უცხო ( თავი 21 )
დილით თავის ტკივილმა გამოაღვიძა, თან ვიღაცას ეკვროდა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ცეცხლი ეკიდა მთელს სხეულზე. ყველაფერი, რომ გაახსენდა მასში გადატრიალება მოხდა. გაბრაზდა მისი შეხება, რომ გაახსენდა. თან შერცხვა მის თვალში უსუსური არსება, რომ გამოჩნდა. ეგონა სიბრალულს განიცდიდა მის მიმართ. უხეშად მოსცილდა და ფეხზე წამოდგა. - რას აკეთებ ჩემს ოთახში?! - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. - მე უბრალოდ, ცუდათ იყავი და მარტო ვერ დაგტოვე. - არ მჭირდება არაფერში შენი დახმარება და არც სიბრალული. მოვითხოვ ახლავე დატოვო ჩემი სახლი! შენი დანახვაც კი, არ მსურს.. - კარგი, როგორც გინდა! ეშმაკს სულსაც მივყიდიდი შენგან რომ მეგრძნო, ბრძოლის სურვილი, ჩემს და შენს გამო! - სინანულით ამოილაპარაკა, ერთხელ შეხედა თვალებში და კარები გაიხურა. - ხოდა წაბრძანდი! - გაბრაზებულმა მიაძახა და სააბაზანოში შეიკეტა. თვითონაც არ იცოდა ასე რატომ იქცეოდა, გულს რატომ არ უსმენდა. ძალიან უნდოდა ებრძოლა. მაგრამ, ეგონა ვერადროს დაივიწყებდა გავლილ ჯოჯოხეთს. ტანსაცმელი მოიშორა და ცივი წლის ქვეშ დადგა. მის გულში არსებულ ცეცხლს ესეც არ შველოდა. კედელს მიეყრდნო და იატაკზე ჩაიკეცა. ტაო აყრიდა, სულ გაყინული იყო. მაგრამ, სიცივეს ვერ გრძნობდა. მთელს სხეულში, სისხლის მაგივრად ლავა ქაფქაფებდა და სწვავდა. თმები სახეზე ჰქონდა მიკობილი, მოსაშორებლად ხელების აწევაც ვერ მოახერხა. კედელს მიაყრდნო თავი და თვალები დახუჭა. გული გაჰკიოდა ,, ის მიდის შეაჩერე’’, გონება კი, ,, წავიდეს ძალიანაც კარგი, არ გჭირდება’’ . ფეხზე წამოდგა, ხალათი მოიცვა და ოთახში დაბრუნდა. ლოგინზე წამოწვა და ფიქრობდა თორნიკეზე. - მას არ შეუძლია გამანერვიულოს! ვეღარაფერს ვგრძნობ ტკივილს გარდა, მითუმეტეს სიყვარულს. არ მჭირდება მისი სიბრალული, არაფერი არ მჭირდება მისი აქ ყოფნა. - რომელ საქციელში დაინახე მისი შენდამი სიბრალული?! - ალაპარაკდა ქვეცნობიერი. - მე.. - ვერაფერი უპასუხა. - სუსტი ქალი ხარ, აი ეს კი ნამდვილად დაანახე! - უტევდა არ ჩერდებოდა. - თავი დამანებე! - თავი გააქნია. მთელი სხეული უკანკალებდა, ხელები სულ დალურჯებული ჰქონდა. ხვდებოდა, რომ ცუდათ იქცეოდა. ცოტახანი გაშეშებული იცვა შემდეგ წამოიზლაზნა და მის ოთხში მდგომ სარკესთან მივიდა, რომელიც დაფარული იყო თეთრი მატერიით. ერთი ხელის მოძრაობით მოაშორა, ნაჭერი იატაკზე ჩამოცურდა. ხალათი მოიშორა და სულ შიშელი დადგა სარკის წინ. ჭრილობებს აკვირდებოდა, მუცელზე ჭიპთან ახლოს სიგრძეზე დიდი ზოლი ჰქონდა, რომელიც გამოკვეთილად ეტყობოდა. მარჯვენა მკერდთან კი, მხოლოდ ნაწიბური ეტყობოდა. ფეხებზე უამრავი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ეს ჭრილობები მისთვის არაფერს ნიშნავდა, მათი მოშორება შესაძლებელი იყო. მაგრამ, მოგონებებს ვერ წაშლიდა, თითოეულ შეხებას, კოცნას, ამაზრნენ ხმებს. თვალები დახუჭა და გაიხსენა თორნიკე, მათი პირველი ღამე, შეხება, კოცნა. ესიამოვნა, აღარ ჰქონდა ცუდი შეგრძნებები. იხსენებდა დედასთან გატარებულ თითოულ დღეს, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე. მამის თბილ და სითბოთი გაჟღენთილ ხმას, სიყვარულით გაბრწყინებულ თვალებს. მისგან წარმოთქმულ ,, შვილო ‘’ - ს და ,, მიყვარხარ’’ - ს. მის გიჟ მეგობრებს და მათთან გატარებულ დღებს, ერთად ჩადენილ გიჟობებს. თვალებს ახელს და გაცისკროვნებული უყურებს თავის ანარეკლს სარკეში. თორნიკეს ოთახს მიაშურა, კარები შეაღო გარემო მოათვალიერა. მისი არც ერთი ნივთი აღარ იყო. მხოლოდ მისი სურნელი იყო დარჩენილი, ღრმად შეისუნთქა. თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა, ერთი ხელის მოსმით მოიშორა. მაგრამ, როგორც წვიმის წვეთებს ვერ შეაჩერებ ისე ცრემლებს ვერ აუკრძალავ გადმოსვლას. სახლი სწრაფად დატოვა და ეზოში გაიქცა. ეგონა დასრულდა ყველაფერი და წასული დახვდებოდა. მაგრამ, მაშინ ჯდებოდა მანქანაში. მისკენ გაიქცა და მანქანას წინ გადაუდგა. - მეგონა წახვედი.. - სევდიანად გაუღიმა. - ვაპირებ კიდეც, ეს ხომ შენი ბრძანებაა! - ზედ არ შეუხედია, მანქანიდან ესაუბრებოდა ძრავის ხმა, რომ გაისმა. - მჭირდები, გთხოვ არ წახვიდე. დამეხმარე ამ ჭაობიდან ამოსვლაში, შეიძლება ვერ დავივიწყო. მაგრამ, მასთან ერთად ცხოვრება მასწავლე, ნელ-ნელა მეხსიერებიდან, რომ გავაქრო. უშენოდ ვერაფერს შევძლებ, უფრო ღრმად ჩავეფლობი ტალახში. - მამაკაცი არ ელოდა ამის მოსმენას. პულსაცია აუჩქარდა, სისხლმა სწრაფი დინება დაიწყო. კარები გამოხსნა და გადავიდა. - გაიმეორე რაც წეღან თქვი! - მეორედ არ ვიმეორებ გამომძიებელო! - დაეჭყანა და მისკენ წავიდა. ხელები წელზე მოხვია, წამით შეკრთა მამაკაცი, სხეული დაეჭიმა. თავი საქციელით გახარებულს გული გაორმაგებულად უცებდა, სახე მის ყელში ჩარგო. გრძნობდა როგორ უცემდა მასაც გული. - ჩემო ალქაჯო.. - თავზე აკოცა, დაძარღული ხელები ძლიერ შემოხვია. ლიზამ თვალებში ჩახედა და ჩაიფერფლა კიდეც. ჭაობისფერი თვალები, ღია მწვანეში ჰქონდა გადასული. ისე უბრწყინავდა, ვარსკვლავები სცვიოდა. - ძალიანაც ნუ გამიბლატავდები! შენ ჩემი მორჩილი ხარ, ხომ არ გავიწყდება ?! - სერიოზული გამომეტყველებით ეუბნებოდა. მაგრამ, ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. - მაგას რა დამავიწყებს ქალბატონო ექიმო.. - მისი თხელი თითები ტორებში მოიქცია. ტუჩები შუაგულში მიაკრო, ლიზას კი გააკანკალა. რამდენჯერმე ნაზად და ხანგრძლივად აკოცა, მის რექციაზე კი ხალისობდა. - დაივიწყე წარსული და აწყმოში ჩემთან ერთად ისწავლე ცხოვრება, ერთად ყველაფერს შევძლებთ! - შუბლზე აკოცა. - დღეს არაფერი გიჭამია ქალბატონო. - ხოდა ვახშამი მოამზადე და თუთის ქვეშ ვივახშმოთ ჰაერზე. - რას ინებებთ ქალბატონო? - სიცილით ჰკითხა. - ბლინები ნუტელათი და მარწყვი წვრილად დაჭრილი. - უთხრა და სკამზე ჩამოჯდა. - არის სერ! - დაეჭყანა და სახლში შევიდა. მალე დაბრუნდა უკან სინით ხელში, მაგიდაზე გააწყობინა ლიზამ და ივახშმეს. - წავიდეთ დავიძინოთ, დღეს ჩემთან ერთად დაიძინებ. - თორნიკემ გაოცებულმა შეხედა. - ასეთია ჩემი სურვილი! - თვალი ჩაუკრა. - კარგი. - უკან გაჰყვა, ლიზას მის სახეზე კი ჩაეცინა. საძინებელში შევიდა, სპორტულები გაიხადა, პიჟამოები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა. კარი გაიღო და თორნიკე შემოვიდა, სპორტული შარვლით და წელს ზევით შიშველი. - მაისურის ჩაცმა დაგავიწყდა?! - წარბ აწეულმა ჰკითხა. - არა, უბრალოდ ისე ვერ მოვისვენებ.. - კარგი ჰოო. - ჩაიბურდღუნა. საწოლს მიუახლოვდა საბანი ასწია და შიგნით შეწვა. არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, ეშინოდა არ დაეფრთხო. ლიზამ გამოიჩინა ინიციატივა, ჩაეხუტა და სახე მის ყელში ჩარგო. - ელიზაბეტ.. - სხეული დაეჭიმა. - გისმენ თორნიკე. - მის უძირო თვალებში ჩაიძირა. ხელით სახეს შეეხო, რომელიც ახალი გაპარსული იყო. ისეთი ნაზი კანი ჰქონდა ესიამოვნა. ყბაზე გადაატარა ცერა თითი, ზევით აუყვა და ტუჩის კონტური შემოხაზა. მისი დაბურცული და დიდი ტუჩების შემყურემ ნერწყვები ყლაპა. უყურებდა და სიამოვნებდა მისი განცდები, როგორ უჭირდა მოთმინება, თვალებიც მილულა. მოთმინების ფიალა, რომ ამოეწურა, თითები დაუჭირა და სათითაოდ დაუკოცნა. კოცნით კისერს დაუყვა, მაგრამ შეჩერდა მიხვდა, რომ ჯერ ადრე იყო და შესაძლებელი იყო ყველაფრი ცუდისკენ შეცვლილიყო. წელზე მოჰხვია ხელებ და ზედ მიიკრო. თავზე აკოცა, სურნელი ღრმად შეისუნთქა . ლიზაც მოდუნდა, თავი მკერდზე დაადო და მშვიდად დაიძინა. დილით მზის სხივებმა შეაწუხეს და თვალებიი გაახილა, რომ მიხვდა მთელი სხეულით თორნიკეზე იყო აკრული ღაწვები აუფორაჯდა. - დილამშვიდობისა ალქაჯო! - თვალების გახელის გარეშე გაღიმებულმა უთხრა. - დილამშვიდობისა.. - მორიდებულად ჩაილაპარაკა და ნელა მოშორდა. ხალათი შემოიცვა და სააბაზანოში შეიკეტა. ყველაფრისგან განთავისუფლდა და წყლის ქვეშ დადგა. სიამოვნებდა წყლის წვეთები, თითქოს ძალას ჰმატებდნენ. მოწესრიგდა და ოთახში დაბრუნდა. თორნიკე, რომ არ დაუხვდა ამოისუნთქა. თხელი გვირილებიანი სარაფანა ჩაიცვა, ჟაკეტიც მოიცვა. სექტემრის შუარიცხვები იყო და საკმაოდ გრილოდა. ოთახი დატოვა და სამზარეულოდან თორნიკემ გამოსძახა. - აქ ვარ ელიზაბეტ. - ისიც იქით წავიდა, მრგვალი მაგიდის წინ შეჩერდა. ყველაფერი ლამაზად იყო გაწყობილი, შუაში კი სანთელი ენთო, წყნარი მელოდია იყო ჩართული. - დაბრძანდით ჩემო ქალბატონო! - გრაციოზულად გამოუწია სკამი და მიუთითა. - გმადლობ! - მანაც ღიმილით დაუკრა თავი და ჩამოჯდა. გამზადებულ ყავის ფინჯნებში ცხელი წყალი ჩამოასხა და მის წინ მოთავსდა. - წვიმას აპირებს, სახლში ვიყოთ და ლეპტოპში კინოს ვუყუროთ. - როგორც გინდა.. - მალე მოათავეს და მისაღებში გავიდნენ. თორნიკემ ოთახიდან ლეპტოპი გამოიტანა, დივნის წინ პატარა შუშის მაგიდაზე დადო. სამზარეულოში გავიდა ბატიბუტი მოხალა და უკან ორი ჯამით ხელში დაბრუნა. ლიზამ ,,მარტო სახლი’’ - ს პირველი ნაწილი ჩართო და კარგად მოკალათდა. დამიანე და ანაბელი გაახსენდა, გოგოებს ძალიან უყვარდათ და გშირად უყურებდნენ, ხოლო ის კიდე სულ წუწუნებდა ,, აუ, ტო რამდენჯერ უნდა უყუროთ, ნუთუ არ გბერზდებათ’’ . . - რატო მოიწყინე? - თორნიკეც დასერიოზულდა. - ჩემი ბავშვები გამახსენდა, ძალიან მომენატრნენ. - თვალები ჩაუწყლიანდა. - მერე რატომ იტანჯავ თავს? ან მათ რას ერჩი? - ასე არ შემიძლია, მათ გვერდით ყოფნა. ჩემთან ერთად მათაც ვერ დავტანჯავ.. - ცრემლები ვეღარ შეიკავა და გასაქანი მისცა გადმოსვლის. - ჩშ, ნუ ტირი.. - გულზე მიიხუტა და თავზე კოცნიდა. - მალე მათთან ერთად იქნები გპირდები, ჩემი ხომ გჯერა?! - ლიზამ მხოლოდ თავი თაუქნია და თვითონაც მოჰხვია ხელები. თორნიკეს თქმით მართლაც გაწვიმდა. თან ჯექა-ქუხილიც დაერთვებოდა და ოთახს ანათებდა. ქარიშხალი ამოვარდა, ხეებს ისე აქანავებდა, შესაძლებელი იყო მოეტეხა კიდეც. - მიდი ჩაი გააკეთე და დავლიოთ. - ნუკრის თვალებით შეხედა ლიზამ. მან კი, მხოლოდ გაიცინა და სამზარეულოში გავიდა. იქიდან კი, ფინჯდებით დაბრუნდა. გვიანობამდე უყურებდნენ კინოებს. თორნიკეს წუწუნის მიუხედავად ყველა ნაწილს უყურეს მარტო სახლისას. - წავიდეთ ვჭამოთ მომშივდა. - კაი რა თოკა, გავსუქდები ასე, რა დროის ჭამაა. ღამის თორმეტი საათია. - წუწუნებდა. - ძალიან გამხდარი ხარ, მე კიდევ უფორმო გოგოები არ მომწონს. - სიცილით უთხრა და ბალიში, რომ არ მოხვედროდა თავი დახარა. - აი, დარდი რა თუ არ მოგწონს, სხვას მოეწონება. - თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში კურტუმის ქნევით გავიდა. - ამოგაცლი მაგ გრძელ ენას. - ამოიბურტყინა და უკან მიჰყვა. თორნიკემ ლიზას ბრძანებით გლაზოკი კვრცხების შეწვა დაიწყო. მან კი, სუფრა გაშალა და ჩამოჯდა. - ტუჩებს ნუ იკვნეტ ! - არ უყურებდა ისე უთხრა. - რატო?! - ჯიბრით ხან ზედას, ხან კი ქვედას, კბილებს შორის იქცევდა. - ნუ მიწვევ ელიზაბეტ! - თვალები დაუბრიალა და თეფშებზე დააწყო გამზადებული კვერცხი. გემრიელად შეექცნენ ორივე. მაგიდა ერთად აალაგეს, თეფშები ლიზამ დარეცხა, მან კი გაამშრალა. შოკოლადები აიღეს და მისაღებში გავიდნენ. - ღვინოს ხომ დალევ? - ლიზამ იკითხა. - კი სინიორიტა! - მამის გამოგზავნილი ოცი წლის დაძველებით, წითელი ღვინო გამოიტანა სამზარეულოდან. ორი ბაკალიც გამოაყოლა. შუშის მინაზე დააწყო და ნახევრად ჩამოასხა. - ირაკლის გამოგზავნილია. - მოსვა თხევადი სითხე და ყელში ჩაუსვა. ცოტა ჩასწვა და ესიამოვნა. წითლად შეუფერადდა ტუჩები, ენა გადაისვა და გაილოკა. თორნიკემ კი, იმხელა ნერწყვის გორგალი გადაყლაპა რამის დაიხრჩო. - ფრთხილად რა დაგემართა ისუნთქე. - ირონიულად ჟღერდა მისი ხმა, თან ეშმაკური მზერით შეჰყურებდა. - ხომ გემრიელია?! - კი, ძალიან გემრიელია . - ტუჩებისთვის მზერა არ მოუცილებია და ისე ამოილაპარაკა. ლიზას ფხუკუნის ხმამ დააბრუნა დედამიწაზე და კოპებ შეკრულმა გახედას, ბოლოს მასაც გაეცინა. - მომიყევი შენს შესახებ.. - გაუღიმა. - კარგი.. ათი წლის ასაკში დავკარგე მშობლები. თავშესაფარში მიპირებდნენ წაყვანას, მაგრამ ირაკლის წყალობით გადავურჩი იმ ჯოჯოხეთს.. თავიდან ძალიან გამიჭირდა გარემოსთან შეგუება. მე და ირაკლიმ ერთად გადავიტანეთ ყველაფერი. ის საყვარელი ქალის დაკარგვის გამო იტანჯებოდა, მე კიდე მშობლების გამო. ნიკაც და თათიაც გვერდით მედგნენ, გასართობად აქეთ-იქით დამატარებდნენ, სხვადასხვა საჩუქრებს მყიდულობდნენ. თავიდან ვმორცხვობდი, იშვიათად ვლაპარაკობდი. მათმა სიყვარულმა ყველაფერი გადამატანინა. დრო ყველაფრის მკურნალიაო და მართალიცაა. ერთხელ სკოლაში ძალიან ვიჩხუბე, ჩემს კლასელთან. ,, უპატრონო და ობოლი’’ მიწოდა, ძალიან გაბრაზდი და მუშტი გავარტყი სახეში. მაშინვე დირექტორის კაბინეტში გამაქანეს. მისი მშბლები მოქანდნენ, რათქმაუნდა ირაკლიც გამოიძახეს. სიტუაციაში, რომ გაერკვა, გაწიწმატებულ მშობლებს მიმართა ,, თქვენ შვილს აღზრდა აკლია, უარესის ღირსიც იყო. როგორ შეიძლება ასეთი სიტყვები გაივლოს გონებაში და საკუთარი კლასელი დაამციროს. მაგრამ, ეს მისი ბრალი არაა, ეს თქვენი ბრალია, რომ არაფერი გისწავლებიათ!’’ , შემდეგ დირექტორს მიუბეუნდა ,, კიდევ ერთხელ განმეორდება ასეთი ინციდენტი, დირექტორობის დატოვება მოგიწევთ!’’ . ისე მკაცრად ამოილაპარაკა, დირექტორმა ხმა ვეღარ ამოიღო. გარდატეხის ასაკიც მომივიდა, ძნელად გადავლახე. ქუჩაში ვაღამებდი, პალაჟენია მიმყავდა. მაგრამ, ეს პერიდოიდიც გადავლახე ირაკლის დახმარებით. ფიზიკურადაც ვიცვლებოდი, სახეზე მაყრიდა, მე კიდევ ძალიან განვიცდიდი. ნიკა, დამცინოდა ,, გოგოებს აღარ დაევასები ტო’’ , სულ ამას გაიძახოდა. ეს პერიოდიც გადავლახე. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ჩემი მიზნების მისაღწევად ვიბრძოდი. მინდოდა გამომძიებელი ვყოფლიყავი მამაჩემის მსგავსად. უმაღლესშიც ჩავირიცხე, უმაღლესი ქულებით, სრული დაფინანსებით. ვერ ვიტყვი წიგნების ჭია ვიყავითქო. მაგრამ, ერთი წაკითხვით შემეძლო ყველაფრის დამახსოვრება. ამას კი, საჩემოდ ვიყენებდი. უნივერსიტეტიც წარმატებით დავასრულე. ეხლა კიდევ გამომძიებელი თორნიკე ნაროზაული გახლავარ. - სიცილით უთხრა. - როგორ დაიყუპნენ შენი მშობლები? - ახალწლებზე სამსახურიდან ბრუნდებოდნენ, გაყინული იყო გზები. მანქანა მოუცურდათ და ტრაილერს შეასკდნენ. ორივე ადგილზე დაიყუპნენ. - ეტკინა მისი ტკივილი. - ვწუხვარ.. - არაუშავს, დიდი ხანი გავიდა, შევეჩვიე ტკივილთან ერთად ცხოვრებას.. ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან. - ლიზას აღარაფერი უთქვამს. თორნიკემ კი, ტუჩები მიაწება შუბლზე. შემდეგ ლოყაზე, კისერთან ჭრილობასთან აკოცა, მას კი გააჟრჟოლა. - გთხოოვ.. - სახე მოარიდა, მის თვალებში ჩამდგარი ცრემლების დასამალად. - მაპატიე.. - დაიძაბა, ხმის ტემბრი შეეცვალა და თვალები ჩაუმუქდა. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც რაღაცაზე ბრაზობდა ან ნერვიულობდა. - ეს ჭრილობა არც მეტყობა. ძალიან, რომ დაესვათ ეხლა აქ არც ვიქნებოდი. ყველაზე ღრმა და გრძელი მუცელზე მაქვს. - სხეული დაეჭიმა გახსენებისას, თვალები უელავდა. - ელიზაბეტ.. - ხმა ჩაუწყდა, თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა, რასაც გულის დარდიც ამოაყოლა. - შეხებას რაც შეეხება, ყველგან მეხებოდნენ, მკოცნიდნენ. ძალაც აღარ შემწევდა წინააღმდეგობის გაწევის. ღმერთმა ბოლომდე არ გამწირა და საქმის დასრულება ვერ მოახერხეს. თორემ ვერ გადავიტანდი, თავს არ ვიცოცხლებდი. შეიძლება სუსტი ადამიანის ნათქვამია, მაგრამ სხვანაირად ვერ შევძლებდი.. საკუთარი ხელების შეხებაც კი მძულდა. სარკის წინ გაჩერება და საკუთარი ანარეკლის ყურება არ შემეძლო აქამდე. ეხლაც რომ ვყვები და ისტერიკა არ მემართება, მხოლოდ შენი დამსახურებით. აქ, იმიტომ ჩამოვედი, რომ საყვარელი ადამიანების თვალებში სიბრალულის დანახვას ვერ გადავიტანდი. - ღვინის ბაკალს მზერა მოაშორა და ჩაწითლებულ თვალის ირისებში ჩახედა. ფეხზე წამოდგა გვერდით მიუჯდა და მთელი ძალით მიეხუტა. სურნელი ღრმად შეისუნთქა. - შენ ვერც წარმოიდგენ , შენი აქ ყოფნა, როგორ მშველის. შენი შეხება არ მაშინებს, პირიქით ვმშიდდები შენთან. გონება ჩამძახის, რომ უნდა მოგშორდე და გაგიშა. მაგრამ, გული კი, შენთან ყოფნას ითხოვს. ნეტავ ყველაფრის დავიწყება შემეძლოს, მეხსიერებიდან წაშლა, ძველი ლიზას დაბრუნება. - ნაღვლიანად ამოილაპარაკა. - დაგავიწყებ, გეფიცები დაგავწყებ.. რადაც არ უნდა დამიჯდეს. უბრალოდ მომენდე და ჩემი გჯეროდეს.. - თავზე ტუჩები მიაკრო. - შენი, რომ არ მჯეროდეს, ახლა ასე ჩახუტებული არ ვიჯდებოდი . შენამდე ყველა მძულდა, ალბათ ვერც შევასრულებდი პირობას, უკან ვერასდროს დავბრუნდებოდი. აშკარად შენ შემილოცე და მომაჯადოვე.. - აკისკისდა. - მეე?! მე მოგაჯადოვე ქალბატონო ექიმო?! ყველაფერი შენი ბრალია, შენმა კუპრივით შავმა თვალებმა დამიმონეს. ამხელა მთასავით კაცი, შენს მოსამსახურედ ვიქეცი. - სიცილით უთხრა. - ნუ დამცინი დაისჯები! - როგორ?! - ეშმაკური გამოეტყველებით შეხედა. - აქ, რომ გაკოცო?! - ცხვირზე მიაკრო ტუჩები. ლიზა, კი გაინაბა. - ან აქ?! - ტუჩის კუთხეშიც დაუტოვა კოცნის კვალი. - აქ?! - ნიკაპზე გადავიდა. ისე უჟუჟუნებდა თვალებს, ლიზა გაითიშა. - ეხლა მე რომ გაკოცო?! - ახლოს მიიწია, მათი ბაგეები კვლავ შეერწყნენ. ლიზას მუცელში კალიები დახტოდნენ და უღუტუნებდნენ. თითქოს პირველი ყოფილიყო. ორივეს ჟრუანტელი უვლიდათ. სისხლში კი, ელექტრონებმა დაიწყეს მოძრაობა. ჟანგბადის უკმარისობის გამო, რომ არ მოსცილებოდნენ ერთმანეთს, მოკლე ძაბვა მოხდებოდა. - ეს.. ეს.. - აბლუყუნდა თორნიკე, მოულოდნელი იყოს ლიზასგან. მის სახეზე კი, ლიზამ სიცილი დაიწყო. - ღიმილი ძალიან გიხდება.. იმდენად რომ სურვილი მიჩნდება, სულ ყოველთვის მიღიმოდე და მაბედნიერებდე. - ახლა მან მიიზიდა, მარწყვისფერ და მათრობელა ტუჩებს წაეტანა. ლიზა, კი გულმკერდზე მიეხუტა. -გამომძიებელო, ჩემს ხელში არ მოკვდე, როგორ გიცემს გული.. - ღიმილით ახედა. - ერთი ცელქი გოგოს ბრალია.. მომიყევი მიდი შენი მეგობრების შესახებ. - მე, ანაბელი და დამიანე ერთად მოვდივართ ბავშობიდან. ბაღში გავიცანი ანაბელი, ჩემი თოჯინა აიღო მე კიდევ ვეჩხუბე და თმები მოვქაჩე. მან კი ტირილი მორთო. ტასომ ბევრი დარიგების შემდეგ, ძლივს დამიყოლია ბოდიშის მოხდაზე. მის მერე ერთად ვართ. მალე დამიანეც შემოემატა ჩვენს ჯგუფს, სამი მუშკეტერი ვიყავით. ყველგან ასე მოგვიხსენიებდნენ. სამივე გიჟები ვიყავით, ანაბელი და დამი სულ ჩხუბობდნენ და კამათობდნენ. არც ერთი არ სთმობდა, ბოლოს გამშელებელი მე ვიყავი. ერთ კლასში ვიყავით, ერთად დავამთვრეთ სკოლა. მათი მშობლების წყალობით მათთან ერთად წავედი სასწავლბლად უცხოეთში. ჩემი ოცნება ავისრულე. შემდეგ გაირკვა, რომ ერთმანეთი უყვარდათ, აქამდეც ვეჭვობდი. მაგრამ, კარგად ნიღბავდნენ გრძნობებს. ამდენი ხანიი არასდროს დავცილებულვართ ერთმანეთს, ვიცი როგორ უჭირთ უჩემოდ. მაგრამ, მჯერა რომ ესმით ჩემი. - ხშირად გხედავდით ერთად, თან რომ გეხუტებოდა. სისხლი ტვინს ეხეთქებოდა და მინდოდა მეცემა მაგრად. - სიცილით იძახის. - მერე გავიგე, რომ მეგობრები იყავით. სიმართლე გითხრა ასეთი მეგობრობის არ მწამდა. მაგრამ, თქვენი შემყურე დავიჯერე. - ეხლა შენზე და ბართლომეზე მომიყევი. - მე და ბართლომეც ბაღიდან მოვდივართ. სკოლაშიც ერთად დავდიოდით. ჩხუბის თავები ვიყავით, ვერ ვიტანდით უსამართლობას. ხშირად მოგხვედრია ჩვენც, მაგრამ უფრო ხშირად სხვას ვცემდით. მშობლების დაღუპვის შემდეგ, სულ ჩემთან იყო. გვერდიდან არ მსცილდებოდა, მასაც ძალიან უყვარდა ირაკლი. ტყუპებიც წამოიზარდნენ ხშირად გვიწევდამათ გამო ჩხუბი. ორი ერთნაირი ხისთავიანები იყვნენ. მაშინ სვანეთში, მიხვდებოდი ბართლომეს და სალომეს, რომ ერთმანეთი უყვართ. ჩვენს ხელში გაიზარდა, ყოველთვის სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ. მალე გადიოდა წლები. სალოც იზრდებოდა, ქალდბოდა. თვრამეტი წლის ასაკში უკვე თაყვანისცემლებიც გაუჩნდა. ძალიან ლამაზი იყო და ყველას მოსწონდა. სისხლს უშრობდა ბათუს, მართალია არავინ მოსწონდა, მაგრამ სიტუაციას მის საეჭვიანოდ იყენებდა. თითქმის ყოველ დღე გვიწევდა მის გამო ჩხუბი, მისი შიშით გვერდზე აღარავინ ეკარებოდა. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შენ გამოჩნდი და გამოანათე. შენადე მეგონა სიყვარული არ არსებობდა. ქალს როგორც ღამის გასართობს ისე ვუყურებდი. პირველი შეხვედრის შემდეგ კი დავდიოდი. ტყუპები დამცინოდნენ , ვიღაცამ მოახერხა შენი გამოშტერება ბათუს მსგავსადო, მასაც წაკბენდნენ ხოლმე. - სიცილით დაასრულა მონოლოგი, ლიზასაც გაეცინა. - სიმართლე გითხრა, მე ძალიან გამაბრაზე. იმ დღის შემდეგ არც მიფიქრია შენზე. მეორე დღეს წავედი კიდეც საქართველოდან. ბედისწერის წყალობით კვლავ შეგხვდი, გულმა მიგრძნო, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს დავკარგავდი თუ არ შემოვიდოდი ჩიხში. მართალია ძალიან მეშინოდა, მაგრამ მაინც გავბედე და გადაგარჩინე კიდეც. - დაეჭყანა. - აბა.. აბა.. გადამარჩინე. ასეთი სიმპატიური გამომძიებელი და შენი გულის დამპყრობელი. - ცალი წარბი ზევით აზიდა, თვალები კი მოჭუტა. - ვინ და რატომ დაგჭრა?! - ინტერესით ჰკითხა. - მკვლელობას ვიძიებდი, ახლოს ვიყავი უკვე დამნაშავესთან და მოცილება სცადეს.. დავაკმაყოფილე ინტერესი ქალბატონო ექიმო? - კი - ენა გამოუყო. - წამოდი რა ვივახშმოთ მშია. - კარგი. - წამოდგა და უკან გაჰყვა. - რა მადის ამღძრელად გამოიყურება შენი უკანალი.. - სიცილით უთხრა. - ხო არა?! - კოპებ შეკრული შებრუნდა, თან მუშტი მუცელში უთავაზა. - აუ, რა არის კუნთების მაგივრად ბეტონი გაქვს?! - დაიჭყანა. - მოსწონთ ჩემი მუცულა ქალებს, ამიტომ ბევრს ვარჯიშობ. - ღიმილით უთხრა. - ქალებს ხომ?! ხოდა წადი იმ ქალებთან, კარები იცი საითაცაა.. - შებრუნდა წასვლას აპირებდა, როდესაც ხელი ჩასჭიდა და ზედ აიკრო. - ჩემი ეჭვიანი ალქაჯი, გაბრაზებული რა საყვარელი ხარ. - სიცილით უთხრა და მის კისერში ჩარგო სახე. - იცი ისამნის სურნელი გიდის? - ცხვირი ყელზე გაუხახუნა. - ხოო?! ძალიან მიყვარს, ვგიჟდები ისამანზე.. - უკვე მეც. - კოცნის კვალი დაუტოვა და სამზარეულოში შევიდა. ლიზა, გონს რომ მოვიდა ისიც გაჰყვა. ივახშმეს და ერთდა წავიდნენ დასაძინებლად. დაწვნენ, თორნიკე, ჩაეხუტა და მშიდად დაიძინეს. დილით, რომ გამოეღვიძა თორნიკე, არ დაუხვდა საწოლში. - გაიღვიძეთ ქალბატონო? სადილი გავამზადე და მობრძანდით. - მომაჯადოვებლად უღიმოდა, ლიზას თვალები მიენაბა. - კარგი, მოვემზადები და გამოვალ. - მარტო დატოვა, მან კი შხაპი მიიღო. პროცედურები ჩაიტარა, ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. - დაბრძანდით. - სკამი გამოუწია, ჩამოჯდა და ისიც გვერდით მიუჯდა. - რამდენნაირი სალათი მოგიმზადებია, შეიშვები ოჯახში. - სიცილით უთხრა, თან ცალი მხარე ეწვოდა. იმდენად ახლოს იყო მასთან, ხელებით ეხახუნებოდნენ. - ხო აბა, რისთვის გაწონებ თავს. - წარბები აათამაშა. - დაამთავრე და სასეირნოდ წავიდეთ. კაი ადგილი აღმოვაჩინე შემთხვევით. მალე დაამთავრა, ფეხზე წამოდგნენ. მოსაცმელები მოიცვეს და სახლი დატოვეს. მაღალ აიდგილზე ადიოდნენ, ლიზა წუწუნებდა, დავიღალე ფეხები მეტკინაო. - ეხლა მაინც ხომ მორჩები წუწუნს?! - ზურგზე მოიგდო. - დამსვი, ხომ არ გაგიჟდი?! ერთად არ დავგორდეთ, ჯერ ადრეა არ მსურს სიკვდილიიი... - გაჰკიოდა და ფეხებს იქნევდა. - თორნიკეეეეეეეე.. - თუ არ გაჩერდები, ნამდვილად დავგორდებით. ანდერძი მაინც დამეტოვა, რომ ერთად დავემარხეთ. - მათი სიცილის ხმა ექოდ ისმოდა მთებში. მალე ააღწიეს ადგილამდე. ჩამოსვა ლიზა, რომელიც გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით. - საოცარია.. რა სილამაზეაა.. - აი, ქალბატონო, რომ არ მიჯერებთ ხოლმე.. - მზის ჩასვლა მართლაც საოცარი იყო. ყველაფერი ნარინჯისფრად ანათებდა, მზეს ცეცხლისფერი დაჰკრავდა. ნელ- ნელა ღრუბლებში უჩინარდებოდა. ზუსტად ამფრად უჭყიტინებდა თვალებში, პატარა ოთახში ჩამოკიდებული პატარა მბჟუტავი ნათურა. თვალები დახუჭა, მოგონებები მოეძალა. გულზე ხელი მიიჭირა ტკივილის ჩასაცხრობად რასაც იმ მომენტში კვლავ განიცდიდა. ისევ იმ პატარა ოთახში იყო, სადაც მხოლოდ მისი დაუძლურებელი სხეული იმყოფებოდა. გვერდით ოთახში კი, გამტაცებლები. კვლავ გაახსენდა, ოთახის კარების გახსნა და ერთ-ერთი ქონით გატენილი კაცის შემოსვლა. რომელიც სულიერადაც და ხორციელადაც ძალადობდა მასზე. ისევ და ისევ ურტყავდნენ, ისევ და ისევ ყვიროდა, ისევ.. ისევ.. მიწაზე იყო განთხმული და ხელებს სასოწარკვეთილი იქნევდა. დაჭრილი ნადირივით ღმუოდა. მის ხმას ჩიტების ფრთების შრიალი ერთვოდა, თითქოს მისი ტკივილი ესმოდათ და მისგან შორს მიფრინავდნენ. სურდა ყველაფრისგან დაცლილიყო, განთავისუფლება უნდოდა. ბოლოს ძალა გამოცლილი მოდუნდა, გაითიშა.. გონს მოსული თორნიკეს მზერას წააწყდა. თვალის ირისები სულ ჩაწითლებული ჰქონდა, გუგები ჩამუქებული. ტკივილს ასხივებდა, არანაირი სიბრალული არ იკითხებოდა მის სახეზე, მხოლოდ დიდი სიყვარული. ყბები ზამბარასავით დასჭიმოდა, ყელთან ძარღვები გასკდომაზე ჰქონდა. მთელი ძალით ხვევდა ხელებს და გულში იკრავდა, თითქოს სურდა მისი ტკივილის შთანთქვა. - ელიზაბეტ, ყველაფერი კარგადაა, მე შენთან ვარ. - დიდი ტკივილის მატარებელი იყო, მისი თითოეული სიტყვა. არ ემეტებოდა საყვარელი ქალი ასეთი ტანჯვისთვის. - მაპატიე უბრალოდ არ შემიძლია, მახსენდება და ყოველთვის გამახსენდება ყველა მოგინება. შეიძლება სულ უბრალო რამ გამახსენოდ ყველაფერი. არ მინდა, ვერ გაგიმეტებ ასეთი ტკივილისთვის. შენ ბედნიერბას იმსახურებ, სხვა ქალთან ერთად. - სლუკუნებდა, გული ყელში ჰქონდა მომჯდარი. ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა. - შეძლებ! აუცილებლად შევძლებთ.. ირწმუნე გთხოვ და ყველაფერი გამოგვივა. შენ ჩემი ძლიერი ლიზა ხარ! - მთელი ძალით იხუტებდა და თმებზე ეფერებოდა. - წავიდეთ გთხოვ.. - ფეხზე წამოდგა, მაგრამ წონასწორობა ვერ აღიდგინა. თორნიკე, რომ არა დაღმართზე დაგორდებოდა. ხელში აიყვანა და გულმკერდზე მიიხუტა. ცხვირი ჰქონდა მის ყელში ჩარგული და გრძნობდა მის პუსლაციას. სისხლის მიმოსვლას ვენებში. მისი განსხვავებული არომატი, კაპლივით მოქმედებდა მასზე. მალე მოდუნდა, თვალები დახუჭა და ჩაეძინა. უჭირდა სიარული, თან სულ დიდი ქვეები ეყარა, ცუდი გზა იყო. ამას დაღმართით ერთვოდა. ჭექა ქუხილი ცას და არემარეს ანათებდა, თორემ თვალთახედვა უჭირდა. მიაღწია სახლამდე, სახლში შევიდა თუ არა, წვიმამ დაცხო. თავის ოთახში შეიყვანა და ლოგინზე წამოაწვინა. იგრძნო, რომ თბილს სხეულს მოშრდა და შეიშმუშნა. კარების დაკეტვის ხმა მოესმა, ელოდა ეგონა უკან დაბრუნდებოდა. მაგრამ, არ გამოჩნდა. გაბრაზდა, ადგა და სააბაზანოში შევიდა. წყალი გადაივლო და მოწესრიგდა. პიჟამოები ჩაიცვა და ოთახი დატოვა, თორნიკესთან შევიდა. შიგნით არ დაუხვდა, მაგრამ სააბაზანოს გაღებული კარიდან გამოდიოდა მისი ღიღინის ხმა. ლიზას გაეცინა და ლოგინში შეწვა. ელოდებოდა, იმდენი ხანი დაჰყო შიგნით ჩაეძინა. იგრძნო ლოგინში მისი დაწოლა, გადაბრუნდა და გვერდიდან აეკრო. თავისი ფეხს მის ფეხებში ახლართა. მამაკაცს გააცია, ჟრუანტელმა დაუარა. თვალებს არ ახელს, მაგრამ გრძნობს, რომ უყურებს,.სახეზე ცეცხლი უკიდია. ხელისგულს გულმკერდზე ადებს და გრძნობს მის აჩქარებულ გულისცემას. თორნიკემ მარცხენა ხელი მხარზე მოხვია, მარჯვენა მის თითებში ახლართა. შუბლზე აკოცა და დაბალ ხმაზე, ,, ძილი ნებისა უსურვა’’ . მასაც მშვიდად ჩაეძინა. დილით ჩიტების ჭიკჭიკი აღვიძებს, სიცარიელეს გრძნობს. თვალებს ზანტად ახელს და ამ დროს სააბაზანოდან გამოსულ თორნიკეს თვალებში იძირება. შემდეგ ქვემოთ მიუყვება, მის დაპრესილ მუცელზე ნერწვის გორგალი ადგება. პირახოცი მხოლოდ წელს ქვემოთ აქვს შემოხვეული. ამიტომ კარგად იკვეთება მისი ავლადიდება. ნერწვების ყლაპვით კვდება და ღრმად სუნთქავს. ჩახვლების ხმას მოჰყავს გონს. - ვიცი, რომ კარგი სხეული მაქვს ქალბატონო. მაგრამ, ასეც ნუ მიყურებთ, თორემ შესაძლებელია ნერწყვის გადაყლაპვისას დაიხჩოთ.. - სარკასტულად ჩაილაპარაკა, ხელები პირსაწმენდისკენ წაიღო. ეს რომ ლიზამ დაინახა, თვალებზე იტაცა ხელები. გული კი, ფრენით დაღლილი ჩიტივით უცემდა. - რას.. რას აკეთებ? - ძლივს ამოილაპარაკა. თორნიკეს ხარხარის ხმა მთელს სახლში გაისმა. გაბრაზებულმა გაახილა თვალები და ბალიში გაუქანა. - იდიოტო.. დიდი არაფერი სხული არ გაქვს რაა.. - ამოიბურტყუნა. - ჩაცმული უკეთესად გამოიყურებოდი. - იმიტომ ჩაიფერფლე ხომ სანთელივით და ცეცხლი იმიტომ გიკიდია. - ცალი წარბი ასწია და ირიონიულად ჩაილაპარაკა. - სულაც არა, უბრალოდ მეც მაწუხებს ჰორმონები, როგორც ყველა ქალს. - ხოო?! - საწოლისკენ წავიდა, ზედ ავიდა, ხელები ბალიშზე დააწყო და შუაში მოიქცია. - რაო რას ამბობდიო ?! რა არ მაქვს კარგიო ?! - სახე უფრო და უფრო ახლოს მიჰქონდა. ჰაერი სახეზე ეფრქვევოდა და ჟრუანტელიც არ აყოვნებდა. ტუჩებთან იმდენად ახლოს იყო, რომ ეგონა აკოცებდა, თვალები მინაბა. ის კიდე გვერდზე გადაწვა, მოკეცილ ხელზე თავი დადო და ისე უყურებდა მომღიმარი, აბრჭყვიალებული თვალებით. - ჰეი, გამოფხიზლდით ალქაჯო. - სიცილით უთხრა. - კრეტინო მამრო. - გაბრაზებულმა შეუბღვირა და ოთახიდან გავიდა. კარები კი გაიჯახუნა. თორნიკემ გაიცინა, გადატრიალდა ცხვირი მის ბალისში ჩარგო და სურნელი შეისუნთქა. ოთახში ჯუჯღუნით შევიდა. ტანსაცმელი გაიძრო და სააბაზანოში შეიკეტა. შხაპი მიიღო, ჩაიცვა და ოთახში დაბრუნდა. იქ კი , უჯრებში მძრომიალე თორნიკე დაუხვდა. - აქ რას აკეთებ?! - გაკვირვებული უყურებდა. - რაღაცას ვეძებდი, უფრო სწორად ცხვირსახოცს. მაჯა მტკივა და უნდა შევიხვიო. - ერთ-ერთი უჯრა გამოხსნა. - მდა, საინტერსია. - ვარდისფერი ტანგა ამოიღო და ხელში აფრიალებდა. ლიზა, ამ დროს ჭარხალივით აწითლებული იყო. - გაფიცებ ამას როგორ იცმევთ ქალები?! - თვალებ მოჭუტულმა გახედა. - იცი როგორი პონტია? ცხენს, რომ ლაგამს ამოუჭერენ, ისე გაქვთ ალბათ.. - სიცილით უთხრა ის კი, ყურებიდან უკვე ცეცხლს უშვებდა. - უნდა ვაღიარო საინტერესო თეთრეული გაქვს ამას, რომ ჩაიცმევ აუცილებლად მითხარი, მაინტერესებს როგორ გექნება. - ისეთი ინტერესით ათვალიერებ, აშკარად მოგწონს. ახლებიც მაქვს და აუცილებლად გაჩუქებ. შენ გერიდება ალბათ, რომ მთხოვო. - სარკასტულად ამოილაპარაკა და თვალი ჩაუკრა. - მე წავალ ვისადილებ. ქვედა უჯრაში ახლები აწყვია, აარჩიე და აიღე რომელიც გენებოს, არ მოგერიდოს იცოდე. სამზარეულოში შევიდა და ყავა მხოლოდ თავისთვის მოიმზადა. მაცივრიდან ნუტელას კარაქი გამოიღო. საპურედან პური აიღო და მაგიდაზეე დადო. მაგიდასთან მოთავსდა, ამ დროს კი, თოკა შემოვიდა. - მეე? - მშიერი ლეკვის გამომეტყველებით შეხედა. - ღმერთმა ორი ხელის რისთვის მოგცა ?! ჰო, ზუსტად იმისთვის რომ საკუთარ თავს თვითონ მიხედო. თან ხომ არ გავიწყდება შენი ადგილი. - უთხრა და პურის ერთი ნაჭერი აიღო. კარაქი თხლად ჩამოჭრა და წაუსვა. გემრიელად მოკბინჩა და ყავაც მოსვა. ვერ გათვალა, რომ ცხელი იქნებოდა და პირი დაეწვაა. ხელით ინიავებდა, თვალები ჩაუწყლიანდა სიმწრისგან. - აი, ცოდვების გამო მოგივიდა. - სიცილით უთხრა. - ჩაი მოიმზადა, მაცივრიდან თეთრი კარაქი და ჯემი გადმოიღო. პურის ნაჭერზე სქლად წაისვა, ზევიდან ჯემი დაადო ბლომად და ყბისკენ გაიქანა. - ნელა ჭამე არავინ მოგდეს, დამშეული ხომ არ იყავი. - თვალებს ატრიალებს, ამასობაში ის კიდე მეორე ნაჭერს იმზადებს. ისე გემრიელად ჭამს ლიზასაც უნდება და ისიც მას ბაძავს. - ნუ ღელავ შენ მაგაზე.. - ენა გამოუყო. მალე მოათავეს, თორნიკემ მაგიდა აალაგა, ლიზამ კი ჭურჭელი დარეცხა. მისაღებში გავიდა, დივანზე ჩამოჯდა. ტელევიზორის პულტს დასწვდა და ჩართო. არხებს დაუყვა, მაშინვე გააჩერა როდესაც დამიანეს სურათი შეამჩნია. -,, ბიზმესმენი დავით ახვლედიანის შვილი, დამიანე ახვლედიანი, ავარიაში მოჰყვა. გუშინ საღამოს სამსახურიდან მომავალს შეასკდა, მოპირდაპირე მხრიდან მომავალი ავტომობილი. ექიმების განცხადებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, კომიდან ოპერაციის შემდგომ ჯერ არ გამოსულა’’ ყურებში ჩაესმოდა ხმა, დამიანე ცუდათაა, ცუდათ.. ავარიაში მოჰყვა, კომიდან არ გამოსულა.. - არაა.. არა.. ღმერთო ოღონდ გადამირჩინე, სულ მის გვერდით ვიქნები. ჩემი ბრალია, ჩემი.. მარტო არ უნდა დამეტოვა. - მუხლებზე დაეცა და ერთ ადგილას ქანაობდა. ცრემლები ლოყაზე იკვლევდნენ გზას, ყელში კი უჩინარდებოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.