გიჟი ექიმი მატარებელში (10 თავი)
-შენ... შენ აქ რა გინდა?-გაკვირვებული შეყურებდა ნუცა ლექსოს -ჰმმ ძმაკაცმა დამირეკა ერთი გოგოაო და...-ნუცამ შეაჩერა -გაჩერდი არ მაინტერესებს-ყრუდ ამოილაპარაკა და წამში ბაგეებზე იგრძნო შეხება. არა ზუსტად ეს ჭირდებოდა ახალა ნუცას და თითქოს ერთიანად დაიწვაო. ეჯიკავებოდა ლექსოს...ბოლოს კი თავი დაიხსნა -ეგ მეორეჯერ აღარ გაბედო-ცხვირწინ თითი აუფრიალა -რომ გავბედო?-ქვევიდან ამოხედა -განანებ-თვალები დააბრიალა და მისაღებში გავიდა. როგორ ვერ იტანდა ცუდად ყოფნას მაგას ერჩივნა სადმე მიწას ჩაეატანა. მისაღებში რომ მოწყინდა სამზარეულოში შევიდა და ერთმანეთზე აყუდებულ ნიკოს და კატას რომ შეხედა სიცილი ვერ შეიკავა და ჩაიკეცა. -ვაიმეეეეე ცუდად ვარ-ცრემლებს იწმენდდა -აუ ნუცა რა ხო შეიძლება მომენტი არ გამიფუჭო?-შემოუღრინა კატამ -ვაიმე შენი ჭირიმე რა-ასე კისკისით გავიდა და კიბებიზე რომ ავიდა კუთხიდან ვიღაცამ ხელი გამოყო და სხეულზე აიყუდა. -შენ რა გადა...-პირზე ხელი ააფარა ლექსომ -შენნაირი ლამაზი ტუჩები ქონდეს და ასეთი სისულელეები ამოსდიოდეს არ გამიგია-სასაცილოდ დაბრიცა ტუჩები ლექსომ. ,,ოღონდ ახლა მაკოცე“-ეს იყო ფიქრი ნუცას გარყვნილი ეგოსი. -რომ გაკოცო რას იზამ?-ჩაეკითხა ბიჭი ნუცამ კი სასაცილო ზმუილი ამოუშვა -ააა მაკოცებ?-გაეღიმა ბიჭს-ძალიან კარგი ახლავე-და წაეტანა გოგოს ტუჩებზე. ნუცას არ უნდოდა შეწინააღმდეგება მაგრამ წრინციპებს ხომ არ უღალატებდა? ადგა და ერთი მოსცხო თუმცა არ გაჩერდა ლექსო და იქამდე კოცნიდა სანამ ნუცას არ შეატყო რომ აღარ ყოფნიდა ჰაერი. -საოცრება ხარ-ეს თქვა და ოთახში შევიდა. იმ ღამეს ნუცას სასწაულად ეძინა სად ახსოვდა ვინმე საერთოდ? ამ წუთას ლუკა მისთვის ერთი დიდი შავი წერტილი იყო. ის არ იყო მისი მხიარული და საყვარელი ძმა ის არ იყო თავისი ,,ლუტა’’ და თვითოდ არიყო ლუკას ,,ნუტა’’ ასე ეძახდნენ ბავშვბობაში ორი ჩლიფინა ერთმანეთს. დილით თორინიკეს ღრიალით დაიწყო. სპირტული შავი შარვალი და ზოლიანი ზედა გადაიცვა თმის შეკვირთ დაუყვა კიბეებს და სიცილი ძლივს შეიკავა თორნიკეს დანახვაზე. -რა მოგივიდა-ძლივს აბლუყუნდა ნუცა -შენს საყვარელ დას სტაფილოსფერი არ უყვარს-ეს თქვა და ღრენით გავიდა ოთახში. ნატა -რამე გეგმა მინდააა. -არა აქეთ-იქით რას დავპოწიალებ? საათნახევარი ჩემს თავს გიჟივით ველაპარაკებოდი. -ხო რათქმაუნდა-ბედნიერმა წამოვიძახე და ჩემი თმისთვის განკუთვნილი იასამნისფერი საღებავი ამოვიღე. ჩუმად გავიპარე და მის ოთახის კარზე დავაკაკუნე. -შეიძლება?-თავი შევყავი -მოეთრიე-ცალყბად გამიღიმა -აუ თოკაააა-გავიწელე. ლოგინზე გვერდით მივუგორდი და თავი მხარზე დავადე -ჰოუ-ვაიმე როგორ მიყურებს ამას ეგ როგორ ვუქნა გავიფიქრე ჩემთვის -შეგიძლია ალუჩა ამომიტანო?-კატის თვალებით შევხედე -აუუუ შენ რა-აბუზღუნდა -მე ძაან მერიდება ამ შორტებში თან სირცხვილია რას იფიქრებენ-ტუჩები გავბუსხე -ხო კაი-სწრაფად გადახტა ლოგინიდან და გავიდა. -ესეც ასე-ჩავისისინე და ძებნა დავუწყე. კარადაში ისე ქონდა დალაგებული ყველაფერი შემრცხვა მალე მივაგენი შამპუნს და შიგ ჩავასხი საღებავი. თოკას ისევ ისე დავხვდი თან ლეპტოპში ფილმებს ვეძებდი. -რას შვები ქერა?-ლოგინზე ისეთი დაეცა ლამის გადავვარდი -ეე რიჟა ცოტა ნელა-ცხვირი ავიბზუე-სადა ცემი ალუცაააა?-ენა მოვიჩლიფე - აი აქოო-ხელში დაჭრილი პარკი მაჩვენა -ვაიმე მომე მალე-წამოვფრინდი და უნდა წამერთმია ზედ რომ დავეცი -ეეე ეგ რა წესია?-ავბუზღუნდი მე -ჯერ რაღაც უნდა გააკეთო?-ჭინკებათამაშებული თვალებით გამომხედა -ჰე მალე ამოღერღე-ლოგინზე წამოვჯექი -მაკოცე-მითხრა გამომწვევად -რა პრობლემაა-გავიცინე და თვალები რომ დახუჭა ლამის იქვე ავხარხარდი დრო ვიხელთე ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და ალუჩაც ავაცალე - 2-1 პატალააა-გავუცინე და ლოგინზე წამოვგორდი -მასე ხო-მომვარდა და იქამდე მიღიტინა სანამ ცრემლები არ წამომივიდა -ვუყუროთ რამეს?-მკითხა და წარბები ამითამაშა -ხო აბა რააა-თავი დავუქნიე. კარგა ხანს ვუყურეთ მერე ვერც გავიგე როდის ჩამეძინა მხოლოდ დილით გამაღვიძა თოკოს ლოგინში ღრიალმა და აშკარა ჩემი დის სიცილმა. უკვე ვიცოდი რაც ხდებოდა. ფრთხილად დავუყევი კიბეებს და თორნიკეს დანახვისას ლამის იქვე ჩავიკეცე. წელზე შემოხვეული პირსახოცი ხელით ეჭირა სველი ფლოსტებით დაჭყლაპუნობდა და თან ეს იასამნისფერი თმა ისე უხდებოდა ამ ლენჩს ლამის მივვარდი და ღერა-ღერა დავუკოცნე თმები. ოოო მაშინ გავშეშდი ჩემს წინ მუქი ლურჯი თვალები გაბრაზებული რომ მიმზერდა უცებ ქვევით ჩავიხედე და აქ ამის 8 კუბიკი მეუბნებოდა ,,მოდი შემეხე“ ერთი კი გავიფიქრე ,,შევეხებითქო“ მაგრამ ვინ გაცადა ორანგუნტანის სველ მხარზე მოკიდებული გაურკვეველი მიმართულებით მივრბოდით. მაშინ გავიაზრე სად მივრბოდით, როცა შიდა სააბაზანოს წინ მდებარე კედელზე ჩამოკიდებული თაროები დავინახე. -არააა თორნიკე გთხოვ-ვეხვეწებოდი იქამდე სანამ სააბაზანოს კარი არ შეგლიჯა არ ჩამსვა კაბინაში და თავზე მისი შამპუნი არ დამაცალა. რა მანაღვლებს მე მაინც უნდა შემეღება, მაგრამ ვაი კარგ ფერზე თუ არ დამაჯდა. 1 საათიანი ბრძოლის შემდეგ აბაზანაშ შემოყრილი ბავშვების სიცილისა და ლექსოს ბებიის ქეთოს ქოთქოთის შემდეგ იმასთან დაკავშირებით, რომ ცოდო ვარ სველი მივფრატუნებ ოთახისკენ. გამოვიცვალე, დავივარცხნე და ჰოი საოცრებავ ჩემი თმა მადონას თვალს (ვხუმრობ) გავს. ოქროსფერი კულულები სასაცილოდ რომ მეყარა ახლა იასამნისფერია და ძაანაც მიხდება. აუ არადა ისე დამენანა ჩემი დალალები ტირილი დავიწყე. შუადღეზე ორი ისამნისფერი წერტილი ერთმანეთის გღვერით ვჭამთ მერე კი ორანგუნტანი ლექსოს მიყვება და ოთახში შედიან. მე რის ნატალია ახალაია ვარ რამეში ცხვირი თუ არ ჩავყავი ხოდა შევუვარდი ოთახში. იჯდა თორნიკე და გაბრაზებული ბურტყუნებდა. -ეგ ალქაჯი რა გამიკეთა პროსტა შეხედე-თმაზე ხელს იკიდებს და ლამის ლექსომ მის თმასთან ერთად ხელზე არსებული ვითომ ბეწვიც მიაყოლა. -აუ თორნიკე მოისვენე სანამ მაგრად გცემე-შეუბღვირა ლექსომ -ეიიიიი მეც აქ ვარ-გავეკრიჭე მათ -როგორ გამახარე-ჩაიბურტყუნა წერეთლის ძემ თორნიკემ -ზა ტო ია მიხარია-ეს ის რუსულია რაც მე ვიცი ამას კიდე თუ რუსული ქვია და თან აქცენტს ვიდებ მტრისას. ამის თქმა და ლექსოს ხელის გაკვრა ერთია. -ვაიმე ლექსო რა ქენი?-დაიბღავლა ნიკამ და სარკეში ჩაიხედა. ახლა გული წამივა. იცით რა სიმპატიურია? სასწაულად. მისი სწორი ლამაზი ცხვირი, დიდი ტუჩები, გადახოტრილი თმა და ცალ წარბზე ლამაზად ჩამოსმული მანქნაიდან აი შრამები რომაა ისეთი აპარსული. ვერ ავღწერ ალბათ ახლა მაგრამ ულამაზესია ,,ჩემი თოკა“ ეს მე ვთქვი მაგრამ არ ვიმჩნევ. ერთი შეიკურთხა და ოთახიდან გიჟივით გავარდა. -აუ ლექსო რაღაც უნდა გთხოვო-ყელი გამოვიწელე -რაგინდა ლამასო-გამეკრიჭა ისიც -თმა შემჭერი რა-სკამზე დავჯექი -რა გაგიჟდი?-გაკვირვენულმა გამომხედა -წარბზეც მასსავით მინდა-სასაცილოდ ვუთხარი და მანქანა ჩავურთე. ერთი საათის პოტიალის შემდეგ სარკეში ისეთი ბედნიერი ვიხედებოდი გეგონებოდათ მსოფლიოში რეკორდი დავამყარე. -ჩემი ბუნჩულა-ლექსოს სასწრაფოდ ჩავეხუტე და ოთახიდან გავვარდი. აბა გამოიცანით ვინ შემეჩეხა კოლიდორში. -ვაიმე შენ მოგიკვდი მე ჩემომლამაზო გოგო რა გიქნია თავისთვის-აქოთქოთდა ქეთინო. ჰაჰ ესააა სვანი და მე ქუთეისელი სიმონ? -არაფერია ქეთო ბებო თმა შევიჭერი-მხრები ავიჩეჩე -ბოვშვებო მოდით აქანე-გაჰკივლა ქალმა და მაშინვე მათი შემოვარდნა ერთი იყო. არასდროს დამავიწყდება ბავშვების გაოცებული სახე მაგრამ ვერასდროს დავივიწყებ თორნიკეს სასიამოვნოდ გაკვირვებული სახე. -რა უქენით ბოვშვს ნახეთ ტუტუცბო თქვენ-ქოთქოთით გავიდა სამზარეულოში ბავშვები კი გატრიალდნენ. მხოლოდ თოკა იდგა და მიყურებდა. მერე მე მოვტვინე და გვერდი ავლა ვცადე ხელი, რომ ჩამჭიდა მის ოთახში შემაგდო და მაგრად ჩამეხუტა. -რა გიქნია ჩერჩეტო-გაბრაზებულმა მკითხა -უმადურო-მეწყინა მისი ნათქვამი -კაი რა რატო იბუტები?-მკითხა საყვარლად -უმადური ხარ-ეს ვუთხარი და ოთახი დავტოვე. რათქმაუნდა ჩემი სასწაულად ნიჭიერი მხარე გამოვიყინე. ,,ეჰ ახლა მხედავდე მისტერ გუბაზო ჩამოგივარდებოდა ყბა’’ მეთვითონ გამეცინა ბატონი გუბაზის ყბაჩამოვარდნილ სახეზე. გუბაზი ჩემი ლექტორია და ყოველთვის მეუბნება უნიჭო დაიბადე, ხარ, იქნები და ეგრეც მოკვდებიო. ოთახში შევედი და გოგოებს დავურეკე. -თაიაა გომელაურო როგორ მომენატრე შენ ხომ არ იცი-ტელეფონში ჩავყვირე. -მეც ბუბუ რას შვები კარგია მანდ?-მკითხა მხიარულად -აუუუ იცი რა ვიფიქრე? -რა ბუბუუუ? -რადა შენ ნინი და ნანუკა დააწექით აქეთ რაა-შევეხვეწე -არა გოგო სირცხვილია რას იფიქრებენ-გაიკვირვა თაიამ -სფიქერზე ჩართე თუ ერთად ხართ-ვიკივლე ტელეფონში -კაი-გაკვირვებულმა თქვა და სფიქერზე ჩართო -თაია გომელაურო, ნანუკა დევდარიანო და ნინო მელიქიძე ხვალ დილით აქ არ იქნებით და ძაან მაწყენინებთ-ეს ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. ნუცა -ნუცა ნუცა-უკნიდამ მომწვდა თორნიკეს ხმა -ხო თოკო -აუ ბოდიში უნდა მოვუხადო ხო?-უცნაუად ამომხედა -არა საბოდიშო არაფერია საჭიროდ რომ არ ჩაეთვალა არ იზამდა უბრალოდ შეეშვი-ვუთხარი და ტელეფონმაც დაიწკარუნა. -,,გოგონი ჩიტმა ამბავი მომიტანა შენი ნარნარა სხეული სვანეთში ნავარდობსო’’ -,, ლამაზი ჩიტია?“-დავუბრუნე ღიმილით პასუხი და თორნიკეს გაკვირვებულ სახეს შევხედე -მეგობარია-მივაძახე და ლოგინზე დავემხვე -,,შენ ვერ შეგედრება“ -,,კაი ნუ გამაწითლე’’ -,,წითელიც, რომ საყვარელი ხარ’’ -,,ეეე ყოვლის შემძლე ორფეხა მოჩვენებავ რა გქვია არ უნდა მითხრა?’’ -,,კი გეტყვი’’-გახარებულმა შევყვირე -,,ყოვლის შემძლე ორფეხა მოჩვენება ვარ.’’-და სიცილის სმაილები -,,რამდენის ხარ?“ -,,დაკითხვაზე ვარ?“ -,,კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ’’ -,,შენთან შედარებით დიდი ვარ“ -,,პედოფილი ხარ?“ -,,არა ტო რა პედოფილი მასე დიდიც არ ვარ’’-და სიცილის სმაილები ისევ -,,ჰმმ უცნაური ხარ’’ -,,ბევრს უთქვამს’’ -,,საიდან მიცნობ’’ -,,შეუძლებელია დაივიწყო გიჟი ექიმი მატარებელიდან“-ეს მომწერა და მაშინ დაიწყო ტვინის ჭ....ტვა. -,,იქ იყავი?’’ -,,კი და ისე მშურდა იმ სამ აყლაყუდას საყვარლად რომ ეჭუკჭიკებოდი ლამის სული განვუტევე’’-ჰაჰ ესეიგი სამეული გამორიცხულია -,,ტკბილი ძილი გიჟო ექიმო’’ -,,მატარებლიდან დამავიწყდა’’-მოაყოლა სიცილის სმაილებით -,,გეპატიება“-მეც გავუგზავნე და ტელეფონი გადავდე. პ.ს ბოდიშით დაგვიანებისთვის გამოცდები დამეწყო და დრო არ მქონდა, რომ დამედო იმედია მოგეწონებათ. ბოდიში ასევე თუ რამე შეცდომაა. მინდა ბევრი კომენტარი და რასაც ფიქრობთ ყველაფერი დაწერეთ უნდა ვიცოდე მინუსებიც და პლიუსებიც. მადლობა ყველად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.