გარდასახვა (I თავი)
წვიმიან ქალაქში ჩვეული, შემოდგომის ნაღვლიანი და ოდნავ მოყავისფრო დღე გათენდა. ცაზე გოროზად შეყრილი ღრუბლები ქალაქის მაცხოვრებლებს ემუქრებოდნენ და თავსხმა წვიმას უქადნენ. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ქალაქი თავის ჩვეულ პულსაციას არ ღალატობდა, თუმცა დღევანდელი დღე ათასობით აქ მყოფი ადამიანისთვის იყო მნიშვნელოვანი, ერთი უბრალო მიზეზის გამო. პირველი დღე და პირველი ნაბიჯი ახალ სრულიად განსხვავებული, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ, საკმაო პასუხისმგებლობას ანიჭებდნენ იმისთვის, რომ ნერვიულობაშეპარულნი გაყოლილიყვნენ უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას. მაღვიძარას ხმაზე დენდარტყმულივით, თვალებდაჭყეტილი, უცებ წამოვარდა ზეზე და დაბნეულად მოავლო თვალი გარემოს. ორიოდე წუთში რომ გამოფხიზლდა გაიაზრა რა ხდებოდა, ამოისუნთქა და ჩაცმას შეუდგა. სასწრაფოდ მოიდუღა ჩაი, გაიმზადა მსუბუქი საუზმე და შემდეგ გემრიელად მიირთვა. დროდადრო კი ამოწმებდა ვინმეს, უფრო სწორად კი დათას ან ნინას ხომ არ მოეწერა მისთვის რამე. ამასობაში ისე ხმაურიანად მოხვრიპა ჩაი, რომ თვითონაც შეკრთა და გაწითლდა. შემდეგ კი თვალი მოავლო სამზარეულოს. რომ გაახსენდა აქ სულ მარტო იყო, თვითონაც გაეცინა თავის სისულელეზე. იქაურობა უცებ მიალაგა, საკუთარ თავსაც დაუდევრად შეავლო სარკეში თვალი ჩანთას ხელი დაავლო და კარი გაიხურა. აჩქარებული, დიდი ნაბიჯებით მიაბიჯებდა და გარემოს დაკვირვებით ათვალიერებდა. სექტემბრის კვალობაზე საკმაოდ ციოდა. ეტყობა განთიადისას ეწვიმა კიდეც და ახლა ხის ტოტებზე, ოდნავ შეყვითლებულ ფოთლებზე შერჩენილი წვეთები აქა-იქ ცვიოდნენ. გაჩერებაზე რომ მივიდა იმდენი ადამიანი დახვდა, წარბები უკმაყოფილოდ შეკრა. ამას ერჩივნა ფეხით წასულიყო. ბოლოსდაბოლოს უნივერსიტეტამდე ფეხით მისვლას მხოლოდ ოცი წუთი სჭირდებოდა და თან დილის ვარჯიშიც გამოუვიდოდა. ამ იდეით მოხიბლულმა გაბადრული სახით თავმოღერებული გაუყვა ნაცნობ გზას. -ნიტაა.. თავიდან ძახილს ყურადღება არ მიაქცია იმდენად იყო ფიქრებში გართული, თუმცა კიდევ ერთხელ რომ მოესმა თავისი სახელი გაკვირვებულმა, წარბაწეულმა მოიხედა უკან და მისკენ მორბენალ დათას მიაჩერდა. -ნიტაა!- კიდდევ ერთხელ დაუძახა გაშეშებულ გოგონას და ხელი დაუქნია. - დამელოდე. მალევე მოირბინა და ყურემამდე გაღიმებულმა გოგონა უხმოდ გადაკოცნა. -რას შვები? რამდენი ხანია არ მინახიხარ. -ხოო, თითქმის ორი თვეა. რა ვიცი, ისეთს არაფერს. მთელი ზაფხული სახლში ვიყავი გამოკეტილი, მხოლოდ ბოლო კვირას წავედით მთელი ოჯახი დასასვენებლად. მანამდე მამაჩემს შვებულება არ მისცეს. -კარგი იქნებოდა ჩვენს წინადადებას რომ დათანხმებოდი და ლაშქრობაზე წამოგვყოლოდი. იცი რამდენი ადგილი მოვიარეთ? - აღფრთოვანებული საუბრობდა ბიჭი და ზაფხულის მოგონებებს წარმოსახვაში აცოცხლებდა. -ხომ იცი რა არასპორტულიც ვარ. აუცილებლად რამე დამემართებოდა. ან მალარია, ან ფილტვების ანთება. ფეხს მოვიტეხავდი, მდინარეში ჩავიხრჩობოდი და ასე შემდეგ. -კარგი რაა. - უკმაყოფილოდ დამანჭა ბიჭმა სახე. -შენ ხო არასდროს არაფრის ხალისი არ გაქვს. გოგონამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ ხელი ჩაიქნია. -შენი გამოგზავნილი ცხრილი ვნახე. სამ სემინარზე და ოთხ ლექციაზე ერთად ვართ მე, შენ და ნინა. ამასობაში ვერ შეამჩნიეს, თუ როგორ მივიდნენ უნივერსიტეტთან, რომლის წინ უჩვეულო ხალხმრავლობა იყო, რომელსაც ჩვეულებრივ დღეებში ვერ შეხვდებით. -აი ნინაც. - გოგონამ გაიშვირა ხელი კიბეებთან უკმაყოფილო სახით ატუზული, მთლიანად წითლებში გამოწყობილი გოგონასკენ. დათას ხელი ჩაავლო და სწრაფი ნაბიჯით გაიკვლია გზა ბრბოში. -ნინაა! - იქ მისული მაშინვე გადაეხვია გოგონას . როგორ ხარ? -კარგაად. შენ? ძალიან მომენატრეთ. ახლა უკვე დათას გადაეხვია, შემდეგ მოშორდა და ისევ კიბის მოაჯირს მიეყრდნო ზურგით. მაშინვე გაიმართა ტრადიციული მოკითხვები, ზაფხულის ზოგადი მიმოხილვა. -როდის ჩამოხვედი? -გუშინწინ. ბინას ცოტა მოწესრიგება სჭირდებოდა და ამიტომ ცოტა ადრე მომიწია ჩამოსვლა. -მერე აქამდე არ უნდა მოგეწერა და გენახე? -რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა უხერხულად. - არ მეცალა. -არ ეცალა გოგოს. - გაბუსხულმა მიმართა ნინამ. -მე თქვენს ზარს ველოდებოდი. -ჩვენ საიდან უნდა გვცოდნოდა აქეთ რომ იყავი? ადრეც არ გითქვამს მიმოწერაში. -კარგით რაა. ახლა მაინც არ იჩხუბოთ. შენ კი ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ გეტყობა. - მიმართა ნინას. -ერთი საათია აქ ვარ და ამდენმა ყაყანმა თავი ამატკივა, მოდი წავიდეთ რაა. იქნებ ნაცნობი ვნახოთ. თორემ ყველგან ეს პინგვინი პირველკურსელები არიან და დაბოდიალობენ აქეთ-იქეთ. ამის გაგონებაზე ნიტამ და დათამ ხმამაღლა გადაიხარხარეს. -გეგონება შენ სტაჟიანი სტუდენტი იყო. მინდა შეგახსენო, რომ შარშან ჩვენც ასე დავბოდიალობდით. ისე წავიდეთ მართლა, აქ რომ ჩამოვმდგარვართ. სამივე აუყვა კიბეებს და სასურველ აუდიტორიისკენ გაიკვლიეს გზა. ერთმანეთის მიყოლებით შელაგდნენ და ადგილები დაიკავეს, ისიც ერთმანეთის გვერდით. -ბინაში ისევ მარტო ხარ? -კიი. -მერე როგორ ძლებ არ მესმის. მარტო ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი. -პირიქით. ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელია. სრულ თავისუფლებას ვგრძნობ, თან მარტომ ვიგირავე ეს ბინა და ვინ უნდა შევისახლო? თუ ასე ყოფნა მომბეზრდება შენ აქ არა ხარ? ხანდახან დარჩები ხოლმე. -გეგონოს. ამ დროს სტუდენტები ნელ-ნელა იკავებდნენ ადგილებს და აუდიტორიაც ივსებოდა. მალევე გაიღო კარი და მაღალი, გაკნაჭული, ქერა ქალი შემოვიდა. ცალ ხელში მაგრად ჩაებღუჯა ჩანთა და გადმოკარკლულ თვალებს აქეთ-იქეთ ატარებდა. სტუდენტებს უღიმღამოდ მიესალმა და საუბარი დაიწყო. პირველი ლექცია ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. ზოგადად ისაუბრა ყველა თემაზე და ბოლოს როგორც იქნა საგანსაც შეეხო მცირედით. სტუდენტები კი მთელი ამ დროის განმავლობაში უაზრო სახით, ნახევრად მძინარე, მერხზე გაწოლილი შეჰყურებდნენ და ერთი სული ჰქონდათ აქედან როდის გავიდოდნენ. განუყრელი სამეულიც სხვების მსგავსად მობეზრებული სახით უგდებდა ყურს. როგორც იქნა დასრულდა ეს სატანჯველი ლექცია. -ნამდვილად არ მიღირს დილის ძილი გავიტეხო და ამ ქალის ორ საათიან უაზრო ლაქლაქს ვუსმინო. - მთქნარებით გადაულაპარაკა აუდიტორიიდან გამოსვლისას ნინიმ მეგობრებს და უცებ მზერა გაუშეშდა. -ეე, მოიცადეთ, ეს გიგი არაა? გიგიი! - მთელი ხმით იყვირა დერეფანში და ყველას ყურადღებაც მიიპყრო. - გაკრეჭილმა ბიჭს ხელი დაუქნია და მათკენ იხმო. -ნეტავ ამას რამე თუ ეშველება. - ჩუმად გადაულაპარაკა დათამ ნიტას და ორივეს ფხუკუნი აუტყდა. ახლოს მოსულმა სამივე გადაკოცნა, მოიკითხა და ტრდიციული საუბარი გააბა ზაფხულის თემაზე. -კარგი, აბა მე უნდა დაგემშვიდობოთ. მაგვიანდება. -კარგიი. გაგვიხარდა შენი ნახვა. - ღიმილიდ უთხრა ნიტამ. -დროებით. - სამივეს გამოემშვიდობა და იქაურობა დატოვა. -კაარგიი. ახლა რა გეგმები გვაქვს? -მე სემინარი მაქვს. -მე ლექცია. -მე შუალედი მაქვს ერთ საათიანი და რადგან ასეა წავალ და წიგნების და ქსეროქსების საკითხს მოვაგვარებ. -კარგი როგორც გინდა. - რომ გამოვალ მოგწერ. სამივე სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. დღე საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა. საღამომდე გადარბენაზე მოუწია ყოფნა, შემდეგ კი მეგობრებს გამოემშვიოდბა და გაჩერებაზე მოჯაყჯაყებულ ავტობუსში სწრაფად ავარდა. მაშინვე დაიკავა თავისუფალი ადგილი ფანჯარასთან და გარეთ დაიწყო ყურება. მთელი მგზავრობის განმავლობაში ასე იქცეოდა, როგორ დაზეპირებულიც არ უნდა ჰქონოდა მთელი გზა, მაინც ყოველ ჯერზე თითქოს რაიმე ახალს პოულობდა. წვიმამ რომ დაუშვა, მაშინ გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ თავის გაჩერებას უკვე გაცდენოდა. სასწრაფოდ ადგა და კართან დაიკავა ადგილი, შემდეგ კი ქვევით ჩავარდა და სახლისკენ გაიქცა. მართალია დღეს არ თბილოდა, თუმცა გრილი წვიმის წვეთები, მაინც სასიამოვნოდ ედებოდნენ სხეულზე და ტანსაცმელს წყლით ჟღინთავდნენ. სახლამდე მისული სწრაფად შევარდა სახარბაზოში და კიბეები აირბინა. სახლის კარი რომ შეაღო მარტოობის მისთვის სასიამოვნო სურნელი დაეტაკა. ახლა ვერავინ ეჩხუბებოდა იმის გამო რომ დილით ქოლგა არ წაიღო და საყვედურებითაც ვერ აავსებდნენ უპასუხისმგებლობის გამო.ჩანთა კართანვე დააგდო და მაშინვე სველი ტანსაცმლის მოშორებით გართული სააბაზანოში შევარდა. გრილი შხაპი აქაც სასიამოვნოდ ეცემოდა მოდუნებულ, დაღლილ სხეულს. მალევე გამოვიდა და ცხელი ყავით ხელში ფანჯრის რაფასან მოთავსდა. თავი მინას მიაყრდნო და მოგონებებში გადაეშვა. ყოველთვის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბავშვი იყო, ზომიერად ნიჭიერი, ზომიერად ზარმაცი, ზომიერად მხიარული, მაგრამ ზომიერზე მეტად ჩაკეტილი და მისი ეს თვისება ყოველთვის ნერვებს უშლიდა. არასდროს შეეძლო ინიციატივა გამოეჩინა ვინმესთან ურთიერთობის დასაწყებად. პირიქით, ახალი ნაცნობების გაჩენას ყოველთვის ერიდებოდა და შესაბაისად ან ძალიან ცოტა ჰყავდა მეგობრები, ან საერთოდ არ ჰყავდა. როდესაც სწავლის გამო მარტო, სრულიად უცხო ქალაქში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. მაშინ მამამ ერთოთახიანი კომფორტული ბინა უგირავა. გოგონა საოცრად შეშინებული და გაოგნებული იყო. ვერ იაზრებდა მის გარშემო რა ხდებოდა, რობოტივით მოქმედებდა. მთელ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღო და ასე მოხდა მისი პიროვნების უცაბედი გაზრდა. ახლა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა და ეს ბრძოლის ძალას აძლევდა, რომ თავი დაემკვიდრებინა ახალ, სტუდენტურ ცხოვრებაში. მისი პირველი ნაცნობები ნინა და დათა იყვნენ, რომელთაც თავიდან ნამდვილად არ სწყალობდა, თუმცა ახლა უკვე მათზე ახლო მეგობარი არ ჰყავდა. ერთ წელიწადში ისეთი ცვლილება იგრძნო წარსულსა და ახლანდელ მეს შორის, რომ სიამაყის გრძნობა მოეძალა. ნელ-ნელა ხვეწავდა საკუთარ თავს, საკუთარ პიროვნებას და ეს უფრო თავდაჯერებულს ხდიდა. რა თქმა უნდა გზადაგზა მცირე შეცდომებსაც უშვებდა, თუმცა ამას ისევ თავისივე საკეთილდღეოდ იყენებდა და მათზე სწავლობდა. დათა და ნინა კი ერთადერთი ადამიანები იყვნენ, ვისაც აქ თვალდახუჭული ენდობოდა და მათი დახმარების იმედი ყოველთვის ჰქონდა. ამას ჯერ კიდევ სწავლის პირველივე კვირას მიხვდა. როდესაც მოგონებებიდან გამოერკვა დაინახა, რომ წვიმას უკვე კარგა ხანია გადაეღო და ამასობაში მისი ყავაც გაციებულიყო. გაბრაზებულმა ამოიბუზღუნა და ფინჯანი ნიჟარაში ჩაცალა და სამზარეულოდან გავიდა. დივანზე მოხერხებულად მოკალათდა, ლეპტოპი მოიმარჯვა და ფილმის ყურება დაიწყო. თუმცა ბოლოს მაინც ვერ გაუძლო და საშინლად უინტერესო ფილმი კი გამორთო. ლეპტოპი დახურა და სამზარეულოში გავიდა ვახშმის მოსამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ცხოვრობდა, მაინც ცდილობდა საკუთარი თავი ეკონტროლებინა და მუდმივად რეჟიმში ყოფილიყო ჩამდგარი. კვების რაციონსაც მკაცრად აკონტროლებდა. ის იყო სალათის მომზადება დაესრულებინა, რომ კარზე ზარის ხმაც გაისმა, რომელსაც კარის გაღების და შემდეგ მიჯახუნების ხმა მოჰყვა. შეშინებულმა გოგონამ მაშინვე დერეფანში გაჰყო თავი და ნინა რომ დაინახა შვებით ამოისუნთქა. გოგონას წელზე დოინჯი შემოერტყა და წარბაწეული უყურებდა. -რამდენჯერ გითხარი კარი ღია არ დაგრჩეს მეთქი?! გარეთ ათასი ნაძირალა და მაწანწალაა. -ხომ იცი რომ ჩემთან ასე ვარ მიჩვეული, კარს არ ვკეტავთ და აქაც დამავიწყდა, გპირდები ყურადღებით ვიქნები. -მშვენიერია. მაგრამ შენ სულ მაგას იძახი, არადა ბოლოს მაინც გავიწყდება. -აქ ამ დროს რა გინდა? -რა იყო ჩემი სტუმრობა არ გაგიხარდა? -არა, რას ამბობ. უბრალოდ გამიკვირდა. -გადავწყვიტე მთელი ზაფხულის ჩემს გარეშე გატარება ამენაზღაურებინა შენთვის.. -თვალებდაწვრილებულმა კისერი მაღლა შემართა და ტუჩები ამაყად გამობურცა. -ანუ დღეს ჩემთან რჩები და მთელი ღამე ნერვები უნდა მიშალო?- ჩაიფხუკუნა გოგონამ. -მადლობა თქვი, რომ შენთან ვრჩები. - კვლავ დაწვრილებული თვალები დახედა გოგონამ ფრჩხილებს, თითქოს მანიკიურის ხარისხს ამოწმებსო და თავაუღებლად გაემართა სმზარეულოსკენ. -რას აკეთებ?.. ეე, ჩემი საყვარელი სალათიი.. - თვალებგაფართოებულმა დაიყვირა და ტუჩები გემრიელად მოილოკა. - ეტყობა გულმა გიგრძნო მე რომ მოვდიოდი. -აშკარად. - ირონიულად გაიღიმა ნიტამ და გოგონას უკან შეყვა. - ორი წუთი მაცადე და ახლავე გვშლი მაგიდას. -მეც დაგეხმარები. -არაა. ისეთი არაფერია. არ მჭირდება დახმარება. გოგონამ რამოდენიმე ნაჭერი პური მოჭრა, მაცივრიდან ყველა შესაძლო საკვები გამოიღო, ბროწეულის წვენიც გახსნა და ორი თეფში დაალაგა მაგიდაზე. -შეგიძია დაიწყო. -მშვენიერია. - ეშმაკურად ააციმციმა ნინამ თვალები და პირველად სალათს ეცა და გადაიღო. -მმ. უგემრიელესია როგორც ყოველთვის. ნეტა მეც შემეძლოს ასე მომზადება. -რამდენჯერ გითხარი გასწავლი მეთქი, მაგრამ შენ სულ გეზარება. -კი არ მეზარება, წინასწარ ვიცი, რომ არ გამომივა და ტყუილად არ ვიტვირთავ თავს. -შენ რა იცი. ჯერ სამზარეულოს საერთოდ არ გაკარებიხარ. იქნებ ჩემზე უკეთაც გამოგივიდეს და შემდეგ ვიღაც ვიღაცეები მოხიბლო შენი კულინარიული ნიჭით. არ გაგიგია კაცის გულისკენ გამავალი გზა კუჭზე გადისო. -და ვის გულისხმობ ამ ვიღაც ვიღაცეებში?! - კბილების ღრჭიალით ჰკითხა ნინამ და თან ჩანგლის წვერით თეფშზე დარჩენილი ერთადერთ კიტრის ნაჭერს მთელი ძალით აწვებოდა. მშვენივრად იცოდა რას უპასუხებდა ნიტა, თუმცა უნდოდა მისგან მოესმინა რომ შემდეგ მთელი ჯავრი გოგონაზე გადმოენთხია. -რა თქმა უნდა გიგის ვგულისხმობ. -რა სისულელეა! რას ბოდიალობ შენ თვითონაც არ იცი! ან საერთოდ საიდან მოიტანე. რამე მეტყობა რომ ეგ..ეგ გაყოყოჩებული თავხედი და ამპარტავანი ბიჭი მომწონს? ამასობაში კი ნიტა მთელი ხმით იცინოდა და დამშვიდებას ცდილობდა. -რა ვიცი.. მგონი შენ გაჰყვიროდი მის სახელს დღეს დერეფანში მთელს ხმაზე. და საერთოდაც ყოველთვის ასეთი აჟიტირებული ხდები, როდესაც მას ხედავ. ან რა შეატყვე გაყოყოჩებულის ან ამპარტავანის. -გაჩუმდი! გეყოს ამ თემზე ლაპარაკი! -როგორც გინდა. - ხელები ასწია ნიტამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -მადა აღარ მაქვს. - ჩანგალი მაგიდაზე დააგდო. -კარგი რაა. ასეთი რა გეწყინა? ხომ იცი უბრალოდ ვხუმრობ, ან პირველად ხომ არ გვითქვამს ასეთი რამე მე ან დათას. -არა, არ მწყენია.. - გაეცინა ნინას. - უბრალოდ ძალიან ბევრი მჭამე, მეტი აღარ შემიძლია. -კარგი, მაშინ ავალაგებ და მერე რამეს ვუყუროთ. -მშვენიერია, მე ოთახში დაგელოდები. ღამის ორი საათი იყო ერთმანეთისაგან და ლაპარაკისაგან დაღლილებს რომ ჩაეძინათ. გათენებისთანავე მაღვიძარას გულისწამღებმა წივილმა დაარღვია სახლის სიმშვიდე და გოგონები აიძულა გამოფხიზლებულიყვნენ. ძლივს აიზლაზნენ საწოლიდან და მაშინვე სააბაზანოს მიაშურეს თან გზაში ჩხუბობდნენ, თ ვინ შევიდოდა პირველი. საბოლოოდ მაინც ნინამ იმარჯვა. -დათამ მომწერა. - გადაულაპარაკა ნიტამ გაჩერებაზე მის გვერდით მდგომ გოგონას და თან ცალ მხარეს გადაკიდებული ჩანთა შეისწორა და გვერდულად მოაქცია. -რაო? -დღეს ვერ მოვდივარ, ბებიაჩემი ცუდად გახდა და მთელი ოჯახი საავადმყოფოში ვართო. -ეე რა სჭირს? -არ ვიცი.. - მხრები აიჩეჩა გოგონამ და მობილური თხელი ჯინსის ქურთუკის ჯიბეში ჩაიცურა. -წამო ჩქარა, მოვიდა. - მკლავზე დაქაჩა ნინამ და ახლად მოსული გატენილი ავტობუსისკენ გააქცუნა უკმაყოფილო გოგონა. როგორც იქნა აეტივნენ და ერთმანეთზე ახუტებულები, ცალ ფეხზე მდგომნი ცდილობდნენ ავტობუსში არსებული საშინელი დახუთულობა დაეიგონორებინათ. მგზავრობა ჩვეულებრივზე დიდხანს გასტანა. -როგორც იქნა. - ღრმად ამოისუნთქა იქიდან ჩამოსულმა და აჩეჩილი ტანსაცმლის შესწორება დაიწყო. - არ შეიძლებოდა ფეხით წამოვსულიყავით? -მეზარებოდა, თან გვაგვიანდება. -როდემდე უნდა იყო ასეთი ზანტი? საპასუხოდ კი მუჯლუგუნი მიიღო და კიბეებზე სწრაფად მიმავალ გოგონას უკან გაჰყვა. მალევე მიაგნეს სასურველ აუდიტორიას და ნელა შეაღეს კარი. ფრთხილად შეიხედეს და მიხვდნენ, რომ ლექტორი იმდენად გართული იყო საუბრით და მათთვის უცნობი თეზისის ახსნით, რომ ამ ორის დაგვიანებას ვერ შეამჩნევდნენ. ფეხაკრეფით შევიდნენ და სასწრაფოდ გაეშურნენ შუა მერხებზე არსებული ცარიელი ადგილებისაკენ. ბლოკნოტები და პასტები ამოალაგეს და ის იყო ჩაწერა უნდა დაეწყოთ, რომ ამ დროს კარები ხმაურიანად გაიღო და ასევე ხმაურიანადვე მიიხურა. იმდენად ხმაურიანად, რომ გაქაფულად მოსაუბრე ლექტორიც კი შებრუნდა და წარბაწეული უკმაყოფილო სახით მიაჩერდა კართან მდგომ მაღალ, საკმაოდ დაკუნთულ, ერთი შეხედვით სიმპათიურ, თუმცა ამინდის შეუფერებლად ნახევარმკლავიან მაისურში გამოწყობილ ბიჭს, რომელიც მოღუშული სახით, სიტყვის უთქმელად ყოველგვარი ბოდიშის გარეშე გაემართა უკანა რიგში არსებული ადგილებისკენ. ლექტორმა უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. გოგონაბმა და არა მარტო მათ ერთი ეჭვის თვალით გახედეს უკან მჯდომს და ისევ წინ მიმართეს მთელი ყურადღება. გქონიათ ისეთი შემთხვევა როდესაც რაიმე უცნაურსა და საეჭვოს გრძნობთ? თითქოს ვიღაც თვალს არ გაცილებთ და დაჟინებით გაკვირდებათ? სწორედ ასე იყო ნიტაც, შემდეგ გააანალიზა, რომ ეს ყველაფერი უკნიდან მოდიოდა და თავი იმ ბიჭისკენ შეატრიალა, რომელიც ისევ იბღვირებოდა, ოღონდ ახლა უკვე მისი მიმართულებით და დროდადრო ხელებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში. გაკვირვებულმა გვერდით მჯდომ ნინას მხარი გაჰკრა და გადაუჩურჩულა: -იცი ის ტიპი ვინ არის ბოლოს რომ შემოვიდა? -არა, საიდან? - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - რამე მოხდა? -არა.. არაფერი. - თავადაც ჩუმად გადაულაპარაკა. ერთხელ კიდევ გახედა ბიჭს, თავადაც შეუბღვირა და წინ შებრუნდა. უკან აღარ გაუხედავს. სამაგიეროდ მთელი ლექციის განმავლობაში გრძნობდა დაჟინებულ მზერას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.