შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლში მტერთან(ნაწილი 1)


11-05-2017, 01:35
ავტორი Salome5
ნანახია 5 215

სუიციდი. ყველაზე დიდი სიმხდალე, როდესაც მის გარდა ვერაფერზე ფიქრობ და გგონია რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. ვდგავარ სახურავზე და ცხოვრებაზე ვფიქრდები. მიღირს კი ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი მიწაში ჩავწვე და დავლპე? ბევრი ტკივილი შემხვდა, მაგრამ იყო ბედნიერი დღეებიც, მეგობრები და.. და ალექსანდრე. კიდეზე ვდგავარ ერთი ნაბიჯიც და დამთავრდება სამუდამოდ..
1თვით ადრე
-ლილე, შვილო, დაუჩქარე თორემ დაგაგვიანდება.,,,ყოველდღე ერთი და იგივე, დედაჩემის ტკბილმა ხმამ გამაღვიძა ისევ. თავი გაჭირვებით წამოვწიე.
-მოვდივარ, დედა,,,წამოვიზლაზნე და აბაზანაში გავედი. სწრაფაად მოვწესრიგდი ჩანთა ავიღე და ჩუმად გავიპარე გარეთ. კარები გამოვაღე და მერე მივაძახე დედაჩემს.
-დე, წავედი მე.
-ეგრე როგორ შეიძლება არ გისაუზმია, მოდი ახლავე ისე ვერ გაგიშვებ.,,დაფაცურდა უცებ. ხო ვიცოდი რა მისი ხასიათი, სწრაფად გამოვედი და კიბეებზე დავეშვი. უკვე 10წელი გავიდა რაც მამამ მიგვატოვა და მე და დედა მარტო ვცხოვრობთ. თავიდან საშინლად გამიჭირდა, დეპრესიაში ჩავარდი და როგორც ფსიქოლოგი ამბობდა, ,,სუიციდისკენ მიდრეკილი'' ახლაც ასეთი ვარ დროის უმეტეს ნაწილს მარტო ვატარებ და მხოლოდ რამდენიმე მეგობარი მყავს. სკოლაში შესვლის მიუხედავად ყურსასმენები არ მომიშორებია, ბოლო მერხზე დავჯექი და წიგნი გადავშალე. მეხადინეობაზე თავს არ ვიკლავ მაგრამ წელს ბოლო წელია და წავუმეცადინებ ხოლმე ხანდახან. კლასს თვალი მოვავლე და მონიკა რომ ვერ დავინახე გული დამწყდა. ჩემი საუკეთესო მეგობარია და მის გარეშე ამ სკოლაში ვერ ვძლებ ვითუმეტეს ამ ჩემს იდიოტ თანაკლასელებთან ერთად. მთელ დროს მობილურებში და მაკიაჟში ხარჯავენ და თანაც ადამიანი რომელიც არ კითხულობს წიგნებს არაფერს ნიშნავს ჩემთვის! გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარა და სახლში წავედი. გზაში მონიკას დავურეკე.
-ხო, ლილუ, გისმენ.
-გოგო, სად ხარ? რატო არიყავი სკოლაში დღეს?
-შემეზარა წამოსვლა, მოხდა რამე საინტერესო?
-არა, რაუნდა მომხდარიყო. ხოიცი შენ როარ ხარ სულელივით ვზივარ ხოლმე.
-ხო ვიცი,,გაიცინა,,არგინდა დღეს კლუბში წავიდეთ.
-მაკა არგამომიშვებს ხოიცი როგორია,,,ამოვიწუწუნე ნაღვლიანად.
-კარგი რა მოატყუე რამე, ვითომ ჩემთან რჩები სამეცადინოდ.,,,დავფიქრდი, მაგრამ დედის მოტყუების უფლება არმომცა სინდისმა. თანაც რა საქციელია ეს ტყუილი ჭკვიანი და დამჯერი გოგო ასე არ მოიქცევა.
-კარგი, მოვიფიქრებ რამეს,,,ჩავძახე სიცილით და გავუთიშე. მთელი გზა ვფიქრობდი რა მომეტყუებინა მაკა მშობელისთვის. დედაჩემი ჭკვიანი ქალია და ადგილად ვერ მოატყუებ. ბოლოს რაღაც სისულელე მოვიგონე მეცადინეობაზე და სახლში შევედი.
-დედა, მშიააა,,,დავიყვირე ბოლო ხმაზე.
-რა გაღრიალებს, გოგო, გამისკდა გული,,მისაყვედურა დედამ და საჭმელი დამისხა.
-ეს ბორში, დედა, კარგი რა ყოველ დღე ბორში არ მოგბეზრდა? თანაც სკოლიდან მოსულს შინ ბორში რომ მხვდება ყოველდღე ჩემი უფლებების შელახვაა იცოდე.,,,ისე ვთქვი თითქოს ძალიან მისმენდეს. დღეს გაიგონებს ხვალ კი ისევ ან ბორში დამხვდება ან რამე წვნიანი.,,,დედა, შენ გელაპარაკები არ გესმის?,,,,ხელი ცხვირწინ ავუფრიალე.
-რაო რას ამბობდი?,,,გამოფხიზლდა უცებ.
-დედა, რაღაც უცნაურად იქცევი და სულ დაბნეული ხარ. რამე მოხდა?,,ეჭვით გავხედე.
-არა, რაუნდა მომხდარიყო ჩავფიქრდი უბრალოდ,,,ჩაიბურტყუნა დაბნეულად.
-იცი დღეს მე და მონიკა მეცადინეობას ვაპირებთ და შეიძლება მასთან დავრჩე?
-კი, რათქმაუნდა.,,,იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ უარს მეტყოდა უცებ ვერ გავააანალიზე რომ დამთანხმდა თანაც ასე იოლად. ის ხომ არასდროს მტოვებდა სხვებთან რა ეტაკა ასე უცებ? რაღაცას მიმალავს.
-მართლა მეუბნები?
-კი, რა გაგიკვირდა? ერთი დღე არაფერი უჭირს.
-მაკა, რაღაცას მიმალავ.,,არვიშლიდი ჩემსას.
-რას უნდა გიმალავდე, რას დაიჩემებ ხოლმე. მაგიდა აალაგე რომ შეჭამ მე საქმე მაქვს.,,,გავიდა. არა რაღაც სჭირს ამ ქალს, სულ ვიღაცას წერს და როცა ურეკავენ დაბნეული გადის გარეთ. მე კიდევ ეჭვები მღრღნის დედაჩემი 36წლის ლამაზი ქალია და თაყვანისმცემლები დღემდე არ აკლია. მთელი საღამო ამაზე ვიმტვრევდი ტვინს.
-ლილე, მე ცოტა ხნით უნდა გავიდე. მე და ეკა ფილმის სანახავად მივდივართ კინოში.,,,ოთახში გაპრანჭული მაკა შემოვიდა. კიდევ უფრო დავეჭვდი, გული ცუდს მიგრძნობდა.
-ასე გაპრანჭული? თანაც ასე გვიან? შუაღამეა უკვე,,ალმაცერად გავხედე.
-რამოხდა თუ თავი მოვიწესრიგე? ჭკვიანად იყავი და დამირეკე მონიკასთან როცა მიხვალ.
-კარგი,,ოთახიდან გავიდა და მეც სწრაფად წამოვხტი. ქუჩაში ტაქსი დავიჭირე და უკან გავყევი. შეიძლება არასწორად ვიქცევი, მაგრამ ამის მიზეზიც მაქვს. მანქანა რესტორანთან გააჩერა და გადავიდა. ცოტა ხანი დაველოდე სანამ შევიდა, მძღოლს თანხა გავუწოდე და გადავედი. შესვლისთანავე დედაჩემს დავუწყე ძებნა. ვიღაც კაცთან ერთად იჯდა მაგიდასთან. ადგილს მივეყინე, აი რასაც ვეჭვობდი და მეშინოდა ყველაზე მეტად. ბოლო წვეთი იყო ბეჭდის დანახვა, ნერვებმა მიმტყუნა და გიჟივით მივარდი მომღიმარ წყვილს.
-დედა!,,დავინახე როგორ ეცვალა ფერი დედაჩემს ჩემი დანახვისას.
-ლილე, აქ რას აკეთებ?
-მე რას ვაკეთებ? მე კიარა შენ რას აკეთებ დედა. ჩემზე საერთოდ აღარ ფიქრობ ხომ? გინდა შენც ისევე მიმატოვო როგორც მამამ.,,ცრემლები გადმომცვივდა, უკვე ისტერიკა მეწყებოდა.
-შვილო, სახლში ვისაუბროთ. აქ ყველა ჩვენ გვიყურებს.
-არ მაინტერესებს, გაიგონ მერე ყველამ გაიგეთ,,ახლა მათ მივუბრუნდი,,დედაჩემმა ფეხებზე დამიკიდა და ამ კაცს მიყვება ცოლად.,,ბოლო ხმაზე ვიყვირე და იმ კაცზე ვანიშნე.
-ამ კაცს სახელი აქვს, ავთანდილ შურღაია,,,ხელი გამომიწოდა. მისი ჩამოსვლა დავაიგნორე და ისევ დედაჩემს მივუბრუნდი.
-არაფერს მეტყვი?,,უკვე ვტიროდი.
-შვილო, სახლში ვილაპარაკოთ გთხოვ.,,,გავყევი. სახლში მისვლამდე ხმა არ ამოგვიღია. ჩემთვის უხმოდ ვტიროდი, სახლში მისული მაშინვე ოთახში შევარდი.
-ლილე, მოიცადე...რას ჰგავს შენი საქციელი? ასე გაგზარდე? უფროსებთან თავხედობა და ეს სცენები მთელი ბათუმი ჩვენზე ლაპარაკობს.
-ილაპარაკოს, საერთოდ არ მაინტერესებს. ეს როგორ გააკეთე დედა. ჩემზე არფიქრლბ.
-მე არ ვფიქრობ? მთელი ცხოვრება შენ შემოგწირე. შენი ასაკისას უკვე შვილი მყავდა და ვუვლიდი მთელი ახალგაზრდობა შენ შემოგწირე. მამაშენმა როცა მიგვატოვა მარტოს გზრდიდი,ჩემს მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდე.,,,სევდიანად გამომხედა.
-დედა, გადი. მარტო მინდა დარჩენა და დაფიქრება.,,,მაშინვე დამტოვა. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და გარეთ გავიხედე. მინდოდა გამეგო მაკასთვის გამეგო მაგრამ ეგოიზმი არ მაძლევდა ამის საშუალებას. მამა რომ დაბრუნდეს? ვიცი საუკეთესო მამა არ არის მაგრამ მაინც დაბრუნდება. მე ხომ მისი შვილი ვარ, ასე ვერ მიმაღოვებს და როცა დაბრუნდება დედა გათხოვილი არუნდა დარჩეს. არავითარ შემთხვევაში, არმინდა მამის დაკარგვა. რაც არუნდა იყოს მამაჩემია, ყველაზე საშინელი ადამიანიც რომ იყოს მთელს სამყაროში მაინც მამაჩემად დარჩება და ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის. უცებ ფეხზე წამოვიჭერი, ზურგჩანთა ავიღე და ტანსაცმელი ჩავყარე. კიდევ რამდენიმე პირადი ნივთი, ფული და მობილური. გარეთ ფეხაკრეფით გავედი, მაკას ოთახიდან ლაპარაკის ხმა გამოდიოდა. ალბათ ,,იმას'' ელაპარაკება,დავიმანჭე და სახლიდან გავედი. უკვე თენდებოდა. ჭავჭავაძის ქუჩიდან ბენზემდე ფეხით ჩავედი. საშინლად დავიღალე და თუ გავითვალისწინებ იმას, რომ თბილისში უნდა ჩავიდე და თანაც ფული მგზავრობისთვისაც არ მეყოფა სხვა გზით უნდა ჩავიდე მამაჩემთან. ტროტუარზე დავდექი და შემხვედრ მანქანას ხელი დავუქნიე. რამდენიმემ საერთოდ არ გამიჩერა, ბოლოს ერთმა მანქანამ გააჩერა შუახნის მამაკაცი იჯდა.
-გაგიყვანო ლამაზო?,,ეშმაკურად მიყურებდა. მისი მზერა არ მომეწონა და უარი ვუთხარი.
-არმინდა, ველოდები.,,ზურგი ვაქციე მაგრამ არ მომეშვა.
-შენისთანა ლამაზ გოგოს უმაღლეს დონეზე მოვემსახურები, მითხარი სად მიდიხარ და წაგიყვან.,,თავიდან ბოლომდე შემათვალიერა.
-ველოდები მეთქი ვერ გაიგე? გაიარე რა.,,,აჩქარებული მოვშორდი მანქანას. მივხვდი რომ უკან მომყვებოდა. წინ მომავალი ბაიკერი შევნიშნე და მაშინვე ხელი დავუქნიე. გააჩერა თანაც ისე, რომ კინაღამ გადამიარა.
-იდიოტო, თვალში ვერ იყურები? ლამის გადამიარე,,,გავკაპასდი მაშინვე. ჩაფხუტი მოიშორა და შავი თვალები მომანათა.გავხევდი, ისეთი სიმპატიური იყო. შავი თვალები, სწორი ცხვირი და მოკლედ შეჭრილი თმა და.. ღიმილი. ერთი შემომხედა თავი გვერდით გადაწია და გაიცინა. ისეთი საყვარელი იყო.
-ამ იდიოტს ალექსანდრე ქვია, ალექსანდრე დადიშქელიანი.
-მგონი არ მიკითხავს,,ცივად ვუპასუხე. წამოდგომაში მომეხმარა, ჩაჭიდებული ხელი მოვაშორებინე.
-დაგეხმაროთ?,,იმ კაცის ხმაზე გააცია. თურმე ამდენი ხნის განმავლობაში გვაკვირდებოდა.
-ყველაფერი რიგზეა, ჩემი შეყვარებულია,,ალექსის გაოცებული მზერა დავაიგნორე და ჩავეხუტე. ჩემზე გაცილებით მაღალი იყო და ფეხის წვერებზე ავიწიე. თავიდან დაიბნა, მერე თვითონაც მომხვია ხელები წელზე.
-წავიდეთ, საყვარელო?,,ავხედე. ისე კომფორტულად ვიყავი მის დაკუნთულ სხეულზე მიწებებული მოშორება არ მინდოდა.
-რათქმაუნდა, ს ა ყ ვ ა რ ე ლ ო,,დამიმარცვლა ირონიული ტონით. ჩაფხუტი მომაწოდა და უკან დამისვა. ხელები ძლიერად მოვხვიე ბეჭებზე. მთელი სიჩქარით მივქროდით. არვიცოდი ვისთან ერთად და სად მივდიოდი, მაგრამ არც ვფირქრობდი ამაზე. ბოლოს გააჩერა და გამომხედა.
-არ იტყვი სად მივდივართ?
-თბილისში მინდა ჩასვლა.,,მოკლედ მოვუჭერი.
-მაშინ გაგიმართლა მეც თბილისში მივდივარ და წაგიყვან.
-ხო მართლა წეღანდელზე ბოდიში, სხვა გზა არმქონდა ის კაცი ამეკიდა და ვეღარ მოვიშორე.,,თავის მართლება დავიწყე.
-ეგ არაფერი,,გამიღიმა,,ასეთი ლამაზი გოგო თუ ჩაგეხუტება ამაში ცუდი არაფერია,,ირონია დავიჭირე მის ხმაში.
-არც ვაპირებდი უბრალოდ სხვა გზა არმქონდა. თორემ საერთოდ არ მინდოდა ვიღაც ბიჭს ასე ჩავხუტებოდი,,ისე ვთქვი თითქოს ცოტა ხნის წინ მე არ ვინატრე ნეტავ ასე დავრჩე სამუდამოდ თქო. ერთი გაიცინა და სახეზე ჩამოვარდნილი კულული ყურს უკან გადამიწია.
-კარგი ასე იყო, სხვა დროს ეგრე ძლიერად აღარ მომიჭირო ხელები თორემ გამგუდავ. ხუჭუჭა,,,ხელი კიდევ ერთხელ დამისვა აწეწილ თმებზე, თვალი ჩამიკრა და მალევე მთელი სიჩქარით მოვწყდით ადგილს. მისმა სუნამოს სურნელმა გამაბრუა. თვალები დავხუჭე და მთლიანად შევიგრძენი მისი კანის სითბო.
პ.ს აი დავბრუნდი დაპირებული ისტორიით. იმედია მოგეწონებათ, შემდეგი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ველოდები კომენტარებს. თქვენი სალი



№1  offline წევრი Salome5

რაღაც კიარა ძალიან ბევრი შეცდომაა smile ცუდად ვგრძნობდი თავს. ვეცდები იმედები არ გაგიცრუო heart_eyes და მადლობა <3

 


№2  offline წევრი Salome5

ბოდიში დაგვიანებისთვის. ზოგადად უპასუხისმგებლო არ ვარ, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს. წერა დავიწყე უკვე და საღამოს დავამთავრებ, მადლობა ვინც ელოდებით და კითხულობთ <3 <3

 


№3 სტუმარი Guest თეო

მომეწონა ძალიან

 


№4  offline წევრი Salome5

Guest თეო
მომეწონა ძალიან

heart_eyes

 


№5 სტუმარი ფდჰგფგგჰ

ძალიან ძალიან მაგარია

 


№6  offline წევრი Salome5

ფდჰგფგგჰ
ძალიან ძალიან მაგარია

მადლობა❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი Yagami

ეს ის თურქული სერიალი არაა?
შინაარსი აიღე?
ჭკვიანურია

 


№8  offline წევრი Salome5

გაცნობის იდეა ჩამიჯდა ჭკუაში და გამოვიყენე, მაგრამ თუ დანარჩენ თავებსაც წაიკითხავ მიხვდები რომ სულ სხვა შინაარსისა იმ სერიალისგან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent