შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოთამაშე (თამაშის გაგრძელება) ( პირველი ნაწილი)


25-05-2017, 22:49
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 799

პროლოგი
როდესაც მონადირე ხდები შენთვის მთლიანი ცხოვრება იცვლება. როდესაც უბრალო მოთამაშე ხარ შენ ასე ისე გამოძრომას მოახერხებ, მაგრამ როდესაც ნადირობას იწყებ, შენ ვერარ აღწევ თავს.
შენ არა მარტო მონადირე, არამედ მსხვერპლიც ხარ. შენ ყველაფერი ხარ, მაგრამ ამავდროულად არავინ, კიდევ ერთი პაიკი მეფისთვის.
უამრავი წესი არსებობს რომელიც უნდა დაიცვა თუ სიცოცხლის შენარჩუნება გინდა. უამრავი წესი, რომელსაც თავს ვერ დაახწევ.
1. ყოველთვის იხელმძღვანელე წესებით.
2. არასდროს არ შეეწინააღმდეგო უფროსობას.
3. ყოველთვის მოკალი მსხვერპლი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ის შენთვის.
4. თამაში წმინდაა.
5. არცერთი მოთამაშე არ უნდა იყოს დანდობილი.
6. სურვილის ასრულება არაა საჭირო.
7. აჯანყდები მოკვდები.
შვიდი მარტივი წესი, რომელსაც უნდა დაუჯერო თუ სიცოცხლე რამედ გიღირს. შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის მარტივია, პირიქით მას უამრავი ქვეპუნქტი აქვს, რაც ხშირად იწვევს კიდევაც უამრავი მონადირის სიცოცხლის შეწირვას.
ზოგს თამაშში ძნელი მსხვერპლობა და მოთამაშეობა გონია, მაგრამ ყველაზ რთული რაც არის მონადირეობაა, თანამდებობდა და პოზიცია რომლესაც ვერ დატოვებ. პოზიცია, რომელც სიკვდილის შემდეგაც კი არ გტოვებს, რომელიც პიროვნებას გართმევს, და რომელიც კიდევ ერთ არარაობად გხდის ამ დედამიწაზე.






1.
კ ე ს ი

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც გუკა ვნახე, ორი დღე კი რაც გამომწერეს. მართალია უკვე თავისუფალი ვარ, მაგრამ ეს ორი დღე სულ სახლში გავატარე, ოჯახთან და ნათესავებთან. ხვალ ალბათ ისევ წავალ სკოლაში, ისევ ვნახავ ნაცნობ გაცრეცილ კედლებს, მარმარილოს ცივ კიბეებს, ილუმინატორებით განათებულ დერეფნებს, ჩახჩახა გარემოს, და სისხლის ნაკვალებს...
მართალია ვიცი სინამდვილეში რომ არავინ მომიკლია, იმედია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სინდისი არ მაწუხებს. ყოველ ღამე მესიზმრება კოშმარები, სადაც მე მათ ისევ და ისევ ვესვრი, ვკლავ და ვანადგურებ.
ხანდახან კითხვა მიჩნდება, თუ როგორ იქნებოდა დაჩი ჩემ ადგილას, ან ნინი... რომელიმე მაინც... მაგრამ თავში პასუხები არ მომდის. აღმოჩნდა რომ მე მათ არ ვიცნობდი, და ალბათ უკვე ვეღარც გავიცნობ...
-რაზე ფიქრობ? -კარები იღება და მარი თავს ოთახში ყოფს, თან ყურებამდე მიღიმის.
-არაფერზე. -ვიტყუები და მეც ვუღიმი. მუხისფერი თმა მაღლა კუდად აქვს აწეული, შოკოლადისფერ თვალებში კი ძველი ნაპერწკალი აქვს დაბრუნებული. ის ისევ ისეთი მარია როგორსაც თავიდან ვიცნობდი. -უბრალოდ მეძინება...
-კიდე? -გაკვირვებული მიყურებს ძილისაგან შესივებულ სახეზე. -რამდენი უნდა გეძინოს? თან ხალხი გელოდება, სირცხვილია... -გვერდით მიჯდება და მხარზე თავს ვადებ. -ვიცი რომ არ გინდა არავის ნახვა, მაგრამ ოთახში ვერ იქნები ჩაკეტილი. -ლაპარაკს ისე აგრძელებს რომ ჩემკენ ერთხელაც არ იყურება. ხმა დასერიოზულებული და დაბოხებული აქვს. -კესი...-თვალებს მაღლა ვწევ რომ ისე დავინახო მისი სახე თავის აწევა რომ არ დამჭირდეს. -მესმის შენი, მართლა მესმის... მაგრამ აქ თუ დარჩები, თუ დაიმალები ხალხს ის პატარა იმედიც ჩაუქრებათ რაც აქვთ... შენ... შენ მოგიწევს გარეტ გასვლა, ხალხს უნდა დაანახო რომ არ გეშინია, უნდა ნახონ რომ შენ ბრძოლას აპირებ...
-ვიცი. -ჩურჩულით ვეუბნები და თავს ვწევ. - უბრალოდ არ მინდა ხალხის ნახვა, არ მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა რომ მათი ნახვა მიხარია, როდესაც იმაზე მეტად არაფერი არ მინდა რომ წავიდნენ. თან... -ვჩუმდები და უფრო კომფორტულად ვჯდები. - იქ ჟურნალისტები არიან მარი! არ მინდა მათი ნახვა ან მათთან ლაპარაკი!
-ხომ იცი რომ სხვა არჩევანი არ გაქვს? -კითხულობს მობეზრებული ხმით და ფეხზე დგება რომ კარადასთან მივიდეს. -ტანსაცმელს აგირჩევ.- თავს აქნევს და სხვადასხვა მაიკებს ნახულობს. -ადრე თუ გვიან მათთან ლაპარაკი მოგიწევს, და ჯობს ადრე ვიდრე გვიან.
-მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. -ვამატებ და იმედიანად ვუყურებ, მაგრამ მისი გამოხედვა მაჩერებს. ის მართალია.
***
სარკის წინ უხერხულად ვდგავარ და ჩემ თავს ვაკვირდები. გრძელი წითური თმა მაღლა კუდად მაქვს აწეული, მწვანე თვალები ჩამუქებული და ჩამქრალი მაქვს. მუქი ლურჯი ჯინსები და თეთრი მაიკა მაცვია, ფეხზე კი თეთრი კეტები.
-კარგად გამოიყურები. -მარი უკან მიდგება და მიღიმის. -ახლა კი წასვლის დროა. -თავს ვუქნევ და უკან მივყვები.
კარებთან ვჩერდები და სუნთქვას ვიკრავ, მთლიან ტანში უსიამოვნო გრძნობა მივლის, თოთქოს მილიონობით გველი დასრიალებდეს ჩემს სხეულზე თავიანთი სლიპინა კანით. კარებს ნელა ვაღებ და გარეთ გავდივარ, საიდანაც უამრავი ადამიანის სახე მომჩერებია.
თითქოს ფილმში ვართო მოულოდნელად ყველა ერთდროულად იწყებს ჩემკენ წამოსვლას, სახეები ერთმანეთში ირევა და აზრს კარგავს, სხეულები მეხებიან და მახრჩობენ, ადგილს აღარ მიტოვებენ და ჩემ გარშემო ტრიალებენ.
კამერები თავიანთ სინათლეს თვალებში მანათებენ და მაბრმავებენ, უამრავი ადამიანის ლაპარაკი კი გაურკვეველ ზუზუნად იქცა და თავი ამატკივა.
-თუ შეიძლება სათითაოდ ილაპარაკეთ. -ვიძახო დაბალი ხმით და თავს დაბლა ვხრი რომ სინათლეს თავი ავარიდო. ყველანი ერთბაშად ჩუმდება და მომლოდინე სახეებით მიყურებენ.
-იქნებ ჯერ ინტერვიუ ჩაგვეწერა> -იძახის საბოლოოდ ერთ-ერთი ჟურნალისტი, გრძელი კარამელისფერი თმით და თავფლისფერი თვალებით. თავს ვუქნევ და ტახტისკენ ვუძღვები სადაც მოწყვეტით ვჯდები და მათ ველოდები.
ეჭვი მაქვს საგრძნობლად არ მომეწონება ეს ინტერვიუ.

***
მ ა რ ი
კესის ვუყურებ და თავს რაღაც მხრივ დამნაშავებ ვგრძნობ რადგან ამაში გავრიე, მაგრამ ვიცი რომ ეს საჭირო იყო, არა მარტო მისთვის არამედ მთლიანი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

----მოგონება-----
-როგორ არის? - ბექა ხმადაბლა მეკითხება და ცდილობს გამიღიმოს, მაგრამ არ გამოსდის.
-ნორმალურად. -ვიძახი ხმდაბლა და თვალს ვარიდებ. -უბრალოდ ისევ ოთახშია ჩაკეტილი და გამოსვლის ეშინია... იქ უამრავი ხალხია... ყველა მას ელოდება.
-ვიცი. -იძახის და თავს მიქნევს. -მათ მისი იმედი აქვთ. მათთვის კესი ერთადერთი იმედია, რომელიც შეძლებს და თამაშებს გააუქმებს.
-მაგრამ კესის მათთან ლაპარაკის ეშინია.
-ეგ ნორმალურია. -იძახის თავის გაქნევით. -უბრალოდ საჭიროა რომ ვინმემ ის ოთახიდან გამოიყვანოს, მასთან ლაპარაკი ცადონ და ის თვითონ გაიხსნება. ის უბრალოდ თვითონ იტყვის სათქმელს.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას აღარ ვიღებ. ხმას ვეღარ ვიღებ. სათქმელი ბევრი არც არაფერია, უკვე აღარ.
-მათ კესი ჭირდებათ, ისევე როგორც კესის ჭირდება ხალხი. -იძახის და ნელ-ნელა მშორდება. -დაალაპარაკე.
----მოგონების დასასრული------


კესის სხეულს ვუყურებ და მეშინია რომ ის ცუდად გახდება, მაგრამ ის იდეალურად ახერხებს მათთან გამკლავებას და უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემას.
-რაზე ფიქრობდით როდესაც თამაში დაიწყო? -ერთ-ერთი კითხულობს და მიკროფონი უფრო ახლოს მიაქვთ, მაგრამ კესი ხმას არ იღებს. მომღიმარი სახე უსერიოზულდება და ჩაფიქრებული თვალეით იწყებს ყურებას.
-არაფერზე. -იძახის საბოლოოდ და ისევ მაღლა იყურება, პირდაპირ კამერას უყურებს. - სრულებით არაფერზე. არ მიფიქრია იმაზე რომ შეიძლება მომკვდარიყავი, ან იმაზე რომ გადარჩენი შანსი მქონდა. არ ვფიქრობდი იმაზე რომ მე ადამიანებს ვკლავდი, მე უბრალოდ ინსტინქტურად ვმოქმედებდი.
ყველანი ჩუმდებიან და ხმას აღარ იღებენ, მაგრამ ვგრძნობ რომ უამრავი კითხვის დასმა უნდათ თამაშთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ბედავენ, ხვდებიან რომ ამაზე საუბარი კესისთან ახლა არ შეიძლება, მაგრამ ვერც ასე ვერ დააამთავრებენ.
კესიც გრძნობს ამ უხერხულ დუმილს, მაგრამ ის ხმას არც კი იღებს, არც კი იმჩნევს რომ ხმა უნდა ამოიღოს, პირიქით ის ჩუმად ზის. ზის და ჰორიზონტს გაშტერებული უყურებს.
-და უკანასკნელი კითხვა. -იძახის ერთ-ერთი ჟურნალისტი ხმადაბლა. ქერა, ჩალისფერი თმით და ტყისფერი მწვანე თვალებით. შავ ჩარჩოიანი სათვალეები უკეთია და კეთილად იღიმის. მაქსიმუმ 18 წლის იყოს, როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი?
კესი მისკენ იხედება და წამიერი ყოყმანის შემდეგ თვალები უდიდდება თითქოს ის იცნო, თითქოს მიხვა ვინც იყო.
-დიახ, გისმენთ. -ხმა ასეთი მტკიცე დიდი ხანია აღარ ქონია. ქერა თავს უქნევს და უღიმის.
-მაინტერესებს რამ განაპირობა თქვენი სურვილი. -კესის თვალები კიდევ ერთხელ უდიდება და ახლა უემოციობის მაგივრად მასში ცეცხლის ნაპერწკალს ვხედავ. -იყო თამაშში ვინმე ისეთი, ახლობელი? თუ რაიმე სხვა მიზეზი გახდა თქვენი სურვილის? თუ იყო ეს უბრალოდ ბოდვა? -ბიჭი სათვალეებს იხსნის და იღიმის. -ჩემი სახელია ლუკა, და მე ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ. -ამაყად იძახის და გარშემო იყურება, რომ ხალხის შეშინებული სახეები დაინახოს. ხმას არავინ არ ვიღებთ, კესი კი იღიმის, თითქოს ეს უკვე ისედაც იცოდა. -და მინდა გითხრათ რომ თამაშის ორგანიზატორებმა მოგცეს შანსი, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ თქვენი სურვილი. -ყველანი მას ვუყურებთ. გაშტერებულნი და ხმას ვერ ვიღებთ, რატომ გადაწყვიტეს მისთვის შანსი მიეცათ?-გამოიყენებთ თქვენ შესაძლებლობას?
-ჰაჰ. -ერთადერთია რასაც კესი იძახის და იღიმის. ამდენი დღის მანძილზე ის პირველად იღიმის.
-შეგიძიათ დაფიქრდეთ. -იძახის და კესის გვერდით კომფორტულად ჯდება რომ კამერებში კარგად გამოჩნდეს. -შეგიძლიათ სიცოცხლე შეინარჩუნოთ, ეჭვი მაქვს ხალხი გაგიგებთ, ან შეგიძლიათ უეჭველ სიკვდილზე წახვიდეთ და შედეგი მაინ ვერ გამოიღოთ.
-ბოლოს როცა შეგხვდი მასეთი ზრდილობიანი არ ყოფილხარ. -იძახის კესი და ვხვდები რომ კედლები რომლებიც ამ ერთი თვის ააშენა ინგრევა და მას ათავისუფლებს. -მაგრამ იყოს ასეთი უფრო მომწონხარ. -კესი სიცილს იწყებს და აგრძელებს ლაპარაკს. -რაც შეეხება თქვენ დიდსულოვან შემოთავაზებას, მადლობა, მაგრამ მას არ ვიღებ. -ოთახში სრული სიჩუმეა გამეფებული, ყველა ცდილობს მისი თითოეული სიტყვა დაიჭიროს. -მე გადაწყვეტილებას არ შევცვლი და შენ უფროს მასე თუ ეშინია, შეუძლია უბრალოდ დათმოს პოზიცია. -ლუკას თვალები უდიდება და თავს დანანებით აქნევს. -და კი, მე მყავდა მეგობრები რომლებიც იდიოტურ თამაშს შეეწირნენ, ისინი გაქრნენ და მათ ვეღარ დავაბრუნებ. -თვალები ცრემლებით ევსება, მაგრამ თავის ტავს ტირილის უფლებას არ აძლევს. -ჩემი სურვილი ბოდვა არ ყოფილა, არც გმირობის სურვილი, ესეც ინსტინქტი იყო, სურვილი იმის რომ თამაში ისტორიიდან წავშალო. -თავს მაღლა წევს და ლუკას თვალებში უყურებს. -მე თამაშებს გავაუქმებ, ეს სულაც უკანასკნელი რამ იყოს რასაც გავაკეთებ.
-ეს პასუხი საბოლოოა? -კითხულობს ლუკა და თავს გვერდზე ხრის თან თვალებს არ აშორებს კესის.
-საბოლოოა. -იძახის დარწმუნებით და თავს უქნევს. -ახლა კი ვფიქრობ დროა წახვიდე.
ლუკა თავს უქნევს და ფეხზე დგება, ყველა გვერდით იწევა რომ მას გზა დაუთმოს და გაატაროს. ის კარისკენ ნელა მიიწევს და თან ფეხს ითრევს, ვიცი რომ შემოტრიალება და რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ თავს იკავებს, ხმას არ იღებს და ისევ თავისივე თავში იბუდებს სათქმელს.

***
ლ უ კ ა
კიბეებზე ნელა და ზანტად ჩავდივარ, მინდა რომ კესის არცევნის შეცვლისთვის დრო მივცე. მინდა რომ მიხვდეს რომ ეს გადაწყვეტილება მას მოკლავს. მისი სიკვდილი კი არ გვინდა. მაგრამ სადარბაზოდან ისე გამოვდივარ რომ მისი ნაბიჯების ხმა არ მესმის. ჩვენი საუბარი უკვე ყველამ ნახა, რადგან გადაცემა პირდაპირ ეტერში გადიოდა. ახლა ყველამ იცის მე როგორ გამოვიყურები, რას ფიქრობს კესი და ალბათ უკვე ყველა ხვდება თამაში როგორი სერიოზულიც იქნება.
კესი პირველი ტატუირებულია, რომელიც გადარჩა. ის პირველია რომელიც ცოცხალია, რომელიც სერიოზულად იყო აყვანილი, რომელმაც ორმოცკაციანი საუკეთესო რაზმი მიწასთან გაასწორა. და ის პირველი იქნება ვინც მას ეთამაშება.
ტელეფონი ჯიბეში ზუზუნს იწყებს და მეც ზანტად ვპასუხობ. არ მინდა ახლა მასთან ლაპარაკი, არ მინდა მისი ხმის გაგონება და იმის მოსმენა რომ მე ჩემ მისიაში ჩავფლავდი, ისევ.
-ვუყურე. -მისი ხმა ყინულივით ცივია. - ის მაინც თავის აზრზეა.
-ვიცი. -ვპასუხობ გაბეზრებული ხმით. მე მის აზრს მაინც ვერ შევცვლიდი, ეს თვითონაც იცოდა. -მის აზრს მე ვერ შევცვლიდი და ეს იცოდი, მაშინ ამიხსენი რატომ გამომგზავნე.
-მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა. -იძახის დასევდიანებული ხმით. -არ მინდოდა ამ ყველაფერში გახვეულიყო, ის პირველია ვინც ნამდვილად და დამსახურებულად გადარჩა.
-ან იქნებ ეგ არაა მიზეზი. -ვიძახი გაღიზიანებული და ვიცი რომ რასაც ახლა ვიტყვი მუდამ ვინანებ. -იქნებ გეშინია?! შენ ნახა რა გაუკეთა ერთმა გოგომ ორმოც ბიჭს, თან მკვლელობაში დახელოვნებულ ბიჭს! -თავს ძლივს ვიკავებ ყვირილისაგან.
-არ მეშინია. -ხმა ისევ გაცივებული და გაბრაზებული აქვს. -მე მისი მოკვლა არ მინდა. ის ზედმეტად მაგონებს საკუთარ თავს იმისთვის რომ უბრალოდ მოვკლა.
ხმას აღარ ვიღებ და ტელეფონს უბრალოდ ვთიშავ. მასთან უამრავი მოგონება მაკავშირებს და ვიცი ის ოგორიც იყო თავიდან და რატომ გახდა ისეთი როგორიც არის ახლა. მაგრამ ის კესის არ გავს, არც არასდროს არ გავდა. ისინი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა.
თავზე კაპიუშონს ვიფარებ და გზას ისე ვაგრძელებ. ჩემ გარშემო ყველა ჩემზე და ჩემს შემოთავაზებაზე ლაპარაკობს, ზოგი კესის გმირად აღიარებს, ზოგს დადგმული გონია, ზოგიც კი კესის სულელს ეძახის.
მათ არ ესმით. არცერთ მათგანს არ ესმის როგორია იყო თამაშის ნაწილი, როგორია იყო მსხვერპლი, მონადირე ანდაც სულაც ორგანიზატორი. ისინი სოწრად იქცევიან როდესაც ვეზიზღებით, როდესაც ჩვენი ეშინიათ, მაგრამ მათ ჩვენი მაინც არ ესმით. ისინი მიზეზის პოვნას არ ცდილობენ, მათ მიზეზი არასდროს არ აინტერესებთ. მათ არ უნდათ გაიგონ რისი გავლა მოგვიწია და რამ გაგვხადა ისეთები როგორებიც ვართ ახლა.
მე... მე უამრავი ადამიანი დავკარგე ამის გამო. იმის გამო რომ მათ ჩვენი არ ესმოდათ, იმის გამო რომ მონადირეებსაც კი წესების შეცვლა უნდოდათ, მე მათი მოკვლა მიწევდა, ესენი სულაც ჩემი საუკეთესო მეგობრებიც რომ ყოფილიყვნენ. იმ წამისთანავე როგორც კი წესებს შეეწინააღმდეგებოდნენ მე მათი მოკვლა მიწევდა. ადამიანების, რომლებიც ჩემი მეგობრები იყვნენ.
ნაბიჯებს ვუჩქარებ და ვცდილობ ყველანაირი მოგონება გავფანტო ჩემი გონებიდან, მაგრამ უშედეგოდ, ისინი ჩემს ტვინში მოძვრებიან და ადგილის დაკავებას ცდილობენ.
----მოგონება----
-ლუკა! -ჩემკენ მორბენალ ბიჭს ვხედავ რომელიც მიღიმის და მეც მეღიმება. გრძელი ყავისფერი თმა სახეზე აქვს ჩამოშლილი, შოკოლადისფერი თვალები კი სიხარულისგან უბრწყინავს. -იდეა მაქვს!
ამის გაგონებაზე ღიმილი სახიდან მიქრება, რადგან ზუსტად ვიცი რასაც გულისხმობს. მას თამაშის განადგურება უნდა, მას უნდა რომ ის გაანადგუროს, და მასთან ერთად უამრავი ადამიანი გადაარჩინოს. და ის არ არის ერთადერთი ვისაც ეს უნდა.
-მოდიხარ? -მეკითხება და თავს ვუქნევ. მინდა ვუთხრა რომ გაიქცეს და თავს უშველოს, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, ის და კიდევ ორი. აქედან ერთი ერთ მხარეზეა, მეორე კი ეკეს ემხრობა, მე კი... მე არ ვიცი სად წავიდე.
-მოვდივარ. -ვეუბნები ხმადაბლა და უკან მივყვები. -რა იდეა გაქვს? -ვეკითხები, მაგრამ ის ხმას არ იღებს, პირიქით უფრო უჩქარებს ნაბიჯებს და თავის ოთახში შერბის. უკან მივყვები და ზურგს უკან კარებს ვიკეტავ.
ოთახში რკინის საწოლზე წამოწოლილი დაჩი მხვდება, რომელიც თავისი ნაცრისფერი თვალებით მაშტერდება.
-გითხრა უკვე? -ვეკითხები დაბნეული, ის კი თავს აქნევს.
-კაი, რა იდეა გაქვს? -ეკესკენ ვტრიალდები ის კი ისევ იღიმის.
-ვფიქრობ რომ თუ მასაც ჩვენ მხარეზე გადმოვიყვანთ, მაშინ ოთხივენი შევძლებთ წინააღმდეგობის დაძლევას და მათთან დაპირისპირებას. -უცებ ჩუმდება და ხმადაბალი ხმით აგრძელებს. -მაგრამ... თუ ის ჩვენ წინააღმდეგ წავა მაშინ ჩვენ გაქცევა მოგვიწევს, ხალხთან შერევა...
-ის თუ გაიგებს მაშინ ყველას იმ წამსვე მოგვკლავს, -იძახის დაჩი და რატომღაც ჩემკენ იყურება. -ჩვენ ხალხი გვჭირდება, თან ბევრი.
-ნინი? -კითხულობს მოულოდნელად ეკე და მისკენ ვიყურები. ნინი ვინ არის?
-ნინი? -სახელს ვიმეორებ და ხან ერთს ვუყურებ ხანაც მეორეს. -ვინაა ნინი?
-ჩემი მეგობარია. -იძახის დაჩი მობეზრეული ხმით. -მაგრამ არ მინდა რომ ის ამ ყველაფერში გავხვიო, თან მე არც დამალვას არ ვაპირებ. მე ოჯახი მყავს, და მეგობრები, ასე უბრალოდ ვერ ავორთქლდები.
-მან იცის რომ შენ...? -ვიწყებ მაგრამ კითვას აღარ ვამთავრებ.
-რომ მე თამაშის ორგანიზატორი ვარ? -ამთავრებს ჩემს მაგივრად და თავს აქნევს. -ეგ რომ გაიგოს შემიძულებს და მომაშორებს ყველას ვინც ჩემთვის ძვირფასია, ის სწორადაც მოიქცევა ამით. -ჩუმდება და შემდეგ ხმადაბლა აგრძელებს. -მას უბრალოდ ჩემსავით ძალიან უნდა თამაშის გაუქმება.
-მაშინ შენი მეგობარი რომაა? -კითხულობს ისევ ეკე და დაჩისკენ იხედება. -რა ქვია? კესო? კესი? კესარია?
-კესი. -დაჩის ხმა უცვიდება და ყინულივით უგრძნობი და ცივი უხდება თვალები. -მას არ შეეხებით. კესის ამ საქმეში არასდროს არ გავრევთ, გასაგებია?!
თავს ჩუმად ვუქნევთ. ვინ არის კესი? ან ნინი? რატომ არის რომ მე ჩემ საუკეთესო მეგობარზე არაფერი აღარ ვიცი? ვინ არის ადამიანი რომელიც ჩენ წინ დგას?
-მოკლედ რას ვაპირებთ? -ხმას ვიღებ საბოლოოდ და ეკეს ვუყურებ, რომელიც გრძელ თმას კუდად იკრავს.
-ვცდილობთ ჩვენ მხარეზე გადმოვიყვანოთ, შემდეგ კი თამაში გავანადგუროთ. -თავს ვუქნევ მაგრამ არ ვიძახი რომ ეს შეუძლებელი იქნება. არ ვეუბნები რომ მან ამაზე უკვე იცის, არ ვეუბნები რომ მასაც უნდა იგივეს გაკეთება, მაგრამ არ აკეთებს.
არ ვეუბნები იმას რამაც შეიძლება ამ ორს სიცოცხლე შეუნარჩუნოს.
----მოგონების დასასრული-----

მე საშინელი ადამიანი ვარ. გავწირე ორი ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, რომლებმაც ოჯახი შემიცვალა და რომლებიც მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ.
აქედან ერთი ისევ ცოცხალია, ჩემი ეშინია და იმალება, მაგრამ ამავდროულად მუდამ კესისთან არის, მას არ შორდება და დაჩის უკანასკნელ სურვილს ასრულებს.
მეორე კი... მეორე კი მკვდარია, რომ დაეცვა ხალხი რომელიც უყვარდა. ის ამ გოგოს ბოლომდე იცავდა, ის კი ალბათ უკვე სიკვდილისთვის ემზადება. ის საბოლოოდ მაინც მოხვდა თამაშში, ადგილას რისგანაც დაჩის მისი დაცვა სურდა. და ეს რაღაც მხრივ გამოუვიდა კიდევაც.
მახსოვს დაჩის თამაში. სიმართლე რომ ვთქვა მისი თამაში დღემდე არ მაძლევს მოსვენებას, და ეს არა მარტო იმიტომ რომ ის ჩემი მეგობარი იყო, იმიტომაც რომ ის მე მოვკალი.

***
ე კ ე
ოთახში გაშტერებული ვიზვარ და კედელს ვაშტერდები. ხმას არ ვიღებ და ვერ ვმოძრაობ. ვერ ვფუნქციონირებ. მას შემდეგ რაც ტელევიზორში კესი და ლუკა ერთად ვნახე მთელი ჩემი სამყარო თავდაყირა დადგა.
მეგონა კესის მისგან ვიცავდი, მეგონა ისინი მას ვერ იპოვიდნენ, მაგრამ იპოვეს, და ყველაზე ცუდი ისაა რომ მათ კესი იცნეს.
თავს ვაქნევ და ვცდილობ გონებიდან იმედგაცრუებული დაჩის გამოსახულება ამოვიგდო, მაგრამ ის არსად არ მიდის, ადგილზე რჩება და მოსვენებას არ მაძლევს.
---მოგონება----
-მიგიწვიეს?! -ყვირილს ვიწყებ და ხმას ვერ ვაკონტროლებ. როდესაც იმ ს*ირებმა გვითხრეს რომ ჩვენ წინააღმდეგ იქნებოდნენ და დრო მოგვცეს წასასვლელად გვეგონა რომ იმ ხალხს იადგებოდნენ, რომლებიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავდნენ. ამიტომაც იყო რომ დაჩი ყველანაირად ცდილობდა კესის გადამალვას მათგან, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მათ იციან კესი ვინცაა, და რატომაც. ასევე ნინიც. ლუკა ჩემით შევახვედრე მათ. მაგრამ ჩემდა გასაკვირად პირველი არც კესი და არც ნინი არ ყოფილა, პირველი დაჩი იყო, ადამიანი რომელსაც გამარჯვების შანსები აქვს.
-რატო?! -ყვირილს ვაგრძელებ, სიბრაზეს ვერ ვიოკებ და ნერვები მეშლება. -რატომ შენ და არა მე? რატომ აგირჩიეს მაინცდამაინც შენ?!
-არ ვიცი. -მხრებს იჩეჩავს და თავს დაბლა ხრის. -ეკე... მე... მე მათ ვერ მოვკლავ. -ვჩერდები და მისკენ ვიხედები რას გულისხმობს?! წარბებს მაღლა ვწევ და ის აგრძელებს. -მე მათ უბრალოდ ვერ მოვკლავ... მე... თამაშის დღეს მე მოვკდები...
პირს ვაღებ რომ ჩხუბი დავიწყო, მაგრამ ის ხელს წევს და მაჩუმებს. ასეთი სერიოზული და სევდიანი არასდროს არ მყავს ნანახი, მაგრამ ახლა მას ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს.
-არა! გაჩერდი. -იძახის ხმადაბლა და თავს დაბლა ხრის. -არ მინდა... ვგულისხმობ რომ... არ მინდა მე მათი მოვკლა... არ მინდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანები გავწირო თამაშებისთვის... -თავს დაბლა ხრის და პირს აღებს რომ რაღაც თქვას, მაგრამ ისევ ხურავს პირს. ვიცი რომ რაღაც აწუხებს, მაგრამ თქმას ვერ ახერხებდა. -რაღაც მინდა გთხოვო... -მზერა მასზე გადამაქვს და მის ნისლისფერ თვალებში ვიყურები. -მინდა რომ კესი დაიცვა. მინდა რომ როდესაც ისინი მათ მოძებნას დაიწყებენ, და კი ვიცი რომ დაიწყებენ, მინდა რომ დაიცვა. -თავს დაბლა ხრის. - მინდა რომ ის მათგან დაიცვა, მინდა რომ კესი ლუკასგან, მისგან და თამაშისგან დაცული იყოს.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. რამდენს ნიშნავს მისთვის კესი? რატომ არის რომ კესის ყველაზე წინ აყენებს? ვინ არის კესი?
-----მოგონების დასასრული----

მაშინ ვერ ვხვდებოდი ვინ იყო კესი, ან რატომ აყენებდა მას წინ. ვერ ვხვდებოდი რატომ იყო რომ კესი მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რატომ ზრუნავდა ასე მის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ახლა...
ახლა უკვე ვიცი... მესმის რატომ იყო კესი მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რატომ იყო რომ კესის არავინ არ ერჩივნა, რატომ იყო რომ კესის უსაფრთხოება ერჩივნა თავის უსაფრთხოებას.
ახლა მეც მასე ვარ, ახლა მეც დავთმობ ყველაფერს მისთვის. როდესც დაჩის პირობის გამო მე მის სკოლაში გადმოვედი ვფიქრობდი რომ კესი კიდევ ერთი "ძალით ელიტის" წარმომადგენელი იქნებოდა, მაგრამ მე შევცდი. მე ძალიან, ძალიან შევცდი. კესი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც მეც კი შემცვალა, და მეც კი დამარწმუნა რომ ის სამყაროს შეცვლიდა.
მე დაჩის მადლიერი ვარ, რადგან მისი დახმარებით შევძელი კესის გაცნობა.




-------

გამარჯობათ ^^ იმედი მაქვს მოგეწონებათ...
როგორც შეგპირდით ესაა "თამაშის" მეორე ნაწილი და იმედი მაქვს როგორც პირველი "წიგნი" ესეც მოგეწონებათ ^^



№1 სტუმარი Annabeth

მაგარია! ❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მომენაწონა.
მოუთბენლად ველი გაგრძელებას!!!!
წინა ნაწილი ხო საერთოედ ..... უძალიან მაგრესი იყო. მომწონს რომ ჩახლართულია თავს კარგად ართევ ასეთ დადძAბულობას. აბა შენ იცი გელი!!!

 


№3  offline წევრი triniti

Dzalian momwons gagrzeleba da sulmoutqmelad veli axal tavs.

 


№4  offline მოდერი ენემი

მეგონა დაასრულე წინაზე და რამის გავაფრინე. ეხლა? ეხლა ისეთ კარგ განწყობაზე დავდექი ასეთი დაძაბული სიტუაციის შემდეგაც რომ ვერ ავხსნი. მაგრამ ერთს ვერ ვხვდები ნუთუ არ არსებობდა კესიზე მნიშვნელოვანი ვინმე დაჩისთვის? უბრალოდ მეგობრის გამო გაწირა თავი? ხომ არ უყვარდა დაჩის კესი?. ეს კითხვები მაქვს და ვერ ვპასუხობ, იმედია მომდევნო თავში მაინც ვიპოვი პასუხს

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა რომ გააგრძელწ ეს ისტორია
ველი ახალ თავს.კარგი იყო.ნელ-ნელა იხსნება კარტები
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent