შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სველი იასამანი [2]


9-05-2017, 23:30
ავტორი მარრიამი
ნანახია 8 067

დილა?
ვაი ამ გათენებას.
ტელეფონის ზარი მაღვიძებს.
- აი გეხვეწები მითხარი რატომ უნდა მირეკავდეს დილის ათ საათზე გოგო, რომელსაც წუხელ პირველი ღამე ჰქონდა?
- შენ რა იცი რა მქონდა და რა არა? - იცინის.
- რომ გითხრა ინტერესით ვკვდები-მეთქი, მოგატყუებ, უბრალოდ ამ დროს უნდა გეძინოს, ან ქმართან ერთად საუზმობდე, დაქალს კი არ უნდა აღვიძებდე - საზიზღარი ხასიათი მაქვს, როცა მაღვიძებენ.
- დროზე ადექი ახლა და ერთ საათში ჩემთან იყავი.
- შანსი არ გაქვს, ეს მაკიაჟი მოსაშორებელი მაქვს, თმები გამხმარი და შესაბამისად დასაბანი, თვალები დასიებული მექნება უძილობისგან.
- ერთ საათში - გამაფრთხილებელი ტონით მეუბნება და თიშავს.
- ჯანდაბა - ვბურტყუნებ და ისევ ბალიშს ვეხუტები.

რატომ არიან თემო და ლენკა ისევ აქ?
თაფლობის თვე ზაფხულში გვინდაო განაცხადეს და ამიტომ, იქამდე ისე მოვიფიქრებთ რამესო.

ნახევარი საათის განმავლობაში ზუსტად 15-ჯერ რეკავს ტელეფონი და 15 შეტყობინება მოდის. ერთი წუთითაც არ ჩერდება.
- მოგკლავ ლენკა, გეფიცები - ვიმუქრები და ვდგები.
ერთ არა, მაგრამ ორ საათში ნამდვილად ვდგავარ მათ სახლთან და ვაკაკუნებ.
- გეღირსა - ბუზღუნით აღებს.
- საერთოდ რომ მოვედი არ გიკვირს? - ვკოცნი და შევდივარ, მაგრამ დერეფანშივე მესმის ხმა - მითხარი რომ მეჩვენება.
- აუ, ბოდიში რა, ჩემი ბრალი არაა გეფიცები.
- შენი ქმარი „მიჩალიჩებს“? არ შემოვალ, არ არსებობს - უკან-უკან მივდივარ.
- აუ მაკა კაი რა, გეხვეწები, ხო იცი რო რაღაცა ძმაკაცობენ და ამოვიდა რა.
- არა ლენკა, არა და არა - ბავშვივით ვჯიუტდები და ჯერ ისევ გაღებული კარებისკენ ვბრუნდები.
- გამარჯობა, აბა რა ხდება? - კარების ჩარჩოსაა მიყრდნობილი დათა.
გვისმენდა?
- არაფერი, მივდივარ.
- სად?
- სახლში.
- რატომ?
- რეზია აქ და იმიტომ - ენას არ აჩუმებს ლენკა.
- მართლა მაგის გამო მიდიხარ? - სერიოზულდება.
- კი და გამატარე რა - ისე ვარ გაღიზიანებული, შეიძლება შემომაკვდეს ვინმე.
- კაი რა, ნუ აწყენინებ ლენკას და დანარჩენს მე მივხედავ, ვერ შეგაწუხებს - თავისებურად, თვალებით მიღიმის.
- არ მინდა.
- გეყოფა, გითხარი მივხედავ-მეთქი, წამო - ჩემს ხელს თავისაში იქცევს და მისაღებისკენ მივყავარ.
- მეჯვარეც მოსულა, მაკუნა შენც მოხვედი? - ფეხზე დგება თემო.
- არა თემო, სახლში ვარ და მძინავს - უკმაყოფილოდ ვპასუხობ.
- მოიცა, ერთად მოხვედით? - ჩვენს ჩაკიდულ ხელებს უყურებს ეჭვის თვალით.
- კი ერთად და დანარჩენი შეკითხვები მერე - უღიმის დათა, სკამს წევს და მანიშნებს დავჯდე, თვითონ გვერდით მიჯდება.

ზუსტად რეზის პირდაპირ ვზივარ და მის მზერას ვეღარ ვუძლებ. ვერ ვხვდები რა მჭირს, თითქოს არაფერი, მაგრამ შიგნიდან მეწვის ყველაფერი და ერთადერთი რაზეც ვღელავ, გარეგნულადაც არ შემეტყოს, ლოყები არ ამიწითლდეს.
მთელი სხეული დაჭიმული მაქვს, არც თაზოს ხუმრობები მესმის, სხვები რომ გულიანად იცინიან, ვერც ვერაფერს ვჭამ, არადა როგორ მინდოდა იმ ტორტის ჭამა.

- კარგად ხარ? - მაგიდაზე დადებულ ხელზე თითებს მადებს დათა და რეზის მზერასაც ვაფიქსირებ.
- კი, აივანზე გავალ - თავს ვუქნევ და გავდივარ.

ისე მჭირდება ახლა სუფთა ჰაერი. დიდი აივანი აქვთ და კუთხეში სარწეველა, მოწნული სავარძელი აქვთ. ვჯდები, ცალ ფეხს ვკეცავ და ჩემს სარაფანს ვიხვევ, რა მჭირს, რა?

- ე.ი. იასამანი არა? - რეზის ხმა მესმის და თვალებს ვახელ.
- რა გინდა?
- არაფერი მაკა, მიპასუხე, ე.ი. იასამანი?
- კი, იასამანი - ვცდილობ დარწმუნებით ვუპასუხო.
- როდის?
- ამ სამ წელში რეზი - ბრაზი ისე მაწვება, სადაცაა ამოხეთქავს.
- ხო - ჩაცინებასავით გამოსდის და სიგარეტს უკიდებს.
მეტს ვერ ავიტან, სწრაფად ვდგები და შესასვლელისკენ მივდივარ, მაგრამ.. მაჯაზე მავლებს ხელს და თავისკენ მატრიალებს. მის წინ ვდგავარ და ვუყურებ იმ თვალებში, ოდესღაც რომ ძალიან მიყვარდა.
- შენთვის ბრძოლის შანსიც არ მაქვს? - არ ვიცი იქნებ მეჩვენება, თუმცა მის ხმაში ტკივილს ვგრძნობ, ტკივილს, იმედს და გულწრფელობას.
- მე მეორე შანსს არავის ვაძლევ რეზი, ის ერთი კი არ გამოიყენე - თავს ვხრი, რომ ემოციები არ შემატყოს.
- მაკა..
- რეზი გამიშვი - ვცდილობ ხელი გავინთავისუფლო.
- კარგი - ხელს მიშვებს, მაგრამ საბოლოო გაშვებამდე მიხუტებს. ისე მიხუტებს, ლამისაა მის სხეულს მივეწებო. ისევ საოცრად თბილია, ისევ დამახასიათებელი სურნელი აქვს, მაგრამ მე ვეღარ ვგრძნობ იგივეს. მთელი სხეული არ მითრთის მასთან შეხებისას, გული ამოვარდნას არ ლამობს. მიშვებს, ძალიან ფრთხილად და მოაჯირისკენ ბრუნდება.

ალბათ ზედმეტად გაფითრებული ვარ, ან აწითლებული, იმიტომ, რომ შესვლისთანავე ყველას ყურადღების ცენტრში მოვხვდი.

- რამე მოხდა?
- არაფერი დათა - ვცდილობ გავუღიმო.
- გინდა წავიდეთ?
- მინდა.
- წამო - დგება და მეც მივყავარ, ასე უსიტყვოდ. არც ლენკა გვეკითხება რამეს, თავს გაუფრთხილდიო მეჩურჩლება და მკოცნის.

მანქანას ძრავს და მივყავარ სადღაც, არ ვეკითხები, არ მაინტერესებს, ვენდობი და არც ფიქრის თავი მაქვს. მთელი სხეული მიდუღს, ვეღარ ვხვდები რა მინდა. თითქოს ყველაფერი წარსულში დავტოვე, თითქოს მისი არსებობაც კი დავივიწყე და უცებ ვხვდები, რომ ყველაფერი ილუზია იყო. მინდა თუ არა, ისევ მაფორიაქებს, ოღონდ განსხვავებულად. ეს ყველაფერი აღარ მსიამოვნებს, მაღელვებს, მანერვიულებს. ლამისაა ტუჩები დავიჭამო, ყელზე გამუდმებით ვისვამ ხელებს და ნერვებისმომშლელად ვათამაშებ ფეხს, თუმცა დათას ნერვები არ ეშლება. არც არაფერს მეუბნება, უბრალოდ მანქანას ატარებს და ვგრძნობ, ხანდახან მიყურებს. სრული ბედნიერებისთვის წვიმას იწყებს. ზოგადად წვიმას ვერ ვიტან, მაგრამ წვიმის დროს მგზავრობა მიყვარს ძალიან.
ნელ-ნელა ვმშვიდდები, ვეშვები და მხოლოდ წვიმის ხმას ვუსმენ.

- გიყვარს? - ისმის კითხვა და მთელი ეს სიმშვიდე უგზო-უკვლოდ იფანტება.
- მიყვარდა.
- ახლა?
- არ მიყვარდა.
- რომელ დღემდე არ გიყვარდა მაკა? - ვერ ვხვდები როდის გადავიდან გზიდან და როდის გააჩერა მანქანა.
- გუშინდელ დღემდე დარწმუნებული ვიყავი.
- დღეს აღარ ხარ?
- არ ვიცი დათა, არაფერი არ ვიცი ახლა, მხოლოდ ის ვიცი, რომ არ მინდა მეორე შანსი მივცე.
- მე?
- რა შენ დათა? - თავს ვწევ და პირდაპირ მის თვალებს ვეჩეხები, რაღაც საოცრად მომზირალს.
- არ გინდა რომ პირველი შანსი მომცე?
- დათა - ღრმად ვსუნთქავ, მგონი ამათ უნდათ, რომ გული გამისკდეს.
- კარგი, მაპატიე, არ უნდა მეთქვა, სახლში წაგიყვანო?
- არ მინდა სახლში.
- წამომყვები?
- წამოგყვები.
- კარგი, მაშინ იქ წაგიყვან, სადაც წვიმა ყველაზე კარგია.
- წამიყვანე.

ავტობანზე რომ გავდივართ, მივდივართ და გზა აღარ მთავრდება მხოლოდ მაშინ ვხვდები სად მივყავარ. გიჟივით მეცინება, ვერ ვიჯერებ. მიყურებს და თვითონაც იცინის.
მერე?
მერე თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ. იქამდე არ ვიღვიძებ, სანამ ზღვის სუნს და ხმაურს არ ვგრძნობ.
დიახ, ჩვენ ბათუმში ვართ, თავსხმა წვიმაში, ზღვის სანაპიროზე.
ტალღები სულ ოდნავ სწვდება ჩემს ფეხებს და საოცრად მსიამოვნებს მათი შეხება.
გვერდით დათა ზის, მიყურებს და მისი თვალებიდან სითბო მოდის, ღიმილი, ხელს იწვდენს ჩემკენ და მელოდება.
გარშემო ყველაფერი ქრება, სულ, სულ ყველაფერი და ვრჩებით მხოლოდ ჩვენ, მე, ის, წვიმა და ზღვა.
უეცრად ძალიან, ძალიან მინდება რომ ჩავეხუტო, ხელები მომხვიოს ძალიან მაგრად და არ გამიშვას.
რას ვაკეთებ?
ვეხუტები, დიახ, აი ასე, გალუმპული, გაყინული მთელი ძალით ვეხუტები და ვგრძნობ მის თბილ ტუჩებს თავზე, მის თბილ სხეულსაც და მის გულს.

- ახლა უკან უნდა წავიდეთ? - ვშორდები და ვუყურებ.
- როგორც შენ გინდა.
- ამ რამდენიმე წუთისთვის ჩამომიყვანე? - მეცინება.
- არა.
- აბა?
- ამ სიცილისთვის ჩამოგიყვანე.
- გიჟი ხარ - ისევ მეცინება და თან უკვე ვტირი.
- აუ ისევ ტირი? ნუ მესმის რომ შენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემ გვერდით ყოფნა მაგრამ, სულ ნუ იტირებ რა.
- აი ისევ - მეცინება - არ ვიტირებ.
- წამო მანქანაში, არ გაცივდე.
- მანქანა რომ დასველდება? - მიამიტურად ვკითხულობ.
- არაუშავს, გაშრება ისევ - ახლა მას ეცინება და ხელს მიწვდის ადგომაში დასახმარებლად.

მანქანაში სასიამოვნო ტემპერატურაა, ერთიანად ვთბები, თუმცა მგონი სითბოსთვის დათას თვალებიც საკმარისია.
ბათუმის ვიწრო ქუჩებში ვმოძრაობთ და ვხვდები, ძალიან, ძალიან მელამაზება ეს ქალაქი.

- სად მივდივართ? - ქალაქიდან გასვლას აშკარად არ აპირებს.
- ვფიქრობ, რომ ეს რამდენიმე წუთი გეცოტავა და სასტუმროში მივდივართ.
- გიჟი ხარ თუ მე მაგიჟებ?
- შეგვიძლია ორივე გავგიჟდეთ - მიყურებს და მიღიმის.

სასტუმროში ორ ნომერს იღებს, ერთმანეთის მეზობლად, ზღვის ხედით. ოთახებში შევდივართ და კარებს როგორც კი ვხურავ, კიდევ ერთხელ ვიაზრებ რა ხდება. სულელივით ვიცინი და სველ ტანსაცმელს ვიხდი. საოცრდ მსიამოვნებს ცხელი შხაპი. ფუმფულა ხალათს ვიცვამ და ოთახში დავფრატუნობ.
ეს ბიჭი გიჟია, ძალიან, მაგრამ მომწონს.
მის გვერდით ყოფნისას წამითაც არ მიფიქრია წარსულზე, იმდენად მითრევს.
უკაბობიდან და ღრმა დეკოლტიდან აქამდე მოვდივართ, მეცინება.
კარებზე კაკუნია, ვაღებ და დათა მხვდება, ხელში პარკებით.
- გამომართვი - მაწვდის.
- რა არის?
- ტანსაცმელი დაგისველდა და ხალათით ხომ არ გავალთ საჭმელად - ისევ მიღიმის.
- მადლობა.

ყველაფერი უყიდია, მართლა ყველაფერი, შიდა თეთრეულით დაწყებული, ფეხსაცმლით დამთავრებული. ორი კაბაა, ძალიან, ძალიან ნაზი იასამნისფერი ორივე. მოდი და არ გაგეცინოს. მოკლეს ვარჩევ და ვიცვამ. მხრებზე ოდნავაა გადასული, მიხდება. ჯერ ისევ სველ თმას ცალ მხარეს ვიყრი, კაბას მისველებს, მაგრამ არაუშავს. თითქოს ზუსტად იცოდა ჩემი ზომები. იმავე ფერის ფეხსაცმელსაც ვიხდენ და ოთახიდან გავდივარ. ის უკვე მზად მხვდება, თეთრი პერანგი, ძალიან, ძალიან ლურჯი ჯინსი. პერანგის მკლავები იდაყვებამდე აქვს აწეული, კანის ფერი აქვს ისეთი, შურით ვივსები. საოცარ კონტრასტს ქმნის ჩემი თეთრი და მისი მუქი კანი.

- მადლობა, ძალიან ლამაზია - ვუღიმი და გამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ.
- შენ ხარ ძალიან ლამაზი და ამიტომ გიხდება.

წვიმას გადაუღია და რადგან დასველების საფრთხე აღარაა, ვერანდაზე გავდივართ. ახლა ისე ვარ, არაფერი მინდა ფინჯანი ყავის მეტი. ჩემთვის ცხელი ყავა მოაქვთ, მისთვის ცივი.

- ესეც ქალბატონს ბატონისგან - ვეებერთელა თაიგულს მაგიდის შუაში დებს მიმტანი.
- არ არსებობს - მეცინება - მერამდენე მადლობაა?
- ხოდა ნუღარ მეტყვი, შენი მადლობის მოსასმენად ნამდვილად არ ვაკეთებ.
- ლენკა გათხოვდა და თაფლობის თვე მე მაქვს - მომდევნო სულელური აზრი მელვებს და რასაკვირველია ენის დამოკლებაზე არც ვფიქრობ.
ისეთი სიცილი გვიტყდება, შიგნიდანაც კი ჩვენ გვიყურებენ.
- აბა არ უნდოდათ იმათ და.
- სისულელე რომ ვთქვი არაუშავს ხომ? - მართალია ამყვა ხუმრობაში, მაგრამ მე ხომ ვიაზრებ და უკვე მრცხვება.
- კარგი რა, თქვი და გაგვეცინა - თვალს მიკრავს.
- ახლა?
- რა ახლა? - თვალებში მიყურებს.
- ახლა რა იქნება?
- ახლა ის იქნება, რაც შენ გინდა - დარწმუნებით ამბობს და მზერა ზღვისკენ გადააქვს.

ისევ ღრუბლიანია დღე, ისევ მოჟამული.
შავი ზღვაც მართლა შავი ჩანს.
ვერანდა სველია, თუმცა ძალიან ლამაზი, ფერადი ყვავილები კიდევ უფრო ალამაზებს.
ამ ყველაფერთან ერთად კი დათა, მისი ზღვისფერი თვალები და ზოგადად, დათა, ყველაფრით!
მგონი ვგიჟდები.
თვალს ვერ ვაშორებ მის პროფილს, ვუყურებ, ვუყურებ, არ მბეზრდება და რაღაც წამში ვფიქრობ, რომ არც არასდროს მომბეზრდება.
ხვდება, რომ ვუყურებ, ღიმილიც ეპარება, მაგრამ არ იხედება ჩემკენ.
თითქოს სპეციალურად აკეთებს, თითქოს წამებს ითვლის.
ოდესმე გიგრძვნიათ?
ადამიანს უყურებთ და ხვდებით, გული ბედნიერებისგან ფეთქავს, გამუდმებით, წრიალებს და ვერ ჩერდება.
ადამიანს უყურებთ და ხვდებით, მასთან ყოფნის ერთი წუთი მთელ უსასრულობაზე მეტია.
ადამიანს უყურებთ და ხვდებით, მისი ერთი ღიმილი ყველა სხვის სიცილს გირჩევნიათ.
უყურებთ და ხვდებით, მასთან ერთად სულ სხვა განზომილებაში ხართ.
უყურებთ და გრძნობთ, თქვენი გულები ერთნაირად ფეთქავს.

- ასეთი იდეალური ვარ? - უეცრად ბრუნდება და სიცილით მეკითხება.
- ბატონო?
- ამდენი ხანია თვალს ვერ მაშორებ, ამდენად იდეალური ვარ?
- არ ხარ ნორმალური, გეფიცები - მეცინება.
- დავრჩეთ რა დღეს - ისეთი ხმით მეუბნება, როგორ გინდა უარი უთხრა.
არც უარის თქმის სურვილი მაქვს. ახლა, ამ წამს დარწმუნებული ვარ რომ დარჩენა მინდა. ზუსტად ამ წამს, სამუდამოდ დარჩენაზეც დავთანხმდები. არის რაღაც ერთი, გარდამავალი წამი და ზუსტად ის წამია ახლა ჩემთან.
- დავრჩეთ - იცით რას ვხედავ მის თვალებში?
ბედნიერებას, გაკვირვებას და სითბოს, ერთდროულად.
- მგონი შენ ხარ იდეალური - ისევ იღიმის, ისევ მავსებს.
- გამორიცხული არაა - მეც ვუღიმი.

- გავისეირნოთ რა - იმდენად მინდა ბათუმის სველ ქუჩებში სიარული, წვიმის და ზღვის არეული სურნელის შეგრძნობა. ალბათ მშობლიური ქალაქის შემდეგ, ყველაზე მეტად ეს ქალაქი მიყვარს.
ძალიან მაგარი ქალაქია, პატარა და მშვიდი, მყუდრო და თბილი.
სიყვარულს რომ მოგანდომებს, ისეთი ქალაქი.
აი ახლაც, სასტუმროდან გავდივარ და ფილტვებს ვივსებ ბათუმის სურნელით.
რაღაცნაირად, სუფთაა ჰაერი, ზღვიდან მონაქროლი ქარით სავსე.
ისევ ღრუბელია ცაზე, ისევ ნაზად ქრის სიო და ისევ თბილა.
აქა-იქ ელავს, ალბათ ისევ იწვიმებს, მაგრამ მერე რა?
მთავარი ისაა, რომ მოკირწყლულ ქუჩას მივუყვებით ერთმანეთის გვერდით, მისი ფეხის სმა და სუნთქვა მესმის, სიარულისას წამიერად ეხება ჩვენი თითები და ამ დროს ორივეს გვეღიმება, აი ესაა მთავარი.
მერე რა, რომ სულ ორი დღეა რაც ვიცნობ, მერე რა.
თურმე ერთი წუთია საკმარისი. მთავარია ადამიანის თვალებში ჩაიხედო, მთავარია მისი თვალები გაიცნო და მეტი არაფერი.
ზღვასავით უძირო, ღრმა და კამკამა თვალები აქვს, მეტი არც არაფერია საჭირო.
ზღვისთვალა ცუდი ვერ იქნება, უბრალოდ შეუძლებელია.
მივდივართ ასე უხმოდ, ვუსმენთ ერთმანეთის ნაბიჯების ხმას, წვიმიან ქუჩებში რომ მელოდიურად ისმის.
საღამოა, ლამპიონები ანათებენ გზას, აქ ხალხიც არაა, ვართ მხოლოდ ჩვენ და ეს მარტოობა მომწონს.
მერე შეხებას ვგრძნობ, თითის წვერებით მეხება ხელის გულზე, ძალიან ნელა მიაცურებს ქვემოთ და ჩემს თითებში ხლართავს. მისი თბილი და ჩემი გაყინული ხელები ერთად, ხელის გულებს შორის საერთო ტემპერატურა, ემოციები და ფიქრები.
ზღვისთვალა მაგიჟებს!
სხვა ვერაფერზე ვფიქრობ!
____
ესეც მეორე შოკოლადებო და არ ვიცი რა ვთქვა, რა სიტყვებით გადაგიხადოთ მადლობა, ჩემი პირადი საოცრებები ხართ! ბედნიერებები! პოზიტივები! სიყვარულები! ვგიჟდები თქვენზე!



№1  offline წევრი tamuna.s

როგორ მომწონს ეს ისტორია და დათაზე ხომ ვგიჟდები უკვე heart_eyes heart_eyes

 


№2  offline მოდერი მარრიამი

tamuna.s
როგორ მომწონს ეს ისტორია და დათაზე ხომ ვგიჟდები უკვე heart_eyes heart_eyes

დათაც და მეც ვგიჟდებით თქვენზე <3 ^_^ მადლობა <3

 


№3  offline მოდერი მარრიამი

elle...
ყველა კი ძალიან მიყვარხართ ბავშვებო, მაგრამ...
დათა ოფიციალურად ჩემია!
კანონით, უკანონოდ, ყველა მუხლით და უ-მუხლო-დ!
აი, ასე!

ძვირფასო მარიამ,
მიყვარხარ!

ელე :დდ მეც ძალიან მიყვარხარ "ნენეკო" ^_^ <3

 


№4  offline წევრი Camomilla

ვგიჟდები საოცარი ისტორიაა ❤ და საოცრება ხარ შენ ❤

 


№5  offline მოდერი მარრიამი

Camomilla
ვგიჟდები საოცარი ისტორიაა ❤ და საოცრება ხარ შენ ❤

უღრმესი მადლობა <3 საოცრება ხართ თქვენ! <3

 


№6  offline წევრი Mariammmo

ვაიმე მეტი არ არის?
არ მეყო :(((
ძალიან მომწონს ^_^
უფფფ მეშინია რა მოხდება :///

 


№7  offline მოდერი მარრიამი

Mariammmo
ვაიმე მეტი არ არის?
არ მეყო :(((
ძალიან მომწონს ^_^
უფფფ მეშინია რა მოხდება :///

მეტი არ იყო დღეისთვის :/ ძალიან დიდი მადლობა <3

 


№8  offline წევრი londoni

აუუუ ძალიან კარგიააა❤

 


№9  offline მოდერი მარრიამი

londoni
აუუუ ძალიან კარგიააა❤

მადლობა, მადლობა <3

 


№10  offline აქტიური მკითხველი La Llorona

სიყვარულო, სიხარულო, ყველაფერო. კარგი გოგო ხარ ძალიან. ეს თავი იყო მოცუცქნული, მაგრამ ბევრის მომტანი ჩემთვის. დათა? კარგი ბიჭია. რეზი? მეცოდება.
პ.ს. დაგიბრუნდი ჩემი უაზრო კომენტარით.
პ.ს.ს. კაი გოგო ხარ და მიყვარახარ იასამანო ❤
--------------------
M.D

 


№11  offline წევრი ლილიტიი

დათა
რეზი
რეზი
დათა
დათა
დათა
დათა
რეზი
რეზი
აუუუ ორივეე ვგიჟები მე პირადად.
მაგრან რატომღაც რეზი მეტდ მამაკაცურება
(მაკა სახელი არ მომწონს :( )
აუ მოდი იცი რა ვნათ??
ორ ქმრიანობა დავაწესოთ საქართვლოში
კაი რააა ორივე სისაყვარლეეეა
რა ბოროტი გოგო ხარ ???
ერთი ნარკიმანი ან პათოლოგი მაინც გამოგეყვანა
ორივე იდეალური რომ არის
სად გაგონილა ესე????
ვიწვი
ვიხრუკები
ვიფერფლები
მე ამათ შორიიიიია

 


№12  offline წევრი Rija)))

დათა!!
დათა!!
დათა!!
იასამანოოოოო,გაგიჟებული ვარ. საჭირო დროს საჭირო ადგილას დათა:დდ რა დროს რეზია როცა დათაა?!
აუ ძაალიან მომწონს! ღიმილი არ მომშორებია ისე წავიკითხე :)) !! მომწონს,უზომოდ!

მიყვარხარ იასამანო.

 


№13  offline მოდერი მარრიამი

La Llorona
სიყვარულო, სიხარულო, ყველაფერო. კარგი გოგო ხარ ძალიან. ეს თავი იყო მოცუცქნული, მაგრამ ბევრის მომტანი ჩემთვის. დათა? კარგი ბიჭია. რეზი? მეცოდება.
პ.ს. დაგიბრუნდი ჩემი უაზრო კომენტარით.
პ.ს.ს. კაი გოგო ხარ და მიყვარახარ იასამანო ❤
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია, რომ დამიბრუნდი ^^
Mariiiiami
ბათუმი ჩემი ქალაქია და მართლაც ისეთია სიყვარულს რომ მოგანდომებს...
არაჩვეულებრივი თავი იყო...
არვიცი რავთქვა
სხვათაშორის დღეს ბათუმში წვიმდა და მე ახლა უფრო რეალურად ვგრძნობ წვიმის და ზღვის სურნელს ერთად
შენი,დათას და მაკას დამსახურებით

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქალაქი არაა, ძალიან მიყვარს <3 მიხარია, ძალიან ^^ მადლობა <3
ლილიტიი
დათა
რეზი
რეზი
დათა
დათა
დათა
დათა
რეზი
რეზი
აუუუ ორივეე ვგიჟები მე პირადად.
მაგრან რატომღაც რეზი მეტდ მამაკაცურება
(მაკა სახელი არ მომწონს :( )
აუ მოდი იცი რა ვნათ??
ორ ქმრიანობა დავაწესოთ საქართვლოში
კაი რააა ორივე სისაყვარლეეეა
რა ბოროტი გოგო ხარ ???
ერთი ნარკიმანი ან პათოლოგი მაინც გამოგეყვანა
ორივე იდეალური რომ არის
სად გაგონილა ესე????
ვიწვი
ვიხრუკები
ვიფერფლები
მე ამათ შორიიიიია

ლილი :დდ ორქმრიანობა არაა ცუდი იდეა :დდ სახელზე არც მე ვგიჟდები, მაგრამ ასე გამოვიდა, რეზიმ მადლობაო ;დ <3 უღრმესი მადლობა <3
Rija)))
დათა!!
დათა!!
დათა!!
იასამანოოოოო,გაგიჟებული ვარ. საჭირო დროს საჭირო ადგილას დათა:დდ რა დროს რეზია როცა დათაა?!
აუ ძაალიან მომწონს! ღიმილი არ მომშორებია ისე წავიკითხე :)) !! მომწონს,უზომოდ!

მიყვარხარ იასამანო.
უჰ,უჰ ^^^ მეც ძალიან მიყვარხართ ^^^ ძალიან დიდი მადლობა <3

 


№14  offline მოდერი Maiaabuladze

მარიამ მე დათა კი მიყვარს მაგრამ არ ვაპირებ ნენეს შევეცილო და იყოს ისევ ჩემი იოაკიმე ❤
რა თბილი თქვი იყო ❤
ამდენ სითბოს და სიტკბოს რომ ვკითხულობ მეც მინდა შეყვარებული

 


№15  offline მოდერი მარრიამი

Maiaabuladze
მარიამ მე დათა კი მიყვარს მაგრამ არ ვაპირებ ნენეს შევეცილო და იყოს ისევ ჩემი იოაკიმე ❤
რა თბილი თქვი იყო ❤
ამდენ სითბოს და სიტკბოს რომ ვკითხულობ მეც მინდა შეყვარებული

მაი, მადლობა საყვარელო <3 იოაკიმე შენია :დ ^^^

 


№16  offline წევრი თიკო^

ძალიან, ძალიან ტკბილი ისტორიაა <3
დათა კი საოცრებაა..
უფ, როგორ მომეწონა <3
მოუთმენლად ველი შემდეგს!

 


№17  offline წევრი kethrine

მარიამ ახლა წავიკითხე ორივე თავი. ძალიან ძალიან მომეწონა... და ერთი თხოვნა მაქვს, გეხვეწები არ დააგვიანო ხოლმე დადება რა. გთხოვ... პოზიტივი გოგო ხარ ძალიან ❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№18  offline მოდერი მარრიამი

თიკო^
ძალიან, ძალიან ტკბილი ისტორიაა <3
დათა კი საოცრებაა..
უფ, როგორ მომეწონა <3
მოუთმენლად ველი შემდეგს!

ძალიან დიდი მადლობა <3 თქვენ მატკბობთ <3
kethrine
მარიამ ახლა წავიკითხე ორივე თავი. ძალიან ძალიან მომეწონა... და ერთი თხოვნა მაქვს, გეხვეწები არ დააგვიანო ხოლმე დადება რა. გთხოვ... პოზიტივი გოგო ხარ ძალიან ❤❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა <3 თქვენ ხართ ჩემი პოზიტივები <3 მაქსიმალურად ვცდილობ ყოველ მეორე დღეს ავტვირთო <3

 


№19  offline წევრი marikuna (1)

ძალიან მაგარია იმედია მაკა და დათა ერთად იქნებიან ეს რეზი მოაშორე ლენკა და თემიკო ცოტა წააკინკლავე

 


№20  offline მოდერი მარრიამი

marikuna (1)
ძალიან მაგარია იმედია მაკა და დათა ერთად იქნებიან ეს რეზი მოაშორე ლენკა და თემიკო ცოტა წააკინკლავე

მადლობა ^_^ რა სიბოროტეა :დ :დ რას ერჩი ამ "კანფეტკა" წყვილს :დ

 


№21  offline წევრი FLAWless

აუ მომკალით და მაინც დათა უფრო მომწოოონს რააა >_< აი ისეთია, რაღაცნაირი, კარგი, თბილი მოკლედ რაააა ჩემია დათა და ვსოოო
ყოჩაღ ჩემო საყვარელო ძალიან მომწონს ზოგადად შენი სტილი, შენც, ისტორიაც, მოკლედ ყველაფერიიი და ახლა თუ დავიწყე შენი ქება ვეღარ გავჩერდები ამიტომ უბრალოდ გეტყვი რომ სუპერ გოგო ხარ შენ ^^

 


№22  offline მოდერი მარრიამი

FLAWless
აუ მომკალით და მაინც დათა უფრო მომწოოონს რააა >_< აი ისეთია, რაღაცნაირი, კარგი, თბილი მოკლედ რაააა ჩემია დათა და ვსოოო
ყოჩაღ ჩემო საყვარელო ძალიან მომწონს ზოგადად შენი სტილი, შენც, ისტორიაც, მოკლედ ყველაფერიიი და ახლა თუ დავიწყე შენი ქება ვეღარ გავჩერდები ამიტომ უბრალოდ გეტყვი რომ სუპერ გოგო ხარ შენ ^^

ვაიიმე ^^^ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ^^^ გამახარე ძალიან <3

 


№23  offline წევრი Tamtu_tatu

Sitkvebs ver vpoulob ise momeconaaa chemo tkbilo shokolado. Rogor gamaxare am istooriiit da saertod mixaria rom gipove aseti tbili da gemroeli shokolai. Velodebi shemdeg tavs. Vimedovneb ar daagvianeb.

 


№24  offline მოდერი მარრიამი

Tamtu_tatu
Sitkvebs ver vpoulob ise momeconaaa chemo tkbilo shokolado. Rogor gamaxare am istooriiit da saertod mixaria rom gipove aseti tbili da gemroeli shokolai. Velodebi shemdeg tavs. Vimedovneb ar daagvianeb.

ძალიან დიდი მადლობა თამთა <3
Lollipop :))
მომწონს ეს ისტორია მაგრამ..
არ მოგატყუებ და ძაან ბანალური მეჩვენება.
მომენტებში.
რეალურად რო შევხედოთ ასეა.
მაგრამ!!!
მაგარი წყვილია და საშინლად მომწონს.
სტილიც კარგი გაქვს და სასიამოვნოდ წერ.
ველი მე3ს

მადლობა რომ კითხულობ <3 ხო, მომენტებში ალბათ ნამდვილად არის, ასე გამოვიდა.. მადლობა რომ აფიქსირებ შენს მოსაზრებას გულწრფელად ^_^ ძალიან მიხარია რომ წყვილი მოგწონს ^^

 


№25  offline წევრი Chasing liberty

მომწონს დათა... ძალიან

 


№26  offline მოდერი მარრიამი

ნინი პირველი
მომწონს დათა... ძალიან

დათასაც მოსწონხართ :დ <3

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

ადამიანს უყურებთ და ხვდებით, მისი ერთი ღიმილი ყველა სხვის სიცილს გირჩევნიათ.
უყურებთ და ხვდებით, მასთან ერთად სულ სხვა განზომილებაში ხართ.
უყურებთ და გრძნობთ, თქვენი გულები ერთნაირად ფეთქავს.

რა კარგი ხარ, რა თბილი და ემოციებით დავსე,...
ზღვისფერ თვალებამ განსაკუთრებული სიყვარული იცის

 


№28  offline მოდერი მარრიამი

terooo
ადამიანს უყურებთ და ხვდებით, მისი ერთი ღიმილი ყველა სხვის სიცილს გირჩევნიათ.
უყურებთ და ხვდებით, მასთან ერთად სულ სხვა განზომილებაში ხართ.
უყურებთ და გრძნობთ, თქვენი გულები ერთნაირად ფეთქავს.

რა კარგი ხარ, რა თბილი და ემოციებით დავსე,...
ზღვისფერ თვალებამ განსაკუთრებული სიყვარული იცის

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3 ბედნიერებაა ეს სიტყვები <3
დიახ, ზღვისთვალამ განსაკუთრებული სიყვარული იცის <3

 


№29  offline აქტიური მკითხველი terooo

გასაგიჟებლად მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent