შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონი ( ჩრდლების თამაში) თავი 2 + თავი 3


27-05-2017, 22:00
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 1 699

თავი 2

ვიგრძენი როგორ მომიჯდა გვერდით ვიღაც და თვალები გავახილე, ჯერ მის ტატუებით გადაჭედილ მხარს მოვკარი თვალი შემდეგ კი სახეს...
ზეინ მალიკი იყო....
-იცი რომ ეს ჩემი ადგილია, პატარავ?-ჩაიღიმა და ტუჩზე იკბინა, თვალები გამიფართოვდა, ყურსასმენები სწრაფად მოვიხსენი და მას მივაჩერდი.
-კითხვა ვერ გაიგე, პატარავ?-დამცინავად შემომხედა. თავიდან ფეხებამდე მამთვალიერა, ჯიბეში ხელი ჩაიყო და სიგარეტის კოლოფი ამოიღო. ხმა არ ამომიღია, მან სიგარეტს მოუკიდა და გვერდით მომიჯდა.
-სიგარეტს არ ეწევი?-მკითხა ღიმილით და კოლოფი გამომიწოდა
-არ ვეწევი!-მხრები აიჩეჩა და კოლოფი კვლავ ჯიბეში ჩაიდო-ზედმეტად კეთილშობილი ჩანხარ!
-უკაცრავად?-გაოცებით ვიკითხე და მისკენ მივტრიალდი
-ზედმეტად კეთილშობილი ჩანხარ… პატარავ!-ჩაიღიმა და მზერა ჩემს მკერდზე შეაჩერა-აქ არ უნდა ჩამოსულიყავი.
-ჯერ ერთი მე შენი პატარა ნამდვილად არ ვარ! მერე მეორე შენი საქმე არაა აქ რატომ ჩამოვედი!-ჩავისისინე და წამოვდექი, გავიგონე როგორც ჩაიფხუკუნა.
-დარწმუნებული ხარ?-ჩაიღიმა და ისიც წამოდგა, წამებში კი ჩემს წინ აისვეტა. რატომ ველაპარკები? მან ხომ შეიძლება ერთი სიტყვის გამოც მომკლას! აჰ, ხო, გამახსენდა მე ხომ მოსიარულე მაგნიტი ვარ და ყველაფერ ცუდს ვიზიდავ!
-დარწმუნებული? რაში?-დაბნეულმა შევხედე
-რომ ჩემი არ ხარ.-სახე მომიახლოვა და სიტყვები ყურთან დაიჩურჩულა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და უკან დავიხიე.
-ამ ქალაქში თითეული ადამიანი მე მეკუთვნის, ე-ლ-ი-ს-ო-ნ!-ჩემი სახელი დამარცვლით წარმოთქვა.
-მაგრამ არა მე!-ძალით გავუღიმე, ზურგი ვაქციე და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე საერთო საცხოვრებლისკენ. შიში მთელს სხეულში აღწევდა და პანიკა თითეულ უჯედს იკავებდა.
"ამ ქალაქში თითეული ადამიანი მე მეკუთვნის"-მისი ხმა თავიდან არ ამომდიოდა, თითეულ წამს მეგონა რომ როცა უკან მივიხედავდი უკან მომყვებოდა. განა ამ ბიჭის გამო ჩემს ოცნებაზე და ახალ ცხოვრებაზე უარი უნდა მეთქვა? მაღაზიისკენ წავედი და რათქმაუნდა კვლავ თვალი მოვკარი პოლიციელებს რომლებსაც ავტომატები ეჭირათ, ეს მართლაც რომ ზედმეტი იყო!
"ეს მაფიის დედაქალქია","ზეინი პოლიციასაც აკონტროლებს"-მარიას და ზაკის სიტყვებიც კი ერთმანეთში ირეოდა, შევჩერდი და უკან მივიხედე.
-გადავრჩი!-ამოვიჩურჩულე და გულზე მომეშვა, ზეინი უკან არ მომყვებოდა.
-რისგან?-ნაცნობი ხმა მომესმა და ადგვილზე შიშისგან შევხტი
-გაუბერე?-შევუღრინე როცა მისი სიცილნარევი სახე დავინახე-შემაშინე!
-კი მაგრამ რატომ?-გაეცინა ზაკს
-უნდა მიშველო, როგორმე ამ ქალაქიდან უნდა წავიდე!-სწრაფად გადავწყვიტე,არ შემეძლო ქუჩაში მევლო და ყოველ წამს მეფიქრა რომ უკან ვიღაც მომდევდა!
-რატომ? შენ ხომ თქვი რომ არ წახვიდოდი!-წარბი აწია და გამომცდელად შემომხედა
-მე...მე... გადავიფიქრე!-ვთქვი მაგრამ ჩემს სიტყვებს სიმტკიცე აკლდა, ზაკი თვალებში ჩამაშტერდა ,მე კი განზე გავიხედე.
-რა მოხდა?-დაბნეულმა და ამავდრიულად შეშინეულმა შემომხედა.
-მისი გულგრილობა მაოცებს! ხალხს ისე აღიქვამს თითქოს მისი საუკთრება იყოს!-კბილებში გამოვცერი
-ვინ?-მის სახეზე უფრო დიდი შიში გამოისახა, იმაზე დიდი შიში ვიდრე წაკითხვა შემეძლო.
-ზეინი!-ამ სახელის ხსენება და რამდენიმე პოლიციელის მზერის გამოპარება ჩემსკენ ერთი იყო, ზაკს კი თვალები გაუფართოვდა, შემდეგ სწრაფად ჩამავლო ხელი მკლავში და მაღაზიაში შემიყვანა.
-გაგიჟდი? მას ელაპარაკე? ხვდები რომ საფრთხე გემუქრება?-ჩურჩულით მიყვიროდა
-შემთხვევით შევხვდი....-ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი და ტელეფონი შარვლის ჯიბიდან ამოვიღე.
"საერთო საცხოვრებელში არ მოხვიდე.აქ ზეინია!"-მარიას მესიჯი იყო.
მესიჯის წაკითხვისთანავე კანკალმა ამიტანა, ზაკმა ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და მესიჯის წაკითხვისთანავე სახე გაუთეთრდა, ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა.
-რა ვქნა?-იმედიანი მზერა ვესროლე
-ახლავე, ამ ქალაქიდან მიდიხარ!-მითხრა და ხელი ჩამკიდა, მაღაზიიდან გამოვედით. ზაკმა ტაქსი დაიჭირა. გზად აეროპორტისკენ არცერთი არ ვიღებდით ხმას და დაძაბულები მივშტერებოდით ერთმანეთს.
-საბუთები გაქვს ?-მკითხა როცა ტაქსიდან გადმოვედით და ფული გადავიხადეთ, თავი დავუქნიე, ჯიბეში მუდამ მედო პატარა საფულე, რომელშიც ფული და საბუთები მედო. სალაროსთან მივედი და ოპერატორმაც მოსალმების შემდეგ მკითხა ჩემი სახელი და გვარი.
-ელისონ კუპერი!-ნერვიულად გავუღიმე
-ერთი წუთით!-გამიღიმა და კომპიუტერზე რაღაც აკრიფა-თქვენი საბუთები თუ შეიძლება!-წრიპინა ხმაში ნერვიული ტონი გაერია, საბუთები მივაწოდე.
-ეს ყველაფერია? მართვის მოწმობა არ აკლია?-ინტერესით მკითხა, თვალებგაფართოებულმა შევხედე, მაგრამ მართვის მოწმობა მაინც მივაწოდე,"ყველ საბუთია?"-გონებაში მისი ხმა განმეორდა, უკვე ყველაფერს ნერვიულად და შიშით ვუყურებდი, არ ზაკი აკლებდა ნერვიულობას.
-დაცვა!-დაიყვირა უეცრად ოპერატორმა. შიშისგან თვალები გამიფართოვდა, სანამ გაქცევას ან რამის გაკეთებას მოვასწრებდი, ორმა კაცმა ხელი მომკიდა და რაღაც კარისკენ წამათრია, ყვირილი დავიწყე მაგრამ მათ თითქოს ჩემი არ ესმოდათ. სანამ ოთახში შემათრევდენ ნათლად დავინახე ზაკის დანაღვლიანებული სახე, მას უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, კარი დაიხურა და ზურგს უკან ტაშის ხმა გაისმა....
მთელს სხეულში უკვე მეორედ დამიარა შიშმა და პანიკამ, ნელა მივტრილადი, გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. პანიკა მეწყებოდა, ის კი ტაშის დაკვრას განაგრძობდა, ნელა მივტრიალდი მისკენ. მეგონა კვლავაც ზეინი იყო თუმცა იქ სულ სხვა ბიჭი დამხვდა.
ქერა, ცისფერთვალება. მასაც ზეინისავით მთელი ხელები ტატუებით ჰქონდა გადაჭედილი.
-ესეც ასე, პირველი გოგო რომელმაც ქალქიდან წასვლა გადაწყვიტა!-ჩაიცინა ქერამ და შემათვალიერა, შემდეგ კი ჩემთან ახლოს მოვიდა თვალებში ჩამაშტერდა.
-იცი შენნაირებს რას ვუშვრებით?-ჩაიღიმა და წრეზე შემომიარა, რომ უკეთ შევეთვალიერებინე.
-რას?-შეშინებულმა შევხედე, შემდგომ კი მის მზერას ვერ გავუძელი და გვერდზე გავიხედე. უბრალო კაბინეტში ვიყავით :მაგიდა, კედელზე სურათები, რამდენიმე სკამი და დივანი.
-ვკლავთ!-ჩაისისინა და ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი ცივი ლულა შუბლზე ვიგრძენი, როდის მოასწრო იარაღის ამოღება? თვალები შიშისგან დამეხუჭა, უკან დავიხიე და კარს ავეკარი. ცრემლები "ავტომატურად" მომდიოდა.
-მაგრამ სამწუხაროა რომ შენი მოკვლის უფლება არ მაქვს!-მხრები აიჩეჩა და იარაღი კვლავ ჯიბეში ჩააბურუნა. თვალები გავახილე და გაოცებულმა შევხედე.
-რას მიყურებ?-გაეცინა-გგონია პალერმოს უნივერსტეტში ტყვილად მოხვდი?ზეინს ადრე ლონდონში ჰყავდი ნანახი და მოეწონე, ყველაფერი ჩააწყო და ახლა შენ აქ ხარ!
კარებს ვიყავი აკრული, ემოციები ერთმანეთში ირეოდა, უკვე და მეგონა ემოციები გულს გაგლეჯდა...
-დაჯექი!-დივნისკენ მიმანიშნა. გაუაზრებლად გადავდგი რამდენიმე ნაბიჭი და დივანზე ჩამივჯექი, რობოტივით ვიქეცეოდი. მეგონა თითეული ემოცია როომელსაც იმ წამს ვგრძნობდი შუაზე გამგლეჯდა.
-კარგად ხარ?-ჩაიცინა-წყალი ხომ არ გინდა?
თავი გავაქნიე და თვალები დავხუჭე.
-ცნობისთვის, მე ნაილი მქვია!-კვლავ თავი დავუქნიე და მისი ჩაცინება გავიგონე.
-მგონი ჯობია კიდევ ერთხელ დაგიმიზნო იარაღი რომ გამოფხიზლდე!
-არა!-წამოვიკივლე და თვალები გავახილე.
-მოკლედ 10 წუთში ზეინი უკვე აქ იქნება! ასე რომ მე უნდა წავიდე!-მითხრა და გამიღიმა , კარისკენ წავიდა და გამოაღო.
-და სასიამოვნოა ზეინის გოგოს გაცნობა, ელისონ!-თვალი ჩამიკრა და კარები მოხურა
-რაა?-დაბნეულმა ჩემს თავს ვკითხე. გავიგონე როგორ გადატრიალდა გასაღები, კართან მივედი და სახელური ჩამოვწიე, წარბი ავწიე როცა გავაცნობიერე რომ კარი დაკეტილი იყო და ოთახიდან ვერ გამოვიდოდი. მხოლოდ ერთი რამ შემეძლო, დავლოდებოდი ზეინს.
თავი 3
ოთახში ბოლთას ვცემდი, აზრები მეფანტებოდა, სული მეხუთებოდა…
კარის გაღება და გაქცევა მინდოდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. კარს ტყვილუბრალოდ ვეჯაჯგურებოდი, გასაქცევი არსად იყო. პანიკა მეწყებოდა და არამარტო პანიკა, მთელს სხეულში უსიამოვნო გრძნობა ისადგურებდა. ასთმის შეტევა მეწყებოდა, ინგალატორი ყოველთვის ჯიბეში მედო. სწრაფად ამოვიღე, ხელები ამიკანკალდა და როცა გავიგე როგორ გაიღო კარები და ინგალატორი ხელიდან გამივარდა, ყველაფერი ბინდმა მოიცვა და ფეხებში მიწა გამომეცალა. მეგონა იატაკზე დავვარდებოდი მაგრამ ძლიერმა ხელებმა უფლება არ მომცა იატაკს ჩავხუტებოდი. ვცდილობდი მესუნთქა მაგრამ არ შემეძლო, თვალები მეხუჭებოდა და პირს ჰაერის ჩასასუნთქად თევზივით ვაღებდი. ზეინმა ინგალატორი მომაწოდა, ღილაკს თითი სწრაფად დავაჭირე და წამალი შევისუნთქე,მან ხელში ამიყვანა და დივაზე დამსვა. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე, ყოველთვის შეტევის შემდეგ მიხაროდა რომ სუნთქვა შემეძლო.
-კარგად ხარ?-მზრუნველი ხმით მკითხა, მისი წელზე შემოხვეული ხელები სწარაფად მოვიშორე.
-ძალიან გაინტერესებს?-უხეშად ვკითხე და თვალი ავარიდე, მეგონა რომ თუ თვალებში შევხედავდი წამებში დავკარგავდი საღ აზროვნებას.
-მართალი ხარ არ უნდა მაინტერესებდეს!-მანაც უხეშად მიპასუხა და წამოდგა, მას გავხედე.
-არ ვიცოდი ასთმა თუ გქონდა-უხერხულად გამიღიმა, გაოცებულმა შევხედე. ასე მეგონა რომ ნიღაბს ირგებდა და ისე მელაპარაკებოდა.
-შენ ბევრი რამ არ იცი ჩემზე!-კბილებში გამოვცერი და წამოვდექი, კარისკენ წავედი, მინდოდა კარი გამეღო და გარეთ გავსულიყავი, მაგრამ ზეინმა მაჯაში უხეშად ჩამავლო ხელი და მისკენ მიმატრიალა.
-ნუ მეუხეშები, შენ არ იცი რისი გაკეთება შემიძლია!-კბილებში გამოსცრა და თვალი თვალში გამიყარა
-ხელი გამიშვი.-ნელა მაგრამ გასაგონად ვთქვი-ახლავე!
ზეინი თვალებში ჩამშტერებოდა, ხელს კი განძრახ არ მიშვებდა, იღიმოდა, იღიმოდა....
-ხელი გამიშვითქო!-კვლავ გავიმეორე და მისგან თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ მან მეორე ხელიც მის ერთ ხელში მოიქცია, მისი მეორე ხელი კი ლოყაზე მომადო და ეშმაკურად ჩაიღიმა.
-ცეცხლს ეთამაშები, ელისონ !
-ცეცხლს არა, შენ გეთამაშები!-ძალით გავუღიმე და კვლავაც თავის დაღწევა ვცადე
-ჩემთან თამაშს ერიდე, შეიძლება საკუთარი სიცოცხლე წააგო და ცეცლში დაიწვა!-თვალი ჩამიკრა და ხელი სწრაფად გამიშვა.
-შეგიძლია წახვიდე!
-ნაილმა თქვა რომ ადრე ლონდონში მნახე!-ამოვიჩურჩულე, დავინახე როგორ დაეჭიმა ძარღები და ხელები დამუშტა.
-იმედი მაქვს ვერასდროს გაიხსენებ ჩვენს შეხვედრას!-კბილებში გამოსცრა და განზე გაიხედა.
-წადი, ხვალ გნახავ!-მკაცრი ხმით მითხრა და კარისკენ მიმითია-ზაკი გელოდება!
-როგორც იტყვით მისტერ მალიკ!-კბილებში გამოვცერი და რევერანსი გავაკეთე, მის სახეზე გაოცება ამოვიკითხე და ჩავიღიმე. კარი გამოვაღე და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი, აეროპორტისთვის თვალი მოვლება ვერ მოვასწარი,წამებში კი ორი ადამიანი მომვარდა და ისე ჩამეხუტა რომ მეგონა ძვლებში გადამამტვრევდნენ.
-ჰეი,დაწყნარდით!-გამეცინა.
-ღმერთო მეგონა ყოველ წუთს გასროლის ხმას გავიგებდი!-წამოიყვირა მარიამ და უფრო ჩამეხუტა.
-მეც ასე მეგონა!-დაამატა ზაკმა და ისიც ჩამეხუტა.
-კარგად ვარ ხალხო! არ მოვმკვდარვარ ჯერ!-გამეცინა და მეც ჩავეხუტე, მაგრამ წამებში გავუშვი ხელი როცა ხალხის უცნაური მზერა შევამჩნიე.
-ასე რატომ მიყურებენ?-დაბნეულმა ამოვილაპარაკე.
-იმიტომ რომ იმ ოთახიდან ცოცხალი არავინ გამოსულა, მხოლოდ გვამი გამოჰქონდათ!-მხრების ჩეჩვით თქვა ზაკმა და წამებში გაანალიზა რამდენად უცხოდ ჟღერდა ეს ჩემთვის. ისინი აქ იზრდებოდნენ და მათთვის ეს უბრალო ამბავი იყო, მაგრამ არა ჩემთვის.
-წავიდეთ აქედან!-გამიღიმა მარიამ და ზაკს შეუბღვირა.
დაბნეული მივყვებოდი ჩემს მეგობრებს. სიტყვებს ვიაზრებდი რომელიც უნებურად ვუთხარი ზეინს, მხოლოდ ახლა ვაცნობიერებდი რომ მართლა საფრთხეში ვიყავი, უეცრად ყველაფერი ბინდმა მოიცვა და მოგონებები ამოტივტივდა
*Falshback
-შენ ახლა სკოლაში უნდა იყო!-ჩაიცინა ამანდამ როცა მაღაზიაში შევედი და მის წინ დავდექი, გამომცდელი მზერა მესროლა.
-სკოლა მოიცდის!-მეც გამეცინა-თან არასდროს მყოლია დაბალი ნიშნები და არასდროს გამიცდენია!
-რა გინდა?-გაეღიმა, ის ჩემი ერთადერი მეგობარი იყო ლონდონში.
-ამანდა, ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ? ხომ იცი რომ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ?
-ვიცი,ვიცი!კანფეტები ისე აიღე რომ კამერა არ დაგინახო, მივარტიალებ სხვა მხარეს!-გაეცინა
-მადლობა!-წამოვიკივლე და ლოყაზე ვაკოცე, შემდეგ კი ტკბილეულობის სექციისკენ გავიქეცი.დაახლოებით 5 წუთი დამჭირდა რომ ჯიბეები კანფეტებით გამომტენა. უეცრად მაღაზიის კარი გაიღო და დავინახე როგორ შემოვიდა 3 ბიჭი, ერთს ქერა თმა ჰქონდა და ცისფერი თვალები უელავდა, მეორეს შავი კულულები და მწვანე თვალები ჰქონდა, მესამეს კი კარამელისფერ თვალები და შავი თმები.
-მაღაზიაში ვინეა?-დაიყვირა კარამელისფერთვალებამ და ამანდას იარაღი დაუმიზნა, შიშისგან პირზე ხელი ავიფარე.
-არა,ჩემსგარდა არავინაა!-თქვა თუ არა ბიჭებმა მაღზიას თვალი მოავლეს, სწრაფად ამოვეფარე ერთერთ დახლს.
-შეამოწმე!-კვლავაც მკაცრი ხმა გაისმა. დახლთან ჩავიკეცე, პირზე ხელი ავიფარე რომ შიშისგან არ მეკივლა, გული გამალებით მიცემდა როცა ნაბიჯების ხმა ახლოს გავიგონე.
-რა გინდათ ჩემგან?-წამოილუღლუღა ამანდამ
-შენგან არაფერი, შენმა პატრონმა საქმე ჩააგდო, ამიოტომ მოგიწევს შენ აგო პასუხი!
ვიღაც მიახლოვდებოდა, შიშისგან ვკანკალბდი… უეცრად მისი მწვანე თვალები ჩემსას შეეჩეხა და გაოცებულმა ხან მე გამომხედა ხან ბიჭების მხარეს გაიხედა.
-არის კიდევ ვინმე, ჰარი?-იკითხა კვლავაც ხმამ, ბიჭმა გამჭოლი მზერა მესროლა. ლოყები ცრემლებით მქონდა დანამული.
-აქ არავინ არის!-თქვა მწვანეთვალებამ.
-აბა რას უყურებ მანდ?-გაიცინა რომელიღაცამ
-ჩიპსებს!-ჩაიცინა მწვანეთვალებამ მაგრამ სახე დაუსერიოზულდა როცა ჯერ ამანდას წამოკივლება, ხოლო მერე კი მეორე გასროლის ხმა გაისმა. მწვანეთვალებამ ნაღვლიანად გამიღიმა, ჩემს უკანა ვიტრინიდან ჩიპსები აიღო და ბიჭებისკენ წავიდა. კიდევ რამდენიმეჯერ გაისმა გასროლის ხმა, შემდეგ კი ყველაფერი მიყუჩდა და ბიჭებიც წავიდნენ, თავი მუხლებში ჩავრგე.
მწვანეთვალებამ გადამრჩინა… ის ჩემი მწვანეთვალება ანგელოზი იყო...
*End Of Falshback
კედელს მივშტერებივარ და წარსულს ვიხსენებ, ვიხსენებ ნაილს, ზეინს და ჰარის....ზეინმა ამანდა მოკლა!ზეინმა ჩემს ერთადერთ მეგობარს მოუსწრაფა სიცოცხლე.
-ელა კარგად ხარ?-დაბნეულმა შემომხედა მარიამ, თავი დავუქნიე.
-შეგიძლიათ მარტო დამტოვოთ?-ჩურჩულით ვიკითხე, თავი დამიქნიეს და ოთახიდან გავიდნენ. უკვე 2 საათია რაც უემოციოდ ვზივარ და კედელს მივშტერებივარ, ეს ყველაზე საშინელი მოგონება იყო ჩემს ცხოვრებაში ამიტომაც დავივიწყე, მაგრამ მოგონებების სამუდამოდ დავიწყება რთული ყოფილა......
ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ.ზეინმა ჩემი მეგობარი მოკლა.



№1 სტუმარი Guest nutsa-mariam darbaidze

კაია გააგრძელე
<3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან გთხოვ ბანალური სასიყვარულო სამკუთხედი არ იყოს რა.... სახელებს თუ არ ჩავთვლი ყველაფერი მაგარია...

 


№3 სტუმარი Guest ანი

აუუუუუუუუ მაგარია

 


№4 სტუმარი Guest მიკა

კარგია, მაგრამ წინა თავშიც ავღნიშნე რო ყველა ზეინ მაიკზე და მის მეგობრებზე წერთ

 


№5  offline წევრი Cruella-De-Vill

Guest მიკა
კარგია, მაგრამ წინა თავშიც ავღნიშნე რო ყველა ზეინ მაიკზე და მის მეგობრებზე წერთ

ვიმეორებ ხუთიწლის წინანდელი ნაწრერია და უბრალოდ ვარედაქტირებ, ხოლო რაც შეეხება სახლებს მემგონი დიდ მნიშველობას არ უნდა ანიჭებდეთ. შეუძლებელია ერთიდაიგივე სახელის მქონე პერსონაჟებისხვადასხვა მოთხრობაში ერთმანეთს გავდნენ, იმიტომ რომ ყველა ავტორი სხვადასხვანაირად წერს და სხვადასხვანაირად აღიქვამს პერსონაჟებს. გავს რომელიმეს?

 


№6  offline წევრი მოცინარი

მეჩვენება თუ ეს ბიჭები (ნაილი, ჰარი, ზეინი) one direction-დან არიან?!?!?!

 


№7  offline წევრი Cruella-De-Vill

გოგონა შავი თვალებით
მეჩვენება თუ ეს ბიჭები (ნაილი, ჰარი, ზეინი) one direction-დან არიან?!?!?!

არ გეჩვენება laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent