შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

3.პროფესორი მეტიჩარა


10-05-2017, 00:07
ავტორი blue witch
ნანახია 2 289

ლარნაკში ჩაწყობილ ყვავილებს ცხრაასმეერთედ ვუყურებ და ვფიქრობ რა გავჩნდი ასეთი დებილი საკუთარი დაბადების დღე, რომ დამავიწყდა და ლოგინიდან ათრეულმა ვერც სოფოს საჩუქარი შევამჩნიე.
გარდა ამისა ნიკას გამოგზავნილ კესანეებსაც ვერ გავუბედე გადაყრა, ნუ რა ვქნა ეს სილამაზეები რა ნამუსით ჩამეხეთქებინა სანაგვე ურნაში? არ ვიქნებოდი თითებდასამტვრევი?
-ეს რას მოვესწარი, ვინ იფიქრებდა შენ თუ ვინმეს გამოგზავნილ თაიგულს მიიღებდი, თან ვის ? ნიკოლოზას !- ალბათ აშურბანიფალის ბიბლიოთეკის აღმოჩენისას არ უჭყივლიათ ისე როგორც სოფიკო ძრავს ცასა და მიწას შეძახილებით!
-მოკეტავ თუ მოგაკეტინო?!-უცოდველი კრავის მზერით ვემუქრები.
-მოკლედ მეცოდება ყველა ბიჭი შენს ხელში! ნეტავ როგორ გიძლებ მთელი ცხოვრება?!-ნატანჯი გამომეტყველებით მეტლიკინება.-უი მართლა, დედამ და მამამ სად გადაიხდისო?
-რავიცი, სახლში მირჩევია, მეზარება რესტორნები და მთელი ამბები.-ლაქწასმული თითების პარჭყვით ვესაუბრები, თავში ისევ კესანეების თაიგული მიტრიალებს. სიკვდილი და ოხრობა! რით ვერ ამოიგდე თავიდან ეგ მიწიდან დაწიწკნული ყვავილები სალომე?! სხვაგან უნდა დავდგა ლარნაკი თორემ ამიფეთქდა ტვინი.
-როგორც შენ გინდა, მე დღეს ვაცდენ ლექციებს და მოვასწრებ ყველაფერს.-აღფრთოვანებით ჭიკჭიკებს სოფიკო.
-კარგი, მაშინ გნახავ ოცდამეორე საუკუნეში, თუ დავაღწიე ლექტორების ბუტბუტს თავი.-ხუნტრუცით მივრბივარ, ორივე ლოყაზე მაგრად ვკოცნი და გასაღების ჩხარაჩხურით ვტოვებ ბინას.
-შეხვედრამდე გოჭიიი!-მესმის ზურგსუკან.

* * * * * * *
აგერ მერამდენედ ვფიქრობ რა გავჩნდი ასეთი ლენჩი-მეთქი! გამეცდინა რა ლექციები, რას მოვრბოდი დაოთხილი? სინანული უკვე გვიანია, მოშხამული გამოვდივარ შენობიდან, სიქა ბოლომდე მაქვს გამძვრალი.
ერთი კარგი რამ მაინც მოხდა, ლექტორებმა ტვინი ისე გამიბურღეს უზარმაზარ, ლარნაკში ვაი-ვაგლახით ჩატენილ თაიგულზე არღარ მიფიქრია, ჰოდა გამინთავისუფლდა დრო და მიდიი! განვაახლე საბჭოს სხდომა მეტად საჭირბოროტო საკითხზე სათაურით:“რატომ გაახსენდა ჯუნგლის კანონის დამწერს ჩვენი დაბადების დღე და გვიძღვნა საჩუქარი ულამაზესი, უსაყვარლესი კესანეების სახით?“ ვაიმე რამ ამაცუნდრუკა ამხელა ცხრამეტი წლის ფილარმონია ქალი? რაიყო ტეოტიჰუაკანის ბელადზე მეტი საფიქრალი არ მაქვს თუ სხვა იმხიარულებს დღევანდელ დღეს?
ბოლომდე მხოლოდ ახლა ვიაზრებ ათი დეკემბერის არსს და უკვე ვგრძნობ მეოცე წელში გადაბღლარძუნების ტკბილ გემოს, მორჩა ახლა თავისუფლად ვიტყვი რას მეჭაჭები ცხრამეტი წელლი განვლიე-მეთქი! ავტობუსში ყურებთან ატანილი პირით ავდივარ, მძღოლი ისე მიყურებს აშკარად არ უჩივის მოღუშული მგზავრების სიმცირეს და უკვირს ნეტა ვინაა ასეთი ბედნიერიო. ტელეფონის გახსნისას ლამისაა საომარი ყიჟინა დავცე, სოციალური ქსელი მილოცვებითაა აფეთქებული, ვცდილობ ყველას შეძლებისდაგვარად თბილად ვუპასუხო. პირადი შეტყობინების ველში ნიკას მოსალოცი მესიჯი მხვდება, წითელი გულებიც გამოუგზავნია, მადლობას ვეუბნები და სწრაფად გადავდივარ სხვა მონაწერებზე, გული საგულეში არაღ ჩერდება , მთელი ძალით მიცემს, ვღელავ შემთხვევით ნეკნები არ გამომინგრიოს. ასეთ მხიარულ განწყობას ცხრამეტი წლის იუბილეს ვაწერ, თორემ სხვა რა გამაცისკროვნებდა ასე ბიძაჩემის სანადირო პროჟექტორივით? უეცრად თავში ერთი გენიალური იდეა მებადება, ფარშევანგივით გავკივი და ავტობუსიდან სინათლის სიჩქარით ჩავდივარ, ტროტუარზე ჩანთისა და თმების ფრიალით მივშრიალებ, გამვლელების ბოსტანში მობიბინე მაღალი ბალახივით ვთქერავ, სილამაზის სალონში აჟტირებული ვაჭრი, სკამზე ქოშინით ვებერტყები, სირბილისაგან სულს ძლივს ვითქვამ.
-ფრჩხილების, მაკიაჟისა და თმის გაკეთება მინდა!-ტყვიამფრქვევივით ვკაკანებ.
სტილისტი თავს უხმოდ მიქნევს, სარკეში ვიყურები,ჩანთიდან საკუთარ ფრჩხილების „ნაბორს“ ვიღებ, სულ არ მინდა ცე ჰეპატიტი და უბედურება, ისედაც არ მაქვს გრძელი სიცოცხლე!
-მინდა კარგად გაასწოროთ, ოღონდ არ დამიწვათ, თვალებზე მუქი ჩრდილები გამოიყენეთ, ტუჩები შედარებით ღია, მოყავისფრო ფერში.-ფაშასავით გავცემ ბრძანებას. საათნახევარში საქმე დასრულებულია, თანხის გადახდის შემდგომ კმაყოფილი ვიცქირები სარკეში, მთლად ანჯელინა ჯოლი, ჯესიკა ალბა, პენელოპა კრუზი და ევა გრინი არ ვარ მაგრამ ჰოლივუდში მისღებად გამოვდგები. თმას უკან ვიწევ და სამ ადგილას დაჩვრეტილ ყურს ვუყურებ, პატარ-პატარა ვერცხლის საყურეებს ვირგებ. გარეთ შებინდებულა, წარღვნის მერე ჭკუა ვისწავლე ამიტომ ტაქსს ვაჩერებ, ვუსმენ ისტორიას საბჭოთა კავშირის საქართველოზე და სანამ ყელში ამოსული რამეს მივახლიდე მანამდე ვაღწევ სახლამდე. კიბეებზე შავი ფეხსაცმლის თქარათქურით მივშლიგინებ. კაპიშონჩამოფხატული შევდივარ ოთახში, გარდერობის კარს ყურთამდე ვაღებ, ტანსაცმელს ქარიშხალი კატრინასავით ვისვრი აქეთ-იქით, საკიდების ლაწალუწით ვყრი გარეთ. ბოლოს მაღალწელიანი(როგორც ჩემი სამოსელის უმრავლესობა), კლასიკური, შავი შარვალი მხვდება თვალში, თავის მოკლე ზედასთან ერთად. ისევ ჭყივილის სურვილი მიპყრობს.
-გამოდი სალომეე!-როგორც ყოველთვის დედალი ინდაურივით ხმას გამოსცემს სოფოკლე.
-მოვდივარ!-ხავერდის წვეტიანცხვირიან, წვრილქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამ, ჰაჰ, ძლივს ქალს ვგევარ!
სოფოკლეს სახლში დიდი ამბები დაუტრიალებია, ოთხ კაცზე გაშლილი სუფრა სანთლებით მოურთავს, ტორტიც შეუძენია.
-ვახ! ქალი ხარ კლაპიტონისა!-ბებიაჩემისდროინდელ ფრაზას მაგებებს. კარგი ჩავთვალოთ კომპლიმენტია!-ვისზე რას ამბობ!-ვეკრიჭები, თვითონ კრემისფერი კაბა შემოუწებებია ტანზე.
-ვატო მოვა,-თვალებგადმოკარკლული მიცხადებს,რათქმაუნდა მოვა აბა ვატოს გარეშე დაბადებიისდღეს გადავიხდი! ვერაა ეს გოგო ჩემი ძმაკაცი თუ არა მაშ კატია ხომ არ მესტუმრება, რად უნდა მაგას ფიქრი და გულის ბნედები?
-კიბატონო მოვა აბა რას იზამს.
-შეიძლება ნიკაც წამოჰყვეს.-ფრთხილად მაპარებს სოფიკო, ეტყობა ჩემგან ისტერიკებს და ჭურჭლის ლეწვას ელოდება.
-მოვიდეს მერე რა მოხდა?-სკამზე ვკალათდები, სოფოს გაოცებულ „მგონი ჩემ დას სხვა ჩაუსახლდა“ სიფათს არ ვიმჩნევ. მოვიდეს რა ის რაინდთა ბატონი, დიდი ამბავი. ეგეც არ იყოს ჩემი აღმოჩენა ბირთვულ ფიზიკაში(იმაში ასი წელი, რომ ვერ გავიგებ დ არც მენდომება). ხო კარგი ცოტათი მიხარია, ცნობიერების შავბენელი კუთხე ამ ამბავს ზეიმობს.
-ჰმმ,-ბურტყუნებს თავისთვის ამჯერად: „იცოდე მაინც გამოგტეხავ, დაგაფქვევინებ ყველაფერს“ სახე აქვს.
მოკლედ რა იციან ბუზის ბეჰემოთად გადაქცევა! თორმეტი წელი ერთად ვსწავლობდით და საშვილიშვილოდ უნდა გადავეკიდო?
სალონში ნავარდის შემდგომ გაპიპინებულ თმას ხელს რიტმულად ვუსვამ, მეორე ხელში ისევ კონსპექტები მიჭირავს. არ მოისვენებს ჩემი ცოდვით გამოცდების გამომგონებელი, გონებაში ჯოჯოხეთის ცეცხლში შეხრუკვას ვუსრვებ იმ დაპალ, აყროლებულ ღამურას. ეგ ბებერი ნაძირალა! სოფიკო ვატოს გაცხარებით ებუზღუნება, მენატრებიო და მსგავს ათას ბანალურობას, სავარაუდოდ ისიც ასე პასუხობს. ალბათ ვინც ჩემსავით მარტოსულია ასეთ სიყვარულის გამოვლინებებს ვერ იტანს, ხანდახან წარმოვიდგენ როგორ ვფრინდები მერვე სართულიდან და ვეჟღერტები ასფალტზე, ვასხამ ტვინს, ვილეწავ თავ-პირს და აღარ ვუსმენ ამათ შაქრიან ხმებს. ისე ბევრ ფსიქოპატს გავეჯიბრები ლენჩურ აზროვნებაში! რა აზრები მაწუხებს საერთოდ?რომელი თვითმკვლელი მე ვარ ვენიდან სისხლი ვერ ამიღია ბოლობოლო!
ინდურ , თურქულ, ბრაზილიურ და ამერიკულ სერიალებს სიუჟეტად, რომ გამოადგება ერთად და ცალ-ცალკე ის სატელეფონო ზარი და შექსპირისეული გრძნობათა ფრქვევა წყდება.
-ათას ოთხას ორმოცდამერვე სერიის დასასრული, გაგრძელება იქნება თუ სალომემ მხეცურად არ დაკლა მთავარი გმირები სერიალისა „დალენჩებული თეთრი ვარდები“!-ისე ვიჯღანები გეგონება ლიმონი ჩამთხარეს პირში და ცხვირში წიწაკა შემაყარეს. კიდეკაი სოფომ იცის, რომ სინამდვილეში ვეხუმრები და ყველაფერს ღადაობად იღებს. ისე მართლა ძალიან საყვარელი წყვილია.
-ათას ოთხას ორმოცდამერვე სერიის დასასრული, გაგრძელება უეჭველად იქნება სერიალისა „გულჩათხრობილი, უშეყვარებულო ბოღმის ტოპრაკის დღიურები!-რიხიანად მიტყაპუნებს თავში ხელს.
-სოფოკლე, არ გინდა თქვენს რომანს ინოვაცია შესძინო? მაგალითად გაყვე ცოლად და მომწყდეთ თავიდან თქვენ და თქვენი გარიჯგვინებული სიყვარული! ასე დამასვენოთ ერთხელ და სამუდამოდ.-აინშტაინი ვერ დამიდგება ისე ვყოფ ენას.
-არა იყოს.-წრიპინით უვლის მაგიდას გარს.
მის ამ ნათქვამზე დაკრუხებული ქათამის ხმით ვიწყებ ხვიხვინს, ორივეს ისტერიკული სიცილი გვიტყდება.
* * * * * *
კარზე ზარია! ღიმილით მივარბენინებ ქუსლიანებით დანალულ ფეხებს, როგორც ათასიდან ცხრაასოთხმოდაცხრამეტ შემთხვევაში ხდება წინ ვატო მეჭიფხება, ზედ ვახტები და ნეკნების დამტვრევამდე ვეხვევი.
-დბადების დღეს გილოცავ მეტიჩარა!-ეს ეტყობა სოფიკოს დაესესხა
-გილოცავ პროფესორო მეტიჩარა!-რიგით მეორე პროფესორი მეტიჩარა ხელში მიტაცებს, ხმამაღლა გავკივი.
-მოდით, მოეკიდა საჭმელს ობი!-გვიხმობს მშიერი სოფო.
-ჩქარა , დროზე ვჭამოთ სანამ სოფო დაგვჭამს.-ახუნტრუცებული მივიწევს სუფრასთან, თვალში ორმეტრიამ ქუსლიანებზე შემხტარი ლილიპუტი მხვდება, სიძერსკის დედა ნიკაზეა გადაფსკვნილი, მოიცა რა უნდა ჩემ დაბადებისდღეზე ამ არსებას?
-სალი , გაიცანი ლიკა.-უდარდელად მეუბნება ნიკა. ვინ სიკვდილია ეს შპაკლის კედელი ? რას აკეთებს აქ ამიხსნას თორემ ან მე დავემსგავსები მზეზე დახრუკულ ბოლოკს ან ეს დაილურჯებს ორივე თვალს.
-სასიამოვნოა.-იმდენი ჩემ თავს რა ვუთხარი!
-ჩემთვისაც.-ყბების ღრანჭა-ღრუნჭით კაკეთებ ღიმილის იმიტაციას.
-ლიკა ჩემი შეყვარებულია, მაპატიე დაუპატიიჟებლად შემოგეჭერით.-მიკონკრეტებს ნიკა.
-რა პრობლემაა.-გამიხმეს თავი და ენა, არაა ღირსი ეგ ქერა თმა ღერა-ღერა დავაპუტო ლიკაა თუ შმიკა.
ასეთი დაბადებისდღე მსოფლიოს არ ახსოვს, ჩემს ავტობიოგრაფიაში შავი მელნით ჩაიდღაბნება ცხრამეტი წლის საიუბილეო თარიღი.
ლიკას მალევე ურეკავენ და ბოდიშის მოხდით დგება სადღესასწაულო მაგიდიდან.
-გაგაცილო? ტაქსს გაგიჩერებ და სენით გადი რა.- ნიკა თეფშს დიდი ინტერესით უყურებს.
-უკვე გამომიძახეს ტაქსი.-იკრიჭება ლიკა,ხელის ქნევით გვტოვებს. ძალიან კარგი!
-აუ სახლში მოწყენილობაა წავიდეთ რა კლუბში!-ახალი იდეა იპყრობს ვატოს.
-გინდა სალო?-
-მშვენიერი აზრია!-ვეთანხმები თავის ქნევით.
ოთახში პალტოს ასარებად შესული საჩუქრებს ვატვალიერებ, ნიკას პატარა კოლოფი მოუტანი, თითების მოძრაობით იოლად ვხსნი, შიგნით ვერცხლი ზარდახშა დევს, ზარდახშის ტავსახურსაც ვწევ , სიბნელეში პატარა, ვერცხლიმედალიონს ვამჩნევ, ზყრმუხტის თვლებით.
ხელები მიკანკალაებს, რა სიკვდილი მემართება, როდის მერე გავხდი ასეთი გულჩვილი, ჩემი ბავშვური სიმპატიები ტავიდან არ უნდა გაღვივდეს, სჯობს არ მახსოვდეს ნიკასტან ერთად სიცილი, გკვეთილზე ცუნდრუკი, რეპეტიტორთან კუნკული და ყველა მოგონებას ვატოც დავუმატო, რომელიც ნიკასთან ერთად ფიგურირებს სასკოლო დღეების კრებულში. ნიკამ დაბადებისდღეზე უცნობი ნაშა მომითრია, გასაკვირია, თუმცა თვალები მეწვება და მლაშე სითხით მევსება. ზარდახშას ელვის სისწრაფიტ ვკეტავ, თვალებს ვახამხამებ და ვერცხლის კოლოფს ბალიშქვეშ ვჩურთავ, ასე ყველასთვის უკეთესია. სარკის წინ ერთხელ ტრიალებ, პალტოში ხელებს ვუყრი, თვალებს სველი ხელსახოციტ ვიწმენდ, რომ ოდნავრა დამეტყოს გამოყვანილი ჩრდილები, ტუცებზე კი პომადას ვიმატებ და სამკაციანი პროცესიისკენ მივკაკუნებ.


p.s როგორც კი ინტერნეტს, ვორდის ფაილსა და დროს მოვიხელტებ მაშინვე ვიწყებ წერას ვიმედოვნებ მაპატიებთ პატარა თავებს და გააქტიურდებით, სტიმული ძალიან მჭირდება სიყვარულით მე.



№1  offline წევრი londoni

მალე დადე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent