სიმშვიდემდე შეშლილი(12)
მარიამის ბინა რომ დავტოვე ,მივხვდი სახლში წასვლა ამ დროს სულ არ მინდოდა და სწრაფად დავიძარი დაშნიანის კორპუსისკენ. როგორც იქნა ავაღწიე და ზარი დავრეკე. კარი ჩაკეტილი ჰქონდა ბატონს,როგორ მოხდა! მეათედ დავაჭირე ღილაკს მგონი,ნეტავ სახლში არ არის ? ამ დროს სად დაბრძანდება . აი ნაბიჯების ხმაა მგონი, როგორ ინება კარის გაღება რა საოცრებაა. გასაღები რომ გადატრიალდა,შემდეგ სახელური ჩამოიწია კარი გაიღო და თმააწეწილი მიშოს პერანგში გამოწყობილი ქეთა რომ დავინახე ყველაფერი დატრიალდა ირგვლივ -თამააღ შენ ხარ? შემო ... შემო რას დგახარ მანდ. რომელი საათია ? სულ ვერ გავიგე დრო როგორ გავიდა -უცებ აყრის და მიღიმის- გავიყინე შემოდი - ხელს მავლებს და სიგნით შევყავარ, უცებ ხურავს კარს და გასაღებით კეტავს- მიშიკო არ არის...მითხრა გვიან მოვალ დაიძინე შენო და თუ გინდა დავურეკავ -არაა ... არ მინდა. მეც გვიანია და მარიამთან ვიყავი მეთქი არ წავალ სახლში-თქო და -ასე გათიშული რატომ მელაპარაკები? არ მითხრა რომ სხვანაირად იფიქრე... ისე კი მიხდება ეს პერანგი ხო?- იკრიჭება და თავის აშოლტილ ფეხებს ათამაშებს - დავურეკოთ მართლა მიშოს თორე ეჭვი მაქვს საერთოდ არ მოვა -მიშო თუ არ არის...შენ რატომ ხარ აქ? -კლინიკიდან რომ გამოვედი შეუძლოდ ვიყავი და აქ მომიყვანა -მერე დაგტოვა? -უკეთ ვიყავი და...-აშკარად მატყუებდა. მისაღებში შევიდა და დივანზე დაჯდა - დარჩენა თუ გინდა მიშიკოს ოთახი ხომ იცი სად არის ...იქ შედი იცი მე ძალიან დაღლილი ვარ და თუ არ გეწყინება დავიძინებ-უცებ იძვრენს თავს და გასასვლელად ემზადება მეც მივყვები , აშკარად არ არის კარგად და არ მინდა უფრო ცუდ განწყობაზე დავაყენო. საძინებელში შედის და მიღიმის კარის დახურვამდე,თუმცა სულ არ ჰქონდა ის მუხტი რაც ყოველთვის. მიშოს ოთახში შევდივარ და მაშინვე ვგრძნობ სასიამოვნო სურნელს. იმდენად გვიანია რომ მეეჭვება საერთოდ მოვიდეს ბატონი მიხეილი. კარადას რომ შევხედე ინსტიქტურად გავიხადე და მისი ერთ-ერთი მაისური გადავიცვი. შემდეგ საწოლში მოვთავსდდი და საბანი ისე დავიფარე თითქოს მეტყოდა გაცივდებიო . მისი ბალიში ჩავიხუტე და სიამოვნებისგან გამაკანკალა,მისი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. მალევე ჩამეძინა, ძილი კარის ხმამ დამიფრთხო. შემოსასვლელიდან მოდიოდა ხმა შემდეგ ნაბიჯების ხმა, კარი გაიღო ფრთხილად დაიხურა ,მაგრამ მე ხომ გამოფხიზლება არ შემიძლია ერთი საათი უნდა ვიძახო „ადექი,გაიღვიძე ,გამოფხიზლდი“ ხმა ჩამესმის თუმცა ვერ ვფხიზლდები .ბოლოს ვბრუნდები კარისკენ და ფანჯრიდან შემოსულილამპიონების შუქზე განათებულ ოთახში მდგომ ნახევრად შიშველ მიშოს ვხედავ,იმ წამს ბრუნდება ჩემკენ და უცებ ანთებს შუქს -თამარა?! - -თვალებგაფართოებული მიყურებს მე კი ისე მინდა ჩავძვრე საბანში და საერთოდ არ ამოვხედო...ჯანდაბა რა უღმერთოდ სიმპათიურია ბარემ ვწევარ და მაისურიც რომ გავიხადო არ შეიძლება? - ვაჩე რა დამალევინე ასეთი მოჩვენებები დამეწყო ... თუ მეჩვენები მაისური რატო გაცვია თამარა? - ჩემკენ მოდის თუ მე მეჩვენება -მიშოოო რა მოჩვენება ნამდვილი ვარ -ნწ არ ხარ ნამდვილი... -თუნდაც არ ვიყო უზრდელო რას აპირებ? -საწოლში ვწვები...ჩემს საწოლში -შიშველი? -საცვალს ვერ ხედავ ? თუ გინდა ახლავე გავიხდი- საწოლზე სანამ ამოვა ჩერდება -დაშნიანო გეყოფა თამაში ! ნუ ხარ უზრდელი ველური კაცი -რატომ ვარ ველური ... - ვაიმეე ვეღარ ვსუნთქავ ! რა მინდოდა რას მოვრბოდი ვერ დავრჩი იქ? გავსულიყავი საძნებელში და დამეტოვებინა ისე მარტო...ან სახლსი წავსულიყავი ან ქეთოსთან დავწოლილიყავი რა მინდოდაა . მცხელაა ეს საბანი ისე ავიტანე ყელამდე ამივიდა ბოლი -მთვრალი ხარ ? -თუ არ მეჩვენები არ ვარ...თუ მეჩვენები ვყოფილვარ და ვაჩეს მოვკლავ ხვალ -კარგი რააა მიშოოო ... -რა... -ნუ მიახლოვდები, ჩაიცვი და შებრუნდი მერე მეც რო ჩავიცვა -ახლა არ გაცვია? -მიშოოოოოოოოო გეყოს თამაში და გააკეთე რაც გითხარი,როგორ იქცევი ? -ვგიჟდები რომ ბრაზდები - ეს ხელი საიდან შემოაძვრინა საბნის ქვეშ, წელზე მომეხვია აშკარად და თავისკენ მიმიზიდა საბანს ხელს არ ვუშვებდი ისე ავეკარი-თვალები რომ გიმრგვალდება, სხეული გიცახცახებს და სულ მთლად წითლდები -დემონო გეყოს ჩემი გაწამებააა -ერთი მაკოცე და კიი -ისე მიყურებს შემიძლია დავახრჩო კოცნით , ლოყაზე საჩვენებელ თითს იდებს და ელის როდის ვაკოცებ -არ მაკოცებ? -მიშო რა დაგალევინა ვაჩემ ასეთი? -თეთრი ღვინო მამამისის ვენახებიდან ... ახლა მაკოცე ! თუ არ გინდა რომ ჩავიცვა მითხარი და დავწვები ახლავე -ჩაიცვი და მერე გაკოცებ -როგორ იცი ხოლმე შემიტყუებ ამ ბავშვურ კინკლავში ... სარგებლობ ჩემი სიმთვრალით ბურტყუნებს და შორდება ისევ საწოლს. თვალს ვაყოლებ და დიდ ნერწყვის გორგალს როგორღაც ვაგორებ ყელში. კარადის კარი უკვე ღია ჰქონდა ამიტომ პირდაპირ დაკეცილი შარვალი და მაისური აიღო სწრაფად ჩაიცვა და ისევე სწრაფად დაწვა ჩემ გვერდით -ახლა მართლა მთვრალი ვარ მე... გათიშულს დამეძინება, არც გავტოკდები და არ წახვიდე ტყუილად ქეთუშასთან ,მარტო იყოს ხო? -ბალიშზე უდევს თავი ქვემოდან მიყურებს და საყვარლად მიხამხამებს წამწამებს. მთვრალი კაცო რომელიც ფხიზელი ჩხუბობს და უერთიანებს-თავ ყბას ყვალას როგორაა ასეთი საყავრელი ვინმე ვერ მეტყვით? - არ შეხვიდე ქეთუსიასთან ,მარტო უნდა იმას ყოფნა. მეც არ უნდა მოვსულიყავი... არ დაწვები ნორმალურად? - თვალებს აწვრილებს და ისე მიყურებს - ისედაც არაფერი გიჩანს ნუ დაიგუდე ამ საბანში- ისე უცებ დაქაჩა და მომაშორა ყელიდან საბანი მე თითქოს არც ვუჭერდი თითებს, სად მაქ ძალა ? უცებ ჩავცოცდი ქვემოთ და კიდისკენ მივიწიე ,მაშინვე ასწია ტუჩის კუთხე ,გვერდით გახოხდა,ბალიშიც წაიღო ხელები მოხვია და ისე მიყურებდა-მოიწიე მაქეთ აღარაა ადგილი გადავარდები მერე შენი ამბავი რომ ვიცი- ღიმილით მეუბნება და თვალებთან ნაკეცები უჩნდება . მეც ვუყურებ და თვალს ვერ ვწყვეტ - ძილინებისა , ახლა თუ გინდა არ დაგესიზმრო შეიძლება შევიშალე, მაგრამ ახლა რომ არ ჩავეხუტო და ასე შორს დავიძნო ჭკუიდან შევიშლები.ვერც დავიძინებ ამიტომ აზრი აქ აქვს.თანაც ხომ დავპირდი გაკოცებ-თქო? თვალებს რომ ხუჭავს მაშინ ვიწევი მისკენ და ვეხუტები. ლოყაზე ვაკოცე და შემდეგ მკერდზე მივადე თავი. ვიგრძენი როგორ შეკრთა, მერე გაიღიმა, ხელები საბნის ზემოდან მომხვია და მკლავებში მომიქცია ,თავზე მაკოცა და შემდეგ ნამდვილად ღრმად და ტკბილად დავიძინე. ნამდვილად არ შერხეულა, როგორც დაიზინა ისე გაიღვიძა აი მე კი ოცჯერ დავტრიალდი და ბოლოს მაინც საწოლის ბოლოში ვწიექი იმ განსხვავებით რომ ჩემი მოშიშვლებული ფეხები მისკენ მქონდა მიშვერილი, ერთი საერთოდ დაშნიანის წელს იყო დაპატრონებული მეორეც იქვე იყო.როგორ მივაღწიე იქამდე ვერ გეტყვით ან რა ერქვა საერთოდ იმ პოზას მე რა პოზასიც მეძინა რაღაც ტანვარჯიშის ილეთს ვაკეთებდი ალბათ სიზმარში. თვალები უცებ დავხუჭე რომ მივხვდი იღვიძებდა, გამოზრავება ვეღარ გავბედე ჯანდაბამ გამაქვავა. მივხვდი როგორ შეირხა, წამოიწია და საბანი აწია ეტყობა წელზე გადებული ფეხის ამოცნობას აპირებდა მერე ფრთხილად შემეხო კოჭთან და საწოლზე გადმოდო ჩემი თავხედი ფეხი. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოიხარა ლოყაზე ნაზად მაკოცა და საწოლიდან ისე წამოდგა რომ მეღვიძა თორემ ვერც გავიგებდი თუ გატოკდა საერთოდ. თვალები სულ ოდნავ გავახილე, დავინახე როგორ აიღო მობილური და ფეხისწვერებზე სიარულით დაიძრა კარისკენ . უცებ მობილურზე დაურეკეს რომ დახედა სკამს გაარტყა ფეხი და ისე დაენარცხა იატაკზე კივილით წამოვვარდი ფეხი მოკეცილი ჰქონდა და ხტუნავდა ერთ ადგილას ყვირილის შეკავება უნდოდა ,მაგრამ რომ დამინახა წამსვე შეიგინა -ამის დედაც... მაინც გაგაღვიძე ბოდიში თამარა არ მინდოდა მართლა ვიფიქრე გავიპარები=თქო ახლა მართლა გაიპარება ჩემი გული -უცებ აყოლებს და თავიდან ფეხებამდე მათვალეირებს მერე თვალებს ხუჭავს და ისე ხვნეშის თითქოს რარაც საოცრება დაინახა -კარგად ხარ? ფეხი ძალიან გეტკინა? დაყრდნობა შეგიძლია თუ გტკივა -კარგად ვარ... არაჩვეულებრივად საერთოდ არ მტკივა ფეხი. გავალ მე ... ყავას ხო ყავას გაგიმზადებ ან რა ვიცი თუ გინდა დაიძინე შაბათია დღეს მაინც და - უცებ აყრის - ცოლი სანამ არ გახდები ჩემი მაისური არ ჩაიცვა თორემ გავგიჟდები ! -რაა? რატომ ვითომ ... რამდენ ქალს ცმია შენი პერანგი და მაისური ვინ იცის მე რომ ჩავიცვა რა ...უტაქტო გორილავ ! სად მიდიხარ? მიბრძანე და ახლა მიბრძანდები? ძალიანაც მომწონს მე შენი მაისური და ასე ვივლი აწი სულ თუ მომინდება ყველას ავიღებ -აიღებ ხომ? სხვებსაც ცმია თურმე... გიბრძანე და უფლება გაქვს- უცებ მავლებს წელზე ხელს კარზე მაკრავს ისე რომ ცოტაც და კვნესა აღმომხდება მერე სხეულზე მეკვრის იმდენად რომ სუნთქვა აღარ შემიძლია, წყლიდან ამოვარდნილი თევზივით ვაფჩენ პირს და ვაფართოებ თვალებს .იმდენად ახლოსაა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვევა,შემდეგ პირდაპირ ტუჩებზე - მე ხომ გითხარი მოთმინების უნარი არ მაქვს ... თამაში არ დაიწყო თქო ეს თამაში არააა უღმერთოდ სექსუალური ხარ ,მკლავ - ერთი ხელი წელიდან ქვემოთ მიაქვს მაისურის ბოლოსთან ჩერდება -რატომაა ასეთი მოკლე ეს პატარა ქალი რით ვერ დაგფარა... საჯდომი რომ გაქვს დიდი მაგის ბრალია !- მიცხადებს და ტუჩებს ისევ გვერდს უვლის, ლოყაზე ,ყბაზე და ყელზე მკოცნის. ისე სუნთქავს მგონი ჩემს ნაცვალდაც აკეთებს ჩასუნთქვებს -დემონო... -შჩჩშ- თითები ახლა ჩემს ტუჩებთან ჩნდება .ისე რომ ყელს არ შორდება თითებს ტუჩებზე მატარებს და გასაგიჟებლად აგრძელებს ჩემი ყელის დაგემოვნებას იმდენად რომ სადაცაა ხელში ჩავადნები. რომ მომშორდეს წავიქცევი ,ხელი წამით რომ შემიშვას იატაკზე გავიშოტები .როგორ მკოცნის ასე ...ასე ტკბილად, ნაზად და ასე ვნებიანად შეუკავებლად-ნამდვილი ცდუნება ხარ... ყველაზე დიდი ცდუნება მაგიჟებ -შენ არ იცი მე როგორ მაგიჟებს შენი შეცვლილი ხმა და სხელი ტუჩები . ხელებს ერთბაშად მაშორებს კარზე გადააქვს და თავსაც უკან სწევს ,მიყურებს წამით და შემდეგ უცებ მახლის- ჩაიცვი ... ისე გამოდი რამდენიმე წუთი რომ გათიშლი ვიყავი და ვერ ვაზროვნებდი მიხვდით ალბათ ხომ? შემდეგ ჩავიცვი როგორღაც და გავღოღდი აწითლებული და აფერადებული. სააბაზანოში შევედი ,წყალმაც არ უშველა ჩემს სიწითლეს, ყელზ ეკანი მეწვოდა სარკეში შევნიშნე სიწითლე ერთ ადგილას და თვალები გამიფართოვდა. ამის მერე ყოველ წამს თავიდან ვწითლდებოდი... სამზარეულოში იყო და შეკრული წარბებით ამზადებდა რაღაცას. მერე გამომხედა და წარბი მაღლა აზიდა -არ მოხვალ? თუ გაინტერესებს და ბრაზდები გეტყვი რომ არავინ იცვამს ჩემს მაისურებს და პერანგებს - თემა გადააქვს ახლა მე ხომ ვიცნობ არა? ვაშლს მოჭრა ერთი ნაჭერი და სწრაფად გააქანა ყბაში . მერე ისე დააქუცმაცა ნერვებს იმშვიდებდა ... მაგიდასთან დავჯექი და ვუყურებდი , ბოსტნეული გამოიღო და იმის დაჭრა დაიწყო. მერე სუფრის გაშლა დაიწყო და ნელ-ნელა იღებდა რაღაც-რაღაცეებს მაცივრიდან. ტოსტებიც გააკეთა და საათს დახედა. მხოლოდ ამის შემდეგ შეწვა კვერცხი და თეფშზე რომ გადმოიღო სწორედ ამ დროს გამოვიდა ქეთა. ისევ ისე ეცვა, ახლა უბრალოდ გრძელი კოპლებიანი წინდები ამოეცვა მუხლებამდე და ისე მოაბიჯებდა, თმა მაღლა ჰქონდა შეკრული,მაგრამ მაინც არ გამოიყურებოდა კარგად. -დილამშვიდობისა გვრიტებოოო ... მადლობთ რომ პატივი მეცით და წუხელ არ იცელქეთ. როდის მოხვედი ისე კი არ გამიგია -დილამშვიდობისაა- მაშნვე მივესალმე როგორც კი ამოისუნთქა და მაღალ სკამზე შემოსკუპდა . ეს პერანგი იმხელა აქვს მუხლამდე წვდება და ვერ გავიგე ჩემზე მაღალი რომაა როგორ აქვს ასეთ ზომაზე. -როგორ ხარ ? - მიშო უღიმის და თავზე კოცნის -კარგად ... საუზმე არ მინდა მე წყალს დავლევ და გავალ .ხელს არ შეგიშლით გემრიელად მიირთვით- მიშოს არ უყურებს ისე ამბობს წყალს ასხავს ჭიქაში და დგება ,მაგრამ მიშო მხარზე ადებს ხელს და უკან აბრუნებს -ისაუზმებ და მერე ! -დაშნიანო ნუ ახურებ გთხოოვ - გონებას დაკარგავ და მერე სამუდამო კომაში ჩავაგდებ ერთს ...ნუ მალაპარებ ზედმეტს! შენ რო გიყვარს მთლად ისეთი არაა პირველად გავაკეთე ეს ...მაგრამ წავა რა - სალათის თეფშს მისკენ აჩოჩებს მე კი ყავის ფინჯანს მიდებს წინ და დაბრაწულ ტოსტებს ვხვდები რომ ორივე დაძაბულია და არაფერს ვამბობ,არ მინდა ქეთას უხერხული სიტუაცია შევუქმნა. ჭამის გუნება კი არა ძალაც არ აქვს თითქოს, ისე ატრიალებს ჩანგალს თეფშზე, თითო-თითო კუბიკს იღებს და მანამ აგრძელებს ასე სანამ მიშოს ხმა არ ესმის -ნუ კენკავ გოგო -დაშნიანო რო მოვიხოდები ხო იცი რას გიზამ -მალე მოიხოდე გელოდები ქეთუსიი ... მიდი ჭამე რა მაგალითს აძლევ ბავშვს ჩემმა თამრომაც დაკარგა ჭამის მადა ხო ხედავ- უცებ ამბობს და ისე მწევს ჩემი სკამიანად მისკენ გონს ვერ მოვდივარ - გინდა ნუტელა? ტორტი არ მაქვს...არ მეგონა თუ მოხვიდოდი - ერთ ლოყაზე თითებით მეფერება მეორეზე მკოცნის .ისევ ვწითლდები ,თავს უხერხულად ვგრძნობ და გაბრაზებული ვუყურებ,თუ გამომივიდა არ ვიცი,მეჭვება რაღაც .მერე მშვიდად იღებს პურის ნაჭერს და ნუსს სქლად უსვამს ზემოდან ,პატარა ბავშვი ვარ თუ რა ხდება.ვაიმე როგორ დავიწყო ახლა ჩხუბი და ისტერიკა ქეთო რო ასე ცუდადაა თორე შენ გაჩვენებდი დაშნიანო როგორ უნდა მოქცევა- აჰაა ... -არ მინდა... -ისედაც ფუმფულა ხარ ერთი ნაჭერი არ გაგასუქებს ... მერე ვივარჯოშოთ მე და შენ კარგი ამინდები რომ იქნება -არ ვაპირებ! -ასე ფუმფულას აბა მე ვერ გაგიძლებ და გინდა წელში გადამტეხო? -ღმერთო ჩემოო ...არ არა დონის უზრდელი ხარ სულ არ გრცხვენია? -რისი ? -იცხადებს და ვაშლს ისე კბეჩს ლამის ვეტაკე და ვაკოცე . წვენით უსველდება ტუჩები და ილოკავს - ქეთა ნუ იპარები ...დაბრუნდი - ისე უცებ ამბობს ან როგორ შეხედა,ან როგორ შეამჩნია მე ვუზივარ გვერდით და ვერაფერი გავიგე და -არ შემიძლია მიშოო ... არ მინდა არააა - დგება და მირბის -შენი დედაც ქაჯაია ...შენი დედაც - გიგის გვარი რომ მესმის ძალიანაც არ მიკვირს. -დაშნიანო შეწყვეტ აქეთ იქით სიარულს და დამშვიდდები -არ გესმის ვერ გაიგებ ... -მე უფრო მესმის როგორაა შეყვარებული ქალი თუ შენ -შენ და იმას ერთნაირი სიტუაცია არ გაქვთ... გამო*ირებულის არაფერი მეტყობა და არც მოვქცეულვარ **ლესავით .ჯანდაბა! თავსაც ვეღარ ვიკავებ - წარბებს კრავს და ამჯერად დივანზე ეხეთქება -არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო ასეთს არა როგორ არ ვცემე...რამ გამაჩერა -და რომ გეცემა ქეთი მშვიდად იქნებოდა? მაშინ წადი ,იპოვე და დაუსხვრიეთ ერთმანეთს ძვლები -არ უშველის ,მაგრამ თავის დროზე რომ გამეკეთებინა ეს და საუბარს არ დავჯერებოდი ახლა ასე არ იქნებოდა...ამ გოგოს არავინ ჰყავს ისეთი ვისაც ენდობა, ვინც გვერდით დაუდგება ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე და არ მაქ უფლება არ დავიცვა როცა მე ძმასავით მიმიღო. -უცებ დამშვიდდა და ისე დაიწყო ახსნა ...სწორედ ის მიტხრა რაც საჭირო იყო ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე და ორმაგად შემიყვარდა- პირველი რაც მამამ მასწავლა ქალის პატივისცემა იყო მითხრა რომ ამქვეყნად ყველაზე წმინდა, სათაყვანებელი არსება ქალი შექმნა ღმერთმა და კაცებს დაგვავალა მათზე ზრუნვა,მათი დაცვა და გაბედნიერება. რომ ვუთხარი ჩემს ცოლს ყველასგან და ყველაფრისგან დავიცავ-თქო იცი რა მითხრა ? ნამდვილი კაცი მაშინ იქნები თუ ნებისმიერს ვისაც შენი დახმარება დასჭირდება , შენი ნდობა ექნება დაიცავ და ზურგს არ აქცევო ... შენ შეიძლება გგონია რომ ავადმყოფი, ველური მონსტრი ვარ ,მაგრამ როცა უმწეო ქალს შეურაცხყოფენ ნებისმიერი გზით არ აქვს მნიშვნელობა... სულ არ მინდება თავშეკავება და საუბარი პირდაპირ მინდა გავგლიჯო შუაზე ის არაკაცი რომ აღარასდროს მოიქცეს ვით ! -ნუთუ რეალური ხარ... -თამარა ... -უბრალოდ ნება მომეცი დაგეხმარო ... მეც ძალიან ვღელავ ქეთაზე და მგონია რომ გიგი უბრალოდ შეცდა და არ იმსახურებს მაინც ჩაქოლვას! მე დავრჩები ქეთისთან შენ შეგიძლია წახვიდე დაჩისთან...ან საბასთან სადმე წადი თორემ მგონია რომ მალე გაგიჟდები . სიმშვიდე მიყვარს მე შენში- ჩუმად ვეუბნები ვკოცნი და მხრებზე ვხვევ ხელებს. რა ძალა მაქვს ამ დროს ვხვდები ხოლმე, რომ იტრუნება და ერთბაშად უნათდდება თვალები. -გამოვიცვლი...იმათ მივხედავ და წავალ -იმათ მე მივხედავ ... შეგიძლია წახვიდე -მაგდებ უკვე ! -მიდის და შემდეგ მზად ყოფნაში ბრუნდება. -ისეც ნუ იზამ თითონ რო მოკლას ის იდიოტი ...-ბოლოს აყოლებს და სახლს ტოვებს. რამდენიმე წუთი დავიცადე შემდეგ კი მისი ოთახისკენ დავიძარი. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და შემდეგ შევაღე. საწოლზე იწვა ემბრიონის ფორმაში და ტიროდა. როგორც კი შევიხედე მაშინვე შეიმშრალა ცრემლები არ ეგონა მე თუ ვიყავი -გთხოვ რა მიშოო ... ვიცი რომ სულელი ვარ ,ვიცი რომ სულ ტყუილად ვქმნი პანიკას რომ არ იმსახურებს გავიგე ,მაგრამ არ შემიძლია- უცებ ამბობს და მერე მიყურებს- თამარა შენ ხარ? შემო რა კარში დგახარ...ის ძაან გაგიჟებულია ხო? -გავუშვი... დამშვიდდება ნუ ღელავ მაგაზე . არ იფიქრო რომ ინფორმაციის გამოძალვას ვაპირებ...უბრალოდ აქ ვიქნები და შეგიზლია ნებისმიერი რამ მთხოვო.აღარ იტირო რა , არ ღირს და საერთოდ არ მომწონხარ ასეთი შენ ხომ მითხარი სულ კარგ განწყობაზე ვარო -რატო ხართ ორივე ასეთი ტკბილები? რამე არაამქვეყნიური არსებები ხართ? -მე ...მე არა და ჩემი დემონი შეიძლება -მოდი აქ მომიწექი გვერდით... არ ვიცი დაშნის საწოლი როგორია ,მაგრამ ეს ნამდვილად კომფორტულია - იღიმის და საწოლზე ატყაპუნებს ხელს. მეც ავდივარ და გვერდით ვწვები. საწოლის თავს ვეყრდნობი და ვუყურებ. ისევ ისე წევს ,არაფერს ამბობს თვალებს ხუჭავს და უბრალოდ ცდილობს დამშვიდდეს. ვხედავ როგორ მოსდის ლოყაზე ცრემლები და გული მეკუმშება, მისკენ ვიწევი და ცრემლებს ვუმშრალებ, თმაზე ვუსვამ ხელს და ისიც წამსვე მადებს თავს ფეხებზე. პატარა მიუსაფარ ბავშვს ჰგავს, დახმარებას რომ ითხოვს და უბრალოდ თბილი ღიმილიც ახარებს. კიდევ ერთხელ ვხვდები რამდენად ამოუცნობია ადამიანის არსება, რამდენ სახეს ატარებს და რამდენად დიდი ტკივილი შეიძლება იმალებოდეს ღიმილის მიღმა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე... თანდათან დამშვიდდა და აღარც ტიროდა. მოულოდნელად დაიწყო საუბარი -მე და გიგი ორი წლის წინ ერთად ვიყავით. არც შეყვარებულის სტატუსი ჰქონია, არც ერთად გვივლია და რომანტიკული საღამოები გვქონია. უბრალოდ ორივეს გვიზიდავდა ერთმანეთი და სექ** გვქონდა . ყოველთვის ასეთი ვიყავი , მიმზიდველი,მაცდური და ისეთი ბევრ ბიჭს რომ იზიდავს.რომ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და მეც გავუშვი შემდეგ მივხვდი რომ რაღაც ისე არ იყო, არაფერი იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო. იმდენად მენატრებოდა მასთან გატარებული დღეები მისი სულელური საუბრები და ბოლო ხმაზე კისკისი ბნელ ქუჩებში ...იმდენად ვერ ვუშვებდი ვერავის ახლოს და თავისუფალი ურთიერთობა კი არა კოცნას რომ დააპირებდნენ მორცხვი ქალიშვილივით ვფრთხებოდი და თავიდან ვიშორებდი. გვიან მივხვდი რომ მიყვარდა,მაგრამ არც არაფერი გამიკეთებია მის დასაბრუნებლად. ახლა როცა ასე ახლოსაა ჭკუიდან გადავყავარ ,მეთამაშება ისე მელაპარაკება მინდება მოვკლა. მიშომ მაშინ დაგვიანახა რომ ვეჩხუბებოდი,უფრო სწორად ის ხელს მიჭერდა და რაღაცას მიყვიროდა უაზროდ,მიშო რომ მოვიდა და ხელიდან გამოგლიჯა ჩემი თავი ცინიკური საუბარი განაგრძო და დაშნიანიც მასე მერე დაინტერესდდა ამ ამბით. გუშინ თავისუფალი დრო მქონდა თაყვანისმცემელთან ერთად კლუბში წავედი,ვიფიქრე ცოტას გავერთობი თქო ისეთი საყვარელი ბიჭია მასთან სულ სასიამოვნოდ ვატარებ საღამოს .ის იდიოტიც იქ იყო ორ გოგოსთან ერთად იჯდა მაგიდასთან იმათ ეფერებოდა და მე მიყურებდა , მერე მოვიდა და ისეთები უთხრა იმ ბიჭს ალბათ აღარასდროს შემომხედავს. გააფთრებულმა დავარტყი და იქედან გამოვვარდი. ეზოში დამეწია და მაკოცა ,ისე მაკოცა ლამის ხელებში ჩავაკვდი იმ წამსვე მოიშორა ჩემი ხელები როგორც კი მოხვევა ვცადე და მითხრა იმათთან არაფერი გესაქმება ვისაც სერიოზულად უყვარხარ გასართობად გამოდგები მხოლოდო . ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, სახლში დედაჩემი და მამინაცვალი იყვნენ და ვერ მივიდოდი ამიტომ მიშოსთან ამოვედი... ახლა იმიტო მეტირება რო ისევ მიყვარს, არ ვიცი როგორ შეიძლება მაგრამ ახლა უფრო მიყვარს და იმდენად მტკივა მისი ერთი ნათქვამი სიტყვაც რომ ასე მგონია მკლავს. ბოლოს ისევ წამოუვიდა ცრემლები და სახე ხელებსი ჩამალა . ისეთი საყვარელია,ისეთი ემოციური რომ ლამის მეც ვიტირო . სულელი გიგი ... დარწმუნებული ვარ უყვარს და რას აკეთებს თითონაც არ იცის. -ვაიმე რა სულელი ვარ რის გამო ვტირი საერთოდ . ამ იდიოტს როგორ ვაფუჭებინებ განწყობას...რას დავემსგავსე საერთოდ. იმასაც ვერ ხვდება როგორი ვარ მე კიდე მისი ქცევის გამო როგორ ვარ...მიშო სად წავიდა? -არ ვიცი... -დაურეკე რა და უთხარი ქეთუშას გართობა უნდა და სადმე კარგ ადგილას თუ გაჩითავ ბოლომდე ვალში იქნება შენთან თქო ... - უცებ აყრის და ფეხზე დგება. -რას ვგავარ ღმერთო...თვალებიიიი გიგი გაგიხმა ეგ უტვინო თავი როგორ მეზიზღებიი როგორ ვერ გიტააან - კიოდა და დადიოდა აქეთ იქით. მერე რაღაცეები აიღო და გავიდა -დაურეკე მიშუნააას დავურეკე და მანაც მაშინვე მიპასუხა -გისმენ თამარა -სად ხარ? ქეთო გამოფხიზლდა მგონი გართობა მინდაო და სადმე წამიყვანოსო -რა უქენი დედას გაფიცებ... გუშინ ისე მოთქვამდა სიტყვა ვერ ვათქმევინე -არაფერი...თითონ გამოფხიზლდა.აბა მოხვალ? -ნახევარ საათში მანდ ვარ... შენც წამოხვალ ხო? -არაფერი მაქვს რო ჩავიცვა და ჯინსით სად წამოვიდე -აუუ თამარა გაგიყვან სახლში ეგ თუ გაწუხებს მარტო -შენ მე მელაპარაკები თო მოდიხარ -მოვდივარ და თან გელაპარაკბი..არ იცი რა მრავლისშემძლე ვარ? ყოვლისშემძლე ქვია მაგას -ყოვლისშემძლე ღმერთია მარტო..არა კი ვიცი რომ შენთვის ყველაფერი ვარ,მაგრამ -თავკერზა იდიოტო -ვიცი პატარავ რომ გიჯდები ჩემზე ამდენი გამოხატვა არ გინდა -დემონო..უზრდელო,ყეყეჩო , ცხოველო შენ გამითიშა? არ მჯერა რო გამითიშა ! დავაკლავ რომ მოვა... სანამ მე ვბრაზობ ქეთევანი შემოდის ჩვეულ ფორმაში. კაბა აცვია უმოკლესი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი , მაკიაჟი უკეთია და თმებიც დავარცხნილი აქვს. ასე თუ იყო გუშინ კლუბში კი გადარევდა იმ კაცს აბა რა იქნებოდა. ყბა ჩამომივარდა მქონი -აბა როგორია? მეტყობა თვალებზე შეშუპება? -ულამაზესი ხარ -ვაიმეე მადლობა ტკბილოოო...შენც ხო წამოხვალ? -არ ვიცი ... ჯერ ადრე არ არის კლუბისთვის? -რაღა ადრე შვიდი საათი კი არის უკვე და -ამდენი დრო გავიდა? -მეც ეგ მიკვირს ამდენ ხანს როგორ ვიქვითინე..კიდე ის მიკვირს დ ავერ ვიჯერებ რო მიშო მარტო ამ ამბის გამო იყო გაბრაზებული.რეალურად რომ ვიმსჯელოთ ისეთი არაფერი ჩაუდენია მესამე პირი რომ აგეგიჟებინა ...შენ არ იცი რა შეიძლება იყოს ნამდვილი მიზეზი? -არ ვიცი... მიშო ბევრს არ ლაპარაკობს -საერთოდ ლაპარაკობს? მე არ მელაპარაკება საერთოდ მისმენს და თავს მიქნევს თახმობსი ნიშნად ან „ხო...არა“ გაიძახის და არის ორი საათი გადის, მიშო მოდის , მივყავარ სახლსი. ქეთევანიც მოდის და მიშოს მისაღებშ ტოვებს მე მივხედავ თამარასო უცხადებს და იმწამს შემოსულ მარიამსაც ჩემ ოთახში კეტავს -რა ხდება? - გაოგნებული მიყურებს სიხარულიძე და მერე ქეთევანს ავლებს მზერას - სახლი შემეშალა მგონი ...ვიფიქრე ვიპოვი თამარას გუშინდელის გამო მოვკავ-თქო და -მე ქეთა ვარ შენ? შენ მოიცა წესით მარიამი უნდა იყო სიხარულძე . დამიანე დადიანის საყვარელი და უნივერსიტეტში ცნობილი სტუდენტი -უკაცრავად? - თვალები შუბლზე ასდის, ოღონდ ახლა ამათ ერთმანეთი არ მოკლან და მეტი არაფერი მინდა. მარიამს არ უყვარს როცა ამდენს ელაპარაკებიან თან ასეთი ტონით და თან სრულიად უცხო ადამიანები -კარგი დამშვიდდი გემრიელოო...დეპრესიის საწყისები მაქვს და საკუთარ თავს რომ ვუშველო მიშიკოს და მის ანგელოზს ვაიძულებ კლუბშ წამომყვნენ და შენც თუ წამოხვალ გამახარებ. უკეთ გაგიცნობ ...მაინტერესებხარ მე შენ -ხო მე აშკარად უნდა წავიდე...არასწორ ადგილას მოვხვდი არასწორ დროს- უცებ ამბობს ჩანთას ავლებს ხელს მკოცნის და გასვლას აპირებს ქეთა რომ ეღობება წინ -არაა არა და არა ვერსად წახვალ.ჩემი თამარას დაქალი ტყუილად ხარ? წამო რა გთხოოოვ სულ არ გინდა ჩემი გაცნობა? -გაგიცანი უკვე..სასიამოვნოა -ვაიმე ეს რა ჯმუხია ... დამჩიკოც შენნაირია ზუსტად -ვინ? -დამიანე...დამჩიკო -თქვენც გასწავლით? -უიმე არა ...მე არა ვიცნობ ისე ის იმ იდიოტის - რაღაცის თქმას აპირებდა მიშო რომ შემოვიდა -იცვამთ თუ ახლა იკერავთ კაბებს ! ბიჭები იქ არიან უკვე -ვინ ბიჭები? აიი სუპერ ბიჭი ხარ რა ამიყარე ხო ნაშობა ... იმ იდიოტმა კი გამიქცია კამფეტი ბიჭი და ახლა მინდა მე შველა -მიშო ესენი კიდევ დიდხანს ვერ დაასრულებენ და როგორც წლის სასიძოს არ გინდა მომავალ ცოლისდას გული მოულბო და სახლში გაიყვანო?- მარიამი კნუტის თვალებით უყურებს და მკლავზე ეხვევა-მიშოოო მოიცა რაო? წლის სასიძოო? რას ნიშნავს სასიძო...ვინ მისცა ნება სასიძო რომ უწოდა.! -არ წამოხვალ? უცხო არავინ იქნება ვაჩე და რატი მხოლოდ...სალომე და საბაც მოვლენ ალბათ -არ მინდა რა... ხო იცი არ მიყვარს -დალიე და თავზე დაიმხე კლუბი-თქო არ მითქვამს! -აუუ ნუ მიბღვერს თამარა უთხარი შენს ბიჭს ... -წამოხვალ ! შენ კიდე გადი აქ თ იდგები როგორ ჩავიცვამ ? თუ გინდა მიყურო კი ბატონო ახლავე გავიხდი- ეს მე ვთქვი? მეე? ნამდვილად მე ტამარამ ? ...წამსვე კრავს წარბებს და გადის. ქეთა ისე ატრიალებს ჩემ გარდერობს და ეძებს კაბებს მგონი მის სახლში ვარ, მისი კარადაა,მისი კაბებია და მოიცათ ეს კაბა ახლა რომ მაწებებს სხეულზე იქ იდო? ასე მოკლე კაბა? მგონი ჯაოქარია და გააჩინა საიდანრაც ...ისე რა ლამაზია. მგონი სალომეს კაბაა რომ წავართვი ის . -ჩაიცვიიიი სწრაფად ...მე მარიამს მივხედავ -მარიამს მიხედვა არ სჭირდება.... ასეც შემიშვებენ დრესკოტი არ იქნება კაბა მაცვია ისედაც -ამ გრზელ კაბაზე მეუბნები? -წარბს მაღლა სწევს -კანონია რომ კლუბში აუცილებლად უკანალს მიღწეული კაბით უნდა ვიყოთ? - არ ჩერდება ჩემი გოგო და ქეთაც სიცილს იწყებს. ხელებს მაღლა სწევს და უკან იხევს -კარგიი...მაშინ სულ ცოტას მაკიაჟს გაგიკეთებ . ასე გამოუძინებელი სახით დააფრთხობ ვინმეს..წუხელ ვინ იყო შენთან? რატო გაათენე ციცქნა?- სკამზე აჯენს სარკის წინ და ისე უცებ უჭერს სახეს და უსვამს სახეზე კრემს მარიამი ვერ აპროტესტებს. მერე ტუცები გამოწიეო და სანამ წამოვარდებოდა ტუჩსაცხიც წაუსვა-უკვე ქვედაზე გისვია და ზედა დავტოვოთ ისე? -ეს ქალი გიგი ორი რატომააა? - უცებ კივის მარიამი და ისიც უკან იხევს -იმ არსების სახელს ეს რატო მიხსენებს? აა რა თქმა უნდა სულ შენს გვერდით არ დადის? გვერდიდან არ გშორდება გიჟდება ეგ შენნაირ დასტოინ ,ჭკვიან და წესიერ გოგოებზე -მაპატიე თუ გაგანაწყენე ,მაგრამ ეჭვიანობის მიზეზი არ გაქვს -მაგ ვირთხაზე არასდროს ვიეჭვიანებ და შენზე მითუმეტეს. შენ არ უყვარხარ ...უბრალოდ ევასება შენნაირებთან მეგობრობა. თვითონ ჭკუა რომ არ აქვს ჰგონია ჭკვიანთან თუ იქნება რამე ეშველება ! უმარტივესი ეგ! გევედრები ესენი ჩაიცვი და იმენნა საოცრება ხარ თან მაგ შენს მუხლზე კაბაში და ტყავის ქურთუკში იქნები - ჩემს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ოდნავ ქუსლზე ფეხსაცმელს აძლევს -აბა მე რა ჩავიცვა?- კაბა რომ მოვირგე და ძლივს შევიკარი ავწუწუნდი -შენ ესენი რათ გინდა გოგო შენ წვრილქუსლიანზე უნდა შეგაყენო აი ესენი -მე რატომ უნდა მაწამო? რამე დაგიშავე? არ მინდა ესენი ... -შენ გინდა რომ მე დამეხმარო და მე მინდა რომ ესენი ჩაიცვააა...ჯანდაბააა იმ საზიზღარ კაცს როგორ შეუძლია ასე იპოვოს მარგალიტი რკინის კოლოფში დამალულიც კი. შენ რა გოგო ყოფილხარ თურმე -მათვალიერებს უკვე 10 სმ კოშკებზე შემდგარს და მერე მარიამს მიყენებს გვერდით-მოკლე კაბა რომ გეცვეს უფრო სექსი ქინებოდი..მაგრამ ახლაც არის შენში რაღაც მიმზიდველი...უყვართ ბიჭებს დამალული ხილი! იმ არაამქვეყნიურსაც მაგიტო მოსწონხარ ალბათ ვერ გეტყვი დამჩოს ხასიათი ვერასროს შევისწავლე ბოლომდე ეგ კაცი უბრალოდ მაოგნებს ...წავედით! აი ასე თავის ნებაზე მათამაშა, სრულიად მშვიდად გავედი და მარიამის ბუზღუნისთვის ვიყავი მზად. მაგრამ დივანზე მიწოლილ,მაგიდაზე ფეხებგაშლილ,მობილურში ჩამძვრალ მიშოს რომ გავხედე მომინდა მივვარდნილიყავი. ისე წამოდგა არც ამოუხედავს ტელეფონიდან -მივდივართ? როგორც იქნა დამაღირსე...აწი ამ ორთან ახლოს არ გაგაკარებ ქეთევან -ამბობს და წინ წასული ჩერდება, თითქოს ახლა შემოგვხედა ორივეს ავლებს თვალს და ბოლოს მე მიყურებს თავს გვერდით ხრის და პირდაპირ ჩემს ფეხებზე ჩაერებს მზერას აი ახლა ზუსტად კაბის ბოლოსთანაა მერე ზემოთ მოყვება და უცებ ვიკრავ მოკლე ტყავის ქურთუკს მკერდთან არა არაფერი ჩანდა ,მაგრამ რა ვიცი ისე სემომხედა მგონი კაბა გაალღო . რომ მგონია ახლა იფეტქებს და მეტყვის კაბა დაგავიწყდა შედი ჩაიცვიო , ტუჩებს ილოკავს უბრალოდ და ბრუნდება- სწრაფად თორემ ვაჩემ ტვინი შემიჭამა...ავაგდებ გოგოს და გავდივარ უკვე სად ხართ ამდენ ხანსოოო -კარგი ნუ ბუზღუნებ მამიკოო რა დღეში გაქ ნერვები? არავინ მოიტაცებს ჭკვიანი გოგოა ხო იცი- მხარზე ეკიდება ქეთა და ლოყაზე აკრავს წითელ ტუჩებს. მიშო წარბებს კრავს ლოყიდან პომადას იშორებს -დიდი ვერაგი ქალი ხარ და ის გამ**ირებული როგორ გაშტერებს ასე?! შემდეგ მანქანაში ვსხდებით.ნუ ქეთა და მარიამი უკან სკუპდებიან და მეც რომ უნდა დავჯდე კარს მიხურავენ. წინ რომ ჩავჯექი ჩემი კაბა ავიდა მუცლამდე ,ისევ არაფერი უთქვამს უბრალოდ გადმომხედავდა ხოლმე,როგორც ჩვევია ხელზე მეფერება ისევ და ოდნავ მიღიმის. ჩემ ფეხებს საერთოდ ვერ ამჩნევს დავიჯერო ? რანაირი კაცია სხვა რო იყოს მეტს არაფერს შეხედავდა ... მაარიამი ჩუმად ზის და ხმას არ იღებს. როგორც კი გადავდივართ და ჩემ გვერდით დგება წამსვე ბუზღუნებს -გუშინ საღამოს ლამის მოვკვდი და ახლა აქ უნდა ვიყო? რა დღეში ჩავიგდე თავი ვერ დავრჩი სახლში? რა მომარბენინებდა -ცოტა ხანს დავრცებით ნუ ღელავ... ვიცეკვებთ მე და შენ მერე ჩემთან წამოხვალ და მომიყვები გუშინ რა მოხდა -თუ გაინტერესებდა მთელი დღე სად იყავი რატომ არ მკითხე იქნებ მომიტაცა წუხელ -მერე ხელს ხო არ შეგიშლიდი გოგო... -თამარააა ნუ ასხავ ცეცხლზე ნავთს ! ბუზღუნს არ წყვეტს ,უკვე შენობაში ვართ. მიშო წელზე ხელს მხვევს და მანისნებს საით უნდა წავიდეთ. სიმღერის ხმა უკვე თავს მტკენს,მაგრამ მალე შევეჩვევი არაუშავს. ამ ხელზე ნაკვერჩხალი აქვს თუ რატო მწვავს -დიდებაააა თქვენს გამოცენას სად ხართ ამდენ ხანს...ქეთევან შენი ბრალი იქნება ვიცი მე ! აბა ეს ორი როდის იყო სადმე იგვიანებდა- ვაჩე აყრის და გოგოს ისე ეხვევა მეშინია არ გაჭყლიტოს. რატიც ესალმება და მერე მე მეხვევა -როგორ ხარ თამარჩიკ? -კარგად რატიკო შენ? -საკაიფოდ- თვალს მიკრავს და მარიამს უღიმის- ქალბატონო თქვენმა ნახვამ გამაკვირვა რაღა დაგიმალოთ და -მეც მიკვირს აქ რომ ვარ- მარიამი თავისუფალ ადგილას ჯდება მაგიდის თავში . მე და მიშო ტყავის დივანზე ვსხდებით გვერდი გვერდ. ქეთა რატისა და ვაჩეს შორის სკუპდება და პირდაპირ სასმელს ითხოვს -თქვენ რას დალევთ? -წვენს ... ფორთოხლის - მარიამი მაშივე პასუხობს აი მე კი ერთ ჭიქა კოქტეილს ვთხოვ ვაჩიკოს და ისიც მიდის. რამდენიმ წუთი უბრალოდ ვსაუბრობთ.მარიამსაც ავიწყდება გაბრაზება და ბიჭებს ესაუბრება. შემდეგ ჩემი სიძიკო და დაიკო მოდიან. -სიძეეეე ჩემო სიცოცხლე როგორ ხარ? -შენ რომ დაგინახე უკვე ცუდად -მიცხადებს და მერე მოჩვენებით იცხადებს- მიშოც აქ ყოფილააა ...ძმაო მე არ მითქვამს ეჭმაკმა მაიძულა- ისე მეხვევა გამჭყლიტა და არ გამიხარდა შენი ნახვაო თან მეუბნება -მეც მომენატრე სიძიკო -შენც ხო? შენ დასაც მოენატრე -ჩემთან მიშოს რატო ემსგავსები? -მიჩვეული ხარ და იმტომ.... მე მხოლოდ სალომესთან ვარ კაგრი ბიჭი - ამაყად აცხადებს და ჩემ დას წელზე ისე ხვევს ხელს მეეჭვება სალომე კარგად იყოს . დასხდნენ და დაიწყო. მე კი არა ქეთა და ვაჩეც საბაზე ნადირობდნენ. ის კი მშვიდად იჯდა და რეაქცია არ ჰქონდა, ჩემი საწყალი და ბრაზობდა მხოლოდ. მიშო ხანდახან იცინოდა,რატი სადღაც მოტყდა და ვაჩემ ქეთა წაიყვანა საცეკვაოდ,ორივე ისე იცინოდა და ეტმასნებოდა ცეკვის დროს ერთმანეთს რომ არ მცოდნოდა მეც დიდი ხნის შეყვარბეულები მეგონებოდნენ. -როგორ გთხოვე ნუ გამომიწვევ-თქო ..სულ არ ფიქრობ ჩემზე- ყურში რომ ჩამესმის მიშოს ხმა და იქვე მკოცნის მერე საერთოდ ქრება ყველა და ყველაფერი.თმას ყურს უკან მიწევს და მერე ყელსაც მიშიშვლებს, არ მეხება,მაგრამ უნდა გამაგიჟოს,უნდა რომ მისი შეხების ლოდინში მოვკვდე! -რას გულისხმობ? რამე არ მოგწონს? -ოხ თამარა რა ცუდი გოგო ხარ ! - ცხვირს თმაზე მისვამს საფეთქელთან ახლოს და მერე ყურის ნიჟარაზე მეხება მისი ტუჩები -ერთამნეთს შევეფერებით !- ვუყურებ და ამჯერად მე ვკოცნი ლოყაზე და შემდეგ ვშორდები -თურმე რატომ დამცინის... თავად აქვე აცდენს ჩემს ძმაკაცს და იმედია ემრე არ მიატოვებს რომ გამოიყენებს- საბა მიცხადებს მშვიდად და მიშოს ჩაცინება რომ ემატება ზედ უფრო ვბრაზდები. ეს ამას რატო არასდროს უბრაზდება ...სხვას კარგად უკრძალავს ჩემთან ხუმრობას და ჩემ გაბრაზებას? -ვიცეკვოთ ...-სალომეს გაჰყავს,ეშინია ალბათ გაბრაზებულზე რამე ისეთი არ ვუთხრა . მარიამი ზის და წრუპავს წვენს,შემდეგ ვიღაცას უყურებს და თვალები უფარტოვდება. ისეთი რეაქცია აქვს თითქოს სუნთქვა შეეკრა და მალე სპაზმა დაეწყება. მინდა ვკითხო რა ხდება ,მაგრამ მიშოს გავყავარ. იმდენად მოქმედებს ჩემზე ვეღარ ვაზროვნებ, განათება სიმღერა, მიშოს სხეული და ცეკვა. მაგიჟებს ! -მიშოოო... -ჰო -გაბრაზდი? -რაზე... -ეს კაბა რომ ჩავიცვი - პასუხს არ მცემს უბრალოდ იცინის მერე კი ხელებს მიშვებს მატრიალებს და ისევ მკერდზე მიკრავს. -ძალიან...ამ წამსვე რომ არ შემიძლია გაგხადო ვგიჟდები!- დიდი ხნის პაუზის შემდეგ მიჩურჩულა ყურში და ყელში მაკოცა...ღმერთო ეს ბიჭი არაამქვეყნიური არსებაა ხომ?! .............. არ ვიცი რა გავაკეთე... არც ის ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა. ვწევარ ვუყურებ ჭერს და მგონია რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი! მინდება დავურეკო და ვუთხრა რომ ყველაფერი სისულელე იყო,პატარა მსიშარა გოგოს სიტყვები რომელსაც ეს დიდი გრძნობა და პასუხისმგებლობა ასინებს,რომელსაც ეს ურთიერთობა აშინებს ,რომ მოვიდეს და აღარასდროს წავიდეს. შემდეგ ვხვდები რომ ასე იყო საჭირო...რომ ეგოისტი ა რუნდა ვიყო და მასზეც ვიფიქრო. ვერ დავუშვებ მხოლოდ პრობლემები შეექმნას და იჭორაოს მთელმა უნივერსიტეტმა,ლაფში ამოვსვარო მისი სახელიც და საკუთარი რეპუტაციაც მასთან ერთად. დარწმუნებული უნდა ვიყო რომ ეს უბრალოდ გატაცება არ არის, რომ უბრალოდ კი არ მიზიდავს შემიძლია მის გამო ყველაფერზე წავიდე ,რომ ისაა ერთადერთი ჩემს ცხოვრებაში ვისაც გულს ვაჩუქებ! შემდეგ როცა მისი კოცნა მახსენდება საღი აზრი მიქრება,უბრალოდ ტუჩებზე ვისვამ თიტებს და ვიბადრები. მეძინება... თავზე მათენდება და მხოლოდ შემდეგ მოდის სიზმრები. იქ არ მტოვებს დადიანი,მასთან ვარ და მაბედნიერებს! მეორე დღე ისე გადის ისევ დავფარფატებ ფიქრებსი.საღამოს მახსენდება თამარა და მასთან მივდივარ, შემდეგ სრულ გაუგებრობაში ვხვდები და ისე აღმოვჩნდი კლუბში ვერც კი გავიაზრე. ასე ბავშვივით დავყევი ქეთას ნებას, როგორ შეიძლება მას და გიგის კონფლიქტი ჰქონდეთ ვერც კი ვხვდები . საღამოს დიდ ნაწილს მსვიდად ვატარებ, ბიჭებს ვესაუბრები, ვიცინი და ნელ-ნელა ვსვამ წვენს. ცეკვა რატომღაც ჯერ არ მინდა, სხეული უნებურად ყვება მელოდიას.. უეცრად ბართან მჯდომ სილუეტს ვხედავ, ბიჭია ...დამიანეა?! იქნებ მეჩვენება ... ამ დროს იქ ? ეს მიკვირს თუ ის რომ ვიღაც გოგო უზის გვერდით და მის შიშველ ფეხზე ურცხვად დააცურებს თითებს. სიმწრის ღიმილი მიპობს ბაგეს, გული ისე მტკივა თითქოს რაღაც საოცრებას ვხედავ,თითქოს მას არ აქვს ცხოვრების უფლება. მე ხომ გავუშვი,ის ჩემთან ვალდებული არ არის . მეორე გოგოც რომ უახლოვდება და მხარზე ხელს ადებს თვალები მებინდება, კოცნის აი ასე ერთი მხრიდან ერთი ეფერება მეორეც უახლოვდება და შემდეგ მათთან ერთად იწყებს ცეკვას. ცეკვას? მგონი ყველაფერი იყო ცეკვის გარდა. ისეთი განათებაა თითქმის ვერც ვხედავ,იქნებ სხვა არის...ვერ ვიჯერებ რომ ასე დამიანე იქცევა ! ის დამიანე მე რომ ვიცნობ? შეუძლებელია ! არ შეიძლება უბრალოდ... სუნთქვა მიჭირს... ვდგები და გავდივარ. არც კი ვიცი სად მივდივარ და რას ვაკეთებ. ბოლოს გრილი ჰაერი მშველის, მოაჯირს ვეყრდნობი და აკანკალებული ხელებით დავყურებ მობილურს. საოცრებების გჯერათ? მე არა ,მაგრამ ხდება. ვუყურებ დამიანეს ორ ქალთან ერთად და თან მირეკავს. მეჩვენება? ამას უფრო დავიჯერებ ვიდრე იმას რაც ხდება ... ზარი მეორედ რომ მეორდება სწრაფად ვტოვებ შენობას ვშორდები და ისე ვდგები რომ სიმრერის ხმამ ხელი არ შემიშალოს ,მისი ხმა უნდა გავიგო .აკანკალებულ თითს ვაჭერ ეკრანს და მისი ხმაც მესმის, შემიძლია დავიფიცო რომ ასე არასდროს გამხარებია,ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ -არ მახსოვს ამიკრძალე თუ არა დარეკვა...უბრალოდ შეგიძლია დამელაპარაკო? ამ ერთხელ და ორშაბათიდან გპირდეპი...როგორც კი ლექციაზე შემოვალ ლექტორი გავხდები -მომაკითხავ? ახლა რომ გთხოვო ჩემთან მოხვალ?- გიჟი ვარ? ეს ნორმალურია? საკუთარ სიტყვებს თავად ვუგულებელვყოფ. ეს ნორმალური ქცევაა? როგორ შემიძლია ასე მოვიქცე!-იცი კლუბში დაგინახე...სულელი ბავშვივით ვიეჭვიანე ...არ ვიცი ვინ არის,მოჩვენება იყო თუ არა ,მაგრამ ახლა როცა ვიცი რომ შენ არ იყავი უბრალოდ მინდა რომ ...მინდა ძალიან მაგრად მოგეხვიო .მეც არ ვიცი როგორ შემიძლია ასეთი სულელი ვიყო ...გუშინ გაგიშვი და დღეს...სად ხარ დამიანე ? -სახლში... -ყავის მომზადება იცი? -შენ რომ ყავა არ გიყვარს? -შენ თუ მოამზადებ დავლევ... -სამაგიერო რომ გადაგიხადო არ გეშინია?- იღიმის... ღმერთო ჩემი ღიმილით იღიმის მე კი ვხედავ მას,გეფიცებით ვხედავ. -არა ... ამ წამს არაფრის მეშინია -მოვალ...დამელოდე ველოდები...არ ვიცი რამდენ წუთს. უბრალოდ ძალიან მშვიდად, ვდგავარ და ველოდები. მანქანა ჩერდება ჩემს ფეხებთან,მიღიმის...ვუღიმი... ერთი დღე ცოტაა? როცა გენატრება ბევრია... როცა მასზე ფიქრობ...ტანჯვაა როცა გიყვარს ერთი წამიც მის გარეშე საუკუნეა ლოყაზე მკოცნის და უბრალოდ მიდის. ათი წუთის განმავლობაში თვალს არ ვაშორებ, ისიც მიყურებს შიგადაშიგ და მიღიმის. ჩემი ღიმილით არა,ისე უბრალოდ როგორც იცის ხოლმე ,მხოლოდ ტუჩის აწევას კმარობს. ეზოში აჩერებს მანქანს, დიდ და ლამაზ ეზოში. სახლიც ასეთივე ლამაზია , საშუალო ზომის და ძალიან მყუდრო. იქნებ მეჩვენება და იმიტომაა ასეთი კომფორტული რომ ისაა იქ ,ჩემ გვერდით. ასე მშვიდად შუაღამით მივაბიჯებ მის სახლში და საერთოდ არ ვფიქრობ. ვიცი რომ მხოლდო იმას ფიქრობს რაც არის. დივანზე ზის ჩემს გვერდით... ცხელი შოკოლადის ფინჯანი აქვს მოქცეული თითებს შორის და მიყურებს. მე კი ცხელ სითხეს ვაგემოვნებ და დივანს თავს ვადებ ,ვუყურებ და ვერ ვწყდები... მეფერება, ლოყაზე ნაზად მისვამს თითებს და თვალები მეხუჭება. არ ვიცი როგორ მოვხვდი იქ,მაგრამ მის მკერდზე მიდევს თავი,მისი გულისცემა მესმის. ისევ დივანზე ვზივართ...მის მკლავებში ვარ მოქცეული.ისევ მეფერება ,ამჯერად თმაზე ბურუსში ვარ...ყველაზე სასიამოვნო და ფერადია. მზის სხივები სახეზე დამთამაშებენ და გაღვიძება მიწევს. თვალებს ზანტად ვახელ, ნაცნობ ხედს რომ ვუყურებ მიკვირს. ჩემ ბალიშზე მაქვს ხელები მოხვეული,ცვეულ პოზაში ვწევარ, საკუთარ საძინებელში ვარ და ირგვლივ უცხო არაფერია. დამიანე არსადაა... დამესიზმრა? რატომ არ მახსოვს კლუბიდან როგორ გამოვედი...ნუთუ იქ მომხდარი ამბავიც სიზმარი იყო. შეუძლებელია ასე ნათლად მენახა...შეუძლებელია ! მობილურს ვეძებ,ვიღაც მირეკავს, თამარაა! -გაიღვიძე ქალბატონო? არა გუშინ რა დაგემართა ჰა? -რა დამემართა... რა მოხდა? -იმდენი იწუწუნე სახლში მინდაო წამოგიყვანა მიშომ! რა მოხდა სხვა..რომ დარჩენილიყავი რა იქნებოდა...იცი რა კარგი დრო გავატარე? საოცრება იყო ! ვაიმეეე არ იცი რა გამოტოვე ქეთა გიგიმ წაიყვანა! შენ რომ მისომ გაგიყვანა სადღაც იმ დროს რომ მოვიდა გაგიჟდა ქეთა სად არისო...გესმის გოგო? -რაა... მე მიშომ მომიყვანა სახლში? -ხოო ქალო ნახევრად ჩაძინებული ავიყვანეო ასე მითხრა ... რა დროს ეგაა მოკლედ საოცრება იყოო რაა იმ გიჟ გიგის წაუყვანია ქეთა სადღაც ღამის 2 საათი იქნებოდა . მიშო გავარდა გიჟივით ძლივს გავაჩერე,მანქანასთან იყო ვიღაცამ რომ დაურეკა..აზრზე არ ვარ ვინ იყო..რა ელაპარაკა სახეზე გამომეტყველება კი ეცვლებოდა ჯერ გაბრაზებული იყო მერე...დამშვიდდა ვითომ ჩაიცინა და მოგვახარა მე და ბიჭებს ქეთუსა გამითხოვდაო ! რძლებში მიმართლებს მარა სიძეები აშკარად გამოსასწორებლები მხვდებაო ბოლოს დააყოლა და ისე ჩამეხუტა მერე აღარ მახსოვს რა თქვეს... აუუ უნიში როდის გნახააავ ყველაფერს დეტალურად მოგიყვები..იმდენი ვიცინე ვგიჟდებიიი ვაფრნე ჩემ ბიჭზე არ ვიცი... არაფერი ვიცი მხოლოდ ის რომ ორშაბათს ჩავიცვი და ლექციებზე წავედი. ველოდი ანატომიის ლექციას, ლამის გონება დავკარგე სანამ შევედი ოთახში. რომ დავინახე მეგონა გონებას დავკარგავდი. ისე მიყურებდა როგორც ყოველთვის... არავითარი ყურადღება, არავითარი კომენტარი .ყველაფერი ისე იყო როგორც ჩვეოდა .მე კი ინსტიქტურად დავუბრუნდი ძველ მდგომაროებას, ვიჯექი ვუსმენდი, ვუყურებდი და ვტკბებოდი. ვუსმენ....ვუყურებ, ვაკვირდები ,ვსწავლობ ყველა მისნაბიჯს და უფრო ღრმად ვეფლობი ... მისი თვალები ყველაზე სუფთაა... მისი მზერა ყველაზე მეტყველი. მისი ღიმილი ისევ ჩემია... ყველგან სადაც კი შემხვდება ერთხელ მაინც მჩუქნის და შემდეგ მიდის. მიყვარს მისი დემონური სიტყვები.... მიყვარს როცა ვპასუხობ და როცა თვალები ენთება. მიყვარს მისი თავშეკავებული ქცევა,მაგრამ მისი ბრიალა თვალები როცა მგონია რომ მომვარდება და პასუხს მომთხოვს ყოველი სიტყვისთვის. მაგიჟებს მისი წამიერი სისუსტე,როცა ზურგიდან მომეხვევა ჩემი თმის სურნელს შეიგრძნობს , ღრმად ამოისუნთქავს და მტოვებს ცარიელ აუდიტორიაში. ისევ ისე გაშეშებულს, ისევ ისე დაბნეულს და შემდეგ მთელი დღე მგონია რომ ისევ მოხვეული აქვს მკლავები, ისევ მეკრობა სხეულზე და მათბობს. გამოცდებიც მოვიდა... ვასრულებ ერთ ეტაპს . არ ვღელავ წარმოგიდგენიათ? აი ასე უბრალოდ მშვიდი,ბედნიერი და ლაღი ვარ. მისით ვარ შეპყრობილი და არაფერი მადარდებს სხვა. ვმეცადინეობ და ვწერ... ვკითხულობ და ვყვები. ვასრულებ ერთ გამოცდას ვიწყებ მეორეს , მესამეს ,მეოთხეს,მეხუთეს თამარას მიშო აგიჟებს და მე თამარა.... ორივეს მიშო გვამშვიდებს და ბოლოს ჩვენი რეპეტიტორი დაშნიანი ისევ გვიხსნის ქიმიის გამოცდაზე. ანატომიას ისე ვმეცადინეობ როგორც არასდროს. რომ ვკითხულობ ასე მგონია ჩემთანაა და მერე ვრწმუნდბეი რომ შევიშალე , ვიცინი დიდხანს და მერე ვასრულებ სწავლას. სახლში მელიან... საახალწლო არდადგები იწყება მე კი ბოლო დღეს ანატომიის ლექცია მაქვს. 30 დეკემბერს ვსწავლობთ და დამიანეს ლექციაზე შევდივარ. თავაწეული ლაღად მივაბიჯებ პირველი რიადისკენ. ვჯდები და ველი როდის შემოვა. მახსენდება პირველი ლექცია და მეღიმება. რომ შემოდის ისევ ისე ფუსფუსებენ ბავშვები. ისევ ისეთი აჟიოტაჟია მისი დანახვისას და ის ისევ მე მიყურებს,მე კი მას! იმდენად აშკარად ვუღიმი ,თავს დაბლა ხრის და ქვემოდან მიყურებს, იცის რომ მაგიჟებს. არა არ შეუძლია ტუჩზე იკბინოს როცა მე მიყურებს, ენისწვერით ვისველებ ქვედა ტუჩს და თავს გვერდით ვხრი ,ჩემი ფანქარი ისევ ადგილზეა თითებში ვათამაშებ შემდეგ ტუჩთან მიმაქვს და თავს ქვედა ტუჩს ვადებ . მიყურებს და ვხედავ როგორ ყლაპავს ნერწყვს. მისი ყელი ,ისევ ისე მაგიჟებს როგორც პირველ დღეს, მინდა რომ ვაკოცო ,ტუჩები მეწვის ! ვბრაზდები! მახსენდება როგორ მიმიყვანა სახლში და გაითამაშა ყველაფერი. მიშოც აიყოლია,მიშომაც მიღალატა,მაგრამ მე ხომ ვიცი რომ იმ ღამეს მასთან ვიყავი, მის მკლავებში მოქცეულს დივანზე ჩამეძინა ის კი თმაზე მეფერებოდა და რაღაცას ლუღლუღებდა. აუცილებლად გადავუხდი ამისთვის სამაგიეროს! რომ აღარ ვუყურებ ბრაზობს. მაგიდისკენ მოდის, ისევ საუბრობს და ბოლო თემას ხსნის ამ ლექციისთვის. ძირითადად აჯამებს საკითხებს და ტოტალურ გამოკითხვას აწყობს . მაგიდას ხელებით ეყრდნობა,იმდენად ახლოსაა რომ უკან ვიწევი და სკამს ზურგით ვეყრდნობი,თავს მაღკა ვწევ და თვალებში ვუყურებ. ახლა ის იხედება სხვაგან და მე მაიგნორებს! ასე მიხდის სამაგიეროს? კიდევ ვერ ხვდება ჩემს დუმილში რომ ყველაზე დიდი იარაღი იმალება...მისკენ ვიწევი,და სრულიად შემთხვევით ვადებ ხელზე ხელს, ჩემი ფეხის შემთხვევით იწევა წინ და ებიჯება მის პრიალა ფეხსაცმელს. ჯერ სიამოვნებს შემდეგ ტკივა და ყბები ბრაზისგან ეჭიმება,წამით ჩუმდება და გააფთრებული დამყურებს. მე კი ტუჩებს ვბრიცავ და უკან ვიხევ. ლექციის ბოლოს ზურას ხმა მესმის რომელიც დიდი მოწიწებით პატიჟებს რესტორანში ბატონ დამიანეს. ის კი პასუხს ვერ ეუბნება... არ ვიცი ჯერ ჯერობით საღამოს გეგმების შესახებ გმადლობთ დაპატიჟებისთვისოო . ქეიფი როდის გადაწყვიტეს მე სად ვიყავი..მოკლედ გიგი რაც არ მყავს გვერდით სულ მოვწყდი ყველაფერს. როდის დაბრუნდება რაა... მოგვიანებით უნდა გადააბაროს გამოცდები და სად წავა! ახალ წელს აქეთ იქნება მე ხომ ვიცი არა?! არ იქნება და ჩამოვათრევ ყურით სადაცაა იქედან ! დერეფანში თამარა მხვდება ,მიშოც იქვეა და მოათრევს ჩემკენ -ერთად მივდივართ ყველანი საქეიფოდ ...ორი კვირა ვეღარ შევხვხდებით ორ დღეში ახალიწ ელიად ა ახლა რომ თქვა არ მოვდივარო და გამიცინო როგორც ბოლო ორი კვირაა მიცინი ჩემს დემონს ვეტყვი თავი წაგაჭრას და მერე ბურთს გავაკეთებ -შენი დემონი არავის აჭრის თავს და მითუმეტეს მე...რადგან შენს დემონს მე ძალიან ვუყვარვარ- მიშოს ვეხუტები და ლოყაზე ვკოცნი -დემონოოოო უთხარი რამე -ავადაა მარიამ ეს ნუ უსმენ ...უკვე მართლა ვეთანხმები ბებოს. ნამდვილად ყველა ტკივილს ერთი რამე უშველის,მაგრამ უარზეა -შენ ...შენ არ მახსოვს საერთოდ რამე შემოგეთავაზებინოს...ბებომ რაც თქვა ის კი არა ერთი კოცნა არ მაღირსე საერთოდაც აღიარე რომ პრობლემა გაქვს იქ - ეს ნამდვილად თამარაა? რა დაემართა...აი გაწითლდა,მიხვდა რაც თქვა და ახლა აუვა ბოლი.მიშო უშველე რამე , ვაიმეე რო არ გავიცინო მოვკვდები რა სახით დგას ...ის დროა დიდი ურო ვიპოვო იატაკი ჩავტეხო და სადმე მიწაში ჩავაძვრინო. -კარგი ასეც ნუ იდარდებ და ინერვიულებ მოესწრები ყველაფერს...რა სული მიგდის!- ვინ თქვა რომ უშველიდა? უარესად გაგაიჟა,ნუ დაავიწყა ის სიტყვები და თავიდან გააბრაზა,მაგრამ. ამათმა ,უფრო სწორად ტაამრას ჩხუბმა ხომ დამღალა რა რით ვერ მშვიდდება გავგიჟდი, მიშო კი ერთობა და ბოლოს რომ ჩაეხუტება და ისიც იტრუნება მერე მე ვერთობი და ვართ ასე... და აი ჩემი ხისთავინი ძმაც მირეკავს და ვტოვებ წყვილს -გისმენ წლის ბოლო დღესაც ხისთავიანო ორაგუტანგო -სად ხარ სახლში აღარ მოდიხარ? თუ წლის ბოლო დღეს მიკეთებს ვიღაც მადლიანი საჩუქარს და მოგიტაცეს -მოვალ მალე -სახლში ვარ და გახმა კუჭი...საჭმელი როგორ არასდროს გაქ...საწოლზე შენი საცვლები რომ ჰყრია არჩევანი ვერ გააკეთე თუ ვინმეს უნდა ენახე დღეს -შენ...შენ ავადმყოფი ხარ ხო? სად ყრია რა ყრია რა უნდა საცვლებს საწოლზე იდიოტოოო ... -კაი ხო მომეჩვენა ეტყობა... აბა ეს რაღაც პიჟამას შარვალია? მეთქი რა არის... მეგონა ბებოს საცვლებს პარავდი და იმიტო ვერ პოულობს ახალ საცვლებს -ავადყოფოოო ორაგუტანგო..შიმპანზე მაკაკა კაცო შენ -რომ ამოხვალ სოსისი ამოიტანე...პური და წვენი რამე სანამ წავალთ უნდა ვჭამო -კედლებს არ მაიდგე ჩემს ამოსვლამდე თაბაშირი გაწყენს... ან მარტო შპალერი აახიე ქაღალდი შენს კუჭს არაფერს უზამს -როგორი მზრუნველი ხარ პირდაპირ მაგიჟებ -მეც მაგიჟებ ..- ვეუბნები და გაბრაზებული ვთიშავ მობილურს. სად შევედი საერთოდ. კარი რო მივიხურე ცხვირ წინ და გაჩერებული ვდგავარ ამდენ ხანს. უკან მივიხედე და დამიანე რომ დავინახე ზუსტად ჩემ გვერდით მაგიდაზე მიყრდნობილი მარტო იმაზე ლოცვა დავიწყე მობილურიდან წამოსული ხმა მაინც არ გაეგო -ასეთ მოკლე შორტებს იცვამ საწოლში? -სანდრო სიხარულიძე ჩემი ცოდვით როგორ გინდა -საერთოდ არ ვიცვამ ... - ვუღიმი და ისე ვეუბნები .მაგიდაზე თიტებს ატამაშებს და ახლა ზემოდან ჯდება პატარა ბიჭივით . -რა დამთხვევააა...მიდიხარ უკვე ? -საღამოს წავალ... -გიხარია ალბათ მშობლიურ სახლში წასვლა...გამიგია ლამაზი სოფელიაო -ლამაზია ... -ვიცი რომ არ უნდა წავიდე, იმიტომ იგონებს ახალ მზიეზებს. მეც არ მინდა გასვლა. გვერდით ვუჯდები და მის ხელზე ჩემსას ვდებ , თითებზე ვეფერები მერე მათ შორის ვხლართავ თითებს და ხელისგულზე დავყურებ .ისეთი თბილი და დიდი ხელები აქვს ჩემი წვრილი თითები იკარგება ზედ...მეღიმება . ცოტა ხანს ვრჩები ,მაგრამ ხელს არ ვუშვებ .შემდეგ ძირს ჩავდივარ მის წინ ვდგები და ლოყაზე ვკოცნი -ნახვამდის პატივცემულო -ნახვამდის მარიამ- ჩამწყდარი ხმით მეუბნება და თვალებში მიყურებს. ოთახს ვტოვებ და სახლში მივდივარ. სანდრო ბატონი კარს მიღებს და ისე მეხვევა მგონია რომ გამჭყლიტავს -როგორც იქნა მოაღწიე სად ხარ ამდენ ხანს? ლექციია ერთი საათის წინ დაგიმთავრდა და აქამდე გამოსვლას ამდენი დრო უნდა?- მწევს ასე ჩვეულებრივად სახლში შემდგა ,კარი მიხურა და ცხრაჯერ რომ მაკოცა თავისი უზარმაზარი ტუჩებით მერე გამომართვა პარკები და გავარდა- შენც გშია ხო? -შენ ცოლს გადაყლაპავ... რომ მოგშივდეს და საჭმელი არ გაგიკეთოს -დიდი მკერდი თუ ექნა შეიძლება... -ქალს რო გიხსენებ მკერდი რატო გახსენდება სულ. -ასე ვარ მოწყობილი...რა გავაკეთო ახლა მაგაზე ვიფიქრო ფსიქოლოგო?- რაღაცას ჭრის, ხარშავს, წვავს ტრიალებს ბზრიალებს სანამ მე ხელები დავიბანე და გამოვიცვალე უკვე მზად იყო სადილი. სკამზე დავჯექი და სადილობა დავიწყე. ბატონმა შთანთქა თავისი წილი და ჩემსასაც გადმოწვდა -ჭამ შენ თუ კენკავ რა იყო -შენ ყბა გაქ თუ გადამამუშავებელი მანქანა... -ვიღაც სულ როგორ გირეკავს... ტვინს ხრავს შენი მობილურის ხმა ვინ ქინება თუ არა თამრო-აყოლებს უცებ და ჩემს პასუხობს- თამარ ქალო ნატვრის თვალოო რამ შეგაწუხაოოო? მეც მომენატრე ჩიტუნაა ... რავი ვარ რა .არა ჯერ არ წავსულვართ რა ხდება? რავი არაფერი უთქვამს მომყვება ხო .მე რას არ ვუშვებ გოგო არც გაატრ*** მეგის ბიჭი ვარ მე? ჩემი ადგილი თუ იქნება წამოვა ... მაინც დღეს ვიყიდე ახალი ზმანები .კაი გოგოები ჩთავს თქვენთან ხო? გამირიგებ? შენი გარიგებული რათ მინდა გოგო ... -აბა თუ დამიბრუნო მობილური...რა წესია რომ პასუხობ -რა იყო სხვის ნომერზე ხო არ გენქებოდა თამარას ფოტო .მაცადე გოგო ველაპარაკები ადამიანს რატომ ხარ უზრდელი გოგონი?- წარბებს კრავს და მინდა ჩავყლაპო არაა რა ასე რომ აკეთებს პატარა ბავშვივითაა . ყბაზე ვუჭერ ხელს და მერე ლოყაზე ვკოცნი, ვკბენ ყბაზეც ვკბენ ის კიდე კრუსუნებს- შემეშვი გოგო რამ გადაგრიააა... უიმე დედა შემჭამა ცოცხლად.ვიცი ტკბილი რომ ვარ,მაგრამ ასე? -აუუ როგორ მიყვარხარ შენ ხო არ იცი შე გორილა... შე მამონტო შენ - მის ფეხებზე ვსკუპდები და ვეხვევი. ერთ ხელს წელზე მხვევს მეორეთი ისევ მობილური უჭირავს -მოკლედ თამარააა შენ არ იდარდო ჩემო გოგო ამას მე მოვიყვან მანდ ...რომელ საათზე გავიჩითო ჩიტო? რვაა ბაზარი არაა რვამდე მოვასწრებ ყველაფერს . მე მინდა მომზადება აბა ეს ერთ კაბას გადაიცვამს და თავსაც არ ივარცხნის ისე მოდის...შეცდომითაა გოგო აუ რა ძმას გავჩითავდი აზრზე ხარ ეს რო ბიჭ იყოს? იმენა კაცური კაცი იქნებოდა.. შეხვედრამდე აბააა -გაუთიშე? მე ? არ მელაპარაკება? -რაოოო ვინ მიყვარსოო? რა არ ვიციოოოო ვინ არ იცისოოო მეე? - ხელში ავყავარ და მკოცნის. თავზე შუბლზე ლოყებზე. ისე უცებ და მაგრად მკოცნის ჯერ ხო ხმა სმის,მერე ლოყები მიწითლდება და ვკივი. საწოლზე რო მაგდებს ეს გიჟი უკვე ვიცი რასაც მიპირებს,უნდა მაწამოოოს >არაა ოღონდ ჩემს წელს არ მიუახლოვდეს ამის ტორბეი ...ვაიმეეე დავიხრჩობი -გამიშვი ...გამიში ბიჭო ვაიმეეე ამხელა ხმაზე რომ ვიცინი დაინგრევა კორპუსიიი სანდროოო.... სანდრო მომაშორე შენი თითები . ეს თითები თუ არ დაგამტვრიე აი ნახავ -ვგიჟდებიიი...აუ რა ხმა ამოგდის გოგოო ბიჭტან არ გაიცინო ვინმესთან თროე შინაბერა დამრჩები -მომშორდი მეთქი სანდროოო- ვკივი და როგორღაც ვუსხლტები,მაგრამ სად გაექცევი ამ მაიმუნს იმხელა ხელები აქ ყველა კუთხეს წვდება. -სად მიდიხარ გოგოონიიი..აბა სად მივდივართ ამ საღამოსოოო სადოო -არსად მივიდივარ მე და შენ წაბრძანდი როგორც მომავალი ექიმი -სად მივდივართოოო კარგად არ მესმის -სანდრო თუ არ შეწყვეტ მოვკვდებიიიიი- სიცილს ვაყოლებ დ აუკვე ცრემლიანი მაქ თვალები -მიდი მითხარი სად მივდივართ? კაბა გაქვს გოგო? თუ გავვარდეთ და გიყიდო..მაქ მე ფული არ დამიხარჯავს ყველა- უცებ ჩერდება,მაგრამ მიჭერს და ადგომის საშუალებას არ მაძლევს -არ მინდა მე შენი ფული და საერთოდაც არსად მივივარ-მეთქი გიტხარი -რატო ხარ ასეთი მუდო? აბა ეგდე სახლში დააკვდი მაგ წიგნებს და რომ გამოლენჩდები ნახავ! წახვალ და მორჩა...მეც წამოვალ თან და წამოგიყვან მაშნვე როგორც კი მოგინდება -სახლში უნდა წავსულიყავით დღეს...მამა გაბრაზდება არ მითქვამს -მე როცა ვარ აქ მამა რამეზე გაბრაზდება შენი აზრით? -ხო რა თქმა უნდა შენ ხომ გავლენა გაქვს -დიახაც და ასე აგდებით ნუ ლაპარაკობ -თითქოს დიდი არჩვენი იყო ერთი Y ქრომოსომით განსხვავდები და ამომიყვანეთ ყელში! არ ხარ შენ ჩემი უფროსი და ფეხებზე რა გინდა და რა არა . არსად მივდივარ თუ არ წამიყვან სახლში ტაქსით წავალ...ან ავტობუსი კიდევ იქნება -სულ რატო ჭედავ გამაგებინე ჩემი ბრალია ეს დედა მოტყ*** ბიჭი რო ვარ და მე მეტი პრივილეგიით ვსარგებლობ? რატო მიხურებ მე სულ რა არ უყვარხარ შენ არ გიჟდება შენზე თუ რა მე სულ მეჩხუბება და შენ ვაფშე რამეზე თუ უყვირია ერთხელ მე რო დამიღრიალებს მთელ სახლშ ისმის ხმა და შენ ისე გელაპარაკება ტკბება -არ მაინტერესებს! არ მინდა ლაპარაკი ,მორჩა ! მივდივარ მე სოფელში შენ მართლა შეგიძლია მიხვიდე ...არავინ დაგაკავებს ჩვეულებრივად შეგიშვებენ მიშოს დაურეკე ოღონდ! ჩემს ჩანთას ვიღებ და იმ ნივთებს ვალაგებ რაც მჭირდება. ის კი საწოლზე ზის და გაბრაზებული მიყურებს. მერე ჯიბიდან სიგარეტს იღებს და ფანჯარასთან დგება- ხო რა თქმა უნდა ყველაზე სუსტი ხო უნდა იყო შენ... ჯერ იგინე ახლა სიგარეტი მოწიე იმიტო რო შენმა უფროსმა დამ სათუთი გული გატკინა -რა გინდა მარიამ??! ნერვები მომიშალე უკვე და კიდე რატო მიმატებ? რატომ არ გინდა იქ მისვლა შენი ლექტორი გეჩითება თუ ვინმე სხვაა კიდე ამისგან განსხვავებით მართლა რო გაწუხებდეს -ვინ? ლექტორი რა შუაშია... -ჩაალეგ და წამოდი ! შენი სისულელეების ნერვები არ მაქ ! ყელში ამოვიდა უკვე . რამდენჯერაც ნერვები გიმტყუნებს რომ ივიწყებ შენს თავშეკავებას მხოლოდ ჩემთან და ერთიანად იფრქვევი.ოდესმე სხვასთანაც გამოდი მწყობრიდან და უთხარი ის რისი თქმაც ნამდვილად გინდა ! -სხვა არაა ჩემი ძმა -ძმა რომელიც ხვალ მაინც გაპატიებს..იმიტო რო თავადაც ათასი სისულელე აქვს შენთვის ნათქვამი.მაინცადამაინც ამ თვისებით რატო ვგავართ ერთმანეთს? -არ ვიცი.. -აი უკვე ნანობ რა საინტერესო ტიპაჟი ხარ...მე ცოტა რაჭველი ვარ გვიან ვხვდბეი რო მივქარე. აბა ბოდიში სად არის? -არ მაქვს ბოდიში... -იბურტყუნე ახლა და იარე ასე... მერე იზლუქუნე და საოცრად შევეგებოთ ახალ წელს. როგორ უცებ გეცვლება ხასიათი რა... ბავშობიდან ასე ხარ -სულ არ მიბრაზდები? -არ იტირო ახლა თვალები დაგისივდება...მერე იტირე რესტორნიდან რომ გამოვალთ- ხელებს მხვევს და თავზე მკოცნის - სათუთ გულზე კიდე მეტყვი რამეს და ენას ამოგაცლი...გიჯი თალიკო როგორ ჩამაგდო შენს ყბაში -რა გინდა თალიკო დეიდასთან? ბავშვობიდან შენიშნა როგორი კეთილი იყავი -შენ კიდე ყველაფერი როგორ ხასოვს -რა დამავიწყებდა გიჟი ვარ? საშინელი ? ვიცი ! სანდროსთან შეიძლება გავგიჟდე,გადავირიო,სისულელეები ვთქვა და მეორე წამში დავმშვიდდე. ურაყოფით ენერგია ხომ უნდა გამოვხატო როგორმე? დიდად ვგიჟდბეი ამ თვისაბაზეთქო ვერ გეტყვით,მაგრამ ფაქტია მეხმარება. ისევ კარგ ხასიათზე ვარ, შინაგანად არსებული ძის მონატრებაც ბოლომდე გავფანტე . ახლა რას ვაკეთებ? ახლა ვზივარ და ვუყურებ ჩემს ნარცის ძმას როგორ არჩევს ჩემს თვალწინ ახალტახალი პერანგებიდან რომელი ჩაიცვას. არადა ყველა კარგია, ყველა უხდება და საერთოდ რა აზრი აქვს ლურჯს ჩაიცვამს, ცისფერს, მუქ ლურჯს ღია ზოლებით თუ უბრალოდ თეთრს ... ან თეთრს მოკლე საყელოთი და წინ ღილებტან შავი ზოლით . კიდევ კარგი შარვლების მსგავსი არჩევანი არ იყო და ორი ჰქონდა მარტო ნაყიდი ერთი დაგლეჯილი ჯინსი იყო და იმით ვერ წამოვიდოდა. ერთი ეცვა უკვე და ასე ხო არ წამოვალოო და მესამე დარჩა შავი შარვალი ტანზე ისე ჰქონდა გამოყვანილი ვიფიქრე დახრისას შემოასკდება,ან ნაბიჯის გადადგმისას-თქო მაგრამისე დადგა და გაშალა ფეხები მაინც არაფერი დაემართა. ეტყობა ელასტიურია...ამ დამპალს რატო აქ ჩემზე კაგრი ფეხები ვინმე ამიხსნის? ფეხბურთს თამაშობს მითუმეტეს და ის მოსაზრება,ლეგენდა რო ყველა ფეხბურტელს გამრუდული ფეხები აქვს ამაზე რატომ გახდა არარეალური? ბოლოს ლურჯ პერანგი მოირგო რომელიც მესამედ დავაუთოვე სადღაც ნაკეცი უპოვა და კიდევ კაგრი მეოთხედ აღარ მომაწოდა თორემ იმ უთოს პირდაპირ ტანზე ავუსვამდი . შემდეგ ფეხსაცმელიც მოირგო რაღაც საოცრება სად იპოვნა მე რა ვიცი ლამის გავხადე და მე ჩავიცვი ისეთი კომფორტული და ამვე დროს დახვეწილი მოდელი იყო,მაგრამ მერე გამახსენდა რომ ჩემი ზომა 39 არის მისი კი 45 .ყველაზე დიდი უბედურება რაც მელოდა და ბოლოსთვის შემოიტოვა იყო მისი თმა. რაღაც საოცრად რომ აქვს და წარამარა ისწორებს და ისე უვლის ზოგი დედა არ უვლის შვილებს . რაღაც დაისხა დავარცხნის შემდეგ აზრზე არ ვარ რა და სარკეში ორი საათი აკვირდებოდა . -მგონი შინაგანად ქალი ხარ... სადნრო ხომ იცი არატრადიციული ორიენტაციის ხალხის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს..მითხარი და ყველანაირად დაგეხმარები.მამას ერთად ვუთხრათ იქნებ არც მოგაჭრას თავი...სანდრო მითხარი ჩემი რომელიმე კურსელი ბიჭი ხომ არ მოგწონს? არა ეგეთი კარგი საჯდომებიც არ აქვთ ,მაგრამ ზურა ხო სპორცმენია და ისეთი ნავარჯიშები სხეული აქვს ალბათ ცუდად გახდი რომ დაინახე ხო? -ღვთის სასჯელო ქალოოო.. მაინც არ აგყვები. დღეს საკმაოდ ვიჩხუბეთ ! შენ რას იცვამ უკუ ქალო -უკუ ქალი რა არის -რა არის და ქალები ძირიტადად ისე არიან შეფუთულები , დაფარული აქვთ კანი, წამწამები კი გაკეთებული აქვთ, მკერდი ან სილიკონითაა ან ლიფია სილიკონით. კაბა ისეთი აცვიათ რო ყველა ნაკლს უმალავდეს თმა ისე აქვთ რომ დაფაროს ის დარჩენილი ნიუანსიც სახეზე რაც არ მოსწონთ და რომ ხდი ხელში აღარაფერი რჩება. დილას მაკიაჟი თუ მოიშორა საერთოდ სხვა ვინმეა და შენ უკუ ხარ რა... რომ გაგხდის ,ვიმედოვნებ ქმარი, პირიქით უკეთესი შერჩები ,მართალია მაინცადამაინც დიდი გასაგიჟებელი უკანალი არ გაქვს,მაგრამ რას შენია შენია -არახარ შენ დალაგებული...საერთოდ ამ აბიტურიენტობამ სულ შეგშალა. ამ ბოლო დროს ზედმეტად ბევრს ყბედობ ქალებზე, მკერდზე, სექ** ვულგარულად საუბრობ და ბოლო ბოლო ჩამოყალიბდი კაცი გინდა თუ ქალი რო გიპოვო ვინმე და შემოგიგდო საწოლში -კაცი გყავდეს შენ და ქალი თუ მინდა შენი პოვნა არ მჭირდება ჯერ ეს ერთი .მერე მეორეც არაფერს ისეთს არ ვამბობ და მესამე ბოლოს და ბოლოს იტყვი რას იცვამ თუ შვიდ საათზე უნდა ვირბინო სადმე კაბა რომ გიყიდო როგორც მანჩოს ქორწილში -მანჩოს ქორწილში წამოსვლა არ მინდოდა..როგორმე გათხოდვებოდა უჩემოდ! -რომ წამობრძანდი მერე კარგად ლაპარაკობდა მთელი ორი რაიონის სამეზობლოები შენზე ! -რატო ლაპარაკობდნენ..მე რა შუაში ვიყავი ვერ გავიგე -ჩემი არჩეული კაბა გეცვა და გიხდებოდა...სხვა რა უნდა გაგეკეთებინა შენ! და დამღალე უკვე ამდენი ლაპარაკით ! აბა მონაზონო პატარავ ვნახოთ შენს უგემოვნობის პიკზე მყოფი ტვინით რა გაქვს გარდერობში .ახალი იყიდე საერთოდ წელს რამე? -არა ! თუ კი ...არ ვიცი -ღმერთოოოო ეს როგორ უნდ ამოვიშორო თავიდან.რომელ ნორმალურს მოეწონება... იმას არ გავაყოლებ აშკარად არაა ნორმალური -ვის არ გამაყოლებ! -ვისაც! კარადის კარს სანამ გაწევს მანამ ღრმად სუნთქავს და მტელი დრამატიზმით იყურება ჩემი წელს ზემოთ შიშველი აპოლონი ძმა . ეს იმიტო ავღნიშნე რომ გასვლამდე არც იკარებს ტანზე პერანგს,იჭმუჭნებაო ამბობს. ალერგია შეიძლება ჰქონდეს დაჭმუჭნულ პერანგზე ბიჭს? და თან ამ პერანგით ისე იჩხუბოს რო დაფლეთილი მიიტანოს სახლამდე?თან ფეხებზე ეკიდოს? -კატასტროფააა... ეს საშინელებააა. ეს ბებიას მოპარე? ეს კაბა არ ჩავაყოლეთ...კუბოდან ამოაცალე ისე მოგწონდა? უცხოპლანეტელები კაბებს იცვამენ და შენ ჩაიგდე ხელში? ეს შენია? - ამ კომენტარების შემდეგ ერთ ერთი კაბა გამოსწია და ცამოხსნა. ოღონდ ახლა რამე საოცრება არ მაჩვენოს სად იყო ეს კაბა? - ამას რომ იცვამ შენი ბურთები თუ არ ცვივა ძალიან ჩაიცვი ლამაზია -არ ვიცი ...არ ჩამიცვამს არასდროს. ეკამ მიყიდა ცოტა ხნის წინ -ჩაიცვი მერე... ვაიმეე ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე ბანკეტზე რომ შედექი იმათ გარდა რამე გაქვს? აა ხო გაქვს...ეკუნამ გიყიდა მგონი.წამოღებული გაქვს ისინი თუ სახლში დატოვე -ჩანთაში ჩამიტენა რომ მოვდიოდი...მანდ იქნება სადმე ,მაგრამ არ მინდა იმათი ჩაცმა. სანამ ფეხსაცმელს იცვამს კაბას ვირგებ . შეიძლება უნდა გავდიოდე,მაგრამ ძაან მეზარება სანდრო ჩემი ტყუპისცალია ფაქტობრივად მეორე ნახევარია მერე რა რო ერთი წლით დიდი ვარ და სულ ვჩხუბობ მასზე ახლო არვაინ მყავს მე. -აი ვიპოვე... ღმერთო შენ მიშველეეეე რატოოო შვილოო რატოოოო -რა გინდაა..გავსუქდი?- მუცელზე ვიხედები წამსვე ,მაგრამ ცვლილებას ვერ ვხედავ. მენჯის ძვლები ისევ თავს იწონებენ, ნეკნების და საერთოდაც ისევ ისეთი ბრტყელია ჩემი მუცელი. -ასეთი დებილური ლიფი სად იშოვე... ფაქტობრივად არაფერია... ეს რო გეცვა საერთოდ თავებს მალავდა თუ მაგასაც არ აკეთებს -არააქვს სილიკონი... მცხელა იმაში -აი ავადმყოფი თუ არ იყოო მე მოვკვდე...უნდა შეგხედო ერთი ასეტ ლიფში როგორ ჩანს მკერდი...-თვალებს ჭუტავს და მაკვირდება -ავადმყოფო რა დროს ესაა შვიდი საათია უკვე იმდენ ხანს იცვამდი -შენ ლექციებზე რომ შედიხარ იქაც ასეთი თხელი ლიფები გაცვია? ის რაღაც ყელიანი შავი ზედა რომ გაქვს ის ხომ არ ჩაგიცვია ოდესმე -რა ზედა ...რა შუაშიაა რა გინდა? ხან რას იცვამო მეძახი და ახლა რა არ მოგწონს -გოგოოო წესიერად ცაცმა შიშველ სიარულს კი არ ნიშნავს. ლამაზი უნდა გეცვეს , არც მოკლე და არც კოჭამდე. არც გულღია და არც მთლად დახურული . მითხარი რო „ძუძებს თავისუფლება არ აჩუქე“ და ისე არ დაბორიალებ იქ . -შემომყევი ბარემ სააბაზანოში ...- კარს ვუხურავ ცხვირწინ და სანამ წყალს ვუშვებ კიდევ მესმის იმის ბურდღუნი -მე კიდე მიკვირდა რა მოეწონა ამ ჩემ დაში-თქო და ლამის დავუპადიეზდე იმ ჩემისას... სააბაზანოდან რომ გამოვედი კოლას მიირთმევდა დივანზე გაწოლილი და თან ტელევიზორს უყურებდა. სულ არ შევუმჩნევივარ , მობილურითაც წერდა ვიღაცას და იღიმოდა. ჩავიცვი და სარკის წინ დავდექი. თმა ახალი გამშრალი იყო და შესაბამისად ისე აფუვდა გაწეწილი ვიყავი . სახე გაწითლებული მქონდა და საერთოდ რას ვგავდი ...არ მინდა წასვლაა არაააა -ჩაიცვი ესენი ... - ფეხსაცმელი გამომიჩოჩა -საიდან გაჩნდი -ბავშვობიდან აქა ვზივააარ...ჩაიცვი გოგო დროზეე მეც ხო უნდა ჩავიცვა -აჰა ...მზად ვარ -ეკა შენ თუ უშველი დედიკონა დედაა ამას თორე ეს ეღირსებდოა ასეთი კაბის ჩაცმას? კარგი ხარ რა ვქნა? ჩემი და რომ ხარ გეტყობა ხედავ? გენი მაინც სხვააა მერე რა რო სულელი ხარ. თმას მოუხერხე რამე და სახეზეც წაისვი რამე თუ ღმერთი გწამს ასეთი წითელი ნუ ივლი თეთრო შენ- ის ემიყოფს ენას პატარა ბავშვს ჰგავს ისევ და სიცილს ვერ ვიკავებ- დედაა გახეთქა თავიი რა ხმა გაქ გოგოო რა იყოო- ბუზღუნებს და პერანგის ჩაცმას იწყებს გვეშველაა...ახლა ღილებს დააკვირდება, ყელს და მერე წამში იცვამს შარვალს და ფეხსაცმელს. აი ასე მარტივად ისეთ მდგომარეობაშ ჩამაგდო რომ უკვე მიხარია სახლიდან გასვლა. მანქანის კარს მიღებს ბატონი, როგორ ცყოველთვის ყველაფერი წკრიალებს იქ , მისი სუნამოს ფლაკონია სადღაც გატეხილი მგონი და იმიტომაა ასეთი სუნი . იმდენ ფულს აძლევს და ასე ასხავს ნეტა მანქანაში? ისე კარგი კია. დიდი კმაყოფილებით და სიამაყით მხვევს ხელს და ისე შევდივართ რესტორანში. თამარა და მიშო რომ დავინახე მათკენ წავედით. რა ლამაზები არიან ვგიჟდებიი ჭკუა მეკეტება ამ ორზე ახლა შაქარყინულად ვიქცევი . მისალმების და კომენტარების შემდეგ რასაც ჩემი ძმა აკეთებდა ისევ და მიშოს ეღიმებოდა ამ ყველაფერზე ვიღაც მომეხვია ზურგიდან და რომ დავაპირე მომექცია ხელი გიგი არ აღმოჩნდა? -ააა არ არსებობს დაბრუნდით? როგორ მომენატრე შე საზიზრარო ან წასვლა რა იყო ან მოსვლა ... - ვეხვევი და ერთად ვაყრი ყველაფერს.მის უკან დგას ქალბატონი ქეთევანი და ისეთი ლამაზია ენა მივარდება . -მეც მომენატრე მარჩიკოოოო რო არ წავსულიყავი აბა აქ არ მომასვენა ერთმა სულიერმა რამდენჯერაც შევიგინე და დავიყვირე იმდენჯერ მიბრიალა თვალები და დამსტრესა ბავშვი -გეყოფა მიშოს ნუღა კბენ რა გითხარი მე შენ? -კარგი დედა ჩუმად ვარ... არ ვკბენ და რას მიძაბავ შენ ცოლო? -ეს სულ ასე თუ ლაპარაკობს შენ არ ბრაზდები? თუ ახერხებ სიტყვის თქმას-მისო გიგის აიგნროებს და გვერდიდან მიხუტებულ ქეთას თვალს უკრავს რაზეც გიგი ბრაზდება -საერთოდაც არ ჰქონდა საუბრის დრო -შენ ლაპარაკობდი ხო სულ! -ამას რატო არ ეუბნები შეწყვიტოს ჩემთან თვალებით ომი? -არავინ არაფერს მიკრძალავს ,უფლება არ აქვტ და არ ვსაჭიროებ გრიგოლ! -არ მეტყვით სად იყავით? ან როგორ წახვედით საერთოდ მე აღარ ვიყავი იქ - ვწუწუნებ და ორივე ერთად იწყებს -მოკლედ რა მოხდა... მე ხო გამაგიჟა ამან -მოკლედ რა მოხდა ეს ხო გიჟდება ჩემზე და აღარ იცოდ... რა გაგაგიჟე გოგო? -ვინ გიჟდება ფაქტია ...ვინ მომადგა და ამიხსნა სიყვარული ორსაათიანი ლუღლუღის შემდეგ და ვინ იქცეოდა დებილივით ეჭვიანობის გამო -ასე თუ ლაპარაკობთ თქვენ სულ დიდი იდილეა გქონიატ ოჯახში - თამარა ამბობს და თვალებს ატრიალებს- თუმცა მშვიდად თქვენ ნამდვილად ვერ იქნებით -მთავარია შენ იქნები თამრო მშვიდად... ეს ისეთია თავს მოიკლავს და შენ არ გაგაბრაზებს -მაგისგან ნეტავ ისწავლო შენც ეგ - ქეთა ეჭყანება და მერე ეხვევა- მარტო ეგ... -მესმის როგორ ეჩურჩულება და ყელში კოცნის. ჩემი ძმა ჩუმად დგას და სიტუაციას სწავლობს,შიგადაშიგ იცინის და თან ვიღაცას უყურებს.ვის უყურებს,ღმერთო ასეთი პატარა და ასეთი ბაბნიკი როგორააა ! ან ამის დაკერილი გოგო როგორია...ტვინი თუ აქვს საერთოდ! რამდენიმე წუთი ვუსმენ მათ საუბარს და ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან. შემდეგ კურსელებს ვნახულობ. სანდრო სადღაც გადის , არ ვაქცევ ყურადღებას . თამარაც თავის კურსელებთანაა. მიშო ბიჭებტან დგას,არ ვიცნობ ვინ არიან . წყვილი კი საერთოდ აორთქლდა ... საბა და სალომე მოდიან ,მათ ვნახულობ და შემდეგ ჩემთვის მარტო ვდგავარ აივანზე. მალე მბეზრდება ეს მოკითხვები და საუბრბეი ისე თითქოს მონატრებული მყავდეს რომელიმე. ყოველ დღე ვნახულობ ყველას ჩემი გიგიკოს გარდა ის კიდე გაუჩინარდა ქეთისთან ერთად. -როგორც ყოველთვის მარტო ხარ მშვენიერო ... -ნაცნობი ხმა რომ მესმის და ხელზე მეხება მისი თითები უსიამოვნო შეგრძნება მივლის სხეულშ -როგორ ხართ კონსკატნინე? -შენგან მივიწყებული არც თუ ისე კარგად... მეგონა წვეულებამდე შეგხვდებოდი,მაგრამ ვერსად გიპოვე ! -ახლა ხომ მიპოვეთ ... ხომ ხედავთ არც ისეთი მნიშვნელოვანი საქმე გქონიათ -იცინის ჩემი პასუხის მოსმენისას და ტუჩებს ილოკავს -საქმე ძალზედ მნიშვნელოვანია... თქვენი ნახვის სურვილი განა არ არის მნიშვნელოვანი ძვირფასო მარიამ?-მისი წარმოთქმული მარიამი ასე ძალიან რატომ მაღიზიანებს.არადა ჩვეულებრივად ამბობს.ისე აჟუჟუნებს თვალებს ნებისმიერს მოხიბლავს, უდავოდ სიმპატიურია,,მაგრამ ჩემზე ცუდად მოქმედებს. უარყოფითი ემოციით მავსებს და შემდეგ ცუდად ვხდები . არ მიყვარს ასეთ ადამიანებთან დიდხანს საუბარი როცა უმიზეზოდ მიჩნდება უარყოფითი დამოკიდბეულება არასდროს ვცდები. -ვერაფერს გეტყვით კონსტანტინე ...მე არც კი მიფიქრია თქვენზე და შეხვედრაზე მითუმეტეს. როგორც თქვით მარტო ვიყავი და შესაბამისად სურვილი მქონდა მარტოობის -მაგდებთ? ასეთი ცუდი მოსაუბრე ვარ დავიჯერო? -ასეთი ჩაღრმავება არაა საჭირო ... არც დასკვნების გამოტანა ერთის გარდა -და ის ერთი რა არის... -მარტო მინდა ყოფნა თქვენ კი ხელს მიშლით -საინტერესო ვინმე ხარ... ძალიან საინტერესო. თანდათან ვიგებ რატომ ინტერესდდებიან ასე შენით. მე კი ერთი სურვილი მაქვს იცი? სულ ახლახანს გამიჩნდა - ახლოს იწევს და მკლავზე მეხება. ხელს ვიშორებ და ისე ვუყურებ.დავიჯერო ვერ ამჩნევს ჩემ მზერას? ვერ ხვდება როგორ ვეუბნები ყველანაირად რომ არ მინდა მასთან საუბარი? ასეთი მიუხვედრელია?- ჩემით რომ დაინტერესდდე...ახალ წელს შენ ჩაგითქვამ სურვილად! სურვილები კი ყოველთვის მიხდება- ეს ტავხედ! როგორ მიბედავს, რა დიდი სიამოვნებით გაგფატრავდი ახლა ხელში დანა რომ მქონდეს მერე მაგ სახეს აგაცლიდი ასე ამაზრზენად რომ მიღიმი და იმ შენს სურვილების ამსრულებელსაც ზედ მიგაყოლებდი. - სურვილებს აგისრულებენ რა თქმა უნდა...პატარა ბავშვს არავინ აწყენინებს,მაგრამ მე არ მიყვარს ბავშვები . მაღიზიანებენ თავიანთი პრეტენზიებით, სურვილებით რომლებიც მიუწვდომელი, არარეალური და შეუძლებელია! ვინმე ისეთი იპოვნე ვისაც შენნაირი ჩამოუყალიბებელი ,ბავშვობაში ჩარჩენილი ბიჭები მოსწონს ! ემოციას ბოლომდე გამოვხატავ,,ალბათ სახეზე მაწერია როგორ გამაღიზიანა.ვშორდები იქაურობას ის კი მკლავში მავლებს ხელს და უკან მაბრუნებს -რაოოო? ვინო რა მითხარი? ბავშვიიი ... ღმერთო რა საოცრად თამაშობ .თავის დაფასების ყველაზე მაგარი შემსრულებელი ხარ გამაოცეე ბრავოოო - იცინის და ხელს არ მიშვებს . ის დროა რომ გამოვლანძღო ნამდვილად დამიანე რომ ჩნდება საიდანღაც. ჩემს ხელს ათავისუფლებს, შუაშ დგება და უყურებს-ვაააა დამიიიი შენც მოხვედი? აბა არ მოდისოოო გაიგე რომ ყველაზე მაგარი ჩიტი მოფრინავდა აქეთ და გამოყევი კვალზე ხომ? მაპატიე რა გამოცდილი მონადირე უფრო მალე პოლობს ჩიტს ,დაგაგვიანდა იცი? ახლა მეუბნებოდა მარიამი რომ ჩემთან ერთად უნდა საღამოს დასრულება. ყელში მაწვება ბურთი,მინდა ვიყვირო მინდა დავარტყა ვეჩხუბო. მაგრამ ისე მეჭიდება დამიანეს ხელი ისევ მხოლოდ მის ზურგს ვხედავ და ვგრძნობ როგორ ეჭიმება სხეული. მუშტს კრავს და მგონია რომ დაარტყავს, ხელზე თიტებს ვუჭერ და წამსვე ჩერდება. -ზღაპრების მოყოლას რომ დაასრულებ შემდეგ შევხვდებით - ხელს მისი მიმართულებით სწევს საჩვენებელ თითს მკერდზე კრავს და შემდეგ წელზე მხვევს ხელს. შენობაში ისე შევყავარ გაოცებული ვრჩები, ვხედავ როგორ მოემართება ჩემკენ მიშო, დაინახა ყველაფერი? -მაარ გარეთ იყავი?-მე მეუბნება და წამში დამიანეს უყურებს, რაღაცას თვალებით ლაპარაკობენ და აშკარად კოტეზე ანიშნებს ისე ეღრიცება სახე მიშოს მერ ემიყურებს და იღიმის- თამარა გეძებს ... სად დამეკარგა მარიამიო არ ანერვიულო -თვალს მიკრავს და გარეთ იყურება. ვიღაცას უყურებს,რა ტქმა უნდა კოტეს. შემდეგ კი ჩვენთან ერთად მოდის. -თამარას მეც ვნახავ... - დამიანე აცხადებს და ხელს ისე მიშვებს თითქოს არც შემხებია. თამარას კოცნის და ის გაკვირვებული უყურებს მიშოს ,ალბათ მასაც უკვირს ეს ორი ერთად როგორ საუბრობს -როგორ ხარ თამროო? -კარგად თავად? არ მეგონა თუ მოხვიდოდით -ბოლო წამს გავთავისუფლდი და წამოვედი- ამას რომ ამბობს მიყურებს, ისე თბილად როგორც იცის ხოლმე. საუბარი დაწყებული არ გვქონდა, ისევ ისე დაძაბული ვიყავი,მაგრამ წელზე ვიღაცის ხელი რომ მომეხვია და დამიანემ ამ ხელს დახედა სანდროს მიხრჩობა მომინდა. წარბებშეკრულმა რომ ახედა ჩემს ორმეტრიან ძმას,რომელიც სულ არ ჰგავს პატარა ბიჭს და ახლა მოუნდა ჩემი კოცნა მაინცადამაინც გული გადამიქანდა. -კიდევ ერთი ნაცნობი...არ გამაცნობ მარ ? -დამიანე დადიანი... ჩემი ლექტორი ეს კი სანდროა ჩემი ძმა - ძმაო რომ ვეუბნები მერე აშორებს სანდროს მზერას წარბს წამით მაღლა სწევს როგორც იცის ხოლმე გაკვირვებისას, ტუჩის კუთხეს სწევს და თავს ოდნავ გვერდით ხრის -სასიამოვნოა მარიამის ძმის გაცნობა...პატარა მეგონე - დამიანე ვინმეს ასე თბილად მიმართავს? ცემს ძმას აბრუებს თუ რა ხდება? ეს რატოა ასეთი მოღუშული -ჩემთვისაც სასიამოვნოა მარიამის ურჩხული ლექტორის გაცნობა- რაოოო? ურჩხულიო? უტაქტო როდის გახდა ჩემი ძმა? არაა როდის იყო ჰაერზე ისროდა ეს სიტყვებს,თან როგორ ჩამოართვა ხელი მეგონა მოტეხავდა აშკარად მოუჭირა. დამიანე ისევ ისე უყურებს , ტუჩის კუთხეს ვერ იმორჩილებს მე ხო ვიცი რო ესაა ამის სიცილი. -როგორც მივხვდი გსმენია ჩემზე... -საკაოზე ბევრი ... -რაოო? ესენი მინისნებებით სუაბრობენ თუ რა არის? -როგორი განვითარებული მოზარდია არა? - მიშო რომ ერთვება მერ ევუყურებ როგორ იცინის და ერთი ხარხარი აკლია თორე აშკარად კაიფობს სიტუაციით. თამარაც ამჩნევს ამ ყველაფერს აშკარად და თვალებით მელაპარაკება,ერთი სული აქვს როდის ავუხსნი ზუსტად რაც ხდება. -ნამდვილად ... კარგი თაობა მოდის- ისე ამბობს ჩემი ძმა შეიძლება აენთოს..ვერ იტანს როცა ბავშვივით ესაუბრებიან და მის ასაკზე ხაზს უსვამენ. არა დამიანემაც აშკარად იცის რომ აბრაზებს. ეს სამი შეიძლება ერთმანეთს დაერიოს მე და თამარა კი შუაში ვექცევით. თამარა მიშველე რამე -როგორ მიყვარს ეს სიმღერა... მიშოს ცეკვა არ უყვარს და საააან გთხოოვ მეცეკვე რაა - ხელს ავლებს ჩემს ძმას კნუტის თვალებს იღებს და მიჰყავს იცის უარს რომ ვერ ეტყვის. სანამ მოვბრუნდი მიშო აღარ იყო. დამიანე კი ღვინის ჭიქით ხელში იდგა და წითელ სითხეს წრუპავდა,შემდეგ ტუჩები გაილოკა და გამიღიმა -ძმაც როგორი ჭკვიანი გყავს... შენი მსობლები უფრო გამაოცებენ ალბათ -აპირებ გაცნობას რო?იქნებ არც დაგჭირდეს ჯერ არაფერი იცი -შენ ბევრი რამე არ იცი ,მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ მეც არ ვიცი ! ამის ქარაგმებმა გულის მანკი დამმართა.ერთხელაც იქნება ამ საშინლად მომაჯადოებელ ღიმილს გავუქრობ ! -სანამ მე არ გავიგებ...მანამ ვერც შენ გამოიყენებ მაგ ცოდნას პატივცემულო! -დარწმუნებული ხარ? -სრულებით! -არ ვიქნებოდი- მიცხადებს, ღვინის ჭიქას ტუჩებს აშორებს და როგორ არ ვიცი ,მაგრამ ჩემს ლოყას ეხება და ისე მიდის სიტყვას ვერ ვძრავ... მაგიჟებს მე ეს კაცი. მე მაბოდებს მასზე...მე მე უბრალოდ ვაღმერთებ ! როგორ შეიძლება ასეთი იყოს მიწიერი არსება, ის ხო ნამდვილად არამიწიერია და ჩემი! ჯერ მხოლოდ ღიმილი ,მაგრამ მალე მთლიანად ჩემი გახდება. მივისაკუთრებ და არასდროს მივცემ წასვლის ნებას. აი რა მაშინებს! ჩემი ხასიათი: ჩემი ეგოისტური ქცევა, ეჭვიანობა, მესაკუთრის ინსტიქტი რომელთან ბრძოლაც არ შემიძლია...ვიცი ვერ შევძლებ. თავს ვერ გავაკონტროლებ და შესაბამის პარტნიორობას ვერ გავუწევ. თავს მოვაბეზრებ, გავაგიჟებ და მის არსებულ გრძNობას თავადვე გავაქრობ! როცა ის ასეთი იდეალურია,როცა თავს იკავებს ჩემს სურვილს ითვალისწინებს. მხოლოდ ჩემზე ფიქრობს ,ჩემი სიმშვიდისთვის ასრულებს პირობას რომლის დარღვევაც წამსვე შეუძლია .მე ხომ კარგად ვიცი რომ წინააღმდეგობას ვერ გავუწევ,რომ მოინდომოს ნებისმიერ რამეზე დავთანხმდები,მაგრამ ის თავისუფლებას მინარჩუნებს, მხოლოდ იმიტომ რომ მე ვიყო ბოლომდე დარწმუნებული,თავდაჯერებული და მშვიდი. განა მასზე იდეალური ვინმე შეიძლება იყოს? მასზე კარგი... მე ხომ ვიცი რომ ჩემ გამო დამალა ის ღამე. მხოლოდ იმიტომ რომ ისევ არ არეულიყო ყველაფერი,თავი არ დამედანაშაულებინა,მაგრამ ისიც გავიაზრე რა ძლიერ მოქმედებს ჩემზე. როგორ მაბედნიერებს მასთან ყოფნა და ის გაუაზრებელი,დაუფიქრებელი ქცევა. გულის თქმას რომ მოვყვები და მასთან მივყავარ ყოველთვის ამაზე დიდი ნიშანი რა უნდა იყოს . ისევ არ ვიცი მისი ნამდვილი სახე,არც ბიოგრაფია არც ის რამდენი წლისაა.ისიც არ ვიცი დაბადების დღე როდის აქვს..თუ ჰყავს და ან ძმა, დედას და მამას რა ჰქვია. სულ ელემენტარული ისიც კი არ ვიცი რა უყვარს, რამეზე ალერგია თუ აქვს. საერთოდ არაფერი ვიცი მის შესახებ და მაინც ასე ძლიერ მინდა მასთან.მაინც ასე ვაღმერთებ და ვიცნობ მის ხასიათს. მისი სულის დანახვა შევძელი და სხვა დეტალი განა მნიშვნელოვანია? -გავიგეთ რომ მოგწონს,ისიც რატომ და ამდენ ხანს რომ უყურებ ყველამ გინდა გაიგოს?- სანდროს ხმა რომ მესმის და მერე ფხუკუნი მინდა დავახრჩო -რა გინდა ბატონო სანდრო? ვერავინ გააბრიყვე სამედიცინო ფაკულტეტიდად -ყოველთვის სულელურად არიდებდი თავს საუბარს ,მაგრამ ახლა გადააჭარბე მოლოდინს. სახლს თუ დამითმობ ამაღამ რამდენიმე ბავშვიც მყავდეს შეიძლება ცხრა თვეში... -ყეყეჩი ხარ...ნამდვილი ხისთავიანი- ვუცინი და ისე ვეუბნები.ისიც იცინის -არ წავიდეთ? -მეც ეგ მინდოდა ზუსტად...მიხვდი ხომ? როგორ მოხდა? -მე და შენ ხო სულიერი ტყუპები ვართ...შენი მესმის ჩემო ქალბატონო-მიცხადებს და მკოცნის. დამშვიდობების შემდეგ იქაურობას ვტოვებთ . სახლში რომ მივდივარ, ვიხდი, თავს ვიწესრიგებ და საწოლში ვწვები შემდეგ ვიაზრებ რომ აფორიაქებული ვარ. რაღაც მაწუხებს,იქნებ კონსტანტინეს გამოცენამ გამაღიზიანა,ან მიშოს და დამიანეს თვალებით საუბარმა დამძაბა. არ ვიცი ,მაგრამ ფაქტია ვერ ვიძნებ. მესმის კარის ხმა და ჩემი იდიოტი ძმა სადღაც მიიპარება თან ვიღაცას ეუბნება ათ წუთში შენთან ვარ პატარაო . არ მჯერა! არ მჯერა რომ ვიღაც გოგოსთან მიდის და ის გოგო იქ იყო წვეულებაზე ! ნუთუ ამდენად მოქმედებს ეს ყეყეჩი მდედრობით სქესზე...არა რა დროს ამის ქალია 17 წლის ღლაპი .გიჟია აბა რა არის ახლა ეს ? კაცობს აქ დიდი ჰგონია თავისი თავი . ნეტავ რამე შარში არ გაეხვეოდეს ამ თვისების გამო და არაფერი მინდა. არ ვიცი რა დრო გადის,მაგრამ როგორღაც ჩამეძინა. რამდნეიმე წამში კი კანზე კაკუნი დაიწყეს, ნახევრად მძინარე წამოვავრდი,ვიფიქრე სანდრო იყო და გული გამისკდა სანამ კარი გავაღე იქ კი დამიანე რომ დავიანახე თვალები შუბლზე ამივიდა -დამიანე? აქ რა გინდა - შუქს ვანთებ და მერე უფრო მიფართოვდება თვალები ვიღაც დადიანის მსგავს რომ ვხედავ ,მაგრამ ის არ არის. ჰგავს,მაგრამ არ არის.მისი მზერა, გამომეტყველება,ნაკვთებიც სხვანაირია თითქოს. -შენ ხარ მარიამი პრინცესა? -უკაცრავად გიცნობთ? იცით საერთოდ რა დროა? -გამიცნობ არაუშავს...ახლა კი დამიანეს ბედი თუ გადარდებს წამომყევი -რას ნიშნავს ... -ცუდადაა და სჭირდები ! წამოხვალ თუ არა დიდი დრო არ მაქვს შენთანს აასაუბროდ პრინცესა უბრალოდ ჩაიცვი რამე და წამომყევი -ცუდად არის დამიანე? და რა დაემართა ხომ ვერ მეტყვით? უფრო რომ დაგიჯეროთ -დაჭრეს...სახლში წევს და სისხლისგან იცლება ! ფოტო არ გადამიღია რომ გაჩვენო და ეს დაგაკმაყოფილებს რომ წამომყვე?- დაფულეს იღებს სადაც პირადობა დევს, დაბინდული თვალებით ვხედავ „დემნა დადიანი“ და წონასწორობას ვკარგავ. ჩემმა მუზამ შეფხიზლება გადაწყვიტა... იმედია მოგეწონებათ და ველი მუთმენლად თქვენს შეფასებებს ვიცი რაღაც-რაღაცეები ზალიან ავურიე ბევრი შეცდომაა და უკეთესი უნდა ყოფილიყო წესით,მაგრამ რა ვქნა არ მაძლევს ჩემი მდგომარეობა მეტის საშუალებას. მიყვარხართ მე თქვენ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.