ამ ცხოვრებამ, სულ ოც წელში დამაბერა,
ამ ცხოვრებამ, სულ ოც წელში დამაბერა, ახალგაზრდა ვატყობ მხოლოდ ასაკით ვარ. შავად მოსჩანს ყველაფერი, რადგან ფერადს, ვერ აღიქვამს თვალი ჩემდა გასაკვირად. იქნებ წასვლა აჯობებდა ამდენ ლოდინს, რაც ზემოთ ვარ, დღენიადაგ მასაც ფლავენ. ამ ოც წელში, ალბათ უკვე ასჯერ მოვკვდი, ახლაც მიწას ვთხრი და ჩემს გულს ვასაფლავებ. ყველაფერი მე დამბრალდა, მწყევლა მასამ, დავიშალე, არ ვვარგივარ ასაკინძად. თითო ტყვია დამაჭედა, ყველა წასვლამ, თუმც არ ვკვდები, მაინც ჩემდა გასაკვირად. რაც ვიყავი, მე ის უკვე აღარავარ, მე ამ შეცვლას, გარდაცვლასაც დავარქმევდი. ჯერ არ ვამჩნევ, თმაში ერთ ღერ ჭაღარასაც, მაგრამ მალე, ცაში ღრუბლად ავვარდები. ხელს დაგიქნევთ მეგობრებო და ვიტყვი, რომ მენატრებით მკვდარსაც კი კვლავ, გასაკვირად. ეგ ცრემლები მოიწმინდეთ, არ იტიროთ, მოვკვდი მაგრამ, ახალგაზრდის ასაკის ვარ. "თაიელ თოდუა" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.