შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ წახვალ დღეს (3)


13-08-2016, 18:07
ავტორი unknownwriter
ნანახია 1 470

მთელი ღამე ბოლთას სცემდა ბიჭი ,დილითაც ვერ მოისვენა, აქეთ-იქით გადი-გამოდიოდა.რაღაცას უყურებდა და არ იცოდა რას,ფანჯარაში ჩამომჯდარი, სევდიანი დემეტრე აქამდე არავის უნახავს.დედა ფიქრობდა , რომ რაღაც ცუდი შეემთხვა,თუმცა ვერ ბედავდა შვილისთვის რამის კითხვას. დილას კიდე რამოდენიმე საათი გაატარა სიგარეტით ხელში.უბრალოდ უკიდებდა და არ ეწეოდა,ვერ ხვდებოდა ამას ,რატომ აკეთებდა ,მაგრამ აკეთებდა.
-დე , წამოდი რა რამე ჭამე -მაინც გაბედა და დაელაპარაკა დედა შვილს-ასე , რომ გიყურებ გული მიკვდება,დემე დე ,რა გჭირს?- ბიჭი წამოიჭრა მაშინვე, დედას თავზე აკოცა და უთხრა :
- ეგ მეც არ ვიცი ,დე-ისე ნაზად ესაუბრებოდა მას, რომ იქვე მიხვდებოდით,როგორ უყვარდა ეს ქალი- ასე მოვიდა და აღარ მიდის ჩემი ტვინიდან და რა ისიც კი არ ვიცი,-გაეცინა და გააგრძელა- წამოდი მშია მაგრად.
***
ქუჩები გადატვირთული იყო ზედმეტი ხალხით ,როგორც ყოველთვის.თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო ის ,ვისაც ანა ელოდა , ან კი ვის ელოდა? ისედაც გაბრაზებული კიდევ უფრო გაბრაზდა თავის თავზე, პირველად იყო , რომ ანამ საყვედური მიიღო ,თანაც მშობლის წინ.მარტო მოდიოდა , ასე ერჩივნა , გიორგის ჩუმად გამოეპარა, დედამისი კი სამსახურში წავიდა, ამიტომაც მთელი დღე მარტო მოუწევდა ყოფნა და ეს უფრო ახარებდა ,ვიდრე სწყინდა. ქუჩები მართლაც , რომ გადატვირთული იყო უამრავი ჯიპითა და ხალხით. ხო თბილისში ჯიპით თუ არ იარე ,ისე როგორ? ამდენი ადამიანი და არცერთი არაა „ის“ ,ანა ფიქრებიდან მაშინ გამოვიდა, როცა მიხვდა , რომ კარგად გასცდენოდა სახლს. ისევ ცუდად იყო , თუმცა მაინც გადაწყვიტა გარეთ ყოფნა,ციოდა ,მაგრამ თითქოს ამ სიცივესაც ვერ გრძნობდა.ყველაფერი ეზარებოდა,არ შეეძლო დამატებით გაკვეთილებზე სიარული დღეს ,გადაწყვიტა , რომ არ წავიდოდა. უბრალოდ დადიოდა , სიმღერებს უსმენდა და არაფერზე აღარ ფიქრობდა. გზაზე უნდა გადასულიყო , როდესაც მოხუცი ქალი დაინახა ,ქალი იღიმოდა იმდენი სითბო მოდიოდა მისგან , რომ ანასაც გადაედო ქალის დადებითი ხასიათი იმ წამებში, მოხუცი კატებს აჭმევდა ანას დასანახავად ეზიზღებოდა და ეშინოდა კატების , თუმცა რომ ხედავდა ქალს ათასი ნაოჭით , მაგრამ ბედნიერს ,მიხვდა რომ „ბედნიერება იმდენია რამდენიც გვნებას,მხოლოდ უნდა დავიხაროთ და ავიღოთ“. ანამ მას შეხედა ,ერთი გაუღიმა პასუხად იგვე მიიღო და გააგრძელა გზა. სკამზე მომღიმარი იჯდა ,სადღაც ბაღში, პირველად იყო იქ უბრაოდ გზამ მიიყვანა.საერთოდ არაფერზე ფიქრობდა, უყურებდა ცას და ახსენდებოდა სიტყვები ,რომლებიც ქუჩაში წაიკითხა „სასწაულები ხდება წამებში,ჩვენ კი ყოველ წამს ვეძებთ დასაწუნს, ყველას დავცინით ზურგის არეში და წამში ვკარგავთ სამოც სასწაულს“ ცხოვრება სასწაულია, ანა ამას აცნობიერებდა და ტკბებოდა მზის სხიევბით , რომლებიც არც ისე თბილი იყო მარტში.თვალები დახუჭა და ცოტახანი მოსწყდა რეალობას...
***
ბიჭი უყურებდა გოგონას და ტკბებოდა მისი სილამაზით, აგიჟებდა ის სინაზე , რაც მისი შეხედვისას ებადებოდა მთელ სხეულში.თუმცა მხოლოდ მეორედ შეხვდა , ის მაინც რაღაცას გრძნობდა..რაღაც სხვას...არაამქვეყნიურს..
- გძინავს თუ- ბიჭმა აღარ დაასრულა წინადადება ,ჩაახველა.ანამ ნელა გაახილა თვალები, როდესაც დაინახა მის წინ დემეტრე იდგა მაშინვე იცნო, არადა რამდენიმე საათის წინ ვერ იხსეებდა მის სახეს, დემეტრე კვლავ იღიმოდა“ მგონი იცის ამ ბიჭმა , რომ საოცარი ღიმილი აქვს და სპეციალურად იცინის“ გაიფიქრა გოგონამ და შეიკავა თავი, რომ არ გაეცინა, ის ისე უნდა მოქცეულიყო თითქოს არც არაფერი მომხდარა იმით ,რომ ეს ბიჭი ნახა. დემეტრე ოდნავ მოხრილი იდგა ,თითქოს ცდილობდა გოგონას სიმაღლეს გასტოლებოდა , მით უმეტეს , რომ იჯდა ანა.
- მითვალთვალებ? -ჰკითხა გოგონამ და სახე წამოსწია უფრო მაღლა
- შენ? -კვლავ გაეცინა ბიჭს- მე შენ?- დემეტრეს ეტყობოდა , რომ ახლა უკვე ძალით იცინოდა,თუმცა მიანც კარგად გამოსდიოდა.
- რა გინდა?- ჰკითხა ანამ ცივად და წამოდგა,- ბიჭი გასწორდა -თავს დამანებებ?
- მოიცადე რა ,ჩემს უბანში ხარ და მაგას შენ ამბობ?-მან თვალი მოჭუტა
- რა?-გოგონა დაიბნა - არ ვიცოდი.
- არა! -უთხრა გადაჭრით, -რა თქმა უნდა იცოდი. -გაეღიმა ბიჭს , შემდეგ თავი გააქნია და გააგრძელა - და შენ მაბრალებდი ჯაშუშობას, არ შეიძლება ეგრე,ანა- სახელი მკაფიოდ წარმოთქვა. გოგონა წამოფრინდა,ძალიან გაბრაზდა , ისე დამაჯერებლად საუბრობდა ბიჭი ,რომ ამაზე კიდე უარესად ბრაზდებოდა.რაღაცის თქმა დააპირა ,თუმცა ვერ შეძლო,ჩანთას ხელი დაავლო და სწრაფი ნაბიჯები გადადგა, როდესაც დემეტრე მას ხელზე ფრთხილად შეეხო, ნელა შემოაბრუნა ,როგორც გუშინ და კიდევ უფრო გაეცინა , როდესაც შეხედა გოგონას დაბნეულ თვალებს, წყლიანი და სევდამორეულნი იყვნენ ისინი...ანა კიდევ უფრო დაიბნა, უბრალოდ უნდოდა , რომ გაქცეულიყო მისგან შორს და აღარასდროს ენახა , მან ხომ გოგონა შეარცხვინა.
- გეხუმრე ანა - უთხრა და კიდევ გაეცინა- არ მეგონა სერიოზულად თუ მიიღებდი,მაპატიე რა ,-უთხრა და გოგონას სახე თავის ხელებში მოაქცია,ბიჭს სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა ,როდესაც იგრძნო ანას თმის შეხება თავის კანზე-მართლა არ მეგონა- უთხრა და თვალებში ჩახედა , თითქოს უნდოდა რომ ენახა გოგონას ბიჭის სინანულით სავსე თვალები, რომლებსაც მართლა ეტყობოდათ,რომ ნანობდა ის თავის სიტყვებს.. ანა ვერ ხვდებოდა ,რატომ აძლევდა ამდენის უფლებას, გოგონა გაგიჟებული იყო. არ იცოდა , რა ეთქვა , რა გაეკეთებინა. იქნებ ერთხელ მაინც მოქცეულიყო ისე , როგორც გული უკარნახებდა? არა ,მას ეს არ უნდა დაეშვა.
- დამანებე თავი დემეტრე- პირველად წარმოთქმა მისი სახელი ხმამაღლა და ეს მოეწონა კიდეც.
- შენ ჩემი სახელი გახსოვს, ანა-უთხრა და საერთოდ არ გაბრაზებულა ასეთი პასუხი , რომ მიიღო , სხვა გოგო , რომ ყოფილიყო ეტყოდა“ბაზარი არაა“ ,თუმცა ის ასეთ უხეშობებს არ იყო მიჩეული გოგონებისგან.
- და მერე რა? -უთხრა და გააგრძელა-გამიშვი ხელი.-დემეტრემ მოაშორა ხელი,თუმცა ანა წამსვე დაიძრა ,გაქცევას აპირებდა, რომ მაშინვე მოუჭირა ხელი ხელზე ბიჭმა და გაუცინა
- ნუ მირბიხარ, მერე რა და შენთვის ვარ რაღაც -თქვა ბიჭმა და გააგრძელა -რომ არ ვიყო არც კი დაიმახსოვრებდი არუთინოვისგან წამოროშულ ვიღაც ბიჭის სახელს, ხომ მართალია მე არც კი მითქვამს ჩემი სახელი..
- არც მიკითხავს
- რადგან უკვე იცოდი
- მაინც არ გკითხავდი-ჯიბრში ჩაუდგა გოგონა-არუთინოვი ის ბიჭია ?
- ხო ეგ
- „ბიჭი შავებში“- დემეტრეს გაეცინა ამის თქმაზე, ახლა უკვე ფიქრობდა , რომ ანა საყვარელიც იყო.
- წამოდი გავიაროთ და მომიყევი , რა მოხდა გუშინ.
- არა , არ მინდა!- უპასუხა ცივად
- მე რო ვიცი , რომ გინდა?
- ნუ იქნები ასე დარწმუნებული -უთხრა გოგონამ და შეხედა
- მაგრამ ვარ...- ბიჭმა კიდევ უფრო მაგრად ჩასჭიდა ხელი…-სად ცხოვრობ?



№1  offline წევრი რიტა

აუუ რა კარგია ეს დემეტრე თბილი და საყვარელი. ყველაზე მეტად მომწონს სახელი დემეტრე. <3

მომწონს რომ ანა ასე ახლოს არავის უშვებს ამით ის ჩანს რომ თავქარიანი გოგო არაა და ეს კარგია. მალე დადე რაა მთელი გულით ველოდები ახალ თავს. წარმატებები...^^

 


№2  offline წევრი unknownwriter

რიტა
აუუ რა კარგია ეს დემეტრე თბილი და საყვარელი. ყველაზე მეტად მომწონს სახელი დემეტრე. <3

მომწონს რომ ანა ასე ახლოს არავის უშვებს ამით ის ჩანს რომ თავქარიანი გოგო არაა და ეს კარგია. მალე დადე რაა მთელი გულით ველოდები ახალ თავს. წარმატებები...^^

-
მიხარია,რომ მოგწონთ : )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent