სიმშვიდემდე შეშლილი(17)
კაბინეტში იჯდა , წინა დღის ღამენათევს თავი უსკდებოდა,მაგრამ საქმე არ იცდიდა. უკვე მეორე ფინჯან ყავას მიირთმევდა და საბუთებში თავჩარგული კალამს მაგიდაზე აკაკუნებდა. უკვე მოთმინება ეწურებოდა, ისე უნდოდა იმ კედლებს გაქცეოდა და გასართობად წასულიყო. იცოდა გოგაც დაკავებული იქნებოდა საქმეებით ამიტომ დარჩენა არჩია და ახალი საქაღალდეც აიღო . უკვე საღამო იყო , სამუშაო საათები დასრულებული და მშვიდად ყოფნაც შეეძლო . კაბინეტში ლამაზი ქალბატონის შესვლითაც არაფერი დაშავდებოდა და საკუთარ დადგენილ წესებსაც ვერ დაარღვევდა. მიიღო კიდეც გრძელფეხება ლამაზმანი ,რომელმაც რამდენიმე წამში გაუქრო დაღლილობა დოკუმენტების ნაცვლად მოთავსდდა მაგიდაზე და დადიანის ტუჩებს წაეტანა. სისხლი აუდუღდა, ქალის კაბის სესაკრავი გახსნა და ის იყო უნდა გაეშიშვლებინა კაბინეტში ფეხსაცმლის კაკუნით რომ შევიდა ვიღაც. ხმა იმდენად ნაცნობი და მკაფიო იყო რომ უბრალოდ ვერ დააიგნორებდა -რომ გახვალთ მდივანს უთხარით ყავა შემოგვიტანოს - და აი გაისმა კიდეც მისი ხმა ვინაც ნეტარების წამები ჩაუშალა დადიანს . ქალი მაგიდიდან გაქრა, აღარც მის მკლავებში იყო მოქცეული და ახლა გააფთრებული უყურებდა წითელ კლასიკურ შარვალსა და შავ პერანგში გამოწყობილ ქალს. ცხვირაწეული რომ უცქერდა და გოგოს გასვლას ელოდა . -ყავამ მეეჭვება მიშველოს და აბა შეეცადე იქნებ შეძლო იმ ლამაზმანის საქმის შეთავსება კაბინეტიდან რომ გამიგდე! რა გინდა აქ მეტყვი? რა უფლებით ,მერამდენედ შემოდიხარ დაუკაკუნებლად და ისე თითქოს შენი იყოს ყველაფერი ! ვაი დედოფალო მარიაააა -ღრიალს მორჩი, უფლებებს საკუთარი თავი მანიჭებს და ლამაზმანი აშკარად არ იცი რას ნიშნავს - მისკენ დაიძრა და მაგიდას ისე მიეყრდნო რომ პირდაპირ მის ფეხებს შორის მოექცა , ხის ზედაპირს ხელისგულებით დაეყრდნო ,ფეხები გადააჯვარედინა და წარბები მაღლა ასწია- მზად ხარ სასაუბროდ თუ ჯერ არა - ირონიულად მოავლო მზერა და თითები აათამაშა. მისი სიმსვიდე წამში გაქრა როცა დემნამ სკამი მაგიდისკენ მისწია და ისე ახლოს აღმოჩნდა მასთან რომ წონასწორობა დაკარგული პირდაპირ მის ფეხზე დასკუპული აღმოჩნდა. დადიანმა ერთი ხელი წელზე მოხვია მეორე ნიკაპზე მოუჭირა და სახე ახლოს მიუტანა -მორჩი ჩემთან თამაშს და გაიხსენე რომ დიდი ხნის წინ წაგამტვრიე რქები ალქაჯო! -ხელი გამიშვი ... - ხმაჩამწყდარმა უთხრა და მქასიმალურად შეეცადა მტკიცედ გამოსვლოდა -ისე მეუბნები რომ საპირისპიროს მთხოვ, სურვილს დაგიკმაყოფილებდი მაგრამ ასე მარტივად ვერ გაგაბედნიერებ -ნამდვილი ველური... უტვინო , პრიმატი ხარ ! - სწრაფად წამოხტა გოგო და მაგიდის მეორე მხარეს გადაინაცვლა . დემნა კი სავაერძელში გადაწოლილი ხარხარებდა -როდის შეეგუები იმ ფაქტს რომ არ მიზიდავ? ისევ შენ წვალობ და დაუკმაყოფილებელი რჩები ... რა ცუდი შეგრძნებაა ალბათ როცა სველდები და გაგრძელება არა და არ გეღირსა - შენ... შენ ღმერთო ჩემო როგორი უტაქტო, უზრდელი და ცხოველი უნდა იყო -ღრმად ისუნთქე ...წყალი გინდა? ჩამოჯექი ან თუ გინდა გადი სააბაზანოში მიხედე თავს დამშვიდდი და მერე დაბრუნდი - ისევ ისე უმზერდა და ირონიული ღიმილის ფონზე ესაუბრებოდა სულ აწითლებულ, გაგიჟებულ ქალს წუთების წინ არსებული თავდაჭერილი გამომეტყველება რომ წაშლოდა სახიდან. კაბინეტში მდივანი შევიდა ყავა შეიტანა მაგიდაზე დადო ორი ფინჯანი და ისევ გავიდა. ამ რამდენიმე წამმა განმუხტა სიტუაცია. გოგო სავარძელში დაჯდა მაგიდის წინ და დამშვიდებას შეეცადა. დემნა ისევ მშვიდად შეექცეოდა ყავას და ვიღაცას წერდა. ისე მოქმედებდა ნერვებზე რომ გოგო ლამის გაგიჟდა -აბაა მარიააატერეზა მეტყვი რამ მოგიყვანა თუ თავად გამოვიცნო -ყოველგვარი ცინიკური ჩართვების გარეშე უბრალოდ მომისმინე ! -რამე რომ მთხოვ აღმაგზნებ სულ ცოტა იცი? -მომისმენ თუ მზად ხარ დაკარგო კლინიკა! -ხმას ნუ უწევ! - უცებ გასწორდა და მაგიდაზე ხელით დაეყრდნო- კლინიკა რა შუაშია -ხომ იცი რომ მამაჩემს არ უნდა ექიმი ვიყო -მაგრამ მე მაინც მიგიღე სამსახურში რადგან სრული უფლება მქონდა ...მადლობა არ მინდა-თქო გითხარი ერთხელ -ახალი გეგმა მაოიფიქრა და ის აღარ ეყო ყველა კლინიკის უფროსს რომ აუკრძალა ჩემი მიღება ...ახლა შენს მოქრთამვასაც აპირებს -მაგისთვის გამაშვებინე ის გოგო? პასუხი არ იცი ? სანამ ვინმეს არ მოკლავ *ლეზე მამაშენის სურვილი , აქედან არ გაგაგდებ ! -შენს წილში ორმაგ თანხას შემოგტავაზებს...შეიძლება ოთხმაგსაც იმდენს რომ სამ ასეთ კლინიკას იყიდი და მილიონებს დააგროვებ ! აი ახლა რამდენიმე საათში ან წუთში დაგირეკავს და სახლშ დაგიბარებს შენ თუ უარს ეტყვი შეიძლება თავისი წილი შემოგთავაზოს ანდაც უბრალოდ თანამდებობიდან მოგხსნას და მეწილედ დაგტოვოს მმართველის ნაცვლად ... -გინდა რომ არ დავთანხმდე , მაგრამ რის სანაცვლოდ? რას შემომთავაზებ საინტერესოს ისეთს რომ უარი ვუთხრა შენს მამიკოს? -ხომ იცი რომ მუშაობის გარდა არაფერი მინდა ! ნებისმიერ რამეზე თანახმა ვარ რაც გინდა -რაც მინდა? თამამი განაცხადია მეეჭვება შენ ჩემი სურვილების დაკმაყოფილება შეძლო -დემნა -უტაქტო ,უზრდელი ცხოველი აღარ ვარ? რა საინტერესოა აფერიზმის სუნი მცემს ... მლიქვნელობის სუნით ყარს აქაურობა უკვე ვერ გრძნობ? ფანჯარას გავაღებდი უბრალოდ გარეთ ყინავს -არ შეგიძლია რომ პირდაპირ მითხრა და თავად წავიდე აქედან სანამ მამაჩემის კმაყოფილ სახეს შევხედავ რომელიც მეტყვის რომ მაინც გაიმარჯვა და ჩემში არსებული ერთადერთი ბედნიერებაც მოკლა? ხომ შეგიძლია , გასაგებია რა თქმა უნდა არ იტყვი მილიონებზე უარს ექიმის გამო რომლის შემცვლელს მარტივად იპოვი და რომელსაც ვერ იტან დასაბამიდან -კადრების განყოფილება დახურულია... ამ დროს სამსახურიდან ვერ წახვალ .ხვალ შეგილია განცხადება დაწერო ქალი გათიშული მიაბიჯებდა დერეფანში ,ბოლომდე ეგონა რომ დემნა დაეხმარებოდა რადგან მან იცოდა ,ყოველთვის იცოდა როგორ უყვარდა თავისი საქმე ანა-მარიას. გულისსიღრმეში არსებული იმედი ბოლომდე გაქრა. სახლში წავიდა, ბინის კარი რომ გააღო ჩაბნელებული დერეფანი გაიარა რამე ძლიერი ალკოჰოლის დალევა უნდოდა . მისაღებში სინათლე რომ აინთო და მის წინ ორი პატარა ბიჭი გამოვარდა კივილით ლამის იქვე წაიქცა ბედნიერებისგან. იატაკზე მუხლებით დაეშვა პატარებს მოეხვია და სათითაოდ დაუწყო კოცნა -დეეეეეე -დედიკოოოო მოგვენატრეე -დედას სიხარულებო აქ რა გინდათ? როგორ მოენატრეთ დედას ღმერთო რა ტკბილები ხართ ...როგორი კარგები . რამხელები ხართ დე ერთ თვეში ასე გაიზარდეთ ?- კოცნიდა და ვერ ძღებოდა. -გადავწყვიტე დედიკოსთან წამომეყვანა რადგან საცხოვრებელში ტერაქტი მოაწყვეს მასწავლებლები გააგიჟეს და გამორიცხეს- ახალგაზრდა გოგონა იდგა კედელტან აყუდებული . ბავშვები წამში დამნაშავის სახით დადგნენ გაბრაზებული დედიკოს წინ -არ გვინდოდა უბრალოდ ის ქალი გაგიჟდა დეე -ხო დეე ის ქალი გაგიჟდა -გაგიჟდებდოა აბა რა იქნებოდა ბაყაყი დაუჭერიათ ტბაში და -ორი ბაყაყი- თითით აჩვენა პატარამ -ორიი გამრავლებული ათზე ბაყაყი დაუჭერიათ პარკში ჩაუსვამთ წყლიან უზარმაზარ პარკში და სხვა ბავშვებიც აუყოლიებიათ მძინარე ქალს კარიდან ესროლეს პარკი რომელიც გასკდა და ბაყაყებით გაივსო ოთახი -რაა? ბაყაყები? ოთახში? თან სკოლის დირექტორის ოთახში? -მასწავლებლების ოთახებშიც ... -ყველაფერს ნუ ეტყვი! -არ გვინდოდა დედა ასე გამოსულიყო უბრალოდ იქაურმა წესებმა ... მკაცრები არიან ეს ამდენი ქცევის ნორმა ასე იარე ასე ილაპარაკე 6 წლისაც არ ვართ ჯერ -ღმერთო ჩემოო არც კი ნანობთ ხომ? -ღირსები იყვნენ...სხვაგან შეგვიყვანე -ნახეს გამოსავალი...ვერავინ შეგედრებათ ამაში.ორი მოხერხებული ველურიი - ამოთქვა და სავარძელში ჩაეშვა - ნინიც შეაწუხეთ ტქვენს გამო ჩამოფრინდა -ისედაც ვაპირებდი წამოსვლას...რომ დამირეკეს ვიფიქრე სიურპრიზს გაგიკეთებდი და აღარ დაგირეკე მაინც ვერაფერს შეცვლიდი .ახლა წავალ ხო? ბარგი საძინებელში დევს შენთან -მადლობა ნიი მერე დაგირეკავ ხო? გოგონა გააცილა და უკან დაბრუნდა. ორივე დივანზე იჯდა და ნაცრისფერ თვალებს აბრიალებდნენ . ვერ უბრაზდებოდა, არ შეეძლო ახლა ამდენი ხნსი მერე რომ ხედავდა მათ ისე უხაროდა ვერ ეჩხუბებოდა.არც ჰქონდა საუბრის ძალა უბრალოდ მათი ჩახუტება უნდოდა და სხვა არაფერი მერე მოიფიქრებდა რამეს . -გამოვიცვალოთ და გემრიელად ვივახშმოთ ხო? არ მოგენატრათ დედიკოს მომზადებული კერძები? ისეთი ყიჟინა დასცეს რო მთელ ბინაშ ისმოდა მათი ხმა. ინსტიქტურად გაბედნიერდა ყველაფერი დაავიწყდა, დიდი ხნსი მერე სამზარუელოსი ფუსფუსი დაიწყო. ორივე მაგიდასთან გრძელ სკამებზე ისხდნენ ამბებს უყვებოდნენ მორიგეობით და აკვირდებოდნენ. მერე მიირთვეს ,იმდენი ჭამეს ანამარია სიცილს ვერ იკავებდა მათ მოსვრილ ხელებს და სახეს რომ უყურებდა. -უგემრიელესი იყო... ტორტიიი კიდე არ გვაქ? -არააა ახლა უნდა დაიბანოთ...ასე ჭამდით იქაც? -აუუ დედააა ხუთის ვართ ჯერ -სამ ენაზე საუბრობთ ... გამართულად თან , ყველაზე საოცარ რამეებს იფიქრებთ და როცა გინდათ არაჩვეულებრივად აზროვნებთ და არ ხართ 5 წლისები! სწრაფად სააბაზანოში ... ბარემ გაბანავებთ და დავწვეთ ხო? დაღლილია დედიკო -ხო არ დავიძინებთ ჯერ? -არა უბრალოდ დავწვეთ ... -ჩვენით დავიბანთ -კარგით..უბრალოდ შემოვალ ბოლოს გაწუწეს დედიკო მთელი სააბაზანოც და საწოლზეც დაიწყეს ხტუნვა. ძლივს ჩააცვა პიჟამას შარვლები და მერე ცალკე ზედის ჩაცმის დროს დასდევდა მთელს ოთახში. ბოლოს დაიყვირა ახლავე მოდითო და ისინიც წამსვე მორჩნენ კისკისს და წინ აესვეტნენ . რამდენიმე წუთში ერთად იწვნენ საწოლში .შუაში დააწვინეს დედიკო ორივეს მის მხარზე ედო თავი ის კი გრძელ დატალღულ თმაზე ეფერებოდა და ელაპარაკებოდა. -კარზე ზარიაა არ გესმის დე? -ქვემოდან ამოდის ალბათ ახლა ჩემთან არ იქნება -აუუ აკაკუნებენ კიდეც ... -კარგი ხო ვნახავ... აქ იყავით მალე მოვალ -წამოიზლაზნა ხალათი მოიცვა და ისე გავიდა . კარი სწრაფად გამოაღო და ჩარჩოზე მიყრდნობილი დადიანი რომ დაინახა ენა ჩაუვარდა. ისე გასწია ბიჭმა და შეაბიჯა ბინაში თითქოს საკუთარ სახლში იყო . კარიც მიხურა და რამდენჯერმე შეათვალიერა კიდეც ანამარია -ამდენ ხანს რატომ არ მირებდი კარს? ვინმე გყავს იქ მარიატერეზა? -აქ რა გინდა შენ ?! -კარგი ასეც ნუ ნერვიულობ მოიცდის ის ... მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ . არ შევუვარდები ხო იცი კგუფური მხოლოდ ორი ქალით მიყვარს - მშვიდად განაცხადა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი წავიდა მისაღებისკენ - რამე დასალევი არ გაქვს? აქ უნდა იყოს სადღაც- თავადვე უპასუხა კითხვას და ბარს შემოუარა ჭიქები და ვისკი აიღო დაასხა და წამსვე დაცალა -რა უფლება გაქვს ასე რომ მოძრაობ ჩემს ბინაში? -ასე რატო მეჩურჩულები? ეჭვიანია შენი კაცი? ახასიათებთ თურმე კაცებს რომლებიც ქალს ვერ აკმაყოფილებენ ! -რისთვის მოხვედი ! -მამაშენს ველაპარაკე -ვიცი მერე? კლინიკას იტოვებ თუ ფულს -შენ გიტოვებ ! -რა? -რა თქმა უნდა ამჯერად უსასყიდლოდ არა ... -არ მჭირდება აქედან მივდივარ ... -უკაცრავად ,მაგრამ ვერსად წახვალ შენ შემომტავაზე მე პასუხი არ მომიცია ახლა გპასუხობ და შენ ჩემი ხარ ! იმუშავებ შენს საყვარელ თანამდებობაზე და თან მე მომემსახურები ეს რომ უთხრა ჯერ უყურებდა მერე კი ისტერიული სიცილი აუტყდა -რას ვიზამ? შენ სულ გაგიჟებულხარ მაგას მირჩევნია მამაჩემის ფული განვკარგო „მოვემსახურო“ -ტყუილად გაგიხარდა შენთან დაწოლას არ ვაპირებ ...მეტჯერ ! ცუდად მახსოვს ... უბრალოდ ჩემთან გადმოხვალ და ერთი წელი მომემსახურები ატასი სურვილი მაქვს რომელთა შესრულებასაც შესანიშნავად მოახერხებ -გინდა შენი მონა გავხდე? რა სასაცილო ვინმე ხარ ...ფანტაზიამ მეტი გასაქანი არ მოგცა ხო შე გლუვტვინიანო ცხოველო! ისე ვერ მმართავ და გგონია დაგთანხმდები?! -სხვა გზა არ გაქვს...ვერ იარსებებ კლინიკის გარეშე... შენთვის ჰაერივითაა დაჭრილ-დაჩეხილი ხალხის გადარჩენა იქ მიმღებში რეანიმატოლოგად მუშაობა და იქაურობის განკარგვა ჟანგბადია შენთვის რის გამოც ყველაფერზე უარი თქვი და ახლაც იტყვი! -ის ვერ მოინელე შენთან რომ არ დავრჩი და ისევ ეჭვიანობ ჩემს პროფესიაზე ხომ? -შენ ავადმყოფი იყო და სისხლი გიყვარდეს მე რა ... საერთოდ აღარ მაინტერესებს შენში არსებული ქალი ! საკმარისზე მეტად დაგაგემოვნე ...იმდენად რომ ცოტა მაკლდა მოშხამვამდე -მის წინ იდგა და ირონიული ღიმილით უცქერდა. - მოკლედ როდიდან გადმობარგდები ალქაჯო ჩემთან? ხო მართლა ქალაქში არა აგარაკზე ვცხოვრობ სუფთა ჰაერზე ..არც იფიქრო დამიანესთან ერთად გავჩერდეთ და იმან გიშველოს ! -არ ვარ თანახმა ... -ხარ როგორ არა ...ახლა უბრალოდ არ შეგიძლია თანხმობა მითხრა.მიეჩვევი მაგასაც ნელ-ნელა -რა საცოდავი ხარ თუ ხვდები ... ასე მამაჩემზე უარესი ხდები ! შენც შენი მიზნისთვის მიყენებ -ასე ორივე ჩვენებურად ვიგებთ...ტყუილად ცდილობ შენგან სხვა არაფერი მინდა იმის გარდა რომ დამნებდე! -ასე მოგენატრა ჩემთან ერთად ცხოვრება? -შენტან ერთად არ მიცხოვრია ! ეტყობა რამე გესიზმრა და რეალობა გეგონა ...კარგი ვისკია , წავედი ახლა აღარ მოგაცდენ- ირონიულად ჩაიცინა ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა და გასასვლელისკენ დაიძრა. ანამარია ლოცულობდა რომ მალე წასულიყო. წამებს ითვლიდა გულისფანცქალით მიჰყვებოდა ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სულ ერთი ღამე ჭირდებოდა რომ წასულიყო ბავშვებთან ერთად ,რამდენიმე წუთი რომ დემნას სახლი დაეტოვებინა. როგორც კი მისაღებიდან გავიდა საძინებლიდან გამოსულ ბიჭებს შეხედა და ადგილზე გაშეშდა. ორ მსგავს,მაგრამ არაიდენტურ ბიჭს ხედავდა, ერთნაირ პიჟამაში გამოწყობილებს, მუქიყავისფერი თმით ,თავარეულებს ....ნაცრისფერთვალება ბიჭებს რომლებიც ანტებულ თვალებს არ აშორებდნენ მაღალ სილუეტს -დედა ვინ არის ეს კაცი?- ერთ ერთმა თქვა და კედელზე მიყრდნობილ ქალს მხოლოდ სემდეგ გახედა დადიანმა . ფერი არ ედო ანამარიას , ბავშვებს უყურებდა და ხმას ვერ იღებდა -რატომაა აქ ამ დროს?- მეორემაც იგივე ტონით თქვა და დემნას წინ დადგნენ წარბშეკრულები დადიანის ცხოვრება იმ წამს შეიცვალა, შემობრუნდა, დაიმსხვრა გარდაიქმნა. რაღაც საოცრებას გრძნობდა, არარეალურს, ჯერ რომ არ განეცადა ასეთი რამ. საოცარ ბედნიერებას გრძნობდა, მთელს სხეულს რომ ივლიდა და გულს უთბობდა. კითხვაც კი არ ჰქონდა, არც გასჩენია ვერც იტყოდა უბრალოდ ორ ბიჭს უყურებდა და თავისი ბავშობა ახსენდებოდა, დამიანეც ახსენდებოდა. ორი ცალი ჰყავდა თვალწინ, რეალურები და თავისები! -დემნა გთხოვ...დემნა ვერ გაიგებენ - ის იყო უნდა ეთქვა მამა ვარო მკლავზე რომ მოეჭიდა ქალის სუსტი ხელები,მისი ხმა იმდენად უსუსური იყო იმ წამს, მისი მზერა რომ გული შეეკუმშა -გთხოვ დემნა ,გევედრები- ჩუმად ეუბნებოდა და აწყლიანებული თვალებით უყურებდა .წამსვე გააშვებინა ხელი და ბავშვებთან ჩაიმუხლა -მე ... მეგობარი ვარ დემნა მქვია შეიძლება ჩაგეხუტოთ ? - საკუთარ ხმას ვერ ცნობდა, გული მისდიოდა სურვილით ისე უნდოდა ამ ორი პატარას მკლავებში მოქცევა მათი სურნელის შეგრძნობა იმდენად რომ ვეღარ ითმენდა.ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და მერე დედას -არ გვიყვარს ჩვენ ჩახუტება ... -ერთ-ერთმა განუცხადა და თვალებში ჩააშტერდა- მაგრამ -გვინდა-მეორემ უთხრა და ისე უცებ მოეხვია რომ სუნთქვა შეეკრა. მთელი სხეული უკანკალებდა, ზალა წაერთვა. მათ პატარა სხეულებს ხელს ხვევდა, ფრთხილად მაგრამ უნდოდა ძლიერად ცაეკრა ორივე გულში და არ გაეშვა, თავზე კოცნიდა, ყელში აკოცა. შემდეგ სახეზე მოეფერა და მათ გაკვირვებულ სახეებს რომ შეხედა უცებ გაჩერდა. მუშტები შეკრა და იატაკს დააბჯინა -ახლა წავიდეს ! ხომ ჩავეხუტეთ ...გვიანია უნდა დავძნოთ ჩვენ , დედამაც უნდა დაიძინოს ჩვენთან ერთად -მეორემ უთხრა მუდამ წარბშეკრული რომ იდგა -დავიძნოთ.... გვიანია ხო ძალიან გვიანია დაღლილები ხართ - ბავშვებს ხელი მოხვია და საძინებლისკენ წაიყვანა,შესვლამდე გამოხედა დადიანს და ოთახში შეიყვანა ორივე. მაგრად იკრავდ აგულში ბავშვებს და გამტყდარი ხმით უკითხავდა ზღაპარს. დაღლილებს მალევე ჩაეძნათ ისე რომ აღარც გახსენებიათ სახლში მყოფი „ძია“. როგორც კი დარწმუნდა რომ ორივეს ღრმად ეძინა საწოლიდან წამოდგა და ოთახიდან გავიდა კართან იდგა დადიანი და მთელი ამ დროის განმავლობაში უყურებდა . ისეთი მზერა ჰქონდა როგორც არასდროს, ნაბიჯის გადადგმაც არ აცადა კარი თავად დახურა და მკლავში ჩაავლო.კი არ მიჰყავდა მიათრევდა ყველაზე მოშორებით მდებარე ოთახში შეაგდო და კარი მიხურა მეორე ხელი ყელსი მოუჭირა და კარზე ააკრა -ბავშვები როგორ წამართვი.... ბავშვები როგორ დამიმალე! ეს როგორ გააკეთე როგორ მოიფიქრე მითხარი ! ამდენი წელი როგორ დამიმალე -დემნა გამიშვი ... -მოგკლავდი ახლა არ იცი რა დიდი სიამოვნებით მგახრჩობდი .... ის ორი რომ არაა . რატო გამიკეთე ეს რატო მითხარი რისთვის ... რამე დაგიშავე? არაკაცივით მოგექეცი რომლისთვისაც შვილები უნდა წაგერთმია? მიპასუხეეე გოგოო მიპასუხე რამე მითხარი თორე თავს ვერ ვაკონტროლებ იცოდე და იმათზეც არ ვიფიქრებ ისე მოგიგრეხ კისერს -არაფერი დაგიშავებია ... არაფერიიი და შეიძლება არც იმსახურებდი ,მაგრამ არც ბავშვები გჭირდებოდა ! მე მჭირდებოდა და ძალიან მარტივადაც მოვახერხე შენი გამოყენება ! ესაა სიმართლე შვილები მინდოდა მხოლოდ შენი გენეტიკური მასალა სრულიად მაკმაყოფილებდა თანაც ყველაზე მარტივი იყო შენნაირი მექალთანის შებმა ... იქეთ შემაბი ვითომ ფიქრობდი ერთი ორი თვე გავერთობი და მერე დავემშვიდობებიო ,მაგრამ რომ დაგასწარი გაგიჟდი ! ამდენი წელია ვერ მოინელე ხომ?! რაში გჭირდებოდა შენ ბავშვები ... არ მითხრა ახლა ოჯახი და თბილი კერა მინდოდა ყოველთვისო შენ გართობისთვის ხარ გაჩენილი აი ასე უნდა იცვალო ქალები ,იცეკვო, დალიო გაილეშო დატკბე ცხოვრებით. -მადლობაც ხომ არ გითხრა ... თურმე ბავშვები უნდოდა და გამომიყენა ! -აღიარე რომ არცერთს გვინდოდა ოჯახი...არცერთს გვჯერა სიყვარულის და ამ აღმაფრენის ხოო ბავშვები გყავს ორი ბიჭი თუ გაინტერესებს შენნაირი ველურები არიან ისინიც ვერ ვიმორჩილებ ,მაგრამ ჩემები არიან მხოლოდ ჩემები და საერთოდ არ ვნანობ რომ არ გაჩვენე ამდენ ხანს ! -არ ნანობ ხომ? აბა ასე სუნთქვაშეკრული და მკვდრის გამომეტყველებით რომ მიყურებ ეგ რა არის... სინანულის ცრემლები არ არის?არ ნანობდი ხომ? რომ წახვედი და დამტოვე არ ნანობდი , არც იმაზე გიფიქრია როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება ბავშვებზე რომ მცოდნოდა -შემეშვი! ახლა არაფერი შეიცვლება . უბრალოდ გავაგრძელოთ ისე როგორც არის... რაში გჭირდება თავსატეხი ორი ხუთი წლის ბავშვის სახით...ვეტყვი რომ მამა ხარ შეგიძლია მწიერო ,დაელაპარაკო რა ვიცი საჩუქრები გაუგზავნე მარტივად არ უყვარდებათ ,მაგრამ თუ მოინდომებ როცა მოგბეზრდება გართობა მოვლენ შენთანაც ხოლმე -ალქაჯი ხარ ! ნამდვილი უგულო ალქაჯი ...რეაქცია არარ გაქვს ხო ამდენი მკვდრის ან მომაკვდავის ყურების შემდეგ ! ახლაც რეანიმატოლოგი ხარ ხო? მიდი აბა მიშველე , ვკვდები ახლა და მიშველე ვერ ვსუნთქავ ისე მინდა მოგკლა ამ სიტყვებისთვის ,ა მ ქცევისთვის ყველაფრისთვის! -აღიარე უბრალოდ -რა ვაღიარო რომ ბავშვები არ მჭირდება? ხო არ მინდა ოჯახი...არ მიყვარს და იმიტომ, არ მინდა თავისუფლების შეზღუდვა და ქალი სახლში მისი წიკები და ჯოჯოხეთური ცხოვრება მაგრამ ბავშვები რომლებიც უკვე არსებობენ ... შენ ვერ წარმოიდგენ ხო ახლა მე როგორ ვარ არანორმალური ხარ ! შენ ხარ ალქაჯი, ცხოველიც უგულოც მაგრმა ყველაფერს გამოასწორებ ...გეფიცები განანებ ,ყოველ დღეს რაც მათ გარეშე გავატარე და ყველაფერს რაც კი შენი სიგიჟის გამო გადავიტანე ! -რას აკეთებ... -მალე ჩემთან გადმოხვალ...შემოთავაზება ძალაშა ერთი წლის მერე ბავშვებს მე დავიტოვებ შენ მაინც მიგდებული გყავს და ახლა ახლსო მაინც გეყოლება სხვა ქვეყანაში გადამალვის მაგიერ! -არ ვარ თანახმა -ნუ მაცინებ...გგონია რამეს გეკითხები? ისე გააკეთებ როგორც გეუბნები თუ გინდა საერთოდ გაჩვენო ბავშვები ! ხომ იცი კანონის ხსენებაც არ უნდა გაბედო ...იცი რა შემიძლია და თუ მაიძულებ ორივეს წავიყვან ! -დემნაა... -რამდენიც გინდა იყვირე .... ხო მართლა შეგიძლია დივანზე დაიძინო . ბავშვებთან მე ვწვები ამაღამ ხუთი წელია არ ჩავხუტებივარ და -ხომ არ წამართმევ...დემნა -სად დაკარგე რქები ალქაჯო? რაოო ახლა აღარ ხარ მაღალ ფეხზე? -გთხოვ... ხომ იცი -მერე რა რომ ვიცი... სანამ თავად არ აღიარებ და არ შეეშვები ამ ქედმაღლურ ქცევას არაფერი ვიცი ,არაფერი მესმის , ვერაფერს ვხედავ ! ამდენი ლაპარაკის ღირსიც არ ხარ შენ ! ძალიან ჩუმად დადიოდა, საწოლზე დაწვა და ფრთხილად მოეხვია ორივეს. უყურებდა და ვერ კმაყოფილდებოდა, ყველა წერტილი უნდოდა შეესწავლა,თითოეული ნაკვთი ორივეს უყურებდა და ერთმანეთს ადარებდა. მათი სახელებიც არ იცოდა,ეს რომ გაიაზრა ყელში ბურთი მოაწვა ბრაზიი რომელსაც ძლივს ახშობდა. კარი რომ გაიღო და ანამარია შევიდა მაშინვე წამოიწია , ქალი შედგა ერთხანს უყურებდა იმდენად სევდიანი თვალები ჰქონდა ვერ გაუძლო არასდროს შეეძლო ქალთან ჩხუბი, ახლა მითუმეტეს, მასთან ხომ საერთოდ. ყველა სიტყვა უჭერდა ყელში რაც კი უთხრა ,რაც კი მოისმინა. მერე რა რომ უარესის ღირსი იყო ,არ შეეძლო დადიანს ასე. საწოლის მეორე მხარეს დაწვა მანაც მოხვია ხელი ბავშვებს , ისე მოიკეცა თითქოს ერთ წერტილში დაეტეოდა. ბავშვებს უყურებდა და თვალები თანდათან ევსებოდა ცრემლით -რა ჰქვიათ ... -მაქსიმე და ალექსი მთელი ღამე არ ეძინა, არც ანამარიას მოუხუჭავს თვალი. თავზე რომ დაათენდათ შემდეგ ჩაეძინათ. ხელის ქვეშ მოძრაობა რომ იგრძნო წამში გაახილა თვალები . ორივეს ეღვიძა და თვალების ფშვნეტით უყურებდნენ კუთხეში მწოლიარე მამაკაცს. მერე მძინარე დედას გადახედეს და არეულ თავზე ზუსტად ერთდროულად გადაისვეს ხელი -აქ რა უნდა ? -მე რა ვიცი ,კითხე - ერთმანეთს რომ ელაპარაკებოდნენ გაეღიმა დემნას, ისეთი საყვარლები იყვნენ ლოყები სულ წითელი ჰქონდათ და თმები მაინც არეულად ეყარათ თავზე. -შენ კითხე ! -დედა გაიღვიძებს და გვეტყვის - საბნიდან ამოძვრა და ბოლოსკენ მიხოხავდა მაისური აეკეცა და პატარა ღიპი გამოუჩნდა -სად მიდიხარ -მშია ,შენ არა? -მეც მაგრამ ეს აქ დავტოვოთ? უკვე აღარ შეეძლო ამ ორის საუბრის მოსმენა იმდენად საყვარლები იყვნენ ორივეს მოხვია ხელი,ერთი საწოლის ბოლოდან აიყვანა ,მეორე საბნნიდან ამოაძვრინა ხელში დაიჭირა და საწოლიდან ჩავიდა -არც დედიკოსთან დავრჩები და თქვენც დაგანაყრებთ გაწყობთ? -ნუ გვკოცნი, არ გვიყვარს კოცნა ! -არც მე მიყვარდა ბავშვობაში ! მხოლოდ ლამაზი გოგოების კოცნა არ ითვლება სააბაზანოში შეიყვანა ორივე და წამსვე მის ფეხებს შორის გაძრომა სცადეს,მაგრამ დადიანს ასე მარტივად ვინ გაექცეოდა ,კარი ცხვირწინ მიუხურა ორივეს და წყალი მოუშვა -აბა ? ხელ პირს ვინ დაიბანს პირველი? -არ ვაპირებთ... არაფერი გვაცხია -შენ დაიბანე ჩვენ გავალთ - კარის გაღება სცადა მაქსმა ,მაგრამ დადიანის ხელი ისევ იქ იყო და როგორ მოახერხებდა - გაგვიშვი -გემრიელი საუზმე თუ გინდათ თქვენს ადგილას სწრაფად დავიბანდი ვეღარ ითმენდა უბრალოდ, არ იცოდა როგორ უნდა ეთქვა სიმართლე და უბრალოდ დრო გაჰყავდა იმ საქმით რაც დამატებით ახარებდა. უყურებდა როგორ გაბუტულები იბანდნენ ხელ პირს, მერე პირსახოცი ვერ აიღეს მაღლა იყო და გაღიმებულმა მიაწოდა . სწრაფად გაიქცნენ იქედან თან შარვლებს ისწორებდნენ და თმაზე წარა მარა ისვამდნენ ხელს. მაგიდასთან დასხდნენ და ხელების ტყაპუნი დაიწყეს -გვშიააააააა ...გვშიიიააა საჭმეელიიი საჭმელიიი -ორი კანიბალი რა ნაცნობი სიტუაციაა ღმერთო - სულ არ ჰქონია მათ სიგიჟეზე რეაქცია ის გააკეთა რაც თავად უყვარდა და მალევე დაუდო ბავშვებს წინ. -საიდან იცოდა ასე რომ გვიყვარს შემწვარი კვერცხი? -ისევ დიალოგი დაიწყეს ტყუპებმა -დედამ უთხრა ალბათ... -ის არასდროს გავჭმევს დილით გერკულესის გარდა რამეს -ჭამე სანამ მოსულა და დაგვტოვა იმ ფაფაზე -მართალია ალექსი ... შიმშილის მოთმენა არაა კაგრი აზრი - კარადაში ყავას ეძებდა ძლივს იპოვა და თავისთვის გაიმზადა . კარადასთან იდგა და უყურებდა როგორ მიირთმევდნენ ტან ეცინებოდა თან უნდოდა ეთქვა რომ ნორმალურად ეჭამათ ისე ატრიალებდნენ ჩანგლებს პაატარა თითებით ხანდახან ეშნოდა რამე არ იტკინონო. მერე ერთმანეთის თეფშებს გადაწყვდნენ, კარაქიანი პურებით ომი რომ გამოიცნო უცებ აართვა ორივეს ნაჭრები და სკამებით უკან გასწია -აბაა ტერორისტული აქტი ახლავე შეწყვიტეთ -რა ? -ანუ ... სამზარეულოს თავზე დამხობა არ შეიძლება -რა იცოდა ?! -მე რა ვიცი ... ჯადოქარია მგონი -ჯადოქარი დედათქვენია ... ახლა კი ჩავიცვათ ,არ გინდათ ქალაქში გასეირნება? ამბობენ მოთოვსო -თოვლი იქნება? ნამდვილი? შეიძლება ვიგუნდაოთ? გვეგუნდავები? - რა თქმა უნდა -დედა დავტოვოთ? სულ რომ დედას ახსენდებნენ ეს აღიზიანებდა ,რადგან არ იცოდა რა უნდა ეთქვა ,მაგრამ ხმას ვერ იღებდა. დერეფანში რომ გამოვარდა ანამარია და ბავშვების დანახვისას ლამის ტირილი დაიწყო გული შეეკუმშა. -აქ ხართ? დე სად იყავით? რატო არ გამაღვიძეთ? -დემნამ გვასაუზმა -ხელ-პირიც დავიბანეთ -გერკულესი გაგვიკეთე-თქო ვუთხარით ,მაგრამ არ ვიციო და -უცებ მოატყუა მაქსმა და გაეკრიჭა -ჩავიცვამთ ჩვენ - ალექსმა ხელი ჩაავლო ძმას და საძინებელში შევიდა. -რა საცოდავი ხარ ნეტა იცოდე ! გეგონა წავიყვანდი ხო? ასე მოვკიდებდი ხელს და დავმალავდი,შენნაირი სულმდაბალი არ ვარ ,გაგიმართლა ! -რამე უთხარი? -ხო პირდაპირ დილაადრიან ვაჯახე გამარჯობათ ბავშვებო იცით მე მამათქვენი ვარ თქვენმა ალქაჯმა დედამ რომ დაგაშორათ და დაგიმალათ აი ის მამა-თქო ყველაფრით მე მგავხართ და გული მისკდება რომ ვფიქრობ განვლილ ხუთ წელზე თქვენ გარეშე რაც გავატარე-თქო ესეც მივაყოლე ! -არაფერი იციან მამაზე ... რომ მეკითხებოდნენ უბრალოდ არაფერს ვეუბნებოდი და შემდეგ კითხვაც არ დაუსვამთ -კიდევ კარგი მკვდრეთით ადგომა არ დამჭირდა ! ძალიან კარგი ახლა რომ გამოვლენ დაჯდები და ეტყვი ,როგორც გინდა შენ უკეთ იცნობ ორივეს მიუხედავად იმისა რომ წელიწადის ნახევარ დროს მარტოები ატარებდნენ რაღაც დედამოტყ... ადგილას - კბილებსი ცრიდა სიტყვებს , კედელთან ჰყავდა მიმწყვდეული ანამარია და მაქსიმალურად ცდილობდა არ ეღრიალა -მზად ვართ ჩვენ... - ხმა როგორც კი გაიგო მაშინვე მოშორდა ქალს და ბავშვებს გაუღიმა -რისთვის ხართ მზად? -დემნას სასეირნოდ მივყავართ...შეძლება თოვლი წამოვიდესო -ხო გაგვიშვებ?- ალექსმა ჰკითხა მაქსს არც ჰქონია კითხვა -დედიკოს რაღაც აქვს სათქმელი კიდევ...ხო მარია? -რა უნდა გვითხრა? -შევიდეთ...ოთახში ხო ? შევიდეთ და მე...მერე გეტყვით მისაღებში ისხდნენ ბიჭები, ვერ ისვენებდნენ ჯერ ფეხებს ათამაშებდნენ მერე დივანზე ავიდნენ და ისე უყურებდნენ დედას,რომელიც წყლის ჭიქით დადიოდა დამშიდებას ცდილობდა ,მაგრამ ხელები ისე უკანკალებდა ვერაფერს უხერხებდა თავს. დემნა ერთხანს უყურებდა, მერე მაჯაში ჩაავლო ხელი და სავარძელში ჩასვა -უთხარი თორემ ისეთ რამეს ვეტყვი შენკენ არც კი გამოიხედავენ...ჩემნაირები არიან კარგად ვიცი რას როგორ გააკეთებენ! შანსი გამოიყენე ,მეტი არ გექნება ! -დემნა გთხოვ... -ნუ მთხოოვ...არ გაქვს უფლება - რიმილით უთხრა და არეულ თმაზე ხელი გადაუსვა ბავშვებს რომ რამე არ ეფიქრათ- გვიყურებენ და სჯობს სანამ კითხვებს დაგაყრიან მოიფიქრო რას ეტყვი ... გეგმის დაწყობა შენზე უკეთ ვინ იცის - მაჯაზე ხელს უჭერდა და თან ლოყაზე კოცნიდა- მიდი ალქაჯო მოთმინებას ნუ მიკარგავ -ბავშვებო დასხედით ნორმალურად ხო? -აუუ დროზე გვითხარი რა უნდა წავიდეთ -ხო რაა უცებ გვითხარი -გახსოვსთ ... ადრე სულ ადრე მამაზე რომ მეკითხებოდით.სად არისო რომ მითხარით,რატომ არ არისო ჩვენთან ,რატომ არ მოდისო მაშინ არ მქონდა პასუხი და ახლა ... ახლა გაიგო და მოვიდა , აქაა და თქვენთან უნდა ყოფნა , უყვარხართ და ალბათ არასდროს დაგტოვებთ - მათთან იყო ჩამუხლული, ხალიჩაზე იდგა და ორივეს ხელს ეჭიდებოდა - დემნაა მამათქვენი და მას თქვენთან უნდა ყოფნა ბავშვები გაჩერდნენ, დედას და დემნას მონაცვლეობით უყურებდნენ მერე ისევ საუბარი დაიწყეს -ხომ გეუბნებოდი... ისე არ ეცოდინებოდა არაფერი. ზუსტად ჩვენნაირი თვალები აქვს და გვგავს-თქო . ისე არ იქნებოდა აქ თქო არ გითხარი ? - ალექსი სანამ ბუტბუტებდა მაქსი წამოვარდა და დემნასკენ გაიქცა -ამდენ ხანს სად იყავი?! აქამდე თუ არ გიყვარდით ახლა რატომ მოხვედი? ვერაფერი გავიგე დედა არ გიყვარს? -აქამდე არ ვიცოდი თქვენს შესახებ...ახლა ვიცი და მინდა ჩემთან იყოთ -დედა? -დედაც თქვენთან იქნება...მაგრამ არა ჩემთან -ეგ როგორ ! -არ გინდათ ჩემი უკეთ გაცნობა არ გაინტერესებთ როგორია მამა? -ძლივს აბავდა სიტყვებს თავს...არ იცოდა სწორად როგორ უნდა ესაუბრა ისე რომ ბავშვები გარკვეულიყვნენ -გვინდა ...მე მინდა ,მასაც უნდა უბრალოდ არ ჯერა რომ აქ ხარ ,ჩვენთან - ალექსიც მათთან იყო უკვე და პირველი ჩაეხუტა -ჩვენნაირი სუნი აქ -უცებ თქვა და მხარზე თავი დაადო. დემნა ხმას ვერ იღებდა, თვალები აეწვა ,სუნთქვა შეეკრა უბრალოდ ძლიერად ეხვეოდა ბავშვებს და სათითაოდ კოცნიდა . გვიან გახედა დივანთან ჩაკეცილ ქალს, თავი ხელებში რომ ჩაერგო და ტიროდა, მთელი სხეულით თრთოდა და ირწეოდა. -აბა მზად ხართ ახალ სახლში გადასასვლელად? -ახლა წავიდეთ? -ხო ახლა წავიდეთ... თქვენს ჩანთებს წავიღებ .დედიკოც წამოვა თუ უნდა - ქალს გადახედა ცრემლები რომ სეეშრო და ცდილობდა ბავშვებისთვის ღიმილიანი სახით ეცქირა -ხომ წამოხვალ? -წამოვა თუ უნდა თქვენთან ყოფნა! -დედაა არ წამოხვალ? -წამოვალ... წამოვალ ჩავალაგებ და წამოვალ - ძლივს თქვა და ოთახიდან გალასლასდდა. ბავშვები მისაღებში დახტოდნენ. მარია ჩანთაში ყრიდა ტანსაცმელს და ცრემლებს მუჭით იმშრალებდა -არ ტიროდი ხოლმე ალქაჯო ... ახლა აღარ გრცხვენია ცრემლებად დაღვრა თავის შეცოდებისთვის? -არაკაცი ხარ... ბავშვებს მართმევ იცი რომ პატარები არიან ვერ იაზრებენ მომხდარს და მართმევ დემნამ სიცილი დაიწყო და წამში მიეჭრა -მე გართმევ? მეეე არ გრცხვენია გოგო მაგას რომ მეუბნები? შენ რაც გააკეთე იმის მერე საერთოდ მადლობა უნდა მითხრა უფლებას რომ გაძლევ ჩემ სახლში ფეხის დადგმის ! შენი დანახვა გულსმიერევს უკვე და მაინც სიკეთეს ვიჩენ და კიდევ მელაპარაკები? -ხელი გამიშვი ,მტკივა -მეც მტკივა...მთელი სხეული მტკივა რომ ვუყურებ და არ ვიცი არაფერი მათზე, არაფერი მინახავს ყველაფერი გამოვტოვე მთელი ხუთი წელი და შენც გამოტოვე, იმიტომ რომ გული არ გაქვს მარტო იმიტო გააჩინე რო სიბერეში მარტოს სიკვდილი არ გინდოდა თორემ შენ სისხლში ცურვა გირჩევნია საავადმყოფოში გათენება და მანქანად ქცევა. ექიმი ხარ შენ მხოლოდ ადამიანი არა ! დიდი ხანია აღარ ხარ ,ავადმყოფი ხარ და ახლა გიჯდები თორემ კლინიკაში რომ შეხვალ არც კი გაგახსენდება სად არის შენი შვილები ! ეს ხარ შენ და უბრალოდ თავს იმშვიდებ იმით რომ მე ვერ მოვუვლი,რომ მე ა რმინდა ისინი ! ...ათ წუთში ქვემოთ იყავი თორემ უშენოდ წავალთ ,ხომ იცი გამომყვებიან -ხელი უშვა და ოთახიდან გავიდა. მანქანაში ისხდნენ და ვერ ისვენებდნენ.ათასი კითხვა დაუსვეს სანამ სახლთან გაჩერდნენ . დემნამ ბავშვების ჩანთები აიღო და გვერდით მდგომ ბიჭებს გადახედა -ბიძია სახლში იქნება? -ისიც ჩვენ გვგავს? -ხომ გითხარით ჩვენნაირია-თქო ... ალბათ სახლში იქნება კარი გააღო და ჩემოდნები იქვე დადო. ბავშვები შევიდნენ და ყველაფერს აკვირდებოდნენ მარია ძლივს მიაბიჯებდა . -დამიანეეე ... დამიი -ოოჰ მობრძანდი ბატონო? გირეკავ მთელი დილაა სად დაიკარგე? - დამიანე ყავის ფინჯანით გამოვიდა სამზარეულოდან თან რაღაცას კითხულობდ ამობილურში უცებ ბავშებს რომ შეხედა ვერ გაიაზრა და ისევ მობილურს მიუბრუნდა მერე წინ მდგომებს დახედა ისინიც უყურებდნენ და თვალს არ აშორებდნენ -ჩემები არიან ნუ გეშინია ... - სიცილით უთხრა დემნამ და ორივეს ხელი მოხვია- ალექსი და მაქსი გაიცანი ...გამოფხიზლდი ახლა შვილები კი არ არიან რო გამოშტერდი ძმისშვილები არიან -გაჩუმდი ადამიანო ! ღმერთო როგორები არიან... - თავზე უსვამდა ხელს და იცინოდა -ოთხი ერთნაირი ვართ ხედავ? -ხოო ... მაქსი და ალექსი -ამას ისეთი რეაქციები აქვს ვერ გავიგე გაუხარდა თუ ეწყინა... ასეა ნეტა სულ? - ალექსმა გადაულაპარაკა მაქსს და დემნას ხარხარიც გამოიწვია -ნუ გააგიჟე ბავშვები უჟმურო -რო ჩავეხუტო გაბრაზდებიან? -ერთხელ შეიძლება..თუ გინდა - მაქსმა გაუცინა და მოეხვია .. დიდხანს ეხუტებოდა ბავშვებს და კოცნია -რა მაგრები არიან... გავგჟდი. -ნუ რა თქმა უნდა.. -დედა ? დედა სად არის - ჩუმად უბრიალა თვალები ძმას და ლამის მოკლა- წამოიყვანე ბიჭო? წაართვი? -დედა მოდიოდა სადღაც შემაოღწევს ალბათ...ბავშვებს ზემოთ ავიყვან მე ... ოთახს ვაჩვენებ რამდენიმე დღე მოგიწევთ მხოლოდ ასე ყოფნა მერე მამიკო თქვენს ოთახს გააკეთებს აბა გავიქცეთ - ჩანთებს ხელი დაავლო და კიბეზე გაიქცა მათთან ერთად. - ამოდი დამაინე და დამეხმარე მე არ ვიცი სად რა არის გესმიიის? -ხოოო მადროვე - კარისკენ წავიდა აინტერესებდა ბავშვების დედა ვინ იყო ეზოში ,კართან მდგომი ანამარია რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა -ანა ? შენ - ხო დამი მე ვარ მათი დედა -და არაფერი გითქვამს... -შენც უნდა ჩამქოლო? -მე ..მე უფლება არ მაქვს , საკმარისი გაუკეთებია დემნას - ჩუმად თქვა და ჩანთა გამოართვა- შემოდი ... კარგად ხარ? -უკეთესადაც ვყოფილვარ...გადავიტან -ზემოთ ავიდეთ იქ არიან კიბეს მიუყვებდოა და ქალს აკვირდებოდა. რამდენჯერმე ხელის შეშველებაც სცადა ისე სუსტად მიაბიჯებდა მარია. ბავშვების ხმა გამოდიოდა ოთახიდან საწოლზე დახტოდნენ და მერე დაინახეს როგორ დაეცნენ თავზე დემნას მანაც ორივეს მოხვია ხელები და დაიჭირა . ისე თამაშობდნენ არც მიუქცევიათ ყურადღება იქ მყოფებისთვის. დამიანემ მარიას აჩვენა ოთახი და იქ დატოვა. თითონ კი ბავშვების ოთახში შევიდა და სანამ ისინი გიჟობდნენ მოაწესრიგა კიდეც,თან უყურებდა და იცინოდა. -ვაახ ჩემი ...ესენი ვინ არიან ძალა გამომაცალეს ასეთიც არ ვყოფილვარ ახლა აღიარე -უარესი იყო ,გატყუებთ -დამაინე! -სიმართლეს ვამბობ ! -დღეს თავისუფალი ხარ? -კი -წამოგყვები მე და ბავშვებს ? -სად ? -სასეირნოდ... -ამ სიცივეში ? არ გაცივდნენ - აუუუ ნუ გაახურებ ახლა რა გააციებთ შიშვლები კი არ მიმყავს! სათამაშოებს ვუყიდი აა ამ მოჟამულ ოთახში ხო არ გავაჩერებ... საწოლებსაც შევარჩევ და ბევრ შოკოლადს ვაჭმევ...იქნებ ნაყინიც -ნაყინი გინდა აჭამო ? -არა ეს ისე ვთქვი და ნუ ბრიალებ დამიანე ! -არ გვაჭმევ ნაყინს? -არა რა თქმა უნდა...არც ეგეთი კარგი მამიკო ვარ. ბურგერები შეიძლება , ფრი და კოლაც ცოტა რომ დამშვიდდნენ,მილაგდნენ და სახლიც მოირბინეს ბავშვებმა გიჟ მამიკოს თანხლებით . ანამარიაც გაახსენდა უბრალოდ უთხრა ბავშვები მიმყავსო ქუდები დააფარა, კაშნები მოახვია, ქურთუკები კარგად შეუკრა დააკვირდა და მერე ასე შეხვეულები გაიყვანა სახლიდან. -დამიანე მიხედე გთხოვ რამე არ მოსწიოს ბავშვებს .... -დაისვენე და დამშვიდდი... არ ინერვიულო ხო? კარგად იქნებიან -მოგწერ ხოლმე კარგი? -კარგი , დამშვიდდი! ქალაქის ქუჩებში მიაბიჯებდნენ ბავშვები შუაში ჰყავდათ და უხსნიდნენ სად რა იყო . შიგადაშიგ გარბოდნენ,მაგრამ დემნა წამსვე აჩერებდა ან თავადაც მიჰყვებოდა . სათამაშოების მაღაზია თავდაყირა დააყენეს , კონსულტანტები გააგიჟეს დემნას კიდე რეაქცია არ ჰქონდა. დამაინე კი გაოცებული უყურებდა და თვალსაც ვერ ავლებდა ისე სწრაფად მოძრაობდნენ. ბოლოს დახუნძლულები გამოვიდნენ თუმცა ის გართობა უფრო უხაროდათ ვიდრე სათამაშოები. ყველაფერი დემნას შეაჩეჩეს და კიდე გავისეირნოთო უთხრეს. მანქანით მიდიოდნენ ამჯერად რადგან თოვა დაიწყო. შემდეგ მაკდონალდსში დასხდნენ,უფრო სწორად ბავშვები ისევ არ ისვენებდნენ დემნა მენიუს არჩევდა დამაინე კი მათ მიჰყვებოდა ფეხდაფეხ. ......... გოგამ უნივერსიტეტში წამიყვანა, თამარას ვერ ვუკავშირდები. ლექციები სრუდლება ის კიდევ ისევ არ ჩანს. ყველაფერი მაღიზიანებს, ვერ ვმშვიდდები სალომე არ მინდა შევაშინო და მასაც არ ვურეკავ. ბინაში მივდივარ არ მხვდება, უკვე სერიოზულად ვღელავ, მიშოსაც დავურეკე და რომ არ მიპასუხა ცოტა დავმშვიდდი, მივხვდი რომ ერთად იქნებოდნენ. მაგრამ უკვე ვბრაზობდი რომ არ მითხრა სად იყვნენ. სახლში ფეხი არ მქონდა შედგმული გოგამ ხელი რომ დამავლო ჩანთა ისევ დამკიდა მხარზე და გამიყვანა -წამო წამოოო სადღაც უნდა წაგიყვანო -დაღლილი ვარ გოგა სად მირბიხარ გაგიჟდი? -მოიცადე რაა მადროვე ! წამო კარტოფილს გაჭმევ არ გინდა -აუუ არ მინდა არაა დავიღალე მართლა... უკვე მანქნააში ვარ და რაღას ვამბობ ისე- ეზოში გავაბიჯე და მანქანაში ცავჯექი აბა რა მექნა. ისე ცქმუტავდა გამაგიჟა . -სად მივიდვართ? -გაგიხარდება შენც ნუ ღელავ! -აუუ გოგააააა -ნუ წუწუნებ გოგო ... სამეცადინო არ გექნებოდა ჯერ -მქონდა -ღამე იმეცადინე ... -რას ცქმუტავ ამხელა კაცი -მეც არ ვიცი..რარაც ხდება და რომ გავიგებ გეტყვი - მანქანა ნაცნობი გზისკენ რომ წაიყვანა თვალები გამიფართოვდა -დადიანთან მიდვივართ? -ხო ... დამიანეც სახლში იქნება ალბათ ან მოვა სად წავა -არ მინდოდა იქნებ მისი ნახვა -ხო როგორ არა ! -ასე ჩქარა ნუ მიდიხარ რა ვწუწუნებ ,მაგრამ რა აზრი აქვს უკვე სახლთან აჩერებს მანქანას და გადადის. მეც მივყვები აბა რა ვქნა, მაინტერესებს თან როგორაა დღეს იმედია სიცხე აღარ აქვს . იქნებ ცუდადაა და ეს გიჟი იმიტომ მიმარბენინებდა. სახლში შევარდა და სადღაც გაიქცა . მე რომ შევედი კარისკენ ორი ბავშვი მორბოდა და ლამის იქვე ჩავიკეცე ორ დამაინეს მსგავსს რომ შევხედე . არა მთლად ასლები არ არიან , იდენტურებიც არ არიან ,მაგრამ ისე გვანან შეუძლებელად. მეჩვენება თუ რა ხდება არა არ მეჩვენება მიყურებენ და ერთმანეთს რაღაცას ეუბნებიან , თან თვალს არ მაშორებენ მერე დამიანესკენ გარბიან და ეხვევიან ახლა მოვკვდები! ტვინო არ იფიქროოო...ტვინო გაჩერდი -მარიამ , როგორ ხარ?- მკოცნის და მიღიმის -მე..კარგად შენ -მეც კარგად! გაიცანი მაქსიმე და ალექსი დადიანები -სასიამოვნოა- ერთ ერთი ,მგონი მაქსი მოდის ჩემს ხელს იღებს და მკოცნის , მერე მეორეც იგივეს იმეორებს და თვალებს მიჟუჟუნებენ ახლა ვაკვირდები,ორივე ნაცრისფერთვალაა და ისე მიყურებენ ინსტიქტურად ვდნები . ღმერთო რა საოცრებები არიან- თქვენ ჩვენი დამიანეს შეყვარებული ხართ ლამაზო ქალბატონო? -ბეჭედი არ უკეთია ...ალბათ შეყვარებულია -მეორე ასკვნის და უფრო მეცინება -ბავშვებო ადროვეთ შემოვიდეს... ახლავე ნუ გააგიჟებთ -კარგიი ხოო ჩვენ იმ ბიძიას ვნახავთ დემნას ოთახისკენ რომ გაიჭრა -ორივე გარბის მე კი გაღიმებული დამიანე მრჩება . რომელიც მიახლოვდება და ისევ მკოცნის ლოყაზე -ისუნთქეე და დამშვიდდი... -ისინი ... როგორ გვანან ერთმანეთს -და მე? -ხო და შენ -მერე?- მკოცნის და თიტებს ქურთუკის ქვეშ აცურებს. ელვა როდის გახსნა? ახლა მხდის? ცუდად ვარ ,ისე სწრაფად მშორდება და საკიდზე კიდებ ქურთუკს სიცრიელე მაგიჟებს ,მერე წელზე მხვევს ხელს და მისაღებისკენ მივყავარ -რა მერე... მერე ვინ არიან? -დადიანები ... -მივხვდი რომ დადიანები არიან -ჩემი კოლეგის შვილები არიან -რომელი კოლეგის -ანამარია ჰქვია, არ იცნობ შენ ზემოთა ახლა საძინებელში რომ ჩამოვა გაგაცნობ -ზემოთ...საძინებელში , გამაცნობ -დაზუთხულივით ვიმეორებ მის სიტყვებს და ვგრძნობ რომ არ ვარ კარგად. -ხო რა თქმა უნდა გაგაცნობ -მიღიმის ტუჩის კუთხეში და დივანზე მსვავს -რას დალევ ? ყავას ჩაის,,წვენს -შენს სისხლს ...არ გაქვს ჩამოსხმული? მაშინ გადავჭრი ვენებს და ჭიქას ავავსებ...რაზე ვფიქრობ არ არსებობს მისი შვილები რომ იყვნენ ასე გაამცნობდა? აქამდე ხომ მეცოდინებოდა ,დამიმალავდა? ამდენ ხანს ? ან ახლა ასე რატომ მეტყოდა . ღმერთო შევიშლები ახლა, ისეთი ბავშვები არიან ვერც ვბრაზდები ...მოვკლავ, როგორ მიყურებს ხვდება რასაც ვფიქრობ და მაინც არაფერს მეუბნება ზის და ეშმაკური ღიმილით მიცქერს. გოგა შემოდის ბავშვებთან ერთად,ორივე ხელში უჭირავს და ელაპარაკება -მარიამ ბავშვები ნახე? რა საოცრებები არიან გავგიჟდი..როგორ გვანან დამის არა?- თვალებს უხამხამებს ლექტორს და მერე იატაკზე სვამს ორივეს- ხასიათი დემნასი აქვთ... სისხლი თავისას შვება რომ დავინახე მეგონა გუშინდელი თრობის ბრალი იყო -ხოო გვანან ... ძალიან -ის სად წავიდა ამდენ ხანს ... გავალ მოვიყვან - გოგა სიევ გადის და ბავშვებს ეძახის- რამე არ დაამსხვრიოთ ფრთხილად ! არც ერთმანეთიი -ნამდვილები არიან ? დღეს ისეთები ხდება იქნებ სიზმარია... თამარა მინდა -საცოდავად ვლუღლუღებ ის კი ჩემკენ იწევა და ყელში მკოცნის -ესეც გესიზმრება ხოლმე? -არაა... -ჩემი ტყუპები შენიც იქნება ... ისინი შენები არიან? -არააა... არ არიან,მაგრამ -მაგრამ? -დამიანეეე -დამშვიდდი ... არ არიან ჩემები , ჩემები არიან მაგრამ შვილები არა , დემნას ვერ წავართმევ - ლოყაზე მეფერება და ისევ მკოცნის -დემნას შვილეებიი ჰყავს? -ჩვენები ასეთი ცელქები არ იქნებიან , მაგრამ მსგავსები შეიძლება თუ შენ არ დაგემსგავსებიან -მეჩურჩულება და მაბრუებს,თვალები მეხუჭება -დამიანე ბავშვები სად არიან?- ქალის ხმა მესმის და წამში ვფხიზლდები ოთახში შემოდის და რომ გვხედავს ჩერდება- მაპატიე არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა -ბავშვები დემნას ოთახში უნდა იყვნენ ... გაიცანი მარიამ სიხარულიძე ეს კი ტყუპების დედაა ანამარია -სასიამოვნოა -ჩემთვისაც ...-ისეთი ლამაზია და მოწყენილი რომ ცუდად ვხდები. ვერაფერი გავიგე რატომაა ასე ცუდად? - ბავშვებს ვნახავ ხო? უკაცრავად -ოთახიდან გადის ,სიარულზეც კი ეტყობა რომ ცუდადაა -რა სჭირს? -გუშინ გაიგო დემნამ ბავშვების შესახებ, სრულიად შემთხვევით. ანამარია ამდენი ხანი უმალავდა მათი არსებობის შესახებ და წარმოდგენაც არ მაქვს რა უთხრა დემნამ ,ან აქ ცხოვრებაზე როგორ დაითანხმა -ფაქტია კარგი არაფერი უთქვამს -არ უნდა დაემალა... არ შეიძლება უბრალოდ მამას შვილები წაართვა -და ასე რომ მოექცე ქალს ეს ნორმალურია? დემნას ამართლებ? ვერ ხედავ როგორაა ის გოგო? -როგორც უნდა იყოს დემნა და ანამარია მოგვარებენ. შენ კი ტყუილად მეჩხუბები -რთული დღე მაქვს... არ ვიცი ალბათ განწყობის ბრალია -რამე პრობლემა გაქვს?შემიძლია დაგეხმარო? -არაფერია ...მეც არ ვიცი .ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც უნდა მოხდეს ,არ ვიცი ვერ ვხსნი ბავშვები შემოდიან დემნასთან ერთად. გოგაც მათ მოჰყვება და ერთად ელაპარაკებიან უკვე ბავშვებს. ვგიჟდები ანამარიას რომ არ აქცევს ყურადღებას დემნა! ვბრაზდები და მტკივა. არ ვიცი ქალური სოლიდარობაა თუ მის ადგილას მარტივად წარმოვიდგინე თავი. შეიძლება ჩემი რაღაც ნაწილი დავინახე მასში ,იქნებ მეც მის მსგავსად მოვქცეულიყავი. რატომ ვამართლებ ? მხოლოდ ის ვიცი რომ მისი მზერა გულამდე აღწევს. -გვშია ჩვენ ! არ ვივახშმოთ? გოგა ბიძია და დამინეს შეყვარებულიც დარჩებიან- შეყვარებული იმდენად მხვდება ყურში რომ ვღიზიანდები. გოგას რეაქცია არ აქვს, არც არავინ რეაგირებს ამაზე მხოლოდ მე. არავის აინტერესებს ის ფაქტი რომ არაფერი ხდება ჩვენ შორის? დაწერილი კანონია რომ აუცილებლად „რძალი „ გავხდები და რომ ახლა „შეყვარებული „ ვარ? ყუში ჩამესმის დემნას ხმა დამიანე მოგვიმზადებს ვახშამს და ყველანი ერთად დავსხდებით , აღსაღნიშნად ახლა მაინც მაქვს საქმეო . ვერ ვიაზრებ ისე მხვევს ხელს დამიანე და სამზარეულოში გავყავარ. -რას აკეთებ -გოგამ მარიამიც დაგეხმარებაო? ვერ გაიგონე? კარგად ხარ? თუ გეზარება უბრალოდ აქ იჯექი -გოგამ თქვა? სამზარეულოში ფუსფუსსაც დავიწყებ რა პრობლემაა -მარიამ კარგად ხარ? -მაპატიე უბრალოდ ... არაფერია დაივიწყე ! პერანგის მკლავებს იკეცავს, ხელთათმანებს ირგებს ახლადაბანილ ხელებზე, წინსაფარსაც იკეთებს და ხორცის მომზადებას იწყებს. აზრზე არ ვარ რას აკეთებს უბრალოდ ვუყურებ.ბოლომდე ვერც ვადევნებ თვალს კონტენტრაციას ვერ ვახდენ ათას რამეზე ვფიქრობ ერთდროულად, თავს ცუდად ვგრძნობ და იმასაც ვერ ვხვდები რატომაა ასე. იქნებ წინა ღამემ იმოქმედა, შემდეგ ტავზე დამათენდა და დილიდან ასე ამიტომ ვარ. თამარაც გაქრა! დედაც არ მირეკავს მთელი დღეა , მამას ისედაც არ ველაპარაკები, სანდრო გადარბენაზეა და რამე თუ არ უნდა ისე არ მომიკითხავდა, ნოსტალგიის ბრალია შეიძლება. მაგიდაზე ხელებს ვდებ და შუბლით ვეყრდნობი . ასე თითქოს შვებას ვგრძნობ, თავი საშინლად მტკივა . მალე თმაზე შეხებას ვგრძნობ და თავს გვერდით ვაბრუნებ -თავი გტკივა? -ხო -დღეს რამე ჭამე?სახლში ისადილე ? -არა ..არ მახსოვს -მარიამ ,შიმშილობ მთელი დღეა და მერე გიკვირს ცუდად რატომ ხარ? - ტოსტს ისე უცებ ამზადებს მგონი მისი თითები მზარეულობაშია განსწავლული და გინეკოლოგიასთან კავშირში არაა. რამდნეიმე წუთში თეფშს მიდებს წინ და წვენსაც მისხავს. არ მინდა ,მაგრამ ისე მიყურებს ვიცი დიდი დავა მოგვიწევს და არ მინდა ახლა ბავშვური გამოსვლები. ძალით ვიტენი ლუკმებს პირში და ძლივს ვყლაპავ. წვენს ვაყოლებ და ისევ ვხრი თავს. ისე მიყურებს მგონი ჩემზე მეტად აწუხებს რაღაც . თვაზე მეფერება და კი ვერ ხვდება რომ აქვე შეიძლება ჩამეძინოს, გოგა შემოდის და ყველაფერს აფუჭებს -გვრიტებო მალე მოამზადებთ ვახშამს? -ათ წუთში მზად იქნება... -დაგეხმარო? -არა არა საჭირო ! -კარგიი როგორც გგნებავს პატივცემულო- თვალს უკრავს ჭიქას წყლით ავსებს და გადის. შემდეგ მაგიდასთან ვსხედვართ, მესმის რომ ბედნიერია , შვილები ჰყავს თან ორი , ტყუპები ბიჭები ,მაგრამ რატომ არ ფიქრობს ქალზე რომელმაც ეს ბავშვები აჩუქა. ბავშვები გემრიელად მიირთმევენ , ანამარიას კოცნიან ხოლმე და ისიც ამით კმაყოფილდება. ისეთი გიჟები არიან ლამის მთელი მაგიდა თავდაყირა დააყენეს, ანას არ უსმენენ დემნას უხარია ასე რომ იქცევიან და პირიქით აქეზებს . შემდეგ სათამაშოებზე გადადიან, მანქანებს პულტით მართავენ და ლამის ყველაფერს დააჯახეს ავტომობილები. გოგა რომ ადგა და შეუერთდდა ,ხმებსაც კი გამოსცემდა ავტომობილის ნაცვლად ლამის გავგიჟდი. ეს ორი მართლა ერთნაირები არიან. დამიანე ანამარიას ეუბნება რაღაცას ეს უკანასკნელიც მშვიდად ტოვებს მაგიდას და მიდის . დემნა უყურებს ,მხოლოდ წამით შემდეგ წარბებს კრავს და მორიგ ჭიქა ღვინოს ცლის . -იმედია გოგა მალე მოწყდება ბავშვებს - ვჩურჩულებ ჩემთვის ,მაგრამ დამიანეს ესმის -წასვლა გინდა? -დაღლილი ვარ ... მიხარია ძმისშვილები რომ გყავს ,მაგრამ არ მიმაჩნია გამართლებულად ჩვენი აქ ყოფნა .ალბატ ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება და დამატებით კიდევ ახალი ბიძიების და დეიდების ნახვა. ანამარიაც არაა კარგად და შენ ძმასაც დაფიქრება ,დამშვიდება სჭირდება -არ გბეზრდება სულ ცივი გონებით ფიქრი? ასე შორიდან ყურება ყველა სიტუაციის და გრძნობების ჩახშობა? -ახლა ერთადერთი რაც მჭირდება იმის გარკვევაა სად და როგორაა ჩემი თამარა ! სხვა ყველაფერი მოგვარდება ჩემ გარეშეც ! -ბავშვებიც არ გიყვარს? -კიდე ვინ არ მიყვარს -მე -ბავშვები მიყვარს ,მაგრამ მეეჭვება ჩემი მოფერება უნდოდეთ იმათ მე კი ბიჭებთან თამაში არასდროს მიყვარდა ,არ გამომდის უბრალოდ . ხოო ბიცოლად აშკარად არ გამოვდგები -გოგა კიდევ დიდხანს არ წამოვა სახლში , გაგიყვან თუ ასე ძალიან გეჩქარება და არ შეგიძლია აქ გაჩერება -არ მინდა ... გასეირნება მირჩევნია ! გოგას უთხარი რომ წავედი -მარიამ ... -ხომ შეიძლება დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება მომცეთ , ნახვამდის ! -შეგიძლია წახვიდე ... - ხელები გაშალა და კარისკენ მანიშნა . სიცივე უნდა მეგრძნო? არ მქონია რეაქცია , ალბათ ჩემი ქცევის შემდეგ არც უნდა მქონოდა. საშინელ დაღლილობას ვგრძნობ,ყველაფერი რაც ირგვლივაა მაღიზიანებს. მარტო ყოფნა მინდა ,სიმშვიდე მჭირდება. ყველაფერი მოქმედებს უკვე, თამარა გაქრა, მიშოც არ ჩანს ვერც ვუკავშირდები. გუშინდელი საღამო ,ლექტორის ეს ამოუცნობი ქცევა.არ შეუძლია ასე მოვიდეს მაკოცოს და ჩემი გაბრუება სცადოს, სცადოს და გამოუვიდეს. არაა ეს ნორმალური ჩემთვის, არც ისაა ნორმალური ქალი ბავშვებს მამას რომ უმალავს და შემდეგ განადგურებული დააბიჯებს კაცის სახლში რომელთან ცხოვრებაც ეჭვი მაქვს არ უნდა, სადაა საკუთარი ცხოვრების მართვის უფლება 1 როგორ შეუძლია გოგას იქ იყოს როცა ასეთი დაძაბული მდგომარეობაა, ნუთუ არავინ ფიქრობს ბავშვებზე რომლებსაც ერთ დღეში გამოუჩნდათ მამა და ახლა როგორც არ უნდა მოიქცნენ მაინც უცნაურია ყველაფერი მათთვის. მივდივარ ფეხით სავსე ქუჩაში და საშინლად მცივა,მაგრამ მსიამოვნებს. თოვას იწყებს, მართალია დიდი ლამაზი ფანტელებით არა ,მაგრამ მაინც თოვს და ცა განსაკუთრებით ლამაზია. არ მინდა გოგოას ბინაში მისვლა, ვერ ვეგუები იმ ფაქტს რომ იქ უნდა ვიყო კიდევ ექვსი თვე ,მთელი ნახევარი წელი იქ უნდა გავატარო როცა საკუთარი ბინა მაქვს სადაც მშვიდად ყოფნა შემეძლო, ადგილი რომელსაც შევეჩვიე და სადაც მყუდროდ ვგრძნობდი თავს. -ზამთარს გავხარ ! - გვერდიდან ხმა მესმის და ახლაღა ვიაზრებ რომ დამიანეა ჩემ გვერდით.მომყვებოდა? გვერდით არ იყო დარწმუნებული ვარ , ნუთუ წამომყვა. -მერე ...ზამთარს შეიყვარებ თუ გაზაფხულს დაელოდები -ზამთარი მიყვარს დიდი ხანია , უბრალოდ მზიან ამინდს დაველოდები -ზამთრის მზე უბრალოდ ანათებს და საერთოდ არ ათბობს ,აზრი არ აქვს ლოდინს -იები თებერვალში იწყებენ ამოსვლას ,სწორედ ზამთრის მზის ქვეშ თოვლში ამოყოფენ თავს და გაზაფხულს ხვდებიან -ურჩხული ლექტორი გამოუსწორებელი რომანტიკოსია? -ჯიტი სტუდენტი ბოლომდე არ ნებდება? -მეტად არ შემიძლია... -სითბოს თავისუფლად გამოხატვა, სიყვარულის არსებობა და უსაზღვროდ გაცემა , წამით ცხოვრება და გეგმების გარეშე , წესების გარეშე სუნთქვა დანაშაულია? ვერასდროს მოიპოვებ სიმშვიდეს ...უბრალოდ შეშლილი იქნები -შეშლილი როგორ გაგხდის „სიმშვიდემდე შეშლილს“ ... მე ვერ ვიქნები შენი“ სიმშვიდე „ -ყოველთვის მართალი არ ხარ , ამჯერადაც ცდები! -იქნებ შენ ცდები ...რატომ არ აკეთებ დაშვებას -მე ყველანაირი დაშვება გავაკეთე , მაგრამ ბოლოს ერთნაირი დასკვნამდე მივედი და ხედავ სადაც ვარ -არ შემიძლია რატომ არ გესმის -რა გთხოვე რომ ვერ შეძელი -ითხოვ თან რამდენს ... -ეს შენ სთხოვ საკუთარ თავს ბევრს ,შენ და არა მე ! -ურთიერთობა ითხოვს... ყველაფერი მსხვერპლს მოითხოვს და მე უბრალოდ არ მინდა შენ გაიღო ყოველთვის ,მხოლოდ იმიტომ რომ მე შევტოპე ღრმად, ვერ ვახერხებ კონტროლს, არ მანებებ -ერთადერთი რამის გააზრება გჭირდება ... უნდა მიხვდე რომ ცხოვრებაში არაფერია კონტროლირებადი,ვერაფერს მართავ, ვერაფერს სადაც გრძნობებია -აქამდე გამომდიოდა... მთელი 18 წელი გამომდიოდა -არ ვარსებობდი შენს ცხოვრებაში და იმიტომ ! -და რა იცი რომ სხვა არ არსებობდა -თუ გააკონტროლე ე.ი აზრი არ ჰქონდა მის არსებობას შენს ცხოვრებაში -ასე მარტივად? -თუ მარტივია ე.ი უაზროა , არაფრისმომცემია! სირთულის გადალახვა,ქაოსის კონტროლია მთავარი -აი თურმე რატომ დაინტერესდდი ჩემით ... რთული ვარ -მიზეზს მნიშვნელობა ეკარგება... ფაქტია ურყევი ! -არასდროს შეიცვლება ეგ ფაქტი? -გინდა შეიცვალოს? -არ ვიცი ... -იცი ! -არა არ ვიცი ... არ ვიცი ისევ ვერ ვხვდები... ვერ ვრწმუნდები -როგორ გინდა რომ დარწმუნდე ... სიკვდილის ზღვარზე მყოფი უნდა მნახო აუცილებლად თუ სხვასთან წავიდე. არცერთი მოხდება და არცმეორე ! -ასეთი რომ არ იყო დავინტერესდდებოდი შენით? ლექტორი რომ არ იყო ყურადღებას მოგაცევდი ? ამაზე არ გიფიქრია? -მე მხოლოდ ის ვიცი რომ სადაც არ უნდა მენაზე, რა სტატუსითაც არ უნდა ვყოფილიყავით მე ისევ ისე აქ ვიქნებოდი, შენს გვერდით! -სულ არ აქვს მნიშვნელობა მე რა მენდომებოდა? იქნებ უბრალოდ შემდგარი , პროფესიონალი,განათლებული, სიმპათიური და ყველასთვის სასურველი კაცი მომწონს რადგან იდეალური ხარ პირდაპირ ხომ არ ნიშნავს რომ უნდა მიყვარდე ! იქნებ არ ხარ ის ვისთვისაც შემქმნა ღმერთმა -იდეალური რომ გგონივარ სწორედ მაგაშია საქმე -მეჩვენები ანუ? -იდეალური ადამიანი არ არსებობს ! -თემას ვცვლით? -სადამდე მივალთ შენი აზრით... შემდეგ ჩუმად მივაბიჯებთ, ფიფქები უფრო იზრდება და უზარმაზარი ფანტელები ცვივა . ვჩერდები და მაღლა ვიყურები სახეზე მეცემა ფიფქები და წამში დნებიან. ხელისგულზებს ვუშვერ ფიფქებს და ვგღძNობ რომ მშიწრდება მსთან ყოფნა ,მაგრამ არ ვიცი რატომ. ვიცი რომ ახლა მინდა მომეხვიოს და ვიგრძნო რომ ჩემთანა, მისი სითბო მჭირდება ის არუწერელი გრზნობა რასაც მიზიარებს „ჩემი ღიმილით“ ვიცი რომ მისი მზერა მიყვარს „ჩემი მზერა“ იქნებ მისი „იდეალურობა“ მაშინებს, ის რომ მის გვერდით უბრალოდ მარიამი ვარ . ის ცხრა წელიც მაშინებს ჩვენს შორის რომ არის, მისი სტატუსი და ხასიათიც მაფიქრებს. მინდა რომ შევწყვიტო ფიქრი? მსჯელობა და განსჯა ? მინდა ვიცხოვრო წამით? ამ წამს გავაჩერებდი , აი ახლა ქუჩაში ტროტუარზე მდგომ ჩემს ლექტორს მოვეხვეოდი და არასდროს გავუშვებდი. რამდენჯერ დავთმე წამი... მე ხომ ბევრჯერ მოვეხვიე უკვე, ბევრჯერ გავუღიმე, ბევრჯერ მოვიქეცი „არამარიამისეულად“ და ახლა მაინც „მარიამი“ იმარჯვებს ჩემში? ყოველ ჯერზე თავიდან იწყებს და მაინც ვერ ვშორდები ლექტორს. უბრალოდ ვერ ვშორდები ,მასთან მინდა ვიყო ! უბრალოდ დადიანთან მინდა ...დადიანი მინდა აი ასე უცებ? მივალ მოვეხვევი და ვეტყვი რომ მორჩა ჩემი სიჯიუტე? გაქრა ჩემი ზღვარი და აი ასე უბრალოდ დაიწყება ... შეყვარებული ვიქნები? მე მისი შეყვარებული? ღმერთო არადა როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას... პატარა მოსწავლე მახსენდება წამსვე და გონებაარეული თინეიჯერები ! ასეთი ვიქნები? სისულელეა! მე ხომ ლექტორი მიყვარს . მიყვარს? ის თუ არ მიყვარს, ეს თუ არ არის სიყვარული აბა რა არის? რა შეიძლება უფრო აღმატებული ვიგრძნო , მეტად აუხსნელი დამემართოს , მეტად ამიძგეროს გული ... ცხოვრებაში პირველად დინებას გავყვე? ის მომენტია როცა მასთან ერთად ჩაძირვაზეც თანახმა ვარ ...არ მჯერა ,მაგრამ ასეა ! ნებისმიერ წამს მოვკვდები მის გამო...ყველაფერზე დავთანხმდები მისთვის. ეს ხომ კარგად ვიცი არა? დიდი ხანია ვიცი ,იმ წამიდან როცა დაჭრილი ვნახე ! ფიფქები ისევ ჩემს კანზე დნებიან, არ ჩერდებიან ერთს მეორე ენაცვლება და სახეს მისველებს.მცივა,მაგრამ არ მინდა სითბოში არ მინდა ფიფქებს გავექცე . მასთან მინდა ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ რომ იდგა და მზერას არ მაშორებდა, „ჩემ მზერას“ და მიღიმოდა ,“ჩემი ღიმილით“ მის გულისცემას ვგრძნობ...ვიცი როგორ ძლიერ ფეთქავს მისი გული რადგან ჩემიც მის რიტმს უერთდდება . ვიცი როგორ უნდა ახლოს მოვიდეს, მოვიდეს და მაკოცოს , ბევრჯერ მაკოცოს და მომეხვიოს ტკივილამდე ,ძვლების ატკიებამდე მომეხვიოს. მითხრას რომ არ გამშვებს , რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა ..განა აქვს ? ის რომ წავიდეს...ის რომ აღარ იყოს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელობა არსებობასაც არ ექნება. ვუახლოვდები, ხელებს გაყინულ სახეზე ვახებ .მიყურებს და არც კი ირხევა , თვალს არ მაშორებს . მის ტუჩებს ვუახლოვდები , მის სუნთქვას ვგრძნობ როგორი ხშირია და მაინც არ მოძრაობს, უბრალოდ ელოდება, მე მელოდება -არ ვიცი რატომ დღეს ,რატომ ახლა მაგრამ ვიცი რომ უკანასკნელი ნაბიჯია ჩემი .მცდარიც რომ იყოს არ ვინანებ, არასდროს ! მთელი არსებით ვგრძნობ რომ მჭირდები ,მიყვარხარ ან იქნებ უფრო მეტიც ....მე შენთან ვიქნები თუ შენ არ წახვალ , იქნებ არც გაგიშვა- არ მინდა რამე მითხრას,არ მჭირდება მისი სიტყვები არც არასდროს მჭირდებოდა ! ისე მიყურებს,ღმერთო მის თვალებში სამყაროს ვხედავ ! მისი ტუჩები ფიფქებთან ერთად ეხებიან ჩემს ტუჩებს . მათბობს ... გული სხვანაირად ჩემს...თითქოს ჩემში აღარ არის და მის სხეულში გადავიდა ,დამტოვა ასე უკითხავად, ურცხვად და წავიდა . შევიშალე ... მან შემშალა ,მთელი ჩემი არსება შეიშალა მისი გამოჩენისას,პირველივე დანახვის წამიდან სიმშვიდემდე შევიშალე! შეიძლება ძალიან ვინანო ასე რომ ვდებ ამ თავს ,მაგრამ ვრისკავ. არ მინდ აგადავაკეთო მინდა ის დავდო როგორც პირველივე ჯერზე დამაწერინა მუზამ . შეიძლება არ ელოდით სხვანაირად გინდოდათ სხვანაირად წარმოგედგინათ არ ვიცი ალბატ არ მოგეწონებათ ველი შეფასებებს მე მაპატიეტ თამარა რომ არ არის მომდევნო ტავში დავწერ ვრცლად ქორწილზე გყვარობთ მე თქვენ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.