იო (თავი 3)
ლეა მაშინვე შეტრიალდა უკან და მისგან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით დაინახა იო. ქვევიდან, ცალყბა ღიმილით შეჰყურებდა მას და მაშინღა შეამჩნია გოგონამ, რომ იო წელს ზევით შიშველი იყო აპრილის ცივ ღამეს. შეხსნილი ტყავის ქურთუკი ეცვა და ლამპიონების შუქი აშკარად გამოჰკვეთდა მის შავ, მოგრძო ჯვარს, რომელიც მკერდს შორის გამოესახა. ბიჭი სწრაფი, თუმცა აუღელვებელი ნაბიჯებით გამოემართა ახალგაზრდა ქალისაკენ და წამებში თავზე წამოდგა. ცივი ღიმილი გამოჰკვეთოდა გახსნილ ტუჩებში და გამჭოლი მზერით აკვირდებოდა ლეას სახეში. ეს უკანასკნელი კი არ დაბნეულა, შეეცადა ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა. -მოგწონს, როდესაც არაკომფორტულად გრძნობ თავს? -თვალებით შიშველი სხეულისკენ ანიშნა გოგონამ, რომელსაც მონაბერი ცივი ქარი, აფრიალებულ ტყავის ქურთუკში უჩენდა ბიჭს. -მომწონს. -მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და იგივე მზერით ჩააშტერდა. -არ მეგონა, შენნაირი ფიტულები თუ მსგავს დაწესებულებებს სტუმრობდნენ. -ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა. -არასწორად გეგონა. -ნიშნისმოგებით, თუმცა მშვიდად უპასუხა ლეამ. -გინდა, გავისეირნოთ? ბიჭმა ენა ტუჩის კუთხესთან მოისვა და ცერა თითით სველი ადგილი მოიწმინდა. შემდეგ, თავი უკან გადააგდო და გოგონას დახედა. არაფერი უპასუხა, რამოდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა და ეს თანხმობად ჩათვალა ლეამ. სწრაფად გაუსწორდა მას და მშვიდად გაუყვნენ ტროტუარს, როდესაც უკნიდან ქალის შეძახილი მოესმათ. -მიხეილ. -გაჰყვიროდა უცნობი გოგო. ლეა მაშინვე მიხვდა, რომ ძახილი იოს მისამართით იყო და ჯერ მას გახედა, თუმცა ბიჭი ურეაქციოდ, ნაბიჯშეუნელებლად მიუყვებოდა ტროტუარს. ლეამ უკან გაიხედა, გოგონას შეხედა, რომელიც იოს ზურგს უყურებდა და გაკვირვება შეემჩნეოდა. ლეამ იცნო ეს გოგო, ერთ-ერთი მათგანი იყო იმ ქალთაგან, ვისაც რამოდენიმე წუთის წინ იო ჰკოცნიდა. ბიჭმა არ გაიხედა, ლეაც შებრუნდა და გოგონას ძახილიც მალევე შეწყდა. ახალგაზრდა ქალი, მიხვდა, რომ იო თავის სახელს მალავდა, თუმცა უცნაური იყო, რომ მამამისის სახელს იყენებდა სხვების გაცნობისას. იმასაც მიხვდა, რომ მთავარი ხელმოსაჭიდი, იოს აღმზრდელებში იყო და სწორედ ამაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. რამოდენიმეწამიანი სიჩუმე, ლეამ დაარღვია და იოს გახედა. -შეგიძლია, შენს მშობლებზე მომიყვე? -შენ, ჩემი ფსიქოლოგი მხოლოდ იმ ოთახში ხარ. ერთადერთი, რასაც ის ოთახი არ ცვლის, შენი სიმახინჯეა. -ისე უპასუხა ბიჭმა, რომ მისთვის არ შეუხედავს. შემდეგ კი, ყურში გაჩხერილი სიგარეტი გამოიძრო და გაუკიდა. -შესაბამისად, არ გაქვს უფლება, მახინჯი მიწოდო. -ხმა გაუმკაცრდა ლეას, თუმცა იმდენადაც არა, რომ ბიჭი დაეფრთხო. იომ ჩუმი სიცილით გამოუშვა იისფერი კვამლი და გოგონას გამოხედა, თმა თვალებში ჩამოჰყროდა, თუმცა ცივ მზერას მაინც ამჩნევდა მასში ლეა. -სულელიც ხარ, ყველაფერთან ერთად. -მშვიდად მიუგო იომ. -რატომ ფიქრობ, რომ სულელი ვარ? -რომ გგონია, ჩემსას გაიგებ. -სახეში შეაბოლა ბიჭმა იისფერი კვამლი და ამ უკანასკნელს ხველება აუტყდა. -მაშინ, რატომ დათანხმდი სეანსებს? -ხველებით შეეკითხა ლეა. -ვერთობი. -მოკლედ მოუჭრა იომ და კიდევ ერთხელ შეაბოლა სახეში ახალგაზრდა ქალს. ლეას თვალები აუწვა მწარე კვამლმა და პირი აემლაშა. საშინლად აღიზიანებდა ბიჭის ქცევა, თუმცა ცდილობდა თავი მორჩვენებინა მისთვის, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ნდობის დამკვიდრება სურდა იოში და მაქსიმალურად იკავებდა თავს ემოციების გამოხატვისგან. -შეგიძლია, უბრალოდ მემეგობრო. ნუ მიყურებ, როგორც მოძალადეს. -მშვიდად წარმოთქვა ლეამ, ბიჭს კი ისტერიკული ხარხარი აუტყდა. -შენ გინდა დამეხმარო, როგორც პირველ დღეს აღნიშნე. ანუ, ფიქრობ რომ დახმარება მჭირდება. -სახე დაუსერიოზულდა ბიჭს, თუმცა ხმაში ცინიზმი აშკარად შეემჩნეოდა. -დახმარება გჭირდება თუ არა, მაგას შენი გაცნობის შემდეგ მივხვდები. ჯერ არაფერი ვიცი. იომ ჯერ არაფერი უპასუხა, მშვიდად გასცდნენ ტროტუარს და ქალაქის უზარმაზარ, შავ ხიდზე აღმოჩნდნენ. ხიდის გვერდები, წვრილი, გისოსებიანი რკინებით შემოეღობათ. ბიჭი მასზე შემოჯდა, გისოსებს შორის მოაქცია ტერფები და ზედა ტანით გადაიხარა. ლეა მთელი სხეულით შეხტა, შეეშინდა რომ გადავარდებოდა, თუმცა სიტყვის თქმა ვერ გაბედა. ერთი ზედმეტი სიტყვაც სარისკო იყო ამ ბიჭთან. შემდეგ კი, იო წამოჯდა. თვალებში ჩამოყრილი თმა მარცხენა მხარეს გადაიგდო და ახალგაზრდა ქალს შეაჩერდა. მის გაფითრებულ სახეზე, ოდნავ ჩაეცინა. -ზუსტად ვიცი, რაც მოხდება, თუკი გამიცნობ. -ცივი ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა. -გისმენ. -ხელები გადააჯვარედინა გოგონამ და ღიმილით ახედა მას. თითქოს, შვებით ამოისუნთქა, რომ სახსალამათს უყურებდა. -მე შენ ჩემს ნამდვილ სახეს გაჩვენებ. მერე, შენ შეგიყვარდები და მე მეზიზღება ყველა ჩემზე შეყვარებული ადამიანი. ისიც გაინტერესებს, რას ვუშვრები მათ, ვინც მეზიზღება? -ერთმანეთზე დაწყობილი ტუჩები ლოყების მიმართულებით გაჭიმა ბიჭმა და ცივი ღიმილით ახედა ლეას. გოგონა ოდნავ შეიშმუშნა. რა თქმა უნდა დარწმუნებული იყო, რომ თავისი პაციენტი, მით უფრო მასზე 7 წლით უმცროსი ბიჭი არ შეუყვარდებოდა. თანაც, მას უკვე ჰყავდა მამაკაცი, რომელიც უყვარდა. ამის გამო, კმაყოფილებამ გაჰკრა გულში, თუმცა არ აპირებდა მისი განცდის სააშკარაოზე გამოტანას. გადაწყვიტა, ბოლომდე ჩაეყვანა დიალოგი. იოს ყოველი ფიქრი, თუ დამოკიდებულება ხელმოსაჭიდი იყო ლეასთვის. -რას უშვრები? -შვიდად იკითხა მან. -ვანადგურებ. -სახე რადიკალურად სერიოზული გაუხდა ბიჭს. -სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. -კარგი, გპირდები, რომ არ შემიყვარდები. -ღიმილი მოეფინა სახეზე ლეას და ხელები აქეთ იქეთ გაშალა. ბიჭს ცალყბა ღიმილი მოეფინა სახეზე. გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ ლეას სიტყვების არ სჯეროდა. -ანუ ჩემი გაცნობა გინდა? -ისე იკითხა ბიჭმა, თითქოს ლეა ბეწვის ხიდს გადიოდა და მისი გარდარჩენა მხოლოდ პასუხზე იყო დამოკიდებული. -მინდა. -მშვიდად, დაუფიქრებლად უპასუხა მან. -ანუ, ფიქრობ რომ გადამარჩენ? -ირონიულად გაეცინა ბიჭს და ხელები გაშალა. -დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ბიჭმა კიდევ ერთი სიგარეტი, ამჯერად ტყავის ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო და გაუკიდა. შემდეგ, ხიდის მოაჯირიდან ჩამოხტა და მას მიეყრდნო. -ხვალ, ღამის პირველ საათზე აქ მოდი. -მშვიდად წარმოთქვა მან და ლეას მზერა გაუსწორა. ეს უკანასკნელი კი ოდნავ ააღელვა ბიჭის სიტყვებმა. -რატომ? -საქმით უნდა დამიმტკიცო, რაც ახლა თქვი. -უპასუხა ბიჭმა, შემდეგ კი ცალყბა ღიმილით მიუახლოვდა ლეას და სახეში შეაბოლა იისფერი კვამლი. სანამ ლეა ხველებას მორჩებოდა და სახეს მაღლა ასწევდა, ბიჭი უკვე ადგილს მიემალა. *** მთელი ღამე და მეორე დღე, ლეას აღელვება არ შორდებოდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რას უმზადებდა იო. შიში, რისკი და ადრენალინის მოზღვავება მთელს სხეულს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა უარზე არც უფიქრია. ხვდებოდა, რომ უფსკრულის პირას იდგა და უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი იყო. იმასაც ხვდებოდა, რომ ამაზე რთულ საქმეს ვერასოდეს შეეჭიდებოდა და სიამაყესაც კი გრძნობდა ამის გამო, რომ იო ის გამოცდილება იყო, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ამის შემდეგ, მას დააფასებდნენ. ამის შემდეგ ის გივიზე მაღლაც კი იქნებოდა და მის სიამაყესა და თავდაჯერებულობას, მყარი საფუძველი ექნებოდა იოს შემდეგ. ეს ბიჭი მისთვის იყო ყველაზე დიდი თავსატეხი, სიგიჟე და მისი კარიერის მწვერვალი, ამიტომ ბოლომდე ჩაყვებოდა მას. თავისი საქმისა და საკუთარი თავის სიყვარული ჩაადენინებდა ამას და არასოდეს ინანებდა არცერთ ნაბიჯს, რადგან ლეა საკუთარ თავს იმაზე მეტად აფასებდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ბიჭი ცდილობდა მისი ფსიქიკის შერყევას და ესეც მიანიშნებდა რაღაცაზე, ეს ბიჭი მანიპულატორი იყო და შესანიშნავად გამოსდიოდა ეს. იცოდა ლეამ, დარწმუნებული იყო, თუ რის გამო დათანხმდა იო სეანსებს, იცოდა ამის პასუხი. ეს მისი თამაში იყო, მანიპულაციის შემდეგი მსხვერპლი კი მისი არჩეული ლეა გახლდათ, თუმცა ეს უკანასკნელი საკუთარ შესაძლებლობებში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ გულის სიღრმეში სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა იოს ჩანაფიქრი. ბურთის კენკვა, ფსიქიკის არევის პირველი მცდელობა და საპასუხო შეგუება ლეას მხრიდან. ამ ქალის ფსიქიკა მართლაც, რომ ძლიერი გახლდათ და ნებისმიერ თამაშს შეაჩვევდა გონებას, ამიტომ იოს მცდელობები უბრალოდ უფრო გააძლიერებდა მას და არა პირიქით. ბიჭის ახალ ნაბიჯსაც თითქოს საკუთარი თავის გაძლიერებისთვის გამოიყენებდა და ის არათუ დაასუსტებდა ლეას ფსიქიკას, არამედ პირიქით, გააძლიერებდა მას. ამაზე ფიქრისგან იმოდენა ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა შეემატა ახალგაზრდა ქალს, რომ უკვე წუთებს ითვლიდა, როდის მოვიდოდა ღამის 1საათი. იმ დღეს, ნიკოლოზი ესტუმრა მას, მაგრამ გოგონა თავის სტიქიაში იყო და არც კი უსმენდა. კოცნაზე საპასუხოდ ჰკოცნიდა, მაგრამ გონებით იმდენად სხვაგან იყო, რომ რეალურად, იმასაც ვერ ამჩნევდა რომ ნიკოლოზი მასთან იყო. ხანდახან, სერიოზულ სახეს მიიღებდა, ხანაც კმაყოფილი ღიმილი გადაჰკრავდა სახეზე და მდუმარედ იყურებოდა სივრცეში. ნიკოლოზი ატყობდა მას, რომ რიგზე ვერ იყო, თუმცა თავს იკავებდა კითხვის დასმისაგან. ბოლოს კი, ლეას მდუმარებამ და გაურკვეველმა სიცილმა, მოთმინების ფიალა აუვსო კაცს. -რა გჭირს, ლეა? -წარბები შეკრა ნიკოლოზმა, თუმცა ეს უკანასკნელი პატარა ბავშვივით ცქმუტავდა და უცნაური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. ნიკოლოზმა სამჯერ გაუმეორა კითხვა, მეოთხედ კი შეანჟღრია და ისევ გაუმაორა. ლეამ წარბები შეკრა და უკმაყოფილოდ შეაცქერდა მამაკაცს სახეში. -ვისთან მუშაობ? -შეეკითხა კაცი. ლეამ კი ზემოდან გადმოხედა მას. -გითხარი, ეს ჩემი საქმეა. არ მინდა ამაზე საუბარი. -მკაცრად წარმოთქვა მან. -ჭკუიდან იშლები, ლეა. არ მომწონს ეს ყველაფერი, თავს კარგავ. -მეორედ ეგ აღარ გაიმეორო და ჩემს საქმეში ნუ ერევი! -ხმას აუწია ლეამ. -წადი, მარტო ყოფნა მინდა. მამაკაცი რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ხმამაღალი ჯახუნით დატოვა ლეას სახლი. ახალგაზრდა ქალი ისევ ჩაფიქრდა, ტუჩებს გამალებით იკვნეტდა და დროდადრო საათს გაჰყურებდა. იმ დღეს პრეზიდენტის მანქანას არ მოუკითხავს მისთვის, მთელი დარჩენილი დრო სულმოუთქმელ ლოდინში გაატარა ლეამ. თმა სამჯერ დაიშალა და ისევ შეიკრა, რომ დრო გაეყვანა. საუკუნეებად იწელებოდნენ საათები, ღამის პირველის მოლოდინში. ერთხელაც არ გახსენებია ნიკოლოზი, მისი გონება მთლიანად გადართული იყო იოზე. ფიქრისგან ტვინი გადაეღალა და ორი საათით ჩასთვლიმა. ესიზმრა გივის კაბინეტი, თუმცა გორგოლაჭებიან სავარძელში თავად იჯდა. მკაცრი და მედიდური სახე ჰქონდა, მის წინ კი ახალბედა ფსიქოლოგთა ჯგუფი იდგა, მწკრივში და ლეას შეჰყურებდნენ ზუსტად იგივე თვალებით, როგორითაც თავად უყურებდა ბატონ გივის, როცა შემდეგ დავალებას ელოდა. მათი ფიქრებიც ესმოდა სიზმარში ლეას, როგორი აღტაცებით შეჰყურებდნენ მას და პარალელურად ფიქრობდნენ, რა დონის პაციენტს გაართვა თავი მან და როგორი დონის ფსიქოლოგი იყო. კმაყოფილი ღიმილით გაეღვიძა გოგონას. წამით უარყო სიზმრების ფროიდისეული ახსნა, რომ ამ დროს მეს ძინავს და ლიბოდოსა და ზემეს გაუთავებელი ბრძოლა მიმდინარეობს. მან ეს სიზმარი, წინასწარმეტყველებად ჩათვალა, რომლისკენაც იო მიაქროლებდა. ეს იყო კარიერის მწვერვალი, იო კი საგანძური იყო, რომლითაც იმ გორგოლაჭებიან ტყავის სავარძელს სამუდამოდ დაეუფლებოდა. შემდეგ კი, საათს გახედა და სწრაფად წამოხტა იისფერი დივნიდან. ნახევარ საათში შავ ხიდზე უნდა ყოფილიყო. კარის ჩაკეტვაც კი დაავიწყდა, ისეთი სისწრაფით გავარდა სახლიდან. 5 წუთით ადრე მივიდა ხიდთან ახალგაზრდა ქალი. თავისი ლურჯი პეჟო, მოშორებით გააჩერა და სულმოუთქმელად ელოდა იოს გამოჩენას. ზუსტად 1 საათზე მოვიდა ბიჭი და როცა ადრე მისული ლეა დაინახა, ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. შემდეგ კი, ოდნავ მოუახლოვდა ლეას. აღსანიშნი იყო, რომ იო არასოდეს მიდიოდა მასთან ძალიან ახლოს. 4 ნაბიჯის მოშორებით მაინც დგებოდა მისგან. -აბა? როგორ უნდა დავამტკიცო, ჩემი ნათქვამის ჭეშმარიტება? -მშვიდი ღიმილით შეეკითხა ლეა. იომ სიგარეტს გაუკიდა, შემდეგ კი თავის მოძრაობით მოშორებით გაჩერებული, შავი ფერის ტოიოტა ჰაილუქსისაკენ ანიშნა. ლეაც მორჩილად გაჰყვა მას უკან. თითქმის ნახევრ საათიანი მგზავრობის შემდეგ, ლეამ შეამჩნია რომ ქალაქს კარგა მანძილით გასცდნენ. იოს მანქანა მაღლა მიიწევდა, ირგვლივ შეამჩნია გოგონამ აზვირთული კლდეები, რომელიც იმდენად მაღალი იყო, რომ კენწეროს ჰორიზონტი არ აჩვენებდა. უამრავმა აზრმა გაურბინა თავში გოგონას, თუმცა ჯიუტად იყო ერთ აზრს ჩაბღაუჭებული და სხვა რამეზე ფიქრის აშუალებას არ აძლევდა გონებას. -სად მივდივართ? -იკითხა ბოლოს მან, თუმცა იოს არც კი გამოუხედავს მისკენ. მდუმარედ მიაქროლებდა მანქანას სულ უფრო მაღლა. დაახლოებით ერთი საათის მგზავრობის შემდეგ, მანქანა უზარმაზარი კლდის თავზე აღმოჩნდა. იომ კარი გამოაღო და ლეაც გადმოვიდა მანქანიდან. ბიჭი მანქანის უკანა, ღია საბარგულისაკენ დაიძრა და მსხვილი თოკი გადმოიღო. კარგად გაჭიმა ხელებში და მის წინ გაშეშებულ ლეას ცივად გაუღიმა. გოგონა ორი ნაბიჯით უკან დაიხია, ამის დანახვაზე კი იოს ისტერიკული ხარხახი აუტყდა. -ესე იგი, რა ხდება. -თეატრალურად გაშალა ხელები იომ და ზემოდან დახედა გაფითრებულ ლეას. -შენ ამბობ, რომ ჩემი გადარჩენა შეგიძლია არა? -სიტყვა „გადარჩენას“ ხაზგასმითა და განსაკუთრებული ცინიზმით წარმოთქვამდა ბიჭი და ეს ლეასთვის შესამჩნევი იყო. -მერე? -შიშჩამდგარი ხმით შეუბრუნა კითხა გოგონამ. -თოკის ერთ ბოლოს, მანქანის საბარგულს გამოვაბამ, მეორე ბოლოთი კი შენს უშნო ფეხებს შევკრავ. მე კიდევ, მანქანას დავძრავ და იქამდე ვივლი, სანამ კლდეში არ გადავიჩეხებით. -ცივად გახსნა ტუჩები იომ. -შავი იუმორი, მომწონს. -ნაძალადევად გაიღიმა ლეამ. -მშვიდად, მშვიდად. -ხელები გაშალა ბიჭმა და უფრო ახლოს მივიდა გოგონასთან. ამ უკანასკნელმა კი უკუსვლით სიარული დაიწყო. -შენ შეგიძლია მეც გადამარჩინო და საკუთარი თავიც. ეს დამარწმუნებს, რომ ნამდვილად შეძლებ ჩემს გადარჩენას. მე სიტყვების არ მჯერა, ფსიქოლოგო. -სარკასტულად გაიღიმა ბიჭმა და კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ლეასკენ. -როგორ უნდა გადაგარჩინო, თუკი დაბმული ვიქნები? -აიხსნი და სწრაფად ჩაჯდები მანქანაში. მხოლოდ ამის შემდეგ გავაჩერებ. -ქვევიდან გაუღიმა ბიჭმა. -მომისმინე, უბრალოდ ნება მომეცი დაგეხმარო. რა საჭიროა ეს სცენები? -ახლოს მივიდა ლეა იოსთან და სახეში შეაჩერდა. ბიჭს ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან. -კიდევ ერთხელ ასე ახლოს მოხვალ და გაგ*იმავ! -მკაცრად წარმოთქვა მან. ლეა მაშინვე მოშორდა მას და უკან დაიხია. ნერვიულად ისრესდა ხელებს და თავის იდეალურად დავარცხნილ თმასა და ბოლომდე შეკრულ თეთრ პერანს გამწაუწუმ ისწორებდა. -ახლა თოკს საბარგულს მივაბამ და სანამ მოვრჩები, გაქვს დრო მოსაფიქრებლად. თუკი უარს იტყვი, მთელი დარჩენილი ცხოვრება რომ იარო ჩემთან, სიტყვასაც ვერ მოისმენ. -სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს იომ და საბარგულზე თოკის მიბმას შეუდგა. ლეამ ამ წამს სიკვდილს ჩახედა თვალებში, როგორ უნდა გაეთავისუფლებინა თავი დაძრულ მანქანაზე მიბმულს?! ეს წარმოუდგენელი სიგიჟე იყო, ლეამ წამით ისიც კი იფიქრა, რომ ამ ბიჭს უკვე ვეღარაფერი უშველიდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სიკვდილი ან სიცოცხლე, კარიერა ან უბრალოდ სიცოცხლე, რისკი ან საკუთარი დანიშნულების არ ქონა. აქამდე დაიყვანა გოგონამ თავისი სიცოცხლე, იოს წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში და როდესაც ბიჭი თავის საქმეს მორჩა, მანქანის საბარგულთან მიირბინა და ვერტიკალურად დაწვა მიწაზე. იმ წამს სრულიად გათიშა გონება. ბიჭი ფეხებს უხვევდა და გოგონა გონებაში ცდილობდა, შეუხედავად დაემახსოვრებინა თოკის ყოველი მოძრაობა მის ფეხებზე. სად იყო კვანძი, რომელ მხარეს კრავდა ბიჭი თოკს, რომელ ფეხზე გაკოჭა თოკი და საიდან უნდა დაეწყო მისი გახსნა. რამოდენიმე წუთში, იო მორჩა ფეხების შეკვრას და მანქანისაკენ დაიძრა. ლეას კი საკუთარი გულის ცემა, დამაყრუებელ მდუმარებაში და სიბნელეში გაუსაძლისად ეჩვენა. ეგონა, რომ იმ წამს უმტყუნებდა ქვეცნობიერი და ყველა შიშს ცნობიერში გადმოიტანდა. მანქანა დაიძრა და ლეამ იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი ზურგის არეში. წვრილი, ბასრი კენჭების დამაყრუებელი ხახუნი და მასთან შეუგუებლობა. ჯერ ისტერიკული ყვირილი ატეხა, გაჩერებას სთხოვდა იოს, თუმცა მანქანა არ ჩერდებოდა. ნელა მიიწევდა კლდის პირისაკენ და მასში გადაჩეხვას ლამობდა. ლეამ გონებას აიძუა ტკივილთან შეგუება და მთელი ძალით გადაერთო საკუთარი სხეულის მოტივირებაზე, რომ წამოდგომა შეძლებოდა. მანქანის ნელი მოძრაობა დაეხმარებოდა მას წამოდგომაში და მთელი მოკრებილი ძალით შეძლო ზედატანის აწევა. ხელებით საკუთარ ფეხებს მიუახლოვდა და მანქანაც უფრო სწრაფად გაქანდა. ლეამ ბიძგს ვერ გაუძლო, ზურგით დაეცა ბასრ კენჭებზე და ღონემიხდილი კვნესა აღმოხდა. მანქანამ ისევ ნელი მოძრაობა დაიწყო და ლეა ისევ წამოდგა, თვითგადარჩენის ინსტიქტი საოცარ ძალას აძლევდა და სწრაფად ჩაებღაუჭა საკუთარ ფეხებს. უკვე საჯდომზე იგრძნო გაუსაძლისი ხახუნი, თუმცა ტკივილზე კონცენტრაციას არ აკეთებდა. მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა თოკს და გახსნას ცდილობდა. მანქანა წამით სწრაფად გაექანა, შემდეგ ნელა მოძრაობა დაიწყო. ლეას გონებას უთიშავდა მანქანის ძრავის მომენტალური ცვლილებები, თუმცა კონცენტრაციის უნარს არ კარგავდა. ხან ყვიროდა, ხანდაც ჩუმად ჩურჩულებდა. გაურკვეველი ბგერები მორბოდნენ მისი პირიდან. თოკი ისე მჭიდროთ შეეკრა იოს, რომ ერთი შეხედვით მისი გახსნა შეუძლებელი იყო. მანქანა კი სიარულს არ წყვეტდა, თანდათან უახლოვდებოდა კლდის პირს და სულ რამოდენიმე წუთი ჰქონდა დარჩენილი ახალგაზრდა ქალს. იგრძნო, რომ ტანსაცმელი მთლიანად შემოეხა. იმასაც გრძნობდა, რომ იმ მომენტში ადამიანის სახე აღარ ჰქონდა, მაგრამ თვითგადარჩენა, ეს კოდური ფუნქცია, რომელიც ყველა ადამიანშია ჩადებული, არაადამიანურ ძალას აძლევდა მას და თავადაც ვერ გაიაზრა, როგორ მოახერხა თოკების შეხსნა. ფეხები გაითავისუფლა და მანქანამ სიჩქარეს უმატა, მოშორდა მიწაზე დაგდებული ქალის სხეულს და ლეა სწრაფად წამოხტა. ქვედაბოლო და პერანგი მთლიანად შემოეხსნა სხეულიდან და საცვლების ამარა დარჩენილი, მთელი სიჩქარით მისდევდა მიმავალ მანქანას. მუხლები ეკვეთებოდა, გრძნობდა რომ ძალა არ ეყოფოდა. თითქმის სამი მეტრიღა დარჩა იოს და კლდე შთანთქავდა მის სხეულს. ხელიდან გამოაცლიდა გოგონას ყველაფერს, რის გამოც მთელი ცხოვრება იბრძნოდა. გარბოდა ლეა, მთელი სისწრაფით გარბოდა და ცდილობდა მანქანას დაწეოდა და მაშინ, როდესაც მანქანის წინა ორი ბორბალი უკვე 5 წამში გადასცდებოდა კლდის პირს, ლეამ არაადამიანური ძალით გამოაღო მანქანის კარი და ისტერიკური ყვირილით დაეხეთქა სავარძელზე. მანქანა ზუსტად კლდის კიდესთან გაჩერდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.