შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

5.პროფესორი მეტიჩარა


21-05-2017, 11:54
ავტორი blue witch
ნანახია 1 999

-როგორ ხარ?-მანქანაში კვიცივით შემხტარს, ნიკას ყურებამდე გაწელილი პირი მაგებებს სიტყვებს.
-შენ, რომ დაგინახე რაღა მიჭირს.-ღვედს ვეჯაჯგურები, თუმცა ამ მანქანაში ყველაფერი პატრონივითაა, ჩემი სიცოცხლის გამწარებაზე ორიენტირებული!
-რა დაბდურა ხარ!-მეუბნება ნიკა, მერე ჩემკენ იწევს და ჩემი ბედივით აბურდულ ღვედს თავის ადგილას ამაგრებს.
-იკაცე თუ რაქენი ეხლა?
-ვიჯენტლმენე.-საბურავების წუილით ძრავს მანქანას. გენაცვალე, თუ ჯენტლმენობ ბოლომდე ინჯენტლმენე, სიჩქარისაგან გული წინდბში თუ არ ჩამივარდა რაა მამული?!
-რა გინდოდა?-მკვახედ ვეკითხები, თან ელექტრო პროპელერივით ვტრიალებ ადგილზე.
-სეირნობა.-მოკლედ მიჭრის. ჰოი სიბრძნის ღმერთო! მაგას ჩემითაც მივხვდი ორფეხა ჯორო და ღორო!
-ნამეტანი მივსეირნობთ.-ვსისინებ ხმადაბლა.
-რაო პატარა, გეშინია სიჩქარის?-იქედნურად შემომცინის.
-თუ რამეს შევასკდებით ჯანდაბას, ოღონდ შენ დალიე სული ადგილზე.
-თან გაგიყოლებ!-ჩვენი დამრიგებელივით მიქნევს თითს.
-არაუშავს, შენი მოშირებით მსოფლიოს გადავარჩენ, დაე შევეწირო ამ დიდ სიკეთეს, გმირად შემრაცხავენ!-ვტიკტიკებ გაქაფული.
-კარგი კარგი, ენა არ იღძო.
-ჩემზე ნუ ღელავ!-ენას ვუყოფ.
-ჰოო, შენზე დარდით ვერ ვიძინებ!-ისევ დებილივით ატრიალებს თავის კდემამოსილ თითს. გაწიოს თორე გადავუმტვრევ.
-ეგ რა მითხარი, ახლა მეც აღარ დამეძინება.-გულზე ვიდებ ხელს.
-ცოტა დასერიოზულდი.-ცაო ვეშაპი გვთქვიფე თავში! ეს ცანცაარა მელაპარაკება სერიოზულობაზე?
-სიცხე ხომ არ გაქვს შვილო?-შუბლზე ვადებ ხელს. ჰო, მგონი ჯობდა ეს არ გამეკეტებინა, თბილ კანზე მიტყეპებული ცემი ხელი ოკუპირებულივით შეშდება. სანამ დებილივით მივშტერებივარ სახეში, მანამ ნიკასაც ეტყობა მრელვარება, დიდი იმედი მაქვს ის უცაბედი, საწერკალმის გადასაწოდებლად, ფურცლების საფრიალოდ და მსგავსი სასკოლო შეხებების ნაცვლად ეკონომიკური მდგომარეობა ახსენდება!
-აშკარად.-გამომაქვს დასკვანა და ხელს გველნაკბენივით სწაფად ვაშორებ, გაყინული წამზომი ისევ ირთვება.
-სად მომათრიე?-გაოცებისგან თვალებგაფართოებული შევყურებ მაღალ შენობას.
-მაღაზიაში მოგიყვანე სალომე.-კაი გაჩე, მაგას მეც მივხვდი! თვალები ჯერ-ჯერობით ფუნქციონალურ მდგომარეობაში მაქვს და საწაულებრივად დავინახე!
-კაკები უნდა მიყიდო?!-დაცინვით კი ვეკითხები, მაგრამ ზომას, ვიტრინებსა და ვიტრინებში გამოდგმულ მანეკენებს თუ გავითვალიწინებთ აშკარად არაა კაკებისთვის განკუთვნილი ვიზიტი.
-ჯერ კაბას გიყიდი და მერეიყოს კაკები.-ამის არჩეული კაბა რა უნდა იყოს. ჰააჰ, მოიცა, მოიცა, რა სიკვდილი დაახეთქა ახლა?
-ვერ გავიგე?-თითებს ვპარჭყავ.-რაში მჭირდება კაბა?
-მოტკეცილი სპორტულებით ბიჭთან შესახვედრად ვინ მიდის? უცნაურო უცნაურთა შორის.-უკაცრავად?! ბოდიში მოიხადე დეგრადირებულო დებილო!
-შენთან შესახვედრად ვინც გამოიპრანჭოს ის იყოს არანორმალური! -ვყვრი შეძლებისდაგვარად ხმამაღლა.
-კაი, მაგრამ ჩემ ნათესავებთან შესახვედრად გამოპრანჭვა მოგიწევს.-ჰაა! ნიკას შემთხვევით თავი ხომ არა აქვს რამეზე მირტყმული?
-რა მინდა შენ ნათესავებთან?
-ჩემი შეყვარებული უნდა იყო ცოტა ხნით, დიდი პატივი გხვდა წილად!-ამაყად მიცხადებს სიფათში ტაფანარტყამი ვაჟბატონი. წეღან, რომ ვინატრე ვეშაპი მთქვიფონ თქო მგონი ასრულდა, ყოველშემთხვევაში ჩემი ვარაუდით, ამ მოვლენისას ზუსტად ასეთი, ყბაჩამოვარდნილი ვიქნებოდი როგორც ახლა.
-თვალი მიფრიალებს, სულ მაგაზე ვფიქრობდი!-ხელბს ბიჭიკოს მექანიკურივით ვიქნევ, ვიმედოვნებ „შემთხვევით“ ჩემს მტევნებს მაგის ყბას გავაცნობ.
-რა გიშავდება?-ვაიმეე, ნუ პრუწავ ტუჩებს თორე სხვა სურვილები მიჩნდება, დაიცა რას ვამბობ, სხვა სურვილებში ტუჩების ამოწვა ვიგულისხმე. ჰო სულ არ ვიტყუები!
-რა მიშავდება? მოდი აგიხსნი: თუნდაც ერთი წამით იმის გააზრება, რომ შენი შეყვარებული ვიქნები, მორალურად, ფსიქიკურად და ფიზიკურად მანადგურებს.-ბრაზმორეული რეებს ვსისინებ აზრზე არ ვარ.
-ეს ხომ არ იქნება ნამდვილი?-თვითონაც ხელების ქნევას იწყებს.
მეც სწორედ მანდ ვარ!
-რა მნიშვნელობა აქვს, არ მინდა!-ვიბუსხები.
ცოტა ხანში ვამჩნევ, რომ ჩემი გეგმა ჩაიფუშა. როგორც ჩანს, მთლად მყარი არგუმენტებიც ვერ ამოვჩიჩქნე, თორემ არ ვიდგებოდი მაღაზიაში, საკიდებთან და ყველა კაბას არ დავიწუნებდი!
-იქნებ ეს?-იმედიანად მიჩვენებს ღია, კრემისფერი კაბისკენ. კი აბა! ამას ჩავიცვამ და ბარემ ეკლესიში გამოგყვები! იდიოტო!
-გაწიე!-ქეციანი ძაღლივით ვიქნევ იმ უტვინო ტვინიტ გამოვსებულ გოგრას, ამას, რომ დასთანხმდა თავისი პათოლოგიური იდეების განსახორციელებლად. ღმერთო რატომ არ ჩამამიწე და ჩამკალი!
-კარგი რა სალო!-სალოც გავხდი უკვე! დეგრადირებული დებილი!- მეთოთხმეტე კაბაა, რომელიც საზიზღრობად შერაცხე.-დედაა, ეს რა ტრაგედია მომხდარა.
-კარგია, რომ ტვინი გეყო და მიხვდი რას წარმოადგენდა თოთხმეტი ნანინანატრი კაბა!
-მაშინ თვალები დაჯექი მანქანაში და მეც მალე მოვალ!
-და კაბას შენ მიყიდი?
-გააკეთე რასაც გეუბნები, ჩემ ნათესავებს უნდა მოეწონო!-თუ შემოგკარი ლაპარაკისგან გაქცეულ ყბას უფრო გაგიგცევ! მომინდომა ფარონობა! ვერ მოგართვი, ბრძანებებს მე გავცემ!
-არავითარ შემთხვევაში ნიკოლოზ!
-არმოგწონება და ნუ ჩაიცმევ!-ამან დებატებში როგორ უნდა მომიგოს? ძალიან კარგი, ოქროსიც, რომ იყოს მაინც სპორტულები მეცმევა.
მანქანის სალონში ლოდინის შემდგომ,ტუტანჰამონის გარე ბიძაშვილი საზეიმო გამომეტყველებით, აფოფრილი ქოჩრითა და ცელოფნით ხელდამშვენებული ბრუნდება.
-სად უნდა ჩავიცვა?-შეტევაზე გადავდივარ.
-სახლში აგიყვან, მოწესრიგდი და იქ გაისინჯე.-მიკაკლავს გახარებული.
-პირობა პირობაა, არ მომეწონება და სპორტულებით მოვდივარ!-ფილოსოფიურად ვეტიკტიკები და ცელოფან ს კიბეზე მივათრევ. სახლის კარი ს შეგლეჯა და სოფოკლეს დანახვა ერთია. გონებაში მადლობას ვწირავ ნიკას, სანათესაო ვიზიტთ, ვატოს არაჩვეულებრივობაზე ერთღამიანი სეანსის მოსმენისაგან მიხსნის. ზემოთხსენებულ სენსზე კი სოფიკოს დაფჩენილი პირი მეტყველებს.
-არ მცალია!-წინასწა ვაგებებ და ცელოფანს მხეცურად ვხევ. განა მაინტერესბს? უბრალოდ გაუხსნელი თუ იქნება ხომ აუცილებლად მკითხავს არ გინახავს და საიდან მიხვდი, რომ არ მოგეწონაო.
-რატომ?-მეკითხება სოფო. გლეჯვის პროცესსი მოკლედ ვუყვები მიზეზს. ჯობდა ენა ჩამვარდნოდა! შტერი ხარ სალომე, შტერიი!
-რაა?-აღფრთოვანებული წივის ჩემი და.
-ნუ მირტყავ კრუგებს, დამტვერილი ნაძვის ხე კარადაშია შეჩურთული, მე სალომე ვარ.-როგორც იქნა მსუბუქი ნაჭერი ხვდება თითებს. რეკორდული სიჩქარით ვაძრობ და კვლავ “თავშივეშაპიმთქვიფეს“ ეფექტს განვიცდი. ღია ოქროსფერი, მუხლებამდე დაშვებული კაბა ისეთი ლამაზია სიტყვის უკან წაღება მომიწევს. სანამ აჟიტირებული ვიკეთებს უმსუბუქეს მაკიაჟს და თმებსაც ღერა-ღერა ვიპუტავ, ვიღას ახსოვს სპორტულებით წაფრატუნების გეგმა.
ფეზე დაბალძირიან ფეხსაცმელ ვიცვამ, სოფიკოს ყიჟინს უკან ვიტოვებ, დაოთხილი გავრბივარ და მანქანაში ავაზასავით ოსტატურად ვხტები.
-ძალიან გიხდება.-ძლივს ამაისგან რაღაც კომპლიმენტისმაგვარი მოვისმინე.-შენ თმას ეხამება.-მანიშნებს ამჟამად ოქროსფერში გარდამავალი, კარამელისფერად შეღებილი თავისკენ.
-ჰო კკარგად მოგიფიქრებია.-დაბნეული სარკასტული რეპლიკის ნაცვლად, ჩიფჩიფით ვბუტბუტებ.
-მომენატრა შენი წაბლისფერი თმები, იმედია ოდესმე ისევ ბუნებრივ ტონს დაიბრუნებ.-სევდანარევი ხმით მეუბნება. დღეს ძალიან დაშტერების დღე მაქვს.
-არ მეგონა შენ თუ რამე გენატრებოდა, მითუმეტეს ჩემი.-შეიძლება ცინიკურად ჟღერს, თუმცა ნამდვილად გულწრფელად ვამბობ.
-მე ბევრი რამ მენატრბა, წარსული დროიდან, მათ შორის შენი თმებიც. -მელანქოლიურ ნოტაზე საუბრობს.-ჰოო, ძალიან ბევრი.
დამუნჯებული, ქუთუთოებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს, საზურგეს ვეყრდნობი და თავს უფლებას ვაძლევ ყველაფერი დეტალურად გავიხსენო, ის რაც მალე ისედაც ამოხეთქავს. გონებაში კინოფილმივით გადის კადრები:მოზუზუნე კლასში შემთხვევით სემჩნეული მომზირალი თვალები, უცნაური, თითქოსდა შეუფერებელი სიტყვები, ერთად სირბილი, სიცილი, მუდმივად ბიჭების „სასტავში“ მყოფი მე, რომელასაც ბიჭად თვლიდნენ და განსაკუთრებულად ემეგობრებოდნენ. ეჭვქვეშ ცხოვრება, მაშინ ვთვლიდი, რომ ნიკოლოზს მე ვუყვარდი, მაგრამ ამაში დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ, ეს მისი სხვებისადმი დამოკიდებულების, ჩემდამი ძირითადი უემოციობის და კიდევ ათასი მიზეზის გამო ხდებოდა.
ბოლოს, დავასკვენი, რომ თავს ვიტყუებდი და ნიკოლოზის „სიყვარული’ ჩემი ილუზია იყო, შესაბამისად , ყველაფერი უპრობლემოდ განვაგრძე და მხოლოდ იშვიათადღა თუ ვფიქრობდი ამაზე.
მე იოლად გავუმკლავდი, საერთოდ აღარ მაწუხებდა ნიკას საქციელი, პირიქით, მე თვითონაც დავცინოდი.
ახლა კი ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება, მე კი არ შემიძლია იმ ბრაზის, ტკივილის ნერვები-წყვეტის და დაღმეჭილი სიცილის ჩახშობა, დავიწყება, დაკიდება და სუფთა ფურცლიდან დაწყება.
ჯერ კიდევ დაბადების დღეზე მივიღე ეს გადაწყევტილება, მორჩა განხილვას არ ექვემდებარება, იმიტომ, რომ მე ასე მინდა, ნიკოლოზის გარეშე ყოფნა მინდა, მისი გამწარება მინდა.
მინდა და შევასრულებ კიდეც!
* * * * * * *
ნიკოლოზის სახლში ოცდაატი, ან ცოტა მეტი ადამიანი დამხვდა, დაწყებული ნიკას ორი მეტიჩარა, ფუქსავატი დით და საყვარელი, ძმით, დამთავრებული უამრავი ბიძაშვილით.
სუფრასტან ძლივძლიობიტ ვაღწევ, ლოყებს გადაკოცნისაგან ვეღარ ვგრძნობ, ნიკოლოზო გაწამებული სახით მისკუპდება გვერდით.
დანა-ჩანგლის წკარუნში, ჟრიამულსა და კითხვები კორიანტელში ერთი ფაშფაშა ქალი იწყებს საუბარს. ამას ჯობდა ანკეტა შემევსო და შუბლზე მიმეკრა, სახელი, გვარი, ასაკი, სიმაღლე, ფეხის ზომა, პარამეტრები, თმის სიგრძე, გენეალოგია და განათლება სიალეის დაკითხვაზე მყოფივით ჩამომაჭიკჭიკებინეს.
-შენ მგონი ის გოგო ხარ, ნიკოლოზის კლასელი.-ლუკმის ყლაპვით ტლიკინებს ფაშფაშა.
-ჰო ერთმანეთი სკოლაში სეგვიყვარდა.-მეატასედ ვცრი ტყუილს კბილებს შორის და პოტენციურ საქმრეს იდაყვზე მწარედ ვჩქმენტავ.
-ჰო მახსოვს მახსოსვ,-იმდენი შენ რა გითხარი, ესეიგი ეს წლები სიყვარულის შესანიღბად იგველა? კი აბა უეჭველი. ღიმილისმაგვარ მიმიკას ვიღებ და თეფშისკენ ვიხრები.-ხშირად გვიყვებოდა ერთ გოგოზე რომელიც უყვარდა , კიდევ კარგი დაადგა საშველი და გიტხრა.
მე და ნიკოლოზს წკარუნით გვიცვივა ხელიდან ჩანგლები, ჩემი ტვინი ინფორმაციის გადახარშვას ცდილობს და ფიზიკურად არ შემიძლია ხელში ჩანგალი მეკავოს, ხოლო გვერდით მომჯდარი პიროვნებსათვის კარგად დაფარული საიდუმლოს გაცემით გამოწვეული ელდის ნიადაგზე ებერტყება მისი რკინა იატაკს.
* * * * * * *
-იცი-წამოწყებას ცდილობს ნიკა თუმცა არ ვაცდი.
-არაარის ახნა საჭირო, ისედაც ვიცი იმ ქალმა ტყუილი თქვა.-არა ვაცდი ლაპარაკს, იმედი გაჩენამდე უნდა ჩვაკლა!
-სიმართლე ტქვა.-ათრთოლებული ტემბრი, დაბნეული თვალები, გულწრფელი ხმა და საცოდავი გამოხედვა, რომ არა არაფრით დავიჯერებდი.
ეს კიდევ უფრო უარესია, ვუყვარდი და ამიტომ მაწვალებდა, მაბრაზებდა ნერვებს, მიშლიდა! მაზოხისტი, სადისტი და დეგრადირებული დებილი.
შურისძიება ტკბილია.
-სამწუხაროა, ნიკოლოზ, მაგრამ შენი ტყუილების არ მჯერა.-მანქანიდან გიჟივიტ გადამხტარი ავრბივარ კიბეეებზე. სოფოს არ სძინავს, ქაქანის ვუქმობ.
-მოდი რაღაც უნდა მოგიყვე.
p.s წინა თავზე დაწერილმა კომენტარებმა ძალიან გამახარა, იმედია ახლაც იაქტიურებთ! ძალიან მიყვარხართ და უღრმესი მადლობა ყველას! ახალი ტავი ცოტა დაიგვიანებს, გაკოცეეთ!



№1 სტუმარი Guest GvanCaa

Tavidan bolomde skhva natsarmoebebis mibadzva iko
Ar sheidzleba ase!

 


№2  offline წევრი blue witch

Guest GvanCaa
Tavidan bolomde skhva natsarmoebebis mibadzva iko
Ar sheidzleba ase!

რას გულისხმობთ მაინც ? რომელ ნაწარმოებს ვბაძავ?

ჩემო საყვარელო მკითხველო, თუ ჩემი ისტორია მართლა იმეორებს სხვა ავტორის ნააზრევს მაშინ აღარ გავაგრძელებ. unamused

 


№3 სტუმარი nini

ძალიან მაგარიაა <3 გააგრძელე და არავის არ უსმინოო

 


№4  offline წევრი blue witch

nini
ძალიან მაგარიაა <3 გააგრძელე და არავის არ უსმინოო

დიდი მადლობა heart_eyes არვიცი რომელი ისტორია იგულისხმა მაგრამ ყველაფერი მართლა ჩემი მოფიქრებულია confounded kissing_heart

 


№5  offline წევრი anuki15

ვაიმეე საყვარელი ნიკოლოზიი heart_eyes მაინც მიყვარს და რა ვქნა?! აქამდე რას აწვალებდა რაა ამ გოგოს ეთქვა უფფ joy ნუუ მომწონს ძალიან ძალიან ეს ისტორია, მარა რა მაინტერესებს იცი? რატომ სჭირდება ნიკას რომ სალო მის საცოლედ გაასაღოს? რა მაფიაა? joy თუ მიზეზი სჭირდებოდა იმისთვის რო გვერდით ყოლოდა? დავიბენიი :/

 


№6  offline წევრი blue witch

anuki15
ვაიმეე საყვარელი ნიკოლოზიი heart_eyes მაინც მიყვარს და რა ვქნა?! აქამდე რას აწვალებდა რაა ამ გოგოს ეთქვა უფფ joy ნუუ მომწონს ძალიან ძალიან ეს ისტორია, მარა რა მაინტერესებს იცი? რატომ სჭირდება ნიკას რომ სალო მის საცოლედ გაასაღოს? რა მაფიაა? joy თუ მიზეზი სჭირდებოდა იმისთვის რო გვერდით ყოლოდა? დავიბენიი :/

მაგას გავიგებთ თანდათან❤️ heart_eyes

 


№7  offline წევრი londoni

როდის დადებ ახალს?:))

 


№8  offline წევრი blue witch

londoni
როდის დადებ ახალს?:))
ჯანმრთელობის მსუბუქი პრობლემა შემექმნა, სამწუხაროდ გამოცდებიც კარს მომადგა, ლოგინში ვწევარ და ისე ვმეცადინეობ, ამიტომ დავწერე ახალი თავი დაიგვეანებს მეთქი, იმედია ბოლომდე Mომყვებით და Mაპატიებთ უსაქციელობას რადგან Aრდადეგები კარს მომადგა და ამ AრცთUისე პატარა ისტორისს Dიდი და YოველდღIური თAვებით გაგანებივრებთ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent