შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგონა,რომ ცისფერთვალება ანგელოზი შემიყვარდა..(თავი მესამე!).


13-05-2017, 00:29
ავტორი takkko
ნანახია 1 779

ნუცასაც უყვარდა დემეტრე,უბრალოდ ღიზიანდებოდა როცა ხედავდა როგორ გიჟდებოდნენ სხვა გოგოები მასზე.

-ნუც სადხარ ? დავიჯერო ღამის 11ამდე მაღაზიაში ხარ?-სიცილით ვკითხე ნუცას.
-არა თაკ ,მოვდივარ და მოგიყვები ყველაფერს.
-კარგი.

-რახდება?-ღიმილით გახედა დემეტრემ ნუცას.
-რაშენი საქმეა? გამიღე კარი უნდა წავიდე.
-მე გაგიყვან.

ღამის თბილისი და ორი სიყვარულით სავსე ადამიანი, რომელთა გულებიც ყოველ შეხებაზე ერთ მთლიანობად იქცეოდა.
-მოვედით. იმედია კიდევ ბევრჯერ ჩაგკეტავ მანქანაში:დ
-მადლობა რომ მომაცილე და ამდენხანს მანქანაში რომ გამომკეტე:)
-არაფერს გაზაფხულო.-კოცნა გაუგზავნა.
-ამაზრზენი ხარ-თმა გადაიწია და მანქანიდან გადავიდა.
ირგვლივ სიჩუმე იყო, გარეთ არავინ ჩანდა.იმდენად მოულოდნელად გამოხტა ძაღლი და დაუწყო ნუცას ყეფა ,რომ ლამის გული წაუვიდა.
დემეტრე ნუცას კივილის გაგონებაზე მანქანიდან გადმოხტა და ნუცასთან მიირბინა, როცა დაინახა როგორ გაიქცა ძაღლი გაზაფხულის კივილზე, ისეთი სიცილი აუტყდა ლამის მოკვდა :დ
-ნუ დამცინი, მართლა ძალიან შემეშინდა!
-ნუ ბრაზდები გაზაფხულო!- ახლოს მიიწია ნუცასთან და გულში ჩაიკრო. ორი გული ისევ ერთიანად იქცა!
-დემე უნდა წავიდე, გამიშვი.
-მიყვარხარ გაზაფხულო ,მიყვარხარ! ჩემი ნება რომ იყოს არსად გაგიშვებდი! ნუცამ გაუღიმა და სახლისკენ წავიდა.
-თაკო მოვედი, სადხარ?
-სამზარეულოში ვარ ნუც მოდი რამე გემრიელი გავაკეთოთ რა!
- იცი დემეტრე სულაც არ ყოფილა ისეთი როგორიც ჩანდა.
-ვიცი, მივხვდი.შენი მოციმციმე თვალები ბევრ რამეს ამბობენ!-გავუღიმე.
-თითქოს უცებ ისე მივეჩვიე მინდოდა სულ ერთად ვყოფილიყავით.
-ვიცი რასაც გრძნობ, დამიჯერე კარგად ვიცი და ულამაზესი გრძნობაა, ამაზე კარგი რამ არვიცი თუ არსებობს საერთოდ.

ოთახში შევედი და დავწექი. ტელეფონზე თორნიკეს მესიჯი დამხვდა
-გინდა სადმე გავიდეთ?...

ღმერთო უფრო მეტად ვხვდები როგორ მენატრება ჩემი ცისფერთვალება! როგორ მენატრება მისი ხმა,მისი სითბო!ნეტავ ახლა სად არის, რასაკეთებს , როგორ არის...
ნეტავს ოდესმე თუ ვნახავ კიდე? არვიცი,მაგრამ ფაქტია ვერასდროს დავივიწყებ მას!ფაქტია მის გულს მუდამ ჩემსაში ვატარებ...მის ქუჩაზე მუდამ მწუხარედ ჩავივლი და გავიყინები...

გათენდა და დილაადრიან დედაჩემი მირეკავს viberით.
-დედა როგორ ხართ? მომენატრეთ დეეე.
-კარგად დე, ჩვენც მოგვენატრე-ვუთხარი და გავუღიმე.
-რახდება ახალი?როგორ მიდის სწავლის საქმე?
-ყველაფერი კარგად გვაქვს, გუშინ ქეთიმაც(ნუცას დედა, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს ჩემებთან ახლოს) დარეკა და ღამის 4ამდე გველაპარაკა მე და ნუცას.
-ხო დე, ჭკვიანად იყავით გთხოვ რა
-კაი დედა, წავედი ახლა უნივერსიტეტში , გაკოცე.

ეს დღეც დანარჩენი დღეებისგან არაფრით არ განსხვავდებოდა.

-თაკო!
-როგორ ხარ თორნიკე?-ძალით გავუღიმე.
-კარგად შენ? გუშინ რატო არ მიპასუხე გელოდებოდი.

განა არიცოდა,რომ არმიყვარდა.იმასაც კარგად ხვდებოდა ვიღაც სხვის მიმართ რომ მქონდა დიდი გრძნობები მაგრამ არ მეშვებოდა.ასე უინტერესოდ გადიოდა ჩემთვის თვეები და დადგა აგვისტოც.ნუცას ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, დემესთან ერთად დასასვენებლადაც კი წავიდა ორი კვირით. თბილისში მოწყენილობა იყო და ძალიან ცხელოდა.

-გოგოებო სად ხართ? ჩამოვედიიი-კარებიდან ყვირის ნუციკო.
-ეე ჩემო ლამაზო როგორ მომენატრე-მიეგება ანა.
-მეც ძალიან მომენატრეთ, აუუ იცით რა კარგი იყოო! თაკო სადაა?-დამინახა და გაკვირვებული მიყურებს და ანას ეკითხება-რასჭირს ამას ვინმე მოკვდა და მე არვიცი? რასგავხარ გოგო, თვალები რადღეში გაქვს?!
-ნუც ვეღარ ვძლებ რა..
-მოდი ჩემთან , დაწყნარდი ,ხომ იცი არიმსახურებს რა არცერთ შენს ცრემლს ნოდო... ვხვდები, გხედავ რომ ვერ პოულობ ბედნიერებას უკვე დიდიხანია, დაფიქრდი იქნებ მას არასწორად ეძებ? იქნებ ნოდო სულაც არაა ის ვინც გგონია? იქნებ ის არაა ერთადერთი?აღარ დამანახო ცრემლები მორჩა ... ხო არ დაგავიწყდათ ხვალ 22აგვისტოა, გუგას დაბადებისდღე.ორივე აუცილებლად მოდიხართ!ჭიდაობიდან ჯგუფელებიც იქ იქნებიან.
-კარგი მაგრამ არვიცი რა ჩავიცვა-უიმედოდ შევხედე ნუცას.
-კარგი რა ქერავ, მოვიფიქრებთ რამეს:დ

დადგა როგორც იქნა ეს ,,ხვალ'' და დავიწყეთ გამოპრანჭვა.
-გოგოებო ჩქარა თორე რვის ნახევარია უკვე, რვაზე იქ უნდა ვიყოთ!!-ნერვიულად გვიყვიროდა ნუცა.
-ნუც დემეტრეც მოდის?-კითხა ანამ.
-კი კი გამოგვივლის და ერთად წავალთ ყველა.
-თორნიკემ მთხოვა მე წაგიყვანო, ისე მთხოვა რო უარს ვერ ვეტყოდი და სხვა გზა არმაქვს, ჩადით თქვენ და მეც მოვალ რა.-ამოვიოხრე და დივანზე დავჯექი.
-თაკო ჩამოდი დაბლა ვარ.
-კარგი მოვდივარ.
20წუთში უკვე ადგილზე ვიყავით და მართლა კარგად ვერთობოდით.
-აუ ვინმე მეცეკვეთ რა!
-სანდრო ატყობ როგორი მთვრალი ხარ?- ვკითხე თორნიკეს ძმაკაცს.
-უთხარი რა შენ დას მეცეკვოს -ანა ცხვირ აბზუებული მიყურებს და ვხვდებოდი სანდრო თუ მალე არ დაანებებდა თავს , რაღაც ცუდი მოხდებოდა :დ
-წამოდი სანდრო მე და შენ ვიცეკვოთ.-ხელი მოვკიდე და გავედით საცეკვაოდ.
მალე თორნიკემ გამომიცეკვა და უნაზესად მეცეკვა ...
მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთ ჩვეულებრივ თბილ საღამოს ასე აირეოდა ყველაფერი...
კარებში დავინახე, თავიდან მეგონა მომეჩვენა ,ალბათ სასმელი მომივიდა ბევრი თქო, მაგრამ არა ღმერთო ეს ჩემი ცისფერთვალებაა! ჩემი ცისფერთვალება ოღონდ საერთოდ შეცვლილი, თავის თავს აღარ გავს, მის თვალებში ვერ ვხედავ ისეთივე სიყვარულს და ბედნიერებას როგორც 1წლის წინ. შემოვიდა,მაგრამ მარტო არიყო...შავგვრემანი გოგო ედგა გვერდით.

გავშეშდი , გაკვირვებული ვუყურებდით ერთმანეთს,ღმერთო ვერ ვიჯერებ ეს ჩემი ნოდოა? ასეთი შეცვლილი? ან ეს გოგო ვინაა? ნეტავ ძალა მქონდეს შევიკავო ცრემლები ამ მომენტში , ნეტავ არავინ დამინახოს როგორი სუსტი გამხადა სიყვარულმა!
-ვააახხ ნოდო!! -შეეგებნენ ბიჭები და ყველა მაგრად გადაეხვია.- მოგვენატრე ძალიან!

გუგას აშკარად შეეტყო როგორ ანერვიულდა, მე თორნიკესთან მიხუტებული ვიყავი და ვცეკვავდით, სიმართლე გითხრათ არც კი მახსოვს რას ვაკეთებდი იმ მომენტში, მაგრამ არ დამავიწყდება მისი გაუცხოვებული მზერა, თან აშკარად რომ არსიამოვნებდა ჩემი ყურება სხვასთან და სადაც არის აფეთქდებოდა.
ჩემი გული მას მერე აღარ იყო მთელი რაც ის წავიდა და დამტოვა, მაგრამ სხვასთან ერთად დანახვამ გამანადგურა, არვიცი ნეტავ მანაც იგივე იგრძნო?
დავინახე როგორ წამოვიდა გიჟივით ჩემსკენ და თორნიკესკენ, თორნიკეს გამოვეცალე და წინ გადავეფარე, ვიცოდი ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.
-თაკო რახდება?!-მეკითხება არაამქვეყნიური ხმით.
-შენ ვინ ხარ?! არვიცი ჩემგან რაგინდა? ყოველთვის მირევ ჩემს დალაგებულ ცხოვრებას!
-რამე პრობლემაა?-ეკითხება თორნიკე...
-განახებ რაშიცაა პრობლემა...
-ნოდო საკმარისია გაჩერდი, გეყოფა, თავი დაანებე, არგაქვს ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება, არ გაქვს მისი თავდაყირა დაყენების უფლება, სად იყავი მთელი ეს ერთი წელი? სად წავიდა ჩვენი მეგობრობა?ან მართლა ისე თუ გიყვარდი , როგორც გუგას უთხარი ესე ადვილად რატო დამთმე? რატო წახვედი სხვასთან?! შენ არაფრის უფლება აღარ გაქვს და წადი ჩემი ცხოვრებიდან!-
ტირილი ამიტყდა...
გუგამ გაოცებით შემომხედა ჯერ მე, მერე ნუცას.
ნოდომ ხელი გაუშვა თორნიკეს , მერე შემომხედა თვალებში და დავინახე რამხელა ტკივილი იმალებოდა შიგნით.... რა უნდა ეთქვა , თავი რითი გაემართლებინა ? ხოდა უბრალოდ ადგა და ისევ წავიდა, ამჯერად ჩემი თხოვნით წავიდა...
ღმერთო რისი იმედი ჰქონდა? ეგონა ამდენი ხნის მერე შეეძლო მოსულიყო და რამე დაეშალა ჩემთვის? 1წლის უნახავი მყავდა და ეგრევე ჩხუბი დაიწყო... რა დაემართა იმ ბიჭს ადრე რომ მიყვარდა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent