შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იო (თავი 10)


20-05-2017, 21:41
ავტორი MoonDaughter
ნანახია 2 055

რისკენ მიისწრაფვიან ადამიანები? იმისთკენ რომ გაზოგადდნენ, იმისკენ რომ დაემგვანონ მათზე უფრო დიადს, თუმცა თავადაც არ იციან ვინ არის, ან რა არის ეს დიადი?! მოაქციეს მარწუხებში იდეა, რომლისკენაც მიისწრაფვიან და ყოველი ფეხის გადატრიალებაზე, თავს იმართლებენ, რომ ეს ადამიანური სისუსტის გამო მოუვიდათ. გამოიგონეს უამრავი ცნება, სიკეთისა და ბოროტების, სისუსტისა და სიძლიერის შესახებ და თავადაც ვერ გაურკვევიათ, რისთვის გაურბიან თავიანთ შინაგან ბუნებას?! თვლიან, რომ სისუსტე სიძლიერეს გაშორებს. სიმართლე კი ის არის, რომ მათაც არ იციან რა იმალება ამ ცნებების მიღმა. საიდუმლო აშინებთ, აშინებთ ჩაღრმავება, აშინებთ გარკვევა, აშინებთ ყოველივე უცხო, მხოლოდ იმიტომ რომ პასუხი ჩარჩოებს მიღმაა. ჩუმად აპარებენ თვალს ერთმანეთისგან მალულად და როგორც კი რაიმეს ვერ გაიგებენ, უმალვე უარყოფენ, უკუაგდებენ და იძულებენ. სიძულვილს იმით ამართლებენ, რომ ბოროტებას დევნიან. ბოროტებას კი სიძულვილი წარმოშობს, ალბათ... თუმცა, ვინ იცის... იქნებ, სულაც არ არსებობს ზუსტი ცნება, იქნებ სულაც არ არსებობს უკიდურესად მცდარი, ან უკიდურესად სწორი. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. სიბნელე წარმოშობს სინათლეს და სინათლე წარმოშობს სიბნელეს. ეს კი ისეთივე ცხადია, როგორიც ლეას ტკივილი. ისეთივე აშკარაა, როგორიც ლეას თავგანწირვა საყოველთაოდ აღიარებული ბოროტების წინაშე. მაინც, ვინ არის ადამიანი? მსაჯული თუ დამნაშავე? ალბათ, ორივე... დამნაშავე ყველაზე დიდ მსაჯულად წარმოგვიდგება ხოლმე, რადგან თავისი სიბოროტე გადაფაროს. თავისი სისუსტე გადაღებოს უხარისხო ფუნჯებით, რომელიც დაბრმავებულ თვალს მოატყუებს. ისინი კი, როგორც დაგიპნოზებულნი, მორჩილად შეაბიჯებენ განმკითხველთა ბრბოში და იმთავითვე წარმოშობენ უსამართლობით გამოწვეულ ვითომდა, კაცობრიობის გადასარჩენად და დასაცავად გამიზნულ სიკეთეს, განდევნონ მათგან განსხვავებულნი. ყველაფერს კი იმ დიადის წინაშე მუხლმოსადრეკად აკეთებენ. თითქოს და ამით იცავენ მას, თითქოს და იმ უცხოს მისი წაბილწვა სურს. ბოროტებას ბოროტებითვე პასუხობენ და მათი შემხედვარე, სუფთა სული იბინძურებს თავს. ისვება ბრბოსაგან წამოსული სიძულვილით სავსე შეძახილებით და ამ სუფთა სულის ბავშვთაგან, შეიძლება ერთმა სულ სხვაგვარად დაინახოს. შეიძლება მსაჯულის ნაცვლად, დამნაშავეობა აირჩიოს, რადგან არ სურს დაემგვანოს ბრბოს. ბრბო კი მასაც ჩაქოლავს, მასაც გაწირავს და ეს უსაშველო ჯაჭვი იქამდე გაიჭიმება, სანამ კაცობრიობა იარსებებს. სულ რომ ერთი ადამიანი დარჩეს დედამიწაზე, საბოლოოდ, ისიც დაიღლება საკუთარი არასრულფასოვნებით, დანაშაულის შეგრძნებით, ანდაც სისასტიკით, რადგან ბრბოთა საყოველთაო იდეა, თითოეულში დევს. მარტოდ დარჩენილი კი ერთ დღესაც, მსაჯულად მოევლინება საკუთარ თავს და საკუთარ თავსვე ჩაქოლავს, რადგან იცის რომ ვერასოდეს გახდება ის დიადი. ვერასოდეს გახდება ღმერთი და არც ვისმე მსაჯული ყოფილა არასდროს, საკუთარი თავის გარდა.

ლეა ძალაგამოცლილი იყო, მხოლოდ იოს სიტყვები ჩაესმოდა ყურებში და ყოველი გახსენება, ეკალივით უკაწრავდა გულს. ყველაზე მეტად კი, მასთან განშორება სტკიოდა, რადგან ის სიტყვები ორივე მხარეს ჩატეხილ ხიდს უდრიდა. იომ საცალფეხო ბილიკიც აღარ დაუტოვა მას, რომ მისკენ გზა გაეკვლია. ყველა გასასვლელი ჩახერგა და მარტოდმარტო დატოვა, სრულ სიცარიელეში. ბიჭის სიტყვებიდან, ორი დღის შემდეგ, ლეას ნიკოლოზი ესტუმრა მოზრდილი, აყვავილებული წითელი ვარდით ხელში. ვარდის ტოტს ეკლები უმშვენებდა. ლეა ხალათშემოხვეული, საწოლზე წამოწოლილი დაუხვდა, თვალები წაშლილი და არაფერისმთქმელი ჰქონდა, მაგრამ მამაკაცის დანახვაზე, ნაძალადევად გაიღიმა. ნიკოლოზმა, ეკლიანი ვარდი საწოლზე დადო და იქვე ჩამოჯდა.
-როგორ ხარ, ლეა? -სინანული იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში.
-ნორმალურად. -მხრები აიჩეჩა გოგონამ.
მამაკაცმა ხვნეშით ამოისუნთქა და კიდევ ერთხელ მიაპყრო სინანულით სავსე მზერა ლეას. გოგონას კი მრავლისმთქმელად ჩაეცინა.
-გეცოდები, არა?
-არა, უბრალოდ გული მწყდება, სად გაქრა ის ყველაფერი რაც მე და შენ გვაკავშირებდა?
-ეგ ყველაფერი ყალბი იყო. -მოკლედ მოუჭრა ლეამ.
-არა, ლეა. ის შენი ერთი მხარე იყო, ყველაზე ნათელი და კაშკაშა. ახლა კი, ახლა შენში იმ ლეამ გაიღვიძა, რომელიც ვერაფერს შემოგთავაზებს, რომ ცხოვრება განაგრძო.
-აზრი არ აქვს ამ საუბარს, სწორედ ასეთად ყოფნა მეხმარება იმაში, რომ ვიყო იმ ადამიანთან, ვინც მიყვარს.
-მას? მასაც უყვარხარ?
-მას არა. ჩემი სიყვარული უანგაროა, ნიკოლოზ. სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.
-სწორედ იმიტომ არ ითხოვს, რომ არ ელის. ადამიანი მაშინ ითხოვს, როცა მოლოდინი აქვს. არც ეს სიყვარულია ნამდვილი. ეს ფანატიზმია, ლეა.
-ის სხვანაირად ვერც გეყვარება.
-მაინც, რა აქვს მას ისეთი, რაც ჩემში ვერ ნახე?
-შენ... შენ სხვანაირი ხარ. შენ ალბათ მას ყველაფრით ჯობიხარ. ყველაფერი გაქვს, რის გამოც ცხოვრება ღირს, მაგრამ შენ ვერასოდეს შემომხედავ ისე, როგორც ის. შენ არც მისი ხმა გაქვს, არც თვალები, არც მასავით სუნთქავ... შენ ის ვერასოდეს გახდები, როგორადაც არ უნდა გეამაყებოდეს ეს ფაქტი. მე მაინც ის მინდა, მაინც მას გავყვები, ჯოჯოხეთშიც კი ჩავყვები, რადგან მეცოდინება რომ ის იქ არის. ახლაც, როცა შენს გვერდით ვარ, მის სიახლოვეს უფრო ვგრძნობ, ვიდრე შენსას.
-შენ უკვე ჯოჯოხეთში ხარ, ლეა. შენ უკვე სიგიჟის ზღვარიც გადაკვეთე. ამის იქეთ სიცარიელეა, აღარაფერი აღარ არის.
-სწორედ იმიტომ, რომ მას არ სურს. მე კიდევ, სიცარიელეზეც თანახმა ვარ, თუ მასთან ერთად ვიქნები.
-გაგიჟდი ლეა? -ხმას აუწია კაცმა და ფეხზე წამოდგა. -სულ შეიშალე? ვიღაც თინეიჯერი ბიჭი ასე როგორ მოქმედებს შენზე, ასე როგორ დაეცი?
-რაც გინდა, ის იფიქრე, ნიკოლოზ. ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია.
მამაკაცი სწრაფად, აღელვებით სუნთქავდა და ყოველ წამს, თვალებს ისრესდა ნერვიულობისგან. ბრაზი ისე მოაწვა, რომ როგორც თავად თვლიდა, ფსიქიკურად დაავადებული ლეასთვის მკურნალობაც აღარ სურდა. გოგონა კი გადაბრუნდა და ზურგი აქცია მას, კარგად მოიკნუტა საწოლზე და თვალები დახუჭა. ნიკოლოზმა რამოდენიმე წუთის შემდეგ, ხმამაღალი ჯახუნით დატოვა ლეას სახლი.

***
ლეას ისევ იო ესიზმრა. ზღვა სისხლისფერი იყო და ქვიშას წითელი ბუჟბუჟით ეხეთქებოდა. მასზე კი უსიცოცხლო სხეული ეფინა. ლეას წითელი კაბა ეცვა, აქა-იქ დაგლეჯილი, თმა მკერდს ქვევით ჩამოჰფენოდა და მისი სურვილის მიუხედავად, სწრაფად მისულიყო ქვიშაზე დაგდებულ სხეულთან, ფეხები ზლაზვნით ეკიდებოდნენ ერთმანეთს. სისხლის ზღვა კი წამებში ფარავდა და ისევ შორდებოდა უსიცოცხლო, დანით დაჩეხილ სხეულს. კიდევ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გოგონამ მკაფიოდ გაარჩია ფერადი ტატუებით სავსე თეთრი სხეული. არაამქვეყნიურმა, პანიკურმა შიშმა გამოაღვიძა გოგონა. სულ ოფლად იღვრებოდა, თუმცა არც უკივლია. უხმოდ და ყრუდ ხაოდა რამოდენიმე წამი და სახეზე ჩამოყრილ, გაოფლილ თმას იშორებდა. შემდეგ კი, ჩუმი კაკუნის ხმა მოესმა კარზე, რომელიც თანდათან იზრდებოდა და ბოლოს დამაყრუებლად ბრახუნებდა.

ლეა სწრაფად წამოდგა და კარისკენ თითქმის სირბილით გაექანა. სწრაფად გამოაღო კარი და თვალები გაუფართოვდა. თითქოს ელოდა კიდეც იოს მოსვლა, მაგრამ მაინც ვერ იჯერებდა, რომ კარის ზღურბლზე მას ხედავდა. ბიჭმა ერთხელ გაუყარა თვალი თვალში მას და შემდეგ, სწრაფად შევიდა სახლში. ლეამ უხმოდ მიხურა კარი და შესასვლელში გაიჯგიმა. იო კედელს მიეყრდნო, თავი უკან გადააგდო და კიდევ უფრო ზემოდან გადმოხედა მას.
-კიდევ რამე დაგრჩა სათქმელი? -ცივი, თუმცა დაღლილი ღიმილით შეეკითხა ლეა.
ბიჭს კი, სერიოზული გამომეტყველება არ ეცვლებოდა. პირდაპირ თვალებში უყურებდა ლეას და ამ უკანასკნელს ფეხებს უკვეთდა ეს მზერა, ამიტომ სწრაფად აარიდა თვალი.
-დღეს, აქ ვრჩები. -ისე თქვა იომ, თითქოს ლეას რეაქცია საერთოდ არ ანაღვლებდა და სრულებით დარწმუნებული იყო, რომ გოგონას სურვილის მიუხედავად, მაინც დარჩებოდა.
ლეამ გაკვირვებით შეკრა წარბები, შემდეგ კი სწრაფად გაუსწორა მზერა ბიჭს.
-რატომ?
-რა, რატომ? -გაეცინა იოს და თვალი აარიდა ლეას.
-რატომ დარჩები? ან რატომ მაინცდამაინც ჩემთან?
-აჰ, ლეა ლეა. -უდარდელად ჩაიფრუტუნა ბიჭმა და საძინებლისკენ აიღო გეზი.
გოგონაც მაშინვე აედევნა მას.
-შენ ხომ გეზიზღები? ხომ გაღიზიანებ? -სირბილითა და ოდნავი ყვირილით ედევნებოდა უკან იოს. ოთახში შესვლისთანავე, იო სწრაფად შემობრუნდა მისკენ, მაჯაში სწვდა და ოთახის კარს ლეას სხეული მიაკრა. ძალიან ახლოს იყო იო გოგონას სახესთან და ამ უკანასკნელს აჩქარებული სუნთქვა აუტყდა.
-მეზიზღები და მაღიზიანებ, მაგრამ როცა ვერ გიყურებ, მაშინ უფრო მზიზღდები. -ხმადაბლა წარმოთქვა ბიჭმა, ლეას კი თვალები მიელულა, იმდენად ახლოს იყო იო მის სახესთან. შემდეგ კი, ერთიანად მოსწყდა ბიჭის სხეული გოგონას და საწოლზე წამოჯდა. ლეა ისევ კარზე იყო აკრული და არ ირხეოდა. იომ, საწოლზე დაგდებულ ეკლებიან ვარდს მოჰკრა თვალი და ცალყბა ღიმილით ამოხედა ლეას, თან სიგარეტი მოიქცია ტუჩებს შორის და გაუკიდა.
გოგონა ოდნავ დამშვიდდა, ფრთხილად ათვალიერებდა იოს და მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე ფიქრობდა. ერთი შეხედვით, საშინელი იყო, რაც ბიჭმა უთხრა, მაგრამ ამ სიტყვებმა თითქოს გული გაულღვო ლეას, რადგან ამით იმაზე მეტი უთხრა, ვიდრე რომელიმე სხვა, ლამაზად წარმოთქმული სიტყვა იტყოდა. ეს სიტყვები, ბევრად მეტს ნიშნავდა და ბევრად მეტი დატვირთვა ჰქონდა. იომ კიდევ ერთხელ გაუყარა თვალი თვალში ლეას, შემდეგ კი ვარდს დასწვდა და მასზე გაუშტერდა მზერა. უგულოდ ატრიალებდა ხელში მცენარეს და ეკლებზე მყარად უსვამდა ხელს.
-წარმოიდგინე, რომ ეგ ვარდი, შენი ტკივილია. რას გაუკეთებ? -უეცრად, შეეკითხა ლეა.

იომ კი მაშინვე ამოხედა. შემდეგ, ფეხზე წამოდგა და ნელა მიუახლოვდა ლეას. მარცხენა ხელში, ვარდი ეჭირა, მარჯვენა ხელით კი ლეას ხალათის შეკრულ რემენს ჩაებღაუჭა და მისკენ მოქაჩა. გოგონა მთელი სხეულით შეეხეთქა ბიჭისას, მაგრამ თვალსაც არ აშორებდა მის ლურჯებს. იომ ჯერ ლეას ტუჩებისკენ დახარა თვალები, შემდეგ კი სწრაფად გაუყარა თვალი თვალში და ასევე სწრაფად შეუხსნა ხალათის რემენი. ლეას თეთრი საცვლები, შეხსნილ ხალათში ელავდნენ, მაგრამ გოგონა არც კი შერხეულა. ბიჭმა მარჯვენა ხელზე დაიხვია წვრილი რემენი. შემდეგ კი, ვარდიანი ხელი, ხალათს შორის, წელზე შეუცურა ლეას და მთელი ძალით მოისროლა საწოლზე. გოგონა მორჩილად მიჰყვებოდა იოს ნებას და საწოლზეც კარგად გასწორდა. ბიჭი ზემოდან მოექცა მას და ლეამ ცდუნებას ვეღარ გაუძლო, ხელები ბიჭის მკერდისაკენ გაექცნენ და თხელი თითები ფრთხილად შეახო. იო კი სწრაფად მოშორდა მას, ხელები გააშვებინა.
-შენ არ შემეხო! არც კოცნაში ამყვე! -სწრაფად მიაყარა სიტყვები ბიჭმა და გოგონას ბაგეებს დააცხრა.
ლეა არც ტუჩებს ამოძრავებდა და არც სხეულს. იო კი მაგრად არჭობდა კბილებს ტუჩებზე და ბაგეებით ლეას სახეს აწვებოდა, თითქოს უნდოდა მოეგუდა, თითქოს სურდა ძლიერ ეტკინა მისთვის. შემდეგ კი, ისე რომ კოცნა არ შეუწყვიტავს, ხელები თავს ზემოთ შეუკრა, რემენით გადაკოჭა და საწოლის, ხის გისოსებიან თავზე შეკრა. ტუჩებიდან იო ქვევით, ნიკაპისკენ ჩამოჰყვა ლეას, შემდეგ კი კისერში არჭობდა კბილებს. ლეას სტკიოდა და თან ავადმყოფურად სიამოვნებდა ეს ტკივილი. თვალები დაეხუჭა და პირიც ფართოდ გამოაღო, საიდანაც ვნებააღძრულ კვნესას აჟღერებდა. შემდეგ კი, საშინელი ტკივილი იგრძნო ყელის, მკერდისა და მუცლის არეში და სწრაფად გაახილა თვალი. იოს ლურჯებს გადააწყდა, მისი თვალებისკენ მომართულს, შემდეგ კი თავი მუცლისკენ დახარა გოგონამ. ეკლებიან ვარდს მთელი ძალით უსვამდა ბიჭი სხეულზე, და ნაკაწრებიდან გამოხეთქილი სისხლი, მის თეთრ საცვლებში იჟღინთებოდა. ლეას არ უკივლია, არც რაიმე უთქვამს. ენით ტუჩები გაისველა და ისევ დახუჭა თვალები. შემდეგ კი გრძნობდა, ნაკაწრებზე ცხელი ენის სრიალს და დროდადრო კბილების მტკივნეულ სერვას სხეულის მთელ ადგილებში. ვარდის ეკლები სისხლით მოისვარა, თუმცა მაინც აგრძელებდა ბიჭი ლეას სხეულის მოკაწვრას. წამები წუთებს მისდევდნენ, ლეა კი მტანჯველ სიამოვნებას გრძნობდა, თითქოს ამით იო იმ ტკივილს აჩვენებდა, რასაც შიგნიდან გრძნობდა. თითქოს საკუთარი დაკარწული სხეული, იოს გატანჯულ ბუნებას აცხადებდა. შემდეგ კი, ფეხებს შორის იგრძნო სიმხურვალე, რომელსაც წამებში ავსებდა იო. ლეას კი უფრო მეტი ტკივილი სურდა, თითქოს ბიჭიც პასუხობდა მოქმედებებით გოგონას ფიქრებს და უფრო მტანჯველ სიამოვნებას აყენებდა ლეას. ცხელი, ადუღებული ლავა კი თანდათან იზრდებოდა გოგონას სხეულში, ბოლოს კი ერთიანად იფეთქა და კბილებში ჩაბღაუჭებულ ქვედა ტუჩს მთელი ძალით უკბინა, იმდენად ძლიერად რომ კბილების დანატოვარი კვალიდან წითელმა სითხემ გამოჟონა. ლეა აჩქარებით სუნთქავდა, მაგრამ იმ სიამოვნებას კვლავ არ გაევლო, ამიტომ ჯიუტად არ ახელდა თვალს. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი, ძლივს დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და მიბნედილი მზერა ესროლა ჭერს. იო მის გვერდით იწვა, მშვიდად სუნთქავდა. სისლიანი ვარდი, მუცელზე ეფინა და ისიც ჭერს უყურებდა.

თითქმის ერთი საათი, ასე მდუმარედ იწვნენ. შემდეგ კი იო წამოდგა. სწრაფად ჩაიცვა და კარისკენ გაემართა. ლეამ მაშინ შეამჩნია, რომ საწოლზე აღარ იყო მიბმული. როგორც შეეძლო სწრაფად წამოდგა, ხალათი შემოიხვია სხეულზე და იოს გაეკიდა, რომელსაც უკვე სახლიდან გასასვლელი კარი გამოეღო.
-სად მიდიხარ? -აჩქარებული სუნთქვით იკითხა მან.
იო კი შემობრუნდა, ზევიდან ქვევით დახედა მას და დამცინავად გაუღიმა. ლეას სახე შეეყინა, ფეხები აუკანკალდა.
-მოიცა, შენ რა... -ძლივს ამოიბურდღუნა გოგონამ.
-სად გაქრა შენი თავდაჯერებულობა, ლეა? -გაეცინა იოს და თვალი აარიდა გოგონას.
-რა... რატომ გააკეთე? -შეშლილი ხმით ბურდღუნებდა ლეა.
-ის გავაკეთე, რაც ამდენი ხანია გინდა. იქნებ, ახლა მაინც მიხვდე, რომ ჩემთან არაფერი გესაქმება?!
ლეამ სწრაფად ახედა მას, თვალი თვალში გაუყარა. ახალს არაფერს ამბობდნენ მისი თვალები, ისევ ისეთივე მორჩილი და შეყვარებული იყო მისი მზერა. ეს კი გულს ურევდა თითქოს იოს. სახე მობეზრებულად დაეღრიცა, შემდეგ კი კარი მიხურა და ოდნავ მიუახლოვდა გოგონას.
-ამის შემდეგაც მოხვალ, არა?
ლეას კი თვალები აემღვრა, ჩაუწითლდა და წყლის ცხელი ბურთები ჩამოუგორდა ღაწვებზე.
-არ ყოფილხარ ყოვლისშემძლე, იო. -დაღლილად ჩაეღიმა ლეას. -თავი შემაყვარე, მაგრამ იმის ძალა არ გაქვს, რომ შემაძულო. ჩემი გრძნობა შენს მიმართ, ისედაც ორივეს გულისხმობს, სიძულვილსაც და სიყვარულსაც. ვერც ერთს წაშლი და ვერც მეორეს.
-ჩემი სიყვარული დანაშაულია. დანაშაულს კი ყოველთვის მოსდევს სასჯელი. -ცივად წარმოთქვა იომ.
-შენ ჩარჩოებს ამსხვევ, იო. მაგრამ, შენ უკიდურესობამდე მიიყვანე ის, რისი მიყვანაც ადამიანებმა ნახევრამდეც ვერ შეძლეს. ეს კი, ჩარჩოებზე უარესია. ვერც აქედან აღწევ თავს, რადგან დაასკვენი და ღრმად ჩაიბეჭდე, რომ შენი სიყვარული არ შეიძლება. ამას ვერ ამსხვრევ, ყველაფერს ანადგურებ, მაგრამ ამას ვერა. შენ შენს სისუსტეს ეკუთვნი და ვერც ხვდები, რომ ეს თვითმკვლელობაა.
-სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როდესაც ყველაფერი სულერთია შენთვის, მათ შორის სიკვდილ-სიცოცხლეც.
-შენ რომ მაგას ფიქრობდე, ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდი, იო.
ბიჭს მრავლისმთმელად ჩაეღიმა. შემდეგ კი, სწრაფად დასწვდა კარს და მალევე მიიმალა მის მიღმა.

ლეა ერთხანს გაშეშებული იდგა. შემდეგ კი, აბანოში შევიდა. ცხელ წყალში ჩაწვა მთელი სხეულით და ნაკაწრების წვა თითქოს ესიამოვნა კიდეც. იმ წამს არაფერზე უფიქრია, გარდა იოს მტკივნეული შეხებისა. ყოველ დეტალს იხსენებდა, ყოველ შეგრძნებას და თითქოს რეალობაში გადმოჰქონდა ხელმეორედ. ისევ ჩაებღაუჭა ქვედა ტუჩს და მთელი სახით ჩაეფლო ცხელ წყალში. სუნთქვას იქამდე იკავებდა, სანამ შეეძლო. შემდეგ, ხმამაღალი სუნთქვით ამოჰყოფდა თავს წყლიდან და ისევ იგივეს იმეორებდა იქამდე, სანამ მთლიანად არ გაცივდა წყალი.
მერე კი მიხვდა, რომ ბედნიერება წვრილმანებშია. არ არსებობს სამუდამო ბედნიერება, არც სიამოვნება გრძელდება სამუდამოდ. ოდესღაც, ყველაფერი მთავრდება. მხოლოდ ბედნიერი წამებით უნდა დატკბე და ამიტომაც არ ფიქრობდა იოს შემდეგ სიტყვებზე, რადგან გასახსენებელი უფრო მეტი ჰქონდა. თუნდაც ის, რაც ამ სიტყვებამდე მოხდა. იოს ნათქვამი სიტყვები, რომ მაშინ უფრო ეზიზღებოდა, როცა ვერ უყურებდა, ეს მეტად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვიდრე ბოლოს დანატოვარი. ის, რაც გოგონას ოთახის საწოლზე მოხდა, ბევრად მნიშვნელოვანი იყო ლეასთვის, ვიდრე იოს მიერ ბოლოს წარმოთქმული სიტყვები, ამიტომ შეეძლო გაეღიმა, ამიტომ შეეძლო მშვიდად ესუნთქა და თუნდაც, ებრძოლა. იოს ხომ სხვანაირი მოპყრობა არ შეეძლო, ეს თავიდანვე იცოდა. ამიტომ ესმოდა მისი, ამიტომაც არ დანებდებოდა და ამიტომაც არ მოშორდებოდა მას. თითქოს თავისი ნებით უვარდებოდა მშიერ ლომს ხახაში. ხომ აბსურდია, ხომ წარმოუდგენელია, მშიერ ცხოველს მხოლოდ იმის გამო შეაჭმევინო თავი, რომ მას შია? ზუსტად ასეთივე წარმოუდგენელი და თავგანწირული იყო ლეას სიყვარული იოს მიმართ. ნორმალური ადამიანებისთვის მიუღებელი, გაუგებარი და ავადმყოფური.

დამშვიდებული გამოვიდა ლეა სააბაზანოდან. მშვიდად, ღიღინით შევიდა თავის ოთახში და კომფორტულ ტანსაცმელში გამოეწყო. ასევე ღიღინით გაეშურა სამზარეულოსკენ, ყავა გაიმზადა, დალია. შემდეგ კი, აუღელვებლად დატოვა თავისი სახლი და საიდუმლო სანაპიროსკენ გაემართა.




№1 სტუმარი Guest Keta

აუუუუუუუჰ!
შემდეგ თავამდე მოვკვდები ალბათ :'(
ძალიან მაგარიააა

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

Guest Keta
აუუუუუუუჰ!
შემდეგ თავამდე მოვკვდები ალბათ :'(
ძალიან მაგარიააა

მადლობა, საყვარელო <3 <3 <3 ხვალ იქნება შემდეგი თავი, ზეგ კიდე შემდეგი, მაზეგ კიდე და იმის შემდეგ დამთავრდება სავარაუდოდ :/ მადლობა კიდევ ერთხელ <3 heart_eyes
MoonLady
ვაფრენ ! ვაფრენ, ვგიჟდები !
იო ეს რა მიქენი :დდდდ

არ ვიცი რა, არ ვიცი რაა... სულ უფრო და უფრო მევასება, სულ უფრო და უფრო მითრევს და ვეჯაჭვები. არ მჯერა, რომ ოდესმე დამთავრდება ეს ისტორია, არ მჯერა, ვერ ვიჯერებ. ჩემია, სულ ჩემია, ყველა სიტყვა ჩემია, იოც ჩემია, ლეაც ჩემია... შენც ჩემი ხარ !

ჩეეეემი დაბანა <3 მიყვარხარ heart_eyes

 


№3  offline წევრი ვივი

ar daamtavro male please, saocrad wer, magijeb pirdapir :*****

 


№4  offline მოდერი MoonDaughter

ვივი
ar daamtavro male please, saocrad wer, magijeb pirdapir :*****

მადლობა, სიყვარულო <3 heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ყველანაირად განსხვავებულია იო.კარგი იყო.

თუმცა მისი ბუნება და ხასიათი არცაა გასაკვირი
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი MoonDaughter

La-Na
ყველანაირად განსხვავებულია იო.კარგი იყო.

თუმცა მისი ბუნება და ხასიათი არცაა გასაკვირი

გეთანხმები, ლანა :/ <3 <3 <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian sainteresoa chemtvis es istoria. Momwons siujetis aseti ganvitareba da vnaxot ra iqneba. Moutbenlad geli!!

 


№8  offline მოდერი MoonDaughter

nawkas12345
Dzalian sainteresoa chemtvis es istoria. Momwons siujetis aseti ganvitareba da vnaxot ra iqneba. Moutbenlad geli!!

უღრმესი მადლობა, საყვარელო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent