მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 17 თავი
---ძალიან გაინტერესებს?აზრს ხომ არ შეიცვლი დედაზე. ---არა,რა სისულელეა,მაგრამ ძალიან მაინტერესებს და მინდა ვიცოდე სიმართლე. ---რადგან ასე ძალიან გინდა,არ შემაწყვეტინო.ლუკამ სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა და დაიწყო. ---სკოლაში დავდიოდით,ჯერ კიდევ მოსწავლეები ვიყავით და ერთ ჯგუფში ვსწავლობდით.წლების განმავლობაში ვერ ვამხელდი მისგამი სიყვარულს და ჩუმად ვაცილებდი აბეზარ თაყვანისმცემლებს.მირიანი მეხმარებოდა მაგრად,რამდენჯერ უჩემოდაც კი უჩხუბია. ზაზა კი მარტო ინფორმაციის მომტანი იყო.ზაზა კი მარტო ინფორმაციის მომტანი იყო,ფოსტას აფრენდა ჩემთან და თავად ზედმეტად არ ერეოდა.16 წლის ვიყავი,რომ ბოლოს და ბოლოს დაველაპარაკე,გავუმხილე ჩემი სიყვარული.ჩემდა გასაკვირად მარგოსგან თანხმობა მივიღე და მარგოს ვეღარავინი ვერ ეკარებოდა,რადგან ჩვენ ექვსეულს ,,შავ მაფიად'' გვიცნობდა ყველა და ყველას ეშინოდა ჩვენი.ჩვენი შეხვედრები უფრო ხშირი გახდა,მას რომ ვხვდებოდი სკოლის შემდეგ,სულ სხვა შეგრძნება მქონდა, გული ამოვარდნას მქონდა.ერთ საღამოს გვიან გამოვედით მასწავლებლიდან და სახლამდე მივაცილე,მაშინ გავბედე და ვაკოცე. ეს ჩვენი პირველი კოცნა იყო და ჩვენი პირველი ფიზიკური შეხება. სიხარულით სავსე დავრუნდი იმ საღამოს სახლში და მასზე ფიქრში ჩამეძინა. ერთ საღამოს მორცხვად მითხრა,დღეს მარტო ვარ სახლში და დარჩი ჩემთანო. სახლში გადავრეკე, რომ მირიანთან ვრჩებოდი და მირიანიც გავაფრთხილე.იმ ღამით მოხდა მოსახდენი, იმ ღამით გავიზიარეთ სხეულის სითბო და უფრო შევიგრძენით ერთმანეთის სიყვარული .მეორე დღეს შაბათი იყო და გახარებული ავდექი,მოვეფერე მძინარეს და წამოვედი. სახლში კიარ მივდიოდი, მივფრინავდი და რა ვიცოდი ეს სიხარული თუ დროებითი იქნებოდა. რა ვიცოდი თუ ბედნიერებამ მხოლოდ დროებით გააღო ჩემი გულის კარები.ზუსტად ორ თვეში მითხრა გაუბედავად, ,,უნდა დაგშორდეო''. გაოცებულმა ჯერ ვერ მოვიფიქრე რა მეთქვა და შემდეგ ვკითხე, ,,რატომეთქი''.და იცი რა მიპასუხა?,,არ მიყვარხარო'',რაც ეს ყოვლად დაუჯერებელი იყო,მისი თვალები სულ სხვა რამეს ამბობდნენ. ვიდექი გაოგნებული და არ მჯეროდა მისი ბაგეებიდან ნათქვამი ეს დაუჯერებელი სიტყვები.მივჩერებოდი და ვხედავდი,როგორ მშორდებოდა თანდათან.აზრზე რომ მოვედი,გვერდით მხოლოდ გეგი და მირიანი მედგა.ცოტა ხანში დათო და ალეკო მოვიდა და მითხრეს,რომ მარგოს ოჯახი სადღაც წავიდნენ ერთიანად და მარგო ტირილით მიყავდა დედამისს. უცებ სიბრაზით ავინთე და დათოს შევეკითხე.უკვე წავიდნენმეთქი? პასუხი უარყოფითი რომ მივიღე,გეგის ჩანთა ხელში მივაჩეჩე და გაბრაზებულმა სულ სირბილით მივედი მის ბინამდე. მართალი აღმოჩნდა დათო გარეთ დიდი მანქანა იდგა და სახლიდან კი ნივთები გამოქონდათ.მარგო იქვე იდგა მოწყენილი,ახლოს მივედი თვალები დასიებული ქონდა ტირილისგან.ხელი მოვკიდე და ბინის გვერძე გავიყვანე.საშინელი სიტყვებით ვლანძღე,ის იდგა მომჩერებოდა და ტიროდა.დავიცალე ყვირილით,სიბრაზის ემოციებისგან და ბოლოს ისიც კი ვუთხარი ჩუმად,თუ როგორ ძლიერ მეზიზღებოდა,რომ მატყუარა იყო და მატყუილებდა მთელი ის დრო,როცა მე მასზე ფიქრით ვათენებდი და ვაღამებდი.ვერ მოვერიე თავს,ვერ დავიმორჩილე ნერვები,ვერ გაუძელი მისი მოცახცახე ბაგეების შეხედვას და როგორც პირველი კოცნა იყო ჩემი,ასევე დავიტოვე ბოლო კოცნაც.თავადაც მაკოცა,არ შემწინააღმდეგებია.სწორედ ამ კოცნის შედეგია,ჩემს გულს რომ არავინ არ ეკარება. მივხვდი,რომ ისევ ისე ვუყვარდი,როგორც თავიდან,უფრო მეტადაც კი.წამოვედი ემოციებ დაცლილი და მეორე დღეს მისი ადგილი რომ ცარიელი დამხვდა,ჩემი გულიც დაცარიელდა. ---ძალიან გაინტერესებს?აზრს ხომ არ შეიცვლი დედაზე. ---არა,რა სისულელეა,მაგრამ ძალიან მაინტერესებს და მინდა ვიცოდე სიმართლე. ---რადგან ასე ძალიან გინდა,არ შემაწყვეტინო.ლუკამ სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა და დაიწყო. ---სკოლაში დავდიოდით,ჯერ კიდევ მოსწავლეები ვიყავით და ერთ ჯგუფში ვსწავლობდით.წლების განმავლობაში ვერ ვამხელდი მისგამი სიყვარულს და ჩუმად ვაცილებდი აბეზარ თაყვანისმცემლებს. მირიანი მეხმარებოდა მაგრად,რამდენჯერ უჩემოდაც კი უჩხუბია. ზაზა კი მარტო ინფორმაციის მომტანი იყო,ფოსტას აფრენდა ჩემთან და თავად ზედმეტად არ ერეოდა, ხეზე შემოჯდებოდა ახლო-მახლო და გვიყურებდა, თუ გართულდებოდა სიტუაცია ერთი საყვირი ჰქონდა მილიციის ჩართავდა იმას და მოწინააღმდეგეს ეგონა, რომ მილიცია მოდიოდა და გარბოდა.ჩვენ ვიყავით ყველა დასინიაკებული და ტანსაცმელ-შემოხეული და ზაზა იდგა თეთრი მტრედივით ჩვენს შორის.გაეცინა ხმამაღალი ხმით ლუკას წარსულის გახსენებაზე. 16 წლის ვიყავი,რომ ბოლოს და ბოლოს მარგოს დაველაპარაკე, გავუმხილე ჩემი სიყვარული. ჩემდა გასაკვირად მისგან თანხმობა მივიღე და მარგოს ვეღარავინი ვერ ეკარებოდა,რადგან ჩვენ ექვსეულს ,,შავ მაფიად'' გვიცნობდა ყველა და ყველას ეშინოდა ჩვენი. ჩვენი შეხვედრები უფრო ხშირი გახდა,მას რომ ვხვდებოდი სკოლის შემდეგ,სულ სხვა შეგრძნება მქონდა,გული ამოვარდნას მქონდა. ერთ საღამოს გვიან გამოვედით მასწავლებლიდან და სახლამდე მივაცილე,მაშინ გავბედე და ვაკოცე.ეს ჩვენი პირველი კოცნა იყო და ჩვენი პირველი ფიზიკური შეხება. სიხარულით სავსე დავრუნდი იმ საღამოს სახლში და მასზე ფიქრში ჩამეძინა. ერთ საღამოს მორცხვად მითხრა,დღეს მარტო ვარ სახლში და დარჩი ჩემთანო.სახლში გადავრეკე,რომ მირიანთან ვრჩებოდი და მირიანიც გავაფრთხილე.იმ ღამით მოხდა მოსახდენი,იმ ღამით გავიზიარეთ სხეულის სითბო და უფრო შევიგრძენით ერთმანეთის სიყვარული.მეორე დღეს შაბათი იყო და გახარებული ავდექი,მოვეფერე მძინარეს და წამოვედი.სახლში კიარ მივდიოდი,მივფრინავდი და რა ვიცოდი ეს სიხარული თუ დროებითი იქნებოდა.რა ვიცოდი თუ ბედნიერებამ მხოლოდ დროებით გააღო ჩემი გულის კარები.ზუსტად ორ თვეში მითხრა გაუბედავად, ,,უნდა დაგშორდეო''. გაოცებულმა ჯერ ვერ მოვიფიქრე რა მეთქვა და შემდეგ ვკითხე, ,,რატომეთქი''.და იცი რა მიპასუხა? ,,არ მიყვარხარო'', რაც ეს ყოვლად დაუჯერებელი იყო,მისი თვალები სულ სხვა რამეს ამბობდნენ.ვიდექი გაოგნებული და არ მჯეროდა მისი ბაგეებიდან ნათქვამი ეს დაუჯერებელი სიტყვები. მივჩერებოდი და ვხედავდი, როგორ მშორდებოდა თანდათან. აზრზე რომ მოვედი, გვერდით მხოლოდ გეგი და მირიანი მედგა. ცოტა ხანში დათო და ალეკო მოვიდა და მითხრეს,რომ მარგოს ოჯახი სადღაც გადადიოდნენ და მარგო ტირილით მიყავდა დედამისს. უცებ სიბრაზით ავინთე და დათოს შევეკითხე.უკვე წავიდნენმეთქი? პასუხი უარყოფითი რომ მივიღე,გეგის ჩანთა ხელში მივაჩეჩე და გაბრაზებულმა სულ სირბილით მივედი მის ბინამდე. მართალი აღმოჩნდა დათო გარეთ დიდი მანქანა იდგა და სახლიდან კი ნივთები გამოქონდათ.მარგო იქვე იდგა მოწყენილი, ახლოს მივედი თვალები დასიებული ქონდა ტირილისგან. ხელი მოვკიდე და ბინის გვერძე გავიყვანე.საშინელი სიტყვებით ვლანძღე,ის იდგა მომჩერებოდა და ტიროდა.დავიცალე ყვირილით,სიბრაზის ემოციებისგან და ბოლოს ისიც კი ვუთხარი ჩამწყდარი ხმით თუ როგორ ძლიერ მეზიზღებოდა, რომ მატყუარა იყო და მატყუილებდა მთელი ის დრო, როცა მე მასზე ფიქრით ვათენებდი და ვაღამებდი.ვერ მოვერიე თავს,ვერ დავიმორჩილე ნერვები,ვერ გაუძელი მისი მოცახცახე ბაგეების შეხედვას და როგორც პირველი კოცნა იყო ჩემი, ასევე დავიტოვე ბოლო კოცნაც. თავადაც მაკოცა,არ შემწინააღმდეგებია. სწორედ ამ კოცნის შედეგია, ჩემს გულს რომ არავინ არ ეკარება.მივხვდი,რომ ისევ ისე ვუყვარდი,როგორც თავიდან,უფრო მეტადაც კი. წამოვედი ემოციებ დაცლილი და მეორე დღეს მისი ადგილი რომ ცარიელი დამხვდა,ჩემი გულიც დაცარიელდა. ჯერ არ მივაქციე ყურადღება მის არ მოსვლას სკოლაში, მაგრამ ერთი კვირა რომ არ გამოჩნდა, არ ვიცოდი სად მეძებნა და ისევ ძველ ბინაში მივაკითხე.ვაბრახუნე კარებზე,მაგრამ კარი არავინ გამიღო. დადარდიანებული წამოვედი უკან და გზაში თაზო შემხვდა,ბიძაშენი და მან მითხრა, რომ უკეთესი იყო დამევიწყებინა.მას შემდეგ 18 წელი გავიდა ელეონორა და მხოლოდ ახლა მივხვდი,ის რატომ წავიდა ჩემგან,როცა შენ გამომეცხადე.მან შენ წაგიყვანა შორს ჩემგან და ამიტომ გაიზარდე ჩემს გარეშე.მას შემდეგ დავკარგე წარმოდგენა ქალზე და ჩემთვის სერიოზული ურთიერთობები არ არსებობს,მხოლოდ პატარ-პატარა გატაცებები. ---არა,არა,არა.ეს ასე არ შეიძლება.თქვენ უნდა დაუბრუნდეთ ერთმანეთს. ---როგორ,რამე გეგმა გაქვს? ---შენ მარტო ეს მითხარი,გინდა ერთად რომ ვიცხოვროთ სამივემ? ---მეკითხები კიდეც?დედაშენი ახლაც მიყვარს ,მე ის სულ მიყვარდა მიუხედავად იმისა,ჩემგან ძალიან შორს იყო მთელი ეს წლები. ---მაშ ეს საქმე მე მომანდე.გეგმას რომ შევიმუშავებ ერთად განვიხილოთ,მაგრამ შენი სამეგობროს დახმარება დამჭირდება და იმედია უარს არ მეტყვიან.ლუკას გაეცინა და უთხრა. ---მართალია დედაშენი.შენ,ჩემზე მეტი გიჟი ხარ. ---ალბად სიგიჟეში შენ დაგემსგავსე.გაეცინა მასაც და ხელი-ხელს მიარტყა ორივემ თანხმობის ნიშნად.შემდეგ კი უთხრა. -მოკლედ დამიძახე ელი რა? ---კარგი,კარგი.ღიმილით უთხარა ლუკამ.-მომისმინე მირიანს გოგონა ყავს 14 წლის და ის ინვალიდია.ძალიან კარგა იზამ და მეც გამახარებ თუ ნინიკოს დაუმეგობრდები. ---ინვალიდი?რატომ,ავარიაში მოყვა?გაუკვირდა და შეეცოდა ჯერ უნახავდ 14 წლის ნინიკო. ---ეს გრძელი ამბავია,ალბად როდისმე გაიგებ კიდეც.იეგვლივ მიმოიხედა და ელის მოტოციკლეტი,რომ ვერ დაინახა შეეკითხა -დღეს ფეხით ხარ?შენი რაში სად გყავს? ---ხო ფეხით ვარ,ჩემს მეგობარს ვათხოვე. ---მეგობარს?წარბის აწევით გახედა.ელის გაეცინა და უთხრა. ---ძმასავით მყავს ნუ ეჭვიანობ,ჯერ არ მცალია სერიოზული ურთიერთობებისთვის ნერვებს ვუფრთხილდები,სამომავლოდ ძლიერი რომ ვიყო. ---ძალიან კარგი თუ მათალს ამბობ.ელის გაეცინა და წინ ღიმილით მიმავალ ლუკას ხელი გამოსდო,თავი მხარზე ჩამოდო და ასე მივიდნენ მანქანამდე.თან ძალიან უხაროდა ასეთი კარგი მამა რომ ყავდა,თითქოს მისი თვალები ამბობდნენ, ,,შემხედეთ მე მამას ვგავარო''.ლუკამ მხრებში გასწორდა და სიამაყე 100-მაგად მოემატა,გაუხარდა ელის სითამამე და გამბედავობა. ---იცი როგორ მინდა,ერთ დღეს სკოლაში რომ მიმიყვანო?ლუკამ შეხედა ელის და ანთებული თვალებით უთხრა. ---ვინმე არის ისეთი,ვისაც ჩემი ხელი უნდა მოხვდეს? ---ვფიქრობ რომ კი და ცოტა შეშინება არ აწყენდა. ---მითხარი როდის და მოგაკითხავ. ---კარგი იქნება ორშაბათს,მაგრამ როცა მოახერხებ სულერთია. მოუთმენლად ელოდა ლუკას სამეგობრო მისი ახალი გამოჩენილი შვილთან ერთად.ნანამ უგემრიელესი კერძები მოამზადა სახელდახელოდ და ცხვირი არ შეაყოფინა არცერთს სამზარეულოში. ---ნანუჩი უნდა ვიშიმშილოთ ლუკას მოსვლამდე?.უთხრა გელამ. ---ზუსტადაც.გამოსძახა სამზარეულოდან მარინამ და თვალები დაუბრიალა ბიჭებს.ბიჭები იცინოდნენ და გეგამ უთხრა დათოს. ---არ გააბრაზო ცოლი დათიკო,თორემ მხოლოდ თვალების ბრიალით შეგაშინებს.ყველა კარგ ხასიათზე იყვნენ და აი ნანატრი წუთიც დადგა და ლუკა მოვიდა,როგორც იქნა ელისთან ერთად. ---აი ეს არის ჩემი მყუდრო სავანეთქო ვერ გეტყვი,ტყუილი იქნება.აქ არის ჩემი დიდი და გიჟი ოჯახი.ბედნიერი იყოს შენი ფეხი ჩვენთან ერთად,ჩვენს სამყაროში.უთხრა ლუკამ ღიმილით ელის.შემდეგ სათითაოდ გააცნო ბიჭები და თვალი მოავლო მისაღებს,ნინიკო ვერ დაინახა და მირიანს შეეკითხა. ---ნინიკო სად არის? ---აქ ვართ ჩვენ ცალკე კუტოკში.ღიმილით გამოვიდა ნანა სამზარეულოდან.-აქ თქვენ გააგიჟებთ ამ ბავშვს და ეს უკვე ჩვენია.ხელი მოკიდა ელის და სამზარეულოში გაიყვანა.გაოცებულმა ელიმ ლუკას გახედა და მისი გაღიმებული სახე,რომ დაინახა ნანას გაყვა თავადაც ღიმილით. ---აბა საყვარელო,ახლაჩვენი გაცნობის დროც მოვიდა.მე ნანა ვარ,ეს მარინა,ეს კიდევ ჩვენი ნინიკო. ---მე კი ელეონორა ვარ,მაგრამ შემოკლებით ელი.ღიმილით გაეცნო გოგონებს ელიმ. ---აბა გავაწყოთ მაგიდა?იკითხა მარინამ. ---გავაწყოთ.დაემოწმა ნანამ და მაგიდას ლამაზი სუფრა გადააფარა,რომელიც უცებ გაივსო ნაირ-ნაირი კერძებით,ლამაზად გაფორმებულ თებშებზე რომ იწონებდნენ თავს.გეგის სულმა წასძლია და ხელი წაუწია ერთ თეფშს ნანას ჩუმად,ეგონა ის ვერ ხედავდა მაგრამ ისე მწარედ დაარტყა ხელზე გეგი არ ელოდა და შეეშინდა და შემდეგ კი გულიანად იცინეს.ელის ძალიან მოეწონა ეს თავისუფალი ხალხი, მხიარული სავსე ატმოსფერომ სითამამე უფრო მოუმატა.კარგად ხალისობდნენ,რომ მირიანმა უთხრა ლუკას. ---ლუკა ორშაბათს იურისტი უნდა ნახო,დილით. ---მერე რომ ვნახო მოგვიანებით,არ მიმიღებს?კითხა გაბრაზებულმა. ---აქამდე მოგყვება სკოლისდროინდელი უარყოფითი ჩვევა,ყველაფერზე ნუ გიყვარს თავის არიდება და ნუ იცი საქმიდან გაქცევა ხოლმე.შეუბღვირა მირიანმა. ---მართლა არ მცალია ორშაბათს,თუმცა იურისტის ნახვა ისედაც მინდა.ანალიზის პასუხი ხელთ მაქვს და რა ვუყურო?ელის შეხედა და ხელი გადახვია და ისევ ამაყად თქვა.დროა უკვე,ჩემმა შვილმა ჩემი გვარი ატაროს. ---ხოდა მაგ საქმეც მოაგვარე და ჩვენი საქმეც. ---ორშაბათს არ გამოვა და ნუ მიბღვერ მირიან. ---რატომ არ გამოვა? ---სკოლაში მივდივარ. ---სად მიდიხარ?მირიანს უეცრად ხველა აუტყდა და მერე გაეცინა. ---ხო რა გაცინებს,ვიღაცამ ჩემი ხელის გემო უნდა გაიგოს,რა გემრიელი მუშტი მაქვს.უთხრა მირიანს და თვალი ჩაუკრა. ---ოხ,დაიწყო აწი შენი გიჟობები.სკოლაში ყოფნის დროს,მარგოს თაყვანისმცემლებს იგერიებდი. --- მერე ახლა ელის თაყვანისმცემლებს გავეკიდებით.გაეცინა გეგის და სხვებიც აყვნენ სიცილში. ---მაშინ მაგ საქმე მოაგვარე ჯერ და მერე ნახე იურისტი.მომბალი ხმით უთხრა მირიანმა.ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ,სანამ მირიანის ტელეფონზე უცხო ნომერი არ დაფიქსირდა.ვერ იცნო ნომერი და ჩვეული სერიოზული ხმით უპასუხა. ---გისმენთ. ---საღამო მშვიდობის მირიან.მაიორი ვახო ჩინჩალაძე გაწუხებს,თქვენი ნახვა მინდა და თქვენთან საუბარი.შეწუხებისთვის კი ბოდიშს გიხდი. ---რაშია საქმე,რა საქმე მაქვს მე თქვენთან ბატონო მაიორო?მირიანი ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა. ---რა საქმე მაქვს,ამას რომ შევხვდებით,აგიხსნით მაგრამ აუცილებლად უნდა შეგხვდეთ. ---გისმენთ და შეგიძლიათ მითხრათ,რაშია საქმე.მკაცრი იყო მირიანის ხმა,მისი გამოხედვაც საოცრად ცივი და უგრძნობი გახდა. ---როგორც ვიცი,რამოდენიმე თვის წინ განთავისუფლდი. ---დიახ ეს სიმართლეა და არც ვმალავ. ---ჩვენც კარგად ვიცით,პირდაპირ რომ გითხრათ შემოთავაზება მაქვს თქვენთან. ---უკაცრავად,მაგრამ მისამართი შეგეშალათ. ---მირიან უნდა შევხვდეთ. ---სად და როდის. ---თუნდაც ახლავეს და სად,ეს თავად შეარჩიე. ---მე მარტო არ მოვალ,ესეც იცოდეთ. ---ვიცი მირიან თქვენ ხომ შესანიშნავი შვიდეული ხართ,განუყრელები.ველოდები თქვენს ზარს.მირიანმა აივანზე გამოსულ ბიჭებს გადახედა და ყველასათვის მისახვედრი იყო,ისინი უნდა წასულიყვნენ. ---ელი აქ იყავი,დავბრუნდები და წაგიყვან სახლში.ნანამ ცრემლიანი თვალებით შეხედა,რადგან მიხვდა ეს მნიშვნელოვანი ზარი იყო.მირიანმა მიხვდა ნანას შიშს და დაამშვიდა. ---არ ინერვიულო,არ ვიცი რა უნდათ გეფიცები.რომ წამოვალ დაგირეკავ,მარინამ კი დათოს ჩაეხუტა. ---რა იყოთ ხალხო,ომში გვიშვებ თუ ავღანეთში.სულ რაღაც ერთ საათში სახლში ვართ.თქვა ღიმილით ზაზამ და არადა თავადაც ნერვიულობდა.მირიანმა დარეკა და ადგილზე შეუთანხმდა მაიორს და რამოდენიმე წუთში უკვე ადგილზე იყვნენ.იქ დახვდა მაიორი თავის ხელქვეითებით.მირიანი წინ მიდიოდა და მისვლისას მაიორს ანიშნა მის გვერდით მდგარ ორ ჩასუქებულ უცნობზე. ---ეს თქვენი ფინიები არიან? ---ჩვენ ფინიები არ ვართ,ჩვენ ერთად უნდა ვითანამშრომლოთ. ---მოიცადე,ნუ ჩქარობ მეგობარო,მე არაფერზე არ შევთანხმებულვარ ჯერ თქვენთან. ---დათანხმდები.ის რასაც ახლა გეტყვი,ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის.ვიცი მირიან როგორი ხასიათი გაქვს და ისიც კარგად ვიცი,რომ გაიგო შენს საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,არც დაფიქრდები თავს ისე გაწირავ.ჩვენ ვალდებულები ვართ უნდა დავიცვათ ის და მისი ახლობელი ქალბატონი თამარი.ეს უკვე ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო მირიანისათვის. ---რა ხდება,ვის ემუქრება საფრთხე. ---შენს სახლში მცხოვრებ,შენი შვილის ძიძას და მის ნათლიას თამარს.მირიან აქ ძალიან სერიოზული დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე.შენი დახმარება გვჭირდება. ---მაიორო, მე მკვლელი არ ვარ და არც არასდროს არ მოვკლავ.6 წელი ვიჯექი,მაგრამ არა მკვლელობისთვის,არამედ მეგობრის გამო,მაგრამ ნანას და თამროს გამო კი არც დავფიქრდები,ისე მოუგრეხ კისერს ვინც მას შეეხება. ---ძალიან კარგი,ჩვენც მოხარული ვართ თუ ჩვენთან ითანამშრომლებ. ---მე ძაღლი არა ვარ და არც ძაღლობას არ ვაწვები.თქვენ რატომ უნდა გენდოთ,საიდან უნდა დავრწმუნდე რომ მართლა გინდათ ნანას გადარჩენა. ---ვინც გინდა ის ჩართე შენიანი ამ საქმეში,მე კი თამროს ვერ გავწირავ.ის ჩემი შვილის დედაა,მან მარტო გაზარდა შვილი რადგან მე ის მივატოვე.ის ახლა კი უკურნებელი სენითაა დაავადებული და არ მინდა შემოკლებული სიცოცხლის დღეები, კიდევ უფრო შეუმოკლოს მტრის მიერ ჩაფიქრებულმა გეგმამ,უნდა დაგვეხმარო მირიან. გთხოვ,ზეგ ამ მისამართზე მოდი.მირიონმა ხელში დაჭერილ ქაღალდს დახედა და მაიორს უთხრა. ---მაინც არ მჯერავს,რომ სიმართლეს ამბობ და აქ რაღაც ჩახლართული არ არის. ---მირიან პროვნებას რომელსაც წლებია ეძებ იმ მტერთანაა შეკრული,ნუ გეშინია შენს უკან მე ვიდგები.რაცარუნდა მოხდეს, მე კანონი ვარ და კარგად იცი კანონის წინ ვერავინი ვერ მიდის. ---ბიჭებს დაველაპარაკები,რადგან ჩვენ ისედაც დავიწყეთ ამ საქმის გამოძიება ჩვენთვის,მოვითათბირებთ და გაგაგებინებთ ყველაფერს. მაიორი წავიდა და მირიანი დაფიქრებული სახით დაბრუნდა შორი-ახლო მომლოდინე ბიჭებთან.ყველამ თანხმობა უთხრა მირიანს და ყველამ თავ-თავისი როლები გაინაწილა.სახლში შევიდნენ და გოგონებმა გაოცებულებმა მიაჩერდნენ,რადგან იმაზე ადრე მივიდნენ ვიდრე ისინი ელოდნენ.სახლში შესულებმა დაინახეს ოთხივე ყურებჩამოყრილი რომ იჯდა და მაგიდა ისევ ხელუხლებელი რომ იყო.ელიმ წამოხტა და ლუკას ისე მაგრად ჩაეხუტა,ლუკას თითქმის სუნთქვა შეეკრა და შემდეგ თავადაც გახარებულმა შემოხვია ხელები.ასევე მარინა ტირილით გაიქცა და დათოს ჩაეხუტა.ნანამ არც დაფიქრდა ისე გაიქცა ღიმილით მდგარ მირიანისკენ და ისიც ძალიან ძლიერად ჩაეხუტა მას.ზაზამ ხან ერთ შეხედა,ხან მეორეს და ხან მესამეს,შემდეგ გაღიმებულ ნინიკოს შეხედა და უთხრა. ---მოდი ძიას გოგო შენ მაინც ჩამეხუტე,ისე არავის არ ვახსოვარ.ისევ შემოუსხდნენ მაგიდას და ისევ გააგრძელეს მხიარულება,მაგრამ მირიანი სულ სხვაგან იყო ფიქრებში და ერთი სული ქონდა როდის ნახავდა შოთიკოს.თან კი ვერ იჯერებდა,საიდან სად იცნობდა ის უცხოელებს და ნანას ისტორიას.შემდეგ უნებურად გააქნია თავი და გულში ღვარძლიანად ჩაისისინა. ---ჩვენი შეხვედრის წუთები ახლოვდება მეგობარო,მაინტერესებს,როცა მნახავ პირის-პირ რას მეტყვი,რით შეგიძლია იმართლო თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.