შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლოგინის გოგოები (თავი პირველი)


11-05-2017, 00:20
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 3 068

,,მაშინ როცა დუმან სიტყვები“
<<

როცა ლოგინის გოგოების შესახებ გავიგე, მაშინ არც მე ვიყავი მაინცდამაინც ლოგინს-გარეთ. ეს ან ერთიანად მოდის და გეჯახება, ან ნელნელა გამზადებს და თავისკენ მიგათრევს, უნებართვოდ და კომენტარგარეშე. ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რატომღაც გადავწყვიტე რომ ჩემი საქციელი ნებადართულია და ვფიქრობ რომ ნებადართული ამ სამყაროში, მხოლოდ სუნთქვაა. სხვა დანარჩენისთვის კი, ყველას ბრძოლა გვიწევს.
სიმარტივე ფიქრში ყოველთვის მეხმარებოდა, დედაჩემიც სულ ამბობდა ხოლმე, შენი ასაკი ბევრი რამის უფლებას გაძლევს, მთავარია შენ რის უფლებას მისცემ შენ თავსო.და ფაქტია, ბევრი რამის უფლება მივეცი.
აღსარებასავით ჟღერს?
და იქნებ არის კიდეც?...

<<

მეტი არაფრის მოსმენა არ მიწევდა, ჩემ გონებაში გაფანტული სიტყვები ტრიალებდა, აკეთებდა რამდენიმე ბრუნს და მერე დავიწყების გვირაბში შედიოდა, უბრალოდ იმ მომენტში სხვა არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ხელები ჩამომეშვა და ყველაფერი ყოველდღიურობის მომქანცველი ტემპისთვის მიმენდო,რომელსაც სამწუხაროდ შეცვლა არ ეწერა.
მე ვისმენდი ამბებს ვიღაც ქერათმიან ქრისტინაზე, ასოციალურ მარიამზე, უსაზღვროდ გარყვნილ ნანიზე და არასოდეს მომისმენია ისტორია საკუთარ თავზე და ეს მართლაც ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო.
ვუსმენდი მათი ცხოვრების ტრაგედიას, რომელიც რატომღაც სასაცილო ტონით იკითხებოდა, ლანძღვითა და ცინიზმით. განკითხულთა უმეტესობაზე არავის არ დასცდებოდა გამამხნევებელი ფრაზები, გულისამრევ ბოლში მხოლოდ სიჩუმეში ჩაბუდებული შური და ორპირობა გაისმოდა, საცვლების ქექვისგან გამოწვეული დაღლილობა და უკვე სასტიკად მობეზრებული ერთი ისტორიის ტრიალი. ვიჯექით ვერანდაზე, ვსვამდით კაპუჩინოს და განვიკითხავდით.
როცა სექსზე საუბარი იწყებოდა,რატომღაც უსასრულო სივრცეში რაღაც ისეთ საინტერესოს აღმოვაჩენდი,რასაც აქამდე არასოდეს დავკვირვებივარ. აი მაგალითად,როცა ჩემი ერთი მეგობარი, ერთ გოგონაზე ამბავს გვიყვებოდა, მე დიდი მონდომებით ვაკვირდებოდი კორპუსის ბოლო სართულზე გაკიდული სარეცხის, სინქრონულ განლაგებას და ფერების უცნაურ შეხამებაზე გამირბოდა გონება. შემდეგ რამე საგანს ავირჩევდი და მის მოჩუქურთმებულ, მოიისფრო დეტალებს ვაქცევდი მზერის ქვეშ. როცა თვალთა არეში,საინტერესო აღარაფერი აღარ მხვდებოდა, საკუთარი სხეულის შესწავლით ვიყავი დაკავებული.
ეს ყველას ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს რომ ჩუმი ტიპი ვიყავი, მეც რა მინდოდა ამის მეტი?! უბრალოდ ეჭვქვეშ ჩემი სიჩუმე მაშინ დგებოდა, როცა სასმლით გაბრუებული საკუთარ თავს ხმამაღლა ველაპარაკებოდი იატაკზე გაწოლილი და სრულიად უცნობ ადამიანებს სიმორცხვეში ვდებდი ბრალს,რადგანაც ჩემთან ერთად ცეკვა არ მოინდომეს.
აი ამას რომ ხედავდნენ ხოლმე, სულ ჩემ გაორებაზე იწყებოდა მსჯელობა,რომელიც მობეზრებულიც მქონდა და მიჩვეულიც ვიყავი.

როცა გვერდით მჯდომის კატას ვაკვირდებოდი და რატომღაც ძალიან მესიმპატიურებოდა, რუსამ ისეთი სიტყვები თქვა, საკუთარი სიჩუმე ფანჯრიდან მოვისროლე.
- მოიცა მოიცა, რა თქვი?-ვკითხე შეცბუნებულმა
- ირინკაზე ვლაპარაკობდით, აქამდე არ მისმენდი?
- ეგ ის გოგო არ არის, ჩვენ კურსელს რომ სასქესო ორგანოზე ეფერებოდა აუდიტორიაში?
- კი, მაგაზე ვლაპარაკობდი. ორსულადაა. აი წარმოდგენაც არ მინდა ის ბავშვი რა გარემოში გაიზრდება. ძუკნა ირინკა...
- მოიცა რატომ?- ეს ვთქვი და ენაზე ვიკბინე-
- შენ სად ბანაობ?- ტუჩები აიბზუა რუსამ- ძუკნაა რა. უსირცხვილო გოგოა.

გოგონა რომელიც როგორც ჩანს ჩვენთან ახლოს იჯდა და უნებურად ყურს გვიგდებდა, მოფრიალდა თავის ლამაზი სარაფნით და ახლაღა შევამჩნიე მისი აუხსნელად იშვიათი თმის სიჯანსაღე,რამაც უცნაურად მომჭრა თვალი.
- ეგ იმიტომაა,რადგან შენ ჩათვალე საჭიროდ? უფრო კონკრეტულად რატომ არის ეგეთი, შეგიძლია ამიხსნა?

რუსა დაიბნა მაგრამ არ შეეტყო, როგორც ძირითადად ჩვევია ხოლმე.
- ადამიანმა კითხვა დაგისვა, რატომო, და გაქვს ამაზე პასუხი თუ ახლავე მიწაზე გახოხიალო მაგ ბინძური პირით?

გაცეცხლებულს ლამაზი თმა ყალყზე დადგომოდა და ნერვიულად მუჭავდა ხელებს.
- ნატალიც მოსულა...-თქვა დაცინვით- რა იყო,შენი დაქალია და არ გესიამოვნა?
- მე შენ...-თქვა და ჩემ ფინჯანს დასწვდა,რომელიც საბედნიეროდ სავსე არ იყო და იატაკზე დაახეთქა. მისმა სითამამემ ისე დამაბნია, საკუთარი თავი სად წამეღო აღარ იცოდი.
- და შენც უსმენ ხო?- მე მომმართა
გაოცებისგან გადმოვიღვარე
- მე არ ვუსმენ... მე... კატას ვაკვირდებოდი...-ვთქვი გულწრფელად
- უსმენ, იმიტომ რომ არაფერს ამბობ.და როცა უსმენენ, ძირითადად ზუსტად მასე იქცევიან. ხმას რატომ არ იღებ? ნუთუ თვლი რომ ირინკა მხოლოდ იმის გამო არის ბო*ი რომ შეყვარებულთან ორალური ურთიერთობა ჰქონდა? მაინტერესებს სადამდე წავა შენი ცნობიერება,რადგან როგორც ჩანს, აქ უმრავლებას, მაგრად ადევს... ჰოდა მაინტერესებს...შენი სახელი?
- მართა.-ვუთხარი თამამად
- ჰო მართა, მაინტერესებს შენ როგორ თვლი? სად არის სისწორე და სად მთავრდება თავისუფლება?
- მე... იცი... -სიტყვები ამერია- თავისუფლება ზოგადი ცნებაა, ვის როგორ ესმის...
- ნუ მიედ-მოედები. მითხარი, ირინკა ბო*ია თუ არა?
ოფლმა დამიარა, ჩემ სივრცეს შევხედე და იმ წამს საკუთარი თავი შევიზიზღე.

გოგოებთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ მქონდა რომ არ ვიცოდი სხვასთან ვისთან უნდა ვყოფილიყავი. თავად გამომელაპარაკნენ და ისურვეს ჩემთან ყოფნა. ეს უფრო, ჩემი აზრით, გარეგნობის მიხედვით იყო გადაწყვეტილი რადგან თვლიდნენ რომ მათი საერთო მაჩვენებელი მოიმატებდა თუ ,,ახალ გოგოსთან“ დაამყარებდნენ კონტაქტს და მითუმეტეს თუ ეს ,,ახალი გოგო“ არც ისე ცუდი შესახედაობის არ იყო...
ჩვეულებრივ ამას ეგოისტურ დახარისხებას ეძახიან... ლამაზებისა და მახინჯების თავგანწირულ ომს, რომელსაც მე ცოტა გვიან მივხვდი. აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა ამ შიდა სამზარეულოში, ვერ ვიტყვი რომ სწავლით თავს ვიკლავდი მაგრამ ჩემი მთელი შინაგანი, ფერწერულ ნამუშევრებს, ხელოვნების შესწავლასა და უსაზღვრო ფანტაზიაში გადასროლილ ნახატებს მიჰქონდათ.
სტაბილურობა ჩემთვის უმთავრესი იყო, არ ვიყავი აქტიური ცხოვრების მომხრე.
მაგრამ როცა... შევხედე ჩემ გარემოცვას, ამ თევზის თვალებიან ადამიანებსა და უნიათო საუბრის თემას, ამ შესაცოდ მსოფმხედველობასა და განკითხვას,თავი ერთ პატარა, უსუსურ ჭიანჭველად ვიგრძენი რომელსაც სადაცაა ეს ლამაზთმიანი გოგონა ფეხით მიჭ....ტდა და ეს სავსებით სამართლიანი იქნებოდა.

გადავხედე ჩემ თევზის მსგავს მეგობრებს და გული მეტკინა,რომ მე მათ ამ ტერმინით ვიცნობდი.
ხომ შეიძლებოდა უბრალოდ ნაცნობები ყოფილიყვნენ, კურსელები, გამვლელები, საუზმის გამნაწილებლები... ხომ შესაძლოა არც არავინ ყოფილიყვნენ...
და ვიჯექი აქ, ვუწოდებდი მათ მეგობრებს და საკუთარი თავის მრცხვენოდა რომელიც ამ საოცართმიანი გოგონას წინაშე, ყველაზე დაბალხარისხიანი საქონელივით ყოფილიყო გასასაღებელი...

ფიქრებიდან გამოვერკვიე და მოკუმული ტუჩები ოდნავ გავხსენი

- ნატალი ხომ?-
- კი - თქვა მანაც ჩუმად
- ლექციები როდის გეწყება?-
- ერთ საათში.- აშკარად ძალიან დაიბნა.
- აქ მარტო ყოფნა ძალიან მომწყინდა-ვთქვი და სკამზე გადაკიდული პალტო ავიღე- ცოტა გავიაროთ...

ხელკავი ამოვუდე და ხმაამოუღებლად დავტოვე ჩემი სამეგობრო.
ეს თითქოს უწყინარი ჟესტი, თავადაც მიხვდებოდით როგორი რევოლუციის დასაწყისი იყო.
კოლეჯის ცხოვრება ადამიანებს სისუსტის უფლებას ართმევს.
ჩემ თავს ვერ გამოვუტყდი რა შეიძლებოდა დამმართნოდა, უბრალოდ იმ წამს ისეთი სასიამოვნო განცდა დამეუფლა, მთელი კურსის განმავლობაში რომ არ მიგრძვნია.
ჩემ ,,ახალ გოგონას“ სადღაც მივათრევდი და თან უკნიდან გაკვირვებისა და გაბრაზების მზერა მიწვავდა ტან-ფეხს...


<<

- და ასე უბრალოდ ჩუმად იყავი?-მკითხა განცვიფრებულმა
- ტუჩებმოკუმული-
- არავინ არ გაგილანძღია?
- არასოდეს- ამაყი ნათქვამი გამომივიდა და შემრცხვა.
- მაგრამ არც დაგიცვამს...

ჩემი სიამაყე, ამ სამი სიტყვით თავზე გადამამტვრიეს.

- კი, არც ეგ მიქნია.
ისე დახარა მზერა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს წყვეტდა.
- რას იტანჯავდი თავს მაშინ? უცნაური არ არის?

გავიფიქრე რამდენი რამის დეტალურად განხილვა მომიწევა, თითქოსდა უდარდელი შეკითხვის მიუხედავად და წინასწარ ძალიან დამეზარა. ამიტომაც მაქსიმალურად შევამოკლე
- არ მინდოდა მარტო დავრჩენილიყავი.

დუმილი ჩამოწვა და მანაც როგორც იქნა გახსნა ტუჩები, ჩემკენ შემობრუნდა და მეგობრულად დამარტყა მხარზე ხელი.

- ირინა უბრალოდ გარემოებების მსხვერპლია- ყოყმანით დაიწყო- ყოველთვის იცოდა საკუთარი თავის ფასი, სამაგალითო იყო პირადად ჩემთვის. იმდენ რამეში დამხმარებია და იმდენი განსაცდელიდან დავუძვრენივარ... რაც შვილი გაუჩნდა, აირია და საკუთარი თავი წაერთვა. ადამიანებს ტრაგიკული სიყვარულის ისტორიების მოსმენა კი არ უნდათ, მათი მოსმენის გარეშე განხილვა სურთ რაც მაცოფებს და მინდება ყველაფერი ზედ დავაფარო... ვინც ირინკას არ იცნობდა, ერთხელ მაინც არ ულაპარაკია მასთან, არ გაუსეირნია პარკში, არ უნახავს მისი ცრემლები... აი ყველა... მხოლოდ იმაზე საუბრობდა თუ როგორი გარყვნილი და ,,მიმცემი“ ტიპი არის. უნივერსიტეტის ბიჭებს სხვა რა სჭირდებოდათ? მიზანში ამოიღეს და - ბახ!

ეს თქვა და იმიტირებული გასროლის შემდეგ, თითები კალთებზე დაიწყო.

- ირინა სულ ამბობს რომ მაგრად ჰკიდია რაც ხდება, მაგრამ მე არ . მე ვიცი როგორიცაა და ვერ ვიტან როცა ასეთ რაღაცებს ვისმენ. ეს დამთრგუნველია... ეს ნიშნავს იმას რომ...
- ეს ნიშნავს იმას რომ,შესაძლოა ოდესმე ჩვენც ასე მოგვექცნენ.
- და მე ამის მეშინია-მითხრა გულწრფელად-ძალიან მეშინია.

რამდენიმე წამი ბალახის ზედაპირს ფეხით ვთელავდი და დიდხნიანი დუმილიც მოსაწყენი გახდა.

- სწორედ იმიტომ ვარ სუფთად გამოძვრენილი- შევყოვნდი- მე რომ მაგათთან არ ვყოფილიყავი, ათას რამეს დამაბრალებდნენ.
- ეს რომ ჩვეულებრივი საცოდაობაა, ამჩნევ?
- და რა არ არის საცოდაობა?-ვიკითხე გაკვირვებით-მისმინე ნატალი, ფინანსურად არ მილხინს და პრობლემების სხვა მხრივ დამატებაც მაინცდამაინც ვერ მამშვიდებს... რომ იცოდე ამ ჩემი ცხვირის აბზუებით, როგორ მივქარე, ცოტა რბილად დამელაპარაკებოდი.
- ანუ გინდა თქვა რომ მხოლოდ იმიტომ ცხოვრობ, სხვებმა შენზე არ ილაპარაკონ?

არ ვიცოდი რა მეპასუხა.

- შენი თავის სიყვარულს დაკარგავ. სადღაც ჩაეფლობი, საიდანაც წლებიც რომ გავიდეს და ყველაზე წარმატებულიც რომ გახდე, ვერ ამოისუნთქავ. ყველაფერი ისედაც სასტიკია და ისინი... ვიცი რასაც ვამბობ. რამდენიმე წლის წინ ეგეთები არ იყვნენ, ყველა ცხოვრებამ გააბოროტა...
- იცნობდი?
- დეტალურად ვიცნობდი.

ეს მითხრა და უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე.

- მე მაინც გირჩევ რომ ასე მოულოდნელად არ შეეშვა მაგათ... შენთვის უკეთესი იქნება.
- და ასეთი რა მოხდა?-
- მიხვდები.

მარტო დავრჩი საკუთარ ექსტრემალურ სიტუაციასთან.
გადავწყვიტე პალტო ამეღო და იმ ადგილზე დავბრუნებულიყავი,საიდანაც ავდექი.
ეს განაჩენს გავდა, მთელი ცხოვრება რომ ერთი ოთახის კედლებს ასკდები, თეთრ კედელზე შენი ფეხსაცმლის ნაკვალევს რომ ტოვებ, ირგვლივ ყველაფერს რომ ლეწავ და თან მთელი სულით გწამს რომ ოდესმე ეს მოჯადოებული სივრცე გაირღვევა...
გარღვევის რა მოგახსენოთ, ბრუნვა რამდენიმე წამით შევაჩერე თუმცა ისევ ჩემ ადგილს დავუბრუნდი. იმ ადგილს ყველას რომ გვძულს და მაინც მისკენ მივდივართ.
სიმპათია მოდიოდა იმ ოღრო-ჩოღრო ჩახვევებით,რომელიც ჩემი ახლანდელი უფროსწორად ,,კარგად დავიწყებული ძველი“ მდგომარეობით იყო ცნობილი. შესაძლოა შთამეგონებინა, დამერწმუნებინა, მებრძოლა მაგრამ რამდენიმე წუთში იმ კანონზომიერებას ვერ შევცვლიდი,რომელშიც ერთი წელი გავატარე.
კინო-ფილმებში,მარტივია რევოლუცია, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ ფართხალს გავს.

ის ადგილი საიდანაც ჩემი ზიზღი იწყებოდა, ისევ იმ ვერანდის მაგიდაზე ისხდა, ისევ იგივე ტერმინოლოგიითა და ისტორიებით. ისევ აცრემლებული ისტორიებითა და ფუჭი გარჩევით. ეს არ შეიცვლებოდა, უფრო სწორად ის ადამიანები არ შეიცვლებოდნენ,რომლებმაც რატომღაც გადაწყვიტეს რომ თავად უფრო ღირებულნი არიან... ვიდრე დაბალფასიანი,სირცხვილგამოვლილი და გამოყენებადი ლოგინის გოგოები.


<<


,,ეს არის მიზეზი?“

გრძელ სკამზე ვიჯექი და ფეხები კიდეს მქონდა შემოწყობილი როდესაც გვერდით რამდენიმე ლანდმა ჩამიარა. არ ვიცი, შეიძლება ბევრს გამოუცდია კიდეც მაგრამ შეუხედავად ვიგრძენი გახშირებული სიძულვილი და რატომღაც თავი გვერდით გადავხარე.
ჩემი გმირობის ამბავი, ანუ ის რომ ასე უცერემონიოდ უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული გოგოებისგან გავიქეცი, ეჭვიც არ მქონდა რომ გაორებულ ზიზღს გამოიწვევდა, მიუხედავად იმისა რომ მეგონა მათთან ყველაფერი დავალაგე. ვიხსენებდი დეტალურად იმ დღეს ჩემ საქციელს, ვთქვი ,,თავს მარტო ვგრძნობთქო“-გამოდის მათი იქ არსებობა სიცარიელედ ჩავთვალე და ძალიან უცენზუროდ გადავწყვიტე მათი მიტოვება, ისე თითქოს ჰაერის აირბაგები ჰოფილიყვნენ,რომელიც ცაში თავიდან მოშორების მიზნით გავუშვი. რაც არ უნდა ცუდად მომხვედროდა მათი გამალებული ქილიკი, ყველა კუთხით რომ უარყოფითი მემტკიცებინა, აი ასეთები არიან, ისეთები არიანთქო, ეს საქციელი არც ერთი მახვილი კუთხით, გამართლებული არ იქნებოდა და ასევე პირველად ხდებოდა ორი წლის განმავლობაში როცა ვიღაც გავანაწყენე.
ვიჯექი ფეხებშემოდებული, გასაშლელი შეზლონგის მსგავს სკამზე და ყველაფერ იმაზე ვფიქრობდი, რაც შეიძლება ზოგმა სისულელედ ჩათვალოს მე კი დასასრულად უფრო მიდგებოდა ცხვირწინ.

,, თავს მარტო ვგრძნობთქო“- ეს ფრაზა,ყველაზე მეტად მღლიდა და ოპტიმიზმს მიკლავდა.
რა მოხდებოდა მეთქვა რომ უბრალოდ გასვლა მინდოდა, გავლა, ან რამე ეგეთი... ჰაერის უკმარისობა მაინც მომემიზეზებინა ან ისე მეთამაშა, ვითომ ნატალი ადრე ჩემთვის კარგი მეგობარი იყო. ათასი ვარიანტის გადახლართვა შემეძლო მაგრამ მე მაინც ,,თავს მარტო ვგრძნობდი“...

,,ღმერთო ჩემო“ დამიარა სხეულში, რა მოხდა შემდეგ?...


- შენ ისევ აქ ხარ, მარტოსულო?
გოგოებმა ჩაიკისკისეს. ნინამ (ყველაზე ლამაზმა გოგომ ჩვენ შორის) თვალი ალმაცერად შემავლო და ფეხზე წამოდგა.
- წასვლა არ არის საჭირო-ვუთხარი მტკიცედ- ადამიანი განერვიულებული იყო და მისი დამშვიდება მინდოდა.
- და ჩვენ აქ, მშვიდებს ვგავდით?-
- უბრალოდ მინდოდა დავლაპარაკებოდი და დამემშვიდებინა-ვიმეორებდი და ვიმეორებდი- ეს იყო და ეს.
- და რატომ არ გკიდია ვიღაც ნატალი,როგორ ხასიათზე იქნება?
- თქვენზე რომ ასე ელაპარაკა ვინმეს,რომელიმეზე, ერთმანეთს არ დაიცავდით?
- რა თქმა უნდა-ნინა დარწმუნებული ჩანდა მაგრამ უკანასკნელი ადამიანიც კი დაინახავდა მის თვალებში აშკარად გამოხატულ სიცრუეს.
- მაგრამ შენ დაგვამცირე- რუსა ჩემკენ გადმოიხარა და სიგარეტი სახეში შემაბოლა.
ვხვდებოდი რომ სიტუაცია ასე მარტივად არ ლაგდება და ზოგჯერ აუცილებელიც კია -ნაგავი იყო.

- ირინკა რომ *ოზია ამაში ორი აზრი არ არსებობს, თავადაც მინახავს როგორ ეტორღიალება ყველას და სულ ქვემოთ უძვრება. ეს ფაქტია,რომელიც არ შეიცვლება და ნამდვილად ცუდიც... თუმცა ვიცი რაც არის როდესაც საუკეთესო მეგობრის მსუბუქ საქციელებს აწყდები, მისი დაცვა გინდა, ნებისმიერ შემთხვევაში... ამიტომ გავუგე იმ გოგოს, მეც გამოცდილი მაქვს ეგ რა არის... თქვენც ცოტა სხვა კუთხით უნდა მიუდგეთ...
- რა კუთხით?-მკითხა რუსამ რომელიც აშკარად მოლბობილიყო
- წარმოიდგინე- ვუთხარი და მაგიდაზე მდგარი ჭიქა წინ მივუცურე- ეს ჭიქა იმ ადამიანმა გაჩუქა, ყველაზე მეტად რომ გიყვარს ამქვეყნად. უცებ აღმოჩნდება რომ სხვაგან გიწევს საცხოვრებლად გადასვლა და შემთხვევით ეს ჭიქა, შენ ძველ სახლში გრჩება... მეორე დღეს ნივთი მოგდის,რომელიც აშკარად ბინის ახლანდელი მფლობელების გამოგზავნილია, დაბნეული ხსნი და ხედავ რომ არც ბომბია და არც ნარკოტიკი, ის ჭიქაა რომელიც ასე ძალიან გიყვარდა და რატომღაც სადღაც ჩატოვე.
დაეჭვებული აკვირდები, ხელში ატრიალებ, სახლში შეგაქვს... მაგიდის ცენტრში დებ, თავად მეორე ბოლოს ჯდები და ფიქრობ...
- ჭიქაზე?-
- ჰო... ჭიქაზე. წყლის მადუღარა წივის, მშვიდად თიშავ, თაროდან სხვა ჭიქას იღებ და ყავას ასხამ...
- და რატომ არა იმას?- თქვა აზარტში შესულმა რუსამ- ვგლისხმობ, შენი საყვარელ ჭიქას რატომ არ იყენებ?
- ჭკვიანური კითხვაა-ვეუბნები ღიმილით- ფიქრობ, იქ რომ იდგა, იმ უცხო ადამიანებში, გაურკვეველი ფინანსური მდგომარეობის, მენტალიტეტის, ჰიგიენის და ა.შ... მოკლედ იმ ,,იქს“ ოჯახში,რომლის შესახებაც არაფერი იცი... უყურებ ჭიქას და ფიქრობ...
- რას ფიქრობ კი მაგრამ?!
- ,, იქნებ მათაც გამოიყენეს“- ვთქვი ჩუმად- ,,იქნებ რომელიმე ბინძურმა ბომჟმა, ჩაი მიირთვა“.

გოგოები მიჩუმდნენ, მე ვაგრძელებდი

- უნებურად ზიზღი გიჩნდება, ან იქნებ სავსებით ბუნებრივადაც და იმაზე აღარ ფიქრობ ,,იქნებ და ხელი არც არავის უხლია...“ შენი მთელი გონება, მხოლოდ იმ აზრითაა გავსებული,რომ ვიღაც უცხომ,რაღაც ძალიან ძვირფასი მიითვისა,რომელიც შენ, სავსებით სამართლიანად აღარ გჭირდება...
სწორედ ამის თქმას ვცდილობ. იმას არ ვამბობ რომ მეგობრები ჭიქებს გვანან. სიტუაციაა ერთი მნიშვნელობის. ქვეცნობიერად ეჭვიანობ და ბრაზდები,როცა მას სხვის თითებში წარმოიდგენ... ის შენთვის მაინც ის ძველი ჭიქა იქნება, იმ ადამიანის საჩუქარი რომელიც ასე გემახსოვრება გამუდმებით... იმ ტკბილი და შაქრიანი სითხის მსგავსი... როცა შეხედავ, სითბოს იგრძნობ,მელანქოლიას. მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ვეღარ გამოიყენებ, უცვლელი რჩება...
რადგან რაც არ უნდა მნიშვნელოვანები ვიყოთ, მრავალჯერადი საკუთარი თავი აღარ გვჭირდება.



№1  offline წევრი sopo_sopuna

,,გულწრფელობის საღამოს" გაგრძელება არ ექნება? :(

 


№2  offline წევრი gvanc(a) 15

sopo_sopuna
,,გულწრფელობის საღამოს" გაგრძელება არ ექნება? :(



კი აუცილებლად.
ცოტა მუზამ მიმტყუნა მაგ ამბავში...


ამას რომ მივიყვან ბოლომდე, სრულად დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent