შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რენესანსი (3)


24-05-2017, 18:18
ავტორი ჰუნი
ნანახია 1 212

და მაინც, რა იყო... ცარიელ ოთახში მყოფი ხან ფანჯარასთან ჩამოჯდებოდა, ხან კი კარს აეკრობოდა. ჩამიჩუმი არ ისმოდა და არც უნდოდა ოდესმე ვინმეს ხმა გაეგო. შეეჩვია. სიჩუმეს შეეჩვია და ბუზის გაფრენის ხმაც კი აშფოთებდა. ხან საწოლზე ჩამოჯდებოდა და ცარიელ სივრცეს ცარიელი გამომეტყველებითვე მიაჩერდებოდა. არანაირი გრძნობა; არანაირი ტკივილი. არანაირი სიხარული.
შემდეგ კი შეუზღუდავი დრო. ფერადი სამყარო. ფსიქოლოგი და ყოველდღიური სეანსები.
*
დათას წვეულებაზე ნიას წასვლა ნამდვილად არ იყო აუცილებელი, ოღონდ გაანჩია ვისთვის... დათას გულწრფელად სურდა ნიას ხელახლა ხილვა და თან, მის წვეულებაზე, მაგრამ რაღაც მხრივ ისიც იცოდა რომ არ მივიდოდა, თუმცა იმედს მაინც იტოვებდა და დილიდან მოყოლებული სამზადისში რომ იყო, ხან საათს გახედავდა, ხომ მოვასწრებო, ხან კი დამხმარე პირებს გადახედავდა და თუ საჭირო იყო შენიშვნას მისცემდა, საქმის კარგად შესრულების გამო კი შეაქებდა ხოლმე. დათა საშუალო სიმაღლის, ასე 1.78 მერტისა იყო, ნიაზე ნახევარი თავით მაღალი, მხიარული და სანდომიანი ბიჭი. სკოლის პერიოდში როგორიც იყო, ახლაც ისეთად დარჩენილიყო. ყოველთვის კარგად სწავლობდა და სხვათა შორის ფიქრებში მიმოფანტული ნია ახალი გაკვეთილის ახსნის პროცესს რომ არ უსმენდა და შემდეგ საკონტროლოს წერისას დაბნეულ მზერას მთელ კლასში რომ შემოატარებდა, დათას ჩაეღიმებოდა და მის წინ მჯდომ მეგობარს ორად გადაკეცილ ფურცელს გადააწოდებდა, სადაც პასუხები ეწერა.
-შენ რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა! - ღიმილით და მადლიერებით სავსე თვალებით ეტყოდა ნია და როგორც ყოველთვის, დათას დახმარებით გადარჩენილთა შორის რჩებოდა.
არც ნია სწავლობდა ცუდად, მაგრამ ბოლო ორი წელი მიმოფანტული დაიარებოდა და ვერც სკოლის გაკვეთილებს უდებდა გულს და ვერც რეპეტიტორის მიერ გადაცემულ სასწავლს.
მეტიც, საკმაოდ კარგად სწავლობდა და რომ არა ორწლიანი ჩავარდნა, ოქროს მედალზეც კი გავიდოდა. ამ ჩავარდნის გამო ისიც გასაკვირი იყო ეროვნული გამოცდები როგორ ჩააბარა. რომ არა ის, რაც გარდამტეხ ხანამდე ისწავლა, ალბათ ვერც იმ 45 ქულას აიღებდა ისტორიაში და რომ არა ბოლო ერთთვიანი მომზადება უნარებში, ვერც იმ 42 ქულას. გაუმართლა და რადგანაც ჩაჭრას გადაურჩა, უნივერსიტეტის პირველ კურსს საკმაოდ მკაცრად და ყურადღებით მოეკიდა. პირველი კურსი წითელ დიპლომზე დახურა. მეორეც მას მიაყოლა. აი, მესამე კურსის პირველი სემესტრიდან კი ოდნავ მოიკოჭლა.
ჯერ, 17-18 წლის ასაკში რთული პერიოდი დაუდგა, შემდეგ ნაწილობრივ ყველაფერი გაუმჯობესდა და თითქოს ცხოვრება რიტმულ დინებას დაუბრუნდა, მაგრამ ნორმალური ყოფა ვინ აცადა, მესამე კურსის პირველ სემესტრში ისევ აირია ყველაფერი.
არც სკოლაში გამოირჩეოდა აქტიურობით. თავის დაძვრენა არ სჩვეოდა და ყოველთვის წაგებული რჩებოდა. არც მეგობრების სიმრავლით დაიკვეხნიდა. კლასში ყველასთან მხოლოდ იმიტომ ცდილობდა კარგი ურთიერთობის დაჭერას, რომ არავისთან არ ეკამათა.
გულწრფელი მეგობრობა კი დათასთან აკავშირებდა და თავის ნახევარდასთან-ლიკასთან. ნათია, ნიას დედა მისივე მშობიარობას გადაჰყვა და რადგანაც ახალდაბადებულ ნიას დედის გარდა მხოლოდ მამა ჰყავდა, რომელიც პირველ ცოლს გაშორებული, ნათიასთან ერთად ცხოვრობდა, ამჯერად კი ცოლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილთან ერთად მარტო უწევდა ცხოვრება, მამასთან დარჩა. ლუკას, ნიას მამას ნიას გარდა კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავდა, ლიკა, რომელიც ნიაზე ორი წლით იყო დიდი და თავის უმცროს დაზე ისე ზრუნავდა, თითქოს მისი შვილი ყოფილიყო. მამამ ორივე და ერთმანეთს დაუახლოვა, არც მის ყოფილს ცოლს უწუწუნია ამაზე, პირიქით, ახარებდა დების კარგი ურთიერთობა. მერე რა, რომ ლუკასგან ნაწყენი იყო, პატარა ნია უცოდველი ბავშვი იყო და ლუკაზე გაბრაზებული, ჯოხი ნიაზე არ გადატყდებოდა.
დები იმდენად რწფელი გრძნობებით იზრდებოდნენ, რომ შურის გრძნობა და მსგავი რამ, რაც შესაძლო იყო, რომ ნახევარდებ შორის ყოფილიყო, მათ გონებაში ერთი წამითაც კი არ იბუდებდა.
სკოლაში ორივე ერთად შევიდნენ. ლიკას ლოდინი კი მოუწია, მაგრამ დებსაც და მშობლებსაც, ორივეს მათი ერთად ყოფნა სურდა და ასეც მოხდა. ლიკა დათასთან იმდენად ახლოს არ იყო, მაგრამ რადგანაც ნია ემეგობრებოდა, სამეული თითქმის სულ ერთად იყო.
ყველაფერი კარგად და დინამიურად მიმდინარეობდა, რომ არა ერთი, არც თუ ისე მშვენიერი დღე...
/
შუა დღის სამი საათი იყო, სალომემ ნიას სახლის კარზე რომ დააკაკუნა. ჯერ არც სალომე იყო მზად და მით უმეტეს არც ნია, ის ხომ წასვლას არ აპირებდა... მაგრამ არ აპირებდა...
სალომეს გეგმა შემდეგნაირი იყო, საბოლოოდ ნია უნდა დაეთანხმებინა, შემდეგ, ჯერ ნია გამოეპრანჭა და ბოლოს, სალომესთან წასულიყვნენ, სალომეც მოემზადებოდა და დიდი წვეულებისაკენ მიმავალ გზას მშვიდად გაუდგებოდნენ.
კარი ლიკამ გაუღო. სალომე იცნობდა ნიას დას და ღიმილით გადაკოცნა, შემდეგ კი, როდესაც ნია იკითხა, ლიკამ მოჩვენებითი ღიმილით კიბისკენ ანიშნა. დაძაბულობა, რომელიც დებ შორის იყო, სალომემ არ იცოდა. ლიკაც არ იმჩნევდა არაფერს. მიუხედავად დის მიმართ ცუდი განწყობისა, იმ განვლილ, ბედნიერ წლებს სცემდა პატივს და სახალხოდ არ არცხვენდა. მხოლოდ ნია კი არა, სკანდალებით ლიკაც შერცხვებოდა და ეს უფრო მყარი მიზეზი იყო სიჩუმისა. სალომემ ნიას კარი დაუკაკუნებლად შეხსნა, რა დროსაც საწოლზე მძინარე, ქერა ლამაზმანს მოჰკრა თვალი. სანამ რამეს იტყოდა ან წამოიყვირებდა, ნია, სასწრაფოდ ადექიო, მანამდე წელზე დოინჯი შემოირტყა, რამდენიმე წამით უყურა, თითქოს ელოდა როდის იგრძნობდა ნია მის მისვლას და გამოღვიძებდა, შემდეგ კი სწრაფად მიუახლოვდა და უხეშად შეანჯღრია. გოგონას სხეული შეირხა, მაგრამ თვალები არ გაუხელია.
-ნიაააა, სასწრაფოდ ადექიიი! -საბოლოოდ მაინც ვერ მოითმინა და წამოიყვირა.
ნია მაშინვე წამოხტა და ჯერ კიდევ მძინარემ, მზერა ჯერ ფანჯარას მიაჩერა, შემდეგ კი სალომეს გახედა. ჯერ გაუკვირდა და წარბები შეეწმუხნა, შემდეგ კი სახე მოეღრიცა და თავი ისევ ბალიშში ჩარგო.
-რატომ გამაღვიძე... - სიტყვების წელვით ამოიზმუვლა.
მისი ნათქვამი კითხვასავით არ ჟღერდა. იცოდა რისთვისაც მოვიდა სალომე, მაგრამ არ შეიმჩნია და ძილის შებრუნება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან სალომე გვერდით მიუსკუპდა.
-წვეულებაზე მივდივართ, ახლავე ადექი! - ტაშის შემოკვრით მიაგება ეს "მხიარული", მაგრამ არც თუ ისე ახალი ამბავი და იმაზე სწრაფად წამოხტა, ვიდრე დასკუპდა და ნიას ტანსაცმელების კარადას მივარდა.
-სალომე, ხომ იცი, რომ
-არ მაინტერესებს! - საუბარი არ დააცა და მოკლედ მოუჭრა, შემდეგ ისეთი მკაცრი გამომეტყველებით გახედა, არასდროს რომ არ სჩვეოდა.
-მე მართლა არ შემიძლია, -ამოიოხრა. წამოჯდა, საწოლის კიდეს მიეყრდნო, მუხლები შემოიკეცა და ბალიში ჩაიხუტა.
ახალნამძინარევს თმა არეული ჰქონდა, ბაგეები დასიებული და თვალები ჩაწითლებული. ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო ძილიდან და არეული გამომეტყველებით უყურებდა სალომეს, რომელიც უკვე მეხუთე კაბას იწუნებდა, ზედმეტად მუქი შეფერილობის გამო.
-აი, ეს, -შვებით ამოისუნთქა და გამარჯვებულის მზერით გახედა ნიას, მუქ შინდისფერ კაბას რომ მოჰკრა თვალი. ამაზე ღია ფერის ვერაფერი ნახა, ეს კი სხვა კაბებისაგან შედარებით უკეთესი ვარიანტი იყო გასაცილებული წვეულებისთვის.
სამგლოვიაროდ არც ერთი მიდიოდა და არც მეორე.
-მოგიხდება, გათხოვებ, -თავის გამოძვრენის მიზნით ღიმილით მიუგო ნიამ.
-ჩემთვის კი არა, ეს შენთვისაა, -ლამის ღრენით აღმოხდა მეგობრის სიჯიუტით დაღლილ სალომეს და კაბა გოგონას მიუგდო. - მისმინე ნია, შეწყვიტე ეს უაზრო ჭიდილი. არ ვიცი რა მოხდა შენს ცხოვრებაში და არც გეკითხები, განა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს? არა, იმიტომ, რომ ამის მოსაყოლად შენ ჯერ მზად არ ხარ და გეფიცები, მე მანამდე დავიცდი სანამ მზად არ იქნები, მაგრამ ახლა, აწიე ეგ ლამაზი საჯდომი, შედი სააბაზანოში, გამოიცვალე, მოირიგე ეს ლამაზი კაბა და წავიდეთ, ჩემი ხათრით თუ არა, დათას ხათრით მაინც.
სალომე თავის მონოლოგს რომ მორჩა საბოლოოდ აარიდა ნიას მზერა.
სინდისის გრძნობამ შეაწუხა ნია. იცოდა, სალომეს უსამართლოდ ექცეოდა და ასე თუ გააგრძელებდა ამ მეგრელი გოგონას სახით, კარგ მეგობარს დაკარგავდა.
ჰოდა, სანამ მის უეცრად მიღებულ გადაწყვეტილებას გადაიფიქრებდა, სასწრაფოდ წამოდგა და კაბის თანხლებით სააბაზანოში შევარდა.
*
ნიას დაყოლიებით გახარებული სალომე და არც თუ ისე ბედნიერი ნია; გოგონები ნიას იმ მანქანაში ისხდნენ, ნიამ მეორე დღეს დიდი წვალების შემდეგ ძლივს რომ დაიბრუნა და დათას სახლისაკენ მიემართებოდნენ. სანამ სალომე მოემზადა, უკვე შვიდი საათი დამდგარიყო. წვეულება ექვსზე იწყებოდა და რადგანაც გოგონებს აგვიანდებოდათ, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ დათას საბოლოოდ გადაეწურა ძველი მეგობრის მისვლის იმედი.
საჭესთან მჯდომი ნია ზოგჯერ ამოიოხრავდა, მაგრამ საპასუხოდ სალომეს მკვლელ მზერას რომ იღებდა, ჩუმდებოდა.
-იქ რომ მივალთ ერთხელ მაინც გაიღიმე, ცოდოა ის ბიჭი, მიემგზავრება, შენ კი ისეთი სახე გაქვს, თითქოს გაიგე, რომ მეოთხე სტადიის კიბო აქვს და რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩენია.
ასე არიგებდა და ნიაც თავს უქნევდა. რადგანაც წასვლაზე დათანხმდა, უნდა გაეღიმა კიდევაც, თორემ მართლა ცუდი რამე ხო არ ხდებოდა, დაღვრემილი სახით რომ ეარა.
სახლს რომ მიუახლოვდნენ, ნიამ, რომელიც აქ წამოსვლაზე თანხმობას ისედაც ნანობდა, ეზოში რამდენიმე მანქანის დანახვაზე, უფრო მეტად ინანა და ღრმად ამოისუნთქა. ერთადერთ რამეს იმედოვნებდა, არ უნდოდა რომ დათასა და სალომეს გარდა, იქ სხვა ნაცნობი ენახა. სავარაუდოდ დათა იმ სკოლის მეგობრებსაც დაპატიჟებდა, რომელთა იქ ყოფნა ნიას სრულიად არ აწყობდა.
მანქანის ძრავა როგორც კი გამორთო, სალომე მაშინვე გადავიდა, ნია კი ყოველ მოძრაობას აყოვნებდა, ცდილობდა დრო რაც შეიძლებოდა გაეწელა. შორიდან კი ისე ჩანდა, თითქოს სალომე იყო დათას სკოლის დროინდელი მეგობარი, ნია კი მისი მომყოლი, გოგონა, რომელიც ზედმეტად მორცხვი იყო.
ეზოში საბედნიეროდ ნაცნობს არავის შეხვედრია. აი, სახლში რომ შევიდა, რომც ნდომებოდა ვინმეს ნახვა, ვერავის გაარჩევდა ერთმანეთისაგან. იმდენი ხალხი იყო... არ უყვარდა ასეთი წვეულებები; ხმაურიანი და ბინძური. არც კი იცოდა, დათას თუ უყვარდა... ეს პირველი და ალბათ ერთ-ერთი რამ იყო, რაც დათას ცხოვრებაში სიახლის სახით გაიგო.
დათას ეძებდა. ნახავდა, თბილად გამოემშვიდობებოდა, ბოდიშს მოუხდიდა იმის გამო, რომ დიდ ხანს ვერ გაჩერდებოდა, სალომეს მიაბარებდა და შემდეგ, სახლში დაბრუნებოდა. მიუხედავად მათი დიდი პატივისცემისა, ასეთ ადგილას ვერ დარჩებოდა. იცოდა, თავს უსუსურ პიროვნებად იგრძნობდა და ერჩივნა ეს ასე არ მომხდარიყო.
უცხო გარემოსა და უცხო ხალხში თავს ყოველთვის დაუცველად გრძნობდა. მერე რა, რომ ლიკასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მაინც მისი და იყო და ახლა მასთან ყოფნა და კამათი უფრო ერჩივნა ამ უცხო ხალხთან ყოფნას. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმ კამათის დროსაც კი დაცულად გრძნობდა თავს.
-აი, დათაც, -პირველმა სალომემ შენიშნა და მეგობარი მაშინვე მისკენ წაათრია. ნიას სადა და ამავდროულად ვანსებთან კარგად შეხამებული, ის მუქი შინდისფერი კაბა ეცვა. საბედნიეროდ მაღლები არ ჩაიცვა და კომფორტულად გრძნობდა თავს. სალომე კი ნიას თვალთახედვიდან ძალიან არაკომფორტულად იყო; მაღლები, მოტმასნული, მაგრამ ზომიერი სიგრძნის კაბა და მაკიაჟი. ყველაფერი ეს მისთვის არაკომფორტულობის განმარტება იყო.
დათა სასმელების ბარს მიყრდნობოდა და სასმელით ხელში ვიღაცას ესაუბრებოდა. გოგონები რომ მიუახლოვდნენ, მაშინვე გამოიხედა და ნია რომ შენიშნა, ყურებამდე გაეღიმა.
-მიხარია, რომ მოხვედით, -უთხრა მათ და ორივეს გადაეხვია.
ნიასთან ჩაუტებისას სალომესაგან განსხვავებით ცოტა ხნით შეყოვნდა, მაგრამ შემდეგ მასაც მოშორდა და პირდაპირ, სიტყვის უთქმელად მეორე სართულზე ასასვლელი კიბისაკენ ანიშნა.
-მეგონა არ მოხვიდოდი, - კიბის საფეხურებს რომ აუყვნენ, დათამ ნიას ხმაურის ჩახშობის მიზნით ხმამაღლა უთხრა.
-არც მე,-მხრების ჩეჩვით მიუგო. -ზემოთ რატომ ავდივართ?-ჰკითხრა თუ არა, მაშინვე მიიღო პასუხი. მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთი ოთახის კარი უკვე შეეღო დათას და ნიამ დაინახა რომ შიგნით რამდენიმე უცნობი და ასევე რამდენიმე ნაცნობი სახე, მაგიდის ირგვლივ შემომსხდარიყვნენ და კარტს თამაშობდნენ.
კარის გაღების ხმა არავის გაუგია. ხმაური ზემოთაც აღწევდა, მაგრამ იმდენად არა, როგორც ქვემოთ, თუმცა მაინც ყველა თამაშში იყო ჩართული და იმის აზრი არ ჰქონდათ თუ ვინ შევიდა. სალომე, ნია და დათა კარის ზღურბლზე იდგნენ. ნია ოდნავ შეშინებულიყო და იმ ნაცნობს სახეებს ათვალიერებდა, რომლებიც იქ დახვდა. და ბოლოს, როდესაც სწორედ იმას მოჰკრა თვალი, რომელიც ყველაზე მეტად არ უნდოდა ენახა, ლამის უკან გაბრუნება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. მასაც შეემჩნია ნია და უკან დახევა, ცუდი აზრი იყო. იფიქრებდა, რომ შეშინდა და გაიქცა.
დათამ გოგონები შიგნით შეიპატიჟა და როდესაც მათ საგრძნობლად მიუახლოვდნენ, როგორც იქნა სამეული შეამჩნიეს.
-ნია? -გაკვირვებულმა წამოიძახა წითურმა გოგონამ და წამით სახეზე უამრავმა ემოციამ გადაურბინა: სიბრალულმა, სევდამ, სიხარულმა, ყველაფერმა ერთად, შემდეგ კი წამოდგა და გოგონას გადაეხვია, -შენი ნახვა ძალიან მიხარია. - თბილად მიუგო.
ნიამაც არ დაიშურა და იგივე გაიმეორა. ეს წითური გოგონა, ნანო იყო, რომელიც ნიასთან ერთად მესამე კურსზე სწავლობდა. არ მეგობრობდნენ, მაგრამ იცნობდნენ ერთმანეთს და მიზეზიც არ ჰქონდათ იმის, რომ ცუდი დამოკიდებულება ჰქონოდათ.
ნაცნობებ შორის სკოლის მაღალკლასელები და მათ შორის, იოანეც აღმოჩნდა. ყველას ზომიერი ღიმილით მიესალმა და მისთვის დამატებულ სკამზე, იოანეს გასწვრივ მოუწია დაჯდომა.
შემოსვლისას მაშინვე რომ შეეჩეხა მათი მზერები ერთმანეთს, მისი შემდეგ მისთვის არ შეუხედავს. არც კარტი უთამაშია, უბრალოდ ჩუმად იჯდა და ვალდებულების მიზნით, ზოგჯერ, გახუმრებისას გაიცინებდა. სალომეს, მიუხედავად იმისა, რომ ორის გარდა, ნიასა და დათას გარდა არავის იცნობდა, არ მოჰრიდებია და თამაშში მარტივად ჩაერთო. იოანეც კი თამაშობდა, მაგრამ მისი მზერა, ხშირად ნიას სახეზე შეიმჩნეოდა. აკვირდებოდა.
-ახლა ვითამაშოთ სიმართლე თუ მოქმედება. ოღონდ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. - ახალი შემოთავაზების შემდეგ ბოლო წინადადება ნიასთვის ხაზგასმით წარმოთქვა საბამ, იოანეს კლასელმა, შემდეგ კი გვერდით, პატარა მაგიდაზე მდებ ცარიელ ბოთლს დასწვდა და მაგიდის შუაში დადო.
ნიამ ახალი შემოთავაზების გაჟღერებისთანავე დააპირა ადგომა და წამოსვლა, მაგრამ როდესაც შემდეგი წინადადება სპეციალურად მისთვის გაჟღერდა, გამბედაობა მოიკრიბა და ადგილზე დარჩა. ო, არადა როგორ არ უყვარდა ეს თამაში. ცუდ არაფერთან ასოცირდებოდა, მაგრამ მაინც არ უყვარდა. უაზრობად თვლიდა ბოთლის წრეზე ტრიალს, შემდეგ კი კითხვების დასმას ან რაღაც დებილობა მოქმედებას. თუ რამე აინტერესებდათ, შეეძლოთ პირდაპირ ეკითხათ და ეს პატარა გოგონა ასე არ დაეტანჯათ, მაგრამ რა გეწყობოდა! გაჩერდა. ბოთლის ტრიალის პროცესი რომ დაიწყო სუნთქვა შეეკრა და გაფაციცებით მიაჩერდა და არა მარტო ის. წამით მზერა იოანეზე შეაჩერა და როდესაც შეამჩნია რომ ისიც მას უყურებდა, მზერა მაშინვე აარიდა. ბოთლმა ნიას ჩაუქროლა და სული მოითქვა. ბოთლის წვერი ერთ-ერთ უცნობზე შეჩერდა, მოქმედება აირჩია, რის შემდეგაც ყირამალა ლუდის დალევა მოუწია და სხვისგან განსხვავებით ნია და იოანე, მის შემთხვევით წაქცევას არ გაუმხიარეულებია. არც დათა იყო ძალიან კარგ ხასიათზე. ნიას უხასიათობის რაღაც ნაწილი მასაც გადაედო, მაგრამ არ იმჩნევდა და მეგობრებს სიცილში ჰყვებოდა.
მეორე წრეს კვლავ გადაურჩა ნია და მსგავსი სისულელის ნახვა მოუწია. მესამე წრესაც გადაურჩა, მაგრამ მეოთხე წრის ჯერი რომ დადგა, ბოთლის წვერი ნიაზე შეჩერდა.
ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და რადგანაც ბოთლის დატრიალება კვლავ საბას მოუწია, ნია დარწმუნებული იყო, რომ ეს წრე კარგად არ ჩაივლიდა.
-აბა, ნია, სიმართლე თუ მოქმედება?
ეშმაკური მზერა მიაპყრო ნიას.
ნიას მისი თავი არ ჰქონდა, რომ მოქმედების შედეგად რაღაც უაზრობების გაკეთება მოეთხოვათ, არც სიმართლე სურდა, მაგრამ მოქმედებას კიდევ სიმართლე ერჩივნა. ყველანაირ კითხვას გაუძლებდა.
-სიმართლე, -უპასუხა და გულში ათვლა დაიწყო, სანამ კითხვას გაიგებდა.
იოანე ხვდებოდა რა მდგომარეობაშიც იყო გოგონა და უკვე მზად იყო ამდგარიყო, მასთან მისულიყო, აეყენებინა და შესაძლო კითხვისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ნია მას ყურადღებას არ აქცევდა.
-ნამდვილად იოანე იყო შენი დროებითი ფსიქიკური აშლილობის მიზეზი თუ ის, რაც წლების წინ ჩაიდინე? -კმაყოფილმა დასვა კითხვა.
სიჩუმე ჩამოწვა. ყველა გაირინდა. იოანეს სიბრაზისაგან ყბები დაეჭიმა და ნიას შეხედა. გოგონა თავჩაქინდრული იჯდა.
-საბა! - მისი კითხვით გამწარებულმა იოანემ კლასელს შეუღინა და გაცეცხლებული მზერა მიაპყრო.
ნია ჯერ კიდევ ჩუმად იყო. სალომეც. დათაც და ყველა. ნიას უნდოდა მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა. ინანა ყოველი წამი, ყოველი გადაწყვეტილება და ყოველი ნაბიჯი, რომელიც აქ მოსასვლელად დასჭირდა. პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ ყბები ერთმანეთზე მიეწება და ვერაფერი თქვა, ვერაფერს გახდა. ახლა ყველა მას უყურებდა და მათ მზერას გრძნობდა.
იცოდა, განა არ იცოდა? ელოდა ასეთ კითხვას. ვერ შეძლო. ვერც პასუხი გასცა და დაუძლურებულმა ვერც წამოდგომა მოახერხა, რათა წასულიყო. ვერც სალომეს შეხედა, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაში ხან ნიას შეხედავდა, ხან კი იქ მყოფთაგანს გადახედავდა. საბოლოოდ კი, სხეულში ძლიერი სისუსტე რომ იგრძნო და ცრემლების თვალებში ჩადგომა, ჩახრილი თავი მაღლა ასწია და დათას ისე შეხედა, მზერაშიც იკითხებოდა, რომ სთხოვდა, აქედან წამიყვანეო.
იოანემ კი, მიუხედავად იმისა, რომ ნიას მისთვის არ შეუხედავს, გოგონას აცრემლებული თვალები რომ ნახა, მეტი ვეღარ მოითმინა, სასწრაფოდ წამოდგა და სადაცაა გოგონასთან მივიდოდა, ამ უკანასკნელს დათამ რომ დაასწროს, ნიას ხელი რომ ჩასჭიდა და გაცეცხლებულ ჯაყელს ევლის სისწრაფით რომ ჩაუქროლეს.
/
სიბრაზისაგან ანთებულმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ნიასა და დათას წასვლის შემდეგ ადგილზე ცქმუტავდა. არც ის უნდოდა რომ მათ გაჰყოლოდა და არც იქ ჯდომა. აღარც უთამაშია და აღარც ერთი წამითაც გაუღიმია. წარბებშეკრული ერთ წერტილს მისჩერებოდა და გონებიდან ვერ იგდებდა ნიას გამოხედვას; აწყლიანებული თვალებით რომ უყურებდა დათას. დათაზე არ ბრაზობდა, მასთან მეგობრობდა და ცუდი ფიქრებით თავს არ იტენიდა. მაგრამ რაღაცის ჭია მაინც უღრღნიდა სულს და ვერ ჩერდებოდა. დაუმშვიდობებლად რომ წამოდგა, პალტოს დაავლო ხელი და ერთი ხელის მოქნევით ჩაიცვა, შემდეგ პალტოს ჯიბიდან Marlboro-ს ერთი ღერი ამოიღო და ბაგეებ შორის მოიქცია. პირველი ნაფაზი რომ დაარტყა, თვალები მიელულა და ადგილზე რამდენიმე წამით შეჩერდა. დაძაბულობის რაღაც ნაწილი მოეხსნა და როგორც კი თვალები გაახილა, მაშინვე გამოაღო კარი და ოთახიდან გავიდა. კიბის საფეხურები თითქმის სირბილით ჩაიარა. სანახევროდ დაცარიელებული მისაღები ოთახი გაიარა და სახლიდან რომ გავიდა, მაშინვე შეამჩნია, სახლის წინ, სკამზე ჩამომსხდარი ნია და დათა.
მათ დანახვაზე გვერდის ჩუმად ავლა გადაწყვიტა, მაგრამ მეორე მხარემ, რომელიც დარჩენას და მიყურადებას ჩასძახოდა, ნაბიჯი არ გადაადგმევინა. თუმცა, მისი ხასიათი თავს იმის უფლებას არ აძლევდა, რომ მათი საუბრისთვის მოესმინა. ინტერესი კი ჰკლავდა, მაგრამ სიგარეტის ნამწვი გვერდზე მოისროლა და პირდაპირ თავისი მანქანისაკენ გაემართა. დათას ხვალ გამოემშვიდობებოდა, ამიტომაც მათთან მისვლით თავი არ შეუწუხებია. ნიას მდგომარეობა კი ადარდება, მაგრამ რადგანაც მასთან დათა იყო, თავი მოთოკა და იქაურობა დატოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent