შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მინდა ლურჯ ცის კიდეზე


15-09-2016, 20:57
ავტორი Kristy
ნანახია 1 900

ცხოვრება მინდა ლურჯ ცის კიდეზე,
რომ დავემალო დროის მარწუხებს
და ახლა ვდგავარ გზაჯვარედინზე
ლოცვით დაღლილი და არ მაწუხებს,

ქაოსის ფერებს სიჩუმით ვხატავ,
დუმილი ნიღბავს ტრფობის ჭრილობებს,
რადგან ოცნებებს სულივით ვკარგავ,
როცა ვეხები გაცვლილ პირობებს,

ქარიშხალს უხმობს სულის ქაოსში
შემორჩენილი საღი გონება
და სამშვიდობოდ დაწყებულ ომში
ვხედავ, გაჭირდა უკვე მოგება!

თვალი დახუჭა უპირობობით
დროგამოცლილმა უხმო სინდისმა,
რადგან ცნობების ფერადი ღობით
ვერ შეინიღბა შენი ბინდის ხმა...

იცი? მახარებს დღეს არაფერი,
რადგან არ დამრჩა არაფრის ნება
და არ შემომრჩა არცერთი ფერი,
რომ მიკარნახოს გამოღვიძება,

შავეთს ავყევი უცხო თამაშში
და ფსონად დავდე ჩემი სიმშვიდე,
ახლა კი ვეძებ ადგილს ფარაში,
რომ დავიბრუნო ძველი სიფხიზლე!

ღალატის სურნელს იყნოსავს გული
და როცა ფიქრებს დარდი შემოსავს,
გაგიკვირდება, ერთხელ წასული
დღეს შემცივნებულ ფიქრებს რომ მოსავს,

ჩამოგორდება უმანკო ცრემლი
და შეაწუხებს დაღარულ ღაწვებს,
აღიმართება ამაყი გრდემლი,
თავს არ დაუხრის მძინარე ნაძვებს...

ვგრძნობ, რომ მშვიდობა თავად არ მოვა,
როცა იწყება ფერების კერვა,
რომ გვიანია მაშველის ხმობა,
თუკი დაიწყო ცხოვრებამ ღელვა

და მეჯიბრება უდროო დროის
ვედრებასავით მორჩილი წამი,
რომ შემომჩივლოს თამამი გრძნობის
დაუდგენელი, უნიღბო ჟამი:

რათა ვცხოვრობდე ლურჯ ცის კიდეზე,
რომ დავემალო დროის მარწუხებს
და ახლა... ვდგავარ გზაჯვარედინზე
ლოცვით დაღლილი და არ მაწუხებს!



№1 სტუმარი Magda

საოცრება ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent