შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ( თავი 22 )


26-05-2017, 18:52
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 018

თორნიკემ მისი ტირილის ხმა, რომ გაიგონა მასთან გაჩნდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი, რომ დაინახა, თვალის გუგები ჩაუწითლდა, სხეული დაეჭიმა. მასთან მივიდა, ჩაიმუხლა და ძლიერ ჩაეხუტა.

- ჩემი დამიანე.. ის.. ის.. ავარიაში მოყვა. ღმერთო რამე რომ დაემართოს ვერ გადავიტან.. წამიყვანე გთხოვ.. წამიყვანე.. - გაუგებრად წარმოსთქვავდა სიტყვებს, ნახევარი არ ესმოდა. წამოდგომაში დაეხმარა. სასწრაფოდ მანქანის გასაღები მოძებნა და გარეთ გავიდნენ. თბილისის გზაზე იდგნენ, როდესაც ლიზას ტელეფონმა დაურეკა.
- დაბრუნდი გთხოვ.. - ტირილისგან ხმა ჰქონდა წართმეული. - თბილიში ჩამოდი ეხლავე, ძალიან მჭირდები.. დამიანე.. ჩვენი დამიანე ავარიაში მოჰყვა, კომიდან ჯერ კიდევ არ გამოსლა.. - ტირილი უკვე ფსლუკუნში ჰქონდა გადასული.
- მოვდივარ, გზაში ვარ.. - უთხრა და გაუთიშა, ლაპარაკის სურვილიც არ ჰქონდა. მანქანას მიჰქროდა, მისთვის სულ ერთი იყო, მთავარია მალე ჩასულიყო. თავი საქარე მინაზე ჰქონდა მიდებული, ცრემლები ყელში ეჩხირებოდა. მაგრამ, გზას არ ან შეიძლება ვერ იკვლევდნენ. დამიანე, ედგა თვალ წინ. მასთან გატარებულ თითოეულ მომენტს იხსენებდა, ხან იღიმოდა, ხანაც სახე ექუფრებოდა.
თორნიკემ ტყუპებისგან გაიგო, ჰოსპიტალის მისამართი და იქით წავიდნენ.
დერეფანში მიდიოდა და თან სხეული ზამბარასავით დაჭიმული ჰქონდა. ფეხები ეკეცებოდა, გული გამალებით უცემდა. ამდენი ხნის შემდეგ შეხვდებოდა ყველას, თან ასეთ რთულ სიტუაციაში. თორნიკეს გვერდიდან ჰყავდა მიკრული და ისე მიდიოდნენ.
ექთანმა პალატამდე მიაცილა. ყველა იქ იყო, სახეზე ფერი არ ედოთ. დავითი და ელენე გვერდი გვერდ ისხდნენ, გვერდიდან ჰყავდა ჩახუტებული ქალი და ქვითინებდა. მამაკაცსაც თვალზე ჰქონდა ცრემლები მომდგარი. მაგრამ, გადმოსვლის უფლებას არ აძლევდათ.
გაკვირვებული სახეები მიაპყრეს ლიზას, ისიც შეიშმუშნა. ანაბელი, ფეხზე წამოდგა და მისკენ გაიქცა, ძლიერ მოხვია ხელები და ტირილი დაიწყო.
- კარგად იქნება ჩვენი ბიჭი! რა გატირებს არ მესმის, წინასწარ რატო გლოვობ?! მას არაფერი დაემართება, სულ მალე გონს მოვა და ჩვენთან ერთად იქნება მუდამ. - თავს არ მისცა სისუსტის უფლება, საკუთარ სიტყვების თვითონაც უნდოდა ერწმუნა. მანაც ძლიერ მოხვია ხელები.
დედას და მამას, რომ შეხედა მათ სახეზე წამიერმა ღიმილმა გადაირბინა, ეს კი ლიზას არ გამოპარვია. მათთან თავდახრილი მივიდა და ჩაეხუტა. მათი სურნელით გაივსო ფილტვები. გააცნობიერა თუ როგორ აკლდა ორივე. ყველა მოინახულა და მოიკითხა.
როგორც გაიგო ექიმი იყო მასთან გასასინჯად შესული და ჯერ ვერ მოინახულებდა.
დრო ასე მტანჯველად არასდროს გასულა. თითქოს საუკუნე გავიდა, ექიმის პალატაში ყოფნისას. ყველაფერი ერეოდა გონებაში, ბედნიერი წამები, ტკივილი, სიხარული და საშინელი აზრები, რომლის გაქრობასაც ვერ ახერხებდა. იმის წარმოდგენა, რომ დამიანე აღარ ეყოლებოდა, ჭკუიდან შლიდა.
ექიმი გამოვიდა. ყველაფერი გამოკითხა მისი მდგომარეობის შესახებ. როგორც გაირკვა მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. იმედს ვერ იძლეოდნენ, ყველაფერი პაციენტზე იყო დამოკიდებული.
მოითხოვა მასთან შეეშვათ, მაგრამ მთავარი ექიმისგან ირონიული პასუხი მიიღო. ,, ექიმი ხართ და უნდა იცოდეთ, რომ ასეთი პაციენტის ნახვა არ შეიძლება’’.
ამ დროს გურამი მივიდა მასთან, თბილად ჩაიკრა გულში და მამაშვილურად მოიკითხა. შემდეგ კი ქალს მიმართა.
- ნუ დაგავიწყდებათ, ქირურგიული განყოფილების უფროსი დროებით ხართ! და როცა მოინდომებს ელიზაბეტ დანელია დაბრუნდება. თქვენ კიდევ უფლება არ გაქვთ, მას პაციენტის მონახულება დაუშალოთ და ასე აგდებულად ესაუბროთ. მან კარგად იცის ეტიკეტი, თქვენგან ნამდვილად არ ესწავლება არაფერი! - მკაცრად მიუგო.
- მაპატიეთ უბრალოდ.. - დაბნეულად ამოილაპარაკა. გაბრაზებული მზერა სტყორცნა ლიზას. - შეგიძლიათ შებრძანდეთ. - მლიქვნურად ამოილაპარაკა.
მადლობა გადაუხადა გურამს და თბილად გაუღიმა. მოემზადა, მის პალატასთან რამდენიმე წამი გაჩერდა. თვალები დახუჭა გონების მობილიზებისთვის და შევიდა. ვერ წამოედგინა ასეთ მდგომარეობაში თუ ნახავდა. თითქოს სხვა დამიანე იყო მის წინ, ახლოს და მაინც ასე შორს. ნაბიჯს ვერ დგამდა, გაქვავებული უცქერდა, უამრავ მილში გახვეულ მეგობარს. წვეთოვანი და რამოდენიმე აპარატი ედგა. თითოეული სიცოცლისთვის აუცილებელ ნიშნებსა და ციფრებს აჩვენებდა. თვალები აემღვრა, გამოსახულება ბუნდოვანი გახდა და ეს ვერ აიტანა. სწრაფად შეიმშრალა თვალები და ნელა დაიძრა საწოლისკენ. მიტკლისფერი ედო კანზე. ტუჩები მილით ჰქონდა დაფარული, რისი მეშვეობითაც სუნთქავდა. მუდამ წითელ ტუჩებს ლურჯი ფერი შეჰპარვოდა. თვალის უპეები ჩაშავებული და შეშუპებული ჰქონდა. ხელებზე არაბუნებვრიფი ფერი ედო, რომ შეეხო იმდენად ცივი იყო გააჟრჟოლა.
- ვიცი, რომ გესმის ჩემი - შეცვილი ჩამწყდარი ხმით დაიწყო. თითოეული ბგერა ტკივილით იყო გაჟღენთილი, სევდიანი იყო. - ვიცი ჩემი ბრალია, რაც დაგემართა. ჩემი სისუსტით და წასვლით დაგტანჯეთ ყველა. მაგრამ , მჯერა გულის სიღრმეში გესმოდა და გესმის ჩემი. გთხოვ დაგვიბრუნდი, ძალიან გვჭირდები მე და ანაბელს, ხომ იცი შენ ხარ ჩვენი საყრდენი, როგორც შენ იძახდი ხოლმე. - ღიმილით გაეპო ტუჩები. - შენ ხომ ჩვენი ძლიერი დამიანე ხარ ! - ძლივს ამბობდა სიტყვებს, ბოლოს ხმაც წაერთვა. - გთხოვ, ძალიან გთხოვ.. უშენოდ ვერ ვსუნთქავ. მტკივა, ძალიან უსაშველოდ მტკივა. - ღრმად ამოისუნთქა და ცრემლები შეიმშრალა. - ნუთუ მარტო უნდა დამტოვო?! გგონია რახამც ანაბელი მყავს აღარ მჭირდები?! მიპასუხე ვიცი, რომ გესმის! ასეთი ტკივილისთვის არ გამიმეტო. აღარ დაგტოვებ არასდროს, გინდაც გულით გინდოდეს. - თავზე აკოცა და დატოვა პალატა.
საღამოს მკურნალმა ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო და ყველაფერი მის სურვილზე იყო დამოკიდებული.
ანაბელი შევიდა მასთან, თვალებიდან ნაკადულივით სცვიოდა ცრემლები. თვალები ჩაწითლებული და ჩაცვენილი ჰქონდა უჭმელობისგან და ნერვიულობისგან. საწოლთან მივიდა და გვერდით მიუწვა. თავი გულ მკერდზე დაადო და ცოტახანი გაისუსა, ტკბებოდა სასიამოვნო მელოდიის სმენით.
- გახსოვს რომ მეუბნებოდი, გამაგრდი ძლიერი უნდა იყოვო. და ჩემთან ერთად ყველაფერს გაუძლებო! გახსოს, რომ გწამდა, თვალებიდა კვლავ გამოვიხედავდი?! შენ ხომ პირობა მომეცი, რომ ყოველთვის ერთად ვიქნებოდით?! საკმარისად არ გყვარებივარ, არ გდომებია ჩემთან ერთად ბედნიერად ცხოვრების გატარება. ასე მარტივად ნებდები და მარტივ გზას ირჩევ. სიკვდილი ხომ ყველაზე ადვილი გამოსავალია. მაგრამ, მე რას მიშვები?! რატომ მაწამებ?! შენი სისუსტე და სიმხდალე მაგიჟებს. ელიზაბეტს ასე იმეტებ?! ის მოერია თავის ტკივილს და მოვიდა. შენ კიდე მის გამოც კი არ გამოფხიზლდი. უფრო გინდა, რომ გაანადგურო. - ისეთი შეცვლილი ხმით ესაუბრებოდა, თითქოს მის გამოწვევას ცდილობდა. თვალები დახუჭა და გაირინდა. დარწმუნებული იყო ესმოდა რადგან გულმა ორმაგად დაუწყო ძგერა. აპარატმაც ამცნო, გულის აჩქარება. მისი ხელის შეხება, რომ იგრძნო თავზე, ეგონა მოელანდა. მაგრამ, ტუჩები როდესაც შეეხო შუბლზე გააჟრჟოლა. ამ შეგრძნებას ყველა სხვისგან გაარჩევდა. საყვარელ მამაკაცს სუნთქვა შეკრული შესცქეროდა. ზღვისფერ თვალებში კი ჩაიძირა.
- ჩემო ალქაჯო.. - ძლივს ამოთქვა. პირი გამომშრალი, ტუჩები კი დამსკდარი ჰქონდა. ენის წვერი გადაიტარა, ამაზე კი ნერწყვი გადაყლაპა ანაბელმა, ეგონა მთელ პალატაში გაისმა ხმა. დამიანეს ამაზე კი შეძლებისგვარად გაეცინა. საყვარელ ბროწეულის გემოთი გაჟღენთილ ტუჩებს შეეხო ნელა და მომთხოვნად, გოგონამ კი სული განუტევა.
სწრაფად წამოდგა ფეხზე და გახარებული გარეთ გაიქცა. ყველას შეატყობინა ახალი ამბავი და ექიმებს უხმო. ელიზაბეტს სახე გაუცისკროვნდა. ღმერთს მადლობა შესწირა და იგრძნო მოზღვავებული ენერგია, თითქოს ახლიდან დაიბადა.
წამებში გაუქრნენ ხაზები, რომლებიც დიდ ტკივილს გამოხატავდნენ. ძველი ელიზაბეტი დაბრუნდა, გული სიხარულისაგან უცემდა.
ერთიანად გავრცელდა ბედნიერება, ენერგია, სიხარული და ყველაფერი განათდა. მალევე რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. ყველამ მოინახულა ელიზაბეტის გარდა. საღამოთი ყველა წასული, რომ დაიგულა მასთან შევიდა.
თავი დაბლა ჰქონდა დახრილი და თითებს ხლართავდა ერთმანეთში.
- მოდი ჩემთან. - ღიმილით ანიშნა მის გვერდით დაწოლილიყო. ისიც მივიდა და გვერდით მიუწვა. საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა. - როგორ უსაშველოდ მომენატრე ელიზაბეტ! - თავზე მიაკრო ტუჩები.
- მაპატიე მარტო, რომ დაგტოვე, ჩემი ბრალია ყველაფერი.. - ფსლუკუნებდა და თან სიტყვებს ძლივს უბავდა თავს.
- ჩშ ჩემო გოგო. შენი რა ბრალია?! დაღლილი მოვდიოდი სამსახურიდან მეც რული ვერ დავიმორჩილე და იმიტომ შევასკდი. მადლობელიც კი ვარ ეს რომ დამემართა. ეს რომ არა ალბათ არც დაბრუნდებოდი. - სევდიანად, თან ღიმილით ამოილაპარაკა. მიიღო კიდეც გვერდიდან იდაყვის დარტყმა. - ვაიჰ, მეტკინა გოგო! - კოპებ შეკრულმა დახედა.
- ეგ მეორედ ხუმრობითაც კი არ გაიმერო! უშენოდ ცოცხალ მკვდარი ვიქნებოდი!
- როგორ მიყვარხარ ნეტავ იცოდე. - სიყვარულით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა და შუბლზე აკოცა.
- მეც ძალიან მიყვარხარ. - თვალების ფახულით ახედა.
- ჩემმამდე ჭორი მოვიდა, რომ აქ თორნიკესთან ერთად მოხვედი. - ეშმაკური მზერით და წარბების თამაში უყურებდა. ლიზასაც ლოყები ბროწეულის ფრად აუფორაჯდა და სახე მის ყელში ჩამალა.
- მე.. ის.. მე.. - აბლუყუნდა.
- ჰო.. შენ.. ის.. მერე? - სიცილით ელაპარაკებოდა, თან მუცელზე ხელს იდებდა.
- ნუ ხარ დეგენერატი!
- ამოღერღე გელოდები მიდი.. - ენა გამოუყო.
- ის დამეხმარა ყველაფრის გადალახვაში.. - ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ხან იცინოდა დამიანე, ხან კი თვალებ დაჭყეტილი უყურებდა.
- გირჩებზე გააგზავნე და მერე გადააყრევინე?! - სიცილით სულს ძლივს ითქვამდა. - არადა ისეთი გრუბი სახე აქვს, ვერც კი წარმოვიდგენდი ვინმეს ჭკუაზე თუ ივლიდა.
- მე ვინმე არ ვარ რა! - სიცილით უთხრა.
- ნუ ხო, შენ ხომ მასზე შეყვარებული ქალი ხარ, ისიც ასევე.. რომეო და ჯულიეტა ხართ. - დაცინვას აგრძელებდა.
- თავი დამანებე რა! - ჯუჯღუნი დაიწყო და წასვლა დააპირა. მაგრამ, უფრო ძლიერად მიიხუტა.
- აღიარე, რომ გიყვარს..
- მე..
- როდიდან არ მეუბნები მე არაფერს?! - ნაწყენმა ამოილაპარაკა. - აღარ გელაპარაკები.
- კარგი ხო რა იყო. კი, ნამდვილად მიყვარს, სანამ ეს შემემთხვეოდა იქამდე.
- ვიცოდი.. ვიცოდი.. ისე უყურებდით ერთმანეთს. - გადაიხარხარა.
- იდიოტო წეღან ნაწყენივით მელაპარაკებოდი, გაიძვერა ხარ. - უჩქმიტა.
- გოგო რა მწარე ხელი გაქვს რა არის.
არაფერი აღარ უთქვამს, თავი დაადო და ერთად დაიძინეს.
მალე მოვიდა დამიანეს გაწერის დროც. ყველანი მასთან იმყოფებოდნენ. ტყუპები დათუნიით და ვარდებით ხელში დაადგნენ. ამაზე მიიღეს კიდეც ბევრი უწმაწური სიტყვა, ნუ ალბათ წარმოიდგენთ რა ამბავი ატყდებოდა იქ.
სახლში მისულებმა იქეიფეს, მამაპაპური სადღეგრძელოები წარმოსთქვეს და გვიან ღამით დაიშალნენ.

მაპატიეთ ამდენი ხანი, რომ გალოდინეთ..
კი ვიძახდი ბოლო თავი იქნებათქო, მაგრამ დროს და უმუზობის გამო ვერ დავწერე.
ეს არის რაც შევძელი, იმედია მოგეწონებათ..
ყვე;ანი მიყვარხართ ვინც კითხულობთ და მომყვებით.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვააუ უმაგრესი იყო ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი თამაკოო

თაკოთაკო
ვააუ უმაგრესი იყო ყოჩაღ

თუ მართლა მასე ფიქრობ მიხარია :*

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც იქნა დაგვიბრუნდი.კარგი იყო და ისე ნუ დაასრულებ ბოლოს ყველაფერი უცებ მოხდეს.გააგრძელე ეგრე
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
როგორც იქნა დაგვიბრუნდი.კარგი იყო და ისე ნუ დაასრულებ ბოლოს ყველაფერი უცებ მოხდეს.გააგრძელე ეგრე

ხო უცებ არ მოხდება heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent