შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრის ხათრით (თავი 4)


18-05-2017, 20:41
ავტორი ნასტია
ნანახია 2 911

* * *
რამდენიმე შეხვედრის შემდეგ უკვე თავისუფლად შემეძლო მეთქვა, რომ მე ვატო შემიყვარდა!.. ან სულაც ძალიან შევეჩვიე.
არ ვიცი ისიც იგივეს გრძნობდა თუ არა ჩემ მიმართ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ გულგრილი არც ის იყო.
ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი მუშაობას, რომ ვატოსთან ერთად სადმე კაფეში წავსულიყავი და მესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე დაუსრულებლად. მე არ შემიძლია ნახევრად მიყვარდეს ადამიანი, ან ნახევრად ვმეგობრობდე მასთან. ან მთელ გულს მივცემ, ან არც არაფერს! ჩემი თავი ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მეგონა, მაგრამ ყველაფერი არც ისე მალე სრულდება, როგორც ჩვენ გვგონია.
ჩვენი თავგადასავალი არა და არ აპირებდა დასრულებას. მასში ორი არსება ცხოვრობდა – გულთბილი ბიჭუნა და მუდამ მოღუშული მამაკაცი. პირველს ვაღმერთებდი, მაგრამ მეორე მძულდა. სწორედ ეს იყო მიზეზი ჩემი ორჭოფობისა.
ჩვენი ურთიერთობა კულმინაციაში შედიოდა, როდესაც მის ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა სხვა ქალი, ამჯერად დეაზე უფრო მეტად მომხიბვლელი – ლიკა. მაშინ, როდესაც მეგონა საცაა სიყვარულში გამომიტყდება-მეთქი, მოვიდა და მითხრა, ხომ იცი დასავით მიყვარხარ და საიდუმლო უნდა გაგანდოვო.
არ ვიცი იმ წამს, როგორ გავძელი და არ ავტირდი. ძალდატანებით გავუღიმე და შევეცადე სევდა არ შეეტყო ჩემთვის.
რა საოცარი გრძნობაა, როდესაც ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ არის. მაგრამ რა საშინელებაა, როდესაც ყველა იმედი წყლის დინებას მიყვება.
ერთადერთი რამ, რაზეც ღამით ვფიქრობდი, იყო ერთად ყოფნის იმედი.
- ერთად ყოფნის დროც მოვა!.. - ვიმეორები გაუჩერებლად გულში და ყელში გაჩხერილ ბურთს გაჭირვებით ვყლაპავდი.
- საინტერესოა, ბევრი სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის?..
- ჰო, ბევრი, მთელი ერთი ადამიანი...

* * *
ცდილობდა კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც დაერეკა, ან შემხვედროდა მაინც. ეგონა მასთან შეხვედრა სიამოვნებას მანიჭებდა, რეალობაში კი ყოველ ღამით გამოწერილი მქონდა საწოლში ტირილი და მეორე დილით დასიებული თვალებით გაღვიძება. ოჯახის წევრები არაფერს მეკითხებოდნენ. იცოდნენ, უიმედოდ რომ ვიყავი შეყვარებული და არცერთი დარიგება რომ არ გაჭრიდა ჩემზე.
მხოლოდ ერთხელ დამარიგა ეთომ.
- ნუ ტირი, თუ ის შენი ცრემლების ღირსი არ არის!.. ზოგი, შენს მსგავსად, სწორედ იმიტომაა მარტო, რომ სიყვარული იცისო.
თმებზე მომეფერა და საშუალება მომცა თავი დამემშვიდობებინა.

ურთიერთობა გიორგისთანაც თითქმის შევწყვიტე.
ერთმანეთს მხოლოდ სამსახურში ვხვდებოდით. იქიდან წამოსვლის შემდეგ კი სულ სამჯერ შევხვდი, ეგეც შემთხვევით.
ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
საკუთარ თავში ჩავიკეტე, აღარ ვიყავი მუდამ მომღიმარი გოგონა, რომელიც ყველაფერზე იბუტება და ტირის.
მე გავძლიერდი.
და დღემდე უფრო და უფრო მემატება მხნეობა, როცა ვიხსენებ როგორი მდგომარეობიდან გამოვედი.
უნდა ვაღიარო, რომ ახლა ძალიან მეცინება ჩემი დეპრესიის მიზეზზე.
თითქმის ერთი წელი მივტიროდი ადამიანს, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობაც კი არ მქონია.
ყველა ადამიანი რჩება ღამით მარტო და აი მაშინ არავინ იცის, ვინ რა ტკივილს ებრძვის.


* * *
- შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!.. - ლოყები ჩავუკოცნე კოსტას და ქვაფენილზე დავსვი.
რამდენიმე ნაბიჯით გამისწრო და პეპელას გაეკიდა, რომელიც რა თქმა უნდა გაექცა.
ტუჩები ისე აიბზიკა, შემეშინდა არ ეტირა და მაშინვე შევეცადე გამემხიარულებინა.
- ნეტავ იცოდე როგორ გგავს და ორივე ერთად, როგორ გავხართ დედა-შვილს. - სიყვარულით შემოგვხედა ნატამ.
მის სიტყვებზე მხოლოდ გამეცინა და კოსტას გადავხედე, რომელსაც ახლა უკვე სხვა გასართობი ეპოვა.
- მე და დათა ბათუმში ვაპირებთ წასვლას და რა თქმა უნდა შენც მოდიხარ!.. - სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა და მზერა მომარიდა.
- ნუ სულელობ! რა მინდა თქვენთან ერთად ბათუმში?.. მურმანის ეკლის როლში ყოფნა გულზე არ მეხატება!.. - გავბრაზდი მე.
- გირჩევნია მოკეტო და ხვალისთვის ბარგი ჩაალაგო!. - ეშმაკურად გამიცინა და კოსტას აედევნა.
ეს გოგო გადამრევს, მე რაღა მინდა ცოლ-ქმართან ერთად ბათუმში?.. ხომ ვიცი მთელი დღე საწოლში უნდა გავატარო...

* * *
- როგორ ხარ ცოლის დავ?.. - თბილად ჩამეხუტა დათა.
- შენი ცოლის ხელში როგორ ვიქნები?.. - გავუცინე და მანქანაში უკან მოვთავსდი.
- რატომ არ გინდოდა წამოსვლა? ერთად კარგად გავერთობით. - სარკიდან დამიწყო ყურება.
- დარწმუნებული ვარ ხვდები, რატომაც არ მინდა წამოსვლა! - ხუმრობით შევუბღვირე.
- სისულელეებზე ნუ ფიქრობ! - საჩვენებელი თითი დამიქნია და სახლთან გააჩერა მანქანა.
დაახლოებით ათ წუთში უკვე ავბარგდით და დავიძარით ბათუმისაკენ. გზადაგზა ვაჩერებდით მანქანას და სასაცილო ფოტოებს ვიღებდით, სამახსოვროდ. მიუხედავად იმისა, რომ მხიარულობის თავი არ მქონდა, კარგად გავერთე. სახის კუნთები მეტკინა კიდეც, იმდენ ხანს ვიყავი გაკრეჭილი.
და სწორედ ამ დროს მივხვდი...
რა ღორია ადამიანი.
ტოვებს ადამიანს, რომელსაც თავზე მეტად უყვარს და მირბის მასთან, ვინც არაფრად აგდებს.
რატომ უნდა მივსტიროდე მას?.. რას წარმოადგენს ის ჩემთვის, ახლა?...
- არაფერს!..
ახლა სწორედ ის დროა, როცა სიცოცხლით უნდა დატკბე და თითოეული წამი შეიგრძნო. როგორც იქნა მომეცა საშუალება ვიყო მეგობრებთან ერთად, დავისვენო ქალაქის სიცხისაგან და დავშორდე ადგილს, სადაც პირველად შემიყვარდა.. და სადაც პირველადვე გამიცრუეს იმედები!..
კარგი სიტყვა მასწავლეს
- დაიკიდე!...
მან იკითხოს ვინც კარგავს, თორემ დაკარგულს ყოველთვის პოულობს ვიღაც...

* * *
ნატამ თვალები დამიბრიალა, როდესაც დამინახა როგორ გავისტუმრე უარით მორიგი ცეკვის შემოთავაზება. მას ჰგონია, ისევ პირველ სიყვარულს მივსტირი და ამიტომ არ მინდა ცეკვა. ეს ასე არ არის!.. უბრალოდ, ფეხები მტკივა და მეტი არაფერი.
- რა სიმპატიური ბიჭი იყო, შენ თავში ჭკუა გაქვს?.. - მაშინვე მომიახლოვდა და დაიწყო თავისებური ლაქლაქი.
- არ მინდა ცეკვა და რა ვქნა?.. - შევუღრინე და ფორთოხლის წვენი მოვწრუპე.
- ნინა!.. - ისევ შემიბღვირა.
- ნატა!.. - სიცილით წარმოვთქვი მისი სახელი.
მასაც გაეცინა.
- წავიდეთ სახლში?.. - შემოგვთავაზა უკვე მთვრალმა დათამ.
- კი, ოღონდ ფეხით! - წარბი აუწია ნატამ.
- როგორც მიბრძანებთ, ქალბატონო! - ხელზე აკოცა და გასასვლელისაკენ წავიდა.
ჩვენც უკან გავყევით.
ძლივს მივაღწიეთ სახლამდე. დათას წყალობით რამდენჯერმე მოგვიწია ქუჩაში გაჩერება.
ფეხების ტკივილმა და ღამის სამმა საათმა თავისი შედეგი გამოიღო და მკვდარივით ჩამეძინა.

- ადე ქალო!... - ღრიალით დამახტა საწოლზე ნატა.
ერთი ამოვიზმუვლე და მეორე მხარეს გაჭირვებით გადავტრიალდი.
- არ გესმის?.. - ყურში ჩამჭყივლა. - გაიღვიძე!...
- რა გინდა?.. - გაბრაზებულმა წამოვიძახე.
- მინდა რომ გაიღვიძო.
- შენი აზრით, ახლა მძინავს?.. - მობეზრებულმა გადმოვხედე და გამეცინა.
- კი, გძინავს. - ახარხარდა ნატაც.
- რა გინდა, არ მეტყვი?.. - თავი ბალიშზე დავდე და დაველოდე, როდის ალაქლაქდებოდა ტრადიციისამებრ ნატა.
- მინდა, რომ ერთი თხოვნა შემისრულო. - კატის თვალები მიიღო მან.
- ჯერ მითხარი და დანარჩენს მე გადავწყვეტ! - მკაცრად მივუგე და თმები გავისწორე.
- დღეს ჩემი და დათას ქორწინების წლისთავია... - დაიწტო საუბარი. - გადაწყვიტა რესტორანში მომიწყოს რომანტიული ვახშამი, მაგრამ ერთი პრობლემაა.
არაფერი მითქვამს, გაჩუმება ვარჩიე.
- დათას ნათესავისთვის რაღაც უნდა ჩაეტანა სოფელში, ნათესავს ნივთი დღესვე სჭირდება, დღეს კი დათა ვერ მოიცლის... - თვალები ისე ააფახულა, უკვე მივხვდი სოფელში წასვლა რომ მომიწევდა.
- მეზარება რაა!... - ამოვიკრუსუნე და ბალიში თავზე დავიფარე.
- გთხოვ ნინა!.. - ბუნდოვნად მომესმა ნატას ხმა. - ნუ ჩამიშხამებ ამ დღეს!..
- შენი ხათრი არ მქონდეს რაა... - ნელა გადმოვტრიალდი და იქვე მიგდებულ შარვალს დავწვდი.
- ნეტავ იცოდე, როგორ გამახარე!.. - ჩამეხუტა აღტაცებული და ოთახიდან გავარდა.
უბრალო მაისური გადავიცვი, თმები ჩამოვივარცხნე და მისაღებში გავედი.
- შენდა სასიხარულოდ მანქანას გატან. - მომეგება სიძე.
- ოჰ, კიდევ კარგი!.. - შევუბღვირე და ფეხზე ჩაცმა დავიწყე.
ჩემზე გაეცინათ და არც ისე პატარა ყუთი დადეს მაგიდაზე.
- ისე, ცნობისთვის, გზა არ ვიცი. - ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოსაკენ წავედი.
- ჰკითხავ ვინმეს, ყველამ იცის!.. - დამამშვიდა დათამ. - ოღონდ, დაგიღამდება და იქ მოგიწევს დარჩენა.
- სასტუმრო იქნება სადმე?.. - თან კბილებს ვიხეხავდი და თან საუბარს ვცდილობდი მე.
- იმ სახლშივე შეგეძლება ღამის გათევა. ნათესავები არიან და არ იქნება პრობლემა.
ერთი ამოვიოხრე და მანქანის გასაღები გამოვართვი.
კიბეები სირბილით ჩავირბინე, სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი, როდესაც მოულოდნელად სახლში დარჩენილი ყუთი გამახსენდა. ძლივს ავაღწიე მესამე სართულამდე, ავიღე ყუთი და გავუდექი გზას სოფლისაკენ.

* * *
- აუ, ახლა ამის დრო იყო?.. - ამოვიკრუსუნე და მანქანიდან გადმოვედი.
გარემოს თვალი მოვავლე, ახლო-მახლო დასახლება არსად ჩანდა. მანქანა გამიფუჭდა გზატკეცილზე, სადაც არცერთი ავტომობილის მძღოლი ჩემ მიმართ ყურადღებას არ იჩენს. სულ დაკარგეს ზრდილობა... დღისით, მზისით, მანქანა გამიფუჭდა და არავინ ფიქრობს, დამეხმაროს.
მანქანის კარებს მივეყუდე. ჯერ დათას დავურეკე, შემდეგ ნატას. არცერთი ყურმილს არ იღებდა. ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა. რამდენიმე აღმოსავლეთისკენ მიმავალ მანქანას ხელი დავუქნიე, მაგრამ არ გამიჩერეს.
ბოლოს იმედდაკარგული, იქვე მახლობლად ქვაზე ჩამოვჯექი და თავი მუხლებზე დავდე.
მოტოს ხმა მომესმა. დიდი იმედი მაქვს მოლანდებები არ დამწყებია. ავწიე თუ არა თავი, დავინახე ჩემ წინ გაჩერებული მოტოციკლეტი და მასზე მჯდომი მამაკაცი. ჩაფხუტი მოიხსნა, თმები გაისწორა და მომნუსხველი მზერით გამომხედა.
- დახმარება გჭირდება?.. - მზერასთან ერთად ხმაც მომნუსხველი ჰქონდა.
- ჰო.. - ჩახლეჩილი ხმით მივუგე და ფეხზე წამოვდექი.
- მანქანა გაგიფუჭდა?.. - მოტოდან გადმოვიდა და ჩაფხუტი მასზე ჩამოკიდა.
- ჰო.. - უარესად ჩამეხლიჩა ხმა მე.
- ენა გადაყლაპე, თუ აღარ გყოფნის?.. - გაბრაზდა ის. - თუ დახმარება გინდა მითხარი, მკითხავი არ ვარ!..
- თუ ასე ძალიან არ გინდა დამეხმარო, შეგიძლია წახვიდე!.. - მოვიღუშე. - არავის უთხოვია დახმარება!.. - ზურგი ვაქციე და ისევ ქვაზე ჩამოვჯექი.
თავი გაიქნია, გაეცინა და მანქანას დაუწყო დაკვირვება.
დაახლოებით თხუთმეტი წუთი დასჭირდა ერთი რამის მოსაფიქრებლად.
- ამას ხელოსანი თუ გააკეთებს!.. - მოტოსთან მივიდა, თავისი ჩაფხუტი ხელში აიღო და მე გამომიწოდა.
გაოცებულმა და დაინტერესებულმა შევხედე.
- რა იყო?.. - გაუკვირდა მასაც. - აქ აპირებ დარჩენას?..
- არ მინდა შეგაწუხო. - დავიმორცხვე მე.
- არ შემაწუხებ!.. - ჩაფხუტის დაფარებაში დამეხმარა და მოტოზე პირველი ის შემოჯდა.
პირველად ვიჯექი მოტოზე.
სიმართლე რომ ვთქვა მეშინოდა კიდეც, მაგრამ უარი ვეღარ ვუთხარი.
საფულე და ტელეფონი ავიღე მანქანიდან, უკან მივუჯექი და გასამგზავრებლად მზად ვიყავი, როდესაც უცნობის სიცილი მომესმა.
- შეგიძლია ხელები შემომხვიო, არ ვიკბინები!..

მოტო ჭიშკართან გააჩერა და გადმოსვლაში მომეხმარა.
კარები შეაღო და ულამაზეს ეზოში შემიძღვა. უკვე სახლის კარებთან ვიდექით, როდესაც საყვარელი გარეგნობის, ასაკოვანი ქალი შეგვეგება.
- მოხვედი შვილო?.. სტუმარიც მოგიყვანია. - გაგვიღიმა ქალმა.
- ჰო თამრო, სტუმარი მოგიყვანე. ერთი ღამით უნდა დაიტოვო!.. - ლოყაზე აკოცა და თვითონ ისევ უკან წასასვლელად მოემზადა.
- რა პრობლემაა ბებო გენაცვალოს, მიდიხარ შენ სადმე?..
- ჰო, საქმეები მაქვს!.. - ბებო გადაკოცნა, მე თბილად გამიღიმა და დინჯი ნაბიჯით მიუახლოვდა ჭიშკარს.
- ჩემი მშვენიერი სტუმარი არ მეტყვის რა ჰქვია?.. - გულწრფელად გამიღიმა ქალმა და სახლისაკენ შემიძღვა.
- ნინა.. - სუსტი ხმით ამოვიხავლე.
- მე თამრო მქვია შვილო, რაც გინდა ის დამიძახე. - ხელზე მომეფერა და სკამზე დაჯდომა შემომთავაზა.
- სასიამოვნოა. - გავუღიმე მეც და სკამზე მოვკალათდი.
- არ გშია შვილო?.. - სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი.
უარის თქმას არანაირი აზრი არ ჰქონდა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და დახმარება შევთავაზე.

* * *
დილით თამროს ხმამ გამომაღვიძა. მეზობელს ესაუბრებოდა საკმაოდ ხმამაღლა. გამეღიმა მასზე. უსაყვარლესი ადამიანი აღმოჩნდა.
ფეხზე წამოვდექი, სწრაფად ჩავიჩვი, თავი მოვიწესრიგე და ტელეფონით ხელში აივანზე გავედი. ნატას დავურეკე.
- ნინა სად ხარ?.. - ჩამძახა შეშინებული ხმით.
- არ ვიცი!.. - ახლაღა მივხვდი ამას.
- რაა?.. - უკვე წამოიყვირა მან.
- დამშვიდდი რა!.. - მისმა ყვირილმა თავი ამატკია. - ჩამოვალ და ყველაფერს აგიხსნი.
- გვითხარი სად ხარ და ჩვენ ჩამოვალთ. - დაუფიქრებლად წამოიძახა.
- ჩემით ჩამოვალ.. - მხოლოდ ახლა გამახსენდა სოფელში ჩასატანი ყუთი. - იმედია დათას ნათესავები მოითმენენ როგორმე!..
- შენ ოღონდ მშვიდობით ჩამოაღწიე აქამდე და მაგას ვინღა ჩივის?..
- კარგი, წავედი ახლა. - თამრო შევნიშნე ეზოში. - დაგირეკავ მერე.
ტელეფონი გავთიშე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე.
- რა ადრე გაგიღვიძია შვილო, ჩემმა ხმამ ხომ არ გაგაღვიძა?.. - შეწუხდა ქალი.
- არა ბებო, ტკბილად მეძინა და მალევე გამეღვიძა. - გავუღიმე მე.
- ვისაუზმოთ?.. - შემომთავაზა და სახლისაკენ გამიძღვა.

როგორც თამროსაგან გავიგე, ჩემ გადამრჩენელ უცნობს რატი ერქვა. დედისერთა და ბებიის საყვარელი შვილიშვილი იყო ტატო, როგორც მას ეძახდა მთელი სოფელი. ისეთი სიყვარულით საუბრობდა ბებია შვილიშვილზე, თავისებურად რამდენჯერმე ჩამეღიმა კიდეც. ჩემი უცნაური ღიმილი თამროს არ გამოპარვია, რამდენჯერმე მასაც ეშმაკურად ჩაეცინა. აქო და ადიდა თავისი ტატო, სოფლის, სანათესაოს და მშობლების სიამაყე. მამის იმედი და დედის გახარება.
ჩემთვის მოტოციკლეტისტი, თურმე დიდი კომპანიის უფროსი ყოფილა. მამის ბიზნესს მეთაურობდა. 28 წლის ყოფილა, დაუოჯახებელი.
უნდა ვაღიარო, საკმაოდ სიმპატიურიც იყო.

* * *
საღამოს აივნის სკამზე ვიჯექი, როდესაც მოტოს ხმა მომესმა. რატი მოვიდა. ჭიშკარი შემოაღო თუ არა, შემამჩნია კიდევაც და გამიღიმა. კიბეები ამოირბინა და ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი.
- ხომ არ მოიწყინე?.. - მკითხა არც მთლად მეგობრულად და არც მთლად უკმეხად.
- არაა... - გავუღიმე მე.
- შენი მანქანა შევაკეთე!.. - გაეღიმა ჩემი გახარებული სახის დანახვისას.
- აუ, რა მაგარი ბიჭი ხარ, ნეტავ იცოდე!.. - ფეხზე წამოვხტი და გახარებულმა ლოყაზე ვაკოცე.
სახლში შევირბინე, ჩემი ნივთები ავიღე და უკვე გამზადებული აივანზე გამოვედი.
- მზად ხარ?.. - მკითხა და ფეხზე წამოდგა.
დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე. დაბლა ჩასული თამროს დავემშვიდობე და ყველაფრისათვის დიდი მადლობა გადავუხადე.
ისიც სევდიანად გამომემშვიდობა და მთხოვა, როდესმე კიდევ მენახა.

- გცივა?.. - გააჩერა მოტო და სახეზე კარგად დამაკვირდა.
- ჰო.. - ვუპასუხე და ლოყები ამიხურდა მისი ღიმილის დანახვისას.
თბილი ქურთუკი გაიხადა და თავისი ხელით მომახვია მხრებზე. შიგნიდან მხოლოდ თხელი მაისური ეცვა.
- შენ რომ შეგცივდება?!.. - ქურთუკის გახდა დავაპირე.
- არ შემცივდება, გეცვას!.. - გადაჭრით გამოაცხადა და გზა განაგრძო.
მანქანა პროფილაქტიკაში იდგა. სულ მთლად შეკეთებული.
- არ ვიცი მადლობა რით გადაგიხადო.. - დავიმორცხვე მე და ისევ ამიწითლდა ლოყები.
- არაუშავს!.. - მეგობრულად გამიღიმა. - სამაგიეროდ მე ვიცი!..
დაინტერესებულმა ჩავხედე თვალებში და ვერ შევამჩნიე როგორ მომიახლოვდა. ხელები წელზე შემომხვია და ჯერ ლოყაზე, შემდეგ კი ტუჩებთან ძალიან ახლოს დამიტოვა უნაზესი კოცნა.
- გავთანაბრდით!.. - გამიცინა, მოტოზე შემოჯდა და დაუმშვიდობებლად წავიდა.
მანქანაში ჩავჯექი და დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ დავიძარი ადგილიდან. მთელი გზა ვიღიმოდი. ოღონდ რას ან ვის ვუღიმოდი არ ვიცი!..
არ მიმიქცევია ყურადღება არც ნატას პანიკებისთვის და არც დათას კითხვებისათვის. პირდაპირ საძინებელში შევედი და მთელი ძალით დავეხეთქე საწოლს. რატის მოსაცმელი არ გამიხდია.
ცოლ-ქმარი მიხვდა, ემოციებით გადაღლილს საუბარი რომ აღარ მსურდა, კარი გაიხურეს და მოგვიანებით შუქიც ჩააქრეს მისაღებში.
ტელეფონი დასატენად შევაერთე. თან სოციალურ ქსელში შევედი და ძებნა დავუწყე რატი დევდარიანს. მარტივად ვიპოვე. ჩემდა გასაკვირად პროფილის ფოტო მასვე ეკუთნოდა. მოტოზე მიყრდნობილს ჩაფხუტი ეჭირა ხელში. არ დავიმატე...
უბრალოდ გადავწყვიტე დროდადრო შემემოწმებინა ხოლმე.

- კიდევ დიდხანს უნდა გეძინოს ქალბატონო?.. - ბალიში მითავაზა თავში ნატამ.
- რა გინდა?.. - ამოვიბუზღუნე მე.
- დღეს მივდივართ, ხომ არ დაგავიწყდა? - ისე დაიჭყივლა თავი ყრუ მეგონა.
- მახსოვს... - მივუგე და თავი ისევ ბალიშზე დავდე.
- ადექი რაა!.. ბოლოჯერ გავისეირნოთ სადმე. - ეშმაკურად აათამაშა წარბები.
- თქვენ წადით, მე მეზარება. - მეორე მხარეს გადავტრიალდი მე.
- რა უჟმური ხარ რაა!.. - გაბუტული წამოდგა და ოთახი დატოვა.

- ნინა, იმედია შემდეგ ზაფხულს შეყვარებულთან ერთად წამოხვალ ბათუმში. - მანქანის სარკიდან გამომხედა დათამ.
- იმედია, - ამოიოხრა ნატამ.
- რა გეშველებათ?... - მათზე გამეცინა მე.
- ჩვენ კი არა, შენ რა გეშველება?.. - ჩემზე მეტად ახარხარდა დათა.
- დავრჩები შინაბერა, ამას რა ჯობია?.. - გახუმრება ვცადე.
- ნუ ლაპარაკობ სისულელეებს!.. - გამიბრაზდა ნატა.
- სისულელეებს არა, სიმართლეს ვლაპარაკობ. - სიბრძნეების ფრქვევა დავიწყე მე.
ნატამ ერთი ამოიოხრა და გაინაბა. მასზე გამეცინა და ყურადღება ფანჯრისაკენ გადავიტანე. დათამ მუსიკები ჩაგვირთო და მხიარულად ჩაგვიყვანა თბილისში. უკვე მოსაღამოებული იყო, როცა ჩავედით. სახლში მარტო ვიყავი. ჩემები სოფელში იყვნენ და მეორე დღეს აპირებდნენ ჩამოსვლას.
- თუ გინდა ჩვენთან დარჩი.. - შემომთავაზა ნატამ.
- არა, სახლში დავრჩები!.. - გავუღიმე და დავემშვიდობე.
სწრაფად ავირბინე კიბეები და კარები შევაღე. მაშინვე მეცა აუტანელი მტვრის სუნი. ჩანთები საძინებელში შევიტანე და სახლის დალაგებას შევუდექი. ღამის თორმეტი იყო დაწყებული ყველაფერს რომ მოვრჩი. დაღლილი დივანზე წამოვწექი და იქვე ჩამეძინა.
მეორე დღეს საშინლად მტკიოდა მხრები. ფეხზე ძლივს წამოვდექი.
ნელი ნაბიჯებით სამზარეულოში გავედი და მაცივარში შემორჩენილი კვერცხი შევიწვი.
ვისაუზმე და საძინებელში შევედი. ტანსაცმლის კარადა მივალაგე, ტანზე გამოვიცვალე და ისევ მისაღებში დავბრუნდი.
დროის გასაყვანად ტელევიზორი ჩავრთე და მის წინ ისევ ჩამეძინა.
უკვე შუადღისით კოსტას ხმამ გამომაღვიძა. გახარებული ჩემ გაღვიძებას ცდილობდა. მეც უცებ წამოვჯექი და ლოყები ჩავუკოცნე, ჩემს ხელებში გამომწყვდეულს. დედა და ლაშაც მოვიკითხე. მხოლოდ სიტყვით. კისერზე შემოხვეული კოსტა ხელს აღარ მიშვებდა.
- ჩემი უდიდესი სიხარული ხარ შენ!.. - ვაგრძელებდი მის მოფერებას.
- სოფელში მთელი დღეები შენზე ლაპარაკობდა, დაგვღალა!.. - დივანზე ჩამოჯდა ჩემი ძმა და სიცილი დაიწყო.
- მამიდას ბიჭია და იმიტომ.. - პასუხი შევაგებე და მეც გვერდით მივუჯექი. კოსტა ისევ ხელში მეჭირა.
- როგორ დამძიმებულა. - ვაგრძელებდი საუბარს. - დაეტყო ბებიას ხელი.
ამაზე ორივეს გაეცინათ.
- ბებო-პაპას მოენატრე და ერთი სული აქვთ როდის ჩააკითხავ!.. - გვერდით მომიჯდა ეთო.
- როცა მოვიცლი, ჩავაკითხავ!... - თავი დავიძვრინე მე.
- ოჰ, გამომიჩნდა მოუცლელი ქალბატონი. - ახარხარდა ლაშა.
- შენ ხომ ხარ მოუცლელი, ეგეც გვეყოფა!.. - ენა გამოვუყავი და კოსტასთან ერთად საძინებელში გადავინაცვლე.

* * *
- მოვედით!.. - გამომაფხიზლა ტაქსის მძღოლის ხმამ.
ფული გადავუხადე და მანქანიდან გამოვედი.
ნატა და დათა კაფეში მიცდიდნენ. ორივე გადავკოცნე და მათ პირდაპირ დავიკავე ადგილი.
- რა ხდება ახალი?.. - ვიკითხე და შემდეგ ოფიციანტს შეკვეთა მივეცი.
- ერთი თხოვნა გვაქვს შენთან. - თვალები ააფახულა ნატამ.
- ოღონდ ეს არა!.. - გამეცინა მე.
- დავიწყო?.. - სევდიანად ამომხედა დათამ.
- გისმენ!.. - ჩანთა იქვე სკამზე დავდე და ტელეფონი ამოვიღე.
- ხვალ ჩემი უფროსის დაბადების დღეა. - წვენი მოსვა და გააგრძელა. - ნატასთან ერთად ვარ დაპატიჟებული, მაგრამ ნატას არ ცალია.
- რატომ არ სცალია?.. - საუბარში ჩავერთე და ყავა დავაგემოვნე.
- კლასელის დაბადების დღეა და იქ მივდივარ. - მიპასუხა ნატამ.
- მერე?.. - საუბრის გაგრძელების საშუალება მივეცი დათას.
- იქნებ შენ გამომყვე?.. - შემაპარა მან.
- რა საჭიროა?.. - გამიკვირდა მე.
- ვითომ ჩემი ცოლი ხარ რაა!.. - უკვე ხელებით ლაპარაკზე გადავიდა. - ვერავინ ვერ გაიგებს, მართალს ვიტყვი თუ ტყუილს.
- ნუ გამრევთ ხოლმე სისულელეებში რაა!.. - გავბრაზდი მე.
- წამომყევი რაა!.. - კატის თვალები მიიღო დათამ.
- დავფიქრდები!.. - სიცილი დავიწყე მე.
- ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ!.. - სკამიდან წამოდგა ნატა და ლოყები ჩამიკოცნა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent