შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 11 თავი


10-05-2017, 22:07
ავტორი zia-maria
ნანახია 2 667

---გულო გრძნობების წყარო ხარ დაუშრობელი,გულის სიცოცხლე მის სიცოცხლის წყაროდ ქცეულა, გულის სისხლძარღვებს ამოძრავებს კაპილარები, სისხლი მჩქეფარე ნაკადულად ამოხეთქილა.სასიყვარულო სიტყვით გამოვიდა გეგი და შემდეგ სათითაოდ გადახედა ყველას და ისევ თქვა; -იწყება ახალი სიყვარულის ისტორია,რომლის რეალური მოწმეები ჩვენ თავად ვართ ძმებო.წავედით მათ გასაშველებლად.
---თქვენი არ ვიცი და მე მართლა უნდა წავიდე,თორემ დახოცავენ ერთმანეთს.თქვა დათომ და მირიანს გაეკიდა უკან.-მე მას გავყვები,თქვენ ჩემი მანქანით წამოდით;უთხრა ლუკას და გასაღები ესროლა.გაიქცა და მირიანს დაეწია გასასვლელში, უკითხავად გამოაღო წინა კარი და მირიანის გვერდით მოთავსდა. მირიანმა ერთი შეავლო გაბრაზებული თვალი,მაგრამ თქმით აღარაფერი აღარ უთქვამს. არც გზამ დაამშვიდა,სახე ისევ ისეთი სიბრაზით ანთებულმა შეაღო სახლის კარები და მიმოიხედა გარშემო.მარტო ნინიკო იყო მდივანზე დამჯდარი წყნარად და წიგნს კითხულობდა. კარების დაკეტვის ხმაზე თავი ასწია და ერთი ამოიოხრა.
---უი, ასე ადრე მოხვედი?რა იყო,რა სახე გაქვს.
---სად ბრძანდება,სად არის.იცოდი რაც გააკეთა?
---დაწყნარდი და ისე მითხარი რა ხდება,რა გაგიკეთა.მე რატომ მიყვირიხარ,გგონია მე შემითანხმდა და ისე გააკეთა რამე? მე რა ვიცი რა გააკეთა.იქით შეუტია ნინიკომ გაოცებულ მირიანს. ამ დროს კარები გაიღო და ნანა ღიღინით შემოვიდა სახლში სავსე პარკებით და ლამაზი უბრალო თაიგულით.
---აი ისიც,მოვიდა.თქვა ისევ წარბებშეკრულმა ნინიკომ მაგრამ გულში კი იცინოდა გულიანად.
---ნინიკო ნახე რა ლამაზი თაიგული შევარჩიე შენთვის საყვარელო,აი ეს შენთვის ვიყიდე იმედია მოგეწონება.ნანამ თაიგული ხელებში ჩაუდო ნინიკოს.ნინიკომაც გამოართვა თაიგული და თვალებით ანიშნა, მის უკან მდგარ მირიანზე.ნანას სახე შეეცვალა როცა ასეთ გაბრაზებულ სახეს გადააწყდა,მაგრამ განა ნანას როდისმე რამესი ან ვინმესი შეშინებია?საერთოდ არ შეუმჩნევია შიში.
---სად იყავი ამდენი ხანი,რატომ დატოვე ამდენი ხნით ნინიკო მარტო.სახლში დავრეკე დილით და არ ბრძანდებოდი, გასული არისო,დილის შემდეგ გასული ხარ,საათი არ გაქვს? ან ის ვერ მოიაზრე რომ გზაში გეკითხა ვინმესთვის და გაგეგო რა დრო იყო?ნანამ თვალი ჩაუკრა ნინიკოს და ნინიკომაც იგივე გააკეთა,თან თაიგულში ჩარგო თავი,რომ მისი სახე არ დაენახა მირიანს.ნანა გაბრაზებული სახე აიკრა და მირიანს მიუბრუნდა და სიბრაზესთან შედარებით წყნარად შეეკითხა;
---გარეთ ვიყავი გასული,რა აკრძალულია გარეთ გასვლა?
---შენთვის კი.დაიბნა მირიანი რადგან არ ელოდა ნანასგან ასე წყნარად საუბარს,ის უფრო სულ სხვანაირ რექციას ელოდა მისგან და მისმა სიწყნარემ ცოტა არ იყოს კიც დააბნია და გააოცა.
---შეიძლება გავიგო, რატომ არის აკრძალილი ჩემი გარეთ გასვლა?
---უჩემოდ ვერსადაც ვერ გახვალ.
---ხოდა ამიხსენი რატომთქო.ისე ეს წესები წუხელ დაადგინე, თუ ახლა მოიფიქრე გზაში რომ მოდიოდი,დრო კი გქონდა სახლში მოსვლამდე.
---რაღაც ენა ხომ არ დავიგრძელეთო?
---სულაც არა,მე მგონია რომ პატიმარი არ ვარ ამ სახლში.კარზე ზარი იყო და დათომ გააღო კარი,ეს ორი კი ისევ ისე იდგა და ერთმანეთს თვალებით ჭამდნენ.ნანა არ იმჩნევდა,მაგრამ გაცეცხლებული ბრძოლის ველის დატოვებას პირველი არ თმობდა.არც მირიანს უნდოდა ასპარეზის დათმობა და ასე იდგა ერთმანეთის წინ ორი ჯიტი ადამიანი და ერთმანეთს თვალებით ზვერავდნენ.სახლში ბიჭები შემოლაგდნენ და ყველა ჩუმად იყო.
---ნი რა ხდება აქ?კითხა გელამ.
---დაიცადეთ და თავად ნახავთ.უჩურჩულა ნინიკომ და ეშმაკურად გაიცინა.
---ჩხუბობენ?ახლა გეგიმ შეეკითხა.
---არა,მე უფრო მგონია,რომ ერთმანეთს ესიყვარულებიან.
---ხო ეტყობათ,როგორ დნებიან ერთმანეთის შეხედვაზე.---ასე უნდა იდგე დღეს ჩაცმული და გამოწყობილი?
---ასე უნდა იღრინებოდე და იყეფებოდე დღეს?
---თუ აქ ხარ და შეამჩნიე სტუმრების მოსვლა,საქმეს მიხედე.
---ჩემი სტუმრები არ არიან, ჩემიანი აქ არავინ არ გაწუხებს და კეთილი ინებე,თავად მიხედე.მე ნინიკოს უნდა მივხედო,დღეს მთელი დღეა ფეხზე დგას.გადაიღალა, მისთვის კი დაღლილობა არ შეიძლება.
---ახლა გაგახსენდა,რომ გადაიღალა?რომ მიატოვე და დილას მერე გასული ხარ,არ შეგეცოდა?
---ცნობისთვის ჩემო ჭკუის კოლოფო ბოს,თქვენ რომ დარეკეთ მე სახლში ვიყავი,ასე რომ სულ რაღაც ერთი საათიც არ არის გასული რაც გავედი და თუ მეტი დროით მომიწია გასვლამ, ნამდვილად არ ჩაგაბარებთ ანგარიშებს, სად გავალ და როდის დავბრუნდები.
ყბაჩამოგდებული დატოვა მირიანი და ნინიკოსკენ შებრუნდა. გელამ ეტლში ჩააჯინა ნინიკო და ნანამ გააგორა ეტლი,რომ კარზე ისევ ზარი იყო,მირიანი გაოგებული სახით შებრუნდა კარებისკენ და უფრო მეტი გაოცება გამოესახა სახეზე და დაფეთებული შებრუნდა უკან.
---რა ხდება რა სახე გაქვს, მოჩვენება დაინახე?უთხრა ნანამ ირონიულად.
---შენ წარმოიდგინე და პირველად თქვი სიმართლე.შენზე მეტი მოჩვენება ვინ უნდა იყოს ამ სახლში,მაგრამ იქ მართლა მოჩვენებაა. ზაზა გააღე კარები,ნინიკო მომეცი ეს თაიგული ჩქარა.ზაზა წამოხტა კარები გააღო,მირიანი კი კარებისკენ ზურგით იდგა და ნანას წინ იდგა თაიგულით ხელში და გაბედულად,ამაყად და დამაჯერებლად წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას.---თვალებში მიყურე,იქით არ გაიხედო.უთხრა ჩუმად.
---ჩამოვფრინდი თუ არა,შენსკენ წამოვედი და აი შენსავით უბრალო თაიგული მოგიტანე. კბილებში კი გამოცრა ჩუმად.-გამომართვი თაიგული და გაიღიმე.ნანამ თვალები დააჭყიტა,რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ ვინ დააცადა,მირიანმა ყელზე მოკიდა ხელი და მის გაოცებულ თვალებს არ მიაქცია ყურადღება და ვნებიანად უთხრა,-იცი როგიორ მომენარე? მთელი ეს დრო სულ შენზე ვფიქრობდი საყვარელო. თვალი შეავლო ნანას ოდნავ გაღებულ და ათრთოლებულ ტუჩებს და ზედ დააკვდა,ნინიკო და ყველა გაოცებული უყურებდნენ ამ სცენას. მირიანი კი დიდი ვნებით კოცნიდა, უკვე დამისებულ ვარდისფერ ბაგეებს.
---აი თურმე, რატომ აღარ ჩანხარ ეს ბოლო ერთი თვეა.თქვა ირონიულად სახლში შემოსულმა ვულგარულად ჩაცმულმა ქერა ქალბატონმა. მირიანი ნანას მიაჩერდა,შემდეგ მის წინ მდგარ ქერას კუშტად შეხედა და თან ნანას არ უშვებდა ხელს,ნანამ კი მისი ხელით მოაშორა ბაგეებზე შერჩენილი მისი წითელი პომადა და თან ბედნიერი სახით გაუცინა,როცა რომ უნდა წაჩხუბებოდა.
---აქ რა გინდა?გაოცებით შეეკითხა მირიანმა.
---გელოდი და აღარ გამოჩნდი, გითვალთვალე და რამოდენიმე დღეა ვხედავ, აქ ამ სახლში შემოდიხარ.თურმე აქ ნამდვილი ოჯახივით ცხოვრობ.
---ვინ გითხრა,რომ აქ არ არის ჩემი ნამდვილი ოჯახი?აი ეს ორი ანგელოზი ჩემი ოჯახია,ჩემი საცოლე და ჩემი შვილი,ესენი კი ჩემი სამეგობროა,უფრო სწორად ჩემი ოჯახი.თქვენ რამ შეგაწუხათ ქალბატონო?
---ის დრო მაწუხებს უკვე,როცა შენთან ერთად ვსახავდი გეგმებს. თურმე რა ტყუილი ყოფილა ჩემი ოცნებები და რა ტყუილად დამიკარგავს დრო? უნამუსო კაცი ხარ მირიან და თქვენ კი ქალბატონო საცოლევ, მწარედ ინანებთ ჩემს გზაზე გადაღობებას და მირიანის ართმევას.უთხრა ნანას და მისი თვალები უსაზღვრო სიძულვილს აფრქვევდნენ.ნანამ ხელით გაწია მირიანი და არანაკლები ზიზღით უპასუხა.
---ჯერ ერთი ქალბატონო არა, საქალბატონე და შემდეგ,ჯერ უნდა გაიგოთ,ადამიანი არის თუ არა თავისუფალი და შემდეგ ჩამოეკიდოთ კისერზე. მე დაგტოვებთ საყვარელო,არასოდეს არ დავეცემი ასეთ დაბალ დონეზე,რომ აქ ხმა ავიმაღლო. ვიცი რომ ჩემი ჩარევის გარეშეც მოაგვარებ ყველაფერს.უთხრა მირიანს და ქერას ჩუმად თვალი ჩაუკრა.მირიანმა ნანას თავზე აკოცა და უთხრა.
---ადით მაღლა და მალე ამოვალ მეც.შემდეგ მიუბრუნდა სიბრაზით ანთებულ ქერას და უთხრა.-მე როგორც მახსოვს არაფერს არ შეგპირებივარ ქ-ნო ლელა.
ქალი ღრმად სუნთქავდა და სულ ცოტაღა აკლდა ბოლის გამოსაშვებად.ჩემი მახსოვრობა თქვენს მიმართ,ბევრ ვერაფერს ვერ იხსენებს რომ ოჯახი დამათმობინოს, გარდა იმისა რომ მე თქვენთვის ძალა არ დამიტანებია. ახლა კი გთხოვთ, ჩემო სახლიდან მიბრძანდეთ და გარეთ გასვლისას კი ღრმად ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი,რადგან ვხედავ გხუთავთ აქ ყოფნა. ლელამ ერთი მრისხანედ შეხედა მირიანს და ჩქარი ნაბიჯით დატოვა სახლი.ყველა ფეხზე იდგა და სულ ცოტა ხანში მათმა ხარხარმა სახლის კედლები ლამის დაბზარა.
---ეს რა იყო ტო?თქვა ზაზამ გაკვირვებულმა.
---ან ეს ქალი ვინ იყო,როდის მოასწარი მისი გაცნობა? უთხრა გეგიმ.
---შენ ახლა რა გააკეთე გახსოვს?შენ ნანუჩის აკოცე,გესმის?ნანუჩის აკოცეეეე.ვაუუუ,რა მაგარიაააა.შენ ის მოგწონს,ხომ მართალი ვარ? კითხვები მიაყარა ალეკომ.მირიანს ჩაეცინა,მაგრამ სათითაოდ შეუბღვირა ყველას და ვერაფლის თქმა ვერ მოასწრო,ნანა რომ დააცხრა თავზე გაბრაზებული სახით.
---როცა გჭირდება შეგიძლია სითბოს გამოცემა და როცა არა,მონსტრი ხარ.ცხოველო,იდიოტო.მიაძახა თან სამზარეულოში გავიდა.
---ნუ კაპასობ,რომ არ მომესმინა რა სიყვარულით სავსე იყო შენი ნათქვამი საყვარელო,არ დავიჯერებდი,რომ ეს სიტყვა შენ თქვი.-უთხრა სიცილით დათომ. ნანამ შეუბღვირა და წავიდა.მირიანმა კი დათოს თვალი ჩაუკრა,უკან გაყვა და ნანას უთხრა.
---თუ გინდა თბილი ვიყო,შენც უნდა დათბე საყვარელო,მაგრამ ჯერ აუცილებლად დაისჯები იმ საქციელისათვის,რაც დღეს გამიკეთე.
---ვერ ეღირსები ჩემგან სითბოს.შეუღრინა ნანამ.
---ხოოო?მე კი სულ სხვა გვარად ვფიქრობ.მირიანი ნელა-ნელა მიიწევდა მისკენ.
---არ მომეკარო, თორემ ვიკივლებ იცოდე.
---მე კი გაგაჩუმებ,ძალიან ლამაზად და სასიამოვნოდ.ხელი წაავლო უკან-უკან ხევით მიმავალ ნანას და გულზე აიკრა,შემდეგ ორივე ხელით დაუჭირა სახე და უთხრა.დაიმახსოვრე,უშენოდ ეს სახლი ცარიელია,აღარ წახვიდე რა გთხოვ.
---ნუ გამაბრაზებ და აღარ წავალ.უთხრა ნანამ გაბუტული ბავშვივით.
---მპირდები?შეეკითხა მირიანმა ბედნიერი ხმით.
---გპირდები უთხრა ღიმილით ნანამ მაგრამ შემდეგ დაამატა.ხანდახან ვიეშმაკებ.ორივეს გაეცინა და მირიანმა ნაზად აკოცა და რადგან საპასუხო კოცნაც მიიღო,თანდათან გათამამდა და კოცნა გააღრმავა.
---წადი თორემ აქვე დავიწყებ შენს შეჭმას.ნანამ წყალი ჩაასხა ჭიქაში და ნინიკოსთან წავიდა,წინ კი დათო გადაუდგა და ვითომ გაბრაზებული ხმით უთხრა.
---ერთი საათი რად უნდოდა,ერთი ჭიქა წყლის გამოტანას?ნანამ მიაჩერდა და შეუღრინა.
---შენც ნუ დაიწყეფ ყეფას,ამ სახლში ვინც ყეფს და იღრინება ისიც საკმარისია.
---ცრემლად დადნა უშენობით ჩემი გული და ჩემი ბაგე თავად ბუტბუტებს შენს მონატრებას.წაუჩურჩულა ზაზამ მირიანს და ისევ ახმაურდა ბიჭები.
მირიან გახუმრებაც კარგია და ასე ერთიანობაც,მაგრამ გულწრფელად გეტყვი,რომ კარგ გზაზე ხარ დამდგარი ძმაო,მე ძალიან მომწონს ნანუჩი.ის კარგი გოგოა, მხიარული და მეგობრული, ამასთან ერთად შესანიშნავი დიასახლისი.უნდა ვაღიარო,რომ საერთოდ არ მომეწონა მოულოდნელად შემოსული უცნობის მუქარა და მოდი დაიცავი ერთი ლამაზი არსება უმსგავსო ადამიანებისაგან.მის სილამაზეს,სილაღეს და სიწმინდეს ფეხზე დამდგარი შეხვდი,აღარ ხარ ბავშვი.მე ჩემდათავად გილოცავ პირველ გადადგმულ ნაბიჯს,მალე მენახო ბედნიერი.უთხრა ლუკამ.
---უკვე დამაქორწინეთ?ღიმილით თქვა მირიანმა.
---კეთილი გულის ბიჭები არიან და დაგაქორწინეს,მაგრამ რაღაც ვერ ვხედავ შენს გვერდით დედოფალს,რომელიც ტკბება და დნება ბედნიერებისაგან.ცინიკურად უთხრა ნანამ და ასევე ცინიკურად გაუარა გვერდი მირიანს და სამზარეულოში გავიდა ვახშმის მოსამზადებლად,იმ ღამესაც გემრიელი ვახშამი დააგემოვნეს და უცნობის მუქარა დროებით დაივიწყეს.
---ბიჭებო შობა მოდის და რა ვქნათ?იკითხა გელამ.
---რა უნდა ვქნათ,რასაც აქამდე ვაკეთებდით.თქვა მირიანმა.
---მომისმინე ძმაო,რაც შენ არ იყავი ჩვენს გვერდით,ჩვენ შობა არ აღგვინიშნავს.წელს კი აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ და უნდა ვთქვათ ღორის ხსოვნა.,ასევე ვიმღეროთ ,,შობა უშენოდ აღარ გამახსენოოო'' ჩაუმღერა ალეკომ.ასე მხიარულობდნენ,მათ ხომ არასოდეს არ წყინდებათ ერთმანეთის გვერდით ყოფნა.
---ალეკო ნატო როგორ არის,ვეღარ მივიცალე რომ ვნახო.შეეკითხა მირიანმა.
---ერთი დღე ავაჭრათ ყველამ ერთად.თქვა ზაზამ.
---გინდათ გადარიოთ?მეშვიდე თვეშია უკვე და ვერ წარმოიდგენთ, რომ ბრაზდება როგორ იბღვირება და როგორ ემსგავსება მისი სიარული პიმგვინის სიარულს.თქვა სიცილით და სხვებიც აიყოლია.
---უი მართლა,იცით ერთი კვირის წინ ვინ ვნახე? სულ მავიწყდებოდა რომ მეთქვა.მოულოდნელად თქვა დათომ.-გახსოვთ ჩვენი სკოლელი ალექსანდრე ბაბუნაძე?
---ეს ჩვენზე უკან არ სწავლობდა ორი წლით?თქვა გეგიმ.
---ხო ეგ და მაგარი ბიზნესი დაუწყია,მაგრად ვარო.წვენების ცეხი ქონია რაღაც ფანტას და ასეთ წვენებზე მუშაობს.მაგარი ფირმა მანქანა და თავადაც მაგრადაა.მე ვერ ვიცანი, თავად შემახსენა თავი.
---ყველამ რაღაც გააკეთა,ყველამ გამოიხედა თვალებში და მე სულ უკან და უკან მივდივარ.ისეთი დამწვარი ბედი მაქვს გეფიცებით,გარშოკების ბიზნესი რომ წამოვიწყო თუ ბავშვები უტრაკო არ დაიბადოს.თქვა ზაზამ და ჯერ ყველამ გაჩერდა და შემდეგ ყველამ ცრემლებამდე იხარხარა.
---აუ რა მაგარი შესახედი იქნება უტრაკო ბავშვი.თქვა სიცილით დათომ.
---ადექით წავედით დასვენება უნდა ხალხს და ვინ იცის,იქნებ დღეს პატარა უჟმური მირიანიც კი ჩაისახოს.სიცილით თქვა გელამ.
---არ გაგიგონოს ნანუჩიმ თორემ,რაც გაჭამა წაგამთხევინებს აქვე.უთხრა დათომ სიცილით და იმ წუთში სამზარეულოში ნანაც შემოვიდა,რომელმაც ალეკოს შეეკითხა.---ალეკო გოგოს ელოდებით თუ ბიჭს?
---არ ვიცით ნანუჩი არ გაგვიგია,რა მნიშვნელობა აქვს.
---მართალია, რა მნიშვნელობა აქვს.ყოველ შემთხვევაში ოჯახში პატარას დაბადებას,უსაზღვრო ბედნიერება შემოაქვს.ღიმილით თქვა ნანამ.
---ნანა ასეთი წყნარი ხასიათის ხარ ყოველთვის? შეეკითხა გეგიმ.
---გააჩნია და არ გირჩევ გამაბრაზო .წარბის აწევით უთხრა და გაეცინა.
---არა,მე არც არასოდეს არ გაწყენინებ.
---აპა ვინც მაწყენინებს იმას გავუსწორდები სასტიკად,არც შემეცოდება ისე.თქვა და მირიანს გადახედა ქვეშ-ქვეშ.
---აწი აქედან წასვლის შემდეგ,სახლში შესვლამდე ჯიბეები უნდა მოვისინჯო,ქალი არ გადავრიო და ნაადრევი მშობიარობა არ დაეწყოს.სიცილით თქვა ალეკომ.
---იცით? ძალიან შეგეჩვიეთ და ყოველთვის მიხარია თქვენი მოსვლა.
---რადგან შენ ჩვენი მოსვლა გიხარია, ნანუჩი ჩვენ ყოველ დღე აქ ვიქნებით,სხვების არ ვიცი და მე პირადად აქ ვარ.თქვა ზაზამ.
---სახლში აღარ გააკეთო არაფერი,აქ მოდი საუზმეზეც,სადილზეც და ვახშამზეც,ბარემ ჩამეწერე სახლში და იცხოვრე აქ.თქვა მირიანმა სიცილით.მხიარულად დაემშვიდობნენ ერთმანეთს,ნანამ მიალაგა სახლი,წყალი გადაივლო და იმ დღით თავის საქციელით ნასიამოვნებს გემრიელად ჩაეძინა.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიჰ :D კარგად ვიცინე :D

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო ძაან.როგორი ისტორიაა იცი,განტვირთვას რომ მოახერხებ კითხვის დროს.გსიამოვნებს და გახალისებს.კარგი იყო ძაან
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი zia-maria

Anuki96
ვაიჰ :D კარგად ვიცინე :D

kissing_heart მადლობა ანუკი.

La-Na
კარგი იყო ძაან.როგორი ისტორიაა იცი,განტვირთვას რომ მოახერხებ კითხვის დროს.გსიამოვნებს და გახალისებს.კარგი იყო ძაან

ყოველთვის რომ მავსებ შენი სითბოთი,მადლობა საყვარელო. kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent