შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვეველი გრძნობები


27-05-2017, 01:03
ავტორი tasiko
ნანახია 1 475

ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ სახელად ტასო, 25წლის. ტასო ჭავჭავაძეს მუდამ მხიარულს ენერგიულს.იდეებით სავსეს, წვეთებივით ,წვიმასავით ფერადს ცხოვრებამ სიურპრიზი მომიწყო და ჩემი დალაგებული ცხოვრება წვიმასავით დამაქცია თავს.ის მომენტი ახლაც ისე კარგად მახსოვს....სამსახურში ამიყვანეს რათქმაუნა აღელვებული და გახარებული ვიყავი.გასაუბრებაზე გიბარებთო.ემოციებით სავსეს ძლივს დამეძინა.
გასაუბრება ტრადიციული არ იყო თავიდანვე შევნიშნე ეს.მისულს ახალგაზრდა ძალიან გამხდარი ასე 30 32 წლის მამაკაცი დამხვდა საოცრად ლამაზი და მეტყველი თვალებით.იცით როგორი თვალები ქონდა ერთს ,რომ შემოგხედავდა და შენზე უკვე ყველაფერი რომ იცოდა.
_ტასო ხომ?
_კი ბატონო გიგი.ძლივს ვთქვი სიტყვა.ჩაეღიმა ესეც წამიერად.
_ტასო ჭამა გიყვარს?ვერ მივხვდი რა შუაში იყო სამსახურთან ჭამა უფრო ავიბენი.
_იცით დიეტაზე ვარ.რაც რეალურად იყო და მომადგა ენაზე ის ვთქვი ტყუილის საშუალებას არ მაძლევდა მისი თვალები და ასე დარჩა აქამდე.
-გადასარევია ჭამაში და ჭამაზე ფიქრში დროს არ დახარჯავ და იმუშავებ.მაშინვე მივხვდი,რომ შარში ვიყავი და ეს პირველი უცნაურობა არ იყო მისი მხრიდან.მხოლოდ ეს იყო ჩვენი გასაუბრება გამოცდების მერე მელოდა სამსახური და თავგადასავალიც თურმე.
პირველი დღე გაცნობაში გავიდა საკმაოდ კარგი კოლექტივი დამხვდა თუ არ ჩავთვლით თვით ბატონ გიორგის სულ უკმაყოფილო იყო სულ შენიშვნები ქონდა სულ ჩვენ გარშემო დადიოდა და მოითხოვდა მაქსიმალურს.ყველაში გაღიზიანებას იწვევდა მაგრამ არა ჩემთვის.დღემდე ვერ ავხსნი რატომ.ყველასთვის საძულველი ადამინი მე არ მძულდა.მახსოვს საიდან დაიწყო მისი ინტერესი ჩემდამი ერთ დღეს .მუსიკაზე ვსაუბრობდთ დამცინოდნენ თუ როგორ ვუსმენდი ასეთ მუსიკა მე კი თავ გამოდებით ვიცავდი ჩემთვის ასე ახლო ასე კარგ და ჩემი სიცოცხლია ელექსირს მუსიკა.ხო ასე თავგამოდებით ვიცავდი და ვამბობდი თქვენ რა გესმით იცი ვინ მღერის ამას იცი რას წარმოადგენს ეს მომღერალიი ტირილამდე ვიყავი მისული.მისმენდა ისე ყურადღებით არ ჩარეულა კამათში არც გაუჩერებივართ მისი თვალები ინტერესიანი გამჭოლი კმაყოფილი იყო.ღიმილი ტუჩის კუთხეში.ეს ამბავი არც მახსოვდა რომ არა ზარი ტელეფონზე არანაირი დაძახება გამოსვლა კაბინეტიდან
-ტასო კაბინეტში შემოდი გამცრა მეგონა რამე დავაშავე.კანკალით შევედი
გისმენთ ბატონო გიგი
-მუსიკა გიყვარს ხომ?!
-კიი.
-მართალია გემოვნება არ გივარგა მაგრამ ერთ სიმღერას მოგასმენინებ დაჯექი.მომეწონა ზუსტად ერთნაირი გემოვნება გვქონა ვინ გაცადა დატკბობა დაწყებული არც იყო სიმღერა გამითიშა
-რახან გცოდნიე ეს სიმღერა შეგიძლია წახვიდე ნუ უსაქმურობ.
ამით დაიწყო სულ ვგრძნობდი ,რომ ჩემს აზრს სიტყვას პატივს სცემდა სულ მიკვირდა და არა მარტო მე თუ რით დავისახურე ასეთი აზრი მისი.ყოველდღიურობად მექცა ვერ ვიტანდი სამსახურში მისულს ,რომ არ მხვდებოდა მისი იგნორი,უყურადღებობდა და მერე მოწერეილი სმს კარგად გამოიყურები ან თვალზე რა წაგითხაპნავს გიხდება.არავის გავდა დამეფიცება არაორდინალური ადამიანი ასეთი სერიოზული და ცანცარა ერთდროულად არ შემხვედრია.
იცით როდის მივხვდი რომ დამერხაა?!
ახალი წელი ახლოვდებოდა ქაოსი იყო სამსხურში ძლივს გვიან მოვიცალეთ ერთმანეთისთვის გოგოებმა სასაუბროთ
-ახალწელს სად შევხვდეთ?
-ჩემთან წამოდით ყველა ვიცინოდით ხმამარლა რადგან არავინ აღარ იყო ჩვებ გარდა ვხუმრობდით კარის გაღებამ გაგვაჩუმა განრისხებული სახე ქონდა
-რა ხდება აქ რა ცირკი მოაწყე
მე მიყურებს. ხო შენ შენი სიცილის ხმა ყველგან ისმის ეს სამსახურია თუ საგიჟეე?ვერაფერი ვერ ვუთხარი იცით რა დამემართა რაღაც ჩამწყდა მეწყინა წარმოუდგენლად მეწყინა ცრემს არ მივეცი გასაქანი ვუყურებდი თვალებში და მიხვდა დამეფიცება იმ მომენტშივე მიხვდა ზედმეტ სიტყვას ჩემს მიმართ.წავიდა და მიღალატა ცრემლმაც მისგან აწეული ხმა მეწყინა მიაგან უსამართლო ტონი მეწყინა.სხვისგან არც მეწყინებოდა ალბათ.ხმამაღლა ვქვითინებდი საპირფარეშოში.თვალები სულ ამოწითლდა ორმაგად მეტყობა სიწითლე ჩემი ღია ფერის თვალების გამო.საქმეს დავუბრუნდი მაგრამ ცრემლები არ მანებებდნენ თავს.კამერაში მიყურებბდა თურმე სამუშაო ადგილას კამერები გვაქვს. კიდევ მესმიმს კარის ხმა მომვარდა თავზე მაკოცა ბევრი და ისევ ისე უცებ უთქმელად გაქრა როგორც მოვიდა ეს იყო მისი ბოდიშიც და ისიც თუ როგორ წუხდა მე ეს მესმოდა მისი ისე მესმოდა რომგორც საკუთარი თავის.ამომიტრიალდა ყველაფერი ნუთუ მიყვარს ნუთუ...არ მინდოდა ასე იყოს მე და ის წარმოუდგენელი ერთად.
იგნორის პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში იცით იგნორი რა საშინელებაა მითუმეტეს როცა გინდა მოეხვიო და მის მზერას ისევე უპასუხო.
ერთ დღესაც კაბინეტში იბარებს თანამშრომელს და დიდ შეკვრა შოკოლადს ატანს სხვებისთვის ტასოს არ მისცეთ ჩემთან შემოვიდეს. შევდივარ სერიოზული სახით და ბევრ ძალიან ბევრ ჟელიბონს ვხედავ.-გინდა?-ნწ ვპასუხობ
ეცინება იცის ,რომ მინდა
-აიღე შენია, მინდოდა მე მომეცა.სითბოს გამოხატვის არაბანალური მეტოდები ქონდა არა პირდაპირ არა ჩახუტებით არ კარგისთქმით.საპირიპიროს მეუბნებოდა და ვხვდებოდი,რომ ის იყო მისი თბილი დამოკიდებულება ჩემს მიმართ.არ მიდიოდ იქ სადაც მე არ მივდიოდი.თანამშრომელი გვეპატიჟებოდა თავისთან საქეიფოდ.დამიბარა კაბიმეტში
-მოდიხარ ხომ?
-ვერ ვახერხებ გიგი
-მოდიხარ!
-არ მცალია დღეს სამწუხაროდ.-
გადი და აღარ დამელაპარაკო დღეს საერთოდ!
გამოვლასლასდი ვერ ვიტანდი მის გაბუტვას საღამოს ყველა წავიდა მე სახლში მივდიოდი მირეკავს
-გამოგივლი და მზად დამხვდი!
მაინც მოვიდა მაინც წამიყვანა გვერდით მომისვა და გამხიარულდა.დაგვცინოდნნ ბავშვები ძლივს გამხიარულდაო.ყველა გრძნობდა რომ რაღაც იყო მეგობრობაზე მეტი ჩვენ შორის მაგრამ ვერავინ ბედავდა თქმას.ერთს თანამშრომელს წამოსცდა რა ცოლივით ეჭვიანობოო გავოცდი ნუთუ ისე ვიქცევი და სააშკარაოდ გამომქონდა ჩემი გრძნობები.მტირალა ბავშვივით ვარ ამეტირა გაგიჟდა მეკითხებოდა რატომ ვტიროდი ვერ ვეტყოდი იმას რასაც ვგრძნობდი განვიცდიდი.1 წელი ასეგავლიეთ არცერტს არ განგვიხილავს ჩვენი ურთიერთობა.ბევრჯერ უთქვავს თუ რას ვნიშნავდი მისთვის თუ რამხელა პატივს მცემდა და ვუყვარდი მაგრამ ამს ისე ამბობდა მეგობრულად. ვატყობდი ჩემ თავსაც სულ მასზე მინდოდა საუბარი სულ მას ვეძებდი. კაბინეტში რომ იყო ვერ ვიტანდი.მთხოვდა მის სიახლოვეს გონება ორგანიზმი სულიც კი.
-ტასო შეგიძლია ჩემთან კაბინეტში შემოხვიდე?! გამიკვირდა მისი მხრიდან კითხვითი ფორმა, შევედი.არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას თითქოს უჭირდა ადგა უცებ მოდდი ჩემს სკამში ჩაჯექი სულ მეჩხუბებოდა მის სკამს თუ მივუახლოვდებოდი ფუმფულა საყვარელ სკამს.გულმა ცუდი მიგრძნო ვეღარ ვითმენდი.
-ტასო მივდივარ.სხვა სამსახური შემომთავაზეს ამ შანს ვერ გავუშვებ ეს ჩემთვის კარგია წინსვლა თავს იმართლებდა მიხსნიდა მაგრძნობინებდა რომ ჩემი დატოვება უჭირდა ბვრს ვნიშნავდი მისთვისაც ძნელი იყო წასვლა.მეე აღარაფერი მესმოდა გარდა მისი სიტყვებისა მივდივარ მიდის მიდის გაკიოდა ხმაა.
ავდექი ვიგრძენი სისხლმა ისევ დაიწყო დინება.
-გილოცავ მიხარია კარგი ამბავია არ ავრნიშნოთ გავუცუნე.ორივემ ვიცოდით ჩემი ღიმილის არსი.ირივე ვგრძნობდით სიტუაციის სიმძიმეს.ერთად გავედით კაბინეტიდან და განცხადება გააკეთა სხვებისთვის წასვლასთან დაკავშირებით ბოლოს ძალიანნ ჩუმად დაყოლა სამსხურის ადგილმდებარეობა სხვა ქალაქში თვალს არ მაშორებდა რეაქციას იჭერდა ჩემსას.მე ღიმილის მეტი არაფერი შემეძლო გაყინული ვიყავი.სიტყვა აღარ მითქვამს მისთვია .ხვდებოდა თვითონაც რომ არ დამკონტაქტებოდა იცინოდა ხალისობდა ბრაზობდა სხვებთან .ცდილობდა ჩავერთე საუბარში ჩემთვის აკეთებდა ამ ყველაფერს მასაც უჭირდა ჩემსავით ვგრძნობდი მაგრამ არ შემეძლო სიტყვის თქმა პატარა ბავშვივით ვიბუტებოდი.ვხვდებოდი რომ ვერ დავაკავებდი არც მქონდა უფლება მისი წინსვლისთვის ხელი შემეშალა. მაგრამ არ შემეძლო გესმით არ შემეძლო იუმისობა
მისი დაწინაურების აღნიშვნა გასდაწყვიტეს თან გამოსამშვიდობებელი საღამოც იქნებოდა არ მინდოდა წასვლა მაგრამ წავედი ვერ დავუშვებდი მის უნახავობას.ჩემთვის წყნარად ვიჯექი მომიახლოვდა
-ხმას როდის გამცემ ტასო?
-გესაუბრები გიორგი.არც მიმიხედავს ისე ვუპასუხე
-მიბრაზდები ამის დედას რომ შევ....ი მითხარი რა ვქნა,არ წავიდე უარი ვთქვა?ხომ იცი ამას ვერ ვიზავ ყველა იქ მყავს სამსახურს რომ თავი დავანებოთ მშობლები,მეგობრები როდისმე ხომ მაინც მმომიწევდა წავსულიყავი ტასო?!
-მესმის გიგი გავუღიმე თვლებში შევხედე "ჩემს" დიდ ლამას თვალებში.აუცილებლად უნდა წახვიდე.

იცოდით წვიმა ფერადი რომ იყო?!კიკი ფერადი ყოველი წვეთს განსხვავებული ფერი აქვს.ჩემთვის წვიმას სევდის ფერი აქვს.სევდა?!სევდას ნოსტალგიის ფერი და ნოსტალგის წარსულის ფერი.არა არ გეგონოთ დეპრესიას მივეცი ან მისი წინსვლა არ მიხაროდა არა და არაა!მე უიმისობა მაშინებდა შიში რომ მე და ის ვიქნებოდით წარსული.წავიდა და იმხელა სიცარიელა დამიტოვა ვეძებდი სულ ვეძებდი სხეულის რაღაც ნაწილი მეკლდა მირეკავდა მომიკითხავდა მაგრამ არ მყოფნიდა ვაცნობიერებდი რომ ისე აღარ იქნებოდა როგორც იყოო.გადიოდა დრო და თითქოს ორივე დავწყნარდით.ისევ ტელეფონის ხმა და ისევ მისი ხმა
-ტასო შენ სახლთან ვარ გამოდი და გამითიშა.მეგონა მეხუმრებოდა სხვა ქალაქიდან ჩემ სანახავად ჩამოსვლამ გამაკვირვა მაგრამ ასეთ ტემაზე არ იხუმრებდა გავედიი არა გავვარდიი მანქანასთან იდგა გაღიმებული ჯინსის შარვალი და ფართხუნა მაიკა ეცვა ისევ ისეთი გამხდარი მოკლედ შეწრილ თმაზე ნერვიულად ისვამდა ხელს და ისევ ისეთი გრძელი თითები სიგარეტი რომ ეჭირა და ეწეოდა.დამინახა ხელები გაშალა და ჩამეხუტა თბილმა ტალღა დამიარა მისეული სურნელი ისევ ჩავისუნთქე
- ჩაჯექი
რობოტივით ვაკეთებდი ყველაფერს.მონატრება მთელ უჯრედში მქონადა გამჯდარი არ მყოფნიდა.მივდიოდიით უბრალოდ მივდიოდით ფერად წვიმაში.გააჩერა მანქანა და მოტრიალდა ჩემსკენ
მიყურებდა არც მომრნტრე არც როგორ ხარ.
-მაკოცე! მიყურებდა ჩემს რეაქციას ჩემს ნაბიჯს ელოდა პირველ ნაბიჯს ჩემგან ელოდა ლოყაზე ვაკოცე ვერ გავბედე გამბედაობამ მიღალატა .გაეცინა სევდიანად ჩამეხუტა ამ ჩახუტებით მაგრძნობინა მონატრება.-წავიდეთ.სახლში მოსულს ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა.
-თაკო მჭირდები დავურეკე ჩემს მეგობარს ასრუტუნებულმა.მინდოდა ამდენი ემოცია მომეყოლა ადამიანისთვის ვინც დამეხმარებოდა რეალობის აღქმაში მეტყოდა ტასოო შენ გგონია რომ უყვარხარ ან პირიქით ტასო შენ მას უყვარხარ.
-სახლში ვარ მოდი.ვტიროდი ხმას არ მცემდა არა იმიტომ რომ ვერ გაიაზრა არა -რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო მე სულ შენს გვერდით ვიქნები ფაქტია მოწონხარ ფაქტია ისიც იგივეე გრძნობს მაგრამ დაელოდე რას მოიმოქმედებს.შემდეგ იყო გაუცხოება იმის მხრიდან თავის არიდება ჩემთან საუბრისგან ასე გავიდა 3თვე.
საერთო მეგობართან შევხვდით რანდენიმე თვის შემდეგ ყველა ჩვეულებრივ გადაკოცნა მოიკითხა. დამინახა თვალები აენთო ასეთი ცვლიება სხვასაც არ გამოპარვია ღიმილი გაუკრთა და ჩამეხუტა დიდხანს არ მიშვებდა ბოლოს ალბათ გაახსენდა სად ვიყავით გვიყურებდნენ და იძულებული იყო გავეშვი.გავიხსენეთ ძველი დრო ვიხალისეთ არ ვიმჩნევდი მის მზერას ყურადღებას.ვეღარ მოითმინა -გავისეირნოთ!მოვიდა ხელი ჩამკიდა წამიყვანა.- მე შენთვის საჩუქარი მაქვს დაიწყო თვალები დახუჭე დავხუჭე რბილი ბაგის შეხება ვიგრძენი გამაკანკალა -მომენატრე!ასეთ დასასრულს ვერც წარმოვიდგენდი მაგრამ ორივე ვიცოდით რომ ეს დასასრული იყო რომ ამით ვასრულებდით.პირველს ჩემ ცხოვრებაში პირველ გრძნობას ,განცდას ,სიხარულს ტოლვას ვასრულებდი. ამით მოვრჩით გაურკვევლს ,ამით დავასრულეთ 2 წლიანი გაურკვეველი გრძნობები.


დასასრული.
მოგესალმებით ბავშვებო ბედნიერი ვარ,რომ გავბედე ამდენი წლის შემდეგ დამდა გამომექვეყნებინა.ვიცი ბევრ შეცდომას მიპოვით თან მობილურით ავტვირთე .გამაკრიტიკებთ მაგრამ მზად ვარ.არ ვიცი რა გამოვიდა მინდოდა ზუსტად გადმომეცა ის განცდები ემოციები რაც იყო არ მინდოდა ბანალური და თავის მომაბეზრებელი გამომსვლოდა .მაგრამ რეალური ისტორიაა.დამეთანხმებით რეალორი ისტორიის გადმოცემა უფრო რთულია.გინდა ყველაფერი დაწერო გინდა რეალური გრძნობა და ემოცია გადმოსცე.შემიფასეთ და სულ ნუ გამასწორებთ მიწასთან :))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent