შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 12 თავი


11-05-2017, 18:13
ავტორი zia-maria
ნანახია 2 671

---მირიან მიშველე, მგონი მოვკალი.ღამის სამი საათი იყო პერანგ შემოღეღილი და ოფლში გაწუწული დათო იდგა მირიანის სახლის კარებთან.
---სად ხარ,მითხარი და მოვდივარ დავით.დაუფიქრებლად უთხრა მირიანმა.
---შენს კარებთან ვარ,ვერ გადავწყვიტე სად წავიყვანო.მირიანი სასწრაფოდ წამოდგა,შარვალი ამოიმცვა და კარებთან გაჩნდა.
---რა მოხდა,სად იყავი,ვინ მოკალი იჩხუბე?ჯერ კიდევ ძილიდან იყო გამოუსვლელი მირიანი და კარგად ვერ გაეგო დათოს ნათქვამი.
---მირიან გამოფხიზლდი.გოგონას დავეტაკე, ახალგაზრდა გოგონას და მგონი მკვდარია,არ სუნთქავს.სასოწარკვეთილი ხმა ქონდა დათოს.
---მერე სად არის,გზაში მიატოვე ასეთ ამინდში?
---მანქანაში მყავს და საავადმყოფოში უნდა წავიყვანო,წამოდი რა.თხოვა დათომ.
---იქნებ არ არის რაიმე სერიოზული და ნანა შეხედავს.
---ააა ვითომ?კარგი აქ მოვიყვან.
---მიდი,მიდი მოიყვანე და მე ნანას გავაღვიძებ.
---კარგი უთხრა დათომ და ჩქარი მოძრაობით უკან გაბრუნდა.მირიანმა ფრთხილად გააღო ნინიკოს საძინებლის კარები და საწოლთან მივიდა იმ მხარეს,სადაც ნანა იწვა.სუნთქვა შეეკრა,ნანა ისე რომ დაინახა მოკლე საღამურით.რამოდენიმე წუთი უცქირა სუნთქვა შეკრულმა,თვალი ვერ მოეწყვიტა ნანას მიმზიდველი და გემრიელი მკერდითვის, რომელიც ძილში მოშიშვლებოდა და მამაკაცს გამაღიზიანებლად უცქერდნენ,სახეზე კი გამარჯვების ღიმილი დასთამაშებდა, ტუჩებს კი აცმაცუნებდა ისე,როგორც ახალშობილმა ბავშებმა იციან.მირიანი დაჰყურებდა ნანას და და გაეღიმა მის ბავშვურობაზე.დაიხარა მასთან ძალიან ახლოს და ჩასჩურჩულა.
---მაპატიე ნანუჩი მაგრამ ეს მშვიდი ძილი უნდა დაგირღვიო,ვინ იცის რა სიზმარს ნახულობ,ასეთი ბედნიერი სახე რომ გაქვს.
---ახლა ამ წუთში შენ მოგკალი მირიან და ვზეიმობ გამარჯვებას.ამოიზმულა ნანამ და მირიანს გაეღიმა, არადა როგორ უნდოდა გულიანად გადახარხარება იმ წუთში.
---კარგი მასე იყოს,როგორც შენ წარმოიდგინე,მაგრამ ახლა უნდა ადგე,გესმის?ფრთხილად დაადო ნანას მხარზე მისი ცხელი ხელი და ნელა შეანჯღრია. ნანამ ჯერ ზმუილით იცვალა გვერდი და მირიანისაკენ გადმობრუნდა.მირიანი ააფორიაქა ნანასთან სიახლოვემ,არ იყო ის დრო დილამდე ეცქირა ნანასთვის და ახლა უფრო ძლიერად შეანჯღრია. შეშინებულმა გაახილა თვალები და მირიანს მიაჩერდა,უნებურად ხელი საბანს წაავლო და სხეულზე გადაიფარა,მირიამს კი კითხვით სავსე თვალებით მიაჩერდა.
---მაპატიე ნანა ასე გვიან,რომ გაღვიძებ და სიზმრებს გიფრთხობ,მაგრამ შენი დახმარება გვჭირდება.
---რომელი საათია,რა ხდება კარგად ხართ?
---შენ წარმოიდგინე და არა.ვიცი უპრიანია ახლა შენი შეწუხება,მაგრამ უნდა დაგვეხმარო,უნდა გვიშველო.
---ღმერთო აღარ იტყვი რა მოხდა?ხალათი დევს მანდ,მომაწოდე და ავდგები.მირიანს ისეთი შეწუხებული სახე ქონდა,არც დაფიქრებულა ისე მოისროლა საბანი და წამოდგა,მირიანს გამოართვა მოწოდებული ხალათი და უცებ შემოიმცვა,აღარ დაელოდა მას პირველი ის გავიდა ოთახიდან,მირიანმა ხელი მოისვა სახეზე ძლიერად და დაბნეული,არეული სახით გამოვიდა ისიც ოთახიდან და ნანას გვერდით დადგა.ნანა კი გაოცებული სახით უცქერდა მის წინ ტახტზე უგონოდ მოწოლიარე მის ერთადერთ მეგობარს.მარინას სხეული იდო და თითქოს არც კი სუნთქავდა.
---აქ,აქ რატომ მოიყვანეთ,ღმერთო მარინა,მარო ეს ჩემი მაროა რა დაემართა.ტიროდა ნანა.
---ნანა,ნანუჩი აზრდზე მოდი,ახლა ტირილი კიარა უნდა დაგვეხმარო.უთხრა დათომ და მისი სახე ხლებში მოიქცია.-ნანუჩი გონზე მოდი გესმის?
---კი,კი,კი აუცილებლად.თქვა ნანამ და სააბაზანოში გავარდა.სამედიცინო ყუთით დაბრუნდა და ჭრილობების დამუშავებას მიყვა.ხელები კი სულ გადაყვლეპილი ჰქონდა და ასევე მუხლებიც.შარვალი შემოაჭრა ტანზე და თითქმის ერთი საათი მოუნდა დაზიანებული ადგილების დაწმენდა-დამუშავებას.ისე გაერთო ამ საქმით,ვერც კი შენიშნა ხალათი როგორ გაეხსნა და მის წინ მდგარი მირიანი ისევ ააფორიაქა მისმა ჩამოსხმულმა ტანმა.თავად ნანაც სტრესულ მდგომარეობაში იყო,იდგა მირიანის წინ და თავისით ჩურჩულებდა.
---არ დაიბნე ნანუჩი.აქ ახლა არსებობს ერთი ტიპის საპასუხო რეაქცია ,,შფოთვა''.ის შოკშია,შოკშია და ამიტომ არის ასე წყნარად და ჩუმად.ეს მისი სიჩუმე მწვავე სტრესის გახანგრძლივებული,არასასურველი ვითარების უშუალო შედეგია.თქვა და იქვე მდგარ გაოცებულ მირიანს და დათოს შეხედა.
---ნანა იცნობ ამ გოგონას?ჰკითხა ჩუმად დათომ.ცრემლითი თვალებით შეხედა დათოს და ეს მისახვედრი იყო,რომ აქ კითხვის დასმა ზედმეტი იყო.
---მე არ ვაპირებ პასუხისმგებლობას გავექცე,არც სასჯელისგან თავის არიდებას მოვითხოვ.ერთადერთი ისაა,რომ მინდა ის ცოცხალი იყოს.მე კი წავალ და ჩემი ფეხით ჩავბარდები.
---ყველაფერი კარგად იქნება.დამიჯერე,როცა საყვარელი ადამიანისათვის გულით ილოცებ უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვას.ეს ჩვენი ბოლო შანსია,უფლისთვის მუხლებზე ხოხვით რომ მომიწიოს თხოვნა ჩემი მაროს გადარჩენისათვის,მე ერთი წუთით არ დავფიქრდები ისე გავაკეთებ ამ ყველაფერს.ის ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი მეგობარია,ის არაჩვეულებრივი ადამიანია დათო. თქვე წარმოდგენა არ გაქვთ,გაიგოთ როგორ ბობოქრობს ჩემი სული და როგორ მძიმედ ჩაწვა ჩემში ტკივილად.მირიანმა ფრთხილად მოკიდა ხელი და გულში ჩაიკრა ჯერ კიდევ შოკში მყოფი ნანა და ნანამ კი ისეთი სითბო მიიღო იმ წუთში ამ ადამიანიდან ერთიანად მოწყდა და მოდუნდა.მირიანმა იგრძნო ნანას მოდუნება და ცოტა ადროვა,მერე კი ყურში უჩურჩულა აკანკალებულს.---ნანა მიდი ჩაიცვი სულ კანკალებ,გინდა მე აგიყვანო?
---არა,არა მადლობა, მე ჩემით წავალ.არ მოცილდეთ მას,მე ახლავე დავბრუნდები.საძინებელში ავიდა,გამოიცვალა და ისევ დაბრუნდა.შეხედა მობუზულად მჯდარ ბიჭებს და პირდაპირ სამზარეულოში გავიდა.მაგარი,ძლიერი ყავა გააკეთა და ორივეს გაუტანა.-დალიეთ ცხელი ყავა და ცოტას გამოგაფხიზლებთ.სახე კი ნუ ჩამოგტირით,მარო ძლიერია ის გამოვა მდგომარეობიდან,თუ არა და დილით გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
---მარინას საიდან იცნობ,თუ ბავშვობის მეგობრები ხართ.შეეკითხა დათომ და ცხელი სითხე მოსვა.
---არა,ბავშვობის მეგობრები არ ვართ.მე ის სამოდელო სააგენტოში ყოფნის დროს გავიცანი,ისიც იქ მუშაობდა და ძალიან დაუახლოვდით ერთმანეთს.
---ნანა დიდი ხანია მინდა შეგეკითხო,უკვე თვეებია რაც აქ ხარ,მანამდე დათოსთან იყავი და მშობლები რატომ არ გეძებს,რა ხდება.კითხა მირიანმა.
---პირველი ის რომ,ის მშობლები რომლებიც მეგონა ჩემი მშობლები იყვნენ,თურმე ჩემთვის სულ უცხო ხალხი ყოფილან.მეორე იძულებული გავხდი წამოვსულიყავი იმ ადგილიდან,სადაც არ იციან რა არის სიყვარული და რა არის ადამიანის დაფასება.
---ნუ გშინია,ყველაფერი კარგად იქნება.
---ვიცი მირიან დარწმუნებული ვარ,ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვევა და თქვენც აქ იქნებით,გაიგებთ ამ სიმართლეს.ამ საუბარში მარინა ნელა ნელა აზრზე მოვიდა და წამოდგომა სცადა,მაგრამ ნანამ არ დაანება ადგომა.გაოცებულმა და თან გახარებულმა ნანა გულში ჩაიკრა და ასე იყვნენ რამოდენიმე წუთი ერთმანეთზე ჩახვეულები,რომლებიც მირიანის ჩახველებამ დააშორა ერთმანეთს.
---როგორ გრძნობ თავს?შეეკითხა მირიანმა.
---სიმართლე გითხრა? წარბები შეკრა მარინამ ტკივილისაგან.
---რა თქმა უნდა.ღიმილით უთხრა მირიანმა.
---ისე ვარ ახლა,თითქოს სატვირთომ გადამიარა და ერთიანად დამშალა მისმა სიმძიმემ და დამანაკუწა ძვლებშიც კი.უთხრა მარინამ.
---სატვირთომ არა,მაგრამ მსუბუქი მანქანა კი დაგეტაკა.
---ის ბრმა მძღოლი სად არის,გაიქცა? იკითხა სიბრაზე ანთებულმა .
---აქ ვარ,მე გახლავარ მძღოლი.თქვა დათომ და მარინას წინ წარსდგა.ჯერ შეხედა მარინამ და გულში გაიფიქრა, ,,ვაიმე დედა, ეს ვინ დამტაკებიაო'',მაგრამ შემდეგ უთხრა.
---ღამეში თუ ვერ იხედები,სირცხვილი არ არის სათვალის ტარება.დღე თუ გეპაზორება ეს,ღამით მაინც გაიკეთე რადგან ეს შენს მხედველობას აუცილებლად ჭირდება.
---ოპ,ოპ,ოჰო. ნანას მეგობარია არ დაგავიწყდეს.სიცილით უთხრა მირიანმა დათოს.დათომ როგორც იქნა გაიღიმა და მირიანს ჩუმად უთხრა.
---ჯერ ადგეს და ნორმალურად გაიაროს ფეხზე და შემდეგ გაგაგონებ ამის წიკვინს.ნანა კი ჩუმად იცინოდა,მარინას გაბრაზებულ სახეს რომ უყურებდა.
---მარ აქ დაგტოვო,თუ ჩემთან აგიყვანო?
---აქ რა მინდა, ამ ბრმასთან.შენთან წამიყვანე.
---ამ ბრმამ,რომ იცოდე ცნობისთვის, გზაში არ დაგტოვა და აქამდე მოგიყვანა.უთხრა ვითომ გაბრაზებულმა დათომ მარინას.
---ხოდა იქ რომ ვერ მომკლი,ახლა აქ მომკლავ.ანდა რა გინდა რომ შემახსენე, შენი შეცდომისთვის მადლობაც ხომ არ მოგიხადო? მოიცადე,ეს ხელები რატომ მაქვს შეხვეული?ვაიმე ფეხებიც.ჩემი შარვალიიიი?ვინ გამხადა.იკითხა გაკვირვებულმა.
---ოხ დაიწყო.თქვა დათომ.-მე გაგხადე ნუ გეშინია,მარტოები არ ვყოფილვართ,ნანაც აქ იყო ჩემს გვერდით.
---რატომ გამხადე შარვალი,შენ ნორმალური ხარ?
---რა გაყვირებს,ერთგულების ბოქლომი უნდა დამედო ზედ.
---რა უნდა დაგედო? თვალებგაფართოვებულმა შეეკითხა მარინამ.შემდეგ იქვე მდგარ ასევე გაოცებულ მირიანს და ნანას შეხედა,მირიანმა თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად ახარხარდა,მას აყვა ნანაც და თავად დათოსაც გაეცინა და ასე მიჩერებოდა მარინას.მარინა კი ძალიან გაბრაზდა და მიაყარა უცებ დათოს რაც კი მოაფიქრდა.
---იდიოტი ხარ,უგუნური და გონებადაქვეითებული.
---ვაიმეეე ცუდად ვარ,სად გაიგონე ეს ერთგულების ბოქლომი გაფიცებ ყველაფერს,ხარხარს არ წყვეტდა მირიანი.
---ნუ მიყურებ ასე,თითქოს შენს წინ უცხო პლანეტელი იდგეს.ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,ორფეხა და ორხელა და ნუ ატრიალებ მაგ თვალებს აქეთ-იქით, ვის ეძებ .მარტო ჩვენ ვართ აქ,სხვა არავინი არ არის.პატარა ნინიკოს ძინავს მაღლა და ეცადე არ იყვირო და არ გააღვიძო ბავშვი. მარინამ აღშფოთებულმა შეხედა დათოს და შეუღრინა.
---ჩემი ხმა გააღღვიძებს ბავშვს და თქვენი როხროხი არა?ტელეფონი მინდა,სახლში უნდა დავრეკო ინერვიულებენ. ჩემი ალბად ბატარეია დაჯდა,თორემ ასე წყნარად არ ვისხდებოდით აქ.თქვა მარინამ.მირიანმა ტელეფონი მიაწოდა და უთხრა.---თუ გინდა სიმართლე უთხარი და მოვიდნენ აქ.მარინამ ერთი ახედა გაბრაზებულმა და შემდეგ ნომერი აკრიბა.
---დედაააა,მე ვარ.
---სად ხარ მარინა.მთელი ღამე შენთან ვცდილობთ დაკავშირებას და ლამის არის ჭკუიდან შევიშალოთ.
---დედა დაჯექი რა ფეხზე თუ ხარ,რაღაც უნდა გითხრა.
---ხომ მშვიდობა გვაქვს შვილო.ქალს ხმას შიში შეეპარა და მოემზადა ცუდი ამბის მოსასმენად.
---მე მგონი კი.
---აბა რა მოხდა.
---დედააა ოცნება აგისრულდათ, გავთხოვდი და მალე შვილიშვილი შეგეძინებათ.უთხრა უცებ მარინამ და ყველამ თვალები დაჭყიტა.
---რა ქენი გოგო?ვაიმე გული მაქვს ცუდად.მარინას შეეშინა არ შეწუხდესო და უცებვე მიაძახა.
---ტყუილია დედა,მასე ადვილდ ვერ მომიშორებთ თავიდან.კარგად ვარ,გზაში ნანუჩის შევხვდი შემთხვევით და ისე შევყევით საუბარს დრო მალე გავიდა,თან ჩემს ტელეფონს ბატარეია დაუჯდა და ვეღარ შეგეხმიანეთ.
---რადგან კარგად ხარ,არ დავეძებ შვილო.ისე კი გამიკვირდა,შენ კლოუნს სახლში ვინ მიგიყვანს,მამაშენს დაელაპარაკე.
---მარინა სადახარ შვილო,მართლა კარგად ხარ?
---კარგად ვარ მამიკო,ხვალ აქ დავრჩები შაბათია მაინც და კვირას მოვალ.გაკოცეთ არ ინერვიოულოთ,დილით დაგირეკავთ ჩემი ტელეფონიდან.
---კარგი შვილო.თუ გინდა დამირეკე და მოგაკითხავთ, ან მე ან იმედა. თან, ნანუჩის ნახვაც ძალიან გამიხარდება.
---კარგი მამიკო,რომელიმეს დაგირეკავთ.ახლა დავიძინებთ მე და ნანუჩი.---მართლა ნანუჩისთან ხარ?დამალაპარაკე.
---უიმეეე,აბა სად ვიქნები მამა,ხომ არ მოგატყუილებ.ნანა დაელაპარაკე რა.
---საღამო მშვიდობის ვაჟა ძია,როგორ ხართ?
---ნანუჩი როგორ ხარ შვილო,რატომ მოგვანატრე ასე ძალიან შენი თავი?
---რავიცი აბა?ისეთი სამსახური მაქვს,უფროსი მყავს ძალიან უხეში და ცივსისხლიანი, ნამდვილი ფაშისტია. გარეთ ცხვირს არ მაყოფინებს და ამიტომ ვერ გამოვედი,არ მინდა სამუშაო დავკარგო ხომ იცი რა ძნელია სამსახურის შოვნა. დათომ მირიანს გადახედა სიცილით და მირიანის გაბრაზებულ სახეს რომ შეხედა ბალიში მიიდო პირზე,ხმამაღლა რომ არ გაეცინა.-კარგი ვაჟა ძია ,მომიკითხე ნელი დეიდა და არ შეგეშინდეთ,მარო ჩემთან იქნება კვირა საღამომდე.
---კარგი ნანუჩი აბა და კვირას შევხვდებით ერთმანეთს. ნანამ ტელეფონი გათიშა და ღიმილით შეხედა მარინას მაგრამ უეცრად ხელი დაავლო მირიანმა და მხარზე გადაკიდებული აიყვანა მის საძინებელში.კიბეებზე მიმავალმა კი დათოს უთხრა.
---შენ მაგას მიხედე,ესენი ორივე ერთნაირები არიან.
---სად მიგყავარ არანორმალურო, ძირს დამსვი.ვაიმე დათოოოო მიშველე რამ გამოგაშტერა.
---მე ფაშისტი ვარ,ცივსისხლიანი ფაშისტი. ხოდა დამსწრეები არ მჭირდება,შეუბრალებლად უნდა გაწამო.
---მიშველეეეეეთ.ყვიროდა ნანა მაგრამ საოცრად ხიბლავდა,მამაკაცის ეს მოულოდნელი ჟესტი.ნანამ მოახერხა და მირიანის გაყინული გული გაალღო და სიყვარულით,სითბოთი აავსო.არაფერი არ იყო ახლა მისთვის იმაზე მეტი სასიამოვნო,როგორც საყვარელი მამაკაცის შეხება.(საყვარელი მამაკაცი ვთქვი?) დიახ,ნანას ნელა-ნელა და ჩუმად შეუყვარდა მირიანი და მისგან ეს მოულოდნელი ჟესტი აღიქვა, როგორც მამაკაცის აღფრთოვანება საყვარელი ქალის გვერდით ყოფნის გამო და შანსი არ გაუშვა ხელიდან.
---წარმოგიდგენია?რამდენად სასიამოვნოა იმის შეგრძნება,რომ შენი მეგობრის თვალებს ძველებურად ბედნიერს ხედავ,რომლებიც წლებია არ დაგინახავს.უთხრა დათომ მარინას.---რატომ? იკითხა მარინამ გაკვირვებულმა.
---მირიანს ქონდა ამის მიზეზი,ეს დიდი ისტორიაა.თუ ერთმანეთის ახლოდან გაცნობის სურვილი გექნება,ერთ დღეს ამ ისტორიასაც მოისმენ.
---ვნახოთ,ეს თქვენზეა დამოკიდებული.თქვა მორცხვად მარინამ.აღარ გავდა ცოტა ხნის წინანდელ აფთარს და დამშვიდებული სახით,უფრო ლამაზი და მიმზიდველი მოეჩვენა ის დათოს.მირიანმა ამასობაში მის საძინებელში შეიყვანა ნანა ძირს დასვა და უთხრა.
---რა თქვი,როგორი უფროსი მყავსო? ნანამ უნან-უკან დაიხია და კედელს აეკრა.მირიანმა მიუახლოვდა და ხელით შეეხო მის თმებს,სახიდან გადაუწია მიწებებელი თმები და თითებით მოეფერა,რაზედაც ნანამ თვალები დახუჭა და ტანში უჩვეულოდ სასიამოვნო ჟრჟოლვა იგრძნო. არ დაიბნა და თავდაჯერებული დადგა მირიანის წინაშე,მირიანმა კი შეამჩნია იმ თავდაჯერებულობის და სიამაყის მიღმა ძალიან დიდი შიში იმალებოდა.დაკვირვებულად ზვერავდნენ ერთმანეთს და არცერთი არ იღებდა ჯიუტად ხმას.წამიერად თვალები დახუჭა და ყელში მოულოდნელი კოცნა მიიღო და ისე მოდუნდა,ძლევამოსილებით ტკბობას მიენდო. შიში მოეხსნა და პირველი ერთმანეთში გადაცემული თავიანთი სითბო გაცვალეს და ეს მოხდა ყველაფრის უთქმელად,უსიტყვოდ.სულიერი ღირებულებების დაფსება და ძლიერი სიყვარულისთვის მამაკაცს ჩახუტებაც აკმაყოფილებს და მისი სურნელით ტკბობა. მირიანმა მისი გამომჟღავნებული სითბო და მისი ქმედებებით ახსნა ის, თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს ქალი მისთვის,თუ რა ძლიერად არის მასში ლტოლვა ნანას მიმართ. ახალი ურთიერთობისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია.ყოველი მისი გამოხედვა და მოქმედება,ყველაფერი ეს იმის მანიშნებელია,რომ მისი შეხებით მას მისი გრძნობების გამოხატვა უნდა,რაც ყოველთვის უჭირდა.მაგრამ მისი შეხება ნანასთვის არ იყო უბრალო შეხება,ეს ამაღელვებელი შეხებაა რომელსაც ის ძილშიდაც კი ნატრობდა.
---ნანუჩი წადი დაისვენე,უკვე გვიანია სადაცაა გათენდება.უთხრა მირიანმა და თავისი ხმა თავადაც ვერ იცნო.კიდევ ერთხელ შეისუნთქა მისი სუნი და ნანამ უკან-უკან ხევით წავიდა და გულამოვარდნილი შევარდა საძინებელში.სამივე ერთ ტახტზე იწვა და სამივე გემრიელად ფშვინავდა, ამ სამიდან კი ორს ბედნიერი ღიმილი ძილშიდაც კი დასთამაშებდა სახეზე.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

უჰ კარგი იყო.გამიხარდა მარინას გამოჩენა,მალე ახალი წყვილი გვეყოლება
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აუ რა კარგი იყო :) მარინაც კარგი ვიღაც ჩანს :D

 


№3  offline მოდერი zia-maria

La-Na
უჰ კარგი იყო.გამიხარდა მარინას გამოჩენა,მალე ახალი წყვილი გვეყოლება

მადლობა ჩემო ტკბილებო. kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent