შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი მთიელი? ნაწილი პირველი


14-05-2017, 13:35
ავტორი toroo
ნანახია 3 365

კიდევ ერთი მთიელი?
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს სალომეს დაბადების დღეა-ბუნდოვნად მიბრახუნებს ყურში მელოდიური ფრაზები და ბალიშს ვეძებ, რომ როგორმე თავზე გადავიფარო, მაგრამ მოულოდნელად მახსენდება და საწოლიდან ფრენით ვხტები.
-დედუ, დედუნა როგორ მიყვარხარ. ტორტი? შოკოლადის? აეეეე, გულიაობს ზუგდიდი-მთელი ხმით ვღრიალებ და საწოლზე დავხტივარ, ისე თითქოს წეღან მე არ ვკვდებოდი დაძინების სურვილით, ვიღას ახსოვს საერთოდ ძილი, უკვე თვალებით ვნიშნავ ტორტის ნაჭერს, მაგრამ ვიცი რომ მაინც მთლიანს მე შევჭამ.
-ვაიმე შე ქაჯო, ჩამოხტი ახლა ნუ გგონია სკოლაში არ წაბრძანდები იმის გამო, რომ უკვე 18 წლის ვირუკა მყავხარ დედუ-კისკისებს ანო, ანუ დედაჩემი, როცა მინდა რაიმე ვთხოვო აფერისტულად დედუს ან უფრო ძალიან თუ მინდა დედუნას ვეძახი... მარტივი ლოგიკით ისიც ხვდება, რომ რაღაცაშია საქმე და მაშინვე ზედმეტი ზეწოლის გარეშე „მისწორებს“ ჩემსას.
-ჩემი ლამაზი დედიკუნა, მიყვარხარ-უცებ ვხტები საწოლიდან და სააბაზანოში ვვარდები, როგორ მიყვარს წყალი...მმმ.. ნეტარების 15 წუთი მაქვს ხოლმე დილით, მაგრამ ვინ გაცდი მამაჩემის ბრახუნი, დედაჩემის წიკვინი და ჩაპუნას ყეფა ერთად, რომ შეერწყმება ხოლმე ერთმანეთს ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩემი გამოსვლის დროა...
ახლაც არ ირღვევა ტრადიცია და ჩამორეცხილი და გასუფთავებლი მოვბუნძულებ ჩემი სამფლობელოდან...სახლში საშინელი არეულობაა ყოველთვის, მაგრამ ვგიჟდები ამ ყველაფერზე, უზომოდ ბედნიერი და პოზიტიური ადამიანი ვარ.
-ჩემი იუბლიარი, გილოცავ მამი, აბა წელსაც არ თხოვდები? გვიჭირს უკვე ოჯახში შენი შენახვა ძალიან ბევრს ჭამ და ქვეყანაშიც კრიზისია-მეღრიჭები ჩემი ზესიმპატიური მამიკო...თავიდან ცუდი რეაქცია მქონდა, როცა ჩემი კლასელი გოგონები მამაჩემს ათვალიერებდნენ, მაგრამ მერე დედას სილამაზეს, რომ უყურებდნენ ხვდებოდნენ, რომ მამა სხვა ქალს არც კი შეხედავდა და ასე შორიდან დაკუსკუსებდნენ.
დედას და მამას სიყვარულის ისტორია ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ვფიქრობ არც ისე გასაგიჟებელია, ყოველ შემთხვევაში მე უფრო მაგარი ისტორია მინდა მქონდეს. წელს აბიტურიენტი გახლავართ და დიდად დაკავებული არსება ვარ, ჩემთვის არც ცუდად ყოფნა შეიძლება და არც გართობა, მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ მაგრამ.
ნიჭიერი ვარ, მათემატიკას და უცხო ენებს როგორც იტყვიან“ვბრდღვნი“, მაგრამ ისეთი ზარმაცი ვარ ხანდახან ჭამაც კი მეზარება. ტკბილი მაინც ჩემს სისუსტედ რჩება, ტორტი კი სიყვარულად.
*****
მახსოვს ერთ დილით დედამ სადღაც წამიყვანა, 3 საათი იყო მაშინ და რატომღაც ის ისრებიც კი ტვინში ჩამებეჭდა, დიდის ამბით გამომაწყო თეთრებში და კაფეში შემაცუნცულა. მაშინ 5 წლის ვიქნებოდა, ხო ნამდვილად ხუთის, იმ წელს შემიყვანეს სკოლაში. ანო მოვლილი ქალის პირდაპირ დაეშვა სავარძელზე და ისტორიების მოყოლა დაიწყო... რა აღარ თქვა, თინეიჯერი ვიყავი შატილში, რომ წავედიო, მერე მამაჩემი გარდაიცვალა-ო, ზუგდიდის სახლი-ო, ვნებათაღელვა-ო...მოკლედ ჩაირთო ა რა ჩაირთო, მაშინ ჩემთვის არაფერს ნიშნავდა მისი ისტორიები, ნორმალურადაც ვერ აღვიქვამდი, მაგრამ გავიდა დრო და აი დღეს 18 წლის გავხდი, იმის შემდეგ მე და დედამ ბევრი ვისაუბრეთ ოღონდ მამასთან ერთად არა, რატომღაც არ უყვარდა ამ თემას, რომ ეხებოდნენ. შეიძლება მაიას გამოც.
რაც შეეხება ლუკას, ჩემს ლუკინიოს, ამერიკელი გამიხდა, სკაიპის ბრალია თუ მანჰეტენის არ ვიცი, მაგრამ სულ „ქულ“-ებით და „ჰაი“-ებით მელაპარაკება, რომ არ დაიბნეთ გეტყვით რომ ლლუკა მამას შვილია, ჩემი ნახევარძმა. მასთან საკმაოდ თბილი და კარგი ურთიერთობა მაქვს. ანდრიას ძალიან უხარია ჩვენი სიახლოვე და ყოველთვის სიამაყით გვიყურებს.
რაც შეეხება სახლს, რომელიც შატილშია და დაკეტილია წელს ასე ვთქვათ ცოტა განიავდება, მე ანო და ანდრია უნდა ვესტუმროთ, ერთი სული მაქვს როდის მოვა ზაფხული და ვინებივრებ ჩემს დედულ-მამულეთში. ახალი თავგადასავლები და ზაფხული იწყება...ფოტოაპარატი, მოკლე შორტები, სათვალე და ეგ არის, განა რა მინდა მეტი ბედნიერებისთვის?
სკოლა არასდროს მყვარებია, მიუხედავად ამისა ყოველთვის პოპულარული გოგო ვიყავი, გარეგნობას ვერ დამიწუნებთ, ძალიან უცნაური შერწყმაა, მაგრამ ქერა თმა და შავი თვალები მაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ ამით ძალიან ამაყიც კი ვარ, მიუხედავად იმისა რომ ჭამის არა, მაგრამ ტკბილეულის გიჟი ვარ ჩემს ტან-ფეხს ვერაფერს დაუწუნებთ, ხორციანი კი ვარ, მაგრამ როგორც მამაჩემი ამბობდა სოწრებ მაგ ხორცუნიებმა მოხიბლეს დედაჩემში. აბა ქალს ხომ უნდა ქონდეს ხელის მოსაკიდი ადგილი? ეს ყველაფერი იქით იყოს და ეროვნული გამოცდებიც კი ჩავაბარე იმდენს ვნერვიულობდი, რომ ამდენი ნაშრომი წყალში არ ჩაყრილიყო გავაფრინე კიდეც.
სინამდვილეში კარგად დავწერე ყველაფერი და დაფინანსებასაც ველოდები, ერთხელ სახელმწიფომაც შემიწყოს ხელი. პასუხებს ალბათ შატილში გავიგებ, მაგრამ ახლა მგონი დრო არის კომპიუტერი გამოვრთო და დავიძინო რადგან ორ დღეში დაიწყება ჩემი თავგადასავლების სერია.
*****
-დედა არ მინდა რა ეს სვიტერი-ვეწუწუნები ანოს და თან ჩემოდანს ვაჯდები
-გინდა შვილო, ცივა იქ და თან ღამით ეცემა ტემპერატურა
-დედუ, ხო კარგი ჯანდაბას ეგ ერთი და მორჩა
-კიდევ ერთი-არ ცხრება
-მორჩა, შემეშვი ახლა-ძლივს ვკეტავ ჩემოდანს და ანოს მივყვები ჩაის დასალევად.
საღამო მშვიდად მიდის, მე ანო და ანდრია მივირთვმევთ მურაბიან ჩაის და ვიცინივართ, ვუყურებ მათ და ვხვდები სიყვარულს რამხელა ძალა აქვს, ძალა გაქციოს ბედნიერი, ნუთუ შეიძლებოდა ამ ყველაფერზე უარის თქმა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამო? ზოგადად დეპერისიული ადამიანი არ ვარ, მაგრამ ცუდად ვინ არ ყოფილა ამიტომ შოკოლადი და ბედნიერება ჩემთვის ერთი თემაა.
-დედუ, გთხოვ აი ბავშვობაში რომ თავზე ხელს მისვამდი და მეუბნებოდი ჩემი შატილის ასული ხარო, მერე მიმღეროდი...შენ, რომ გეგონა მეძინა არადა ჩუმად ვიწექი და მეღიმებოდა, ახლაც ეგრე გააკეთე რა-ჩუმად ვდუდღუნებ და ანოს ხელზე ვეფერები.
ისიც მზრუნველად მაფარებს საბანს და სიმღერას იწყებს, ყოველი სიტყვა გულს მითბობს, ბანალურია, მაგრამ მშობლიურ სუნს ვგრძნობ, აი ისეთს მხოლოდ შენს საკუთარ სახლში, შენს ოთახში და საწოლში დედასთან მიხუტებულს, რომ შეიძლება გეცეს...ყველაზე ტკბილად მძინავს, მეორე დილით კი უკვე მივუყვებით გზას შატილისკენ.
*****
-სალო, დე შემოყავი რა თავი-მთელი თავით ფანჯარაში გადაყუდებულს დანაწევრებულად მესმის ანოს სიტყვები
-კარგი გოგო, აცადე ბავშვს-ნიკაპზე უჭერს ხელს ანდრია ისე, რომ გზას თვალს არ აშორებს და უცბად ეხება ბაგეებზე
-აუ დაიწყეთ თქვენ ისევ სიყვარულობანა?-ვფხუკუნებ და წყვილს ვუყურებ.
-მოკლედ დე, მა თვქნეთან მაქვს წინადადება: ახლა ჩვენ გავაჩერებთ მანქანას და მიყიდით ხაჩაპურს და ნაყინს, მე თქვენ საყვარლობებზე კი ხმას არ ამოვიღებ და უკვე გამძღარი მივწვები სიმღერების მოსასმენად, მოსულა?
-გშია მამა? შენ მოგიკვდი, ლანდი გაგდის, გამოვკვებოთ გოგო ბავშვი რაღაც არ მომწონს, უმადობა დასჩემდა-მთელი ძალით დამცინის
-იუმორი, ხახახა-ვიბუსხები
-კარგი, კარგი შე ეშმაკის ფეხო გავაჩერებ, მეც მომშივდა
-კარგით რა ხალხო თქვენ მე გადამრევთ, რისთვის წამოვიღე ეს საჭმელი რაღაც საზიზღრობა, რომ არ ჭამოთ იმიტომ. ღმერთმა იცის მაგ საჭმელში რას უკეთებენ, მე არ შევჭამ-კატეგორიულ განაცხადს აკეთებს ანო და სათვალეს იწევს.
-კარგი რა დედუ, მაგ საჭმელს აქვს რაღაც სხვანაირი გემო თორემ მართლა კი არ მშია
-ხო არ გშია შენ-კიდევ დამცინის ანდრია და გზიდან უხვევს.
გემრიელად ვილუკმებით, ანო ჯერ ხაჭაპურს შუაზე ხსნის, მერე ყნოსავს, კარგად ათვალიერებს და კბიჩავს, მოულოდნელად ხტება და ყვირის
-მე ამ საზიზღრობას არ შევჭამ
მე და მამა ვხარხარებთ
-მა ტკაც-ხელს ვუწევ და ისიც ომახიანად მარტყამს, დედას გულის მოსაგებად ყავას ვყიდულობთ და ისიც გაბუსხული სვამს კაპუჩინოს.
დარჩენილი გზა მძინავს, თვალებს როგორც კი ვახელ მაშინვე კარებს ვაღებ, მაგრამ მე თვითონაც მივყვები, თავს ვწევ და სურათებში ნანახი კადრები ერთიანად მახსენდება, ნანახი ყოველგვან წარმოდგენას მავიწყებს. სუფთა ჰაერი ფილტვებს მიფილტრავს და ხარბად ვისუნთქავ, შემდეგ ვეჩვევი და წყლის ჩხრიალის ხმაც მესმის, ჩიტების ჭიკჭიკი და მზე საოცრად მცხუნვარე... თურმე რამდენი დამიკარგავს ზაფხულობით აქ, ორმ არ ჩამოვდიოდი, სად მქონდა ტვინი?
დედაჩემს ვუყურებ, ალბათ რამდენი რამე ახსენდება, ჩუმად იღიმის და თან ცრემლები მოსდის, ქმრის ხელს ადებს თავისას და ვგრძნობ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, ერთი მე რა მიხარია? ამ ბარგს ბებიაჩემი შემიტანს?
სახლში სულ რიხინით მივაგორიალებ ჩემს გორგოლაჭას(ჩემოდანს ვეძახი ასე) და ზედ ვაჯდები, სახლი ნათელია, მაგრამ ქალის ხელი აკლია, ნუ ქალის რა ზოგადად ადამიანის. მთელი დღე ისე გადის ტილოს ხელიდან ვერ ვაგდებთ, მაგრამ მაინც მსიამოვნებს ეს პროცესი. საღამოს უკვე გადაღლილები ვესვენებით სავარძლებში და ერთმანეთს ვუყურებთ.
-დედუ მე დღეს ძალიან გადავიღალე და ხვალ გავიცნობ სამეზობლო-სამცხოვრებლოს
-ხო გამოიძინე, მთელი ზაფხული აქ არ იქნები?-მამშვიდებს და თბილად მიღიმის.
-გაუჭირდება ამას ხო იცი აქ ხალხის გაცნობა-სიცილით უყურებს ცოლს და უფრო იხუტებს.
-პატივცემულო რომეო და ჯულიეტა აი ნახავთ ხვალიდან ყველაზე ჩემზე ისაუბრებს-თავდაჯერებულად ვაცხადებ და შორტის ბოლოებს ვისწორებ.
-ვაიმე-ლოყაზე ირტყამს ხელს დედაჩემი-ციალას არ გავაგებინოთ ან ბექას, რომ ჩამოვედით?
-კარგი გოგო, გაიგებდნენ უკვე, ხვალ მოგვარდება ყველაფერი, ალბათ იფიქრეს რომ დაღლილები ვიყავით და აღარ შეგვაწუხეს.
-ძალიან ყურადღებიანია ციალა, მაგათ ბიჭი ყავთ ხო? ანოს ასაკის იქნება...რა კარგია, რა ქვია ნეტავ? ანდრია გამახსენე
-მაგათი ბიჭი კაცია კაცური, 20 წლის არის უკვე და თბილისში სწავლობს, ეგეც ჩამოდის ხოლმე აქ, ციალა ვერ წამოიყვანა ბექამ თბილისში არ მინდა მე იქაურობაო... მოიცა რა ქვია? სანდრო მგონი, ანოც დიდი გოგოა უკვე 21 წლის იქნება.
-ხო, როგორ გამახარა მაშინ, რომ მივდიოდი მითხრა ანოს ვარქმევო, რამდენი ხანია არ მინახავს არცერთი, 6 წელიწადია მგონი, მაგრამ ვურეკავდი მაინც-საჩვენებელ თითს აჭერს ანდრია ანოს და გულში იკრავს, ამათ შემხედვარე მეც მეღიმება.
-სანდრო ისეთი ბიჭია აქ სოფელში არც ჩამოესვლება გოგოები შეიპყრობენ
-შენ ხომ არ გგავს ვაჟბატონო?
-მე ერთადერთი ვარ-დიდხანს ვუსმენ წყვილს და იმდენად ვიღლები, რომ ხმის ამოღების თავიც არ მაქვს, არც არაფერზე მეფიქრება, რა მნიშვნელობა აქვს ჩამოვლენ და გავიცნობ... იმ სანდროსაც, ანოსაც და მთელს შატილს...დავუმეგობრდები თუ მშობლები მეგობრობენ არც ჩვენ უნდა გაგვიჭირდეს, იმედია შევეწყობით.
საწოლამდე მივფოფხავ, ჩემთვის განკუთვნილ პაწია ოთახში არსებულ პატარა საოწლზე ვესვენები და თვალებს ვხუჭავს, რატომღაც სახელი სანდრო მიტრიალებს ტვინში, ჯერ არ ნახულ ადამიანზე პირველად მეფიქრება.
****
დილა შატილში საოცარია...
იღვიძებ და ხვდები, რომ სამყარო მშვენიერია, თითქოს დისნეის მულტფილმში აღწერილი სამყარო გეშლება თვალწინ და ჰაერში გაფანტულ თავისუფლებას ისრუტავ, ყველაფერი ერთად ერწყმის ერთმანეთს და გაგრძნობინებს, რომ ადამიანთა მოდგმა იმისთვის შეიქმნა, რომ ეს ყველაფერი ეგრძნო. ბედნიერი ვეხუტები ბალიშს და ვფიქრობ უზომოდ ბევრს.
ყოველთვის ალქაჯს მეძახდნენ, ჩემი მიმართულებით მზგავსი ეპითეტები“ მხიარული“ „უდარდელი“ ხშირად ისმოდა უბნის ჭორიკანა ლამარა და მზიასგან, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ვიმალებოდი მე, რომელსაც ყველანაირი წვრილმანი მადარდებდა, ფიქრი ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ოცნებაც, თქვენ წარმოიდგინეთ სიყვარულიც კი. ბევრი წიგნი მქონდა წაკითხული, ყველა ჟანრის, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის რემარკის ხელთ იყო. ვგიჟებოდი მისი წერის სტილზე, იმასთან თუ რაოდნე ახლოს არის დღევანდელ ცხოვრებასთან მისი ისტორიები, ხშირად ვაიგივებდი პერსონაჟებთან თავს და ვასკვნიდი, რომ ნამდვილად მჭირდებოდა სიყვარული.
ტელფონზე მესიჯი მომდის
-გოგო დღეს პასუხები იდება ეროვნულების, ძალიან ვნერვიულობ-მწერს ჩემი დაქალი ანი
უცებ ვგრძნობ, რომ მაკანკალებს, რამდენი ხანია ამ მომენტს ველოდები, ახლა გადაწყდება ჩემი შრომა შედეგს გამოიღებს თუ არა. საშინლად ვნერვიულობ
-მადლობა ან, გამაგებინე რას იზამ-ხელის კანკალით ვწერ და მაშინვე საწოლიდან ვდგები.
12 საათამდე ვერ ვისვენებ, ვერც ვჭამ, ვერც ვლაპარაკობ, უბრალოდ აქეთ-იქით დავდივარ. თითქოს არაფერია ეს გამოცდები, მაგრამ ამავდროულად დიდი სტრესია. ცხოვრებაში მიღებული პირველი სერიოზული შედეგი. ბუნებით პესიმისტი არ ვარ, მაგრამ არც ოპტიმისტი, ალბათ რეალისტი?-შეიძლება.
დადგა ნანატრი დრო, მაშინვე ვაფრენ შეტყობინებას და პასუხიც წამებში მოდის, და ჩემი ოცნებაც ხდება.
სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ.
-რა გჭირს დედა? ხო კარგად ხარ? რა მოხდა-შეშფოთებული ვარდება ანო ჩემს ოთახში.
-დედუ ჯავახიშვილი, 70 პროცენტიანი გრანტი, მომილოცე...სტუდენტი ვარ-მთელს ხმაზე ვკივი
-ვაიმე, ჩემი ჭკვიანი, ნიჭიერი-გულში მიკრავს და ორივე ერთად ვტირივართ-არ ვარ ძალიან ემოციური, მაგრამ მიხარი ჩემი შრომა, რომ ფასდება და ვერ ვითმენ, ვხტუნავ, ვიცინივარ, უბედნიერესი ვარ ამ წამს.
მთელი დღე ტელეფონს ვერ ვშორდები, ხან ვინ მილოცავ და ხან ვის ვულოცავ. უკვე 9 საათია, როცა ოთახში ანო შემოდის.
-სალო, ჩამო დე ციალა და მისი ოჯახი მოვიდნენ და შენი ნახვა უნდათ-მხოლოდ ახლა მახსენდება სტუმრებს, რომ ველოდებოდით და ზლოზვნით ვდგები, კიბეებს სწრაგად ჩავბივარ და წინ საოცარი სურათი მეშლება.
ანო და ანდრია გულიანად იცინიან ერთმანეთზე მიხუტებულნი, მათ წინ კი ახალგაზრდა ულამაზე წყვილი ზის, ღიმილით უყურებენ ერთმანეთს, ქალი ასე 40 წლისა იქნება, ულამაზესი თვალ-წარბი და თმა აქვს, ცოტა მშურს მისი სილამაზის, მთისა და ქართვლი ქალის ეშხი მის გარეგნობაში ირევა და საოცარ ნაზავს ქმნის, დედაჩემისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ თავისებურად ორივე ლამაზია.
-ჩამოხვედი მა, გენაცვალე ჩემი ჭკვიანი გოგო-მამას ჩემზე გადმოაქვს მზერა.
-გამარჯობათ-მორცხვად ვამბობ, მერე ჩემს თავზე მეცინება, როდის იყო ასეთი მორცხვი ვიყავი?
-სალომე, რამხელა გოგო ხარ და თან რა ლამაზი-ბოხი ხმით ამბობს სავარაუდოდ ციალას ქმარი და ჩემსკენ მოდის, მთელი ძალით მიკრავს გულში
-შენ, რომ იცოდე რა მშობლების შვილი ხარ-ნათელი და მკაცრი შავი თვალებით მიყურებს, უკვე მშობლიური ხდება ჩემთვის და გულში სითბო მეღვრება, მისი სიალალეს ვგრძნობ.
-ძალიან მაგარი გოგო ხარ სალო, ულამაზესი და როგორც გავიგე ძალიან ჭკვიანიც, მიხარია შენნაირი ახალგაზრდები-მეუბნება ციალა
-დიდი მადლობა-ამდენი კომპლიმენტისგან ცუდად ვხდები, მხოლოდ მაშინ მახსენდება რომ შვილებიც ყავთ და ურცხვად ვკითულობ უკვე სუფრასთან მჯდომი-თქვენი შვილები სად არიან?
-უი გენაცვალე, ჩემს გოგოს თავი სტკივა და სახლში დარჩა ასე მითხრა ხვალ გავუვლი და გავცნობო და სანდრო დღეს ჩამოდის, მოვა მალე და გამოგვივლის
-კარგით მე გარეთ გავალ ცოტა ხნით-მსიამოვნებს სიგრილე და ჰაერს ხარბად ვისუნთქვა, იქვე პატარა საქანელაზე ვჯდები და ნელა ვირწევი, რა მაგარაია ყველაფერი, თითქოს ბედნიერი ვარ და ამას ვაცნობიერებ, რაღაც ჩემით მოპოვებულით ვბედნიერობ.
ფიქრებში გართული მანქანის ფარებს ძლივს ვამჩნევ, ვერ ვხვდები ვინ უნდა იყოს, მაგრამ ნამდვილად რაღაც ჯიბია. კარები იღება, მგონი მძღოლი ვერც მამჩნევს, ელა გადმოდის და ჭიშკარს უახლოვდება მე კი ვშრები.
მაღალი სილუეტი ნელ-ნელა მოიწევს სახლისკენ, არ ვიცი რა მემართება ან იმას რა ერმართება მოულოდნელად დგება და ჩემსკენ იყურება.
-გამარჯობა-ბოხი ხმით მეძახის და მეც ვწრიალდები, რანაირი ბიჭია? რაღაც უცნაური-ჩემივე კითხვებს ვპასუხობ
მაღალია, მხარ-ბეჭიანიო რომ იტყვიან, გადაპარსული იდეალური თავის მოყვანილობითა და ვარსკვლევის შუქზე მბრწყინავი თვალებით, ისეთია თითქოს სამყარო მხრებზე ეკიდოს და მძიმე ტვირთს მოათრევდეს.
-უკაცრავად, მაგრამ ჩემი მშობლები შიგნით არიან?-ფრთიხლად მეკითხება და აშკარად ხვდება, რომ მავნევს
-კი, თუ სანდრო ხარ შიგნით არიან.
-კი სანდრო ვარ-ხელს მართმევს და ოდნავ მიღიმის
-სალომე-მეც არ ვიცი როგორ ვეუბნები-შიგნით შედი, მხიარულობენ-ფეხს-ფეხზე ვითომ უდარდელად ვიდებ, მაგრამ ვგრძნობ რომ სახე ეცვლება.
-კარგი შევალ-ეშმაკური ღიმილით მიყურებს და მალევე ტრიალდება, რატომღაც გაწბილებული ვუყურებ, რაღაც შარმი აქვს-ისე ნამდვილად ღირდა ამხელა გზის გამოვლა-მიყვირის და უცებ უჩინარდება.
მიუხედავად ყველაფრისა ის დღე მშვიდობიანად სრულდება, სტუმრები მალევე დაიშალნენ, გასვლისას კი შემომხედა სანდრომ და რაღაცნაირად გამიღიმა.
ყოველთვის ვთვლიდი, რომ ბიჭს ან მოსწონხარ ან საერთოდ ყურადღებას არ გაქცევს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბიჭი მეგობარი მყავდა მაინც ყოველთვის დისტანციას ვიჭერდი მათთან. ყველა გოგოს უნდა ის ერთადერთი, ზოგიერთი აღიარებს ზოგიერთი კი არა, ნუ თამაშობთ ცივი გოგონბის როლს, ესეთი უბრალოდ არ არსებობს.

****
სანდრო ყოველთვის გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ის და მისი და მუდამ ჩხუბობდნენ იმაზე, რომ სანდროს აგდებული დამოკიდებულება ქალებთან ცუდად შემოუბრუნდებოდა. რა თქმა უნდა ვაჟბატონი ყურს არც იფერთხავდა და სასწულის იმედიც არ ჰქონდა, რადგან მასში ქალი მხოლოდ ერთ სურვილს აღძრავდა. ქალებს აფასებდა არა , როგორც ცოცხალ მგრძნობიარე არსებებს არამედ, საქონელს, როგორც რუსები იტყვიან „ტავარ“-ს.
ხანდახან აგრესიულიც კი იყო ქალებთან, უფრო აზარტი ჰქონდა ვიდრე რაიმე გრძნობა, ბევრს უცდია უკარებას როლის თამაში სანდროს“დასათრევად“, მაგრამ წლებმა და გამოცდილებამ იმდენი ახალი შესძინა, რომ ვერანაირი გოგო ვერ აიძულებდა მის გულს შეწუხებულიყო. ამიტომაც ვერასდროს აღწევდა სანდროს ტვინის უჯრედებამდე ან გულის რომელიმე ნაწილამდე ქალი, როგორც სუსტი სქესის საყვარელი არსება.
დედა ყოველთვის უყვარდა, პატივს სცემდა და აღმერთებდა, ასევე დაც, მაგრამ სხვა ქალები უბრალოდ სხვანი იყვნენ და მორჩა, მისი გარეგნობა იარაღი იყო, ჭკუა კი ბონუსი, რომელიც ამ ყველაფერს ერწყმოდა, შარმი განსაკუთრებულობას ანიჭებდა და როცა რომელიმე კლუბში ან ბარში იჯდა მაშინაც კი არ ანებებდნენ ქალები თავს და გარს ეხვეოდნენ. თბილისის ზოგიერთი ვითომდა ძალიან სვეცკი გოგოშკა იტყოდა ხოლმე“-რა გახდა ეს ბიჭი, სულ არ მიმაჩნია სიმპატიურადო“-მაგრამ სანდროს ერთი შემოხედვა და მაგ აზრიანად ჩაყლაპული გოგო თავის ერთ ადგილს მწარედ აყენებდა.
-სანდრიკ სად გაქვს ეს ტელეფონი ტო?
-რომელი საათია-იზმორება და სწრაფად ახამხამებს გრძელ წამწამებს
-12-ია ბიჭო სოფელში მაინც არ იყო რა გჭირს? როდის მოდიხარ? შენები როგორ არიან?
-როდის დამიდაქალდი შე ტაშტო?
-რა?
-რა კითხვებს მაყრი აბა?
-კაი, კაი მოკლედ როდის მოდიხარ აქეთ? წავიდეთ რა მერე ანტალიაში, კარგი გოგონები სულ ნარჩევები და შავები იიიიფ
-დედაჩემს უნდა ცოტა ხნით აქ დაგრჩე და სადღაც ერთ კვირაში ალბათ ჩამოვალ
-აუ რა უნდა აკეთი მანდ ერთი კვირა?
-არ ვიცი, არ ვიცი...ისე არის ერთი გასართობი-ჩუმად ეცინება სანდროს და მოკიდებულ სიგარეტს აივნიდან ისვრის.

-ანი მიშველე, დამეხმარე
-რა ხდება ამ დილა უთენია მშვიდობაა?
-არა, არ არის ვერ დავიძინე ცუდად ვარ, მესიზმრა, გავიღვიძე და მომელანდა , მერე ვეღარ დავიძინე სულ მის თვალებზე ვფიქრობდი
-ჰეი, ჰეი
-მოკლედ ერთი ბიჭია
-რაა?-იმხელა ხმაზე ყვირის თვითონვე წუხდება
-რა იყო?
-ჩემი გოგო შეყვარებულია ჰოი დიდო ზევსო გვეშველა, აი მოხდა სასწაული ჩაიწერეთ დაბეჭდეთ, ვაშინგტონ პოსტს გააგებინეთ
-აუ ნუ მაცინებ, მაცადე ისედაც ვნერვიულობ
-რა განერვიულებს ჰა? დროზე ინფორმაცია
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი
დღის ბოლოს მეგობარს ყველაფერს ვაგებინებ, ისიც ხვდება იმას რისიც მეშინია. უკვე გვიანია....
****
იმდენს ვლაპარაკობთ სანამ დაღლილობისგან ენა არ გვტკივდება
-კაი ანნ წავედი მე
-სალო..სალო...
-ჰო გისმენ
-ვიცი, რომ რთულია მაგრამ მაინც გთხოვ ეცადე რაიმე სისულელე არ ჩაიდინო, ხო იცი როგორ მიყვარხარ და პატივს გცემ. დაფიქრდი ბიჭების ნდობა ცოტა რთული თემაა
-ვიცი ანნ, შენ ხო მიცნობ არა? იცი როგორიც ვარ და არასდროს, გესმის? არასდროს არ დავაჩაგვრინებ თავს არავის
-ძალიან კარგი, მჯეროდა
-კარგი გავიქეცი მე და ჩამიკოცნე დედიკოშენი-კისკისით ვასრულებ ტელეფონზე საუბარს და ფუმფულა ბალიშს ვეხუტები.
არა მაინც როდემდე შეიძლება მის თვალებზე ფიქრი? სულ ვშტერდები და გრძნობებიც ცუდად მეხვევა თავს, მაგრამ მაინც მსიამოვნებს, ეჰ რას გამიგებ?!

****
სასიამოვნო დილა თენდება, როგორც ყოველთვის ახლაც არ ვიცი რა ვაკეთო, მალევე ვიცვამ მოკლე საზაფხულო გრილ სარაფანს და ოთახიდან მივლასლასებ, ანო და ანდრია რა თქმა უნდა ჯერ არ ამდგარნან, არა მაგიჟებენ დაიკო მაინც გამიჩინონ.
ყავას ვიდუღებ, კოფეინის სურნელით იჟღინთება ოთახი და სასიამოვნოდ მიღიტინებს, მთელს სახეზე მეფრქვევა ეს უკანასკნელი. ფანჯარას დიდზე ვაღებ და სუფთა გაფილტრულ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, ესეც ასე მთლიანად ვატარებ დილის სეანსს. მთების გრილიდა ამავე დროს სითბოთი გაჟღინთული და სპეტაკი ჰაერი, არომატული ყავა და დიდ ფანჯარაზე შემოსკუპებული მე და ჩემი ფიქრები.
-დოპინგია-ჩუმად ვჩურჩულებ და ერთ ყლუპს ვსვამ.
შუადღისას ჩვენი ჭიშკარის კარი იღება და შავგვრემანი გოგო შემოდის, მაღალია მხოლოდ ამას ვარჩევ და მის ეშხს. არაჩვეულებრივი სხეული აქვს, და მისი თმა ღმერთო როგორ ბზინავს.
-ვაიმე ანო, ჩემო გოგო, დამენახე ულამაზესო, დახატულო-დედაჩემი ჭკუიდან იშლება, არც აციებს არც აცხელებს მაშინვე ჰაერში იტაცებს-ყოჩაღ დედა ვანდამი მიმიქარავს ისე ატრიალებს ამ დაბნეულ გოგოს.
-გამარჯობათ ანო დეიდა-მისი წკრიალა ხმა ჩემს ყურის ნიჟარაში ტრიალებს და სასმენ აპარატს გადაეცემა.
-ჩემო ხატულა შემოდი სახლში, შემოდი-მაშინვე ვუღიმით ერთმანეთს, იმ მომენტს გავს ეს სიტუაცია, რომ დაინახავ და ხვდები მის მიმართ უკვე კეთილგანყობას.
მასთან დამეგობრება არ მიჭის, ძალიან ბევრ ყავას ვსვამ და ნამცხვარსაც ამდენივეს ვაყოლებთ, ინფორმაციებს ვცვლით და ერთმანეთისგან უკვე იჟოგა გვემართება. მასაც ახარებს ის ფაქტი, რომ ზაფხულის მარტო გატარება არ მოუწევს და პირველი გეგმაც ისახება-მდინარე.
ხელს ვართმევთ და ვიშლებით საცურაო კოსტუმების მოსარგებად.
****
არ მიკვირს ჩვენი მდინარესთან მისვლის შემდეგ ჩახველებები და ერთმანეთში გადალაპარაკებები.
-ანო ცოტა შემცივდა, მოდი ჩემს ძმას დავურეკავ და ის გაგვიყვანს სახლამდე ახლა 1 კილომეტრს ფეხით ვერ გავივლი-მეტი რა მინდა, ჩემზე ეშმაკი არ მოიძებნება, ისე მაინც ვოხრავ თითქოს არ მომწონს შექმნილი სიტუაცია
-საან, ჩემო სიცოცხლე და ღვთაება-იწელება ანო და თან თვალს მიკრავს
-რა გინდა?- ეგრევე ხვდება აფერისტობას
-მდინარეზე ვიყავით მე და სალო, ვიყინები და ფეხით ვერ წამოვალთ
-სალო?-ჰმ
-ხო ანოს შვილი სალომე-ჩემს თავს ახსენებს თავის უტვინო ძმას
-ხო კარგი, მოვდივარ
დეგენერატი, იდიოტი , ხეპრე, ათასი სალანძღავი სიტყვა მადგება ენის წვერზე და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თმის ძირებზე ბოლი ამდის, მე მთელი დღე მაგაზე ვფიქრობ და ეს თურმე ვერ მცნობს, დებილი ვარ?-ნამდვილად!
ჯერ კიდევ თვითგვემაში ვარ, როდესაც მანქანის ხმაური მაფხიზლებს, მანქანიდან გადმოის და მაშინვე იქცევს ყველას ყურადღებას, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემსას ნამდვილად იქცევს.
-არა სად შემიძლია მე ამდენის ატანა? ან ეს შავი გამოყვანილი ზედა რა ტინკიცობაა? ხო იცის, რომ მომწონს-არაფერიც არ იცის-მეუბნება ჩემი მეორე მე და ორივე მალევე ჩუმდება.
ზედ არც მიყურებს ისე ჯდება ისევ მანქანაში და ქოქავს, მე მობუზული ვარ და ღრმად ვსუნთქავ, მაგრამ ყურადღებას მაინც ვერ ვიქცევ. მისი სურნელი, რომელიც მანქანაში არის მოდებული მაბრუებს და ხან რას ვეტაკები ხან რას. სარკისკენაც ვაპარებ თვალს, მაგრამ არ მიყურებს.
-რას გავს შენი საქციელი ბავშვო? რა ხამივით იქცევი?-ისევ ჩემი მეები საუბრობენ
-შენ მოკეტე რა გოგოა და აბა ბიჭი თუ არ მოეწონა ვინ მოეწონოს ჟიზელა?-ჩემი ლიბერალი მე კომუნისტურს ხურდას უბრუნებს.
თავს ვაქნევ, რომ ეს ორი პატარა ჭინკა მოვიშორო და ფანჯრიდან ვიყურები.
სახლში მივედით.
-ანო შენ გადადი და მე სალომეს მივიყვან-ჩუმად ეუბნება, აჰ ახლა გაახსენდა ჩემი სახელი თურმე ვაჟბატონს
-სალო შემოდი ჩვენთან ხო იცი ციალას გაუხარდება, მიდი გადმოდი-მავედრებელი მზერით მიყურებს ჩემი ახლადშეძენილი მეგობარი.
-არა სხვა დროს იყოს რა დავიღალე, ხვალ გადმოვარ გპირდები
-დიდხანს გისმინოთ?-მობეზრებულად ლაპარაკობს და გვერდზე იხედება
-ნუ ხარ შენ უჟმური-გვარიანად ჩქმეტს ძმას და მეც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს
-კარგი წავედი და აბა შენ იცი ხვალ გელოდები, ყავა უნდა დავლიოთ ტაშტით-მკოცნის და მანქანიდან გადადიშ, მსუბუქი ნაბიჯებით მიდის.
რა დროს ანოს ყურებაა, ღმერთო ჩვენ მარტო ვართ და თან მის მანქანაში, ვნერვიულობ.
-წინ გადმოდი-მბრძანებლური კილოთი მეუბნება და ერთიანად მაჟრიალებს
-რატომ? აქაც კომფორტულად ვგრძნობ თავს-არც მე ვიხევ უკან
-რახან გეუბნები გადმოდი ესე იგი უნდა გადმოხვიდე-კატეგორიულობას არ კარგავს და მომთხოვნად მიყურებს.
ვემორჩილები და გადმოვდივარ, მაგრამ კარებს ისე ვაჯახუნებ გრძნობს, რომ გამაბრაზა.
მიყურებს, რაღაც საოცრება ხდება წამებში და ვხვდები ამ გრძნობას სახელს ვერ ვარქმევ, მთლიანად ვიძირები მის თვალებში და არაამქვეყნიურად ვგრძნობ თავს, მაშინ ვრწმუნდები, რომ შარში ვარ და წინ ვიხედები. იმდენად ავირიე ვერ ვლაგდები, აღელვებისგან მკერდი მთელი სისწრაფით მიმოძრავებს და თავს უხერხულად ვგრძნობ, ისედაც თითქმის არაფერი მაცვია.
როგორც იქნა მანქანას ძრავს და 3 წუთში ჩემს ჭიშკართან აჩერებს.
-დიდი მადლობა-ჩუმად ვამბობ და გადასვლას ვაპირებ, მაგრამ კარები ჩაკეტილია
-გააღე რა-მგონია უბრალოდ ავიწყდება
-არა, არ გავაღებ
-რა? რას ქვია არ გააღებ? მეთამაშები?
-არ მიყვარს, როცა მეწინააღმდეგებიან, მაგრამ შენნაირ მოწინააღმდეგეზე უარს არ ვიტყოდი-თვალებში მიყურებს, ერთიანად მახურებს იმის წარმოდგენისას რასაც ის ახლა ფიქრობს და უკან ვიწევი.
-გამიშვი-ხმა მიკანკალებს და ჩემს სისუსტეზე მეშლება ნერვები.
-შენნაირ გოგონებს ასე მარტივად არ უშვებენ-მეუბნება და ჩემსკენ იხრება, გული მიჩქარდება და პულსი სადღაც მიფინავს, წამებში ვითიშები და ვპარალიზდები, ის კი ძალიან მშვიდად მოიწევს ჩემსკენ, არხეინად მატარებს მზერას მთლეს ტანზე.
-რა სურნელია, ქერა ქალბატონო ასე აღარ ჩაიცვა
-რას გულისხმობ?-ჩემი ხმის მეც არ მჯერა, მინდა რომ უფრო მეტი ილაპარაკოს, მაგრამ მხოლოდ კარებს მიღებს და უკან იწევა.
მანქანიდან ბობღვით გადავდივარ და ვერ ვხვდები ეს მართლა მოხდა თუ მომეჩვენა, რადგან მანქანა მალევე მოეფარა ჩემს თვალთახედვას.
გამოშტერებული ვესვენები საწოლზე და იმდენს ვფიქრობ სანამ მორფეოსი თავისთან არ მიმიხმობს.



№1  offline წევრი nitaa

Es rom ar daasrulooo ar gapatieb:D

 


№2  offline წევრი sofia25

იმედია დაასრულებ ! მახსოვს ადრე დებდი და მერე აღარ გააგრძელე ამიტომ თუდაწიყე დააMთავრე რა:))

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ყველას ანო და ანდრია ქვია??

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე

გაგრძელება არ ექნება ამ ისტორიას?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent