შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იო (თავი 2)


10-05-2017, 16:35
ავტორი MoonDaughter
ნანახია 2 058

უშედეგოდ აკაკუნებდა ლეა თეთრ კარზე, არც ადამიანის ხმა ესმოდა და არც ნაბიჯების. შეამჩნია, რომ კარი გამოღებით იღებოდა და არა შეღებით. ტუჩები მოკუმა და ფრთხილად დასწვდა მრგვალ სახელურს. ერთ გადატრიალებაზე კარი გამოაღო და თვალები შიშისგან გაუფართოვდა.
კარის ზღურბლზე ძალიან ახლოს იდგა 191 სმ. სიმაღლის, გამხდარი ბიჭი. თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა და მუქი წაბლისფერი თმა, გვერდებზე მოკლედ შეკრეჭილი. შუაში მოზრდილი თმა მარცხენა მხარეს გადაეფინა და თითქმის სახის ნახევარს უფარავდა. გამოკვეთილი ყბები ჰქონდა და სწორი, ფართე, შუაში ოდნავ გატეხილი ცხვირი. მის საშუალო ზომის ტუჩებს ცოცხალი ვარდისფერი გადაჰკვროდა. ბუდეში ღრმად ჩამჯდარი და ცისფერი, მკვეთრი ზღვისფერი თვალები ჰქონდა. სწორედ რომ ზღვას ჰგავდა ეს თვალები, ზღვასავით საიდუმლოებებითა და თავსატეხებით იყო სავსე მისი მზერა და ფერი. მარცხენა ყურის ბიბილო მრგვალად, ფართედ გამოეჭრა და შავი რგოლი გაერჭო შიგნით, რომელშიც სიგარეტის ღერი გაეჩხირა. შავი, კოჭებთან გადაჭრილი თხელი შარვალი ეცვა. წელსზევით, შიშველი სხეული და მკლავები კი ფერადი ტატუებით ჰქონდა სავსე. მათ შორის გაარჩევდით ფერად თუ შავ-თეთრ ჩონჩხებს, ობობის ქსელებს, ადამიანების სახეებს, გაუგებარ წარწერებს... კისრის მთელს მარჯვენა მხარეზე ფრთებგაშლილი, მფრინავი ჩიტი დაეხატა. მარცხენა თვალის უპის კუთხეში კი მომცრო ზომის ჯვარი გამოესახა. იგივე ფორმის, შედარებით მოზრდილი ჯვარი კი მკერდს შორისაც ჰქონდა. იდგა ბიჭი კარის ზღურბლზე და ქვევიდან, გაურკვეველი, უცნაური ღიმილით შეჰყურებდა ლეას. ეს უკანასკნელი კი მიხვდა, რომ იოანე სპეციალურად არ უღებდა თავად კარს და მის შესვლას ელოდა.

ლეამ წამიერი შიში მკრთალი ხველებით გადაფარა და ღიმილით აუარა გვერდი ზღურბლზე გაჯგიმულ ბიჭს. ოთახს თეთრად შეღებილი კედლები ჰქონდა. შესასვლელის მოპირდაპირედ, დიდი, მთელს კედელს აყოლებული სარკმელი გამოეჭრათ. ოთახის მარცხენა კუთხეში მრგვალი, წითელი აბრეშუმის ზეწრითა და ბალიშებით გაწყობილი საწოლი იდგა, ხოლო შუაში კი მრგვალი, თეთრი მაგიდა, ერთმანეთის პირისპირ მდგარი ორი სკამით. ლეამ ფრთილად მოავლო თვალი ოთახს და მაგიდის მარჯვენა სკამზე მოთავსდა. შემდეგ ისევ კარისკენ გაიხედა. იოანე ისევ მისგან ზურგით იდგა და გოგონამ შეამჩნია მის შიშველ ზურგზე, თეძოებიდან დაწყებული შავი ბუმბულების წყობა, რომელიც თანდათან ბეჭების მიმართულებით მიდიოდა და ფართოვდებოდა. მიხვდა ლეა, რომ ჯერ დაუსრულებელ ტატუს უყურებდა და მზერა თავისი ჩანთისკენ გადაიტანა. პატარა წიგნაკი ამოიღო და მაგიდაზე, მის წინ დაიდო. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ მაგიდა ცარიელი არ გახლდათ, კალათბურთის ბურთი იდო ზედ, ზუსტად შუაში. დაძაბულობის მოსახსნელად, გოგონამ კალამი მოიქცია ორ თითს შორის და წიგნაკზე კენკვა დაიწყო. ფეხი ფეხზე გადაედო და მშვიდად ელოდა, როდის დაჯდებოდა იოანე მის მოპირდაპირედ. თვალს ჯიუტად არ აშორებდა წიგნაკს და თავს სიმშვიდეს აიძულებდა.
რამოდენიმე წამში, შიშველი ფეხების მძიმე მოძრაობის ხმა გაიგო ლეამ, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა თეთრ მაგიდას, შემდეგ კი ერთიანად დაეხეთქა ბიჭი მის მოპირდაპირედ, მაგიდის ბოლოში მდგარ სკამზე და ქვევიდან, ცივად გაუღიმა გოგონას. ლეამაც მაშინვე მიაპყრო მას მზერა. შემდეგ კი ბიჭმა, ფეხები აქეთ იქით შემოაწყო მაგიდაზე და ღრმად ჩაჯდა სავარძელში. ლეა უკვე მხოლოდ მის ლურჯ თვალებს ხედავდა, მისკენ დაჟინებულად მომართულს. ბიჭის სახის დანარჩენ ნაწილს კი, მაგიდის შუაში დადებული ბურთი ყლაპავდა.
ახალგაზრდა ქალმა, მაგიდაზე დადებულ ფეხებს შეავლო თვალი, მაგრამ შენიშვნის მიცემა არც უფიქრია. მისი დანიშნულება იყო, გაცნობოდა იოანეს ფსიქიკას, შეესწავლა იგი და შემდეგ მისი ტვინის ჯანსაღ მუშაობაში დახმარებოდა. მკრთალად ჩაახველა მან, ფეხი ფეხზე გადაიდო და კომფორტულად მოკალათდა.
-იოანე... -დაიწყო საუბარი გოგონამ და მაშინვე გააწყვეტინა ბოხმა, მშვიდმა ხმამ.
-იო... უბრალოდ, იო. -ბიჭი თვალს არ აშორებდა და გოგონას თითქოს აფორიაქებდა მისი დაჟინებული ლურჯი თვალები.
-კარგი... იო, აბა როგორ ხარ? -თბილი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ლეას.
-ეგ შენ უნდა მითხრა. აქ მაგისთვის არ ხარ? -მზერა უფრო დაჟინებული ხდებოდა და ხმაც უფრო ცივი.
-მგონი, ჯობს ვითანამშრომლოთ. მე მინდა დაგეხმარო. -სრული სიმშვიდით განაგრძნობდა ახალგაზრდა ქალი.
-დამეხმარო? - ხმაში ირონია, ხოლო ბურთის ზედაპირიდან მომავალ ლურჯ თვალებში ოდნავი ცივი ღიმილი დაინახა ლეამ. -დახმარება შენ უფრო გჭირდება.
-რატომ? -ღიმილშერეული გაკვირვებით შეეკითხა ლეა და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.
იომ მარჯვენა ხელი ბურთს დაადო და თავისკენ გადააგორა. შემდეგ კი, ორივე ხელში მოიქცია და მარჯვენა ფეხი მაგიდიდან ჩამოაგდო. ლეამ ბიჭის მთელს სახეს შეხედა, რომელიც სკამში კარგად ჩამჯდარიყო და ისევ ქვევიდან შეჰყურებდა ლეას. უცნაური მოეჩვენა გოგონას ეს მზერა, თითქოს მასში საკუთარ შიშველ სულს ხედავდა. თითქოს არაფერი იყო დაფარული ამ თვალებისთვის. ამან ოდნავ ააღელვა გოგონა და ფრთხილად გადაისვა იდეალურად მიწყობილ თმაზე ხელი. იო კი უფრო ღრმად ჩაჯდა სკამში, მაგიდის ქვევიდან გაიჭყიტა და ცალყბა ღიმილით შეათვალიერა გოგონას ფეხები, შემდეგ კი ურცხვად აჰყვა ზევით, ლეას თვალებთან შეჩერდა.
-მაღალი ქუსლები, მუხლამდე კაბა. თეთრი პერანგი ყელამდე შეკრული, თმის დავარცხნაზე ალბათ, დიდი ხანი წვალობდი. ჰო, და ეს დაყენებული... მომღიმარი სახე. -თავის მოძრაობით საკუთარი სახისკენ ანიშნა ლეას. -უშინაარსო ფიტულს ჰგავხარ.

ლეას გაახსენდა, რომ მართლაც დიდი ხანი უნდებოდა თმის იდეალურად დავარცხნას. ყოველ დღე, ერთი და იგივე პროცედურას იკეთებდა და სადღაც 40 წუთი მაინც სჭირდებოდა, რომ თავისი ურჩი თმისთვის ფორმა მიეცა. იოს სიტყვებმა ოდნავ ააღელვა იგი, თუმცა არ შეიმჩნია. ერთმანეთზე გადადებული ფეხები, გვერდიგვერდ მიაწყო და შეყინული ღიმილი, ნაძალევად შემოალღვო. ისევ ყოვლისმცოდნედ გაუღიმა ბიჭს.

-როგორც მითხრეს, შენ თავად ამირჩიე. -წარბები ასწია ლეამ, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და ისეთი ტონით წარმოთქვა, თითქოს ვერაფერი დააბნევდა.
-ჰო, უშნოს ვეძებდი. ისეთს, როგორიც შენ ხარ. -ცივად და სარკასტულად მოუჭრა ბიჭმა და მარჯვენა ხელით ბურთის კენკვა დაიწყო.
ლეა ოდნავ შეიშმუშნა, ნუთუ მართლა შეუხედავი იყო?! თუმცა, არა. არ უნდა წამოგებოდა ამ ბიჭის მახეს, რადგან იქ ამისთვის არ იყო.
წამის გამოტოვებით ეხეთქებოდა მძიმე ბურთი იატაკს და დამაყრუებელ ხმას გამოსცემდა, რომელიც პირდაპირ ნერვებზე ურტყამდა ლეას, თუმცა მაქსიმალურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ცოტა ხანი ელოდა, როდის შეწყვეტდა იო ბურთის კენკვას, თუმცა ეს უკანასკნელი დაჟინებით უყურებდა მას თვალებში და მის მოთმინებას ცდიდა. ლეამ ისევ გადაიდო ფეხი ფეხზე და მისი ტანის ოდნავმა რხევამ, ბიჭს ღიმილი მოჰგვარა. თითქმის შეუმჩნეველი იყო მის სახეზე ღიმილი, თუმცა ლეა მაინც ამჩნევდა ბიჭის კმაყოფილ გამომეტყველებას.
-კარგი, იო. შეგიძლია მითხრა, ახლა რაზე ფიქრობ? -ნაძალადევი სიმშვიდით მიუგო ლეამ და ბურთის ყოველ დარტყმაზე ნერვიულად კენკავდა მარცხენა ფეხზე გადადებულ მარჯვენას.
-შენს გა*იმვაზე. -ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა იომ. გამჭოლი, აუღელვებელი მზერა არ აურიდებია ფსიქოლოგისთვის და უფრო ძლიერად დაახეთქა ბურთი იატაკზე. ხმა უფრო გაუსაძლისი ხდებოდა, ბიჭს კი ოდნავადაც არ აწუხებდა ეს ხმაური. წამები წუთებს მისდევდნენ, წამგამოტოვებით კი ბურთი დამაყრუებლად ეხეთქებოდა იატაკსაც და ლეას ნერვულ სისტემასაც. მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა ბურთის კაკუნსა და იოს კმაყოფილ მზერას ვეღარ უძლებდა, თითქოს. ხვდებოდა, რომ ეს ბიჭი არ აპირებდა მასთან თანამშრომლობას, უბრალოდ მისით გართობა ჰქონდა გადაწყვეტილი და მის ნერვებს ცდიდა. არ მისცემდა მისით თამაშის უფლებას, ამ აზრზე ჩაბღაუჭებული მაქსიმალურად ცდილობდა დამშვიდებულიყო და მით უფრო, არაფერი შეემჩნია.
-შეგიძლია, რაიმე მომიყვე შენს თავზე? -წამის მეასედში, როდესაც ბურთი ჰაერში იყო, მოასწო ლეამ კითხვის დასმა.
იო კი მშვიდად, შეუცვლელი მზერით უყურებდა მას და შეუჩერებლად აგრძელებდა ბურთის კენკვას. ლეა სკამის საზურგეს მიეყრდნო. ელოდებოდა, როდის შეწყვეტდა ბიჭი. ადრე თუ გვიან დაიღლებოდა და გაჩერდებოდა, თუმცა კალათბურთის ბურთის დამაყრუებელი კაკუნი არ წყდებოდა. დრო უსაშველოდ იწელებოდა... ლეა უკვე არა იოზე, არამედ საკუთარ თავზე მუშაობდა, რომ ნერვებს არ ემტყუნათ და ცდილობდა გონების დასამშვიდებლად გამიზნული ღრმა სუნთქვა, ბიჭისთვის შეუმჩნევლად გამოსვლოდა, თუმცა ამ უკანასკნელს თანდათან კმაყოფილი გამომეტყველება ეძლეოდა და მისი მზერა უფრო და უფრო გამჭოლი ხდებოდა. ერთი საათი ბურთის დამაყრუებელ კაკუნში მიილია და ლეას უკვე გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა, თითქმის ყელში ჰქონდა გაჩხერილი ბურთი, რომელიც ყბებს უმჟავებდა და მლაშე გემოს უტოვებდა პირში. თვალები აემღვრა და დარწმუნდა, რომ წუთსაც ვეღარ გაუძლებდა. ღრმად ამოისუნთქა და როგორც შეეძლო, აუღელვებლად დასწვდა წიგნაკს, ჩანთაში ჩააგდო და ფეხზე წამოდგა.
-დღეისთვის საკმარისია, ხვალ იგივე დროს მოვალ. -მშვიდად წარმოთქვა მან.
იომ თავი გვერდზე გადახარა, ქვევიდან უყურებდა ლეას ზუსტად იმავე მზერით და ბურთს გამალებით აკაკუნებდა. დამაყრუებელ დარტყმებს, ლეას ქუსლების კაკუნიც შეუერთდა და ზურგს უკან მიკეტილ კარს მიეყრდნო. ყელზე ხელი მოისვა, ნერვიული ხველება აუტყდა გოგონას და პირი აემლაშა. გული ერეოდა, თავს საშინლად გრძნობდა. თავის ტკივილი იგრძნო და ტკივილი თვალებში მოაწვა. შემდეგ, ყური დაუგდო კარს, ბურთის კაკუნი შეწყდა.

***
ლეა სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა კიბეს, შემდეგ მეორე სართულის კიბეს და უკანმოუხედავად გავარდა მუქ ყავისფერ კარში. დაცვა ისევ მანქანასთან გაჯგიმულიყო რობოტივით, ლეა მისკენ დაიძრა სწრაფი ნაბიჯებით. ხელი ყელზე მიებჯინა და ნერვიული ხველებით მიიწევდა მანქანის კარისაკენ. მძღოლმა მაშინვე გამოაღო კარი და გოგონაც ღონემიხდილი მიესვენა სავარძელზე. მანქანის გასვლის დროს, მესამე სართულზე აიხედა ლეამ, მოეჩვენა რომ ვიღაც უყურებდა, თუმცა გულისრევის შეგრძნება თვალებსაც უმღვრევდა და სწრაფად დახუჭა. თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო და ღონემიხდილი სუნთქვა ამოუშა პირიდან.
მთელი საღამო, თავის ტკივილი ვერ გაიყუჩა გოგონამ. ისევ ბურთის დამაყრუებელი კაკუნი ესმოდა ყურებში, თუმცა დანებებას არ აპირებდა. საკუთარ თავსაც არ გამოუტყდებოდა, რომ ეს ბიჭი სერიოზული წინაღობა იყო არამარტო მის კარიერაში, არამედ ფსიქიკაშიც. ნიკოლოზმა ორჯერ დაურეკა მთელი საღამოს განმავლობაში, მასთან სტუმრობა სურდა, მაგრამ ლეამ უარი უთხრა. გონებისა და სხეულის განტვირთვა სჭირდებოდა ყველასგან და ყველაფრისგან. იმდენად გადაიღალა იმ ერთ საათში, იმდენად გამოაცლა ბიჭმა ძალა, რომ ნიკოლოზის ხმაც კი აღიზიანებდა, საათის წიკწიკიც ნერვებს უშლიდა. სანამ დაიძინებდა, ყურებში გაუსაძლისი წუილი ესმოდა. ძლივს დაატანა თავს ძალა, რომ დაეძინა.
მეორე დილით, შედარებით დამშვიდებულმა გაიღვიძა. ფრთხილად წამოდგა ლოგინიდან, წყალი გადაივლო. ცხელმა წყალმა თითქოს მოხსნა ის დაღლილობა, რომელიც ძილმაც ვერ გაუნელა გოგონას. თითქმის საათი გაატარა ცხელი წყლის ქვეშ და მაქსიმალურად ცდილობდა იოს გამჭოლი, ლურჯი მზერისთვის, დანიშნულება შეეცვალა. ცდილობდა ეს მზერა ჩაენაცვლებინა უბრალოდ თინეიჯერი, რთული ფსიქიკის მქონე ბიჭის სრულიად ბუნებრივი მზერით, თუმცა მაინც აშინებდა თითქოს. მაინც აფორიაქებდა ის თვალები, რომელიც იმ თეთრი ოთახიდან გამოჰყვა გოგონას და გონებას უბინდავდა. ვერ ფიქრობდა ამ ბიჭზე, როგორც პაციენტზე, რადგან ის არ უშვებდა. არ უშვებდა შიგნით და არ ანახებდა მის სისუსტეებსა თუ სიძლიერეს. მეტიც, იო მისი ფსიქიკის შერყევას ცდილობდა.
საღამოს ისევ მოაკითხა შავმა მერსედესმა, ისევ მივიდა პრეზიდენტის სახლში ლეა და ისევ იგივე ერთი საათი გაატარა კალათბურთის ბურთის კაკუნში. გრძნობდა, რომ დროთა განმავლობაში ან შეეგუებოდა ამ კაკუნს მისი ტვინი, ან კიდევ ჭკუიდან გადაიყვანდა ეს ბიჭი, რომელიც ყურსაც არ უგდებდა ლეას კითხვებს. ისევ იგივე მზერით აშტერდებოდა მას და ისევ დამაყრუებლად კენკავდა ბურთს იატაკზე. ყოველ დღე, უფრო და უფრო გრძნობდა გულის რევის შეგრძნებას ლეა. უფრო და უფრო სტკიოდა თავი. მეოთხე სეანსის შემდეგ კი, სახლში მოსულმა, ძლივს მიასწრო საპირფარეშომდე და გული აერია. ღონემიხდილი დაემხო სააბაზანოს იატაკზე და თავზე იტაცა ხელი. გაუსაძლისად ეჩვენა ეს გარემოება ახალგაზრდა ქალს. გრძნობდა, რომ თანდათან კარგავდა სიმშვიდესაც და საკუთარი თავის ფლობის უნარსაც. თუმცა, გადაწყვიტა რომ ტვინის ნეირონებს ამ ხმასთან შეგუებაში დახმარებოდა, ასე გაუმარტივდებოდა. იოს თამაშს, თავის სასიკეთოდ შემოაბრუნებდა და ბიჭს სხვა გზა აღარ დარჩებოდა.
მეხუთე დღეს, ლეამ კალათბურთის ბურთი შეიძინა და სანამ პრეზიდენტის მიერ დაქირავებული დაცვა მოაკითხავდა, გამალებით კენკავდა ბურთს მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში. პარალელურად, ცდილობდა მისი ფიქრები უფრო ხმამაღალი ყოფილიყო, ვიდრე ბურთის კაკუნი. აჩვევდა ტვინს ამ ხმას და შეამჩნია, რომ გამოსდიოდა კიდეც. ამან კმაყოფილება მოჰგვარა გოგონას, ბურთის კენკვით მივიდა სამზარეულოს დახლთან და ყავა გაიმზადა. თანდათან, ბურთის დამაყრუებელი ხმა აღარ აღიზიანებდა. პირიქით, აღარც კი ესმოდა თითქოს, ჩაიდნის ჩუჩუხის ხმასაც კარგად არჩევდა ამ კაკუნში და საკუთარ ფიქრებსაც ყურს უგდებდა.

მეხუთე სეანსზე, ლეა სრული სიმშვიდით მიუახლოვდა იოს ოთახს, ჯერ დააკაკუნა. შემდეგ კი, ფრთხილად გამოაღო კარი. ოთახი ცარიელი დახვდა მისდაგასაკვირად. შემდეგ, საათს დახედა გოგონამ, ზუსტად 6 იყო. ცოტა ხანი მაგდას მიუჯდა და ბიჭის შემოსვლას ელოდებოდა თითქმის 20 წუთი. ბოლოს კი, ოთახი დატოვა, დერეფანში ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ბოქლომით ჩაკეტილ წითელ კარს. საშინელ შეგრძნებას ჰგვრიდა ამ კარის დანახვაც კი და კიბეებს სწრაფად ჩაუყვა. ნელი უნდა მოეძებნა და ეკითხა მისთვის, თუ სად იყო მისი პაციენტი?! უზარმაზარ, ცარიელ სახლში ძლივს მიაგნო სამზარეულოს. ნელი იქ იყო თავისი წითელი, ჩუქურთმებიანი წინსაფრითა და ამავე ფერის უნიფორმაში ჩაცმულ 3 გოგონასთან ერთად ფუსფუსებდა. სამზარეულოში შესული ფსიქოლოგის დანახვაზე, ოდნავ აღელდა ქალი. სწრაფად შეიწმინდა ხელი, უზარმაზარ დაფაზე დადებულ წითელ ნაჭერზე და ლეასკენ დაიძრა.
-იოანე არ არის ოთახში. -მშვიდი გაკვირვებით წარმოსთქვა გოგონამ.
-ალბათ, წავიდა. არ გვიბარებს ხოლმე, სად დადის. სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად იქნება. -ნელი აღელვებით საუბრობდა, ჩაფიქრებული სახე მიეღო და წამდაუწუმ ისვამდა კეფაზე ხელს.
-სად დადის ხოლმე? იცით, როგორი მეგობრები ჰყავს? -ხელები გადააჯვარედინა ლეამ და დაკვირვებული მზერა მიაპყრო ნელის.
-არ ვიცი, მე მაგას ვინ მაჩვენებს ქალბატონო ლეა?! -სინანულით სავსე თვალები მიაპყრო ფსიქოლოგს.
-დიდი ხანია, აქ მუშაობთ? -შეეკითხა ლეა.
ნელიმ სამზარეულოს მაგიდისაკენ ანიშნა ახალგაზრდა ქალს. ისიც დაჰყვა მინიშნებას და მაგიდასთან ჩამოსხდნენ. ლეამ გადაჯვარედინებული ხელები დაადო მაგიდის ზედაპირს და დაკვირვებით ჩააშტერდა ნელის.
-20 წელია აქ ვმუშაობ, ჩემო გოგო. -მშვიდად მიუგო მან.
-შეგიძლიათ, რაიმე მომიყვეთ იოანეს ბავშვობაზე?
-იო დაუძახეთ, არ მოსწონს როცა იოანეს ეძახიან.
-კარგი, იოზე მომიყევით რაიმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
-ბავშვობიდან უცნაური იყო, ჩაკეტილი. ხატვა მოსწონდა. ბავშვებთან არასოდეს თამაშობდა, სულ მარტო იჯდა კუთხეში და რაღაცას ხატავდა. არ უყვარდა ჩახუტება, ზედმეტი შეხება. არც კომპლიმენტები მოსწონდა. აქ რომ მოიყვანეს, სულ 2 წლის იყო. ისეთი საყვარელი, დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა... -სიყვარულით წარმოთქვა ქალმა და ლეამ ოდნავ წარბები შეკრა.
-რას ნიშნავს, აქ რომ მოიყვანეს?
-იო ბატონი მიხეილისა და ელენეს შვილი არ არის, აყვანილია. -მშვიდად წარმოთქვა ქალმა.
-ეს იომ იცის?
-კი, იცის.
ლეამ ოდნავ ჩაფიქრებული სახე მიიღო, იქნებ ამის გამო იყო ბიჭი ჩაკეტილი და ამის გამო არ სურდა მასთან თანამშრომლობაც?! ეს ერთ-ერთ მიზეზად გამოადგებოდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებითაც ვერაფერს დაასკვნიდა, სანამ ბიჭის ფსიქო ტიპს ბოლომდე არ შეისწავლიდა.
-გახსოვთ, როგორი რეაქცია ჰქონდა ეს რომ გაიგო?
-ძალიან მშვიდი. არც უტირია, არც ისტერიკა აუტეხავს. 10 წლის იყო, როდესაც ეს უთხრეს მშობლებმა. მას ბატონი მიხეილისა და ელენეს სიყვარული არასოდეს აკლდა, პირიქით, ყოველთვის მეგონა რომ თამარსაც კი ვერ შეიყვარებდნენ ისე, როგორც იოს. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ბიოლოგიური შვილია.
-როდის შეამჩნიეთ, რომ იო უცნაურად იქცეოდა?
-მას ვერაფერს შეამჩნევ, საყვარელო. ძალიან ჩუმი, მშვიდი ბავშვი იყო ყოველთვის და დღემდე ასეთად დარჩა. 14 წლის იყო, როდესაც სკოლაში კლასელზე სექსუალურ ძალადობაში დასცეს ბრალი, თუმცა მე მაგისი არ მჯერა. ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია, ვერ დავიჯერებ რომ მან ეს ჩაიდინა, თუმცა ფაქტია რომ ამ ბრალდების გამო, 3 წელი კოლონიაში ჰყავდათ გამგზავრებული. მახსოვს, ელენე 1 წლის თამარსაც ვერ უვლიდა, ისე განიცდიდა იოს სიშორეს. -ლოყაზე ჩამოგდებული ცრემლის წვეთი მოიწმინდა ნელიმ და მაგიდის ზედაპირს დააცქერდა.
ლეა კი ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, შემდეგ კი ხვნეშით წამოდგა მაგიდიდან და კარისკენ დაიძრა.
-მე წავალ, ხვალ ისევ მოვალ. იმედია დამხვდება. -მშვიდად წარმოსთქვა მან და სამზარეულოს მიღმა მიიმალა.

***
საღამოს ნიკოლოზთან ერთად ივახშმა ლეამ ერთ-ერთ რესტორანში. უღიმღამოდ ჭამდა ახალგაზრდა ქალი, ნიკოლოზი რაღაცას გამალებით უყვებოდა, ლეა კი ფიქრებით სულ სხვაგან იყო. ფსიქოლოგ კაცს, ეს რათქმაუნდა არ გამოჰპარვია და წარბებშეკრული შეაჩერდა სახეში.
-რა გჭირს, ლეა? ეს დღეები, ვეღარ გცნობ.
გოგონამ მშვიდად ახედა, სახეში შეაშტერდა ნიკოლოზს, თუმცა არაფერი უპასუხა.
-მითხარი, რა გჭირს? ჩვენ, ხომ არაფერს ვუმალავთ ერთმანეთს?! -ხმაში წყენა შეემჩნეოდა კაცს.
-არაფერი, ნიკოლოზ. არ მინდა, ამაზე საუბარი. -მშვიდად უპასუხა ლეამ.
მამაკაცმს ხვნეშით ამოისუნთქა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-კარგი, როგორც გინდა. დღეს შენთან წამოვალ.
-არა. -სწრაფად უპასუხა გოგონამ და მამაკაცმა იჭვნარევად შეკრა წარბები. -დღეს არა, ძალიან დაღლილი ვარ.
-მხოლოდ სექსის გამო არ ვარ შენთან, ლეა. -სერიოზული ხმით უთხრა მამაკაცმა.
-ვიცი, რათქმაუნდა. -შეიცხადა ახალგაზრდა ქალმა. -უბრალოდ, დღეს მარტო მინდა ყოფნა.
ლეა მთელი ყურადღებით იყო გადართული იოს ფსიქიკის შესწავლაზე და არ სურდა, მისი ყურადღება სხვა რაიმეს დაეკავებინა, თუნდაც ნიკოლოზს. ამიტომ სურდა მარტო დარჩენა და ფიქრი.
რესტორნიდან გამოსულებს, ლეამ სახლში გაცილებაზეც უარი უთხრა მამაკაცს, რაზეც ამ უკანასკნელს ზედმეტი დაჟინება არ გამოუხატავს. მშვიდად მოთავსდა თავის მანქანაში და წავიდა. ლეა კი ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა ტროტუარს, უკვე გვარიანად შეღამებულუყო. საათი საღამოს 11 აჩვენებდა. ფიქრობდა იოზე, რატომ დათანხმდა ის ფქილოგის სეანსებს, თუკი მასთან თანამშრომლობას არ აპირებდა?! ოჯახის წევრებს, მასზე სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდათ და არც ცდებოდა ქალბატონი ნელი, როცა ამბობდა რომ ის ჩუმი და მშვიდი იყო. სიმშვიდე მართლაც გამოკვეთილი გახლდათ ბიჭის ხასიათში, ეს პირველივე სეანსის შემდეგ შეამჩნია ლეამ. სწორედ ეს იყო ყველაზე საშიშიც და ყველაზე რთულიც. ფსიქოლოგებისთვის უფრო მარტივია ფეთქებად, ფიცხ ადამიანთან თანამშრომლობა, ვიდრე ისეთთან, ვინც გარედან მშვიდი, აუღელვებელი ჩანს და იმოდენა მოთმინება ჰყოფნით, რომ მდუმარედ გაატარონ სეანსისთვის განკუთვნილი საათები. მისი დუმილი, ბურთის დაუსრულებელი კაკუნი და მშვიდი მზერა, ნამდვილად გამოჰკვეთდა ამ ბიჭის უცნაურ ბუნებას, რომელსაც უბრალოდ ვერ გაიგებ, თუკი არ შეგიშვა. ვერაფერს შეატყობ, ვერაფერს ამოიკითხავ თუ მან არ დაგრთო ნება. ლეასთვის კი ეს საქმე, ფრიად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ამით დაამტკიცებდა მის უნარიანობას ამ სფეროში. დაუმტკიცებდა გივის, რომ დაწყებითი სკოლების დონეს დიდი ხანია გასცდა. ამიტომ, ვერ დანებდებოდა. მას კიდევ ჰქონდა შანსი, თუ საჭირო გახდებოდა, ჭაობშიც ჩაჰყვებოდა ამ ბიჭს და მის ფსიქიკას გაეცნობოდა, შემდეგ კი იქედან ამოყვანის გზებზე იფიქრებდა. ეს უფრო მარტივი ეჩვენებოდა გოგონას, ვიდრე ამ ბიჭის გახსნა.
ფიქრებში გართულს, ტროტუარის მარჯვენა მხარეს, ყრუ გუგუნის ხმა შემოესმა ერთ-ერთი შენობიდან. მიხვდა, რომ ეს ღამის კლუბი იყო. მერე, მოაგონდა გივის სიტყვები, რომ იოს ასეთ დაწესებულებებში პოულობდნენ ხოლმე რეგულარულად. არ უფიქრია, რომ ბიჭი იქ დახვდებოდა, თუმცა მაინც მოუნდა შიგნით შესვლა. აინტერესებდა, რას პოულობდა მისი პაციენტი იქ. აინტერესებდა იმ მიზეზის 1% გარკვევა მაინც, რასაც შეეძლო სიამოვნება მიენიჭებინა მისთვის. ერთხანს კლუბის შესასვლელთან იდგა, შემდეგ კი შიგნით შევიდა.
მუსიკის დამაყრუებელი ბიტები, თითქოს კალათბურთის ბურთის გაუსაძლის კაკუნს ჰგავდა, მაგრამ აღარ აწუხებდა გოგონას. დაკვირვებული თვალი მოავლო მოცეკვავეთა შეჯგუფულ ბრბოს და ბარისკენ წავიდა. კოქტეილი გაამზადებინა ბარმენს, მშვიდად წრუპავდა და მოცეკვავეებს აკვირდებოდა. ეჩვენა, რომ ზოგი თამაშობდა, ზოგი პრობლემებს გაურბოდა და ალკოჰოლისგან გაჟღენთილ ორგანიზმს ურცხვან უხახუნებდნენ ერთმანეთს, ზოგი კი უბრალოდ თავის რეალურ სახეს აჩენდა, ბოლომდე გრძნობდა მუსიკის მინიშნებებს და ბიტებთან განმარტოვებით ცეკვავდა. ერთხანს უყურა ლეამ ადამიანთა გამოსახულებებს და თითქოს მოიხიბლა, რადგან სიტყვები ზოგჯერ სულაც არ გამოხატავს ადამიანის ბუნებას, ზოგჯერ უბრალოდ უნდა უყურო მას. დააკვირდე მის მოძრაობებს, რომელშიც ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება.

მოცეკვავეთა შორის, ნაცნობი თვალები დალანდა გოგონამ, მისკენ მომართული და მზერა გაუწორა. მის მოპირდაპირედ, კლუბის მეორე მხარეს, წითელი ტყავის სავარძელში იჯდა იო და ლეას უყურებდა. მის მზერაში თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ ლესთვის შესამჩნევი იყო ღიმილი. ორივე მხარეს გოგონები შემოსხდომოდნენ, იომ ნელა გაატრიალა თავი მარჯვენა მხარეს და მის გვერდით მჯდომი ქალის ტუჩებს დაეწაფა. მეორე მხარეს მჯდომი კი გამალებით ჰკოცნიდა ბიჭს ყურზე, შემდეგ უფრო ქვევით, კეფაზე. მარჯვენა ხელი, ფეხებს შორის ჩაუცურა ბიჭს, ეს უკანასკნელი კი თითქმის ბოლომდე გადაიხარა მერჯვნივ მჯდომისაკენ და ზემოდან მოექცა მას. ლეას არაფერი უგრძვნია ამ სცენის შემხედვარე, არც გაღიზიანება და არც ზედმეტი ინტერესი. ფრთხილად ჩამოსრიალდა ბარის სკამიდან და ბრბოში მოექცა. ძლივს გააღწია შეჯგუფულ მოცეკვავეთა შორის და რამოდენიმე წუთში, პირდაპირ იოს წინ იდგა. ბიჭი ამჯერად წამომჯდარიყო და მარცხნივ მჯდომს ჰკოცნიდა, თან ლეას არ აშორებდა მზერას. გოგონა ერთხანს უხმოდ იდგა, შემდეგ კი გვერდი აუარა მათ და მოშორებით მდგარ, ცარიელ სავარძელში მოთავსდა. ცდილობდა, მზერა არ გაჰპარვოდა იოსკენ, თუმცა დროდადრო მაინც იხედებოდა და აკვირდებოდა მის ქცევებს. ცდილობდა, რაიმე ხელმოსაჭიდისთვის მიეგნო, თუმცა ვერაფერს ხედავდა. სრულიად უუნარო აღმოჩნდა ამ ბიჭთან ლეა.
რამოდენიმე წუთი დაჰყო გოგონამ კლუბში, შემდეგ კი წასვლა გადაწყვიტა. მშვიდად წამოდგა, ძლივს გააგნო ბარისკენ გზას. ცარიელი კოქტეილის ჭიქა დადგა მასზე და შენობა დატოვა. ღრმად ჩაისუნთქა მანქანების გამონაბოლქვისაგან დაბინძურებული ჟანგბადი გოგონამ, თუმცა კლუბის შერეული სუნისგან განსხვავებით, მაინც სუფთა ეჩვენა. მშვიდად გაუყვა ტროტუარს და ისევ იოზე ჩაფიქრდა.
-მახინჯო! -მოესმა ზურგს უკან ნაცნობი, ბოხი ხმა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესო ტიპი ჩანს იო.ვნახოთ ლეა როგორ მოაბრუნებს ამ ბიჭს საჩვენოს smile
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

La-Na
საინტერესო ტიპი ჩანს იო.ვნახოთ ლეა როგორ მოაბრუნებს ამ ბიჭს საჩვენოს smile

იმედია, იქეთ არ მიაბრუნებს სამისოს :დდდდდ <3 მადლობა, რომ კითხულობ საყვარელო <3

 


№3  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
ღმერთო, რა გითხრა, რით გაგახარო. არ ვიცი სიტყვები არ მაქვს აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. შენი წერის სტილზე ხო ბოდვები მჭირს, ახლა იოს გამოკვეთილ ყბებზე და ყურში გარჭობილ სიგარეტზე უნდა ვბოდავდე ღამე :დ შემიყვარდა მე მისი ლურჯები. ფსიქიკის შერყევის მცდელობას ისე გაფაციცებით ვკითხულობდი, მეთქი "მიდი იო, ეს ჩარჩოში მოქცეული ქალი გატეხე". მერე რა რომ ძალადობდა, მერე რა რომ საზიზღარი იყო, მერე რა რომ უგრძNობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მერე რა ? ეს მხოლოდ ფასადია. ბორდოსფერი ფარდაა, რომელის იქეთ წითელზეწრიანი საწოლი იმალება და ასევე ბორდოსფერი იატაკი, რომელზეც ფეხის თითებით შეხებაც კი სირცხვილის გრძნობას გაგიღვიძებს და სუნთქვას შეგიკრავს. ვგიჟდები ფასადურ ადამიანებზე, რომელნიც არაფერს მალავენ, პირიქით, ისინი ისეთები არიან, როგორიც არიან. უბრალოდ არ ამჟღავნებენ ამას. ისინი არ თამაშობენ, ისინი არ ფარისევლობენ, ისინი არ ატყუებენ გარშემომყოფებს. მერე რა, რომ სხვები ვერ კითხულობენ ასეთ ადამიანებს. მერე რა, რომ ლეა ტყდება... ამ ქალს სჭირდება გატყდომა. ლეა უნდა გატყდეს. ვგიჟდები მე შენზე, ვგიჟდები, გეფიცები შენი წერის სტილს ჭკუიდან გადავყავარ. არ მეყო ეს თავი, რა ვქნა, მართლა არ მეყო, მიუხედავად იმისა, რომ მოცულობით დიდი იყო.
მეტი იო !

ვაიმე, ვგიჟდები მე შენზე <3 იმაზე მეტს ხედავ ყოველთვის, ვიდრე ჩანს და ეს მე მაგიჟებს <3 <3 უღრმესი მადლობა, რომ არსებობ <3

 


№4  offline წევრი SillyGirl

როგორ გამომრჩა შენი ისტორია ?
ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება.
ძალიან ამოუცნობია ჯერ ჩვენი იო და სწორედ ეს იწვევს ინტერესს.
ლეას გააგიჟებს აშკარად ვატყობ :დ
ძალიან კარგად რომ წერ იცი ალბათ.
საინტერესო შინაარსი აქვს ისტორიას
ჯერ ბევრს ვერაფერს ვიგებთ
თუმცა ჩამთრევი და საინტერესო ისტორიაა ნამდვილად.
ველოდები ახალ თავს.

 


№5  offline მოდერი MoonDaughter

SillyGirl
როგორ გამომრჩა შენი ისტორია ?
ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება.
ძალიან ამოუცნობია ჯერ ჩვენი იო და სწორედ ეს იწვევს ინტერესს.
ლეას გააგიჟებს აშკარად ვატყობ :დ
ძალიან კარგად რომ წერ იცი ალბათ.
საინტერესო შინაარსი აქვს ისტორიას
ჯერ ბევრს ვერაფერს ვიგებთ
თუმცა ჩამთრევი და საინტერესო ისტორიაა ნამდვილად.
ველოდები ახალ თავს.

როგორ გამიხარდა შენი კომენტარი <3 მადლობა, ჩემო საყვარელო <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

MoonDaughter
La-Na
საინტერესო ტიპი ჩანს იო.ვნახოთ ლეა როგორ მოაბრუნებს ამ ბიჭს საჩვენოს smile

იმედია, იქეთ არ მიაბრუნებს სამისოს :დდდდდ <3 მადლობა, რომ კითხულობ საყვარელო <3

ოო ეგ არ გვაწყობს ჩვენ,ნუ რა დახასიათება აქვს,თორემ....
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent