შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 19 თავი


24-05-2017, 18:01
ავტორი zia-maria
ნანახია 2 396

ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც ღირსეულია, გულწრფელი,რომელშიც არაფერია ყალბი..
ყველაფერი ხომ წარმავალია: წარმატება,ფული,სახელი- მოდის და მიდის, სილამაზეც წლებთან ერთად ქრება; ადამიანი- აი, მხოლოდ ეს არის ყველაზე დიდი ღირსება. აი, ეს არის ფასეული მხოლოდ! ბევრი გაგაღმერთებს,ბევრი მოგეფერება,მაგრამ მხოლოდ ერთს ეყვარები უპირობოდ… ყველა შეგიყვარებს შენი ღირსებისთვის, მხოლოდ ერთს ეყვარება შენი ნაკლი ისევე, როგორც შენი ღირსება….მხოლოდ ერთეულებს უყვართ ასე გულწრფელად და გამორჩეულად..

ყოველთვის იპოვი უკეთესზე უკეთესს, ლამაზზე ლამაზს, ჭკვიანზე ჭკვიანს, მაგრამ იშვიათად შეხვდები ადამიანს, რომელიც დაგაფასებს,პატივს გცემს,მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ… ესმის შენი დუმილი და ამიტომ, ყველაზე უკეთ ის გაიგებს შენს საუბარს! -თვალებში რომ ჩახედავ და რომ იცი,სწორედ ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდი; ის, ვინც არავის არ ჰგავს! …და სწორედ მაშინ,როცა იპოვი ასეთ ადამიანს, რომელიც ბოლომდე გაგიგებს და უყვარხარ იმისთვის, ვინც ხარ, მაგრად უნდა ჩასჭიდო ხელი და აღარასდროს გაუშვა… რადგან მას თუ გაუშვებ, მასთან ერთად შენი ბედნიერების შანსიც წავა... ხშირად, ბედნიერება ძალიან ახლოსაა, ჩვენ კი ვეძებთ და ვერ ვხედავთ,მას ჩვენს სიახლოვეს. მე კი მგონია,რომ ჭკვიანი ხალხი არასოდეს ელოდება უბრალოდ „ვიღაცას“, ყოველთვის იცის „ვინ“ უნდა მოვიდეს, ვის მისცეს ნება დარჩეს მის სიახლოვეს…ამ ბოლო პერიოდში ნანას უაზრო საქციელი დასჩემდა,საღამოს სახლში მოსულ დაღლილ მირიანს ჯერ უნდა დასუნოს და არც ამოასუნთქებს და სააბაზანოში ისტუმრებს.უცნაურად ეჩვენება ეს ყველაფერი ნინიკოსაც და მირიანსაც.ერთ დღეს ძალიან დაღლილმა ვეღარ მოითმინა და ნანას უსაყვედურა.
---გადმოგედო დაქალის წიკები უკვე?ეს ვერ მოითმინა ნანამ და აუშარდა,იმ ღამით ნინიკოსთან დაწვა.ძალიან გაბრაზებული იყო მირიანზე და ხმას არ სცემდა,რაც მირიანს ეს ძალიან არ მოწონდა.გადახედავდა მდუმარედ მჯდარ მირიანს და უნდოდა მისულიყო,ჩახუტებოდა,სიცილით ეთქვა გაპატიეო,მაგრამსიბრაზე და სიამაყე არ ადგმევინებდა პირველ ნაბიჯს.ერთ საღამოს კი გადაწყვიტა სახლიდან წასულიყო დროებით და ნინიკოს მორიდებით უთხრა.
---ნინიკო ხომ არ გეწყინება,დროებით მარინასთან რომ წავიდე?სულ რაღაც ერთი კვირით.დიდი დროით ვერ დავთმობ ჩემს ფაშისტს.ნინიკოს გაეცინა და უთხრა.
---წადი ნანუჩი ჩემგან განთავისუფლებ,მაგრამ კარგად ვიცი იქედან შერიგებულები დაბრუნდები და მე ეს მახარებს ძალიან.ნანამ ჩაკოცნა ნინიკო ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა.როდესაც მირიანი სახლში დაბრუნდა და ნანა არ შემოეგება თუნდაც გულმოსული და გაბრაზებული,გული ჩაწყდა. ნინიკომაც არაფერი არ უთხრა,იწრიალა ხან ზემოთ ავიდა,ხან სამზარეულოში და ბოლოს ვეღარ მოითმინა,ნინიკოს შეხედა საწყალი თვალებით. ნინიკოს გაეცინა,მაგრამ უცბად სერიოზული სახით შეეკითხა.
---რატომ მომჩერებიხარ, ასე საწყალი თვალებით?
---მარტო ხარ სახლში?
---შენ ხედავ აქ ვინმეს ჩემს გარდა და მე ვერა?
---სად არის ნანა წავიდა სადმე?
---მე მეკითხები,თუ სად არის ნანა?ერთი კვირაა ერთმანეთს არ ელაპარაკებით,ადგა და წავიდა.
---კარგი წავიდა,მაგრამ სად წავიდა არ უთქვამს?
---მხოლოდ ის მითხრა,დათოსთან არ მივალ რადგან ვიცი პირველად იქ მოვაო.არ მითხრა სად წავიდა,მხოლოდ ის მითხრა მივდივარო.ამ დროს მირიანს დაურეკეს და უხასიათოდ უპასუხა.
---გისმენ,კი სახლში ვარ.მართლა?ბედნიერი და გახარებული გაუხდა სახე და მხიარული ხმით უთხრა მოსაუბრეს.-ახლავეს მოვდივარ და შეგხვდები.გათიშა ტელეფონი, ნინიკო ჩაკოცნა და გახარებული გავარდა გარეთ. ნანა ტიროდა და თან მარინას ელაპარაკებოდა.დათოს შემოსვლა სახლში, ვერცერთმა ვერ გაიგო და მათი საუბარის მოსმენისას ეშმაკურად იცინოდა,ამიტომ ჩუმად გადაწყვიტა გაეგებნებინა მირიანისათვის რომ ნანა მასთან იყო.
---რატო იჩხუბეთ,რაზე გაგაბრაზა ასე ძალიან.
---შევეშვათ რა ამ თემას.გაბრაზდა თუ არ გაბრაზდა,ის რაც იყო მარინა წლის თოვლივით დადნა და გაქრა.მე უკვე გადავწყვიტე აქედან წავიდე,მაგრამ ნინიკო მეცოდება.
---ნანა მომისმინე ჩემო ლამაზო.თქვენ ორივეს გასაგიჟებლად გიყვართ ერთმანეთი,უკვე ერთად ცხოვრობთ,სადაცაა დათოსთან ხელსაც გააწერ და თქვენც დაგადგებათ საშველი.ნუ მისცემ სიჯიუტეს ნებას გაშორდეთ და ეს გრძნობა თქვენში გაქრეს,განშორებით ნუ დაასრულებთ ამ ლამაზ ისტორიას.
---ეს სიყვარული და ეს ლამაზი ისტორია ჩემთვის არ არის საყვარელო.გულამოგლეჯილი ტიროდა ნანა.
---როგორ თუ არ არის,აბა ვისთვის არის.დათომ საკმარისად მოისმინა და გარეთ გავიდა ისევ ისე ჩუმად,როგორადაც შემოვიდა.თავიანთ კაფეში შეხვდნენ მეგობრები და დათომ პირდაპირ უთხრა.
---მოკლედ ყველაფერი მიკიბ-მოკიბვის გარეშე,რაზე იჩხუბეთ,შენ ახლავეს ადგები და ჩემთან წახვალ,მოკიდე ხელი და სადმე წაიყვანე.ვიცი რომ გიჭირს ნანას გარეშე და ვერ ძლებ.34 წლის ხარ მირიან განა თინეიჯერი ბიჭი ხარ,რომ მალავდე შენს გრძნობებს? ერთად ცხოვრობთ მეტი რა გინდა.ის ქალია და დაანახე კაცის ძალა,მე აქ ვრჩები მანამ,სანამ მარინა არ დამირეკავს,მე არაფერი არ ვიცი.
---როგორ წავიდე დათო ნინიკო მარტოა სახლში.
---მარტო ეს გაკავებს?დამიტოვე გასაღები და მერე წავალ ნინიკოსთან და ჩემთან წავიყვან,სანამ თქვენ დაბრუნდებით.არ იჯავრო ნინიკოზე მივხედავთ ჩვენ მას.მირიანი თვალებანთებული ადგა,გასაღები დათოს დაუტოვა და კაფედან გავიდა.მარინა და ნანა საუბრობდნენ,რომ კარზე ზარი იყო და კარი მარინამ გააღო.ნანა შეცბა მირიანი რომ დაინახა,ხელები გულზე დაიჭირა და ზურგი აქცია მირიანს.
---ნანა შემირიგდი რა წამოდი სახლში.
---არა,არ წამოვალ სახლში.შენ მხოლოდ ღრენა და ჩხუბი გეხერხება.
---სხვა არაფერი?უთხრა ეშმაკურად და მარინას თვალი ჩაუკრა,მარინამ კი ჩუმად მუჭი აჩვენა მირიანს და მირიანმა კი ენა გამოუყო მარინას.
---ნანუჩი წამოდი რა სახლში,ნინიკო მარტო დავტოვე,ცოდოა.
---არა,არსადაც არ წამოვალ.სიტყვა არ ქონდა დასრულებული,რომ მირიანმა ეცა მხარზე მოიგდო და კარებისაკენ წაიყვანა.
---ნანამ კივილი მორთო და უკნიდან ხელებს ურტყამდა რაც შეეძლო მისი პატარა მუჭებით.
---რას აკეთებ გაგიჟდი?ჩამექცა სისხლი თავში.
---ნებით არ გამომყევი და ძალა ვიხმარე,მოგიტაცე და ნუ ყვირიხარ.ნანა ყვიროდა და არ ჩუმდებოდა.მირიანი კი ჩუმად იჯდა და გზას გაჰყურებდა,მისი სიჩუმე კი ნანას უფრო აგიჟებდა.თუ რამე სალანძღავი სიტყვები იცოდა,ყველაფერი დაუძახა.მირიანი გზას უყურებდა და ითმენდა მის მიმართ საოცრად ლამაზი ლექსიკონით წარმოთქმულ სიტყვებს.
---დაიძინე დაღლილი ხარ,იმდენი იყვირე ძალა აღარ შემოგრჩა,დაიძინე და ადგილზე რომ მივალ გაგაღვიძებ.გაზაფხული იყო მარტის ბოლო დღეები და ჯერ კიდევ ციოდა,მირიანმა დაჩაზე აიყვანა ნანა.რამდენი წელია აქ არ ყოფილა,მას შემდეგ როცა ნინიკოს ინვალიდის ეტლი აქ მოიტანა.მას მერე შეზიზღდა ეს კედლები.ნელა და ფრთხილად გადმოიყვანა მძინარე ნანა და ფრთხილად დააწვინა ბუხართან ტახტზე.ნანამ თვალები გაახილა და ძალიან ესიამოვნა ბუხარში შეშის ტკაცა-ტკუცი და ჩქარა მოძრავი ცეცხლის ენები. მირიანმა უხმოდ გააწყო მაგიდა ბუხრის წინ,პატარა მაგიდაზე თან წითელი ღვინოც მოაყოლა ამ ყველაფერს და ლამაზად ჩამოასხა მაღალ ყელიან ბროლის ბაკლებში.ცდილობდა ნანასთვის ესიამოვნებინა,მაგრამ ის უცქერდა მირიანს და ხმას არ იღებდა.შემდეგ წამოდგა და ბუხრის წინ დაჯდა მობუზული,მირიანმა ბოკალი მიაწოდა და მან უარი უთხრა უხმოდ.ღიმილით შეხედა და უთხრა.
---რა მოხდა ნანუჩი გეშინია,რომ დაგათრობ?
ნანას ნაამბობი.
მირიანს უკვე მოკიდებული ქონდა ღვინო და მეც გაბღვერილმა შევხედე,ბოკალს ხელი მოვკიდე და სულმოუთქმელად დავცალე.ისედაც მხუთავდა მის სიახლოვეს ყოფნა,ღვინის სუნს მისი სურნელიც შეუერთდა და ორივეს გრადუსი ჩემს სხეულს ნელა-ნელა ედებოდა და ვნებების მორევში ითრევდა.თავს ვეღარ ვიკავებდი მის სიახლოვეს,ვერ ვუძლებ ძლიერად შემოხვეულ მისი მკალავების სიმხურვალეს რომლებიც ჩემს სხეულზე მოძრაობენ.ვცდილობ,თავს ძალას ვატან არ დავდნე მის ხელებში,არ მოვეშვა,მაგრამ ვერა,ვერ ვერევი თავს,გრძნობას მის ჭკუაზე მივყავარ და უკვე სიგიჟემდე მინდოდა მასთან ყოფნა.უეცრად თავისუფლება ვიგრძენი და მას მკლავებიდან დაუსხლტდი, ავდექი და ერთ-ერთ საძინებელში შევედი,გავერიდე მის სიახლოვეს ყოფნას და მის მკლავებს მოვშორდი.მთელი სხეული მიხურდა და მისკენ მიიწევდა.საძინებელში სადაც შევედი კარადა გამოვაღე და იქ დაწყობილი მაისურებიდან ერთერთი ავიღე,ტანზე გავიხადე და უკვე მაისური გადავიმცვი,რომ უეცრად გადამაძრო თავზე და მითხრა.
---რა კარგი გოგო ხარ,თავად რომ ხვდები როდის,რა უნდა გააკეთო.
---გადი მარტო მინდა ყოფნა.
---ეს ჩემი საძინებელია ცნობისთვის.
---მაშინ მე გავალ.ვუთხარი და კარებისაკენ შევბრუნდი.
---როგორ ფიქრობ,აქ ამხელა გზაზე იმიტომ წამოგიყვანრე,რომ მარტო დაგტოვო?აქ მარტო ვართ ნანუჩი და შეგიძლია ძალიან თავისუფლად იყო ჩეთან.თან პირველად არ გხედავ ასეთ ფორმაში.მითხრა და მომიახლოვდა,წელზე ხელი შემომხვია,მიმიკრა მის დაკუნთულ ტანზე და ისე ჩამიხუტა ლამის სუნთქვა მიჭირდა,თან კი ყურში მიჩურჩულა.
---ნუთუ ვერ ხვდები,რომ როგორ ძლიერ მიყვარხარ ნანუჩი.უკვე აღმაღზნო მისმა სიახლოვემ,მისი სუნი მაგიჟებდა.
---რატომ აღარ ფართხალებ ჩიტო,ვერ მიწევ წინააღმდეგობას ხომ?იცი რატომ?იმიტომ რომ ერთი სული გაქვს როდის მომეფერო შენც.მე შენი ვარ ნანუჩი მხოლოდ შენი და შენ კი მხოლოდ ჩემი საკუთრება ხარ.ჩენი ბაგეები შეერთდა და მეც სუნთქვა შემეკრა,ერთი ხელის მოსმით შემომხსნა სხეულიდან ტანისამოსი და მკერდზე შემახო მისი მონატრებული ხელები,ისე მეფერებოდა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა..არ მინდოდა დამეკვნესა და რაც შემეძლო თავს ვიკავებდი,მაგრამ შემატყო ჩემში აღძრული ძლიერი ვნება და იმდენი მოახერხა მეც ჩამითრია ძლიერი ვნებათა მორევში.კინაღამ გამაგიჟა იმ ღამით,დილით რომ გავიღვიძე მას უკვე ეღვიძა და თმებზე მეფერებოდა.
---ძალიან ცუდი გოგო ხარ ნანუჩი ამდენი რომ მაწვალე.აღარასოდეს აღარ გამებუტო,თორემ ასეთი შედექით დასრულდება ყოველთვის.მითხრა სიცილით და გულში ჩამიკრა.---მაშინ გამოდის,რომ ხშირად უნდა გაგაბრაზო.
---ხოოო?გამოდის,რომ შენი გული მოვიგე წუხელ.
---მირიან რაღაც მინდა გკითხო მორიდებით შევეკითხე.
---მკითხე საყვარელო.უთხრა გაკვირვებულმა მირიანმა.
---ნინიკო რატომ არის ასე,ან მისი დედა სად არის?
---ვიცოდი ეს თემა რომ დაგაინტერესდებოდა.თქვა და ერთი ღრმად ამოიხვნეშა.ნინიკო ჩემი გულის ტკივილია,ის ჩემი შვილი არ არის.
---არ არის?ის შენი საკუთარი შვილი არ არის?გაოცებული და თვალებგაფართოებული უცქერდა ნანა მირიანს.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მიყვარს ეს წყვილი ♡ ოხ დათოც კარგი ეშმაკი ყოფილა :D

 


№2  offline წევრი marikuna (1)

ოხხ დ მაგარუ თავჯ იყო ნუ დათოს და მარინას გრძნობები დამაკლდა და ლუკა და ელეანორაც მომდევნო თავს ველი

 


№3  offline მოდერი zia-maria

Anuki96
მიყვარს ეს წყვილი ♡ ოხ დათოც კარგი ეშმაკი ყოფილა :D

ჩემი ტკბილები,როგორ მაბედნიერებთ მე თქვენ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

შემთხვევით ნანუჩი ორსულად ხომ არ არის?კარგია ეს თემა რომ წამოჭრა,საინტერესოა რა მოხდა,თან მგონი იმედაც დაკავშირებულია.კარგიბიყო,მაგრამ ლუკა და სამეგობრო დამაკლდა
--------------------
ლანა

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ახლა გაწყვეტა იქნებოდა? არ დააგვიანო მალე დადე მომწონს ძალიან.

 


№6 სტუმარი marina

ra dros gaskvitee ra saintereso momentia.ise iroas.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent