შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლოგინის გოგოები (თავი მეორე)


11-05-2017, 22:55
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 2 266

ურთიერთობა დამილაგდა და მეც მშვიდად შემეძლო უნივერსიტეტში ისე წასვლა რომ ჩემზე თითი აღარ გამოეშვირათ. ერთის მხრივ ყველა იტყვის ,რო ჩვენ თანამედროვე საქართველოში ვცხოვრობთ,რომელმაც დიდი პროგრესი განიცადა და ახლა სხვისი ლოგინის ამბები საერთოდ ვისღა ანაღვლებს?! მე კი ამაზე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ თქვენ, ისეთი აზროვნებით როგორიც ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს შეეფერება,ზუსტადაც რომ უფრო აქტუალურად იქექებით, ჩუმად მაგრამ აქტუალურად და არაფერიც არ არის ისე,როგორც ზოგადად ითქმის... და თუ მე, ეს სტილი რატომღაც ვერ გავითავისე, საფრთხეს ვგრძნობ...
თუ ისეა ყველაფერი,როგორ თავისუფალი საზოგადოება ამბობს,რატომ მომიწია იმ მაგიდასთან უკან დაბრუნება? მაგიდა ამ შემთხვევაში მეტაფორაა,ის ადამიანები კი უბრალოდ ჩემ ზღუდეს ქმნიდნენ.

,,შიში შეიქმნს სიყვარულს“-არა, შიში უბრალოდ თავდაცვის მექანიზმს რთავს... სიყვარული აქ არაფერ შუაში არ არის, ის იმ ნაწილს მიეკუთვნება, დიდი ხანია რომ მივივიწყეთ და მოდას გავაყოლეთ.
და ის ნარჩენები რასაც ჩვენ ,,სხვის ცხოვრებას“ ვეძახით, ზუსტადაც რომ წინა რიგებშია ჩამომჯდარი და მშვიდობის მოყვარე მოქალაქეებს თავმოყვარეობას გვიქრობს...
ჰეი შოთა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ყველაზე პერსონალურ და მეამბოხე ეპოქაში.


ვფიქრობდი ირინაზე და გული მტკიოდა. ნატამ თქვა რომ ეს მას არ ანაღვლებდა და მეც მეუცნაურებოდა ასე დადარდიანებული რომ ვიყავი, შეიძლება იმ ტალახის მოწმენდა, რომელსაც ესროდნენ მისთვის ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ჩემში ბევრ აუხსნელ ემოციას იწვევდა...

ამაზე ვფიქრობდი როცა ჩემი პარტნიორის საწოლში ვიწექი და მის აჩქარებულ მოძრაობებს ვაყოლებდი თვალს.

- პრეზერვატივი უნდა გამოვიყენოთ ხოლმე-ვუთხარი ჩუმად- დავიღალე იმით,რომ მუდამ რაღაცის შიშში ვარ...
- ეგ პრობლემა არ არის-თქვა და სიგარეტს მოუკიდა,რომელიც უნებურად ჩემ თითებში აღმოჩნდა და მერე ისევ მას დაუბრუნდა.
- რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ არის. -აგდებული ტონი არ ესიამოვნა და საწოლიდან წამოდგა.
- რა გინდა მართა?-
- უსაფრთხოება.
- სხვასთან გაერთე უსაფრთხოდ...

განერვიულებული ფეხზე წამოვვარდი და ტანსაცმელი სანახევროდ გადავიცვი. იქვე მიყრილი კედები თასმების შეუკვრელად მოვარგე ფეხს და კარები მოვიჯახუნე.
ვიცოდი არ არსებობდა ვალდებულება მაგრამ ყველა პიროვნებას მაქსიმუმ ადამიანობა ავალდებულებს...

<<

იაშვილის საავადმყოფოს მივუახლოვდი სადაც ჩემ ნაცნობ გინეკოლოგთან მქონდა შეხვედრა.
სანამ რიგის აუხსნელ ჯაჭვს გავაყოლე თვალი, აპარატიდან ყავა ჩამოვასხი და მარმარილოს ცივ იატაკზე დავეშვი მუხლმოყრით. ფეხები ერთმანეთს გადავაჯვარედინე და ჩემ ამიერ და იმიერ ცხოვრებაზე დავფიქრდი.
უკვე მერამდენედ მეშინოდა იმის რომ დავორსულდი.
ორსულობის ტესტს არასოდეს ვენდობოდი, ჩემი ციკლით იმის გარკვევა შეუძლებელი იყო რამდენად განაყოფიერდა კვერცხუჯრედი რადგან არეულად მქონდა... ზოგჯერ დაგვიანებით,ზოგჯერ კიდევ ძალიან ადრე. ოთომ(გინეკოლოგმა) ეს იცოდა და საერთოდ მან მითხრა რომ მკურნალობის დროს სექსუალურ აქტივობას უნდა მოვრიდებოდი, მე კი სამსახურისგან, უაზრო მეგობრებისგან და უნივერსიტეტის ,,მეორეული“ ცხოვრებისგან გასავათებული, ისე ვსაჭიროებდი მოფერებას რომ...
ჩემ გვერდით, ნაცნობი ლანდი შევნიშნე და გავშრი.
საავადმყოფოს კუთხეში ირინა იჯდა.ორივე ხელი ქვემო ნაწილში მოედო და ბედნიერი ჩანდა.
საშინელი სურვილი გამიჩნდა იმის რომ მეთქვა რამე, მისი ისტორია არ იყო ჩემი საქმე, უბრალოდ იმ სიტუაციისთვის მინდოდა ბოდიშის მოხდა თავად რომ არაფერი იცოდა.
,,არ უნდა დავბრუნებულიყავი უკან“-ვფიქრობდი სასოწარკვეთილი-,,მასზე ამდენი ცუდი რამ არ უნდა მეთქვა“.

ის ნამდვილად კარგი გოგო ჩანდა. ერთი შეხედვით მასში მხოლოდ დადებითის დანახვა შეიძლებოდა, ვერავინ წარმოიდგენდა აღვირახსნილად მის შერაცხვას, თუმცა უნდა ვაღიარო რომ რამდენჯერმე მეც გამეპარა თვალი,როცა პარარელულ კურსელებთან ერთად ცარიელ აუდიტორებში,დამნაშავე სახით შედიოდა ხოლმე და იქიდან გაუბედურებული გამოდიოდა.
თუ სექსი ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს, მაშინ რატომ აქვს ამდენი დეფექტი?!

თვალები მოვლულე როცა მივხვდი რომ მომიახლოვდა. ჩემ გვერდით ჩამოჯდა, ცოტა მოუხერხებელი მოძრაობებით.

- შენთვის ახლა ცუდი იქნება გაციება-ვუთხარი მზრუნველი კილოთი- როცა ორნი ხართ, მხოლოდ შენ ცემინებაზე აღარ ფიქრობ.

გაეცინა, ფეხები კალთებს შემოაწყო და ახლა მივხვდი რომ იშვიათად მენახა ასეთი განსხვავებული ნაკვთები,რომელიც საბოლოო ჯამში ლამაზ იერსახეს ქმნიდა.
შავი, მოკლედ შეჭრილი თმა, წვრილი, მწვანე ფერის თვალები და უგრძესი წამწამები, ცოტა დამაბნეველიც აღმოჩნდა ჩემთვის რადგან ვიზუალურად ასე ახლოს არასოდეს აღმიქვამს.

- მაინც არ ვაპირებ დატოვებას-თქვა მხიარულად- მითხრეს დაგვიანებულიაო,მაგრამ ექიმი ასე არ ამბობს...
- მართა-ხელი გავუწოდე- რთული არ არის?
- შენ იცი ჩემი სახელი და ჰო.. რთულია.
- ეს ჩემი საქმე არ არის.
- არ მაინტერესებს მართა რა არის შენი საქმე და რა არა... შენთან გამოსალაპარაკებლად მოვედი შენ კიდევ გგონია ჩხუბს დაგიწყებ... მდაბიო საქციელია,ისედაც დაბნეული ადამიანის დაბნევა.
- შენი მეგობარი მოგიყვებოდა...
- ჰო მომიყვა. სიმართლე გითხრა გამიკვირდა, პირველი კურსიდან მახსოვხარ და კარგი ჩანდი. მაგრამ როგორც შენ აღნიშნე, ეგ ჩემი საქმე არ არის... ალბათ არც ის, აქ რატომ ხარ ხომ?
- დასამალი რაა-ვთქვი დამორცხვილმა- მინდა დავრწმუნდე რომ ორსულად არ ვარ.
- ღებინება გქონდა? სისუსტე?
- არა, კარგად ვარ.
- აბა აქ რას აკეთებ?
- თავს ვიზღვევ.

ეს რომ ვუთხარი ხმამაღლა გადაიხარხარა, მოკლე თმა შეისწორა და კედელს მიეყრდნო. მისი საქციელი ცოტა მეხამუშა.
- რა მაგარია არა?- თქვა შეკავებული ემოციით- საკუთარი ნაწილისგან,შენი სხეულის ნაწილისგან, ცოცხალი ნაწილისგან... თავს რომ იზღვევ.
- ამან თავი დამნაშავედ უნდა მაგრძნობინოს?
- და მე მაქვს რამის თქმის უფლება?- თითები მუცელზე დაიწყო და აცრემლებული თვალები უკან გადაწია.
- მთელი ოცდასამი წელი, სწორედ ამ დღის მეშინოდა და ახლა აქ ვარ... უკვე რამდენი კვირაა ამ გაუგებრობაში ვცხოვრობ და შენ გიკვირს რატომ არ მაინტერესებს ის ქათმები რას იტყვიან ხომ?... კი მართა,არ მაინტერესებს. სუფთა სინდისით ხელი ჩემკენ არავის გამოუშვერია რომ თავი დამნაშავედ მეგრძნო. მე გრძნობებს მაინც მივეცი გასაქანი, მათ კი პატიოსნების არაპატიოსნურად დამალვა აირჩიეს... შეეშინდათ,შერცხვათ... საზოგადოების გესმის?! ჩვენი სხეული...
- რას გულისხმობ?
- ისინი შენი მეგობრები არიან და...
- ისინი არ არიან ჩემი მეგობრები-ვუთხარი მტკიცედ- მე უბრალოდ შეცდომა დავუშვი.
- მესმის.-

ორივე გავჩუმდით, თითები თმაში შევიცურე და ღრმად ამოვუსთქე.
- მკითხე-
- რა?-დავიბენი
- ვგრძნობ რომ ენას პირში იწებებ, მირჩევნია მკითხო.
- მე...
- უბრალოდ მკითხე.
- ვინ არის მამამისი?- ისევ ენაზე ვიკბინე, ეს ამ კვირაში ორჯერ ხდებოდა.
- შენი კურსელია. ტატო... ხომ იცი არა?!
- როგორ არ ვიცი-ხმა ძლივს დავიმორჩილე-დაგინახე რამდენჯერმე...
- ჰო ვიცი მაგაზე ჩვენი ძვირფასი გოგონები რასაც ამბობენ. ,,და ისინი, სულწარწყმენდილი,ცოდვილი სხეულებით, აუდიტორიის მერხებზე შემოხსნენ და...“
- უფრო იმას ამბობდნენ რომ მინეტს უკეთებდი.
- ოჰ, მადლობთ. უფრო მეტს მოველოდი- გულწრფელად გაეცინა.-შენ რას ფიქრობ ამაზე?
- მე ვერაფერს.
- არც იქით,არც აქეთ. ძალიან საინტერესო პოზიცია გაქვს შერჩეული.წამოდი ვერანდაზე გავიდეთ, ეს რიგი საათი მაინც არ დასრულდება.

ფეხზე წამოვდექი ტანსაცმელი გავისწორე და პატარა,დასჯილი ბავშვივით უკან გავყევი.

- ესეც დამატებითი საფრთხე-ვუთხარი როცა თითებში სიგარეტი დავუნახე- ჩემთვისაც,ანალოგიურად...

რამდენიმე წამი ნიკოტინით გავბრუვდით და შემდეგ უკან დავბრუნდით.
- ნეტავ ის რას გრძნობს ამ დროს? ზუსტად იგივე სუნს,რასაც ჩვენ ვუგზავნით? სუნთქვა უჭირს?
- ჩემი აზრით,მაგრად ჰკიდია-ვუთხარი და გამეცინა- თან მე დიდი ალბათობით, მუცელში არავინ არ მიზის...

ამოიოხრა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.


- გინდა მოგიყვე ბოლოს და ბოლოს?
გავიტრუნე.
- პირველ კურსზე რომ ვიყავი, რატომღაც გადაწყვეტილი მქონდა არაფერს არ ჩამოვრჩენოდი. ყველა ღონისძიებას,ივენთს დავსწრებოდი რადგან შინაგანად მჯეროდა რომ აქტიურობით, უფრო მეტი წარმატება მოდის... ჰოდა მეც, პირველივე კურსის, პირველივე დღიდან ყველა შესაძლო ადამიანი გავიცანი,მსუბუქი კავშირები გავაბი და ცოტაც ვიფლირტავე. ეს არ იყო შესამჩნევი, უფრო ჩემთვის...
ყველაფერი ნორმალურად წავიდა, კარგი ქულები მყავდა, ქვიზებს კარგად ვწერდი, პრეზენტაციის დროს წამყვანი ტიპი ვიყავი და სულ ჩემზე ეჭირათ თვალი... მოკლედ ჩემმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო.
არ ვიცი ამას რას ეძახიან, მაგრამ ჟარგონულ ენაზე მაგრად მისწორდებოდა ჩემი სიტუაცია.
როცა ეს შეგრძნება გაქვს, ორგანიზმი მეტ ექსტაზს ითხოვს.
პირველი სემესტრი რომ წარმატებით ჩავიარეთ, კურსელებს პატარა,დახურული ივენთის მოწყობა გვინდოდა, სადაც მხოლოდ ნაცნობებს მოვიპატიჟებდით.
ჩემი იდეა ყველას სურვილებს დაემთხვა, ვის არ უნდა უფასო დასალევი ან მრავალფეროვანი ტაბლეტები...(გულწრფელად, აქამდე სულ არ ვიცოდი ესენი რა იყო).
რამდენიმე კაცი შემოვიკრიბეთ, ჩავსხედით და გეგმა ჩამოვწერეთ.
ეს ცოტა კომიკური იყო.


1- ყველანაირი უცხო პირი (გარდა მკვლელებისა).
2- მოსაწევი,მოსაწევი,მოსაწევი.
3- სექსი სადაც გინდა,როცა გინდა (უბრალოდ თავზე არავის დააჯდე).
4- ბომჟები აუცილებლად (ჩვენი კარგი მეგობრები).
5- რა ორიენტაცია, ღადაობთ?!
6- გარჩევები არა, მაგრამ განურჩევლობა აუცილებლად...

ყველამ გადავიხარხარეთ, თუმცა სწორედ იმ წამს, იმ რამდენიმე მეასედში, მე ძალიან ცუდი მზერა ვიგრძენი.
უხერხული და შემარცხვენელი.
ვერანაირად ვერ წარმომედგინა რომ ოდესმე ადამიანი, იმის გამო შეგაქცევდა ზურგს რომ შენი ივენთის დაგეგმარება მის მენტალიტეტში არ ჩაჯდა...
- მე არ ვაპირებ მოსვლას- თქვა ერთმა,რომელსაც კიდევ რამდენიმე მიჰყვა...
,,რატომ“-ო რომ მივაძახე, არაფერი უთქვამთ.
სხვებმა შემაჩერეს, ყურადღებას ნუ მიაქცევო...
ძალიან გაღიზიანებული და ნაწყენი ვიყავი.

ვიცოდი რომ ეს უდარდელი წესები იყო და რომ ასეთი თავისუფლებისთვის თავადაც არ ვიყავი მზად, მაგრამ რა საჭირო იყო ამის მიხედვით ჩემი განსჯა?!
მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა,არაფერზე.
უბრალოდ მოტივაცია მომემატა და შემორჩენილ ნაცნობებთან ერთად სხვა წვრილმანი დეტალები განვიხილე.
მეტი საქმე არ მქონდა, სამი ადამიანის გამო, ჩემი შრომა წყალში ჩამეყარა.

- ხომ არ დაგღალე?...

უცებ გამოვერკვიე და უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე.



№1  offline წევრი gvanc(a) 15

დიდი თხოვნაა
თუ ვინმე გადაიკითხავს
ან ,,თვალს შეავლებს"
დაწეროს შედეგი.


დიდი მადლობა.

 


№2  offline წევრი შამხათი

საინტერესოა, განსხვავებული. თუმცა, ველი მოვლენების განვითარებას და უფრო მოგვიანებით შემეძლება ვისაუბრო უფრო კონკრეტულად. წარმატებები!

 


№3  offline წევრი londoni

საინტეერესო საკითხავია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent