემთხვევაში აამუშავებს,როდესაც საოცრად ლამაზ ქალს დავინახავ? თავს ძლივს ვაკონტროლებ,რომ არ წამოვფრინდე და უკან გავედევნო.ასე ხშირად არავინ მინახავს,ჩემი ყველაზე ახლო ნათესავიც კი,მგონი მეგი მიწყობს გამოცდას,ვუღალატებ თუ არა,თავისზე ლამაზი ქალიც ამიტომ აარჩია.არა,არა და არა,ახლოსაც არ მივალ,ხმას არ გავცემ,მერე წავიდეს მეგისთან და უთხრას რომ წესიერი ქმარი ჰყავს,მაგრამ თუ მოგზავნილი არაა და ასე ხშირად იმიტომ ვხედავ,რომ ოდესმე უნდა გავიცნო,მერე რა იქნება? ცდუნებას ნამდვილად ვეღარ გავუძლებ.
-რატომ გაგიშტერდა თვალი,რას უყურებ ასე დაჟინებით?-ხელი ამიქნია სახესთან კოტემ
-ვფიქრობდი,-მთქნარებით ვუთხარი და სავსე ჭიქა გადავკარი-გვიანია,დავიშალოთ-საათს დავხედე,თორმეტის ნახევარია უკვე.კოტე შეიშმუშნა,მანაც დალია ბოლო ჭიქა და მაგიდიდან წამოდგა.
-როგორც იტყვი,-თქვა და დამეღრიჭა,მეც წამოვდექი,მასთან მივედი და ხელი მხარზე გადავხვიე-რაზე ფიქრობდი ამდენს?-გასასვლელთან მივჩანჩალებდით რომ გამაჩერა და მკითხა.
-არაფერზე,ისე,უაზროდ ჩავფიქრდი,-უცბად ვუთხარი და კარი გავაღე
-რამეს მიმალავ?-ეჭვით მკითხა და ხელი ჩამომაშვებინა მხარიდან
-რა სისულელეა,-შევიცხადე-არც კი ღირს სათქმელად ისეთ აფსურდზე ვფიქრობდი
-კარგი,-დამნებდა,გარეთ რომ გავედით აღარაფერი უკითხავს,ტაქსამდე მივაცილე და მე ფეხით წავედი სახლში. მთელი გზა მეგიზე ვფიქრობდი,მოსვენება დავკარგე,რაც ის ქალი გამოჩნდა,არ მინდა რომ ცოლს ვუღალატო,მაგრამ სხეული ამას არაფრად აგდებს და ურცხვად მიიწევს სხვა ქალის სხეულისკენ,ზედ ეკვრის და აღარ სცილდება,ასეთი შეგრძნება მაქვს,როცა მას ვხედავ,მგონია რომ ჩემი სხეული მტოვებს და მასთან გარბის,უკვე აღარ ვიცი რა უნდა ვქნა.
-დალიე?-ისევ სასოწარკვეთილია მეგი მე კი გაბრუებული ვეყრდნობი გრილ კედელს და სახის ერთი ნაწილი მეყინება.
-ცოტა,-ვდუდღუნებ და კედელსაც ვცილდები,ისევე როგორც ჩემს ცოლს და საძინებელში გავდივარ.ზანტად ვიხდი ტანზე და საწოლში ვწვები.არ მეძინება,მაგრამ თვალებს მაინც ვხუჭავ,თითქოს რაღაცას გავურბივარ.მალევე ვგრძნობ მეგის გათოშილ ,გრძელ,გამხდარ თითებს წელზე და ჟრუანტელი მივლის.მას ხელები ყოველთვის ცივი აქვს და ჩვევად აქვს ამგვარად გაათბოს-დაღლილი ვარ,-ჩურჩულით ვეუბნები და ძალდატანებით ვბრუნდები მისკენ.გული აღარ მიმიწევს.მეგის ტუჩებზე ფერი აღარ აქვს,სიბრაზისგან თვალები უელავს და რომ შეეძლოს მომკლავდა კიდეც.
-მე გთხოვე,-ჩუმად მომიგო მან-შენ კი თხოვნა არაფრად ჩააგდე,იქნებ აღარ გიყვარვარ?-მისმა კითხვამ ტყვიასავით დაიარა მთელ სხეულში და ტვინში გაჩერდა.როგორ არ მინდოდა რომ ჩვენ შორის ამ კითხვის დასმის საბაბი გაჩენილიყო.
-მეგი,-ღრმად შევისუნთქე და ხელები ძლიერად ჩავკიდე-არაფერი ხდება,-ძლივს ვთქვი.ტყვია საფეთლებს აწვება და სადაცაა გამოსკდება,სისხლად დავიცლები და ჩემი ტანჯვაც დასრულდება.
-დემეტრე,-მომმართა მანაც სახელით -უკვე მეშინია,-სიმწრით ჩამეღიმა
-დამშვიდდი,-ხელი სახეზე მოვუსვი და მისი თხელი ლოყა თითებს შორის მოვიქციე-მიყვარხარ,-გაკვირვება ძლივს დავფარე,რადგან სიტყვა ძალიან მსუბუქად ამოვუშვი იოგებიდან.როგორც ჩანს,ჯერ კიდევ შემიძლია ამ სიტყვის დაუმახინჯებლად წარმოთქმა.მეგი მოდუნდა,თავი მკერდზე მომაბჯინა და თვალები დახუჭა,ხელი ძლიერად მომიჭირა და ვიგრძენი მისი თითებიდან გადმოსული შიში,შევცბი და თბილი სხეული წამებში გამეყინა.
-არ მიმატოვებ?-კითხვაში შიშთან ერთად სასოწარკვეთა და იმედგაცურება ვიგრძენი.
-რა გჭირს?-ხელი თმაში შევუცურე-დღეს რა პესიმისტურ განწყობაზე ხარ,-თითები ნაზად ჩავუცურე საფეთქლებთან და წრიულად დავუზილე.უფრო მოდუნდა და დამძიმდა.
-ცუდი სიზმარი ვნახე დილით,-მიპასუხა და ჩაეღიმა,მაგრამ ვიგრძენი სულაც არ ეცინებოდა,ყველაფერს ნაძალადევად აკეთებდა,ისევე,როგორც მე.
-რა ნახე?-დავინტერესდი და თითები გავაჩერე.
-მიღალატე,-მისი საუბარი უფრო აღრმავებს ჩემს ეჭვს,მეგის მოგზავნილია ის ქალი.ცოლისადმი ზიზღის გრძნობა დამეუფლა.
-სიზმარში მაინც ვიყო სხვასთან,-ვითომ ხუმრობით ვთქვი და გადავიხარხარე.მეგის სახე გაუფითრდა და საწოლიდან წამოდგა-რა მოგივიდა ისე ვთქვი,-ხელი მისკენ გავიშვირე-მოდი,გთხოვ,-მაგრამ მეგი ძალიან გაჯიუტდა-ნუ ხარ ბუტია,-წამოვდექი და ხელი წელზე შემოვხვიე-მოგეფერები და მაპატიე,-ვუთხარი და ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე,მან კი ხელის ზურგი ზიზღით გადაისვა-როგორც გინდა,-ცივად გავუშვი ხელი და საწოლში შევწექი,საბანში გავეხვიე და თვალები დავხუჭე.აღარც მეგიზე ფიქრი მინდა და აღარც იმ ქალზე.

_ _

სახლში რომ დავბრუნდი დედას ოთახში აღარ შემიხედავს,ვიფიქრე სძინავს და არ შევაწუხებ-მეთქი.ფეხზე გავიხადე და საძინებელში შევედი,ტანზე გავიხადე,ხალათი შემოვიცვი და წყლის გადასავლებად აბაზანაში შევედი.დიდხანს არ შევყოვნდი უცებ გადავივლე და გამოვედი.უკან ვბრუნდებოდი,როდესაც ყვირილის ხმა შემომესმა და შეშინებული მის ოთახში შევვარდი.დედა საწოლის კიდეზე იჯდა და ხელები მუცელზე ჰქონდა შემოჭერილი,ისე ძლიერად რომ ძლივსღა სუნთქავდა.
-რა მოგივიდა?-მივვარდი და ხელები გავაშლევინე.ტკივილისგან სახე დამანჭვოდა და უცნაურ ბგერებს გამოსცემდა.
-საშინლად. . -ძალიან უჭირდა საუბარი-მტკივა,-ლამის პატარა ბავშვივით ატირებულიყო.
-სასწრაფოში დავრეკავ,-ვუთხარი და ტელეფონის ასაღებად ოთახიდან გამოვვარდი.ხელები მიკანკალებდა და ძლივს ვკრეფდი ნომერს-ალო,სასწრაფოს გამოძახება მინდა,დედაჩემს აქვს ძლიერი ტკივილები მუცლის არეში,დაუყოვნებლივ მოდით,გთხოვთ,-სასოწარკვეთილი ხმით ჩავყვირე ყურმილში ქალს,მან კი მშვიდად მკითხა მისამართი და ჩაწერას რომ მორჩა გავთიშე ტელეფონი-მალე მოვლენ,-შევედი თუარა ვუთხარი დედაჩემს გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე-ნუ გეშინია,მე შენთან ვარ,მამა უკვე დავკარგე,არ მოგცემ უფლებას შენც მიმატოვო,-თვალებში ცრემლი ჩამიდგა და ძლივსღა ვიყურებოდი.
-აქ ვარ,-მითხრა და სცადა,მიუხედავად ტკივილისა გაეღიმა.
სანამ სასწრაფო მოვიდა გამაყუჩებელი დავალევინე და ცოტა მოეშვა ტკივილი.საწოლზე წამოვაწვინე და ფეხებთან დავუჯექი.
_ _
-არაფერია,-მითხრა სასწრაფოს თანამშრომელმა-თუ მაინც ვერ დამშვიდდით გადავიყვანოთ საავადმყოფოში და სრული გამოკვლევა გავუკეთოთ,მე კი ვთვლი რომ არაა საჭირო,მაგრამ ნება თქვენია
-რამ გამოიწვია ,კი მაგრამ ,ასეთი ძლიერი ტკივილი?-ვკითხე გაკვირვებულმა-თუ საგანგაშო არაა
-დაღლამ და სტრესმა, დედაშენს დასვენება სჭირდება,-ეგ მეც ვიცი რომ სჭირდება,მაგრამ დაღლა როგორ იწვევს ასეთ საშინელ ტკივილს.
-გასაგებია,დამიწერეთ რეცეპტი,-მივუგე ძლივს დამშვიდებულმა.დედაჩემი ჩურჩულით მეუბნებოდა რომ ყველაფერი რიგზე იყო და სასწრაფო მალევე გამაშვებინა.
-გინდა მთაში,სიმწვანეში,ბუნებაში,სუფთა ჰაერზე?-ვკითხე და თავქვეშ ბალიში ამოვუგე.დედას გაეცინა და ხელი ხელზე თბილად მომკიდა
-მინდა,მაგრამ ამდენი შესაძლებლობა არ გვაქვს,შენი მწირი შემოსავალი რამდენას უნდა გავყოთ,მინდა რომ სწავლისთვის გეყოს,შენ კი დასვენებაზე ფიქრობ
-ნუ ღელავ,დანაზოგი მაქვს შავი დღისთვის,რომელსაც დასვენებისთვის გამოვიყენებ,პროფესორს ვეტყვი რომ ერთი კვირით შემცვალოს,ხვალ შაბათია სახლში იქნება,საყვარელ ტკბილეულს მივართმევ და მის გულს ადვილად მოვიგებ,-კმაყოფილი ვუღიმი და თავს მის მუხლებზე ვდებ.
-ღმერთო,რა შვილი მარგუნე,-აღტაცებით წარმოთქვა და თმაზე მომეფერა.
-დაიმსახურე,-ვუთხარი და გავიტრუნე.მისი მოფერება ძალიან მესიამოვნა.

* * *
საშინლად დაღლილი წამოვდექი საწოლიდან,მოვწესრიგდი და მასთან დაუმშვიდობებლად გავედი სახლიდან.ენერგია ძილშიც კი ვერ აღვიდგინე,მთელი გზა მთქნარებამ მომკლა.ოფისის კარი როგორც კი შევაღე,ჩემს კაბინეტს მივაშურე.
-ჩაი მოგიტანოთ?-ფეხებში მომყვა მდივანი
-რა თქმა უნდა,-ვუპასუხე და სავარძელში ჩავჯექი,მდივანი რომ გავიდა მაგრად დავხუჭე თვალები,ორივე ხელის თითები გადავაჯვარედინე და სხეული დავჭიმე,ამან ცოტა მიშველა. ხელები მალევე ჩამოვუშვი,სავარძლის სახელურებზე ჩამოვდე და ფეხები მაგიდის ქვეშ გავშალე .
-თქვენი ჩაი,-კარი შემოაღო მდივანმა და ხელის კანკალით ძლივს მოიტანა ფინჯანი ჩემამდე
-მადლობ,-ვუთხარი და სანამ მაგიდაზე დადგამდა გამოვართვი-კოტეს და ბექას უთხარი ახალ ნახაზებზე იმუშაონ,-უხმოდ დამიქნია თავი და გავიდა.
ფინჯანი პირთან მივიტანე,ჩაის სული შევუბერე და ცოტა მოვსვი.ზუსტად ისეთია,როგორიც მიყვარს.მეგის აღარ ახსოვს რომ ჩაი მიყვარს და დილაობით სულ ყავას მიკეთებს,მართალია ძალიან გემრიელს,მაგრამ ჩაის ვერ შეედრება,დღეს კი ისე გამოვედი სახლიდან მისი სახეც არ დამინახავს.დასწყევლოს ეშმაკმა,რა აზრები მოზდის ამ ბოლო დროს,ნუთუ წინათგრძნობა აქვს?
მართალია რომ ამბობენ,დადგება დრო,როცა შენთვის ყველაზე ახლობელიც კი უცხო გახდება-ო.რამდენიც არ უნდა უარვყო,ცოლისადმი ინტერესი ყოველდღე მინელდება და მალე საბოლოოდ გაქრება.ძალდატანებითი ურთიერთობა რამდენხანს გასტანს არ ვიცი,მაგრამ სხეულს რომ ბოლო მოეღება ფაქტია.მეგი ვერასოდეს გამიგებს,მე კი არ მინდა ჩემ გამო დაიტანჯოს და მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციო,ამიტომ თავი უნდა ვაიძულო უცხო ქალზე ფიქრს შეეშვას და ცოლს მიხედოს,უნდა გაიგოს რომ ამით ვერანაირ სარგებელს ნახავს და ცხოვრება უკუღმა დატრიალდება.
-შეიძლება?
-შემოხვედი უკვე და რაღას მეკითხები,-სავარძლიდან წამოვდექი
-შეგაწუხე ხომ?-დაღონებულმა მკითხა და დახვეული თაბახი მაგიდაზე დამიდო
-არა,ნახაზია?-ხელში ავიღე და ოდნავ გავშალე
-ავთანდილის ანდერძი,-მიპასუხა და გაიკრიჭა
-რა ლამაზი ანდერძია,-თაბახი მაგიდაზე კარგად გავშალე და დავაკვირდი,ყველა ნახაზი სწორად იყო აგებული-ყოჩაღ,კოტე,ამას ვეღარ დაიწუნებენ,-ისევ დავახვიე და გვერდზე მივდე
-იმედი მაქვს,-თქვა და გვერდით ამომიდგა.
ხელ-ფეხი მიკანკალებს,ხელის გულით კიბის მოაჯირს ვეხები და ისე ავდივარ,ძლივს ვსუნთქავ,შიშისა და ნერვიულობისგან გული დამიმძიმდა,შევიწროვდა და ჟანგბადს აღარ უშვებს თავისთან.
ნეტავ როგორ მიიღებს? იქნებ საერთოდ გამომიშვას,მერე? დედა თავს ცუდად იგრძნობს,ვეღარც სწავლას მოვახერხებ,ვერც დასვენებას.კიდევ ბევრს თუ ვიფიქრებ უკან შევბრუნდები,თავქუდმოგლეჯილი ჩავირბენ კიბეებს და შეხუთულობისგან გატანჯულ გულს ცივ ჰაერს შევასუნთქებ.
-აქ რა ჯანდაბა გინდა?-პროფესორის კართან ვარ,ზემოთა სართულიდან ვიღაცის ამაზრზენი ყვირილი რომ მესმის,მალევე ერთვის ქალის სლუკუნი და ქუსლების გამაყრუებელი კაკუნი -წადი,შენი დანახვაც არ მინდა,-ტონს არ უწევს მამაკაცი,მე კი გაშეშებული ვდგავარ კართან და ვფიქრობ დავაკაკუნო თუ მისი მეზობლების ჩხუბს ვუსმინო,რომელიც ჩემი საქმე არაა.
ხელი მოვმუჭე,ავწიე და რკინის კარს მივაბჯინე ორჯელ დავაბრახუნე და დაველოდე,შიგნიდან არაფრის ხმა არ ისმის,იმედია სახლშია და ამხელა გზა ტყუილად არ გამოვიარე,პასუხი აუცილებლად მჭირდება,დედა ბუნებაში უნდა წავიყვანო.
-ვინ ხარ?-მკითხა კარს იქით მდგარმა პროფესორმა
-ეკატერინე ვარ,-ვუპასუხე მე
-დამელოდე,-ხელების ფათური დაიწყო კარზე,საკეტი აჩხაკუნდა,თურმე გასაღებით კეტავს,რომ გამიღო მისი გაოგნებული მზერა შემეგება.
-საქმე მაქვს,-მივუგე მე
-შემოდი,-უფლება მომცა მის აპარტამენტში ცხვირი შემეყო კიარადა თავ-ფეხიანად შევსულიყავი.გარშემო სიცარიელეა,ლურჯად შეღებილი კედლები და დიდი უზარმაზარი კარადაა,ძველი წიგნებით გამოტენილი,მხოლოდ.
-ბოდიშით რომ გაუფრთხილებლად შემოგეჭერით,-მორიდებით ვუთხარი და დივანზე ჩამოვჯექი,რომელიც კარადის პირდაპირ უდგას და ისიც არანაკლებ ძველია,დაჯდომისას სადგამს ჭრაჭუნი აუტყდა.
-გპატიობ,-უჩვეულოდ გულმოწყალეა,რაც ხელსაყრელია ჩემთვის-უმიზეზოდ არ მოხვიდოდი,რამე გექნება ჩემთან სათხოვარი,-მითხრა გრძნეულივით და თავისი დაგრეხილ-დანაოჭებული ხელი ნიკაპქვეშ ამოიდო,ფეხი ფეხზე გადაიდო და პროფესორის იერი მიიღო.
-მართალია,-ვთქვი და გამეცინა - ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს,-სუნთქვას მოვუხშირე -ერთი კვირით შვებულებაში მინდა გასვლა,-პროფესრს სარკასტულად ჩაეღიმა და დამაკვირდა,ასე მგონია როგორც გიჟს ისე მიყურებს.
-მიზეზი?
-დედაჩემია ცუდად,-ძლივს ამოვთქვი,ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა
-სხვა არაფერი?
-სხვა რაღა უნდა იყოს?-ძლივს მოვითქვი სული და გაოგნებულმა ვკითხე.ის დადუმდა,ტუჩები მოკუმა და თავი დაბლა დახარა.
-ვინ იქნება შენს მაგივრად?
-არ ვიცი,ვინმე,-ამ კაცის ატანა აღარ მაქვს უკვე,ან კი თქვას ან არა,მეტი აღარ შემიძლია
-ხოდა,სანამ არ იცი,ვერსადაც ვერ წახვალ,-ხმამაღლა მითხრა და წამოდგა
-კი,მაგრამ,-იმედგაცრუების საშინელმა ტალღამ გადამიარა
-გასაგებად ვთქვი
-საერთოდ წავალ,-შევუტიე მეც
-წადი,-მშვიდად მომიგო და ხელი აიქნია- არ მენაღვლება,მერე როგორც გაგიხარდება ისე მოიქეცი,-ზურგი მაქცია.ეს ნიშნავს რომ საჩქაროდ უნდა გავეცალო.
-კარგად იყავით,-ცივად მივუგე და წამოვდექი
-კარგად,-მანაც მითხრა და თითი კარისკენ გაიშვირა.
_ _
-ჩვენ წავალთ დასასვენებლად
-დაგთანხმდა?-აღფრთოვანებით მკითხა დედამ
-კი,-ყველა განცდა დავფარე და ვუპასუხე
-ძალიან კარგი,-მან გაიღიმა და ამან ისე ამაღელვა რომ ცრემლი მომადგა,თავი ხელში ავიყვანე რომ არ ავტირებულიყავი.გული ძალიან ამტკივდა.ბოლო კაპიკებით შევძლებ დედა ვასიამოვნო,მერე უკვე აღარ ვიცი რა იქნება,ალბათ სწავლის შეწყვეტა მომიწევს,სანამ ახალ სამსახურს არ ვიშოვი,თანაც ზაფხულის ბოლო თვეც იწურება და რამდენიმე დღეში შემოდგომის წვიმიანი დრო შემოაღებს კარს.
-ჩანთებს ჩავალაგებ,-ვუთხარი და საჩქაროდ მოვერიდე.ოთახში შევედი და კარი მივკეტე თუარა ტირილი ამიტყდა,ცხელი ცრემლები ღაპაღუპით ჩამომიცვივდა თვალებიდან და კისერში ჩაიღვარა.საწოლზე პირქვე გავეგე და სახე ბალიშში ჩავამხე,ეს უკვე მეტის-მეტია,ძალა აღარ მაქვს - გავუძლო იმას თუ როგორ გვენგრევა ყველაფერი.
-კარი რატომ გაქვს ჩაკეტილი?-ფიქრებიდან დედას ხმამ გამომიყვანა,ბალიშიდან თავი ძლივს ავწიე და ცრემლები შევიმშრალე
-ისე,უბრალოდ,-მშვიდი ხმით ვუპასუხე
-გამიღე,-მთხოვა მან,მაგრამ რატომღაც სურვილი არ მაქვს ავდგე და გავუღო,ის ყველაფერს მიხვდება თუ ამ მდგომარეობაში მნახავს,შევებრალები და დასასვენებლად აღარ გამომყვება.
-დედა,ჩემით ჩავაწყობ,ძალიან დავიღალე და მინდა დავისვენო,-კარს მოშორდა
-როგორც გინდა,-მისი ხმა შორიდან გავიგე.საწოლიდან ძლივს წამოვხოხდი,ჩავიმუხლე და ქვეშიდან ჩემოდანი გამოვაგორე,საწოლზე ავდგი და საჭირო ტანსაცმლი ჩაწყობას შევუდექი.

* * *
-ჩაი მინდა!
-შენ არასდროს მოგინდომებია ეს!
-შენ კი არასოდეს გიცდია გაგეკეთებინა,-ცხელ ყავას ნიჟარაში ვასხამ,მეგი კი სასოწარკვეთილი მადევნებს თვალს
-არ მოგითხოვია!
-მაგრამ იცოდი რომ ყავა მძულს,თუმცა ყოველ დილით მიკეთებდი
-მე მიყვარს და რატომღაც მახსოვდა რომ
-მეც მიყვარდა?-სიმწრით ჩამეცინა-პრობლემა ისაა რომ მარტო შენს თავზე ფიქრობ,ქმარი რას აკეთებს მთელი დღე საერთოდ არ გაინტერესებს,-ტონს ოდნავადაც არ ვუწევ
-შენი ატანა შეუძლებელია,-მითხრა და სამზარეულოდან გავარდა.ჩაიდანი ავიღე წყლით ავავსე,ქურას მივუნთე და ზედ შემოვდგი.
დარწმუნებული ვარ,ოთახში ზის და მელოდება როდის შევაღებ კარს და ვთხოვ პატიებას,მაგრამ წყალი უკვე დუღს ფინჯანში ჩავასხი და კოვზით მოვურიე რომ შაქარი კარგად გალღვეს,შემდეგ ავიღე და მაგიდასთან მივიტანე,ჩამოვჯექი და ფინჯანი წინ დავიდგი.მინდა დავტკბე დროებითი მარტოობით და აღარ ვიფიქრო რომ ცოლი მყავს,რომელიც გათხოვებამდე სხვანაირი იყო,უფრო თბილი,მზრუნველი,ახლა კი ყველაფერი პირიქითაა,მხოლოდ ის უნდა რომ სახლში გვიან არ დავბრუნდე,სხვას არაფერს მეკითხება,ყველაფერი აღიზიანებს დედამიწის ზურგზე და მუდმივად შეწუხებულია,მისი ღიმილი დიდი ხანია ჩემს თვალთახედვას მოსწყდა.
არ ვიცი,იქნებ ვცდები და ყველაფერი ჩემი ბრალია,ისიც რომ მეგი ძალიან ცივი გახდა,იქნებ მეც ძალიან გავცივდი მასთან მიმართებაში.აღარ მინდა ვიფიქრო,დავლევ და გარეთ გავალ,იქნებ სუფთა ჰაერმა მაინც მიშველოს.

_ _
-დედა,წავედი
-სად მიდიხარ?-კართან ვდგავარ უკვე,ისიც მიახლოვდება ,-წვიმას აპირებს,ასეთ ამინდში გარეთ როგორ გადიხარ?
-წვიმა მიყვარს,არაფერი მომივა,დამშვიდდი,სახლში ყოფნით ძალიან დავიღალე და ცოტახნით გავალ,-ჩვეულ ვუჩმიტე ლოყაზე.გაეცინა და ხელი ხელზე გადამისვა.
-კარგი,მაგრამ დიდხანს არ გაჩერდე
-არა,მალე დავბრუნდები,-მივუგე და კარი გავაღე,-დროებით,-გავეკრიჭე და გამოვედი სახლიდან,კიბეები მშიდად ჩავიარე და სექტემბრის გრილ ქუჩას შევერიე.
ყურსასმენები გავიკეთე და ტროტუარს გავუყევი,თან მუსიკას ავყევი -“say you love me“,ტანიც ავაყოლე,თვალები დავხუჭე,სრული ნეტარებაა,მაგრამ ერთი რამ აკლია,ნეტავ რა? რა თუ ვინ? ნეტავ ცალი თვალით დამანახა ახლა რას აკეთებს,მე ხომ არც კი ვიცი ვინაა,თანაც როგორ გაუმართლა,რომ შემხვდება მიხვდება.ჩემზე მაღალი იქნება,თუ ჩემი ტოლი,ბებერი თუ ახალგაზრდა,ალბათ ჩემხელა იქნება,იუმორის გრძნობით სავსე,ეყვარება შოკოლადი და ღამით მთვარის ყურება,დილით ჩაის დალევა ორი კოვზი შაქრით.ღმერთო,რამდენს ვფიქრობ,იქნებ შემიბრალო და ცოტახნით მაინც მანახო,ხოუნდა ვიცოდე ვის უნდა გავყვე ცოლად. ისევ -“say you love me“,ნეტავ გამვლელები რას ფიქრობენ?რაც უნდათ ის იფიქრონ,მე განტვირთვა ასე ვიცი.
* * *
ალბათ მეჩვენება,ხო როგორ არა,ის ვერ იქნება ჩემს ქუჩაზე და ვერ იმღერებს.
ნამდვილად ისაა,გავაჩერო? მაგრამ რისთვის,მიზეზი ხომ უნდა მქონდეს რომ მასთან ახლოს მისვლა შევძლო,მეც რომ ავყვე?
უკვე ძალიან ახლოსაა,მე კი უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებ,ვიგრიხები და ვიცი საშინელი დასანახი ვარ,ცეკვა არასოდეს მიცდია.ამის დანახვაზე ჭიანჭველა არ მოვა ჩემამდე,რომელ ქალზეა საუბარი.
მაგრამ მგონი გამიმართლა,ის გაჩერდა და დამცინავი გამომეტყველებით დამაკვირდა,ყურსასმენები მოიხსნა და უფრო ახლოს მოვიდა.
-ისე ცეკვავთ,როგორც დაბოლილი ბულბული,-სიცილით მითხრა მან
-გინახავთ ბულბული,რომელიც დაბოლილია და თან ცეკვავს?-ვკითხე და მეც გამეცინა
-დიახ,-თავი დამიქნია-ჩემს წინ დგას,-თქვა და ისევ გაიკრიჭა.ზედმეტად საყვარელია.
-დამიჯერებთ თუ გეტყვით რომ თქვენს მოხიბვლას ვცდილობდი?-პირი მოკუმა და სერიოზულად შემომხედა
-ამ ცეკვით?-ძლივს იკავებს თავს რომ კიდევ არ გაეცინოს -მოხიბვლის რა გითხრა,მაგრამ ინტერესი ხომ მაინც გამოიწვია
-ვიხუმრე,უბრალოდ თქვენს ცეკვას ავყევი,კარგად გამოგდის
-ცეკვა არ ვიცი,მუსიკას ავყევი,-ტუჩის კუთხეში ნაოჭები გაუჩნდა,სულ ცოტაც და ისევ მოაღებს პირს.
-ხომარ გეჩქარება სადმე?-უარყოფის ნიშნად თავი გამიქნია
-ჩვენ ადრეც შევხვედრილვართ?
-კი,ბევრჯელ,-ვუპასუხე მე,ის ერთხანს ჩაფიქრდა.
-ბარში,-წამოიყვირა უცებ და თითქოს რაღაცამ შეაშინა,უკან დაიხია.
-არა მარტო,-მივუგე და მეც დავიხიე,მგონი ჩემი სიახლოვით ძალიან შევაწუხე.
-კიდევ სად?-ეჭვნარევი ხმით მკითხა და თავი ჩახარა
-წვიმაში,ავტობუსში
-წვიმაში?-გაკვირვებით იკითხა -შენ გამაფრთხილე?
-კი,-ვუპასუხე მეც.ვგრძნობ ორივე ძალიან შევიბოჭეთ და ფიქრებით სრულიად სხვაგან წავედით,არ მინდა ყველაფერი გავაფუჭო,ამიტომ სადმე წავიყვან,სადაც დავსხდებით და მშვიდად საუბარს შევძლებთ,მინდა მასზე ყველაფერი გავიგო.
-ერთი წუთით,ახლავე მოვალ,-ტელეფონზე დაურეკეს და მოშორებით გავიდა საპასუხოდ.თვალი არ მომიცილებია,ინტერესმა შემიპყრო ვის შეიძლება რომ ელაპარაკებოდეს,ქმარს? საქმროს? შეყვარებულს? დედას ? რომ მოვა ვკითხავ იმედია უტაქტობაში არ ჩამომართმევს,-მნიშვნელოვანი ზარი იყო და,-თითქოს შერცხვა ჩემი,მორიდებით მითხრა
-არაუშავს,თუ არ გეწყინება ერთ რამეს გკითხავ
-გისმენ!
-ვინ იყო?-დაიბნა,წარბები შეჭმუხნა და მარჯვენა ხელი თმაში შეიცურა
-კურსელი,-ამოისუნთქა და მშვიდად მიპასუხა,მგონი გადავრჩი -რატომ დაგაინტერსდა?
-ისე,უბრალოდ,ჩაის სახლში ვაპირებდი შევლას ჩემი მეგობარი მუშაობს და ხომ არ წამოხვიდოდი?
-უარი რომ გითხრა გეწყინება? ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წუთია გიცნობ,ნუ შეწუხდები
-არ ვწუხდები,თხოვნაა,-ისევ გაეცინა.ღიმილი ძალიან უხდება,მუქი მწვანე თვალები უცნაურად უელავს და ცხვირი სასაცილოთ ეჭმუხნება.
-დრო ძალიან ცოტა მაქვს,ახლოსაა ჩაის სახლი?
-ტაქსით წავიდეთ,-ისევ შეყოყმანდა-რაიყო გეშინია?-თითქოს მივუხვდი მის შეშფოთების მიზეზს
-ტაქსის,-ბუტბუტით თქვა და ქვედა ტუჩზე იკბინა.
-მე კი მეგონა რომ ჩემი,შვებით ამოვისუნთქე
-არა,-ღმერთო როდის შეწყვეტს სიცილს,მინდა მაგრად ჩავეხუტო და გავჭყლიტო,მის დაკლაკნილ წაბლისფერ თმებში თითები შევასრიალო.
-სულ ასეთი ბედნიერი ხარ?
-კი,-დაუფიქრებლად მიპასუხა
-ვითომ? შენს ცხოვრებაში არ არსებობს ტკივილის მიზეზები?-ერთი შეხედვით არაფერი შეტყობია,მაგრამ გამომეტყველება ოდნავ იცვალა
-ტაქსის გააჩერებთ თუ ჩემი გზით წავიდე?
-გავაჩერებ,-ვუპასუხე და ტრასისკენ მივბრუნდი.

_ _
რატომ გავჩერდი რა მინდოდა,უნდა ჩამევლო უხმოდ,ესღა მაკლდა.ჩემთვის ხომ ის ამაზრზენია,რომ ვხედავ შიში მიპყრობს.მუსიკამ იმდენად გამაბრუვა ვერ გავიაზრე რა გავაკეთე.ახლა უკვე გვიანია,მე მას ჩაის დასალევად მივყვები.ტაქსიც გააჩერა უკვე და კარი გამიღო უკან,ჩავჯექი და რატომღაც ვიფიქრე რომ ისიც გვერდით დაჯდებოდა,მაგრამ მძღოლის გვერდით დასკუპტა და შვებით ამოვისუნთქე.
მე ვზივარ მანქანაში ვიღაც კაცთან ერთად,მისი სახელიც კი არ ვიცი,თუმცა არც მან.
გაბრუებული ვეყრდნობი შუბლით ფანჯრის მინას და თვალებს ვხუჭავ,ვცდილობ ცოტახნით სხვაგან წავიდე,მაგრამ რადიოს ხმა ხელს მიშლის.
-ყველაფერი კარგადაა?-ჩემსკენ ბრუნდება
-კი,მალე მივალთ?-შეწუხება აღარ დავფარე,ტრანსპორტში დიდხანს ყოფნა ცუდად მხდის,დრამინას სულ თან ხომ არ ვატარებ.
-კი,-მიპასუხა და ისევ შებრუნდა.ფანჯარას შუბლი მოვაცილე და მინა ჩამოვწიე,სიგარეტის სუნით გაჟღენთილ მანქანაში სუფთა ჰაერი შემოვუშვი.
კიდევ ათი წუთიც და მოთმინების უნარს დავკარგავ,-აქ შეაჩერეთ,-ძლივს გავიგე სიტყვა გაჩერება და გამოვფხიზლდი.მძღოლმა როგორც კი გააჩერა მანქანა კარი გავაღე და გარეთ ვისკუპე -ასე ძალიან გეჩქარება? -გადმოდის ისიც და გვერდით მიდგება
-მგზავრობას ვერ ვიტან,-ძლივს გასაგონად წავილუღლუღე და მზერა მოვარიდე
-კარგი,წამოდი,-კართან მივიდა და გამოაღო,-მხოლოდ,თქვენს შემდეგ,-დააყოლა ღიმილით და მეც პირველი შევედი შიგნით,-სანდრექს,-უკან მომყვა ძახილით.
-დემეტრე?-გამოხედა უნიფორმიანმა მამაკაცმა,რომლის წყალობითაც გავიგე მისი სახელი,ძლივს რაღაც კარგი მოხდა.მას დემეტრე ჰქვია,უყვარს ჩაი და ჩემზე მაღალია,მქრალი ნაცრისფერი თვალები და ისეთი გამოხედვა აქვს,გეგონება გაშიშვლებსო.სანდრო ჩვენთან მოვიდა,დემეტრეს გულთბილად მიესალმა და მე თავაზიანად გამიღიმა.
-დიდი ხანია არ მოვსულვარ ხომ?-დაასწრო კითხვა და გაეცინა
-საკმაოდ,-დაადასტურა სანდრომაც და გვერდულად გაიღიმა-ეს ქალბატონი შენი. . .
-უბრალოდ ნაცნობია,-შეაწყვეტინა დემეტრემ,მომეჩვენა,თითქოს ხმა დაეძაბა,ნერვიულად დაატკაცუნა თითები ერთმანეთის მიყოლებით.
-ეკატერინე,-მივუგე მე სანდროს,რადგან დემეტრემ ჩემი სახელი არ იცოდა არ მინდოდა,ჩემ გამო,კიდევ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო.დემეტრეს გაეცინა,მიმიხვდა,აშკარა იყო.
-სასიამოვნოა,-მითხრა სანდრომ.იგი წრფელი და კარგი ადამიანი ჩანს,ამავდროულად ძალიან მშვიდი-მაგიდასთან მობრძანდით,-თავაზიანად გვითხრა მან
-რა თქმა უნდა,-დაეთანხმა დემეტრე და უკვე წინ გაჭრილ სანდროს უკან მიჰყვა,მე კი დემეტრეს გავყევი.
-რომელ ჩაის ინებებთ?-მალევე მოერგო სამსახურის ფორმას,როგორც კი მაგიდასთან დავსხედით სანიშნი და კალამი მოიმარჯვა
-დილით ჩვეულებრივი ჩაი დავლიე,მაგრამ ახლა მინდა პუერი დავლიო,დიდი ხანია მისი გემო არ მიგრძვნია და ძალიან მომენატრა,შენ რომელს დალევ,ეკატერინე?-ჩემი სახელი მკაფიოდ წარმოთქვა
-მეც,იგივეს,-ცოტა დაბნეულმა მივუგე.
-გასაგებია,ახლავე,-გაგვიღიმა სანდრომ და წავიდა.
დადგა ის დრო,როცა მე და ის,უფრო სწორად დემეტრე,მარტონი ვსხედვართ მაგიდასთან და პუერს ველოდებით,რა უცნაურია,ჩვენი გაცნობის ერთი საათიც მიილია,მაგრამ შეგრძნება მაქვს,დიდი ხნის ნაცნობია და სრულიად შემთხვევით წავაწყდი ქუჩაში,მან კი გამიხსენა და გადაწყვიტა ჩემს საყვარელ ჩაიზე დავეპატიჟებინე.ერთმანეთთან სასაუბრო თითქმის არაფერი გვაქვს,ვერც კი ვფიქრობ რაზე უნდა ველაპარაკო.
-ნერვიულბ თუ მე მეჩვენება?-ჩემს ფიქრებში მისი კითხვა შემოიჭრა და შეშფოთებულმა შევხედე
-არა!
-არ გეცინება?
-რაზე?
-შენი სახელი აქ გავიგე
-რა დამთხვევაა,მეც,-ვთქვი და გავიკრიჭე,სიცილი მშველის დაძაბულობის მოხსნაში.
-რას საქმიანობ ეკატერინე?-ის უკვე კითხვებზე გადასულა,მე კი არაფერს ვაკეთებ იმის გასარკვევად,თუ ვინაა და რას წარმოადგენს დემეტრე
-ახლა უკვე აღარაფერს,-ვუპასუხე მე -შენ?
-არქიტექტორი ვარ,-კმაყოფილმა მიპასუხა
-რთული პროფესიაა,დიდ ძალისხმევას მოითხოვს,-ვთქვი და მის სახეს დავაკვირდი,მასში რაღაც ისეთია,ამოუხსნელი,თითქოს ყველას შეუძლია შეხედოს,მაგრამ არავის რეალურად დაინახოს იგი.
-გეთანხმები,მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნოა,როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ,შენი პროფესია რა არის?
-მე,ჯერ ვსწავლობ,-საუბარში ჩვენი ჩაიც მოიტანა სანდრომ,ჯერ მე დამიდო,შემდეგ კი,დემეტრეს და ისევ წავიდა.
-რაზე სწავლობ?-მისი კითხვები თავბრუს მახვევს,ყველაფერი უნდა ვუთხრა? ამის მერე ხომ ჩემზე საფიქრალი აღარ ექნება? ღმერთო,შენ გადმომხედე,მშვიდად დამალევინე ჩაი და მითხარი რომ ზედმეტს ვნერვიულობ.ის ჩემთვის არაფერია.
-სოციალურ ფსიქოლოგიაზე,-ვუპასუხე და ფინჯანი ხელში ფრთხილად ავიღე,პირთან ახლოს მივიტანე და სული შევუბერე,ჰაერში ჩაის ცხელი ორთქლი აიზიდა,მას სურნელიც აჰყვა,საკმაოდ თავბრუდამხვევი,ყველაფერს გავიღებდი ახლა რომ მარტო ვიჯდე და ჩემთვის ვსვამდე.ჩაის სურნელი ხომ მასაც გავუნაწილე.
-საინტერესოა,-თქვა და დასწვდა ფინჯანს-აქ საოცარ ჩაის ამზადებენ,არა-მარტო ქართულს,შენ გიყვარს ჩაი?
-რომ არ მიყვარდეს,გგონია აქ ვიჯდები ჩაის ჭიქით ხელში?-სიცილით ვკითხე და მოვსვი,სუნთან ერთად გემოც საოცარი აქვს.
-შენ ალბათ არ იცი,მაგრამ არსებობს ადამიანი,რომელიც ყოველ დილით ყავას სვამს,მიუხედავად რომ ეზიზღება
-და ვინაა ეგ სასწაული ადამიანი?
-მე,-ფინჯანი დადო და გულიანად გადაიხარხარა,თითქოს მასში ჩაგროვილმა ბედნიერებამ ახლა იქუხა.
-ნამდვილად?-გავიკვირვე მე,მან თავი დამიქნია
-საიდუმლოდ დავტოვებ ამის მიზეზს,იმედია საიდუმლოებები გიყვარს
-მეტ-ნაკლებად
-რამდენი წლის ხარ?-თემა შეცვალა.
-ოცდაერთის,შენ?
-მე უკვე დავბერდი,შეხედე თმაში ჭაღარა მაქვს,ჩვენს შორის შვიდი წელია სხვაობა,-მეზიზღება გამოთვლები,მაგრამ ეს მარტივია.
-ოცდარვის ხარ?
-კი,ასაკს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ?-ამ კითხვით რას გულისხმობს არ ვიცი
-არა,მაგრამ მამის ტოლს ნამდვილად არ შევხედავ
-მამაშენი რამდენი წლისაა?
-ორმოცდაათის იყო,-მის გახსენებაზე გულში რაღაც ფეთქვას იწყებს და ამას საშინელი ტკივილი მოჰყვება ხოლმე.
-იყო?-კითხვაში სიბრალული ვიგრძენი
-თემა შევცვალოთ,-ვთხოვე მას,რადგან არ შემიძლია მამაზე საუბარი,ის ერთადერთი ნათელი იყო,რომელიც ჩაქვრა.
-მაპატიე,-მითხრა და გვერდულად გაიღიმა - თუ ეს გაგამხიარულებს,გეტყვი რომ შანსი ჯერ კიდევ მქონია
-ხო,არა?-გამეცინა-მეეჭვება
-თქვენი კომპლიმენტი ვერაფრით დავიმსახურე
-მგონი,საკმაოდ დიდი ხანია აქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ,ხომ არ ჯობია,მალე დავლიოთ და წავიდეთ?-მგონი ჩემი იდეა არ მოეწონა,მაგრამ როდემდე უნდა ვიჯდე აქ.
-შეგაწუხე როგორც ჩანს,მართალი ხარ,შენთან ამდენი საუბარი ზედმეტი იყო,აქ დარჩი,წავალ გადავიხდი და ტაქსს გავაჩერებ,-ისე უცებ მიაყარა სიტყვები,აზრი ძლივს გამოვიტანე,აშკარად ნაწყენი დარჩა,თუმცა ეს მე არ მანაღვლებს.დემეტრე წამოდგა და სალაროსთან მივიდა.მე კი წამოვდექი და კართან მივედი,ისიც მალევე მოვიდა.
-ბოდიში,-ვუთხარი,როცა გარეთ გავედით.შიშველ მკლავებზე გრილი წვეთები დამეცა,წვიმს?
-არაუშავს,სწრაფად გავაჩერებ ტაქსს,თორემ დასველდები,-მითხრა და გზისკენ გაიხედა.
-არაუშავს,-ის არ მისმენს,ხელი გაშვერილი აქვს და ტაქსიც ჩვენს ფეხებთან ჩერდება,კარს სწრაფად მიღებს,ვჯდები და ისე ხურავს,ლამის ჩამოიღოს,მძღოლს მორიდებული ვეღრიჭები,შეწუხებულია დემეტრეს ველური საქციელით.
-წადით,-უთხრა ტაქსისტს,კი მაგრამ თვითონ? მძღოლმა მანქანა დაძრა,მე კი ჩაწეულ ფანჯარაში დემეტრეს გავყურებდი,იგი გაუნძრევლად იდგა და წვიმისგან სველდებოდა,სანამ დაღმართისკენ არ დაეშვა მანქანა და არ გაქრა,მანამ არ მომიცილებია მზერა.სახეზე მთელი მაკიაჟი ჩამომივიდა.როდესაც მთავარ გზაზე გადავედით,ფანჯარა ავწიე და სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი.

* * *
სიგიჟე,ნამდვილი სიგიჟე,მე ის ახლოს ვნახე,ვესაუბრე,ჩაი დავლიეთ,თავი სიზმარში მგონია.როგორ მინდოდა გავყოლოდი,მაგრამ არ მინდა თავი მოვაბეზრო,კიდევ ხომ უნდა მომეცეს საშუალება გვერდით დავისვა და ვესაუბრო.



ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი,რომ მივედი წვიმისგან ერთიანად გაჟღენთილი ტანსაცმელი გავიხადე,წყალი გადავივლე და კარადიდან ახალი სამოსი გადმოვიღე,როცა მოვათავე მოწესრიგება,მეორე ოთახში შევედი,სადაც ბოლო ღამეებია მეგის სძინავს,მაგრამ იქ არ დამხვდა,როგორც ჩანს სადღაც წასულა,მისი კარადები შევამოწმე,ყველაფერი ადგილზე დამხვდა,ანუ არ გაქცეულა,უბრალოდ სახლში მოწყინდა და მიხვდა რომ ზოგჯერ გარეთ ყოფნაც კარგია.ოთახიდან გამოვედი და სამზარეულოში შევედი,რადგან შიმშილმა შემაწუხა.ნეტავ,სად წავიდა მეგი?მას მეგობრები საქართველოში არ ჰყავს,მშობლები ქალაქ-გარეთ ცხოვრობენ და ბარგის გარეშე მათთან არ წავიდოდა...არ ვნერვიულობ,სრულიად არ მაინტერესებს რას აკეთებ გარეთ.
მაცივრიდან გაყინული ქათმის ხორცი გამოვიღე და ტაფაზე დავდე გასათბობად,კიდევ კარგი,შეწვა მოუფიქრებია.მართალია რა,სანამ ერთ ჭერ ქვეშ არ იცხოვრებთ,მანამდე ვერ გაიცნობო,არადა მისით როგორი აღტაცებული ვიყავი,ჩემ მშობლებს რომ ვაცნობდი გავიძახოდი,ჩემი ოცნები ქალი ვიპოვე-მეთქი,ისინი დიდად აღტაცებული არ დარჩნენ,თითქოს რაღაც ეჭვები ჰქონდათ და გამართლდა კიდეც,ყოველთვის არა,მაგრამ ზოგჯერ მშობელსაც უნდა დაუჯერო,რა იცი რას გარიგებს,იქნებ შენს მომავალს წყვეტს,გამოცდილების არ მქონენი ხარივით ჯიუტად არ უნდა მივიწევდეთ მიზნისკენ,ჯერ მათ უნდა ვკითხოთ ვინც უკვე გამოიარა სიჯიუტის წლები.

ამდენ ფიქრში ქათამი ხელმეორედ შეიწვა,თუ დაიწვა,საჩქაროდ გადმოვდგი ტაფა ქურიდან და თეფში მოვიმარჯვე,სპეციალური ასაღები მოვარგე ქათმის გვერდებს და ფრთხილად გადავიტანე გაშლილ თეფშე.უკვე დაჭრილი პურიც ავიღე და მაგიდასთან მივიტანე,მარტო ჭამა საზიზღობად მეჩვენება,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

სადილის მერე ყველაფერი მივალაგე,დასვრილი თეფშები გავრეცხე და საწურზე დავაწყე.წესით ამას მეგი უნდა აკეთებდეს,ნეტავ რატომ არ მოდის,რას აკეთებს ამისთანას,ვინმესთანაა? არა,რა სისულელეა,წავალ წამოვწვები და დავიძინებ,აღარაფერზე ფიქრი არ მინდა.სამზარეულოდან საძინებელში გადავინაცვლე,გაუხდელად გავწექი საწოლზე და სახე ბალიშში ჩავრგე.
რა ლამაზია ეკატერინე,მუქი მწვანე თვალები საოცრად ეხამება წაბლისფერ ტალღოვან თმას,მისი უბრალო ამოხედვაც კი მთელ სხეულს მიფორიაქებს,არღვევს ყველა დამცავ ჯებირს.მაკანკალებს,თითქოს სიცხე მაქვს კატასტროფულ ნიშნულამდე აყვანილი.არ ვიცი და ვერც ვხსნი,რატომ მოხდა,რატომ შემიპყრო მისმა სილამაზემ,ბუნებრივად მუქმა მარწყვისფერმა ტუჩებმა.მასში ისეთი რაღაც არის,რასაც მეგიში ვერ ვხედავ.შეუძლია გაიღიმოს,მაშინაც კი,როცა ყველაზე ნაკლებად უნდა,იმიტომ რომ სხვა დარჩეს კმაყოფილი,თითქოს არ უნდა მისი ტკივილი ვინმემ გაიზიაროს.
ღმერთო,არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე რა მინდა - სხეულისგან,პირისგან,ხელებისგან,თითებისგან და საერთოდ მისგან.
ფიქრს ვერ ვთხოვ რომ შეეშვას,უფრო სწორად არ მინდა,რადგან ასე შემიძლია შევეხო კიდეც მას.
_ _
-სად იყავი ამდენ ხანს?-ოთახში ვიყავი უკვე ვიცვლიდი დედა რომ შემოვიდა
-ახალმა ნაცნობმა ჩაიზე დამპატიჟა და უარი ვერ ვუთხარი,მეგონა გეძინა
-ვინ?-წარბები აზიდა-რას წარმოადგენს?-ეჭვებ შეპყრობილი ჩამოჯდა საწოლზე
-დემეტრე ჰქვია,ოცდარვაწლისაა,არქიტექტორია და თავისი პროფესიით მუშაობს
-გვარი?
-არ მიკითხავს,ყველაფერი უცებ მოხდა,შემთხვევით შევხვდი ქუჩაში და მანაც პუერზე დამპატიჟა,მისი წყალობით ვარ ცოცხალი
-როგორ თუ ცოცხალი?-უარესად დაიბნა დედა,მის გვერდით ჩამოვჯექი და ხელებზე ხელი მოვკიდე
-შესვენებაზე გარეთ გამოვედი,საშინლად წვიმდა,გადავწყვიტე მაინც გამევლო დონატების შესაჭმელად,ამ დროს კი მაღლა სართულიდან რაღაც გადმოვარდა და რომ არა დემეტრე უცილობლად ზედ დამეცემოდა და გამაფრთხობინებდა სულს.
-მადლობა ღმერთს,-ამოიოხრა მან-თუმცა მაინც გირჩევ უცხოებისგან თავი შორს დაიჭირო,მასზე მეტი რომ გეცოდინება,მერე იმეგობრე,-წამოდგა და ჩემი ხელი ჰაერში დამრჩა.
-ზედმეტად არაფერს ვიზამ,-დამშვიდების მიზნით მივუგე და საწოლზე გავწექი,თითები ერთმანეთში გადავხლართე და მუცელზე დავიწყე.
-ვიცი,-მომიგო მან,-დაიძინე,ხვალ ადრე უნდა ავდგეთ,-სულ დამავიწყდა რომ ხვალ ყაზბეგში მივდივართ.
-კარგი,-ვუთხარი და წამოვდექი,გავიხადე და ისე შევწექი საწოლში.

დილით დედამ გამაღვიძა,ცხელი ჩაი და კრუასანი მომიტანა,თვითონ უკვე ნასაუზმევი იყო,ამიტომ არ დამეწვია,ლანგარი ტუმბოზე დადო და გავიდა.
საწოლიდან წამოდგომა გამიჭირდა,რადგან ჯერ მხოლოდ შვიდი საათია,მე კი გვიანობამდე ძილს ვარ მიჩვეული,დედამ ითხოვა რომ დღის შუქზე ჩაგვეღწია ყაზბეგში,რომ მშვიდად დალაგება შეგვძლებოდა.
ტანზე ჩავიცვი,ხელ-პირი გრილი წყლით დავიბანე და უკვე განელებული ჩაი დავლიე კრუასანიც მივაყოლე და რომ გავათავე,ლანგარი ავიღე და სამზარეულოში გავიტანე.
-ტაქსი უკვე გველოდება,-მითხრა დედამ-ჩემოდნები გამოიტანე,-ისევ ოთახში შემაბრუნა,საწოლის ქვეშიდან ჩემოდან გამოვაგორე და შემოსასვლელში გავიტანე,მას უკვე კართან ჰქონდა თავისი,ამიტომ კარი გავაღე და ორივე ლიფტამდე მივიტანე,დედამ სახლი მოათვალიერა და გამოვიდა,კარი საგულდაგულოდ გადაკეტა და ლიფტში შემოვიდა.მომეჩვენა,თითქოს გულის ცემა მოემატა,რაღაცამ ააფორიაქა.
-დედა,რამე მოხდა?-ვკითხე და ხელი მკლავში ჩავავლე
-სახლი მომენატრება,-გული მიგრძნობდა რომ მზგავს რამეს მიპასუხებდა,მას ხომ არასოდეს მიუტოვებია სახლი დიდი ხნით.
-ნუ ღელავ,ადგილზე დაგხვდება,-გავუღიმე და პირველს მივაჭირე.ლიფტი დაიძრა და სულ რამდენიმე წამში ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით,დედა პირველი გავიდა,ტაქსის მძღოლი მოიყვანა რომ ჩანთების მანქანამდე მიტანაში და ჩაწყობაში დაგვხმარებოდა.
-მადლობთ,-მიუგო,როცა სამივე მანქანაში ჩავსხედით.საკმაოდ გრძელი გზაა წინ,ამიტომ შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოვკალათდი სავარძელზე,გვერდით ჩანთა დავიდე,რაშიც წყალი და დრამინა მიდევს ყოველი შემთხვევისთვის.
* * *
მთელი ღამე არ მეძინა,თვალწინ ეკატერინეს სახე მედგა და ლამის ჭკუიდან შევიშალე,არც მეგი დაბრუნებულა,ავდგები და დავურეკავ,რამე რომ სჭირდეს მერე მე უნდა მისაყვედუროს,არ მომიკითხეო.საწოლიდან წამოვდექი და ტელეფონს დავწვდი,მისი ნომერი ავკრიფე,გავიდა,მაგრამ არ მიპასუხა,უნდა ვინერვიულო? არ ვიცი,კიდევ გავამეორე,მაგრამ ისევ არ მიპასუხა,ტელეფონი ტუმბოზე დავდე და წყლის გადასავლებად აბაზანაში გავედი.
-დემეტრე,-აქაფებულ ტანზე წყალს ვივლებდი მეგის ხმა რომ გავიგე,ონკანი საჩქაროდ მოვკეტე,პირსახოცი შემოვიკარი და გავედი-რა მშვიდად ხარ
-ავადმყოფი ცოლის როლში ყოფნა არ მოგბეზრდა?
-რას ამბობ,ყველაფერი ახლა დაიწყო,-თქვა და წაბორძიკდა
-შენ რა მთვრალი ხარ?-ახლაღა დავაკვირდი ღვინისგან გაჟღენთილ სხეულს და გული ნერვიულად შემიტოკდა
-არ მითხრა რომ შეწუხდი,მიეჩვიე,დღეიდან სულ ასე ვიქნები,-მითხრა და ბორძიკი შევიდა მისაღებში,სავარძელში ჩაესვენა და ისე ამოიხვნეშა,თითქოს შრომისგან დაქანცულიყო.
-უკვე ვეღარ გცნობ,-მოჩვენებითი ტკივილით მივუგე და ოთახისკენ წავედი,მის ბურტყუნს ჩემამდე არ მოუღწევია,აღელვებული შევედი ოთახში,საწოლში შევწექი და საბანში გავეხვიე.
ტკივილი,ტკივილი ყველგან ტკივილი,სადამდე შეიძლება ამის მოთმენა?
სასჯელია დაწესებული ცოლი რომ გადაგიყვარდეს?
გავეყრები და დავისვენებ.

_ _
ყაზბეგში შებინდებულზე ჩავედით,რადგან გზაში ტაქსს ბენზინი გამოელია და კალონკამდე ღოღვით მივედით.დედა საშინლად იმედგაცრუებული დარჩა,მე კი სულაც არ მანაღვლებდა არაფერი,მთავარი იყო რომ ჩვენ უკვე ქალაქს მოწყვეტილი ადამიანები ვიყავით,ბუნებაში თავ-ამოყოფილი.

-ორი ოთახი დავჯავშნე გუშინ და გასაღები მინდა,-მივმართე სასტუმროს მიმღებში მჯდარ გოგონას,
-სახელი და გვარი?-მკითხა მან
-ეკატერინე შენგელია,-ვუპასუხე და დაველოდე,იგი წამოდგა ,საკიდებიდან გასაღები ჩამოხსნა და მომაწოდა-მადლობთ,-მივუგე ღიმილით,მანაც გაიღიმა-ფულს ახლა ვიხდი თუ. . .
-ახლა,-შემაწყვეტინა მან,მე ჩანთა გავხსენი და საფულე ამოვიღე,ზუსტად მქონდა გადანაწილებული ხარჯები,ფული ამოვიღე და გოგონას მივაწოდე
-თავისუფალი ხართ,-გულთბილად მომიგო,როცა ფული გამომართვა,-ოთახამდე ჩვენი პერსონალი მიგაცილებთ,-დაამატა სანამ ჩამოვცილდებოდი და ვიღაც ფორმიან კაცს ანიშნა ჩემთან მოსულიყო.
-წამობრძანდით,-თავაზიანად მომიგო მამაკაცმა-ბარგს მე წამოვიღებ,-ჩემოდნები გამომართვა და მე და დედას წინ გაგვიძღვა.იმდენად კარგად დაგვხვდნენ გაოგენბისგან ხმას ვეღარ ვიღებ.დედაც ძალიან ბედნიერია და გული სიხარულით მევსება,მის გაღიმებულ სახეს რომ ვუყურებ.მამაკაცმა მეორე სართულზე აგვიყვანა,სადაც ორი გვრძელი დერეფანია,მან მარცხენა მხარეს წაგვიყვანა და მეოთხე კართან გაგვაჩერა-ეს თქვენი ოთახია,-მითხრა მე,შემდეგ დედას მიუბრუნდა-მეხუთე კარი კი-თქვენი,-ჩემოდნები კართან დაგვიწყო და წავიდა.საჩქაროდ მოვარგე გასაღები კარს და გულის ფანცქალით შევაღე,ჩემოდან ხელი დავავლე და შევედი.
ოთახში სითეთრეა გამეფებული,საწოლი თეთრი თეთრეულით,კედლები თეთრი აქა-იქ ლურჯი საღებავით,კარადები თეთრი რამდენიმე შავი ზოლით,ეს ყველაფერი იმდენად უცნაურია და იმდენ დადებით ემოციას იწვევს ჩემში,ახლაღა ვხვდები რომ თეთრი ჩემი სიმშვიდის ფერია.სასწაულად ეხამება თეთრ გადასაფარებელს მონაცრისფრო ბალიშები.ნეტავ,აბაზანა როგორია? ინტერესით ვაღებ კარს,მაგრამ სრულიად სხვა გარემო მხვდება,შავი იატაკი,ღია ფერის კედლებით, საშუალო ზომის თეთრ ჩარჩოში ჩასმული სარკით.ჩემ სახლთან შედარებით აქ ნამდვილი ფუფუნებაა,ზედმეტად სუფთა სუნმაც კი შეიძლება ცემინება დაგაწყებინოს.ჯაკუზის გვერდით საკიდზე პირსახოცი და ხალათიც კი ჩამოუკიდავთ.ნიჟარის ქვემოთ კუთხეში რეზინის ჩუსტებიც დაუწყიათ.ისეთი გაოგნებული ვათვალიერებ,თითქოს პატარა ბავშვი მისთვის ჯერ არ ნახულ სამყოფელში შეეყვანათო.ონკანი მოვუშვი და წყალი ხელის გულებში ჩავიგროვე,სახეზე შევისხი და ცოტა გამოვერკვიე,გონებაში დავალაგე ყველაფერი და მშვიდად გამოვედი აბაზანიდან.

* * *
-სასწრაფოდ მჭირდება ეკატერინეს ნომერი,-ჩავყვირე ყურმილში კოტეს
-მხოლოდ სახელით როგორ გაიგო?-მკითხა გაოგნებულმა
-არ ვიცი,რამე მოიფიქრე,უნდა დავუკავშირდე აუცილებლად. . ,მოიცა,სოციალურ ფსიქოლოგიაზე სწავლობს
-სულ გააფრინე,-გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა-ეგ რას მოგვცემს,ერთი უნივერსიტეტი ხომ არაა ქვეყანაში
-გადათვალე რამდენია სულ და სადაც კი ასწავლიან მაგ პროფესიას დაუკავშირდი და ჰკითხე თუ ჰყვათ სტიპენდიანტი გოგონა,სახელად ეკატერინე
-რა იცი რომ კარგად სწავლობს?
-ეკატერინე სხვანაირი ვერ იქნება. . .
-მაგრად აფრენ,-შეწუხებულმა მითხრა კოტემ
-გააკეთე რასაც გეუბნები,-მოთმინებას ვკარგავ უკვე
-ვეცდები დაგეხმარო,მაგრამ ეჭვი მეპარება
-ვთიშავ,-გავაფრთხილე სანამ ლანძღვაზე გადავალ
-კარგი,-უკმაყოფილო ხმით მომიგო მან,აღარაფერი ვუთხარი,ტელეფონი გავთიშე და ინტერნეტს მივუჯექი,ძალიან რთულია მიაგნო ადამიანს,რომლის მხოლოდ სახელი და პროფესია იცი.
მთელი დღე უაზროდ ვიძრომიალე საიტებზე,გულდაწყვეტილი ავდექი და აივნისკენ გავეშურე.ეკატერინეს პოვნა არ უნდა გამიჭირდეს,ახლა ყველაზე მეტად მჭირდება.
აივნიდან მალევე შემოვბრუნდი,წყალი მომწყურდა,თუმცა სანამ ნიჟარამდე მივედი ტელეფონზე ატყდა ზარი.
-კარგი ამბავი მითხარი,-აღებული არ მქონდა რომ მივახალე
-ჩაიწერე,ბალია
-რა?-გაოგნებისგან პირი დავაღე,-შე ვირიშვილო მაიმუნო,ასე მალე თუ იპოვიდი რაღას მალაპარაკე ამდენი
-რომ იცოდე რამდენი ვეძებე,როგორც ჩანს არ შემცდარხარ ეკატერინე შენგელია სტიპენდიანტია,თანაც ერთადერთი
-რა დროს ეგაა მიკარნახე ნომერი
_ _
სასტუმროს ეზოში ჩრდილ ქვეშ,ჰამაკში ვარ ჩაწოლილი და რემარკს გულმოდგინედ ვკითხულობ,დედა მოშორებით მრგვალ მაგიდასთან ზის და გრილ ჩაის სვამს,თან ნეტარებით შემომყურებს და ხელებს ათამაშებს მაგიდაზე.
ირგვლივ მარადმწვანე ხეების სურნელი ტრიალებს და ცოტახნით ,გადაშლილ წიგნს მკერდზე ვიდებ,თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ,თითქოს მინდა მთელი სხეული გამეჟღინთოს სუფთა სუნით,რომ დიდხანს გამყვეს სიამოვნება.
ამის შემდეგ რა იქნება წარმოდგენაც არ მინდა,აღარ მინდა ამაზე ფიქრი,აუცილებლად გამოვასწორებ ყველაფერს,უბრალოდ ახლა არ უნდა ვიფიქრო და ვინერვიულო,თორემ საკუთარ თავს დასვენებას ჩავუშხამებ.
ისევ ვახელ თვალებს და წიგნს ვუბრუნდები,მაგრამ ერთ წინადადებასაც ვერ ვასრულებ,რადგან ტელეფონზე შეტყობინება მომდის.

“პუერი?“
ეს გაცნობის ახალი მეთოდია?

“არა,გმადლობ“
მეტი პასუხი ვერ მოვიფიქრე.შეტყობინება მალევე მოვიდა

“იმედი მაქვს არ გაბრაზდები და შენებურად გაიცინებ,თუ გეტყვი რომ მომენატრე“

რა სასაცილო ვინმეა,ჯერ მითხრას ვინაა და მერე ვიფიქრებ გავიცინო თუ არა.

“სახელი თუ შეიძლება?“
უცნაურია,მაგრამ ამ ესემესის მერე გული ამიჩქარდა,ჰამაკიდან წამოვიწიე და ფეხები დაბლა დავაწყე.

“დემეტრე,იგივე დაბოლილი ბულბული“

ესემესი რომ წავიკითხე სიცილისგან ლამის უკან გადავყირავდი.

“საშინლად რომ ცეკვავს?“

“კი,ისევ გახსოვს?“

“მაგას რა დამავიწყებს,ყველაზე მოუხერხებელი ხარ“

“მადლობ“

“შიძლება გავიგო,სადან გაქვს ჩემი ნომერი?“
პასუხმა დააგვიანა,მე კი უკვე ოფლი მასხავს და ჰამაკიდან საერთოდ ვდგები,გაუაზრებლად მივდივარ ხესთან და გარს ვუვლი.
"მეგობრის ყოლა ნამდვილად გვიხსნის კატასტროფისგან"
დაგვიანებით მომივიდა პასუხი,თუმცა ვერ დავკმაყოფილდი.
"შენმა მეგობარმა საიდან მოიძია?"
ყველაზე უინტერესო,ყველაზე ინტერესიანად მაქცია,ასე არავის ქმედებებს არ დავკვირვებივარ,რატომღაც არ მინდა რამე გამომრჩეს,შეიძლება მეშინია კიდეც დემეტრესი,მე ხომ არ ვიცი მისი გონება მწყობრშია თუ არა.
"უნივერსიტეტი,მეგობრები,რომ გითხრა მარტივია-მეთქი მოგატყუებ,არც იმ კაცს ენდო ვინს გეტყვის რომ შენზე ინფორმაციის გაგებას ხუთ წუთში შეძლებს,მე ნახევარი დღე დამჭირდა"

"ანუ შენ უნდა გენდო?"
კითხვა რომ გავუგზავნე გულიანად გამეცინა,ალბათ მასაც ჩაეღიმება,სადღაც ტუჩის მარცხენა ან მარჯვენა კუთხეში,მერე "ვინსტონს"ამოიღებს ჯიბიდან და ორ ღერს ისე მოწევს გემოსაც ვერ გაუგებს,სულელური გამომეტყველებით მივა სავარძელთან და მოწყვეტით დაეშვება.
იმედია ასე არ იქნება.
მეზიზღება სიგარეტი,მისი სუნით გაჟღენთილი მამაკაცი და მოგუდული ოთახი,სადაც მუდმივად დგას სიგარეტის ბოლის სუნი.
"ვერაფერს გეტყვი წინასწარ"
რატომღაც პასუხი სერიოზულად მივიღე,ვერ ვიგრძენი რომ მან ეს ღიმილით მომწერა.
"უნდა მეშინოდეს?"
გულის ფეთქვა ყურებში ჩამესმის,მარცხენა ხელს კისერზე ვისვამ,მასაჟით ვცდილობ დაძაბულობა მოვიხსნა.
ვფარავ,მაგრამ დემეტრე მართლა მაშინებს,ალბათ იმიტომ რომ გარეგნულად ძალიან ახლოსაა იმ ადამიანთან ვინც ყოველთვის მინდოდა გვერდით მყოლოდა.
"გცალია?წვიმს და მინდა ცხელ ჩაიზე დაგპატიჟო"

"ქალაქში არ ვარ"
რატომ ვეუბნები,რა მისი საქმეა,არ ვეტყვი სადაც ვარ.
"როდის წახვედი,ან სად ხარ?"

"გუშინდილით წავედით მე და დედა"

"დედა? რა ჰქვია?

"სანდრა,მაგრამ საკუთარი სახელი არ უყვარს,ამიტომ არ ვეძახი და
ყოველთვის დედათი მივმართავ"

"სად ხარ?"
გამიმეორა ისევ ის კითხვა,რასაც თავი ავარიდე,რომ ჩამოვიდეს?არა,დემეტრეს იმდენად არ ვაინტერესებ რომ სანახავად თბილისიდან ყაზბეგში ჩამოვიდეს.

"ყაზბეგში"
მივწერე და ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს საკუთარ თავს ვუღალატე.

"კარგია,მაგრამ ამ დროს მანდ ძალიან ცივა,როგორ უძლებ?"

"არ ცივა,ჯერ ისევ ზაფხულია აქ,ჰამაკში ვიწექი და წიგნს ვკითხულობდი"

"ვაი,მაპატიე,მოგაცდინე,ხვალამდე"

"არა,ნუ წუხხარ,არაუშავს"
უნდა გავბრაზდე საკუთარ თავზე?ისე ვემესიჯები,თითქოს დიდი ხნის ნაცნობია.სულელი ხარ ეკატერინე.

გაბრუებული წავედი დედასკენ,ჩაის სმა დიდი ხნის დამთავრებული ჰქონდა და გაზეთს კითხულობდა.
-რამე გაწუხებს?-დამჯდარი არ ვიყავი რომ მკითხა,გაზეთიც გვერდით გადადო.
-არა,აქ, როგორ შეიძლება რამემ შეგაწუხოს,-დემეტრემ თუ არა.
-ხეს ისე უვლიდი გარშემო,რომ არ ვიცოდე დალაგებული ხარ,ეჭვი შემეპარებოდა
-ხუმრობა იყო?
-რატომ არ იცინი?
-ჩაის მეც დავლევ,მაგრამ ჩემს ოთახში,არ გეწყინოს,-წამოვდექი სკამიდან
-ნურაფერს მიმალავ,-ნაწყენი ხმით მომიგო მან
-არ გიმალავ,-ღიმილით მივუგე და ლოყაზე საკოცნელად მისკენ დავიხარე
-ნუ მეპირფერები
-ბუზღუნა ხარ,-მოვცილდი მალევე
-კარგი,წადი,მეც მალე ამოვალ.ხო მართლა მიმღებში მითხრეს რომ უფასოდ მოგვემსახურებიან,რომ ყაზბეგის ბუნება დავათვალიეროთ
-უფასოდ? კი,მაგრამ რატომ?
-არ ვიცი,თქვენ განსაკუთრებულ სტუმრებს შორის აღმოჩნდითო,ამიტომ ასე გადავწყვიტეთ გვესიამოვნებინაო,-როგორ მაკვირვებენ უკვე მეორე დღეა,გაგიჟება შეიძლება.
-როდის შეგვიძლია წასვლა?
-როცა მოისურვებთო
-დღეს?
-ჯობია ხვალ წავიდეთ,მეორე დღეა ჯერ რაც აქ ვართ,სირცხვილია.
-ოხ,კარგი,როგორც გინდა
* * *
მეცხრე ცა?არა მეათე ცაზე დავფრინავ,იქ მხოლოდ მე ვარ,რადგან თავად შევქმენი.
ეკატერინე,როგორ მინდა გითხრა რომ შენ გამო ვარ ბედნიერი,შენი ბრალია ჩემი გული პატარა ბავშვის გულივით რომ ფეთქავს.
იმდენი რამე შემიძლია დაგაბრალო ,რომ შეიძლება გული შეგიწუხდეს.
ნეტავ შემეძლოს მეგისთან დაშორება და ყაზბეგში ჩამოსვლა.მერე ვიტყვი რომ თავისუფალი ვარ,მეგის ხელში ყველაფერი შესაძლებელი შეუძლებლადაა ქცეული.
შენთან ვცოდავ,არ ვამხელ რომ ცოლი მყავს,არა იმიტომ რომ შენი მოტყუება მინდა,უბრალოდ მას დიდი ხანია,შენს გამოჩენამდე,ცოლად აღარ ვაღიარებ.
ზუსტად ვიცი ,რომ გაიგო არ მაპატიებ,ჯერ საერთოდ ვინ ვარ შენთვის,მერე კი აღარავინ ვიქნები,უბრალოდ ნაცნობიც კი.დასწყევლოს ეშმაკმა,ადრე მივიღე გადაწყვეტილება,არ უნდა მეჩქარა,მაგრამ ახლა სინანულს და თავში ხელების წამორტყმას რა აზრი აქვს,მდგომარეობას ხომ ამით ვერ შევცვლი.
ნეტავ რა რეაქცია ექნება მეგის,როცა ვეტყვი რომ მასთან გაყრა მინდა? ალბათ,ხელს ძლიერად მოიქნევს და მარჯვენა ლოყაზე ამაზილავს,კანის წვისგან სახე დამეღრიცება და ხელს ლოყაზე მივიდებ.
ჩვენი სურვილისამებრ ჩვენი თავებიც კი არ მოქმედებენ და სამყაროს რა უნდა მოსთხოვო.
გონება გვიკვეთავს,სხეული ასრულებს.ჩვენც არ ვიცით რისთვის ვიბრძვით,სადამდე გვინდა ვიცხოვროთ,ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველი მაშინაა,როდესაც ეგუება ტკივილს,ამით იგი ცდილობს გადაიქცეს მაზოხისტად,რომელსაც მშვიდად შეუძლია უყუროს,როგორ უმტვრევენ ძვალ-რბილს.
მე ვერასოდეს შევძლებ,ვიყო მაზო,ვიცხოვრო მეგის გვერდით და ეკატერინეზე ვიფიქრო.

-გამარჯობათ,ტაქსის გამოძახება მინდა,ხვალ დილით ყაზბეგში მინდა ვიყო,შესაძლებელია?. . .,უღრმესი მადლობა,-ტელეფონი გავთიშე და ბარგის ჩასაწყობად ოთახში შევედი.განა რას წავიღებ,ორი ხელი სვიტერი,ერთიც მოსასხამი და ჯინსის შარვლები,რაც დიდი ხანია არ მცმია,სამსახურის გამო სულ კლასიკურ ფორმაში ვარ.მეგის მოსვლამდე უნდა გავიდე სახლიდან,ტაქსიც მალე მოვა და მშვიდად წასვლას შევძლებ.ალბათ,ისევ ბარშია და სვამს,გულის რევის შეგრძნება მაქვს უკვე.

ჩემს მწირ ბარგს ხელი დავავლე და სახლიდან გავვარდი.კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე და მანქანასთან მივედი.მძღოლი შიგნით იჯდა და მელოდებოდა,უკანა კარი გავაღე და ჩემოდან სავარძელზე დავდე,მერე წინა გავაღე,მძღოლს მივესალმე და დავჯექი,ღვედი ხელის კანკალით ძლივს გადავიჭირე ტანზე,ასე მეგონა ჩემი არ არსებული ღიპი უშლიდა ხელს.
-წინ დიდი გზაა,გვიანია,თუ შეატყობთ რომ ძილი მომერია,ან დამიძახეთ,ან როგორც გნებავთ,-მთხოვა შუახნის კაცმა
-როგორ მოგმართოთ?
-ბესო,ჩემო ბატონო,-მიპასუხა ღიმილით,-თქვენ?
-დემეტრე,-მივუგე მეც
-ყაზბეგში ვინმესთან მიდიხართ?
-მეგობარი უნდა მოვინახულო.
-იქ ცხოვრობს?
-არა,დასასვენებლადაა ჩასული,-საუბარში ეკატერინე გამახსენდა და ტელეფონი ჯიბიდან ამოვაძვრინე,მაგრამ რა მივწერო ამ შუაღამისას?ტელეფონის ხმამ შეიძლება ძილი დაუფრთხოს,ყაზბეგში რომ ჩავალ მერე მივწერ.
-შეყვარებულია?-ეშმაკურად მკითხა ბესომ და თვალის ჩაკვრაც მოაყოლა.
-არა,მაგრამ მინდა რომ იყოს,-დაუფარავად ვუპასუხე და ღვედი შევისწორე,მან უცნაურად გადმომხედა და ხელებზე დამაკვირდა,ფუჰ შენი,ბეჭდის მოხსნა დამავიწყდა.
-საყვარელია?-წამს შეიცვალა ხმის ტემბრი,თითქოს მაგრძნობინა რომ არაკაცი ვარ.
-არა,არა,-თითიდან ბეჭედი მოვიხსენი და ჯიბეში ჩავიდე,-განქორწინებული ვარ,ეს უბრალოდ,-ხელები ნერვიულობისგან ამიკანკალდა-მოხსნა დამავიწყდა.
-გასაგებია,-ცოტა მოეშვა,ძველებური ნდობით შემომხედა და მეც დავმშვიდდი.

უკვე ღამის ოთხი საათია,ბესო ფხიზლადაა,მე კი მთქნარებით ვკვდები.
-ცოტახნით წავიძინებ,-ვთხოვე და ოდნავ ქვემოთ ჩავჩოჩდი,თავი უკან გადავწიე და თვალები დავხუჭე.

არც მიძინია,მალევე გავახილე თვალები და ტელეფონი მოვიმარჯვე მისაწერად,სულ მალე ყაზბეგში ვიქნები და მინდა იცოდეს,უკვე შევერიე სიმწვანეს,სიცივეს და სირგილემ გამომაფხიზლა.ბესოს მინა ჩაეწია და სახეს იგრილებდა.როგორც ჩანს დღეს ცივა ყაზბეგში,ან დილის სუსხია და შუადღით დათბება.
რა მივწერო ეკატერინეს? ასე პირდაპირ ხოარ ვეტყვი რომ ჩამოვედი.
ახლა,ის უნდა გავაკეთო,რაც ცხოვრებაში არასოდეს გამიკეთებია.
ალბათ სცივა,საბანშია გახვეული და ისე სძინავს,ან ღვიძავს სიცივისგან შეწუხებულს და ცხელ ჩაის სვამს,გათოშილ თითებს ცხელი ჭიქით ითბობს.წვიმაც წამოვიდა უკვე.მგონი,მართლა ცივი დღეა.
ეკატერინე რას შვება ნეტავ, ახლა? ვერ ვითმენ,რაღაც არააორდინალური,არაჩემეული მინდა მივწერო.
ტელეფონი ანათებს და მელოდება,როდის შევახებ სენსორს თითის ბალიშს.

“მინდა რომ წვიმდე,
ბეთჰოვენს ართმევდე სონატის რითმებს
ვიცი,რომ ითმენ
სხეულზე ვერ მაწყობ გათოშილ თითებს...“

მგონი ზედმეტი მომივიდა,მაგრამ ჩემი რა ბრალია,გულმა მიკარნახა.
_ _
სასტუმროს ნომერში ფანჯარასთან ვზივარ და ცხელ ჩაის ვსვამ,გარეთ საშინელი ამინდია,წვიმს,მართალია მიყვარს წვიმა,მაგრამ ძალიან ცივა და ოთახშიც კი მცივა.დედასაც ღვიძავს ალბათ,უკვე რვა საათია,ნეტავ ჩემი ტელეფონი სადაა? გუშინ ისეთი გათიშული ვიყავი,სად დავდე დამავიწყდა.ფანჯარას მოვცილდი და ტელეფონის ძებნა დავიწყე.აი თურმე სად ყოფილა,სავარძელზე დამიგდია.
ღმერთო ჩემო,ეს რა ტექსტია,ვიგრძენი სხეულში ცხელმა ტალღამ როგორ დამიარა,ტანზე ბუსუსებმა დამაყარა და თვალებ გაფართოებულმა ხელმეორედ წავიკითხე დემეტრეს ესემესი.გაგიჟდა? არა ეს დალაგებული ვერ იქნება,როგორ შეუძლია ადამიანს,რომლის მიმართაც არაფერს გრძნობს,მიწეროს ამგვარი შინაარსის ტექსტი.ახლა რა მივწერო? ახალი პრობლემა დამემატა სახელად დემეტრე.

“კარგად ხარ?“
სხვა ვერაფერს ვიფიქრებ,იმედია ლოგიკურ პასუხს გამცემს და ისევ რამე ლექსს არ შემითხზავს.საწოლზე გავწექი და ანთებულ ტელეფონს დავაკვირდი.

“ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ“

ეს პასუხი არ იყო,რა უნდა ჩემგან? ჩამოვიდა? ოღონდ ეგ არა.

“კარგად ყოფნის მიზეზი რა არის?

ღმერთო,შენ მითხარი რა ვქნა? იქნებ მანიაკია,მაგრამ როგორ? ჩვენ ხომ პუერი დავლიეთ ერთად.
“ყაზბეგში ვარ“

გავშრი,სიცივე კიარა მისი სიტყვები მიყინავს სხეულს.

“რატომ ჩამოხვედი?“

შეიძლება,ტყუილად მეშინია და აქ სხვა საქმისთვისაა ჩამოსული.

“რომელ სასტუმროში ხარ?“

არ ვეტყვი,დადგეს და მეძებოს,აღარაფერს მივწერ,თუ ასე ძალიან უნდა ჩემი ნახვა გაგება არ გაუჭირდება.
საწოლიდან წამოვდექი,ტელეფონი ტუმბოზე დავდე და აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებად.

* * *
სად ხარ ეკატერინე? უფლებას არ მაძლევ უფრო ახლოს მოვიდე? მაგრამ მე იმდენად უტიფარი ვარ,არ ვითხოვ შენგან ნებართვას გნახო.
თუ ნამდვილად ჩემი ხარ,მეც იმ სასტუმროში მოვხვდები,სადაც ახლა შენ ხარ.

-აქ გამიჩერე,-ვთხოვე ბესოს და ღვედი შევიხსენი-მადლობ,რამდენი უნდა მოგცე?
-სამოცი,-საფულე ამოვიღე ჯიბიდან სამოცი ლარი ავიღე და გავუწოდე
-დიდი მადლობა,-მივუგე და მანქანიდან გადავედი,უკანა კარი გავაღე,ჩანთა გადმოვიღე და ორივე კარი მივუხურე.
-წარმატებები,-მომაძახა და მანქანა დაძრა.
წარმატება ნამდვილად მჭირდება ახლა,როდის ყოფილა მარტივი მიზნის მიღწევა.
ეკატერინე ჯიუტი და ამაყი ჩანს,გამიჭირდება,მაგრამ ყველაფერს ვიღონებ რომ ჩემად ვაქციო.ნეტავ რა მელის წინ,ფეხშველს ფეჩიდან ახალ გადმოყრილ ნაკვერჩხალზე გამატარებენ თუ პირდაპირ გილიოტინაზე გამიყვანენ,ღმერთო,მხოლოდ შენ იცი რა შეიძლება მოუვიდეს ცოლის წინ მორბენალ კაცს,მაგრამ ისიც კარგად მოგეხსენება რომ არ მიყვარს,ვიცი დანაშაულია,მაგრამ ჩვენ ხომ ცოდვილები ვართ,არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ საკუთარ უმზგავსო ქმედებებს.

-დილამშვიდობის,-უკვე მისაღებში ვდგავარ ჩემოდნით
-დილამშვიდობის,-ღიმილით მესალმება ქალი,-დაჯავშნილი გაქვთ ნომერი?
-არა,სამწუხაროდ,გვიან მომიწია წამოსვლა და ვერ დავრეკე,იმედი მაქვს ერთი ნომერი გექნებათ თავისუფალი
-გაგიმართლათ,სწორედ ახლა გავაცილეთ უცხოელი სტუმარი,შეგიძლიათ მისი ოთახი დაიკავოთ
-ბედი მქონია,-სიცილით მივუგე
-დიახ,წელს ბევრი სტუმარი გვყავს,-მითხრა და ერთი ობოლი გასაღები მომაწოდა
-ბოდიშით,უადგილო შეკითხვაა,მაგრამ ეზოში ჰამაკი გაქვთ?
-დიახ,არის,მაგრამ ცუდი ამინდის გამო ჩამოვხსენით,დღეის მერე სულ წვიმას ვარაუდობენ
-არაუშავს,მთავარია სწორად მოვსულვარ,მეტად განმტკიცებისთვის,ვინმე ეკატერინე შენგელია თუ გყავთ სიაში,რომ ნახოთ?
-თქვენი ნათესავია?
-ამ,დიახ, ჩემი დაა,-ღმერთო,რას ვბოდიალობ
-თქვენც დემეტრე შენგელია ბრძანდებით ანუ,-ფურცელს და კალამს დასწვდა
-ნახევარ დაა,მე დემეტრე ლაბაური ვარ
-ლაბაური? რა უცნაური გვარია
-გეთანხმებით
-ფული გადაიხადეთ და თავისუფალი იქნებით
-აქაა ხომ ეკატერინე
-წესით უნდა იცოდეთ რომ აქაა,-გაეცინა
-გადავამოწმე,თორემ როგორ არ ვიცი,-მხრებში გავსწორდი-აიღეთ,-საფულედან ფული ამოვიღე და მივაწოდე-თავისუფალი ვარ?
-დიახ,მეორე სართულზე აბრძანდით,ხელმარჯვნივ პირველივე კარია
-მადლობთ,-ვუთხარი ღიმილით და დავცილდი.

_ _
ისეთი სასიამოვნოა წყლის ქვეშ დგომა,ძლივს გამოვაღწიე აბაზანიდან,ხალათი შემოვიცვი და საწოლზე ჩამოვჯექი,უჯრიდან წიგნი ამოვიღე,წამოვწექი და კითხვა დავიწყე.“ უცნაურია, რა გზებს აღარ ვირჩევთ რომ დავფაროთ ჩვენი ნამდვილი გრძნობები."(რემარკი)
და მერე სადამდე მიგვიყვანს ეს გზა? ან კლდიდან გადაგვაგდებს,ან გვაიძულებს დაფარულ გრძნობებს ფარდა ავხადოთ.რომელ გრძნობებზეა საუბარი? დემეტრე გრძნობაა,რომელიც არსებას არ სცილდება.
ისევ წვიმს,რა ცუდი დრო შევარჩიე აქ ჩამოსასვლელად,ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ,მართალია შემოდგომით ბუნება ძალიან ლამაზია,მაგრამ თუ ვერ ვნახავ რად მინდა.დემეტრეს ენის ბრალია,მშვენიერი ამინდი იყო გუშინ.
-ეკატერინე,-დედას ხმა გავიგე და საწოლიდან წამოვხტი,წიგნი დავდე და ოთახიდან ხალათის ამარა გავედი-არ შეგცივდეს,თმაც სველი გაქვს,შედი თბილად ჩაიცვი
-რატო მეძახდი?
-ოთახში მარტო ჯდომით გამოვყრუვდი და ვიფიქრე ეკატერინეს დავუძახებ-მეთქი
-კარგი,შევალ ჩავიცვამ და გამოვალ,-ვუთხარი და ოთახში შევბრუნდი.ყველაზე თბილი რაც მაქვს,ნაქსოვი “ჟაკეტია“,კიდევ კარგი თბილა აქ,თორემ გავიყინებოდი.
შეძლებისდაგვარად თბილად ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი,დედას ოთახთან ვდგავარ უკვე და შეგრძნება მიპყრობს,თითქოს ჩემს უკან ვიღაც დგას,ვიხედები,მაგრამ არავინაა,მერე გვერდით ვბრუნდები და ვხედავ,როგორ იხურავს ვიღაც კარს.საჩქაროდ ვაღებ კარს და სავარძელზე ჩამომჯდარ დედას ვვარდები.
-რა მოგივიდა?-მეკითხება შეშინებული
-არაფერი,ძალიან ცივა
-ჩემი სვიტერი ჩაიცვი,-მითხრა და წამოდგა,კარადასთან მივიდა,გააღო და ჩემთვის შესაფერისი სვიტერის ძებნა დაიწყო
-რა იცოდი რომ აცივდებოდა?
-ყაზბეგში ყოველთვის ცივა,დამავიწყდა შენთვის მეთქვა რომ თბილი ტანსაცმელიც ჩაგეწყო
-არაუშავს,-ღიმილით ვუთხარი და სვიტერი გამოვართვი
-უნივერსიტეტში საქმე ხომარ გაგიფუჭდება?
-არა,ერთი კვირა არაფერი მომივა,--სიცილით ვუპასუხე და სვიტერი გადავიცვი.დედის სუნი აქვს.
-მიხარია,-ღიმილით მითხრა და ისევ ჩამოჯდა-ის ბიჭი კიდევ გეხმიანება?
-ვინ ბიჭი?
-მგონი დემეტრე ჰქვია
-გუშინ მომწერა,-მოწყვეტით დავეშვი საწოლზე
-ამიტომ იყავი გამოშტერებული?
-დედა!
-რა იყო? ვნერვიულობ შენზე,არ მინდა უჩემოდ აკეთო რამე,გამოუცდელი ხარ სიყვარულში
-გამოუცდელი ვიქნები,არავინ მყვარებია
-შენს ჯგუფელს არ უყვარხარ?
-ვის,გიორგის?-გადავიხარხარე-რა სისულელა
-შენ მიყვებოდი ხოლმე,ძალიან ყურადღებიანია ჩემდამიო
-მერე ეგ არაფერს ნიშნავს,თვითონ მეუბნებოდა ვინც მოსწონდა ჯგუფში
-და შენ არ იცი ,რომ თუ ,ბიჭი გოგოსთან მასეთ თემაზე საუბრობს ,იმ გოგოს მიმართ გულგრილი არაა?
-ნუ ხარ ეჭვიანი,დედა.
-კარგი,შენ ვერაფერს დაგაჯერებს კაცი,-მზერა მომარიდა
-ნუ მებუსხები,-საწოლიდან წამოვდექი და მასთან მივედი,ხელები ყელზე შემოვხვიე და თავი მხარზე დავადე-ხოიცი რომ ძალიან მიყვარხარ და შენს რჩევებს ყოველთვის გავითვალისწინებ,-ლოყაზე ხელი დავუსვი და ნაზად ვაკოცე.
-ვიცი,-ამღვრეული ხმით მომიგო და მანაც მაკოცა.
-შიში გაქვს რომ ვინმე შემიყვარდება და შენგან წავალ,მაგრამ მშვიდად იყავი,ასე იოლად ვერ მომიცილებ თავიდან,სულ გვერდით მეყოლები.
-სულელო, გოგონა უნდა გათხოვდეს,ქმართან იცხოვროს და მომავალზე იზრუნოს,იმისთვის არ გამიჩენიხარ რომ ჩემს მომვლელად იქცე,უბრალოდ მუდამ უნდა გახსოვდე,საღამოობით მირეკავდე და შენს გამომცხვარ ნამცხვარზე მპატიჟებდე,შენი ქმარი თბილად მხვდებოდეს და სამივე ერთად მივირთმევდეთ შენს საფირმო დესერტს.
-არსებობს ეგეთი მამაკაცი?
-როგორი?
-ცოლის დედას რომ ზრდილობიანად ექცევა?
-თუ სიდედრი იმსახურებს სიძეც კარგად ექცევა,-მიპასუხა და ფანჯრისკენ გაიხედა,მე კი ახმაურებული ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან.

“ოთახიდან გამოდი“
ესემესი რომ წავიკითხე გული შემეკუმშა,ასე მეგონა ვეღარ ვისუნთქებდი.
ესემესი რომ წავიკითხე გული შემეკუმშა,ასე მეგონა ვეღარ ვისუნთქებდი.
თუ გავალ ,საკუთარ თავს გადავაბიჯებ,თუ არ გავალ შეიძლება ვინანო კიდეც,მაგრამ რატომ? აღიარე ეკატერინე,დემეტრე მოგწონს,-არა რა სისულელა.
ჯანდაბა ჩემ თავს,ჯანდაბა დემეტრეს და კიდევ უამრავ რამეს.
-დედა,უნდა გავიდე,-ათრთოლებული ხმით ვუთხარი,ვერ დავფარე მღელვარება,ფანჯარას მზერა მოარიდა,სავარძლიდან წამოდგა და გაკვირვებული სახით დამიწყო ყურება
-სად მიდიხარ?-მკითხა და ეჭვით შემავლო თვალი
-ოთახში შევალ წიგნის კითხვას გავარძელებ,არ გეწყინოს
-არა,რა უნდა მეწყინოს,უბრალოდ,ისეთმა შეშინებულმა მითხარი,მეგონა რამე საშინელება მოხდა
-არა,-სიტუაციის გასანეიტრალებლად სიცილიც დავაყოლე-წავედი,-ვუთხარი და კართან მივედი.წარმომიდგენია,რა სასაცილო დასანახი ვიქნები ორი ზომით დიდ სვიტერში,დემეტრე ასე რომ დამინახავს სიცილს დაიწყებს,თუმცა მის გამო თავს არ გავიყინავ.
-ჭკუით,-მითხრა,როცა კარს ვხურავდი.დერეფანში არავინაა,ნეტავ სად მელოდება? ჩემს ოთახში? არა ამის გაფიქრებაზეც კი ციანივით მაკანკალებს.
კარს გადარეულივით ვეცი და გავაღე,ისევ სიცარიელე,კი მაგრამ სადაა?
-ეკატერინე,-მისი ხმა ზურგიდან მომესმა და მივტრიალდი,ხელში საშუალო ზომის წითლად შეფუთული ყუთი უკავია და მიღიმის,დაბნეული უკან ვიხევ და საწოლზე ვჯდები.ახლა რა უნდა გავაკეთო? უერთიერთობების არაფერი გამეგება.
დემეტრეც წამოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა-მშვიდად,რისი გეშინია?
-არ მეშინია,რატომ ჩამოხვედი?-მზერა გავუსწორე,მთელი სხეულით ვცდილობ ძალების აღდგენას და მის თვალებში ისე ყურებას რომ არ ავკანკალდე და გადარეულივით ზედ არ შემოვეხვიო.ვაღიარებ,რომ დავინახე ჩახუტება მომინდა.
-ლექცია უნდა წამიკითხო,დაიცადე,ჯერ ეს გახსენი,-კალთაში ჩამიდო ყუთი,ხელები კანკალით ავწიე,თითები ძლივს დავიმორჩილე რომ ყუთი გავხსნა-იმედია გიყვარს,-თქვა ძლივს გასაგონად და ხელებზე დამაკვირდა
-ბომბია?
-არა,მეც ხომ აქ ვზივარ,-გაეცინა და ცოტა გულზე მომეშვა.
-შოკოლადი?-ყუთი რომ გავხსენი გაოგნებულმა ვკითხე-რა იცი რომ მიყვარს?
-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე რომ მეყიდა,სულ ესაა,-მიპასუხა ღიმილით
-რატომ აკეთებ ყველაფერს სწორად?-ამ კითხვამ მეც დამაფიქრა,იმედია მას მაინც აქვს სწორი პასუხი.დემეტრე ჩაფიქრდა,მზერა მომარიდა.
-რას გულისხმობ,იქ რომ მოხვდი,სადაც შენ ისვნებ,თუ შოკოლადები რომ მოგიტანე
-ყველაფერს!
-მაგის პასუხი მეც არ ვიცი,-ოთახის თვალიერება დაიწყო.
-ტყუილი არ გეხერხება,-ვუთხარი იმ იმედით ,რომ ის მართლაც ფარავდა რეალურ პასუხს.
-რატომ,გავწითლდი თუ ცხვირი გამეზარდა?-ისევ სულში შემძვრელი სიცილი დააყოლა კითხვას,ხელი ჩემსკენ გადმოწია და მხარზე გადამხვია.
-სახეში ვერ მიყურებ,-ვუპასუხე და დაჟინებით მივაცქერდი მის პროფილს,საფეთქელზე გამავალი ძარღვი,ზომაზე მეტად ლურჯი,ტუჩის კუთხესთან კი ძალიან მკრთალი წითელი ხალი აქვს.არ ვიცი ამდენ რამეს როგორ ვამჩნევ,მგონი მის შესწავლას ვცდილობ.სახე ახალი გაპარსულია,ერთი შეხედვითაც ჩანს რომ ბავშვის კანივით რბილია.ისევ იცინის,ნეტავ ახლა რაზე? ხალზე ნაოჭები უჩნდება.
-გამიძლებ?-უეცრად მოტრიალდა და დაჟინებით მომაცქერდა-მე ძალიან დიდხანს შემიძლია გიყურო თვალებში,იქამდე,სანამ მათში შეღწევას არ შევძლებ,-მტკიცე ხმით მომიგო და სახე ძალიან ახლოს მოიტანა.სუნთქვა შემეკრა,თავში აზრები ამერია და ხმა ვერ ამოვიღე,მისი თვალები,თითქოს მართლა აღწევენ ჩემში და სული მეყინება.
-ბევრი დრო არ მაქვს,დედა მარტო დავტოვე ოთახში,-სწრაფად წამოვდექი და მისი ხელი მოწყვეტით დაეშვა საწოლზე.
-არ გამაცნობ?
-არა,-შევიცხადე
-კარგი,მაშ შოკოლადი ჭამე,იქნებ გონება გაგიხსნას,თანაც ფლავონოლები, რომლებსაც შოკოლადი შეიცავს,სასარგებლოა ტვინის უჯრედებისთვის.
-წინა ცხოვრებაში ექიმი იყავი?
-იმედი მაქვს რომ არა!
-სამწუხაროა,გამომადგებოდი,-ხელები უმისამართო წერილივით ავიქნიე
-ვისი სვიტერი გაცვია?
-დედაჩემის,რა იყო?
-ძნელია სიცილი შეიკავო,როცა შენს წინ, დიდი ზომის სვიტერში წიწილასავით ჩამალული ქალი დგას,ამით მისი სხეულის ვერცერთ მიმზიდველ ნაწილს ვერ ხედავ და მეტი მონდომეთ ცდილობ მის შეცნობას.რა იმალება შენში,ეკატერინე?-მზაკვრულად მკითხა და წამოდგა.შენ ჯოჯოხეთი ხარ დემეტრე,ჩემს სხეულში მეორედ მოსვლა ხარ,შენგან წამოსული ემოციები მანადგურებს,კანის უჯრედებს მიკლავს და საერთოდ შენი გამოჩენის მერე მე,მე აღარ ვარ და მგონი ვეღარც ვიქნები.არ მინდა ახლოს მოხვიდე,აქამდე არ მეგონა რომ ნაცრისფერ თვალებს ჩემი გაშიშვლება,სულში,გონებაში და მთელ ორგანოებში შემოღწევა შეეძლოთ.
-მერე შენც გაიცინე,ვითომ ჯერაც არ გაგიცინია
-ვის მიაბარე ის სილაღე,მე რომ ასე მომეწონა შენში?
-შიშში გავცვალე,-ვუპასუხე და უკან დავიხიე,მან კი ისევ გადმოდგა ჩემსკენ ნაბიჯი.
-მე ვარ შიში,რომელმაც სილაღე წაგართვა?-მარჯვენა მტევანი აწია და ხელის გული ნიკაპ-ქვეშ შემიცურა,კანზე მისი უხეში თითების შეხება,შტეფცელში თითების შეყოფას ჰგავს,ჯერ ნელა,შემდეგ კი ძლიერად რომ გცემს დენი,თუ ბედი გაქვს გადარჩები,მაგრამ ახლა? სიკვდილს ყელზე სახვევს ვავლებ.
ჩემი წამიერი დუმილი და მისი საშინლად,გულის წამსვლელად ცხელი ქვედა ტუჩი ზედა ტუჩზე ოდნავ მეხება,მისი ზედა ტუჩი კი ცხვირზე მკოცნის.გონებავ,რატომ არ მიდიხარ? სხეულო რატომ არ ეცემი?
საოცარი შეგრძნებების ტალღა მივლის და გაბრუებული ხელის გულებს მხრებზე ვადებ,თვალებს ჭუტავს და ისე მიყურებს,თითქოს უნდა ეს კარდი დიდხანს დარჩეს გონებაში.ცერა თითს ქვედა ტუჩზე მიტარებს და ჩემს სახეს ხელის გულებში იქცევს.თვალები ნახევრად მაქვს ღია და ძლივს ვუყურებ.თითქოს მაგნიტი ვარ და მეორე მაგნიტს შევუერთდი,ჭკუიდან გადავყავარ სითბოს,რომელიც მისგან მოდის,სხეულს მითბობს და მაიძულებს არ მოვცილდე.
-ეკატერინე,-თითქმის ჩურჩულით მეუბნება და თითებს ჩემ თმაში ხლართავს-შემიყვარდი,-გული ამიჩქარდა,ყურებში რაღაცამ წუილი დაიწყო,თითქოს სადაცაა გონებას დაკარგავო,ავკანკალდი და დაბნეული ჩამოვცილდი,მე არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა.ცრემლიც კი მომადგა თვალებზე.-ეკატერინე,-ისევ მომმართა და მომიახლოვდა-ძალიან ლამაზი ხარ,-ხელი წელზე მომხვია და მის მკერდს ზურგით მივეკარი,ახლა უფრო მკაფიოდ ვგრძნობ მისი გულის ცემას,თითქოს იგი ჩემს გულს ერწყმის და ორი გული მიფეთქავს.ახალი შეგრძნებები ეკლებს მაყრის და ვცდილობ ძალიან არ შევიმჩნიო რომ ეს ყველაფერი პირველად მოხდა.
-ასე უცებ?-ძლივს გავბედე კითხვა.ის ისევ უკნიდანაა მოხუტებული
-ნამდვილი გრძნობა ისე უცებ და უადგილოდ მოდის,ვერ წარმოიდგენ,-მპასუხობს და ნიკაპს მხარზე მადებს.მისი სუნთქვა ყელზე მეცემა და მუცელში ვულკანი იფრქვევა.
-კარგი რა,-ვცდილობ აფსურდულად ვაქციო მისი ნათქვამი-ცხოვრებაში ასეთი რამეები არ ხდება
-არ გჯერა რომ შემიყვარდი?-გაოცება შეეპარა ხმაში
-ა-ა-რ ვიცი,-ენა ბლუსავით ვუპასუხე
-ძალიან სასაცილო ხარ,-სიცილით მითხრა-ამხელა გზა იმისთვის გამოვიარე რომ მენახე და შენ მეუბნები არ მჯერაო,ჭკუიდან გინდა გადავიდე თუ ზედმეტად ეჭვიანი და უნდო ხარ.
-უნდო ვარ,-ვთქვი და ჩავიცინე,თითქოს დიდი ბოროტი ვინმე ვიყო.
-კარგი,ახალ წელს აქ ხვდები?
-რა დროს ახალი წელია,ჯერ შემოდგომაა
-რაღაც ხოუნდა მეკითხა
-გადაირევა კაცი
-გადაირიე მერე,ვინ გიშლის
-რამდენს ლაპარაკობ,სადაცაა დედა შემოაღებს კარს,რომ დაგინახავს რა ვუთხრა?
-მაგდებ?-შეწუხებული ისრესს ნიკაპს
-საქმე მოითხოვს
-ანუ,შენ არ გინდა რომ წავიდე,-ეშმაკური ღიმილით მეუბნება და მარჯვენა წარბს მაღლა სწევს.
-ცდები,-ვეუბნები სერიოზული ხმით-გა. .-სიტყვას მიწყვეტს კარის ხმა
-განგაშია,სამეფოს მტერი შემოესია-ჩურჩულებს და სამალავს ეძებს
-ხომ გითხარი გადი-მეთქი,-ვსაყვედურობ და ხელს მკლავში ვკიდებ,კარადის კარს ვაღებ,-შედი,-ვუბიძგებ და შესულს კარს ვუხურავ,ის კი შიგნიდან ბუტბუტებს.
-დედა შენ ხარ?
-არა,ქალბატონო ეკატერინე,დედათქვენი ქვემოთ გელოდებათ,სასეირნოთ მიდიხართ,-მპასუხობს უცხო ხმა და სიცილს ძლივს ვიკავებ.
-მადლობ,ახლავე ჩამოვალ,-ვეუბნები და კარადისკენ მივდივარ,-ღირსი ხარ,-როგორც კი ვაღებ,შეწუხებული სახით ხტება და ღრმად სუნთქავს
-სიკვდილს ჩავხედე თვალებში,-ხველებით ამბობს და ხელის გულს მკერდზე ირტყამს.
-კარგი ერთი
-ყველაფერი საშინელება შენი გაცნობის მერე მემართება,ამხელა კაცი კარადაში შემტენა.
-კიდე მე მსაყვედურობ?-ზურგი ვაქციე.
-როგორ გეკადრება,-ბატივით აქნევს თავს-რა შენი ბრალია...,მე ვარ დამნაშავე,ჯობია მალე წავიდე,სანამ საწოლის ქვეშ შევმძვრალვარ,-ღიმილნარევი ხმით თქვა და კარისკენ წავიდა.
-თუ სიახლე იქნება,შეგატყობინებ,-ეს რა სისულელე ვუთხარი,მაგრამ ჯანდაბას
-ანუ კალიცო ისევ შევინახო?
-რა?-გაოგნებისგან პირს ვაფჩენ
-უიმე,წავედი,-ხელს იქნევს და გვერდით მივლის
-კარგად,-ვაწევ სიტყვას უკვე ზღურბლთან მდგარს
-შეხვედრამდე,ეკატერინე,-თითქმის ჩურჩულით მეუბნება და კარს მიხურავს.
გაბრუებული უკან სვლით მივდივარ და საწოლზე ვეშვები,გული ამოვარდნას მაქვს და მარჯვენა ხელის გულს ზედ ვიჭერ,მეშინია არ გასკდეს ამდენი ემოციისგან.

* * *
კარზე შუბლს ვაბჯენ, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ,ჩურჩულით ვამბობ და კარს ვცილდები,ხელებს შარვლის ჯიბეებში ვიწყობ და ჩემი ოთახისკენ მშვიდად მივდივარ.
ვგრძნობ რომ ჩემ სიხარულს საზღვარი არ აქვს,ზღვას ჰგავს,რომელსაც ჯებირი ვეღარ აკავებს და მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
თუმცა,ბედნიერებას დარდის ძარღვებიც გამოერია,დარდის,რომელსაც „ცოლი“ ჰქვია,შევცდი რომ ეკატერინეს არ მოვუყევი მეგის შესახებ,მაგრამ დრო მოვა და ყველაფერს ავუხსნი,იმ იმედით რომ გამიგებს და მაპატიებს.
ოთახში შევედი,საწოლზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე,მინდა კიდევ ვიგრძნო მისი ტუჩების გემო.ღმერთო’რა თბილია,როგორი ნაზი და სურნელოვანი,რაღაც საოცარი მსუბუქი მათრობელა,გაზაფხულის ნორჩი კვირტი,რომელიც უნდა გაიშალოს ჰაეროვნად.
ჩემ თავს ვეღარ ვცნობ,ადრე ის არასოდეს აღიქვამდა ქალს ასე,სუსტი სქესი უბრალოდ მისგან განსხვავებული სუბიექტი იყო,რომელსაც განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა,მაგრამ გამოჩნდა ეკატერინე,რომელმაც ჩემ თავში ქალის მიმართ ათასგვარი ფიქრები გააჩინა.

ის არსებობს ჩემთვის და მჯერა რომ ჩემთან იქნება,ჩამეხუტება,გამათბობს და მის სინაზეს გამიზიარებს,სურნელით გამაბრუებს და ჩემ ხელებში ბუმბულივით ატაცებული თავს ყელში ჩარგავს.ვერ ავიტან მას სხვის გვერდით,გავნადგურდები,მაგრამ ხელს არ შევუშლი ბედნიერებაში,არ ვიქნები არაკაცი,რომელიც საკუთარი ბედნიერებისთვის სხვას აუბედურებს.

_ _
-იცი აქ ვინაა?-ვეკითხები და მის გვერდით სავარძელზე ვჯდები
-ვინ?-გაკვირვებული და დაბნეული მიყურებს -არავინ არ იცოდა აქ რომ მოვდიოდით,შენი ჯგუფელი?-მის კითხვაზე სიმწრით მეღიმება
-არა,-თავს ვუქნევ- დემეტრე,-ვამბობ და ვაკვირდები.დედას სახეზე ფერი ეცვლება,თითქოს შიშმა აიტანაო,გაოგნებულმა ერთ ხანს არაფერი მითხრა,მარჯვენა ხელის თითებით ნიკაპის სრესას მოჰყვა-რაიყო?-აღელვებით ვკითხე,რადგან აღარაფერი თქვა.
-შენ უთხარი?-ეჭვით მკითხა და შუბლზე ჩამოფხატული თმა უკან გადაიწია
-არა,თავისით მომაგნო,-მეც შეცბუნებულმა ვუთხარი
-საინტერესო ყმაწვილია,-ძლივს, სერიოზული სახე ღიმილმა გადაუფარა და მეც ამოვისუნთქე-ძალიან შეჰყვარებიხარ,-მითხრა და მზერა ამარიდა-მამაშენი გამახსენდა,-მეჩვენა,თითქოს სიტყვები მღვრიედ ამოუშვა და თვალებში ცრემლი ჩამიგროვდა.
-შენ როგორ ფიქრობ,მასთან შეხვედრა უნდა გავაგრძელო თუ თავი ავარიდო?-ხელი ნაოჭ შეპარულ მტევანზე დავადე და მსუბუქად მოვუჭირე
-ყოელთვის ის აკეთე,რასაც გული გიკარნახებს,თუ შეცდები გეცოდინება,როგორ ადამიანს არ უნდა გაეკარო,მაგრამ თუ არ შეცდები გეცოდინება,როგორი მამაკაცი გაბედნიერებს.უცოდველები ვიბადებით,მაგრამ სიკვდილთან ცოდვით სავსე მივდივართ,რა თქმა უნდა,არ ვისურვებ რომ მან გული გატკინოს,მაგრამ ამ წამს ვიცით რა ხდება,აი ხვალ რა მოხდება,ან ზეგ,არა.იცხოვრე დღევანდელი დღით,ნუ შეუკრთები დაცემისგან მუხლიდან წამომსკდარ სისხლს,სუფთა წყლით მოიბანე და ხელმეორედ გაიქეცი მიზნისკენ.
იყავი ისეთი თავისუფალი,როგორი თავისუფლებისთვისაც თავად იამაყებ,თუკი ახლა მცირე დაბრკოლება შეგაშინებს და უკან დაიხევ,რთული დაბრკოლება არ მოგცემს უკან წასვლის უფლებას და ვერც შენ გადაუვლი მას,-მისმა სიტყვებმა დამადუმა,არასოდეს მოუცია რჩევა,ბედნიერებისგან ცას წეული მთელი ძალით მოვეხვიე და მივეკარი.დედა,ეს არის საოცრება და ამქვეყნიური ბედნიერება.
-მადლობ ყველაფრისთვის,-მივუგე და ლოყაზე რამდენჯერმე ვაკოცე,დედას გაეღიმა და მანაც მაკოცა
-ჩემთვის ყველაფერი ხარ,დაგიცავ როგორც შევძლებ,ვთვლი რომ ძლიერი გაგზარდე და ყველა მარცხს აიტან საბოლოო ფინიშისთვის.
-მიყვარხარ,დედა,-მის ჭაღარა თმაში შევაცურე თითები-ძალიან მიყვარხარ
-გახსოვდეს შენზე ძვირფასი არავინ მყავს,შენი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაა,შენი ტკივილი კი - ჩემი,მეც მიყვარხარ,-თავზე გადამისვა ხელის გული და ისეთი სიმშვიდე მომგვარა ამან თვალები დამეხუჭა.
-მივწერ რომ ჩვენთან ერთად წამოვიდეს,მინდა გაგაცნო,-თავი მოვაცილე და ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე
-როგორც გინდა,-მითხრა და ფანჯარაში გაიხედა,-მალე მიწერე,სადაცაა მძღოლი მოვა
-უკვე მივწერე,ვნახოთ რას მიპასუხებს,-იმედიანად ვუთხარი და ეკრანი გამოვრთე.
-უარს გეტყვის,-სერიოზული სახით მომიგო
-რატომ?-ვიცი რომ ხუმრობით ამბობს,მაგრამ არ ვიმჩნევ
-სულ შენთან ხოარ იქნება?
-აბა სად უნდა იყოს?
-რაო?-გაოგნებისგან პირს აღებს
-არაფერი,-საჩქაროდ ვხსნი შეტყობინებას.

„ დამელოდე,მოვდივარ“
გაბღენძილი ვკითხულობ ხმამაღლა და დედა სიცილისგან საზურგეს ეყრდნობა.
-შენ თავს შეხედე ერთი,-მეუბნება და სიცილის უმატებს
-რა მჭირს?
-ღუმელში შებრაწულ ვაშლს დაემსგავსე
-დედა,-ბუზღუნით ვამბობ და ხელებს ვიჯვარედინებ
-რა ვქნა,პირველად ვხედავ შეყვარებულ ეკატერინეს და თავს ხელში ვერ ვიყვან
-კარგი.

* * *
გაოცებისგან საწოლიდან გადმოვვარდი,ანთებულ ეკრანს იატაკზე გაშოტილი მივშტერებივარ და ვფიქრობ,როგორ გამიმართლა.
წამოვდექი,ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე და სწრაფად გავედი ოთახიდან,კიბეები ჩავირბინე და მისაღებში მდგარ გოგონასთან მივედი.
-ეკატერინე შენგელია სად არის?
-ცოტახნის წინ დედამისთან ერთად ეზოში გავიდა,გიდს მიყვებიან
-მადლობ,-ვუთხარი და მთავარი კარისკენ წავედი.
ეზოში,მერსედესის მარკის ჯიპი დგას,უცებ ვავლებ თვალს და ვუახლოვდები.
უკანა კარი იღება და ეკატერინე გადმოდის.
-რა მალე მოხვედი,-სიცილით მითხრა და კარი მიხურა
-მთების გადმოლახვა კი გამიჭირდა,ლამის მდინარეში დავიხრჩვი,აბა,-სიცილით მივუგე და კარი ისევ გავაღე
-რა აუტანელი ხარ,დედაჩემიც აქაა,-ისე მითხრა,თითქოს გამაფრთხილა ზედმეტი არაფერი წამოგცდესო
-კარგია,გავიცნობ,-ღიმილით მივუგე.
-რატომ არ სხდებით?-მოგვიახლოვდა გიდი,-ჩქარა,თორემ საღამოს ამინდი აურევს და ნაწვიმზე სიარული საშიშია აქ
-დაჯექი,-ვუთხარი ეკატერინეს და მეც გავაღე წინა კარი.გიდი საჭის მხარეს გადავიდა.
სუნი მცემს,კარგი ამბები გადაგვხდება,ისეთი გონებიდან რომ ვერ ამოშლი.
გიდის გვერდით დავჯექი და ღვედი შევიკარი,თან სარკეში ეკატერინეს შევხედე,მაგრამ მალევე მოვარიდე მზერა,რადგან დედამისმა დამინახა და მომერიდა.
-თქვენ ხართ დემეტრე?-მკითხა უცხო ხმამ უკნიდან
-დიახ,-ავნერვიულდი
-მშვიდად ყმაწვილო,ბოროტი დედაბერი არ ვარ,-სიცილით მომიგო-ჩემი ნუ მოგერიდება,ჩათვალე რომ დიდი ხნის ნაცნობები ვართ,არ მინდა რომ ჩემ გამო შებოჭილები იყოთ,თორემ აქ დავრჩები.
-დედა,კარგი რა,-ჩაერია ეკატერინე-დემეტრე არც ისეთი მორცხვი ბიჭია,როგორიც ერთი შეხედვით ჩანს,-თვალი ჩამიკრა სარკეში.
-მე ჩემი ვთქვი!
-როგორც იტყვით,-მივუგე მეც და ეკატერინეს გავუღიმე.
დაძაბულობას ბოლომდე ვერ ვიხსნი,მაგრამ ვცდილობ შესამჩნევი არ გავხადო.იმითაც კმაყოფილი ვარ რომ მასთან ერთად ბუნებაში გავდივარ.ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მაბედნიერებს,მისი ყურებაც კი საკმარისია ჩემთვის.

_ _
დაძაბულობისგან მთელი სხეული დამეჭიმა და მარჯვენა ხელით კისერზე მასაჟი გავიკეთე,დიდად არ მიშველა,მაგრამ სხვა ვერაფერს გავაკეთებ აქ.
იმის ცოდნა რომ დემეტრე ჩემ წინ,სავარძელშია მოკალათებული საშინელ განცდებში მაგდებს და გულ-მუცელი მემღვრევა.ნუთუ შემიყვარდა?! ეს კითხვა არასოდეს დამისვამს ჩემი თავისთვის და საუბედუროდ პასუხიც არ მაქვს,ჯერ არ ვიცი რას ვითხოვ მისგან ან ჩემი თავისგან.
სისულელეა სიყვარული,უნდა შევიყვარო,იმისთვის რომ მერე დავიტანჯო,კარგი არაფერი მოაქვს სიყვარულს,მითუმეტეს თუ საქმე დემეტრეს ეხება.
ეკატერინე! არც იფიქრო რომ შეგიყვარდა,დაივიწყე ის კოცნა და დაუბრუნდი ძველ რიტმს,არ გჭირდება შენ დემეტრე,მარტოც მშვენივრად მიჰყვებოდი დინებას.
-რამე მოგვიყევი დემეტრე,მთელი გზაა ჩუმად ვართ,-ვამბობ და მისკენ ვიყურები
-სასაცილო თუ სევდიანი?-ჩვენკენ ბრუნდება და თვალებში მიყურებს
-შენ როგორიც გინდა,-ვპასუხობ და ფანჯრის მინას ვაშტერდები,დემეტრე ცოტახანს კიდევ მაკვირდება და ისევ წინ ბრუნდება.
-ქართული ფილმი რომაა, „უდიპლომო სასიძო“ , ვარდენას ქალიშვილის მოტაცების სცენა გახსოვს?
-კი,სახალისო სცენაა,-ვპასუხობ ღიმილით
-ახლა,რეალურ ისტორიას მოგიყვები,მაგ ამბის მერე ვარდენას ქალიშვილს ეძახიან ჩემ სოფლელს,-ისტორიით დაინტერესებულს მზერა დემეტრესკენ გადამაქვს,-მოკლედ,ჩემ ძმაკაცს შეუყვარდა საკმაოდ ლამაზი ქალი,რომელიც ჩემ სოფელში ცხოვრობდა,ძმაკაცი სტუმრად ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენთან და ლანაც იცნობდა,თითქმის სულ ერთად ვიყავით.
ლანას კოლეჯი დამთავრებული ჰქონდა,მაგრამ გიორგი ბევრი ცდის მიუხედავად ისევ უდიპლომოდ იყო და არის.ბევრი რომ არ გავაგრძელო,ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ და ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად გადაწყვიტეს ერთად ყოფილიყვნენ,მაშინ მოტაცება ცვეტში იყო,ამიტომ გიორგიმ წერილი დაუწერა ღამით ჰამაკში დამხვდი და მოგიტაცებო,წერილი ,რა თქმა უნდა,ადრესატამდე არ მისულა ჩვენი სოფლის გიჟმა თენგომ იპოვა და შუაღამით პლედში გახვეული ჩაწვა ჰამაკში.ლანას სურვილით შეპყრობილ გიორგის არც კი შეუმოწმებია ჰამაკში ვინ იწვა,თან სიბნელეში ძნელად გასარჩევი იყო,უბრალოდ მე ის მიკვირს როგორ ვერ იგრძნო ვინ მიჰყავდა სახლში.
გიორგიმ მოიტაცა გიჟი თენგო და უკვე სახლის კართან მისულებს თენგოს დედა დაადგათ თავზე,ჩემი შვილი დაიკარგა და თქვენ ხოარსად გინახავთო,თენგოს კი წამოუყვირია და წამომხტარა,აქ ვარ დედა-ო.ხომ წარმოგიდგენია რა სახე ექნებოდა გიორგის,ლანას ნაცვლად გიჟი თენგო რომ დაინახა,-სიცილი ვეღარ შევიკავე და გულიანად გადავიხარხარე,დედა გაოგნებული მიყურებდა,რა იყო აქ სასაცილო,სატირალი თუ არა,დამეწვა გული გიორგის საცოდაობით,-გადმოცემის უნარი არ მაქვს,იქ უნდა ყოფილიყავი,-დაამატა და გაჩუმდა
-ახლა რა ხდება მათ თავს?-ძლივს შევწყვიტე სიცილი და ვკითხე
-ახლა სამი შვილი ჰყავთ და ცხოვრობენ ტკბილად და თბილად
-ბოლო-ბოლო მოიტაცა?
-არა,ოჯახში მივიდა და ქალის ხელი ითხოვა!
-ეგრე არ ჯობია, რა მოტაცება?
-რავიცი,მაშინ ასე უნდოდა...
-შენ რატომ არ გყავს ცოლი?
-შენ რატომ არ გყავს ქმარი?
-არავინ მყვარებია...
-არავინ მყვარებია...
-მაჯავრებ?
-გაჯავრებ?
-დედა,გააჩუმე თორემ ...
-თორემ?
-დედა!-მისი სიჩუმე ნერვებს მიშლის
-ჩაეძინა,ნუ ხმაურობ...
ახლაღა დავაკვირდი დედას,რომელიც საზურგეს მიყრდნობოდა,ხელები მუცელზე დაეწყო და მშვიდად ეძინა,მისი შემყურე მომინდა თავი დამედო და დამეძინა,მაგრამ არ მინდა დემეტრემ მძინარეს მიყუროს.
დედასკენ გადავიხარე და ლოყაზე მსუბუქად ვაკოცე.

* * *
ახლა რომ იცოდე,ვის და რას გამოვექეცი შენთან ყოფნისთვის.
გატყუებ რომ შენ გვერდით ვიყო,თუნდაც არ გეხებოდე და უბრალოდ გხედავდე.
ღმერთო’რა მწარედ გატყუებ,ჩემო ძვირფასო ეკატერინე და როგორ მინდა უკვე ყველაფერი ნათელი იყოს შენთვის.
ალბათ ძალა არ მეყოფა უშენობის,ალბათ იმ დღეს მოვკვდები,როცა შენ ხელს მკრავ.
ვიცი,შემეშალა,ის არ უნდა მომეყვანა ცოლად,მაგრამ ადამიანები ხომ შეცდომებზე სწავლობენ,უშეცდომოდ არავინ კვდება.
მინდა ისე შეგაყვარო თავი,ამ ტყუილის პატიება შეძლო.

-რა სილამაზეა,-ფიქრებში გართულს მისი ნაზი ხმა ჩამესმის და უკან ვბრუნდები,-მე რას მიყურებ,ფანჯარა ჩაწიე და დატკბი ყაზბეგის ბუნებით,შეხედე რა საოცრებაა,-აღტაცებისგან ტაში შემოჰკრა,სავარძლიდან წამოიწია და ფანჯარაში თავი გაყო
-ფრთხილად,არ გადავარდე,-სიცილით ვუთხარი,შემოვბრუნდი და მინა ჩავწიე,სალონი მალევე გაიჟღინთა სუნით,რომელსაც ჰაერი ხეებს და მცენარეებს ართმევს,-მართლაც,ძალიან ლამაზია ყაზბეგი
-სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ,სიმშვიდეში,ბუნებაში
-ეს ყველაფერი დროებითი სიამოვნებაა,მერე დაიწყება იმაზე ფიქრი,როდის წახვალ ქალაქში,სადაც სრული საგიჟეთია,მაგრამ ამ საგიჟეთს ისე ხარ მიჩვეული,რომ სიმშვიდეს დიდხანს ვერ ეგუები,მითუფრო ყაზბეგი ცივი ადგილია,აქ მარტო გაიყინები,მეც უნდა ვიყო რომ გათბე ხოლმე,-ბოლო სიტყვები მკაფიოდ წარმოვთქვი და სარკეში ჩავიხედე,ეკატერინეს სახეზე ფერი აღარ ედო.
-თავხედო!-გამოსცრა კბილებში,დაბღვერილი სახით და დედამისს გადახედა.მას ისევ ეძინა.
გიდი,რატომღაც ჩუმად იყო და ჩვენ საუბარს ისმენდა.
-შეგიძლია რამე მოგვიყვე ყაზგების შესახებ?-გადავერთე მისკენ
-კი,რა თქმა უნდა,-მიპასუხა ომახიანი ხმით.ძლივს ვიგრძენი რომ მეოთხე ადამიანიც გვყავს მანქანაში.
-მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია,როგორც ხედავთ,ზამთარი ცივი და მშრალია, ხოლო ზაფხული — გრილი.ყაზბეგში ბევრი ღირსშესანიშნაობები გვაქვს,მაგალითად : გარბანის ეკლესია,სნოს ციხე,დარიალის ციხესიმაგრეები.
დარიელის ციხესიმაგრეზე ერთ მოკლე ისტორიას მოგიყვებით,ალბათ თქვენთვისაც ნაცნობია,როდესაც არაბებმა დაიპყრეს საქართველო,ჩაკეტეს დარიალის ციხე,რათა თავი დაეზღვიათ ჩრდილოელთა თავდასხმებსგან.
დარიალის ხეობის საიმედოდ დაცვისათვოს საჭირო იყო მკვიდრი სიმაგრე, სადაც ჩადგებოდა მუდმივი გარნიზონი. ამ მიზნით ციხის ასაგებად არჩეული იქნა მცირედ გაშლილი ადგილი, რომელსაც თავზე მთა დაჰყურებდა. სწორედ ამ მთაზე აღმართეს ციხე.
-საინტერესო იყო,მადლობ
-პირიქით,აქ იმისთვის ვარ რომ ყაზბეგზე მოგიყვეთ,კარგია რომ მკითხე
-ეკატერინე იმდენს ლაქლაქებს,მაგას რა გააჩუმებდა
-ისევ მე მკბენ?
-აბა,ვის ვუკბინო,თუ არა შენ?
-არ გადავიდეთ?
-რავიცი,გააჩერე,ეკატერინე გადავიდეს,მე არ მინდა
-იყავი აქ და ისუნთქე სალონის ჰაერი,მე კი სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ,-მძღოლმა მანქანა გააჩერა თუ არა ტყეში,ეკატერინემ კარი გააღო და გადავიდა.
-სად ვართ?-კარის ხმაზე დედამისს გაეღვიძა
-ტყეში გავჩერდით,ეკატერინეს სუფთა ჰაერზე ყოფნა უნდა,-ვუპასუხე მე
-მაშ,მეც გადავალ
-დამელოდეთ,მოგეხმარებით,-საჩქაროდ გავაღე კარი და მანქანიდან გადავედი,მის კარს მივუახლოვდი,გამოვაღე და ხელი გავუწოდე,-თუ არ გამიბრაზდებით,დაგეხმარებით
-რა კარგი ბიჭი ხარ,-მომიგო,გაბადრული მზერით და ხელი გამომიწოდა,-დიდი მადლობა.
-როგორ გეკადრებათ,თქვენს სამსახურში მიგულეთ
-თავს მაწონებთ რომ უარი არ გიტხრატ,როცა ჩემი შვილის ხელის სათხოვნელად მოხვალთ?-სიცილით მკითხა მან,მე კი პირი დავაღე,იმაზე მეტად გამომადგება ვიდრე მოველოდი.მშვენიერია.
-ეკატერინესთან მივიდეთ,-ხელი არ გამიშვია ისე წავედით ეკატერინესკენ,იგი ხეებთან იდგა ჩაფიქრებული.
-შვილო,-ხელი მოკიდა დედამისმა
-გაიღვიძე?მოდი ნახე,რა ლამაზია,-ხელი ძლიერად მოკიდა და ჰორიზონტზე გაახედა.
-მშვენიერია. . .
ვნება (სრულად)


-დემეტრე,-საუბარში მომესმა გიდის ხმა,-შენი ტელეფონია,-საჩქაროდ მივვარდი მანქანას და ტელეფონი გამოვართვი,რომ დავხედე გული შემიქანდა,მოშორებით წავედი რომ ჩემი საუბარი არავის გაეგო.
-დემეტრე ბრძანდებით?-გაისმა საშინელი ხმა
-დიახ,-დაძაბულობისგან ოფლმა დამასხა
-გუშინ ღამით,თქვენს სახლში ქალი აღმოვაჩინეთ გარდაცვლილი,სავარაუდოდ იგი თქვენი ცოლია,სასწრაფოდ გამოცხადდით პოლიციაში,-მითხრა და გათიშა,ადგილზე გავიყინე,მეგი აღარ არსებობს? არა,როგორ,რა მოხდა? ხელები თმაში წავივლე,სასოწარკვეთილებისგნა ლამის ვიყვირო.
-რა მოხდა?-ყრუდ გავიგე ეკატერინეს ხმა
-არაფერი,უნდა წავიდე მე,მაპატიე
-რა? სად უნდა წახვიდე?-გაოგნებულმა მკითხა
-ტაქსს გამოვიძახებ და წავალ,ახლა ვერაფერს აგიხსნი,ძალიან გთხოვ დაკითხვა მერე მოვაწყოთ,არ ვიცი კდიევ როდის გნახავ,მაგრამ იცოდე რომ მიყვარხარ,-ხელი წავავლე,ჩემსკენ მოვიზიდე და ძლიერად ვაკოცე,გული მიგრძნობს საბოლოოდ ვეხები მის ტუჩებს,საბოლოოდ ვგრძნობ,მისი გულის ფართხალს ჩემი შეხებისას.
-გაგიჟდი?-უნდა გაერტყა,მაგრამ ხელი დავუკავე,-ცხოველი ხარ
-ვიცი,კარგად,ეკატერინე!-ხელი გავუშვი და გაურკვევლი მიმართულებით გავიქეცი.

ვგავარ ადამიანს,რომელმაც ყველაფერი დაკარგა დედამიწაზე დ მირბის სადღაც,გაურკვეველ ადგილას.
ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ცხოვრება.ზღვა ადიდდეს და წაიღოს ყველაფერი,რასაც წვალებით აშენებს ყოველი სულიერი.

* * *
-კანონის თანახმად,დროებით მოგათავსებთ იზოლატორში,რადგან სხვა ეჭვმიტანილი არ გვყავს და საეჭვოა ის ფაქტიც რომ გარდაცვლილთან არ იმყოფებოდით,არამედ იყავით ყაზბეგში,ეს ბადებს ეჭვს,რომ თქვენ გამოასალმეთ სიცოცხლეს ცოლი და შემდეგ მიმალვის მიზნით წახვედით იმ ღამესვე ყაზბეგში.მოვითხოვ ხელბორკილი დაადოთ და საკანში შეიყვანოთ,მისი დუმილი ყველა ზღვარს სცილდება.-ენა საერთოდ თუ მაბია ეგეც აღარ ვიცი,გონება სადღაც ქვესკნელშია ჩატანილი,მხოლოდ თვალები ხედავენ გისოსებს და მხოლოდ ყურებს ესმით,როგორ აღებს პოლიციის თანამშრომელი საკნის კარს,თავი საშინელ სიზმარში მგონია,მინდა გავიღვიძო და ყველაფერი დალაგებული იყოს,მაგრამ სიზმრის განცდას მძაფრი სუნი მიქარწ....ბს,რომელიც დაბინავებულია ჩემ გისოსებიან ოთახში,სადაც ნაცრისფერი მეფობს.თითქოს სამყაროს სხვა თვალით შევხედე,რაღაცას დავეჯახე და არ არსებული ჭრილობები მტკივა,სული მეწვის.
ამ მდგომარეობაში,უარესად მენატრება ეკატერინე,დიახ,ვბედაბ რომ ისევ მენატრებოდეს,მასთან ყოფნა მინდოდეს,კარგი ვქენი რომ ვაკოცე,მისი ტუჩები ახლაც ჩემთანაა,თავს მახსენებენ და დაბინძურებულ სულში ნაპერწკლებს აჩენენ,იმედის სხივს მიღვივებენ,რომელიც თანდათან ქვრება.

ცოტახნით თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ სახლს,სადაც მე და ეკატერინე ვართ,ის გაზქურასთან დგას,ფეხშველი და გვერდულად მიყურებს.მეტლახზე დგომისგან ფეხი გულები ეყინება და მარჯვენა ფეხს ხრის,შემდეგ მარცხენათი ანაცვლებს,მე კი გაშეშებული ვდგავარ და ვუყურებ,მის ყველა მოძრაობას ვაკვირდები,მერე ვუახლოვდები,წელზე ხლებს ვკიდებ და მაღლა ვწევ,იგი იცინის,ისე,თითქოს ტუჩები ჩემ ყურთან ჰქონდეს,მკაფიოდ ჩამესმის მისი ნაზი ხმა და თვალდახუჭულს მეღიმება.
-გამოფხიზლდი,-ხელკეტის გისოსზე შემორტყმის ხმა მემსის და თვალებს ვახელ,პოლიციელი დაბღვერილი სახით მიყურებს და კონვერტს მაწვდის,-წაიკითხე,იქნებ საუბრის მადა გაგეხსნას,-კონვერტს ვართმევ,საწოლზე ვჯდები და ვხსნი.

„ალბათ,უკვე საკანში ხარ,ძვირფასო“

თვალები მიფართოვდება და ძლივს ვთოკავ თავს რომ ნაწერი არ დავხიო.
-უნდა დამიჯეროთ,-მივვარდი პოლიციელს,-მან თავი მოიკლა,ეს საქმე კარგად გამოიძიეთ და გამათავისუფლეთ 72 საათში
-რა მარტივად საუბრობ,ახალგაზრდავ,-გადაიხარხარა მან,-ასე იოლად არავინ თავისუფლდება.
-არაფერი დამიშავებია,მე მოვიყვან მომწეებს და ისინი დაამტკიცებენ რომ მეგის მკვლელობასთან შეხება არ მქონია,მასთან გაყრას ვაპირებდი და ამიტომ მოიკლა თავი,არ ვარ ადამიანის მკვლელი,-სასოწარკვეთილმა ვიღრიალე და მუხლებზე დავემხე
-სულ მალე იქნება სასამართლო პროცესი დ აიქ ველით შენ მოწმეებს,მანამდე კი უხმოდ იჯექი,შენი ბოდიალი არავის აინტერესებს.

_ _
-აღარ დაურეკავს?-საწოლზე გულაღმა ვწევარ,დედა კი გვერდით მიზის
-არა,რაც ყაზბეგიდან წავიდა,აღარ შემხმიანებია,არც მაინტერესებს დიდად,რაც უნდა ის ქნას
-რატომ მატყუებ,რაც წავიდა უხასიათოდ ხარ
-ამინდის ბრალია,სულ წვიმს და იმ დღის მერე გარეთ ვეღარ გავდივართ,თანაც ხვალ უკვე თბილისში უნდა წავიდეთ და გული მწყდება
-კარგი,დამშვიდდი,მე მშვენივრად განვიტვირთე აქ,ასე რომ ნუ ხარ უკმაყოფილო,-ხელი გადამისვა თმაზე
-მიხარია,თუ უკეთესად ხარ,-საუბარში ტელეფონი ახმაურდა,-გისმენთ,სანდრო? კი,ვიცი,მახსოვს? დემეტრე დააკავეს? რატომ? ახლავე?
ჩამოვალ თბილისში და გნახავ,ვერაფერი გავიგე,-ტელეფონი გავთიშე და გაოგნებული მივაჩერდი დედაჩემს.
-რა მოუვიდა დემეტრეს?-მკითხა მან
-ბარგი უნდა ჩავალაგოთ,-საწოლიდან წამოვხტი და კარადა გამოვაღე
-რატომ დაიჭირეს?
-დედა,ტელეფონში ვერ მეტყოდა ამას,მიდი ჩაალაგე ბარგი,ტაქსს გამოვიძახებ და წავიდეთ,დემეტრეს ჩვენი დახმარება სჭირდება.
-აკი,არ მადარდებსო?-გაკვირვებულმა მკითხა
-ადამიანს გაჭირვებაში ვერ მივატოვებ,-ისიც წამოდგა საწოლიდან და გავიდა ჩემოდნების ჩასალაგებლად.

საჩქაროდ,უწესრიგოდ ჩავტენე ყველაფერი ჩანთებში,ელვა შევკარი და კართან მივაგორე.
-მშვიდად,ეკატერინე,ალბათ რამე გაურკვევლობაა,-მომიგო დედამ,-ტაქსი გამოიძახე?
-ვრეკავ,-ტელეფონი მოვიმარჯვე და ნომერი ავკრიფე
-შეყვარებულია ჩემი გოგო,-მისმა ჩურჩულმა გამაღიზიანა,მაგრამ აღარაფერი ვუთხარი,საუბარი დავასრულე და ტელეფონი გავთიშე.
* * *
ყინულის ქანდაკებასავით ვდგავარ ხალხის წინაშე და ნერწყვის უზარმაზარ ბურთულებს ვყლაპავ,ისე რომ ყელი მეწვის ყოველი ჩაყლაპვისას.მაჯებზე შემოჭერილი ხელბორკილები სისლს მიჩერებს და ვენებს მიწვავს,აქა-იქ კანიც დაზიანებული მაქვს.
სხეული მიუჩვეველია შებოჭილობას და ხელბორკილებს სპეციალურად ვაწვალებ რომ მაჯები დაზიანდეს.
ყველა ჩემს წინ,გარშემო და ზურგს უკანაა,შავი ნაჭრები აქვთ ჩამოფარებული სახეებზე და მაბრალებენ ბრმად იმას, რაც არ ჩამიდენია.
მიყურებენ საზიზღარი თვალებით და მეუბნებიან რომ მკვლელი ვარ.

-დღეს გადაწყვეტს სასამართლო,სცნოს თუ არა დემეტრე დამნაშავედ-განაცხადა მოსამართლემ და შემომხედა,მე კი მზერა მოვარიდე და იატაკს დავაშტერდი.
რაღაც ბრახუნის ხმა გაისმა და დაიწყო სასამართლო პრცესი,სადაც არ არსებული ხალხი მემუქრებოდა ციხეში ამოლპობით.
ზომბები იმეორებდნენ იმას,რასაც ადვოკატები ჩასძახებდნენ.

რამდენიმე საათია ვუსმენ,ჩემ წინააღმდეგ ამხედრებულ ბრბოს და სიმწრით ვიღიმი,არავინ მრთავს ნებას ჩემი სიტყვა ვთქვა.

-დემეტრე,-დარბაზში აყროლებული ბრბოს ხმას,ჩემი სულის ხმა შუაზე ხლეჩს,გაოგნებული ვიყურები კარისკენ და ვხედავ გამხდარ სილუეტს,რომელიც სასოწარკვეთილი მიყურებს.
-გთხოვთ,დატოვოთ სასამართლო დარბაზი,თქვენ დაარღვიეთ კანონი
-მე სრული უფლება მაქვს აქ ვიყო,რადგან მისი მოწმე ვარ,არ გაქვთ უფლება მხოლოდ ერთ მხარეს უსმინოთ და ამის საფუძველზე მიიღოთ გადაწყვეტილებები,დამრთეთ ნება რომ დავჯდე და ჩემი სიტყვა ვთქვა
-ჯერ არ მომითხოვია დემეტრეს მოწმეები დასაკითხად,თქვენ კი რამხელა განცხადებით წარსდექით სასამარ?თლოს წინაშე,თავაზიანობა იქონიეთ.

ეკატერინე ჩუმდება და ისევ ბრბოს ხმა იმატებს,მე მას ამღვრეული თვალებით ვუყურებ და ვგრძნობ როგორ მენგრევა მთელი სხეული.
ნეტავ,უკვე იცის? ალექსმა უთხრა? აუხსნა რატომ მოვიქეცი ასე?
მიმახვედრე ეკატერინე რომ ყველაფერი იცი და მპატიობ,მიმახვედრე.

_ _
ღმერთო,რას ვაკეთებ? ვის დასახმარებლად ვარ აქ,ადამიანის რომელიც საკუთარი ცოლის მკვლელობის გამო ზის ციხეში? ადამიანის,რომელმაც დამიმალა რომ ცოლიანი იყო და ამდენი ხანი სიცრუეში მამყოფა? თავი შემაყვარა და მთელი ჩემი ნერვული სისტემა შეიწირა? ამიტომ ვდგავარ აქ? რა აფსურდია.
ციხიდან გამოვიყვან და სამუდამოდ გავაქრობ ჩემი ცხოვრებიდან.
თავს მოვაჩვენებ რომ ყველაფერი ვაპატიე.

-თქვენი სიტყვის დროა,-მომამრთავს მოსამართლე და დასაკითხდა მიბარებს.მშვიდი ნაბიჯიტ ვუახლოვდები მათ და ველი,როდის დამისვამს ადვოკატი კითხვას.
-სად იმყოფებოდა დემეტრე მკვლელობის ღამეს?
-ყაზბეგში იყო,ჩემთან ერთად,როდესაც ჩამოვიდა მისი ცოლი ჯერ კდიევ ცოცხალი იყო,დემეტრეს წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მეგი ასეთ რამეს გეგმავდა,-მტკიცე ხმით ვამბობ და დემეტრეს ვუყურებ,მის სახეზე სისველეს ვამჩნევ,მაგრამ ეს არ მაღელვებს,-აქ მაქვს მიმღების ბეჭედ დარტყმული განრიგი,რომელ საათზე მიიღო დემეტრე სასტუმროში,ეს მოწმობს რომ არანაირი შეხება არ აქვს,დემეტრეს მეგის სიკვდილთან,-ხელის კანკალით ვიღებ ჩანთიდან დამოწმებულ ფურცლებს და ადვოკატს ვაწვდი.ფურცლებს ზედაპირულად უყურებს და მოსამართლეს აძლევს.
-დაასრულეთ?-მკითხა მოსამართლემ
-დიახ,-მივუგე მე
-თქვენი მოწოდებული ინფორმაცია განიხილება შესვენებაზე და შესვენების შემდეგ სასამართლო გაგაცნობთ გამოტანილ განაჩენს.
* * *
ძლივს,რაღაც მაბედნიერებს,გული მებერება სიხარულისგან,ვუყურებ ეკატერინეს და სურვილი მიჩნდება მივვარდე,ფეხებში ჩავუარდე და დავუკოცნო,პატიება ვთხოვო რომ შემიყვარდა და ამხელა შარში გავხვიე.
მადლობა ვუთხრა რომ ყველაფრის მიუხედავად გვერდით დამიდგა და დამეხმარა.მისი საშუალებით ისევ თავისუფალი ვიქნები,მაგრამ იმედი არ მაქვს რომ მის შემორიგებას შევძლებ,ვხვდები როგორ უჭირს აქ დგომა და ჩემი ყურება,როგორ უნდა სახეში გამარტყას და უკან მოუხედავად გაიქცეს.არაფერს მოვითხოვ მისგან,მთავარია ბედნიერი იყოს,ოღონდ სხვასთან,თავს აღარ მივცემ უფლებას მივისაკუთრო.
მეგი ჩემ გამო დაიღუპა.
ეკატერინე კი უჩემოდ უფრო ბედნიერი იქნება,რადგან სიყვარული ცალმხრივია და მხოლოდ მე მივილტვოდი მისკენ.
ვნებამ ყველაფერი გააფუჭა,ვნებამ ძლიერი სიყვარული შექმნა,რომელმაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მთელი ცხოვრება მომიწევს მძიმედ სიარული,მადლობ მეგი,რომ არ შემიცოდე და ამხელა ცოდვა დამადე კისერზე,შენ როდის ფიქრობდი სხვაზე.მხოლოდ იმიტომ რომ ციხეში ჩაგესვი? მეცოდები მეგი.
ვხვდები ჩემ დანაშაულს,მაგრამ რატომ? ჩემ გამო რატომ? უჩემოდ ყოფნა ხომ შეგეძლო,რატომ?
-მოსამართლე მობრძანდება,-აჟღერდა ისევ ხმა
-გადაწყვეტილება უკვე მიღებულია,დემეტრე,თქვენი მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება თქვენს მხსნელად ჩაითვალოს.
მეგის მკვლელობაში დამნაშავედ არ ვცნობთ დემეტრეს,რადგან,მკვლელობის საათები და მისი შინ ყოფნის საათები შეუსაბამობაშია. დემეტრე,თქვენ გათავისუფლებული ხართ სასამართლო დარბაზიდან,არ გეკისრებათ არანაირი სასჯელი.სასამართლო პროცესს დახურულად ვაცხადებ.

_ _
მოსამართლის განაცხადის შემდეგ პროცესი დავტოვე,არ მინდოდა დემეტრესთან პირისპირ საუბარი.ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.

-დაეხმარე?-კარი როგორც კი გამიღო მკითხა
-სხვანაირად არ შემეძლო,-ძლიერად ჩავეკარი და ავტირდი,ასეტი ძლიერიც არ ვარ.მეტი აღარ შემიძლია.
-თუ გიყვარს უნდა აპატიო,მისი ბრალი არაა
-შენც ჩემ წინაარმდეგ ხარ დედა?
-არა,მაგრამ . . .
-რა,მაგრამ
-ორივე მეცოდებით,არ მინდა დაიტანჯოთ მეგის გამო,მან ხომ
თავი იმიტომ მოიკლა რომ ციხეში ჩაესვა ქმარი და არა იმიტომ რომ შენთან ყოფნა ამჯობინა,დემეტრეს მგონი არც უთქვამს მისთვის შენზე
-დედა,მან მომატყუა,დამიმალა რომ ცოლი ჰყავდა,ახლა ჩვენ მკვდარ ადამიანს განვიხილავთ,რომელსაც ქმარმა გული გაუგლიჯა,იმ ზომამდე მიიყვანა რომ თავი მოიკლა,რატომ?ჩემ გამო? ჩემი ბრალია რომ მეგი ცოცხალი აღარაა,მე მომეკედლა დემეტრე და ამან ორივეს ცხოვრება დაანრგია.
-მეგის გამო,ჩემმა შვილმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოს,არც დემეტრეს ბრალი არაა,ის თუ სუსტი აღმოჩნდა და სიკვდილით გადაჭრა საქმე.
-მაოცებ იცი?
-კარგი,შენი ნებაა,მე აღარ ჩავერევი. . . თქვენ გადაწყვიტეთ. . .
-ხვალ ახალ სამსახურში გავდივარ,ამის გამო აკადემიურის აღება მიწევს,სწავლა სულ უკან გადაიწია,ფული უნდა დავაგროვო და საზღვარ გარეთ წავიდეთ,აქ ყოფნა აღარ მინდა.
-გარბიხარ?
-დიახ,დემეტრეს უნდა გავექცე და დავსაჯო
-სულელი ხარ!
-უკან აღარ ვიხედები,მან დაიმსახურა
-ამას ერჩივნა ციხეში ყოფილიყო
-არ გაუჭირდება ახალი სიყვარულის პოვნა,მიჩვეულია ღალატს
-ვერ წარმომედგინა რომ დემეტრეს ცოლი ჰყავდა
-ვერც მე,მაგრამ. . . დავასრულოთ ამაზე საუბარი
-კარგი,მაგრამ გაქცევა არაა გამოსავალი
-დედა!
-ჩუმად ვარ!
* * *
ღირს ასეთი თავისუფლება? როცა სული დამძიმებული გქვს და მძიმედ დააბიჯებ.
როცა სულში აღსასრულია და ისევ სუნთქავ.
იმედი აღარ არსებობს,მასთან მისასვლელი ყველა გზა დაიფარა.
სურვილი მიჩნდება ხელები ყელზე წავიჭირო და თავი მოვიგუდო,მაგრამ ძალიან სუსტი ვარ,ხელები მიკანკალებს და ყელთან მიტანილს ისევ უკან ვუშვებ.
მე არ შემიძლია სიკვდილი,არაფერი არ შემიძლია ეკატერინეს გარეშე,მისი ხმის გარეშე.

მინდა მივწერო რომ ძალიან მიყვარს,მაგრამ ვიცი გაბრაზდება და ანერვიულდება,მაგრამ თავს ვერ ვთოკავ.

_ _
საწოლზე ვწევარ და ვტირი სიბრაზისგან,ტკივილისგან, იმედგაცრუებისგან.
ყინულს მინდა დავემსგავსო რომ არაფერი ვიგრძნო,მაგრამ არ გამომდის.
მიყვარს,მაგრამ თავს ვერ მივცემ უფლებას მასთან ვიყო.
წავალ აქედან და დამავიწყდება.
მინდა დაიტანჯოს,მოვენატრო და განადგურდეს,მიხვდეს თუ რამხელა დანაშაული ჩაიდინა.
მის გამო ორი ქალი დაიტანჯა,ნუთუ ამად ღირდა?

თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ დავიძინო,მაგრამ ტელეფონის ხმა მაფხიზლებს,ხელს ზანტად ვწევ რომ ავიღო და გავთიშო,მაგრამ შეტყობინებას თვლავს ვკრავ,საწოლზე ვჯდები და სწრაფად ვხსნი.

„რომ იცოდე,როგორ მიჭირს შენთვის ამის მოწერა,ისე უცებ გახვედი მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი,გემუდარები ეს მაინც მაპატიე და მშვიდად ვიქნები,არაფერს ვითხოვ შენგან,მხოლოდ ის მინდა რომ მაპატიო და მითხრა რომ ჩემ გამო არ ტირი,არაფერი გტკივა,არ მინდა,ხო თავხედური განაცხადია,მაგრამ არ მინდა ჩემ გამო გტკიოდეს და ტიროდე,დაივიწყე ყველაფერი,რაც მოხდა ჩვენ ცხოვრებაში,გააგრძელე ისე,თითქოს მწარე სიზმარში იყავი და ახლა გამოიღვიძე,მე ნურაფერს მთხოვ,რადგან არ გადაგიყვარებ,შენი ტუჩების სურნელს დავიტოვებ,შენ ხმას გონებიდან არ ამოვშლი. მაპატიე რომ მიყვარხარ“

წავიკითხე თუ არა შეტყობინება,ეგრევე წავშალე,ტელეფონი გავთიშე,ტუმბოზე დავდე და საწოლზე დავწექი.
ამას ჰგონია ასეთი სუსტი ვარ? შემეცოდება და ფეხებში ჩავუარდები?
არაფერიც,საერთოდ არ მაინტერესებს რომ ვუყვარვარ.
ხელი არ გაატოკო ეკატერინე,მან გული გატკინა,არ გაბედო რომ მიწერო.

ჯანდაბა!
ჯანდაბა!
ჯანდაბა!

ტელეფონი ავიღე და მოკლე ტექსტი გავუგზავნე

„არაფერს,მშვიდობით დემეტრე“

გავაგზავნე და ისევ დავდე.

„საბოლოოდ მინდა გნახო“

მეჩვენება თუ ამას მართლა მწერს? არა! რა სისულელა,რატომ უნდა ვნახო.

„არა!“

გადარეულივით ვკრეფ სამ ასოს
-კი,-ნაცნობი ხმის გაგონებაზე ტელეფონი ხელიდან მივარდება
-დემეტრე,რა ჯანდაბას აკეთებ?
-მინდა გნახო და ისე წავიდე
-სად მიდიხარ?
-ძალიან შორს. ..
-მეც მივდივარ,ხომ მნახე,შეგიძლია წახვიდე
-მაპატიე,მაგრამ რაღაც უნდა გთხოვო
-რა?
-მხოლოდ ერთხელ ჩაგეხუტები,-ძალიან ახლოს მოვიდა
-არა!
-გთხოვ,-ამღვრეული ხმით მომიგო და ხელები გაშალა,მარჯვენა ხელი ჩემკენ წამოიღო და ვიგრძენი,როგორ დამადო ცხელი ხელის გული წელზე.
-სარგებლობ რომ მიყვარხარ?
-გიყვარვარ?-მის ხმაში უჩვეულო სიმშვიდე ვიგრძენი
-მიყვარდი!-შევასწორე,მაგრამ უკვე გვიანია, მას იმედი მიეცა.
-გიყვარვარ!
-მიყვარდი,დემეტრე!
-გიყვარვარ,ეკატერინე!,-ორივე ხელი წელზე მომხვია და ძლიერად ჩამიხუტა.
-ხომ ჩამეხუტე,შეგიძლია წახვიდე,იქ სადაც მიდიოდი!
-გამიშვებ?
-მე მეკითხები?
-გამიშვებ შორს?
-ჩემთვის სულერთია სად იქნები,მთავარია ჩემთან არ იყო
-კარგი,კმაყოფილი ვარ ამ ჩახუტებით,ახლა უკვე ვიცი რომ გიყვარვარ,რაც ერთად ყოფნაზე მთავარია,ბედნიერებას გისურვებ ეკატერინე,როგორც დაგპირდი არაფერს გაძალებ მე.
-მშვიდობით,დემეტრე,ეცადე აღარავინ გააუბედურო!
-მხოლოდ მე გავაუბედურე?-სიმწრით ჩაეცინა,-მე არ ვარ უბედური,მართალია,მე ძლიერი უნდა ვიყო...
-მორჩი საუბარს და წადი,-ხელი გამიშვა,ისე რომ აღარაფერი უთქვამს და კარისკენ ჩვეული ნაბიჯებით წავიდა.
-მიყვარხარ,მშვიდობით!

‘მიყვარხარ დემეტრე,მაგრამ არ შემიძლია ყველაფერი დავივიწყო და მკლავებში ჩაგივარდე,აუცილებლად მოვა დრო,როცა შენთან ყოფნას შევძლებ,დრო მჭირდება რომ ყველაფერი გადავხარშო და აუცილებლად დავბრუნდები უკან,იმედია ისევ აქ დამხვდები.’

* * *
'მაპატიე,ეკატერინე,არ მინდოდა ასე დასრულება,მაგრამ მეგიმ სხვანაირად არ ინება,მიყვარხარ და ვიცი რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად გვერდით მეყოლები,წავალ,მაგრამ არა სამუდამოდ,იმ იმედით წავალ,რომ როცა გავა დრო შენთან ყოფნას შევძლებ.'


პ.ს აუ,არ ვიცი რა გამოვიდა საბოლოოდ,პატარა ბავშვივით მიცემს გული და მეშინია რომ ყველაფერი ჩავაფლავე,არადა რამდენი ხანი ვწერე ვაიმეეე,შოკი მივიღე,ლამის ვიტირო ჩემ ნაწერზე,რა მჭირს არ ვიცი,ისეთ განცდებში ვარ,გაბრუებული,გათიშული,მადლობა ყველას ვინც ამას ნახავს და შეაფასებს,მიყვარხართ ძალიან.



№1  offline წევრი Katastrofa

მომეწონა,მაგრამ იცი რა შეგეძლო დაგეწერა 5
2-5 ან თუნდაც 10 წლის შემდეგ და დაგეწერა ხელახალი სცენა თუ როგორ მისეირნობს ეკატერინე ქუჩაში,წვიმაში და ამდროს გზის მეორე მხრიდან ესმის ხმა"ფრთხილად" ეკატერინე შეჩერდებოდა და წინ ჩამოვარდებოდა რაღაც.შემდეგ ხელახალი შეხვედრა და ჩაიზე დაპატიჟება ბოლოს კი ყაზბეგი,სიყვარული,სიცილი და ისევ სიყვარული....რავი მგონი ასე აჯობებდა თუმცა მე ვინ მეკითხება...კარგი იყო ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Katastrofa
მომეწონა,მაგრამ იცი რა შეგეძლო დაგეწერა 5
2-5 ან თუნდაც 10 წლის შემდეგ და დაგეწერა ხელახალი სცენა თუ როგორ მისეირნობს ეკატერინე ქუჩაში,წვიმაში და ამდროს გზის მეორე მხრიდან ესმის ხმა"ფრთხილად" ეკატერინე შეჩერდებოდა და წინ ჩამოვარდებოდა რაღაც.შემდეგ ხელახალი შეხვედრა და ჩაიზე დაპატიჟება ბოლოს კი ყაზბეგი,სიყვარული,სიცილი და ისევ სიყვარული....რავი მგონი ასე აჯობებდა თუმცა მე ვინ მეკითხება...კარგი იყო ❤

შეიძლება ჭკუაში დამიჯდეს შენი რჩევა და მეორე ნაწილი დავწერო. ❤
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი ლილიტიი

ბოლომდე არც წამიკითხავს.
ჯერ ერრთი არანაირი ემოცია და გრძნობა არ მოდიოდა.
მერე მეორე ვერ ვიტან მსგავს კაცებს სახლში ცოლი ჰყავდეს და სხვა ქალისკენ გაურბოდეს თვალები?
ორი წლია წინ ქალი უყვარდა და მერე გადაუნდა?
მძაგს ესეთი არაკაცები
გულისამრევია დემეტრე!!
ვერც მეგის სიყვარული შეძლოა და ვერც ვერავისას შეძლებდა.
მერე მესამე 3 დღეში ადამიანი, როგორ უნდა შეგიყვარდეს?
"ვნება" ქვია მოთხრობას, რატომღაც ის ვიფიქრე, რომ გაერთობოდა ამ გოგოსთან ვნებას და სიყვარულს აურევდნენ ერთმანეთში და საბოლოოს მიხვდებოდა, რომ ცოლი უყვარს.
მეგია მისი გადამრჩენელი და არა 2 დღის გაცნიბილი ქალი, რომლის გაჟ იმვა უნდა.
აქ მე ვერანაირი სიყვარული, ვნება ან გრძნობა ვერ დავიბახე
გარდა დიდი არაკაცისა!

 


№4  offline წევრი Steppenwolf

გეთანხმები.
ვერ წავიკითხე.
დემეტრე?_ნაბი*ვარი
მეგი?_გაცრეცილი
ეკატერინე?_უგრძნობი
ვერა_ფერი მე ვერ ვიგრძენი.
ზიზღის გარდა.
წარმატებები
--------------------
მიაძაკი

 


№5  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

კარგი,ნაწერი რომ უემოციო იყო ეგ გავიგე,მაგრამ რატომ არ უნდაა დამეწერა მოღალატე კაცზე ან რატომ უნდა მეფიქრა რომ ვინმეს გული აერეოდა.
ჩემი სურვილი იყო მსგავს თემას შევხებოდი და აქ მთავარი იყო როგორ გადმოვცემდი და არა რა მასალას გამოვიყენებდი.
მადლობთ რომ წაიკითხეთ,ის რაც წაიკითხეთ და აზრიც დააფიქსირეთ.
თხოვნა იქნება ცენზურა დაიცვათ,თორემ წაიშლება თქვენი წინა კომენტარებიც და ესენიც.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№6  offline წევრი ლილიტიი

შენ მოღალატე კაცს იცავ და ამართლებ
სულ სხვა რაკურსით გიწერია მოთხრობა
რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია, მარა მე აქ ვერსად დავინახე, რომ ესეთი კაცების სახე დაგენახა.
პირიქით.
მეგი მოკვდა
და ტიპი საერთოდ არ ღელავს, ისევ ეკატერინეზე დარდობს და რავიცი ერთად რჩებიან ლამის
ნუ მე ისე დავინახე, რომ ამართლებ ამ ტიპს რა
მეტი არაფერი, მეც წარმატებას გისურვებ

 


№7  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

მე მივიჩნევ რომ თუ ცოლი აღარ უყვარს ქმარს,უნდა დასცილდეს,ეკატერინე რომც არ გამოჩენილიყო მათ შორის მაინც მოხდებოდა კონფლიქტი,მითუმეტეს მეგის ქალის გამო და ღალატის გამო არ მოუკლია თავი.მადლობ წარმატებებისთვის
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№8  offline წევრი Indigo

მეგი მეზიზღება, ეს არის ის შემთხვევა როცა ვერანაირად ვერ გავიგებ მის საქციელს. არ გავიგებ, არ შემიძლია.
ისე ჩავიკითხე ვერც მივხვდი, განსხვავებული და რაღაცნაირი მოთხრობაა.
მადლობა.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№9  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

პირიქით,მადლობა შენ, რომ წაიკითხე და აზრი გამოთქვი.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

Indigo
მეგი მეზიზღება, ეს არის ის შემთხვევა როცა ვერანაირად ვერ გავიგებ მის საქციელს. არ გავიგებ, არ შემიძლია.
ისე ჩავიკითხე ვერც მივხვდი, განსხვავებული და რაღაცნაირი მოთხრობაა.
მადლობა.


გეთანხმები რომ მეგოს საქციელი სწორი არიყო, მაგრამ ძალიან ძნელია უყურო საყვარელი მამაკაცი როგორ გტოვებს სხვის გამო. ვისაც ეს არ გამოუცდია საკუთარ თავზე მანამდე ვერ გაიგებს ეს რა სიმწარეა. მე ვერანაირად ვერ გავამართლებ დემეტრეს საქციელს, თუნდაც ეს სიყვარულის გამო იყოს ჩადენილი.

 


№11  offline წევრი Indigo

lalita
Indigo
მეგი მეზიზღება, ეს არის ის შემთხვევა როცა ვერანაირად ვერ გავიგებ მის საქციელს. არ გავიგებ, არ შემიძლია.
ისე ჩავიკითხე ვერც მივხვდი, განსხვავებული და რაღაცნაირი მოთხრობაა.
მადლობა.


გეთანხმები რომ მეგოს საქციელი სწორი არიყო, მაგრამ ძალიან ძნელია უყურო საყვარელი მამაკაცი როგორ გტოვებს სხვის გამო. ვისაც ეს არ გამოუცდია საკუთარ თავზე მანამდე ვერ გაიგებს ეს რა სიმწარეა. მე ვერანაირად ვერ გავამართლებ დემეტრეს საქციელს, თუნდაც ეს სიყვარულის გამო იყოს ჩადენილი.

გამართლებით ვერ მე გავამართლებ, შეიძლება გავიგო მაგრამ ვერ გავამართლებ.
აი მეგის კი, უბრალოდ ვერ გავუგებ. არ მინდა მისი მესმოდეს.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№12 სტუმარი Mariam:))

ახლა წავიკითხე და მომეწონაა

 


№13 სტუმარი Guest Nata

მომეწონაა. ემოციაც იგრძნობოდა და ვინც ცერ იგრძნო თვითონ აქვს პრობლემა... არავის არ მოწონს მოღალატე ქმარი. მაგრამ ხდება ისე რო უსიყვარულოდ ქორწინდებიან და მერე იჩენს თავს მწარე სინამდვილე, ჩნდება ყოველდღიურ ურთიერთობებში და უფრო მაშინ როცა ნამდვილი სიყვარული მოდის. ამიტომ ქორწინება არ არის ასე იოლად და საჩქაროდ გადასაწყვეტი საქმე. მარტო დემეტრეს ბრალი არ არის. მეგისაც არ უყვარდა. აქ მეგის მხოლოდ თავის თავი უყვარს. საერთოდ არ ჩანს ქმრისადმი ზრუნვა.
ანუ მარტო დაქორწინება საქმე არ არის. ოჯახს შექმნი და მას შენარჩუნება უნდა. სიყვარულით და სითბოთი მუდმივი კვება უნდა.
ასეთი უაზრო და აგრესიული კომენტარები საჭირო არ იყო. ყველაფერი რაც ცხოვრებაში ხდება ან იწერება გამოცდილებას გვძენს რომ ვიყოთ უფრო მეტად დაკვირვებულები.
აბა რა სისულელეა მწერალს აუშარდე: შენ დემეტრეს იცავ... გული მერევა.... ვერ წავიკითხე...
კომენტარებში გამოთქმული აზრებით არა მარტო მწერალს აკრიტიკებთ, არამდე საკუთარ დონესაც აჩენთ.

 


№14  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Guest Nata
მომეწონაა. ემოციაც იგრძნობოდა და ვინც ცერ იგრძნო თვითონ აქვს პრობლემა... არავის არ მოწონს მოღალატე ქმარი. მაგრამ ხდება ისე რო უსიყვარულოდ ქორწინდებიან და მერე იჩენს თავს მწარე სინამდვილე, ჩნდება ყოველდღიურ ურთიერთობებში და უფრო მაშინ როცა ნამდვილი სიყვარული მოდის. ამიტომ ქორწინება არ არის ასე იოლად და საჩქაროდ გადასაწყვეტი საქმე. მარტო დემეტრეს ბრალი არ არის. მეგისაც არ უყვარდა. აქ მეგის მხოლოდ თავის თავი უყვარს. საერთოდ არ ჩანს ქმრისადმი ზრუნვა.
ანუ მარტო დაქორწინება საქმე არ არის. ოჯახს შექმნი და მას შენარჩუნება უნდა. სიყვარულით და სითბოთი მუდმივი კვება უნდა.
ასეთი უაზრო და აგრესიული კომენტარები საჭირო არ იყო. ყველაფერი რაც ცხოვრებაში ხდება ან იწერება გამოცდილებას გვძენს რომ ვიყოთ უფრო მეტად დაკვირვებულები.
აბა რა სისულელეა მწერალს აუშარდე: შენ დემეტრეს იცავ... გული მერევა.... ვერ წავიკითხე...
კომენტარებში გამოთქმული აზრებით არა მარტო მწერალს აკრიტიკებთ, არამდე საკუთარ დონესაც აჩენთ.

პირველ რიგში,მადლობ რომ წაიკითხე და შენი აზრი დააფიქსირე.
გეთანხმები იმაში,რომ ცუდი კომენტარებია,მაგრამ თუ ვწერ "მსგავსიც" უნდა ავიტანო.
გამახარა ძალიან... ძლივს ვიღაცამ სწორი დასკვნა გამოიტანა. heart_eyes heart_eyes
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№15 სტუმარი ნ10

ვაიმე ცალხოო რატომ ამდენი აგრესია? ძალიან მომეწონა,რეალურ ცხოვრებას ასახავს, მწერალი როდესაც წერს ნაწარმოებს არავინ კიცხავს(ყოველშემთხვევაში ჩვენს ეპოქაში) რატომ დაწერა ასე.ასე მოუნდა და ასე დაწერა.ეს ცხოვრება არავის ეკითხება როგორ მოექცეს,ყველას თავის გზა აქვს... ასეა ესეც...რა გჭიირთ,არ აქვს მნიშვნელობა როგორ მთავრდება, ეს ნოველაა ძალიან საინტერესო და ძალიან მძაფრი შეგრძნებებით, ზუსტად ასე უნდა დამთავრებულიყო თორემ ბანალური დასასრული მხოლოდ ზღაპრებშია... ძალიან კარგი იყო და წარმატებები ამის ავტორს.თქვენც წერეთ რაიმე საინტერესო????

არასოდეს წამიკითხავს ორი პერსპექტივით ერთი ნაწარმოები, ძალიან საინტერესო საკითხავია.კარგი ოყო ნამდვილად

 


№16  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ნ10
ვაიმე ცალხოო რატომ ამდენი აგრესია? ძალიან მომეწონა,რეალურ ცხოვრებას ასახავს, მწერალი როდესაც წერს ნაწარმოებს არავინ კიცხავს(ყოველშემთხვევაში ჩვენს ეპოქაში) რატომ დაწერა ასე.ასე მოუნდა და ასე დაწერა.ეს ცხოვრება არავის ეკითხება როგორ მოექცეს,ყველას თავის გზა აქვს... ასეა ესეც...რა გჭიირთ,არ აქვს მნიშვნელობა როგორ მთავრდება, ეს ნოველაა ძალიან საინტერესო და ძალიან მძაფრი შეგრძნებებით, ზუსტად ასე უნდა დამთავრებულიყო თორემ ბანალური დასასრული მხოლოდ ზღაპრებშია... ძალიან კარგი იყო და წარმატებები ამის ავტორს.თქვენც წერეთ რაიმე საინტერესო????

არასოდეს წამიკითხავს ორი პერსპექტივით ერთი ნაწარმოები, ძალიან საინტერესო საკითხავია.კარგი ოყო ნამდვილად

ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე და აზრი გამოთქვი,გამიხარდა. <3 <3 საღი აზრის მოსმენა ყოველთვის სასიახრულოა ავტორისთვის და მადლობა ამისთვის.მართლაც ჩემი ნებაა რას დავწერ. heart_eyes heart_eyes
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№17  offline წევრი drogardasuli

კომენტარებმა გამაოგნა.
ვერ იგრძენით?
მე ვიგრძენი
ცივი ემოცია ! დიახ ცივი ემოცია იყო ამ ისტორიაში. სამი ადამიანის მტკივნეული ისტორია. დიახ დემეტრე მოღალატეა
პირდაპირი
ან
გადატანითი მნიშვნელობით!
მაგრამ მას არ უყვარდა მეგი
არა უყვარდა
ოღონდ სხვა მეგი.
არც მეგის უყვარდა დემეტრე.
რომ ყვარებოდა ამხელა ვალდებულებას არ აკიდებდა ბეჭებზე.
ეკატერინე- უბრალოდ ძალიან უბრალო და მიმნდობია. უშუალო და ფერადი.
ჩემი ერთერთი საყვარელი ისტორიაა
მადლობა ავტორს
და კიდევ ერთხელ
მეტი პოზიტივი ადამიანებო რამხელა აგრესიააა <3

 


№18  offline წევრი AmeLia SinDi

ჩემი აზრით შესანიშავი ისტორიაა და შესანიშნავად არის გადმოცემული დღევანდელობა, დღევანდელობა რომელშიც უბრალო მოწონება ნამდვილი სიყვარული ჰგონიათ, შემდეგ შექმნიან ოჯახებს და ბოლოს ,,ვერ გაუგეს" ერთმანეთს და შორდებიან, მერე გამოჩნდება ისევ სხვა ადამიანი რომლის მიმართაც გაუჩნდებათ მიზიდულობა ლტოლვა და მიდიან მათთან და ბოლოს მათაც შორდებიან, თითქმის ეს ისტორია მოვყევი თავიდან მაგრამ ზუსტად ესაა ჩვენი რეალობა... მე ძალიან ძალიან მომეწონა ეს ისტორია და მისი ავტორიც❤❤

 


№19  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

AmeLia SinDi
ჩემი აზრით შესანიშავი ისტორიაა და შესანიშნავად არის გადმოცემული დღევანდელობა, დღევანდელობა რომელშიც უბრალო მოწონება ნამდვილი სიყვარული ჰგონიათ, შემდეგ შექმნიან ოჯახებს და ბოლოს ,,ვერ გაუგეს" ერთმანეთს და შორდებიან, მერე გამოჩნდება ისევ სხვა ადამიანი რომლის მიმართაც გაუჩნდებათ მიზიდულობა ლტოლვა და მიდიან მათთან და ბოლოს მათაც შორდებიან, თითქმის ეს ისტორია მოვყევი თავიდან მაგრამ ზუსტად ესაა ჩვენი რეალობა... მე ძალიან ძალიან მომეწონა ეს ისტორია და მისი ავტორიც❤❤

მადლობთ რომ წაიკითხეთ და აზრი დააფიქსირეთ. <3

drogardasuli
კომენტარებმა გამაოგნა.
ვერ იგრძენით?
მე ვიგრძენი
ცივი ემოცია ! დიახ ცივი ემოცია იყო ამ ისტორიაში. სამი ადამიანის მტკივნეული ისტორია. დიახ დემეტრე მოღალატეა
პირდაპირი
ან
გადატანითი მნიშვნელობით!
მაგრამ მას არ უყვარდა მეგი
არა უყვარდა
ოღონდ სხვა მეგი.
არც მეგის უყვარდა დემეტრე.
რომ ყვარებოდა ამხელა ვალდებულებას არ აკიდებდა ბეჭებზე.
ეკატერინე- უბრალოდ ძალიან უბრალო და მიმნდობია. უშუალო და ფერადი.
ჩემი ერთერთი საყვარელი ისტორიაა
მადლობა ავტორს
და კიდევ ერთხელ
მეტი პოზიტივი ადამიანებო რამხელა აგრესიააა <3

მადლობა გვერდში დგომისთვის.
:-*
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№20 სტუმარი სტუმარი Shore

Colzec bevria damokidebuli ar vamartleb mogalate qmrebs magram am shemtxvevashi ekaterinemde iyo mat shofis yvelaferi damtavrebuli formalurad erqvst col wmari coli ar interesdeboda qmrit ar ainteresebda ra uyvarda ra mosconda an ra ar uyvarda qmars raxan tavad uyvarda amitom qmarsac unda hyvareboda yava da yovel dilit raxan mas surda unda daelia fexze ekida qmari me vfiqrob tavidanve tavshi ver qonda megis yvelaferi kargad man sulac ar icoda demetres yavda sxa tu ara ise gadacyvita demetres dasja tavis sicocxlis sanacvlod ver vitan eset sulel qalebs ekaterines rac sheexeba cudad ar moqceula sxvanairad verc shedzlebda moqceuliyk radgan demetre misi pirveli siyvaruli iyo

 


№21 სტუმარი თინა

ეს ისტორია როგორ უნდა მოგეწონოს ადამიანს?
კაცია და ნაბო ზარია
ორ ქალს ატყუებდა...
ცოლი მოუკვდა რომელიც სიყვარულით მოიყვანა და ეკატერინეზე ფიქრობდა, აი საძაგლობაა და ვისაც ეს მოგწონთ ყველა მეგის ადგიალს იმსახურებთ ყოფნას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent