ძიძა თავი პირველი
...მერე იტყვიან კონკიას ზღაპრები და ბედისწერა არ არსებობსო. სიმართლე რომ გითხრათ არც მე მჯეროდა სანამ თავად არ ამოვყავი თავი ამ გაუგებრობაში. მე ანა მაჩაბელი ვარ, თბილისში მცხოვრები ერთი უბრალო გოგონა, უღიმღამო და ნაცრისფერი ცხოვრებით,.კარგი გარეგნობა მაქვს, მეგობრები მეუბნებოდნენ რომ მოდელს ვგავდი ვოგის ყრდიდან და ჩემი მწვანე თვალები ყველას აჯადოვებდა, ალბათ სწოედ ამიტომ თაყვანისმცემლები არასოდეს მაკლდა,მაგრამ ამ ფაქტის გამო დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი, ჩემი ძირითადი დრო და ენერგია სწავლას და ჩემი პროფესიის განვითარებას ხმარდებოდა. დედა და ბებია კი აღშფოთებულები იყვნენ იმ ფაქტით რომ ჯერ კიდევ არ მყავს გვერდით შესაფერისი მეორე ნახევარი. სინამდვილეში ყოველთვის მეტი მსურდა მიმეღო ცხოვრებისგან არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე კარგი სტუდენტი ვიყავი, დიდი მიზნები და ოცნებები მქონდა, მაგრამ საბოლოოდ ჩვეულებრივ არქიტექტურულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, ინტერიერის დიზაინერად, მაგრამ მჯეროდა რომ ერთ დღეს იტალიაში ვიცხოვრებდი და ჩემს საოცნებო სკოლაშიც ვისწავლიდი, იმედი არასოდეს დამიკარგავს. ამ ეტაპზე კი ჩემი ცხოვრება ძველებურად დუნედ მიდიოდა და ცვლილებასაც არ აპირებდა მანამ სანამ ერთ დღეს საკმაოდ საინტერესო განცხადებას არ წავაწყდი ინტერნეტში და რატომღაც ნიშნად ჩავთვალე, იტალიელ ოჯახს ჭირდებოდა ახალგაზრდა გოგონა ბავშვების აღმზრდელად რომელსაც ეცოდინებოდა ხატვა, რამდენიმე უცხო ენა და ექნებოდა კარგი უმაღლესი განათლება. ორ წლიანი კონტრაქტით და კარგი ანაზღაურებით. თუ ამ სამსახურში ამიყვანდნენ ჩემს საყვარელ ქვეყანაშიც ვიცხოვრებდი და საოცნებო უნივერსიტეტის ფულსაც მოვაგროვებდი.ამიტომ არ დავაყოვნე და CV გავაგზავნე მითითებულ მისამართზე,მაგრამ არც მიფიქრია რომ რამე შანსი მქონდა უფრო მეტიც გადამავიწყდა კიდეც. ღამის სამ საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, უცხოური ნომერი იყო, თვალებიც ვერ გავახილე ისე ვუპასუხე ტელეფონს მაგრამ მამაკაცის ხავერფოვანმა ხმამ მალევე გამომაფხიზლა, ინგლისურად მომესალმა,აშკარად დროში სხვაობა ვერ გაითვალისწინა, გამოვფხიზლდი და მეც მივესალმე. -განცხადებასთან დაკავშირებით გირეკავთ.მითხრა მამაკაცმა-თქვენი კანდიდატურა ყველაზე მისაღებია ჩემთვის,მინდა რომ სკაიპში გაგესაუბროთ. -სასიამოვმოა,მაგრამ აქ ღამის სამი საათია. -უკაცრაცრავად. -სკაიპის მისამართს მოგცემთ და თქვენი დროით დილის 12 ზე დამირეკეთ. -შევთანხმდით.ტკბილი ძილი. ამის.მერე რაღა დამაძინებდა, გულის ფანცქალით ველოდი გათენებას. სამსახურშიც მთელი დღე უყურადღებოდ ვიყავი,მალე დავეთხოვე, რადგან სახლში გაცილებით მშვიდად ვიგრძნობდი თავს... ზარის ხმა გაისმა, სასწრაფოდ ვუპასუხე. -გამარჯობა ანა, ღიმილით მომმართა მამაკაცმა. საკმაოდ სიმპატიური იყო.ლამაზი თვალები,ტუჩები და ცხვირი ჰქონდა. გაკვირვებული შემომყურებდა, ალბათ შეუხედავი ვეგონე.მეც მივესალმე. -როგორც გუშინ გითხარი, თქვენი უნარები და განათლება ჩემთვის ყველაზე მისაღებია, ამიტომ თქვენი აყვანა გადავწყვიტე,თავიდან 2 წლიანი ხელშეკრულება გავაფორმოთ დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. -2 გოგინა მყავს ლიზა და ვივიენი, 6 და 4 წლის. ადვილად მიგიღებენ საკმაოდ თბილი ბავშვები არიან, თუ თანახმა იქნებით მოწვევას გამოგიგზავნით და აგვისტოს ბოლოს მილანში ჩამოფრინდი და იქიდან ტოსკანაში წავალთ ერთი კვირით მინდა ბავშვებმა არაოფიციალურ გარემოში გაგიცნონ. -რა თქმა უნდა თანანახმა ვარ თქვენს წინადადებაზე. -ძალიან კარგი მომხიბვლელად გამიღიმა პაოლომ-30 აგვისტოს გელოდებით აეროპორტში ან მე დაგხვდები ან ჩემი ძმა.პაოლომ თავის ოჯახზე მომიყვა, როგორც გაირკვა 2 ძმასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა,მილანში, მისი მშობლები კი ხან მილანში ხან კი ტოსკანაში ცხოვრობდნენ . მისი ოჯახი ვენახებს სასტუმროებსა და რესტორნებს ფლობდა. ცოლზე სიტყვა არ დაუძრავს, ალბათ იფიქრა რომ მივხვდებოდი. დიდი რუდუნებით შევუდექი მზადებას, საბუთები მოვაწესრიგე, კონტრაქტიც, ბარგიც ჩავალაგე. დედაჩემი დიდად გახარებული არ ჩანდა ამ ამბით, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა, ძალიან ვღელავდი, ბავშვები სკაიპით გავიცანი ძალიან საყვარლები იყვნენ.მაგრამ მაინც მეშინოდა, სხვა წევრები როგორ მიმიღებდნენ ან მსახურები.კიდევ კარგი ჩემი მეგობარი ცხოვრობდა მილანში და მთლად მარტო არ ვიგრძნობდი თავს. ჩემმა მეგობრებმა დაუვიწყარი გაცილება მომიწყვეს,ეს დღე ალბათ არასოდეს დამავიწყდებოდა. თვითმფრინავში ისე გავითიშე იქამდე როგორ ჩავედი არც მახსოვს. ბარგი ავიღე და იდიოტივით დავიწყე თვალების ცეცება. როგორც იქნა ბოლოს შევნიშნე ბიჭი.რომელსაც ჩემი გვარი ეწერა ფურცელზე, ისიც თვალებს აცეცებდა და იჭყანებოდა, ხალხის ნაკადი ძლივს გავარღვიე. -გამარჯობა მე ვარ ანა. -გა მარ ჯობა. გაოცებული მომესალმა ბიჭი აშკარად მახინკ ბრეკეტებიან და სათვალიან თმაგაწეწილ გოგოს ელოდა. -მე მარკო ვარ. ჩემ ბარგს ხელი მიკიდა და მანქანისკენ დავიძარით.მარკო ძალიან სიმპატიური იყო მაღალი ყავისფერი თმითა და ნაცრისფერი თვალებით ხორბლისფერი კანი ჰქონდა,ლამაზი წითელი ტუჩები და სწორი ცხვირი. ცოტა ხანს ხმაამოუღებლად ვმგზავრობდით.მარკო ფრთხილად, მორიდებით მაგრამ შესამჩნევად მათვალიერებდა. მართლა მასწაჩლებელი ხარ? მკითხა მოულოდნელად. -რა არ შეიძლება? -შენნაირი ლამაზი მასწავლებელი არასოდეს მყოლია და გამიკვირდა,ალბათ ბავშვები თვალს არ გაშორებდნენ. -არქიტექტორი ვარ, ამ პრიფესუით ვმუშაონდი, სკოლაში არ მიმუშავია. -ვა მაგარია, აქ რატი ჩამოხჩედი მერე ბავშვებთან სამუშაოდ? -სწავლის გაგრძელება მინდა კარგ სკოლაში, ეს სამსახური შანსი იყო აქ მოსახვედრად. -გასაგებია. სახლი გარეუბანში მდებარეობდა,ძველი სტილის ვილა იყო ულამაზესი ბაღით. მარკომ ოთახი მაჩვება და ბარგიც ამომატანინა, ოთახი საკმაოდ დიდი იყო ლამაზად მოწყობილი, სამუშაო მაგიდაც მოეწყოთ, მაგიდაზე ფანქრები, ფუნჯები და საღებავები დამხვდა რამაც ძალიან გამახარა. -გინდა სასეირნოდ წავიდეთ, ან თუ დაღლილი ხარ დაისვენე და საღამოს გავიდეთ. მაგრამ პირველ რიგში უნდა ვისადილოთ.უხმოდ დავიქნიე თავი. მარკომ სახლის დიასახლისი და სხვა გოგონებიც გამაცნო. -ჩვენ სნობები არ ვართ და ყველას ოჯახის წევრად ვიღებთ, ასე რომ შენც ახალი წევრი ხარ. სიცილით მითხრა ბიჭმა, მაგრამ ჩემი რამდენიმე მეგობარს უფრთხილდი კაციჭამიები არიან. -არამგონია შენ მეგობრებთან საქმე მქონდეს. -სარკასტული ხარ.მათთან გამოგადგება. მაგრამ ჩვენთან საჭირო არაა კარგი ტიპები ვართ. თვალი ჩამიკრა ბიჭმა. -შენი ძმა და მისი ცოლი როდის მოვლენ. -პაოლო საღამოს. ცოლი არ ყავს გაშორდა, ლოთი იყო, მერე სხვას გაყვა. შარშან კი ავარიაში გარდაიცვალა.ბავშვებმა იციან რომ დედა ცაშია, მაგრამ მაინც არაფერი დაგცდეს. უხმოდ დავუქნიე თავი. -ჩემი მეორე ძმა ნიკოლა ტოსკანაშია, უცნაური ტიპია ეზოს მოვლა უყვარს მშვიდი და გაწონასწორებულია, პაოლოც ასეთია, მე ვის ვგავარ არ ვიცი. გადაიხარხარა ბიჭმა. ბარგი ამოვალაგე, შხაპი მივიღე და საწოლში შეწექი.ჯერ შუადღის 4 საათი იყო, საღამომდე გამოძინებას მოვასწრებდი.ისე გავითიშე ვერც კი გავიგე დრო როგორ გავიდა. უკვე საღამოს რვა საათი იყო . გარეთ წვიმდა. ლურჯი ჯინსის მომდგარი შარვალი და შავი ზედა ჩავიცვი, ნაწნავი გავიშალე და დატალღული თმა წესრიგში მოვიყვანე, სუნამო დავისხი და ქვემოთ ჩავედი, მისაღებში არავინ დამხვდა, სამზარეულოსკენ წავედი. ბიჭების ხმა შემომესმა. -ნამდვილი ანგელოზია. მარკოს ხმა გავიგე-მეგონა წინა გოგოსავით მახინჯი, ქედმაღალი და ცცინიკოსი იქნებოდა.... - არ მჯერა.. შემი გემოვნების ამბავი რომ ვიცი, წარმომიდგენია ის გოგო რას გავს. გაიცინა უცხო ხმამ. -სულიერება მნიშვნელოვანია გამოაჯავრა ვიღაც მეორე უცხო ხმამ. პაოლო აშკარად არ იყო რადგან ნანახი ვყავდი. ჩუმად მივიწევდი სამზარეულოსკენ. სახლის დიასახლისი მონიკა მათ დაშოშმინებას ცდილობა მაგრამ ბიჭები არ ჩერდებოდნენ. თითქოს მათ სიცილზე გავგულისდი და ვცადე მაქსიმალურად დემონსტრაციულად შევსულიყავი ოთახში. თმა შევისწორე და ამაყად შევედი ოთახში, ვიგრძენი როგორ გაჩუმდა ყველა და როგორ გადმოიტანეს ბიჭებმა ყურადღება ჩემზე. -ეს ანა. წარმადგინა მარკომ, ჩვენ სასეირნოდ მივდივართ თქვენ კი წვეულებაზე არ დაგაგვიანდეთ ეშმაკურად გადახედა მარკომ მეგობრებს. - არც ისეთი მნიშვნელოვნია, ამიტომ თქვენთან ერთად წამოვალთ. თქვა ქერამ, აშკარად ეტყობოდა რომ მაგარი იდიოტი იყო. არც მეორე აკლებდა მაგრამ მას ნამდვილად სჯობდა. მანქანაში ჩავჯექით ქალაქის ცენტრამდე მალე მივედით. -მოდი აქედან ფეხით გავისეირნოთ. ვთქვი მე. -აუუ დავსველდები და ფეხსაცმელი გამიფუჭდება დაიჭყანა ქერა. -მოდი მანქანით გავაგრძელოთ ისევ და სადმე ჩამოვჯდეთ მერე საკაიფო ადგილას. აყვა მეორეც. მე ჩემი არ დავიშალე და მანქანიდან გაადავედი მარკოც უკან გამომყვა, ქოლგა მოენახა და ხელში ატრიალებდა. -ამათთან როგორ მეგობრობ. ჩუმად ვკითხე მე. -ასე პირდაპირიც ნუ იქნები თვალი ჩამიკრა ბიჭმა. ჩვენი მშობლები მეგობრობენ ხომ გესმის. წვიმამ უკლო ბევრი ვიარეთ, მარკომ რამდენიმე საინტერესო ადგილი მაჩვენა, და დამპირდა რომ უკეთ გამაცნობდა იტალიურ არქიტექტურას, იმ შემთხვევაში თუ მე მათზე მოვუყვებოდი.... სახლში რომ დავბრუნდით უკვე გვიანი იყო. პაოლო სახლში დაგვხვდა მისი მანქანა დავინახეთ, ავნერვიულდი რატომღაც, კარი მონიკამ გაგვიღო. -როგორც იქნა მოხვედით, პაოლო გელოდება საყვარელო, შენ კი ნამდვილად მოგხვდება.. -როგორც იქნა გავიცანით ერთმანეთი-მომხიბლავად გამოღიმა კაცმა- სკაიპში არ ჩანნდა ასე ლამაზი რო იყავი. ოთახი როგორ მოგეწონა? მარკომ ხომ არ გაგაბრაზა? იმდენი კითხვა მომაყარა ვერც კი გავიაზრე..გვიანობამდე ვსაუბრობდით აშკარად კარგი ხალხთან მაქვს საქმე.. -ხვალ დილით ტოსკანაში უნდა გავფრინდეთ, იქ კი მთელ ოჯახს გაიცნობ, ბავშვებზე არ ინერვიულო უკვე ორივეს ძალიან მოსწონხარ, ადვილად გამონახავ თ საერთო ენას. - ნიკოლასაც გაგახნობთ ისეთი სიმპატიური და მისტიური და უცნაურია ,მასთან ნამდვილად ვერ გამონახავ საერთო ენას. გაიცინა მარკომ -ხუმრობს არ ინერვიულო ნიკო ძალიან კარგი ბიჭია, მისგან განსხვავებით...ძილინებისა -ძილინებისა. ცოტა ვნერვიულობდი იმედია ბავშვებსაც და სხვა წევრებსაც მოვეწონები, მაგრამ გული მიგრძნობდა რომ მეორე დღეს არასასიამოვნო შეხვედრა მელოდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.