იო (თავი 12)
ყოველი დღე, ერთმანეთს ჰგავდა ლეასთვის. უინტერესო, უმიზნო და გაუფასურებული გახდა ყოველი მზის სხივი ლეას სარკმელში. გოგონას დღეები ან უკიდურესად პოზიტიური იყო, ანდაც უკიდურესად სევდიანი. ბოლოს კი, ერთიანად მოიცვა სევდამ და თავისი პატარა ბინის კრემისფერი კედლები, დამცავ მუზარადებად შემოირტყა. ყოველი დღე უფრო და უფრო სევდიანი ხდებოდა. ლეა მხოლოდ ინსტიქტებს ჰყვებოდა, ღამ-ღამობით სეირნობდა კიდეც, მაგრამ ვერ აანალიზებდა რომ ქუჩაში იყო. თავი არც სახლში ეგონა, მთლიანად იოს ძახილში იყო გადართული მისი გონება, სხეული, გრძნობები... ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს, პატარა კაფეს ჩაუარა, სადაც ნიკოლოზი დალანდა ქერა მანდილოსანთან ერთად. მამაკაცს ქალის ხელი ხელში ეჭირა და საჩვენებელ თითს ფრთხილად უსვამდა ხელის ზურგზე. თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. ლეა ერთხანს კაფის გრძელ, მთელს სიგრძეზე აყოლებულ სარკმელთან იდგა, გაშლილი ხელები მასზე დაეწყო და ნიკოლოზის საჩვენებელი თითის მოძრაობას თვალს აყოლებდა. არ უგრძვნია გულის წყვეტა, არც სინანული, არაფერი უგრძვნია. უბრალოდ თითის ნაზი მოძრაობა მოსწონდა, თითქოს. ქალმა გაკვირვებით შემოხედა, მისი თავის მოძრაობას ნიკოლოზიც აჰყვა და სარკმელზე მობჯენილ ლეას რომ შეხედა, სინანულით დააცქერდა. ლეა კი კვლავ თითს უყურებდა, რომელმაც მომენტალურად შეწყვიტა ქალის ხელის ზურგზე ლასლასი და მაგიდის ზედაპირზე დადებულ მუჭში ჩაიმალა. ლეა სწრაფად მოშორდა ადგილს და ნელი მოძრაობით გაუყვა გზას. ნიკოლოზი არ ადევნებია, ერთხანდ მაგიდის ზედაპირზე გაუშტერდა თვალი, შემდეგ კი კვლავ გაუღიმა ქერა ქალბატონს და ისევ განაგრძეს, თბილი მუსაიფი. იმ საღამოს ლეა საიდუმლო სანაპიროს ესტუმრა, თვალი გაუშტერდა ზღვის ჰორიზონტზე და ერთხელაც არ გახსენებია ნიკოლოზი. მხოლოდ იო ახსოვდა, მხოლოდ მისი შეხება, მხოლოდ მისი სიტყები უნდოდა, როგორი უხეში, როგორი სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო. ყველაფრით დაღლილს, წყლის უზარმაზარი ცხელი ბურთები გადმოუგორდა თვალთაგან, რომელსაც ხმამაღალი ძახილიც ამოაყოლა. გაჰყვიროდა იოს სახელს, მაგრამ უზარმაზარი ტალღების ხმამაღალი ხათქუნი, მაშინვე ჭამდა მის მისტყვებს. ზღვა საიდუმლოდ ინახავდა გოგონას ძახილს და მასში გუდავდა. იო კი არ ჩანდა, გაქრა ისე , თითქოს არც არასდროს ყოფილა. თითქოს, ლეამ თავად გამოიგონა და ახლა, მის მიბნედილ, მისუსტებულ გონებას აღარ შესწევდა ძალა, კვლავ დაეხატა ილუზია, რომელსაც იო ერქვა. შუაღამით, პრეზიდენტის სახლთან მივიდა. შორიახლოს დადგა და გათენებამდე იქ იყო. უყურებდა მესამე სართულის კრემისფერ ჟალუზებს. მოეჩვენა, რომ ჟალუზები შეირხა და იქედან ლურჯებმა გამოანათეს, მაგრამ ვერ გაარკვია ეს მისი წარმოსახვა იყო თუ სინამდვილე. უკვე ვეღარაფერში არჩევდა სინამდვილეს და ილუზიას. ერთხელაც, ყავის გამზადების დროს, ჭიქა დადგა გაზქურაზე და წუთებში ერთიანად იფეთქა. ნამსხვრევები მიმოიბნია ირგვლივ, ერთი ორი ლეასაც მოხვდა და მარჯვენა ლოყა გაუსერა, თუმცა ლეას ესეც კი არ უგრძვნია. შუამდე გადატეხილი ჭიქა აიღო გაზქურიდან და იქედან მოსვა. ტუჩები დაუწვა გაცხელებულმა ჭიქამ, მაგრამ ესეც ვერ იგრძნო. გამხმარ ვარდს, რომელსაც თავისივე სისხლი ჰქონდა მიმხმარი, ესაუბრებოდა, ზღაპრებს უყვებოდა, ეფერებოდა. ახსენდებოდა, რომ ამ ვარდს იო შეეხო და ჰკოცნიდა ეკლიან ტოტს. გულში იკრავდა, მასთან ერთად იძინებდა, მასთან ერთად იღვიძებდა. მასთან ერთად ჭამდა და მასთან ერთად სვამდა. ღამ ღამობით, როდესაც სახლიდან გავიდოდა, სახლში ამ ვარდის ლოდინი აბრუნებდა. მხოლოდ ეს ვარდი იყო გზა, რომელსაც სახლამდე მიჰყავდა უგზო-უკვლოდ მოხეტიალე გოგონა. ერთხელ, როდესაც საიდუმლო სანაპიროს ესტუმრა, მაღალ კლდის ფორმის ქვაზე, იო დაინახა. სირბილით აძვრა კენწეროზე, მაგრამ როცა მიუახლოვდა, ქვის პირი ცარიელი დაუხვდა. მუხლებით დაემხო გოგონა ქვაზე და ჯერ ისტერიკული ტირილი დაიწყო, ხმამაღლა ბღაოდა, ისევ იოს ეძახდა. შემდეგ კი, მომენტალურად დამშვიდდა, თვალი გაუშტერდა მშიერ, ამაღლებულ ტალღებზე, თითქოს ეძახდნენ, თითქოს მასში გადახტომისაკენ უბიძგებდნენ გოგონას, მაგრამ ლეა დროზე მოვიდა გონს. გააკეთებდა კიდეც ამას, სურდა კიდეც გადახტომა, მაგრამ იოსთვის უნდა ეთქვა, იოსთვის უნდა მიეწვდინა ხმა, რომ მას ის უყვარდა, რომ ის მარტო არ იყო, მას ლეა ჰყავდა. რომ მასაც ლამაზად მოეჩვენა ის ნახატი, რაც იომ შექმნა. რომ ისიც სიკეთედ თვლიდა ამას, რომ მას იოს სიკეთის აღქმის ესმოდა. *** -ხვალ, მიხეილი თავისი რეზიდენციიდან სახლში გამოივლის. მე ვახშმად მოვალ, ინვალიდ ბავშვებს უნდა შევხვდე. -უზარმაზარი სამზარეულოს წითელ მაგიდასთან იჯდა ქალბატონი ელენე და და ყავას წრუპავდა, თან დახლთან მოფუსფუსე ნელის ესაუბრებოდა. -დიახ, გასაგებია, ქალბატონო ელენე. ყველაფერი მზად მექნება. -მიუგო საპასუხოდ ნელიმაც. ელენემ კიდევ ერთხელ მოსვა ყავა და სითხე ყელში გაეჩხირა, როდესაც სამზარეულოში მისთვის არადამახასიათებელი, ბედნიერი ღიმილით შემოვიდა იო. -როგორ ხარ, ნელი? -გაუღიმა მსახურს. ამ უკანასკნელს კი თვალები გაუფართოვდა, ბიჭს არასოდეს მოუკითხავს. ცოტათი დაიბნა, მაგრამ სწრაფად მოეგო გონს და ღიმილი შეაგება ბიჭს. -კარგად, შვილო. შენ როგორ ხარ? -თვალები უციმციმებდა ქალს. იომ კი არაფერი უპასუხა, სწრაფად მივიდა ბორდოსფერ მაგიდასთან და მოპირდაპირედ ჩამოუჯდა ელენეს. პირდაპირ თვალებში უყურებდა ქალს და თან ცივი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. ამ უკანასკნელს კი სახე შეეყინა, თუმცა თავადაც გააბედნიერა იოს ღიმილმა, ამიტომ საპასუხოდ მანაც გაუღიმა. შემდეგ, მაღალ ქუსლში ჩამალული მარჯვენა ტერფი, შეუმჩნევლად აუსრიალა ფეხზე. იომ ცალყბად, ქვევიდან გაუღიმა ქალს. ელენე სახტან დარჩა, იოს ამგვარ რეაქცია არ ელოდა, თითქოს. -რომელ საათზე მოვა, მამა? -იკითხა უეცრად მან. ქალმა სწრაფად მოაშორა ბიჭს ტერფი, მომღიმარი სახე ჩამოერეცხა. -შუადღის 3ზე. -უკმაყოფილოდ წამოიძახა მან. ამ დროს, სამზარეულოში 7 წლის თამარი შემოფრინდა. მას უკან წითელ უნიფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი მოჰყვებოდა. გოგონა კი ხელებგაშლილი გაექანა თავისი ძმისკენ. იომაც კალთაში ჩაისვა და კულულებზე ჩამოუცურა ხელი. ელენე უსიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა, როდესაც შეხედა, როგორ ეხუტებოდა და-ძმა ერთმანეთს. ალბათ, დანაშაულის შეგრძნება დაეუფლა, ან კიდევ ამაზე უარესი რამ იგრძნო. თითქოს, გოგონას ადგილას ყოფნა სურდა. იო კი თვალს არ აშორებდა ელენეს და უფრო მეტად იკრავდა გულში პატარა თამარს. ქალი სწრაფად წამოდგა და ქალური მოძრაობით დატოვა სამზარეულო. -მეც შენნაირი თვალები მინდა მქონდეს. -ამოიტიტინა პატარა თამარმა და უპეებზე მოუსვა ხელი იოს. ამ უკანასკნელმა კი ცივად გააშვებინა და თავისი კალთიდან ჩამოასრიალა გოგონა. შემდეგ კი, სწრაფად დატოვა სამზარეულო. თავის ოთახში, წითელ საწოლზე წამოწოლილი დახვდა ელენე. კაბა ბარძაყებისკენ აეცურებინა და მაცდურად შეჰყურებდა იოს. ბიჭს გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, რომელიც ყბებს უმჟავებდა და უსიამოვნოდ უმღვრევდა თვალებს. შემდეგ კი, სიგარეტს გაუკიდა, ნელა მიუახლოვდა ქალს და ანთებული სიგარეტი მარჯვენა ბარძაყზე დააწვა. ქალს არაამქვეყნიური ღრიალი აღმოხდა და სწრაფად წამოხტა საწოლიდან. იო კი კმაყოფილი, ბოროტი ღიმილით შეჰყურებდა. ტკივილისაგან გამოწვეული სისინის შემდეგ, დამანჭული სახე სწრაფადვე გაასწორა ქალმა და იოს მიუახლოვდა. -ერთხელად მიხვდები, რომ შენც ისევე გიყვარვარ, როგორც მე. ჩემო იოანე. -ხელი მოუსვა ქალმა სახეზე და გასასვლელისკენ გაემართა. კართან შედგა და კვლავ მოხედა იოს. -მახსოვს, პატარა რომ იყავი, შენი დაჟინებული, განსაკუთრებული მზერა. ისიც მახსოვს, ჩუმად როგორ იჭყიტებოდი კარიდან, როცა მე და მამაშენი ვ*იმაობდით. აჰ, ერთი სული მქონდა როდის გაიზრდებოდი, იოანე. მე ვარ შენი პირველი ქალი, ჩემ თავს ვერავინ შეგიცვლის. -კმაყოფილი ღიმილით ამოიკნავლა ქალმა და უხმაუროდ მიიკეტა კარი. იო ერთხანს გაჯგიმული იდგა საწოლთან, შემდეგ კი ბოროტმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე და მოწვეტით დავარდა საწოლზე. *** მეორე დღეს, ლეა იისფერ დივანზე მოკალათებულიყო და ხმაჩავარდნილ ტელევიზორს უყურებდა. ფიქრებით ისევ იოსთან იყო, ისევ მის სურნელს გრძნობდა, მის ლურჯ მზერაში იკარგებოდა და სურდა მასში სიმართლე დაენახა, მაგრამ ვერც თავის წარმოსახვაში აკეთებდა ამას. თითქოს, იო მის ფიქრებშიც იპარებოდა და იქაც ნიღბავდა საკუთარ მზერას, საკუთარ განზრახვებს, ფიქრებსა და გრძნობებს. როდესაც, ტელევიზორში ნაცნობ სახეს შეეჩეხა, სწრაფად აუწია ხმას გოგონამ. პრეზიდენტის მეუღლე, ქალბატონი ელენე ინვალიდი ბავშვების გარემოცვაში იყო. თბილად უღიმოდა მათ, ტკბილეულსა და სათამაშოებს ურიგებდა, შემდეგ კი ერთ-ერთი კალთაში ჩაისვა და კამერაში, ყალბი მზერითა და ხმით მიმართავდა საზოგადოებას: -მე ხშირად ვსტუმრობ ბავშვთა სახლებს. ეს მე მებდნიერებს, ბავშვები ყველაზე გულწრფელები, კეთილები და სიცოცხლითსავსენი არიან და მე მათ ვეთაყვანები. როგორც იცით, მე ერთ-ერთი ასეთი სახლიდან, ვიშვილე ბიჭი, რომელსაც ვერც კი გავარჩევ ჩემი ბიოლოგიური შვილისგან. მე მივმართავ საზოგადოებას, რომ გიყვარდეთ ბავშვები, მოუსმინეთ მათ, სწორედ ისინი ქმნიან ჩვენს მომავალს და სიცოცხლეს გვილამაზებენ. ლეამ ვეღარ გაუძლო მის მოსმენას, სწრაფად ჩაუწია ტელევოზორს და ძლივს მიასწრო საპირფარეშომდე. გული აერია. ეს იყო ყველაზე გულისამრევი, ყველაზე საზარელი სიყალბე, რაც კი ოდესმე გაუგია, რისთვისაც კი ოდესმე თვალებში ჩაუხედავს ლეას. გული დაუწვრილდა, ზიზღი და სიბრალული იგრძნო ამ ქალის მიმართ. ელენეს სიტყვები, მხოლოდ დაბრმავებულ ბრბოს მოატყუებდა. ხანდახან, რა სასიამოვნოა ბრმად ყოფნა. როცა ვერ ხედავ მწარე სიმართლეს, როცა საზარელი სიცრუის მხოლოდ ნიღაბს აფასებ და არ გაქვს უნარი, მის მიღმა გაიხედო. როდესაც მხოლოდ ფასადით მსჯელობ და მის შიგნით მოქცეული ბოროტება შენამდე ვერ აღწევს. მაინც, რა აზრი აქვს სიმართლის დანახვას, თუკი შეცვლა არ შეგიძლია?! ელენე ბოროტებას ქმნიდა და ხელოვნური სიკეთით ფარავდა ამ ბოროტებას. ადამიანის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, რომ მიხვდეს საკუთარ შეცდომას და ამით იტანჯოს. ელენე კი ვერასოდეს მიხვდებოდა ამას, რადგან როდესაც ადამიანი შეძლებს ხელოვნური სიკეთის შექმნას ბოროტების დასამალად და გამოუვა, უკვე ვეღარასოდეს დაბრუნდება უკან. ვეღარასოდეს შეიგრძნობს დანაშაულს. *** პრეზიდენტის სახლის ეზო, უჩვეულო მყუდრეობას მოეცვა. ქალბატონი ელენე, ქალური მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან და უზარმაზარ საფეხურებს აუყვა. სახლშიც უცნაური სიჩუმე დაბუდებულიყო. ელენე მეორე სართულის კიბეს აუყვა, ხმამაღალი კაკუნით. იცოდა, რომ თავისი მეუღლე უკვე სახლში იყო, ამიტომ უგულოდ მიაბიჯებდა მისი კაბინეტისაკენ. დერეფანი ყავისფერი კარით მთავრდებოდა, მასზე პატარა კონვერტი აეწებებინათ. ელენემ ცნობისმოყვარედ შეკრა წარბები და კარზე აკრული კონვერტი ჩამოხსნა, ფრთხილად გახსნა. ფურცლის ნაგლეჯი იდო შიგნით, მასზე კი წითელი საღებავით ეწერა: „შენი იოანესგან.“ ქალს ფეხები აუკანკალდა, არ სურდა მეუღლის კაბინეტის კარის შეღება. შემდეგ კი, ღრმად ამოისუნთქა, სახელურს დასწვდა და ფრთხილად შეაღო. ვერც იყვირა, ვერც იტირა, ვერანაირი ემოცია ვერ გამოხატა. ხმა ჩაუვარდა და ადგილზე გახევდა. ხუთი ადამიანი იყო აკრული კედელზე. გულში, შავტარიანი დანები გაერჭო. მიხეილი ზუსტად შუაში მოქცეულიყო, აქეთ-იქეთ გაშლილი ხელები დანებით ჰქონდა დამაგრებული. მის გვერდით მიკრულიყო პატარა თამარი, რომლის დახუჭულ თვალებზე, ლურჯი ფერის თვალები დაეხატა. კედლის დანარჩენ ნაწილზე კი, ნელი და თავის სამი მსახური მიკრულიყვნენ. უსიცოცხლო, უსულო სხეულებს თავები ქვევით ჩამოეგდოთ, იატაკისკენ. მხოლოდ თამარი უყურებდა ელენეს, დახატული ლურჯი თვალებით. მისი გრძელი, ქერა თმის კულულები, კედელზე დამაგრებულ სასურათეზე ჩამოეკიდებინა იოს, რომ თავი გასწორებოდა. თითქოს, გულის სიღრმეში ასეთ სისასტიკეს ელოდა ელენე. შემდეგ კი, უსულო სხეულებს მივარდა, დანის ტარები გაწმინდა, საკუთარი ანაბეჭდებით დასვარა. იატაკზე დააფინა უსიცოცხლო გვამები ერთმანეთის გვერდიგვერდ და ერთი ცრემლის კი არ გადმოვარდნია. სახე შეშლილი, უემოციო და ავადმყოფური ჰქონდა. შეჰყურებდა თამარის დახუჭულ თვალებზე დახატულ ლურჯებს და შემდეგ, ერთიანად აიტაცა კანკალმა. ხელები დაეგრიხა, ყბები აუკანკალდა. მერე კი, მაგიდაზე დადებულ ტელეფონს დასწვდა და გადარეკა. *** საღამოს, მზისა და მთვარის ინტიმური შეხვედრის ფონზე, გაშლილ დარაბებს შორის, კიაფობდა ახალგაზრდა ქალის შიშველი მკერდი, რომელსაც ვერ ფარავდა ჯინსის კომბინიზონის წვრილი სახელურები. მისი თმის შავი ტალღები გადმოჰფენოდა კორპუსის აგურის კედელს. მარცხენა ხელი თავს ქვევით ჩამოეგდო, ხოლო მარჯვენა ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა და მშვიდად ურტყამდა ნაფაზს. ქალის ბაგეებიდან გამონაბოლქვი იისფერი კვამლი, მთვარისა და ჩამავალი მზის შეხვედრას, უფრო საინტერესო ფერებით ავსებდა. მოხრილი მუხლები, სარკმლის რაფაზე მყარად შემოეჭდო და თვალდახუჭული, სრულ სიმშვიდეს მისცემოდა. კორპუსის ძირიდან ამომავალ ხმებს, ნაზი მოძრაობით აყოლებდა თხელ მკლავებს და დროდადრო პირიდან თოლიების შეძახილის იმიტაციას აკეთებდა. მოსწონდა ადამიანთა აღშფოთებისა და შიშისგან გამოწვეული შერეული ხმები და ეს უფრო ათამამებდა მისი მკლავების ჰარმონიულ რხევებს. ბრბოთა თითქმის მონოტონურად გაჭიმულ შეძახილებს, სხეულის თამაშით აცოცხლებდა. ჯერ, მყარად შემოჭდობილი ფეხები შედარებით მოადუნა და უფრო გადმოიხარა, რაზეც ხალხის აღშფოთება იმატებდა და ახალგაზრდა ქალის ღიმილიც მათთან ერთად. შემდეგ კი უფრო გათამამდა, ცალი ფეხი სარკმლის მარჯვენა დარაბზე გაჭიმა ვერტიკალურად და მხოლოდ მარცხენა ფეხით იკავებდა სხეულს. ამან სულ გააგიჟა შერეული ხმები და ბრბომ, კივილსა და შეძახილებს უმატა. გოგონა კი ნაზად, ლასლასით ხლართავდა ხელებს სივრცეში. მარჯვენა, სიგარეტიანი ხელიდან იისფერი კვამლით ხატავდა წრეებს, რომელიც მის შავ თმაში იჟღინთებოდა, პირიდან კი კვლავ თოლიების შეძახილებს აჟღერებდა. სასწრაფოსა და პოლიციის კივილის ხმებში, ადამიანთა ხმებიც გაარჩია გოგონამ, რომელიც ამჯერად, მისკენ მომართული არ გახლდათ. -პრეზიდენტი მოკლეს. პრეზიდენტი მოკლეს. -მოესმა ყურებს ბოხისა და ნაზის შერეული შეძახილები. ლეას სიგარეტი ხელიდან გაუვარდა, სწრაფად წამოჯდა რაფაზე და შემდეგ იატაკზე დავარდა. ტელევიზორის პულტს დასწვდა და ხმას აუწია. -გიბრუნდებით სპეციალური გამოშვებით. ახლახანს მიღებული ინფორმაციით, პრეზიდენტი საკუთარ სახლში, ცივი იარაღით იპოვეს გარდაცლილი. ბატონ მიხეილ მენაბდესთან ერთად, იგივე იარაღით მოკლედ მისი 7 წლის ქალიშვილი და ასევე ოთხი მსახური. პრეზიდენტის მეუღლემ, ელენე ღვინიანიძემ, რომელმაც თავად გამოიძახა პოლიცია, დანაშაული აღიარა. საქმე აღძრულია 109ე მუხლით, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. ლეა მოწყვეტით დავარდა იისფერ დივანზე, სწრაფად სუნთქავდა. თითქოს, ყველაფერს მიხვდა, მაგრამ ვერ იჯერებდა. შემდეგ კი ერთიანად მოსწყდა ადგილს. მირბოდა, საიდუმლო სანაპიროსკენ მირბოდა. სწრაფად გაირბინა კორპუსთან შეჯგუფულ ბრბოში, რომლებიც ყიჟინით აყოლებდნენ თვალს მის მოშიშვლებულ მკერდს. ლეა კი გარბოდა, მთელი სისწრაფით. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ იო სანაპიროზე დახვდებოდა. ზოგი უსიგნალებდა ლეას, როდესაც გზას კვეთდა, ზოგი კი იმდენად იყო შოკირებული ახალი ამბით, რომ ზედაც არ უყურებდა მას. როგორც იქნა, სანაპირომდე მიაღწია გოგონამ და როგორც ვარაუდობდა, იო იქ დახვდა. ზურგით იჯდა ამაღლებულ ქვაზე და მდუმარედ გაჰყურებდა ზღვის ჰორიზონტს. ზურგს უკვე დასრულებული ფრთები უფარავდა, რომელიც მხრებისკენ გადადიოდა, თითქოს გასაფრენად ემზადებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.