შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის მორევში


19-05-2017, 15:53
ავტორი nini sabauri
ნანახია 1 157

იცი რა მიყვარდა ყველაზე მეტად? სავსე მთვარეობისას გარეთ რომ გავიდოდი, გრილი ნიავი სახეზე მაშინვე რომ მომედებოდა.მარტო ვიყავი წყვდიადით მოცულ სამყაროში და ღამის სიბნელეს მთვარის ნათება არღვევდა.ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამხელა დედამიწაზე მხოლოდ მე ვცხოვრობდი და ჩემს გარდა სულიერი აღარაფერი დარჩენილიყო. მართლაც საოცარი იყო ის ღამეები რომლებსაც მე სავსე მთვარე მჩუქნიდა. მხოლოდ ამ დროს ვახერხებდი დავრჩენილიყავი მარტო ჩემს ფიქრებთან, ტკივილთან და მწუხარებასთან. ღამის მორევი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მითრევდა. მიყვარდა მთვარით განათებული ბუნების ყურება. შემეძლო მთელი ღამე, მთელი ცხოვრება მეყურებნა ამ სილამაზისთვის, ამიტომ არასოდეს მინდოდა გათენებულიყო, მინდოდა მოშორებით ვყოფილიყავი დღის სამყაროსაგან, ადამიანებისგან რომლებიც მხოლოდ აუფერულებდნენ ჩემს სულიერ სამყაროს. ერთი სული მქონდა ხოლმე როდის დადგებოდა ის ჟამი, როცა მთვარე დიდ, მრგვალ კაშკაშა ბურთად გადაიქცეოდა და მისი სინათლე გააპობდა ღამის წყვდიად სიბნელეს. შეიძლება ითქვას რომ ღამის ცხოვრებით ვცხოვრობდი, მთვარე იყო ჩემი სულიდ ნაწილი. ამ წყვდიადში, ისეთი სიჩუმე სუფევდა საკუთარ გულისცემასაც კი გაიგონებდა ადამიანი.
------------------------------------------------------------------------
-სალი, შენ კიდევ აქ ხარ? სახლში შემოდი გაცივდები. ყურში ჩემი დის ხმა ჩამესმა. უკან მივიხედე, პიჟამოებით და ხელში სანათით დამდგომოდა თავზე.
-აქ ირჩევნია ყოფნა ნია. შენ წადი დაიძინე. ცოტახანს შეყოვნდა, თვალები მობეზრებულად აატრიალა და გვერდით მომიჯდა, ვიცოდი ასე რომ მოიქცეოდა და გამეღიმა.
-სულ ერთი და იგივე... რატომ ზიხარ ყოველ სავსემთვარეობას გარეთ? - ინტერესიანი თვალებით მომაშტერდა.
-უბრალოდ მსიამოვნებს.
-რა?
-მსიამოვნებს ვუყურო როგორ ივსება მთვარე და მისი ბჟუტავი სხივები როგორ კიაფობენ უკუნითი სიბნელით მოცულ ბუნებაში.
-რა უცნაური ხარ სალი...ისეთი სახით მიყურებდა თითქოს პირველად მხედავდა, ოდნავ გამეღიმა მის ასეთ ქცევაზე, მხრები ავიჩეჩე და თვალები მთვარეს მივაპყარი. სახეზე ისევ ჩემი დის მწველ მზერას ვგრძნობდი.
-ბედნიერება...ტკივილი...
ტკივილი...ბედნიერება...
სიხარული...უბედურება... როგორც იქნა ხმა ამოვიღე, მაგრამ რატომღაც ისევ დუმილი ვარჩიე. გრძნობები ერთმანეთს ცვლიან, ის გრძნობები ბობოქრობას განაგრძობენ და თავდაყირა ატრიალებენ ჩემს სულს, ჩემს თითოეულ უჯრედსა და ატომს... შეხედე ამ თვარეს - ხელი ცაში ჩამოკიდებულ, უზარმაზარ მნათობი ბურთისკენ გავიშვირე. ის თითქმის ჩემი მეგობარია ნია, ყველაზე კარგი მეგობარიც კი. როდესაც მე აქ სავსე მთვარეობისას ვარ, ვგრძნობ აღუწერელ ბედნიერებასა და სიმშვიდეს. ხანდახან მგონია რომ ჩემი გული არც კი ფეთქავს, თავს ისე მშვიდად ვგრძნობ. გესმის ნია? ეს ჩემი ცხოვრებაა, ღამეა ჩემი ცხოვრება. ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე, რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენ ორს შორის.
- სად გინდა წახვიდე სალი? ცოტა არ იყოს უცნაური შეკითხვა დამისვა.
- შორს... ვუპასუხე მე.
- რისთვის იღწვი სალი? - ისევ განაგრძობდა ჩემთვის კითხვების დასმას.
- შეუცნობლისკენ.
- რატომ სალი?
- იმიტომ რომ მინდა ვიგრძნო და განვიცადო ის რაც აქამდე არ მიგვრძვნია და განმიცდია.
- რა მოხდება როცა შენს მიზანს მიაღწევ სალი?
- ეს იქნება არა დასარული ჩემი ბრძოლის, არმედ დასაწყისი...
- რატომ "ბრძოლის" დასაწყისი?
- იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ბრძოლაა ნია, ბრძოლა შეუცნობლისკენ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent