ცუდი გოგო "ენემი" (თავი 2)
დემეტრე ალბათ სულელურად ვიქცევი რომ სანისთან ვაპირებ ენემზე საუბარს, მაგრამ ვერ დავუშვებ ენემს რამე დაემართოს, ამ სახიფათო შეჯიბრებების გამო. ვფიქრობ სანი მიხედავს ამ საქმეს, ამიტომაც ვურეკავ ახლა. -გისმენთ -სანი დემეტრე ვარ -როგორ ხარ ბრატ? სად დაიკარგე -კარგად ვარ, უბრალოდ საზღვარგარეთ ვიყავი და ვერ შეგეხმიანე. -როგორ მიდის საქმეები? -კარგად. იცი შენთან სალაპარაკო მაქვს. -კარგი ხვალ შევხვდეთ თუ გცალია. -კარგი ხვალამდე. სანისთან საუბარს მოვრჩი და მეგობრებს ვესაუბრე ჯერ რბოლაზე წასვლა იქიდან კი კლუბში გავლა გადავწყვიტეთ. ენემი როდესაც გამომეღვიძა საათს დავხედე რომელიც 22:00-ს უჩვენებდა. რბოლის შესაბამისად ჩავიცვი და M5-ის გასაღები ავიღე, სახლში დავიბარე რომ გვიან დავბრუნდებოდი და ავტოდრომისაკენ გავწიე. დემეტრე ავტოდრომზე ახალი მისულები ვიყავით ვიღაცის მანქანა გიჟივით რომ შემოვარდა. ყველა რაღაცას გაიძახოდა: "როგორც ყოველთვის ფორმაშია", "მინდა მას ვგავდე", "ნეტავ ვინმე ოდესმე თუ დაამარცხებს", "ვერავინ შეცვლის მას ის ერთადერთია", და კიდევ ბევრი მსგავსი ფრაზა ისმოდა. ძალიან მაინტერესებდა ვინ მართავდა მანქანას მაგრამ არავინ არ გადმოსულა. რბოლა დაიწყო საბურვების კვამლსა და ხმას შეძახილებიც თან ერთვოდა. შეჯიბრი დასრულდა გამარჯვებული მანქანის კარი გაიღო და... იქიდან არც მეტი არც ნაკლები ენემ მეტრეველი გადმოვიდა. რაღაც გადასცეს, შემდეგ მანქანაში დაბრუნდა და ადგილს მოსწყდა. ენემი ავტოდრომზე მისვლისას პირდაპირ რბოლა დავიწყე. როგორც ყოველთვის მოვიგე, კონვერტი გადმომცეს სადაც ორ კვირიანი საგზური იდო ნიუ-იორკის მიმართულებით. სახლში მივედი და ჩემს ოთახში ავედი. გადავწყვიტე ნიუ-იორკში დედა და მამა გავუშვა ერთად დიდი ხანია არ ყოფილან დასასვენებლად. დემეტრე კლუბში ვერთობოდით ვსვავდით როდესაც დავინახეთ როგორ კამათობდნენ რამოდენიმე ბიჭი. მათგან ერთ-ერთი ვიცანით ენემის საუკეთესო მეგობარი საბა იყო. როგორც ჩანს მარტო იმყოფებოდა ,და ყველა მის წინააღმდეგ ჩანდნენ. რამოდენიმე წუთში გარეთ გავიდნენ. -ბიჭებო ის ენემის მეგობარი არაა ასე ვერ დავტოვებთ მარტოს გავყვეთ. (მე) -იქნებ უბრალოდ ვერ გაარკვიეს რამე (ნიკა) -მაშინ უბრალოდ ვნახოთ რა ხდება და ჩვენ საქმეს მივხედოთ. (ვატო) გარეთ გავედით და დავინახეთ როგორ ჩხუბობდნენ ისინი ბევრნი იყვნენ საბა კი ჩხუბობდა მარა ვერაფერს გახდებოდა მათთან. ჩვენც მივედით და საბას დახმარება დავიწყეთ. ყველა ვიღაცას ურტყავდა უცებ მანქანების ხმა და მთელი სისწრაფით შემოვარდნა ერთი გახდა... ენემი ოთახში ვიყავი ერთ-ერთი ბარიდან რომ დამირეკეს და მითხრეს რომ საბას ვიღაც ტიპები ეჩხუბებოდნენ და ის სრულიად მარტო იყო. სწრაფად ჩავიცვი იარაღი ავიღე (დამავიწყდა თქმა იარაღიც თან მაქვს ხოლმე. მამამ მასწავლა სროლა.), ბიჭებს დავურეკე და გიჟივით გავვარდი. ბართან ახლოს მოჩხუბარი ტიპები შევნიშნე სწრაფად დავამუხრუჭე და იარაღით გადმოვვარდი. გადავტენე და რამდენჯერმე ჰაერში ვისროლე. უცებ ყველანი გაჩერდნენ და მე შემომხედეს. დემეტრე მანქანები გაჩერდნენ იქიდან კი ყველაზე პირველი ენემი გადმოვიდა ხელში იარაღი ეჭირა და რამდენჯერმე ჰაერშიც გაისროლა. ყველანი მოგვშორდნენ , როცა გაცეცხლებული ენემი წავიდა მათკენ. -თქვენი დ.. შ.. რას აკეთებთ მე რა გითხარით დასაცხრილები ხართ-იმხელა ხმაზე დაიღრიალა ენა ჩაუვარდათ ყველას-ჰა თქვით რამე. სუ ნუ მაგჟებთ თორე ხოიცით ხელიც არ ამიკანკალდება ისე გაგასხმევინებთ მაგ დამპალ თავებს. -ჩვენ .. ჩვენ -რა? თქვენი დედაც ამოიღეთ ხმა - ისევ ღრიალებდა ენემი, არავინ პასუხობდა ამაზე კი უფრო იჭრებოდა. ვეღარ მოითმინა მათი სიჩუმე და ერთს ყბაში დაადო კიდეც. -გამომართვი შე *იდარასტო აიღე!!! - თავისი იარაღი ერ-ერთს ფეხებთან დაუგდო. -აიღე! - აგრძელებდა ყვირილს ენემის ბიჭები კი უკან იდგნენ და რაფერს აკეთებდნენ ისინიც ენემზე არანალებ გაბრაზებულები ჩანდნენ. მაგრამ არფერი არ მოიმოქმედეს. -ეხლა კარგად მომისმინეთ მე თქვენი.. მისამართს მიიღებსთ და იქ მოხვალთ, არ მოხვალთ და გაჩენის დღეს გაწყევლინებთ. წავედით ბიჭებო- ბოლოს ესღა თქვა თავი მადლობის ნიშნად დაგვიკრა , მანქანაში ჩაჯდა და თავის სასტავთან ერთად მოწყდა ადგილს. -ეს ვინ ყოფილა ტო. (ვატო) -არც კი ვიცი რა ვთქვა (ნიკა) -ესეთი მაგარი გოგო არ მინახია მოსიარულე ბომბი ყოფილა ძმაო (გიო) -კაი შეხედეთ თავებს რას ვგავართ ავახვიოთ ჩვენც. (მე) მთელი ღამე არ მეძინა თვალწინ სულ ენემი მედგა ისეთი მშვიდი ჩანდა არ მოველოდი ასეთი ფეთქებადი ხასიათი თუ ექნებოდა. ნეტავ საბა მარტო მეგობარია? მარტო მეგობრისთვის აკეთებდა ამას?. ფაქტია ენემზე სანისთან საუბარს აზრი არ აქვს , ალბათ იცის კიდეც რბოლებში რომ მონაწილეობს. ფიქრებით გართულს დილით ძლივს ჩამეძინა. ენემი კლუბში ჩემი დანახვისას ყველა გაჩუმდა ხმას არავინ იღებდა და ამაზე უფრო მეშლებოდა ნერვები. ვიყვირე ვიღრიალე და შეხვედრა დავუთქვი, ბოლოს დემეტრეს და მის მეგობრებს თავის დაკვრით გადავუხადე მადლობა და წამოვედი. ნეტამც არ მინდა შეხვედრაზე არ მოვიდნენ ეგ ახვრები მაგათ ვუჩვენებ მე ვინ ვარ და რა შემიძლია. ჯერ ისევ გაცეცხლებული ვარ და გადავწყვიტე ჩემი კინგ-ბოსქსის დარბაზში შევიარო. მხოლოდ ვარჯიში თუ დამამშვიდებს. *** ორ დღეში ყიფიანების ტერიტორიაზე ვიყავით: მე, საბუ , ალექსანდრე , სანი , გაგა და ვაჩე. ველოდები როდის მოვლენ ის ნაბი*ვრები. ვანანებ საბუს რომ შეეხნენ. სიცოცხლეს ჯოჯოხეთად ვუქცევ , იმდენს ვიზავ რო შემეხვეწნონ მომკალიო. და აი ისინიც მოვიდნენ... დაწერილი მქონდა მაგრამ მერე წამეშალა. იმედია მოგეწონებათ. გმადლობთ შეფასებისთვის. ყველაზე დიდი მადლობა შენ საინთ. შენმა კომენტარმა დიდი ძალა და გამბედაობა შემმატა მეორე თავის დასაწერად. პ.ს. მადლობა ყველას ვინც კითხულობს მიყვარხართ ყველა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.