შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონტროლი (თავი 3)


22-05-2017, 01:19
ავტორი japara
ნანახია 1 481

ბოლომდე ვერ დატკბა თეთრი შოკოლადის გემოთი, მაგრამ არც უცდია. რადგან ამას ვერასდროს მოახერხებდა. გოგონას ყელს ტუჩები მოაშორა და უბრალოდ წინ დაუდგა. ალექსანდრას ხელები ანდრეს ეწყო მხრებზე. ქალი ისევ უყურებდა ამ ყინულივით ცივ ცისფერებს, რომლებიც ყოველთვის, როდესაც გოგონას უყურებდნენ, ლღვებოდნენ და ზღვად იქცეოდნენ ხოლმე. ისევ აკვირდებოდა მის ლამაზ თვალებს, მაგრამ თვალები უნებურად გაურბოდნენ სადღაც… თხელ ტუჩებზე, რომელთაც უცნაური ღიმილი დასთამაშებდა.
ანდრე კი ღრმად სუნთქვადა, თითქოს ეს ყველაფერი არ ჰყოფნიდა. თითქოს უმისობით იხრჩობოდა. ხომ მასთან იყო? ხომ ეფერებოდა? ხომ უყურებდა და ხომ ტკბებოდა? მაგრამ მაინც არ ჰყოფნიდა. უნდოდა სულ მისი ყოფილიყო. სულ შეესისხლხორცებინა. ეღიმებოდა გოგონას სიჩუმესა და თვალებზე, რომლებიც ასე ურცხვად აშტერდებოდნენ მის ტუჩებს.
წვირლი თითები ნაზად გადააცურა ბიჭის ტუჩებზე და თითქოს მისი სუნთქვა ესიამოვნაო თვალები მიეხუჭა. ბიჭმა ამ სანახაობას ვეღარ გაუძლო და ერთიანად დააცხრა ტუჩებზე. ვაჭარბებ. ბიჭი მას უბრალოდ შეეხო, ეს გოგო იყო, ვინც მთელი ძალით დატკბობა გადაწყვიტა. ცოტა შეეშვა და ვაჟის ოდნავ წვერიან ლოყას კოცნით გაუყვა, ყბის ძვლის ქვემოთ სველი კოცნა დაუტოვა და თავი მის მხარზე ჩამოდო.
ახლა უკვე დამშვიდებულად სუნთქავდნენ. გოგონა ამაღლებულზე იჯდა და ბიჭს ოდნავ ეხვეოდა, ბიჭი კი მის წინ გამართული იდგა. თითქოს ხომ არაფერი, უბრალოდ ერთად იყვნენ. დიდაც არც ჩახუტება ყოფილა, უბრალოდ ერთმანეთის წელზე ელაგათ ხელები, მაგრამ ახლა ის სიახლოვე იყო ყველაზე ნაზი და სასურველი. ყველაფერი იდეალურად იყო. არც ინტიმურობა იყო საჭირო, რადგან მაშინ ეს უბრალო შეხება ან უბრალოდ ერთ ოთახში ყოფნა იყო ყველაზე ინტიმური, ერთი ჰაერის სუნთქვა და ერთი გონებით ფიქრი. ისევ ერთმანეთის გულები უცემდათ, ისევ ერთმანეთის სხეულებში.
მერე გოგონას ტელეფონი ამღერდა. ხომ შეკრთნენ, მაგრამ იდილია მაინც არ დარღვეულა. ყველაფერი იდეალურად იყო, როცა ერთად იყვნენ. ყველაზე ცუდიც იდეალური იყო მაშინ.
სანდრა ვიღაცას გამოელაპარაკა და ისევ ბიჭს მოუბრუნდა. ისევ თვალებში უყურებდა და ჩუმად იყო.
- უნდა გავიდე. - ჩუმად. განსხვავებული სინაზით უთხრა და ცხვირის წვერით ლოყაზე შეეხო. კიდევ ერთხელ შეისუნთქა ის, რაც ასე უყვარდა, იქვე აკოცა და გავიდა. ანდრეც უკან გაჰყვა და ცარიელი კაფიდან გასვლისას რეალობაში დააბრუნა.
- ახლა?
- რა ახლა?
- რამე არ გინდა რომ მითხრა?
- მაინც? - გოგონა დააბნია ბიჭის კითხვამ და გაკვირვებული მიუბრუნდა.
- მაგალითად… ახლა რომ ერთად გავდივართ… აუცილებლად შენიშნავენ. - ბიჭმა დაბნეულად თქვა და ძირს დამნაშავე ბავშვივით დაიხედა. სანდრას მის ამ “თეორიზე” გაეცინა და კარისკენ წავიდა.
- არა მგონია, ჩვენზე უკეთესი სხვა რამის შენიშვა შეეძლოთ. დაე დატკბნენ.
- ხომ იცი, რომ იჭორავებენ?
- ამ ქალაქზე იმაზე მეტიც ვიცი, ვიდრე უნდა ვიცოდი. მაგაზე ნუ იფიქრებ. - კაფიდან გამიზნულად გავიდა ბიჭთან ერთად და ხალხში შეერია. ჟურნალისტების ამალა მივარდა ბიჭს და დაკითხვა დაუწყო წიგნის შესახებ. მანამდე კი სანდრა განათების საქმეს აგვარებდა. თურმე კუს ტბის ამოსასვლელ გზაზე რაღაც გაფუჭებულა და მთელი გზა ჩამქვრალა. სადღაც თერთმეტზე გაქანცული მიბრუნდა წვეულებაზე. მანამდე ხელოსნებთან ერთად იყო კაბელების შეერთების ადგილზე.
ხალხი ნელ-ნელა დაშლას იწყებდა. ალექსანდრა კი ყველასგან მოშორებულ მრგვალ მაგიდასთან მარტო იჯდა და ტბას გაჰყურებდა, რომელიც ყველაფერს ირეკლავდა და ყველაფერს იმახსოვრებდა. ყველა კარგსა და ცუდს უყურებდა და მხედველობით მეხსიერებაში იწერდა. უსმენდა ხეების შრიალს, რომლებიც ისმენდნენ ყველაფერ არსებულს და შემდეგ შრიალით ერთმანეთს გადაცემდნენ. ნიავის ქროლვას გრძნობდა, რომელიც თითოეულ ადამიანს ეხებოდა და მათი დარდიც თან მოჰქონდა. იჯდა და აკვირდებოდა სამყაროს, რომელიც ამდენ კარგსა და ცუდს იტევდა. მაგრამ უფრო საკვირველად, ამდენ დარდს იტევდა.
არც კი შეუმჩნევია, როგორ მიუჯდა გვერდით ვაჟი და მისი პროფილის კიდევ ერთხელ შესწავლა დაიწყო. არა… განა ნაკვთების… სახის ფიქრების შესწავლა. სახის, რომელიც ყველაფერს ამბობდნენ მუდმივი დუმილითა და სიცივით, რომელიც უზომოს იტევდა და უსაზღვროს საზღვრავდა. უყურებდა უცნაური ფერის, თითქოს ცისფერ თვალებს და მასში იკარგებოდა.
- შენში შევცდი. - სიჩუმე გაარღვია დინჯმა, ხრინწიანმა ხმამ.
- რა?
- მე იასამანი მეგონა შენი ყვავილი, შენ კი კესანე ყოფილხარ.
- კესანე?
- ხო. ლურჯი კესანე. - გოგონას ამის გაგონებაზე გაეღიმა და ანდრეს მოუბრუნდა.
- შენი ყვავილი რა არის?
- არ იცი?
- ერთს ვფიქრობ მაგრამ…
- მაინც?
- Orchidée blanche. - თქვა. ბიჭს გაეღიმა.
- რატომ ფრანგულად?
- თეთრ ორქიდეას ასე უხდება.
- თეთრი ორქიდეაა ჩემი ყვავილი?
- მაგას გისაბამებ, თორემ სინამდვილეში იასამანი ხარ. - ბიჭმა უცებ გაშალა მკლავები და გოგონა გულში ჩაიკრა. ასე უბრალოდ ეცა და მიიკრა.
ასე დიდხანს იჯდნენ და მხოლოდ მაშინ გამობრუნდნენ რეალობაში, ხალხის ხმა რომ სულ აღარ ისმოდა. გაიხედეს და საერთოდ აღარავინ დარჩენილიყო. უკვე ღამის ორის ნახევარი იყო. ვაჟი ადგა და გოგონაც ააყენა. ხელჩაკიდბულები გაუყვნენ კუს ტბის ბილიკს და სადგომზე მივიდნენ.
- ლიზას ჩემი მანქანა წაუყვანია. - ანდრემ ჩუმად გაუღო კარი და მანქანა დაძრა. ჩუმად მიდიოდნენ. რატომღაც არც ერთს სურდა ლაპარაკი. ასეც კარგად იყვნენ. ერთად და ჩუმად. მანქანა სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე გაჩერდა, თუმცა გოგონა არ გადასულა. ახლა იქ უნდოდა ჯდომა. მასთან ერთად. სიჩუმესა და გაურკვევლობას ვეღარ გაუძლო. - ახლა სად წახვალ?
- სახლში. - გოგონამ ამოიხვნეშა და სახე ხელებში ჩარგო. ასე თავი არასდროს უგრძვნია, ასე უკონტროლოდ. რისკს ხშირად იღებდა, მაგრამ ასე არასდროს გაურისკავს.
- ჩემთან იყავი რა. - ჩუმად ამოთქვა ისე, რომ სახე არ გაუთავისუფლებია. სულ რამოდენიმე წამიც და ბიჭმა კარი გაუღო. ისევ ისე ჩუმად შევიდნენ სახლში. - რამე გინდა?
- არაფერი. მხოლოდ შენთან ყოფნა.
- მე კი მეძინება.
- მეც ძალიან. - საძინებელში შევიდნენ. ბიჭმა ოთახის თვალიერება დაიწყო… სააბაზანოდან საღამურით გამოვიდა და იქვე გაშეშდა. ანდრე წიგნით ხელში იჯდა ლოგინზე და მასში ჩადებულ ფურცელს უყურებდა. გოგონა სასწრაფოდ მივარდა და ხელიდან გამოგლიჯა. - ხატავ? - უხმოდ ჩააბრუნა ფურცელი წიგნში და ლოგინის მარცხენა ნაწილი დაიკავა, როგორც ყოველთვის.
ერთმანეთის მომზირალები იწვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ორივეს საშინლად ეძინებოდა, თვალს არც ერთი ხუჭავდა. მერე ანდრემ გოგონას ხელები მოჰხვია და შიშველ ტანზე აიკრა, მის თმაში ცხვირი ჩარგო.
- ამის გარეშე ვერ დავიძინებდი.
- მე ვერც ახლა დავიძინებ. - პირველად უპასუხა მთელი გულწრფელობით გოგონამ და ოდნავ მოშორდა.
ანდრემ მისი პატარა და ნაზი ხელი თავისაში მოიქცია და თავი ზუსტად მხრის გვერდით დაუდო. კანზე ტუჩები მიაკრო და გაინაბა. ჯერ ნაზად და ძალიან შეუმჩნევლად კოცნიდა, მერე ასეც აღარ. ასე ჩაეძინა. გოგონა კი მის სიახლოვეს ვერ უძლევდა და კიდევ უფრო ენატრებოდა. გვერდით ეწვა, მაგრამ ენატრებოდა.

დილით გაღვიძებული ანდრეას ზემოდან აწვა. სრულიად ზემოდან. ტელეფონის ხმამ გააღვიძა. იაკობი იყო.
- ცოცხლები ხართ?
- კი ბატონო.
- არ შევაწუხებ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მეორე დილაა არ ჩანხართ. უბრალოდ ვინერვიულე.
- სახლიდან არც გამოვსულვართ.
- კარგი მაშინ.
- კარგი. - იაკობმა ტელეფონი გათიშა. ანდრეს უკვე ეღვიძა და გოგოს წვრილ წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული.
- შეგჭამ ალექსს… - გოგონამ თვალები დახუჭა და ტუჩები ნიკაპზე მიაკრო.
- როდის მიდიხარ?
- არ ვიცი. - გოგომ ცხვირის წვერზე აკოცა და როცა ბიჭის ანერვიულებული სახე შეამჩნია მაშინვე დააწყნარა.
- მაგაზე ნუ ინერვიულებ რა.
- და შენ?
- რა მე?
- შენი დატოვება, რომ მომიწევს?
- მოდი უბრალოდ, არ ვიფიქროთ ამაზე. - ჩუმად ამოთქვა და ადგა. სასწრაფოდ ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
ალექსანდრა მთელი დღე სამსახურში იყო, ვერაფრით ვერ გამოაღწია. გარდა ორგანიზებისა, თავის საკუთარი ფირმის გახსნაზე მუშაობდა ახლა და ყველაზე დატვირთული პერიოდი ჰქონდა. თუმცა ამის მიუხედავად მაინც ყველაფერს უწევდა კონტროლს. გარდა დროისა… რომელიც გადიოდა და წასვლის დროს უფრო და უფრო აახლოვებდა.
ანდრეა მთელი დღე არ გამოჩენილა. არც სახლში მისულა და არც სანდრას ეკონტაქტებოდა. ბებია-ბაბუა უნახულებია. არც საღამოს დაბრუნებულა სახლში.
ჩვეულებრივი საღამო იყო. უკვე საკმაოდ ბნელოდა, ეზოში გამოკიდებული ნათურა ჩაერთოთ და მაგიდასთან ოჯახის მამაკაცები იჯდნენ. ვაჟა ბაბუა და ანდრეა. ლენა ბებო სუსტად იყო და სახლშივე დარჩა. ანდრეა იქ ატარებდა რამოდენიმე დღის გატარებას. თანაც უკვე გვიანი იყო და ბაბუამისი არ უშვებდა. მაგრამ შუა თბილისში არ იყო? და მაინც.
- შენი წიგნი წავიკითხე, ბაბუ.
- მერე?
- ბებიაშენის გაცნობა გამახსენდა. ვგონებ, ოცდაორისა ვიყავი როცა გადავეყარე. უფრო სწორად შევხვდი, ის გადამეყარა. არ ვიცნობდი მაგრამ მისი ნალაპარაკები მოვისმინე და სულ მთლად დამადუმა. აბა ბიჭო? მე რომ რამე დამადუმებს.- გაეცინა და განაგრძო. ანდრეც მთელი ყურადღებით უსმენდა. - ორი კვირის მერე ძლივს ამოვიგდე მასზე ფიქრები თავიდან. არა, არ ამომიგდია. უბრალოდ შევეჩვიე და აღარ მაწუხებდნენ. მერე მეორედაც შემხვდა და ვეღარ გავუძელი. ქუჩაში გამიარა, მეც უკან გავეკიდე და პირდაპირ ვუთხარი, კაფეში დაგინახე ერთხელ და იმ საოცარი ხმით მეც რომ არ დამელაპარაკო მოვკდები-მეთქი.
- რა რომატიკული ყოფილხარ, ბაბუ?
- რა ბიჭი ვიყავი… ხოდა იმავე საღამოს ძალით წავიყვანე პაემანზე. მამამისს ძალიან არ მოვწონდი და ამას დიდი მიზეზი ჰქონია. თურმე მამამისი და მამაჩემი მტრობდნენ ერთ დროს. რა პატარაა სამყარო არა? მაინცდამაინც ის გახადა ჩემი მეორე, ვინც მისი ასული იყო… ხოდა ყველაფერი საშინლად გართულდა. მაგრამ დავძლიეთ… ყველაფერი დავძლიეთ… ხოდა შენს წიგნს რომ ვკითხულობდი, გამახსენდა, როგორ გადავლახეთ ყველაფერი… ასეა. ყველაფრის დამარცხება შეუძლია სიყვარულს… აბა შენ ვისზე დაწერე?
- ჩემთანაც არაა მარტივად… მე საფრანგეთში ვცხოვრობ, ის - აქ. მამასთან მუშაობს მერიაში. დამოუკიდებლადაც. მამა დაეხმარა კარიერის აწყობაში და უკვე ექვსი წელია ჩემებს ოჯახის წევრად ყავს. იაკობს და ეკას ისე უყვართ, როგორც შვილი, ნიკას კიდე, როგორც და… ხოდა… ნიკას ქორწილში გავიცანი. ისეთი სხვანაირია… ჩუმი, ჭკვიანი, ძლიერი და ყველაფერს აკონტროლებს საერთოდ… გამაგიჟა. ისეთი ულამაზესია.
- სულ გაუგიჟებიხარ ,ბაბუ.
- მართლა რა სხვანაირია იცი? სანამ შევხვდებოდი ყველა მაგაზე ლაპრაკობდა. ადამიანი არააო. ისეთი ცივიაო. მაგისი გამოხატული გრძნობა ჩვენ არ გვინახავსო… ისე ჭორავდნენ უფრო მომინდა მისი გაცნობა. მერე გავიცანი და… - ამოიხვნეშასავით და შუბლზე ხელი ნერვიულად მოისვა. - მოკლედ რა… ნიკას ქორწილში... მითხრა არ შეიძლებაო. მერე მთელი ოცდაოთხი საათი მარტოები ვიყავით. სიღნაღში წავედით. სულ სულ მარტო. მერე პარიზში დავბრუნდი და ეგ დავწერე. ახლაც მისგან მოვდივარ…
- რა გინდა აბა?
- რაღა რა მინდა… ვიცი, რომ ეს უბრალოდ ერთად ყოფნაა. უბრალოდ მასთან ვარ. მე კიდე მეტი მინდა.
- მერე და მიიღე. რა გიშლის ხელს?
- ყველაფერი გაუფიჭდება.
- ხოდა შენ ეყოლები რომ გააკეთო.
- ასე მარტივად?
- ბიჭო რა განერვიულებს, ვერ გავიგე. გოგოს უყვარხარ?
- მგონი.
- არ უთქვამს?
- არც მე მითქვამს ჯერ.
- ხოდა წადი, უთხარი და ყველაფერი მოსთხოვე. რაც შენ იქ დაწერე ეგრე თუა ბაბუ, ვერაფერი გაგაჩერებს და რომ ნახავ, მიდი და… - ანდრემ სიტყვის დამთავრებაც აღარ აცადა ისე დააცხრა გასაღებს და ეზოდან გავარდა.
მანქანა ასეთი სიჩქარით ჯერ არ უტარებია. პირდაპირ სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე მივიდა, მაგრამ სანდრა იქ არ დახვედრია. მარტო მაშინღა დაურეკა.
- სად ხარ?
- სახლში.
- მოვედი და აქ არ ხარ.
- რა ხმა გაქვს? შენთან ვარ. ეკასთან. მოხდა რამ… - ტელეფონი გათიშა და სულ რამოდენიმე წუთში შეაბიჯა მშობლიურ ეზოში. ისე გადაჭრა არავისთვის შეუხედავს, არც შიგნით შესულს დაუნახავს ვინმე, არც თავისი ჩამოსული ძმა და რძალი. ოთახში შევიდა თუ არა სანდრას დაუწყო ძებნა. დაინახა და მისკენ მხეცივით გაექნა. ხელი ჩაკიდა და სასწრაფოდ გაიყვანა ეზოში, სადაც არავინ იყო. შუა ეზოში დააყენა და წინ დაუდგა. ვერაფერ ეუბნებოდა. ჯერ… სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები. - რა ხდება? ხომ კარგად… - ეუბნებოდა და მხარზე მოფერება დააპირა, ანდრემ რომ მოიშორა.
- უფრო დამაბნევ. გაჩუმდი… მოკლედ რა… ვიცი, მითხარი, არ შეიძლებაო… ისიც მახსოვს, რომ მითხარი ამაზე ნუ ვიფიქრებთქო, მაგრამ მხოლოდ ამაზე შემიძლია ფიქრი და რა გავაკეთო? შენთან გატარებული წუთები რამდენადაც მაბედნიერებს, იმდენად მაუბედურებს. იმიტომ, რომ შენთან ყოფნას მიშლი… ჯანდაბა!ახლა… ხოდა ახლა ყველაფრის მიუხედავად გეუბნები, რომ არ მხიბლავს ამ ბედნიერი მოკლევადიანი მომავლის პერსპექტივა. არა! არ მხიბლავს შენთან გატარებული რამოდნეიმე ბედნიერი დღე. მეტი მინდა! მეტი! … რამდენიც არ უნდა მქონდეს, მეტი მენდომება! სრული უსასრულობაც მეცოტავება! მაგრამ მისი მიღება არ შემიძლია. არ მძალუძს, როგორც ადამიანს! - უკვე კი არ ლაპარაკობდა, გაბრაზებული ყვიროდასავთ. არ ეჩხუბებოდა, უბრალოდ ამას მშვიდად ვერ იტყოდა. კისერზე არტერიები სუ დაჭიმვოდა და ყბებზე კი - კუნთები. თვალებში აშტერდებოდა გოგონას, რომლის თვალებიც რაღაც წაუკითხავ გრძნობას გამოხატავდნენ. - მომავალზე არ ვლაპარაკობთ, არასოდეს. თავს ვიკავებთ ყველაფრისგან. მაგრამ უნდა ვთქვა! არ მინდა შენთან ყოფნით გამოწვეული ბედნიერების ზენიტი ხვალ… იმის ყურება კი არ არის ჩემი ოცნება, როგორ იღვიძებ. ჩემი ოცნება… უფრო შორია. ის კი არ მინდა ვიგრძნო, როგორ მაძინებ მე… - ხმა თითქმის სულ გაუქრა და ძირს დაიხედა.- მინდა ვიგრძნო, როგორ აძინებ ჩვენს შვილს. მინდა გიყურო, ხელში პატარა არსებით, რომელიც იქნება მხოლოდ შენი და ჩემი. რომელიც სრულად გამოხატავს სიტყვას “ჩვენ”.
- ანდრე…
- ამ სახელის მოსმენა მინდა ყოველდღე, ზუსტა ისე, შენ რომ იძახი. სხვა არაფერი… - ბიჭი აღარ ჩუმდებოდა. - ვიცი შენ არ გინდა… შეიძლება გაჩქარებ, მაგრამ… - გოგონამ ანდრეს სახე თავის ხელებში მოაქცია. ის კი ამ ნაზმა შეხებამ დაადუმა მხოლოდ.
- ანდრე… - ჩუმად აღმოხდა და პატარა ხელები უზარმაზარ წელს მოჰხვია მამაკაცს. სხვა არაფერი უთქვმს. მხოლოდ ეს. მხოლოდ და მხოლოდ “ანდრე”. თავისებური ანდრე. მერე ისევ მოშორდა და ისევ ხელებში მოიქცია მისი სახე. - რა გრძნობაა სიყვარულზე უფრო აღმატებული?
- არ ვიცი. ალბათ არც არსებობს.
- არსებობს… არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ სწორედ მაგას ვგრძნობ შენს მიმართ. - ჩუმად დაათქვა თხელ ტუჩებზე და იქვე აკოცა.
მუქ წაბლისფერ თმებზე ხელი გადაუსვა ქალს, რომელთანაც უნდოდა ყველაფრის დაკავშირდება მთელს თავის ცხოვრებაში. შუბლზე ძალიან მაგრად აკოცა და თვალებში ჩახედა. თვალებში ამოკითხულ წაუკითხავ გრძნობას ახლა უკვე იგებდა. იგებდა რა იყო ის…
სახლში ორივე გაბადრული შევიდა. ყველა მათ უყურებდა და ამან დაბნეულები კიდევ უფრო დააბნია. ანდრე ძმასთან მივიდა და მოეხვია. რძალსაც ასე შეხვდა.
- მე წავალ. ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება. - იაკობი და ეკა გადაკოცნა და ძმებისკენ წავიდა. - რძალო, ისევ გილოცავთ. უნდა წავიდე მე რა. ძაან დავიღალე. - ორივეს აკოცა და ანდრეს მოუბრუნდა. ანდრემ თვალებით ანიშნა გადი და გამოვალო. - დარჩი შენ. - ჩუმად უთხრა და წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩუმად უთხრა. ძალიან კარგად გაიგო ნიკამაც და ნიამაც.
სახლში მივიდა და დაძინება გადაწყვიტა. სანამ დაიძინებდა დაწვა. გარეთ საშინლად გაწვიმდა. გიჟდებოდა წვიმაზე, მაგრამ ახლა გარეთ გასვლის თავი არ ჰქონდა. წვეთები კი არ ცვიოდა, უბრალოდ წყალი ისხმეოდა ზეციდან ფანჯარა გააღო, რომ სიგრილესა და წვიმის ხმას უკეთ შემოეღწიათ ოთახში. უკვე ორი იქნებოდა განაბულს რომ ჩაეძინა. ალბათ გაგიგიათ ეგეთი რაღაც, ძილის წინ რაზეც ფიქრობ, ის რომ გესიზმრება და მერე იძახიან, ალბათ ჩამყვაო… დაეძინა და სიზმარიც მაშინვე დაიწყო. სადღაც იწვა… სითეთრეში. ყველაფერი თეთრი იყო გარშემო. ლოგინიც… მარტო იყო, მაგრამ ნელ-ნელა ჩნდებოდნენ ფიგურები მის გარშემო. პირველი ვინც გაარჩია თავისი საწოლის გვერდით მჯდომი ანდრე იყო, პატარა რაღაცით ხელში… ან ვიღაცით…
ასე ტკბილად და უცნაურად ჯერ არ სძინებია. ხომ არაფერი. მაგრამ მაინც საშინლად დიდი მნიშვნელობა მიეცა ამ სიზმარს, ტელეფონმა რომ გააღვიძა.
- გამოხვალ? - უცნაურად დასევდიანებული ჰქონდა ხმა. არც უფიქრია, რომელი საათი იყო, რა სჭირდა, სად ხარო, მხოლოდ ის ჰკითხა და რომ გაიგო აქო, გრძელი ჯინსის ქურთუკისა და ატლასის პენუარის ამარა გავარდა თავსხმა წვიმაში. ანდრეს დანახვამ, სიზმრით აფორიაქრბული გიდევ უფრო ააღელვა და გავიდა თუ არა მთელი ტანით აეკრა ბიჭს. მერე მოშორდა და მაშინღა შეამჩნია მისი დაღლილი სახე.
- კარგად ხარ? - ბიჭი ჩუმად, გაშეშებული იდგა, თითქოს არც გაუგიაო მისი მოსვლა. - ანდრე… - ერთიანად გალღვა და გოგონას შემოეხვია.
- არა. - პირველად გასცა მოკლე პასუხი და თავი დარცხვენილი ბავშვივით დახარა.
- ანდრე… - ბიჭს კიდევ უფრო ეტკინა ეს ნათქვამი და მოშორდა.
- უნდა წავიდე.
- ასე გაგიშვა?
- კი.
- არა!
- სანდრა, გთხოვ.
- ვერა.
- უნდა წავიდე. - ისევ ჩუმად თქვა, შუბლზე აკოცა და წავიდა.
გოგონამაც ასე მშვიდად გაუშვა. ასე, მუხლაცდენილი ჯინსის ქურთუკისა და ბოტასების ამარა გაუყვა თავის საყვარელ წვრილ ქუჩას ღამის ოთხ საათზე. დადიოდა და სახეს აგებებდა წვიმის მძიმე წვეთებს. ისე საამოდ ეცემოდნენ მის სახეს… მათი ჩამოსრიალება ისეთ შეგრძნებას ბადებდა, თითქოს დარდისგან ათავისუფლებდნენ. საშინლად ციოდა, მაგრამ ეს სიცივეც სიამოვნებდა. ოცნებიდან გამოყვანასა და რეალობაში დაბრუნებას აიძულებდა სუსხი, რომელიც უკვე ყინავდა. შიში იპყრობდა… ის წავიდა… ოცნება დამთავრდა. სინამდვილეში გული დიდად არც დასწყვეტია, რადგან დასაწყისშივე იცოდა, რომ წამოიწყო ის, რასაც დასასრული უეჭველად ეწერა. მიაბოტებდა ცარიელ, ოდნავ განათებულ ქუჩებში და თავის უცნაურად მშვიდ თავს უფრო ამშვიდებდა. გრილი, მძიმე წვეთების მოძრაობასთან ერთად, თბილიც იგრძნო სახეზე. თბილები.
გაურკვევლობაში მყოფი შევიდა სახლში, თმა აიკრა, ტანზე ცხელი წყალი გადაივლო და ისევ ჩაეძინა. ჯერ ხომ მხოლოდ დილის ხუთი საათი იყო.
თერთმეტის ნახევარზე ძლივს ასწია თავი. ნელ-ნელა ლოკოკინის ნაბიჯებით მოძრაობდა სახლში. დაზარებით ემზადებოდა და ეკამაც დაურეკა.
- ნიკას დაბრუნებას საუზმით აღვნიშნავთ და ნახევარ საათში აქ იყავი.
- ეკა…
- გასაჩივრებას არ ექვემდებარება! - უცნაური სევდით თქვა და გათიშა. თავს კარგად ვერ გრძნობდა. სარკეში ჩაიხედა, თითქოს ფერი ჰქონდა წასული, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია… ცოტა ამცივნებდა და თბილად ჩაცმა გადაწყვიტა. დახეული ჯინსები, ბოტასები და თეთრი ნაქსოვი, გულამოღებული სვიტერი ჩაიცვა. მანქანაში ჩაჯდა და თხუთმეტ წუთსი უკვე ეკასთან იყო. ნელა შეაბიჯა ეზოში და ახლაღა მიხვდა, რომ ანდრესაც ნახავდა. გონება და ხასიათწამხდარს ყველაფერი გამოუსწორდა და ღიმილით, თუმცა მაინც სუსტად შეაბიჯა სახლში.
- საყვარელო, მოხვედი? - ღიმილით კითხა ეკამ და გადაკოცნა.
- არა, პატარავ. ახლა გამოვედი სახლიდან.
- ო ღმერთო! - საფირმო თვალის ტრიალი გააკეთა და სასადილო ოთახში გავიდნენ.
მთელი დილა ელოდა, რომ ისევ თმააბურძგნული ჩამობაჯბაჯდებოდა ანდრე და ყავას გაიკეთებდა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა… საუზმის მიწურულს თავი საშინლად იგრძნო და თვალები მიეხუჭა.
- პატარავ, კარგად ხარ? - ცივი ხელის უეცარმა შეხებამ შეაკრთო, თვალების გახელამდე წამით ისიც იფიქრა, ანდრე ხომ არააო. თუმცა გამოფხიზლებულს ეკა შერჩა ხელში.
- კი. - ისეთი ხმით ამიკვნესა, ეკამ კი არა თვითონაც ვერ იცნო. ქალბატონმა ხელის გული ააკრო შუბლზე და სახე წაეშალა.
- იწვი! - სასწრაფოდ ადგა და გოგონაც ააყენა. ტელევიზორის ოთახში გაიყვანა და პლედი მისცა. ოთახის ფეხსაცმელებიც მიუტანა. სასადილო მაგიდა ნიამ აალაგა. მანამდე კი ეკა ციბრუტივით ბზრიალებდა. იაკობი სახლში არ იყო.
მალე დივანზე იწვა პლედში გახვეული და სიცხეს იზომავდა.
- ამოიღე!- მკაცრად უთხრა და თერმომეტრს რომ დახედა წარბები ცაში აუვიდა. - როგორ გაცივდი ამხელა გოგო? მითხარი ერთი…
- გუშინ ღამე წვიმაში გავიარე და… იქ დავცივდი ალბათ.
- რა გინდოდა გოგო იმ უბედურებაში გარეთ? შეიშალე? რამდენი ხანი დაყიალობდი?! - ქოთქოთებდა და თან მესამე ჭიქა ცხელი ჩაი მოჰქონდა.
- ერთი საათი ან ცოტა მე… კაი ეკა რა იყო? გამივლის კი არ მოვკვდები!
- მეტი არ მინდა რამე მოგივიდეს! ჩემი ხელით მიგახრჩობ! - ტიტინებდა და განერვიულებული დაბორიალობდა ოთახში.
- დაჯექი. - ეკაც მიუჯდა და ცოტა დაწყნარდა. ჩუმად იყვნენ. ნიკა და ნიაც სადღაც წავიდნენ…
უკვე ორი საათი იქნებოდა. ეკა ტელევიზორს უყურებდა, სანდრა კი იწვა და ჭერს მიშტერებოდა.
- რაზე ფიქრობ ასეთზე, რომ ვერ დაგეძინა? - არ იყო ეს ცინიზმი ან ირონია. ეკა ბუნებით საყვარელი, ალალი, გულჩვილი და ცოტა მიუხვედრელი ქალიც იყო… თუ საქმე ოჯახს არ ეხებოდა.
- სად არის? - ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და თვალები მინაბა.
- როგორ არ მინდოდა… დღეს დილით მოვიდა გამთენიისას. არ გავუღვიძებივარ, მაგრამ მისმა ბრაგუნმა გამაღვიძა. ოთახს ალაგებდა. ეგ და ოთახის დალაგება რა საქმეა იცი?
- მერე?
- წავიდა… ისევ საფრანგეთში დაბრუნდა. ფეხი დაჰკრა და წავიდა. საერთოდ არაფერი უთქვამს. რობოტივით დაყიალობდა და მერე გაქრა.
- გაქრა. - ჩუმად გაიმეორე და ბალიშში მიენაბა. თვალს ეული წვეთი მოსწყდა, მოწმენდას აპირებდა, ეკამ რომ დაასწრო… თბილი ღიმილით დაჰყურებდა და მაშინ კი ყველაფერს ხვდებოდა.
- რა მოხდა?
- არ ვიცი… უნდა მივხვედრილიყავი. ჩემთან მოვიდა და თითქოს დამემშვიდობა… დამტოვა.
- არ დაგტოვებს.
- ფაქტია.
- დაბრუნდება.
- რა იცი?
- ასე ვერ დაგტოვებს. - გოგონამ თერმომეტრი კიდევ ერთხელ აიღო… 37… დაწვა და თვალები დახუჭა, ის იყო, უნდა დაეძინა ტელეფონი რომ ამღერდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლიკა იყო. მისი ნახევარდა.
- სავაადმყოფოში მოდი, სასწრაფოდ. - ეს თქვა და გათიშა. გაშეშებული წამომჯდარიყო და დაბნეული აცეცებდა თვალებს. სასწრაფოდ წამოხტა და ბოტასების ძებნა დაიწყო.
- რა ხდება? დაბრუნდი უკან! შეგიბრუნდება! … სანდრა არ გესმის?
- უნდა… უნდა წავიდე. - თასმები შეიკრა და ისევ წამოხტა. კარისკენ გაექანა თუმცა ეკამ შეაჩერა.
- სად?
- მამაა ცუდად. - მხოლოდ ეს თქვა და სახლიდან გავარდა. მანქანაში ანერვიულებული ჩაჯდა. თავბრუ საშინლად ეხვეოდა, სუსტადაც იყო, თუმცა ახლა ამის დრო არ ჰქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ მამას შუნტირება ჰქონდა გულზე გაკეთებული, გადაწყვიტა, რომ მთავარ კარდიოლოგიურში უნდა წასულიყო. მანქანა ასეთი სიჩქარით არასდროს უტარებია. სავაადმყოფოს წინ გააჩერა და შევარდა.
- დევდარიანი ირაკლი. ახლა უნდა შემოეყვანათ.
- საოპერაციოშია.
- რა მოხდა?
- მეორეზე ადით. სულ პირდაპირ და იქ გეტყვიან აქ ჯერ ინფორმა… - არც არაფერი უთქვამა, მადლობაც არ გადაუხდია ისე გაიქცა… მეორეს ბოლოში ლიკა და ნანა იყვნენ მხოლოდ. იქვე დაჯდა ჩუმად და მარტო. ძალიან ცუდად იყო, აკანკალებდა და ოფლად იღვრებოდა… ვინ იცის, რამდენი ჰქონდა სიცხე მაშინ, მაგრამ სიცივისა და სიცარიელის მეტს ვერაფერს გრძნობდა… კარიდან ექთანი გამოვიდა.
- ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე ჩვენ გვეგონა. ორივე შუნტირებული ძარღვიც და მთავარი არტერეაც გადაკეტილი აქვს და სასწრაფო ოპერაციას უკეთებენ…
- რამდენი ხანში გამოაბრძანებთ? - საშინელი ტონით იკითხა ნანამ და გაბრაზებული მიშტრედა საცოდავ ექთანს.
- დაუდგენელია. დაგტოვებთ. - ექთანი შებრუნდა… ნანა სანდრას მოუბრუნდა და წინ აესვეტა.
- სულ შენი ბრალია! - თითის ქნევით უკივლა. - შენი! ასე რომ ანერვიულებდი! რა გეგონა? რაზე გაებუტე მაინც არ ამბობთ არც ერთი! … მე კიდევ როგორ ვუფთხილდებ…
- ღმერთო ჩემო! - თვალები გადაატრიალა და ჩუმად გაეცალა იქაურობას. კაფეტერიაში ცხელი ჩაი იყიდა და ფანჯარაში გაიხედა. ისევ ისე წვიმდა. თითქოს ცა იქცეოდა. გეგონება, ცაც გრძნობდა ალექსანდრა დევდარიანის ტკივილს და მის მაგივრად ტიროდა. მას ტირილსა და ტკივილს არ აცლიდა და ყველაფერს ერთიანად ართმევდა… მთელი საათი იჯდა ასე და გაჰყურებდა ცას… მობუზღულ ცას. კაფეტერიაში ნაცნობი ექთანი შემოვიდა, სხვა ექთანთან და ქირურგთან ერთად. სანდრაც წამოხტა და მათ მივარდა…
- მე… გახსოვართ?
- ვწუხვარ… არა.
- ირაკლი დევდარიანთან ვარ. როგორ არის? ოპერაცია დასრულდა?
- მე… - გოგონა უცნაურად გაჩუმდა და ძირს დაიხედა. მერე ისევ ახედა, ოღონთ ახლა თვალებში სინათლეჩამქვრალმა. - ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ბატონი ირაკლი…
- ბატონი ირაკლი რა… თქვი…
- გარდაიცვალა. - უცებ მუხლებში სისუსტე იგრძნო. ახლაღა მიხვდა, რომ ძალიან სუსტად იყო. თვალები დაეხუჭა და ნელა დაეშვა… სად არ იცოდა არც თვითონ…
სიბნელე იყო. სრული სიბნელე. სამყარო სიზმრების გარეშე…
თვალებს ნელა ახელდა და ყველაფრის ტკივილს გრძნობდა. ვერ მოძრაობდა, მხოლოდ თვალებს აფახურებდა. მხედველობა ძლივს გაიწმინდა და თავის გვერდით მჯდომი ეკა შენიშნა.
- საყვარელო… როგორ ხარ? - არ უპასუხია. ისევ დახუჭა თვალები და გვერდი იცვალა…
მეორედ რომ გაეღვიძა უკვე დაღამებული იყო. თვალები გაახილა თუ არა, სიზმარი გაახსენდა… თეთრი პალატა, პაციენტი სანდრა, სკამი გვერდით, ანდრეა… მაგრამ რაღაც განსხვავებული. სიცარიელეს გრძნობდა. ტანშიც და სულშიც. არც ანდრეს ეჭირა ხელში ანგელოზი. შეშინებული უყურებდა სანდრას და ხელზე ეფერებოდა. სანდრა კი ამ ყველაფერს უბრალოდ უყურებდა. ჩუმად იყო და უყურებდა…
- მამაჩემი მოკვდა. - მხოლოდ ეს ამოიკვნესა და ცრემლებიც ამოაყოლა. ანდრემ ასე მოშორებით ჯდომას ვეღარ გაუძლო და გვერდით მიუწვა. მთელს ტანზე შემოჰხვია მკლავები და ტანზე აიკრო. გოგომ თავი მის მკერდზე მოათავსა და ქვითინი განაგრძო. მერე უცებ სულ გაშეშდა. ცრემლები შეიშრო და სახე ბიჭის კისერში ჩამალა. - სად იყავი?
- პარიზში.
- რა გინდოდა, პარიზში?
- საბუთებზე დავრბოდი… მერე ყველაფერი ჩავალაგე და წამოვედი.
- რა ქენი?
- წამოვედი. - გოგო მოშორდა და თვალებში ჩახედა. ნამტირალებ, დასევდიანებულ თვალებში მაინც უჩანდა ბედნიერების სხივი და ეს სხივი ვაჟს ათბობდა მხოლოდ. ეკუთვნად მხოლოდ მას და არავის მის გარდა.
- ასე მარტივია ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა?
- როცა იცი, რომ სადღაც საყვარელი ქალი გელის, ყველაფერი შეძლებადია.



№1  offline მოდერი bla.ell

აუუუ რა საყვარლობაა რაა,უმაგრესი ხაარheart_eyesძააალიან ძალიან მომწონსkissing_heart❤❤

 


№2  offline წევრი japara

bla.ell
აუუუ რა საყვარლობაა რაა,უმაგრესი ხაარheart_eyesძააალიან ძალიან მომწონსkissing_heart❤❤

dzaaan dzaaan didi madlobaa

 


№3 სტუმარი lilianna

Dzalian dzalian kargia!!! Shen ki unichieresi xarr ❤❤❤❤ velodebi axal tavs moutmenlad

Dzalian dzalina magaria❤❤❤❤ shen ki unichieresi xar!! Velodebi axal tavs sulmoutqmenlad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent