შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონი ( ჩრდილების თამაში ) თავი 1


26-05-2017, 21:59
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 1 889

Demon( Game Of The Shadows)
დემონი ( ჩრდილების თამაში)

პროლოგი

პალერმო - მაფიის დედაქალაქი, ქალაქი სადაც წესებს და კანონებს მაფია ქმნის, ქალაქი სადაც პოლიციაც კი მაფიას ემორჩილება, ქალაქი რომელსაც მაფიური დაჯგუფებები და კლანები მართავს, ქალაქი რომელშიც დაცული ვერასდროს იქნები თუ მაფიურ დაჯგუფებას არ მიეკუთვნები და მაინც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ქალქი, აქ მხოლოდ ერთი კანონი არსებობ… შენ ემორჩილები მაფიას!
გასაქცევი არსადაა, მაფია ყოველთვის ირჩევს მის მსხვერპლს და გასაქანს არ აძლევს.
და თუ ფიქრობ რომ სისხლიან გარჩევებს და სიკვდილს გაექცევი, ცდები! ამას ვერავინ შეძლებს. სადაც არ უნდა წახვიდე ის ყველგან გიპოვის, სადაც არ უნდა გაიქცე ის ყველგან მოვა! თუმცა ვერცერთი კლანი ახლოს ვერ მივა მალიკების კლანთან, მათ ხომ სამეფო ოჯახი და უამრავი პრეზიდენტი მფარველობს?
ადამიანი რომლისაც ყველას ეშინია. მისი მხოლოდ ერთი სიტყვაა საჭირო რომ ოჯახი ამოგიხოცონ, გაგანადგურონ და მიწასთან გაგასწორონ. ის ხალხს აღიქვამს თითქოს მისი საკუთრება იყოს! ის არასდროს იხევს უკან, მას პალერმო ეკუთვნის… ის ყველა ქვეყნის მაფიურ დაჯგუფებებს აკონტროლებს, მას გამოაქვს უამრავი ადამინისთვის სასიკვდილო განაჩენი!
ის ზეინ მალიკია და მას ვერავინ გაექცევა!!!

თავი 1

დღე უჩვეულოდ დაიწყო, მზე ანათებდა. წამოვდექი და ფანჯარასთან ზოზინით მივედი, ფარდები გადავწიე და გავხედე ქალაქს, წამებში გავაანალიზე რომ ღრუბლიან ლონდონში კი არა მზიან პალერმოში ვიყავი და თვალები გამინათდა. კარადას კისრისტეხვით მივვარდი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე, დღეს ხომ პირველი დღეა უნივერსტეტში! მე კარგად უნდა გამოვიყრებოდე!
-ჰეი,ელისონ! ჯერ ლექციის დაწყებამდე 2 საათია!-მომესმა უკნიდან ხმა და მარიას გავხედე, მან სწრაფად დაიფარა სახეზე საბანი. ჩავიხითხითე.
-ყველაფერი უნდა მოვასწრო!-ჩავიცინე, პირადი ჰიგიენის ჩანთა ავიღე და საერთო სააბაზანოსკენ გავემართე, ლონდონიდან ჩამოვედი რადგან პალერმოს უნივერსტეტში, კერძოდ ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მარიაც აქ გავიცანი, ის ჩემი ოთახის მეზობელია. მარია ძალიან ლამაზია ჩემგან განსხვავებით, მას წითური თმა აქვს რომელიც წელამდე სწვდება, ადრე მეც მინდოდა წითელი თმა...
მოვწესრიგდით, მე და მარია ერთად მივედით ლექციაზე, გავიცანი მარიას მეგობარი ,ზაკი. ყველა ძალიან მეგობრული იყო, ბევრს დავუმეოგობრდი, პირველი დღე საუკეთესო იქნებოდა ბოლო ლექციის შემთხვევას თუ არ ჩავთვლით...
მისტერ ჯონსი ლექციას ატარებდა, თუმცა მე და მარია მას არ ვუსმენდით და გვერდით მჯდომ ზაკს ვეჩურჩულებოდით.ლექცია დაახლოებით 1 საათი გრძლედება, რაც ძალიან დამღლელია თუმცა დაახლოებთ 15 წუთის შემდეგ კარი გაიღო და ყველამ კარისკენ გაიხედა, რატომღაც თვალები გამიფართოვდა და ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე. ლექციის დარბაზში სიმპატიური ბიჭი შემოვიდა, შავი თმები ჰქონდა, ჩამოსხმული მოყვანილობის სახე, სქელი ვარდისფერი ტუჩები და შოკოლადისფერი თვალები. თვალი თვალში გამიყარა და ჩაიცინა, ლექტორს შეხედა რომელიც გაშტერებული უყურებდა ბიჭს.
-რას მიყურებთ?-უხეშად იკითხა, შემდეგ კი ლექროტს მიუტრიალდა-შეიძლება დაჯდე?
-მე..მე არ ვიცოდი თუ თქვენ ჩემს დანაყოფში მოხვდებოდით!-დაბნეულმა ამოილაპარაკა მისტერ ჯონსმა. ბავშვებს გადავხედე, ყველა დაზაფრული მიშტერებოდა ბიჭს.
-ამიერიდან იცით!-უხეშუად უპასუხა და აუდიტორიისკენ მოტრიალდა რომ ადგილი ეპოვა შემდეგ კი მზერა ჩემზე შეაჩერა. კარამელისფერი თვალებით შემათვალიერა და ჩუმი, ხრიწიანი ხმით მკითხა.
-ახალი ხარ?-უაზროდ მივაშტერდი მის ტუჩებს, პასუხის გაცემა მინდოდა მაგრამ მარიამ მიჩქმიტა, მისკენ გაოცებით გავიხედე.
-კი, ის ახალია!-ამოილუღლუღა მარიამ, ჩემსკენ გამოიხედა და თვალები დამიბრიალა
-შენთვის არ მიკითხავს, მარია!-უხეშად უთხრა და მისი მწველი მზერა ვიგრძენი
-მას პრობლემები არ სჭირდება, ის ახალია ამ ქალაქში!-ჩაიბურტყუნა მარიამ, რაზე ლაპარაკობენ? რა პრობლემები? ვინ არის საერთოდ ეს ბიჭი? ლექტორსაც მისი ეშინია!რა ხდება საერთოდ აქ?
-ვნახოთ!-ჩაიღიმა ბიჭმა და და ჩვენს უკან დაიკავა ადგილი, მარიას გავხედე ის მიზნით რომ ამიხსნიდა რა ხდებოდა, მაგრამ ზაკს გახედა შეშინებული სახით და ტელეფონით ერთმანეთთან მესიჯაობა დაიწყეს, რომ მათი ლაპარაკი არ გამეგონა. ვცდილობდი ლექტორისთვის მომესმინა მაგრამ ყურადღება მეფანტებოდა, ზურგს იმ ბიჭის მზერა მწვავდა და დაბნეული ვიყავი.
-დღესთვის ლექცია დამთავრებულია.-ლექტორის ბოლო სიტყვები სიჩუმეში ხმამაღლა გაისმა. ყველა წამოიშალა და კარებისკენ წავიდა, მეც წამოვდექი. მარიამ ხელი მხარში ჩამავლო და კარისკენ რასაც ქვია წამათრია,ზაკიც ჩვენ გამოგვყვა. ჩემი კითხვების მიუხედავად არცერთი ხმას არ მცემდა, უბრალოდ ნაბიჯის სიჩქარეს უმატებდნენ და საერთო საცხოვრებილისკენ მივყავდი. როგორც იქნა ჩვენს ოთახამდე მივაღწიეთ, მარიამ რასაც ქვია ოთახში შემაგდო, ორივე შემოვიდა და კარი მოხურეს? არა! დაკეტეს!
-რა ჯანდაბა ხდება?-დაძაბულმა ვკითხე და მარიას თვალი გავუსწორე.
-აქედან სწრაფად უნდა წახვიდე!-ბოლთის ცემას მოჰყვა.
-რატომ?-დაბნეულმა ვკითხე და ახლა ზაკს გავხედე, ზაკმა კი მარიას, რომელიც საწოლზე ჩამოჯდა.
-საფრთხე გემუქრება!
-კარგით რა, რა საფრთხე მემუქრება?-გამეცინა-კარგი საცხოვრებლად რამე ფართს ვიპოვი და გადავალ!
-არა! შენ არ გესმის, შენ საფრთხე ამ ქალაქში გემუქრება, აქედან უნდა წახვიდე!
-ნუ მაცინებთ, არსად წასვლასაც არ ვაპირებ!-თვალები გადავატრიალე-აქ მხოლოდ 2 დღეა რაც ვარ და ეს ქალაქი ძალიან მომწონს, იმას თუ არ ჩავთვლით რომ ყოველ კუთხეში ავტომატიანი პოლიციელები დგანან, მაგრამ მე იმისთვის კი არ მიწვალია რომ ამ ქალაქში მოვხვედრილიყავი, რომ აქედან წავსულიყავი! მე მინდოდა და პალერმოს უნივერსტეტში ჩავაბარე, აქედან წასვალს არ ვაპირებ და ამაზე ვერავინ ვერ დამითანხმებს!
-შენ არ გესმის! იცი ვინაა ის ბიჭი ვინც გამოგელაპარაკა? იცი რატომ არაფერი უთხრა ლექტორმა როცა დაგვიანებით შემოვიდა? იცი რატომ შეეშინდა მასთან ლაპარაკის?-მკითხა ზაკმა და ისიც მარიას გვერდით ჩამოჯდა, ორივეს მზერა ჩემსკენ იყო მომართული, მე კი დაბნეული მივშტერებოდი და ხმას არ ვიღებდი, ველოდებოდი როდის მეტყოდნენ პასუხს.
-შენ პალერმოში ისე გადმოხვედი საცხოვრებლად რომ არ იცოდი რა ხდებოდა აქ სინამდვილეში!-ამოიოხრა მარიამ-პალერმო ყველაზე კრიმინალური და დაუცველი ქალქაია, აქ ხალხი მაფიას ემორჩილება, პოლიციიაც კი მაფიის მხარესაა. ჩათვალე მკვდარი ხარ თუ რომელიმე შენი მეგობარი ან ნათესავი რომელიმე მაფიურ დაჯგუფებაში ან კლანში არაა გაწევრიანებული. ეს ქალაქი მაფიას ეკუთვნის, შენ კი აქ ახალი ხარ და ვერავინ დაგიცავს, რადგან არავის იცნობ. ამიტომ უნდა წახვიდე!
-ის ბიჭი დღეს რომ დაგელაპარაკა ზეინ მალიკია!-ამოიჩურჩულა ზაკმა-მისგან ვერავინ ვერ დაგიცავს, თუ გამოგელაპარაკა ესეიგი მოეწონე, ეს კი იმას ნიშნავს რომ ქალქიდან უნდა წახვიდე, რადგან მისი სახით საფრთხე გემუქრება, ზეინი ...როგორ გითხრა? მარიო პიუზოს "ნათლია" წაკითხული გაქვს?
თავი ფრთხილად დავუქნიე, ჩემი ტვინი ჯერ კიდევ "ხარშავდა" ახალ ინფორმაციას.
-ზეინი რაღაც მაგდაგვარია, ის ასე რომ ვთქვათ მაფიის მმართველია. ყველაზე საშიში და სასტიკია, მთელი ქალაქი მას ეკუთვნის, უმარავი მკველობა აქვს ჩადენილი, ნარკოტიკების და კაზინოების საქმეშიც არის ჩართული...
-გაჩერდი!-შევაწყვეტინე და მარიას გამკიცხავი მზერაც დავიმსახურე-თუ ის ასეთი საშინელია როგორც თქვენ ამბობთ რატომ არ არის ციხეში?
-ციხეში?-ჩაიცინა ზაკმა-რომც დაუმტკიცონ რომ ოჯახები ამოხოცა, რომც მთელი ქალაქი მკვლელობის მომსწრე გახდეს, მას არ დააპატიმრებენ!
-კი მაგრამ რატომ?-დაბნეულმა ვკითხე.
-ის მთელი მსოფლიოს მაფიას აკონტროლებს....100 %-იანი ხელშეუხებლობა აქვს მას და მის 4 მეგობარს. 8 წელია რაც მათ ეკუთვნით ეს ქალაქი და არცერთ ადამიანს არ აქვს ამ ქალქიდან წასვლის უფლება.ტურისტების გარდა და რადგან შენ აქ კარგად არ გიცნობენ შეგიძლია თავი მოაჩვენო რომ ტურისტი ხარ და აქედან წახვიდე, აქ უკვე საშიშია შენთვის!-ამოილუღლუღა მარიამ
-პალერმოში მოსული ცოცხალი აქედან ვერასდროს გააღწევს!-ამოიჩურჩულა ზაკმა და წამოდგა. მარიამ ფრთხილი მზერა სტყორცნა, მე კი მთელს სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-არ წავალ!-კბილებში გამოვცერი და მარიას თვალებში შევხედე.
-ღმერთო რა ჯიუტი ხარ!-თვალები გადაატრიალა-შენ ვერც კი ხვდები რომ საფრთხე გემუქრება!
-შეიძლება, მაგრამ მე არ ვაპირებ ჩემს ოცნებაზე უარის თქმას რადგან არავინ გამაჩნია საკუთარი თავის გარდა, არ მყავს მშობლები, არ მყავს მეგობრები და მხოლოდ აწმყოთი ვცხოვრობ! ასე რომ მე აქ ვრჩები და აზრს ვერ შემაცვლევინებთ!-კბილებში გამოვცერი და ოთახიდან გამოვვარდი.კარი მივიჯახუნე და კიბბეები ჩავირბინე, პარკისკენ გამემართე. თავჩაღუნული მივდიოდი და ვფიქრობდი ყველაფერზე.
საფრთხე მემუქრება? კი მაგრამ ის ხომ მხოლოდ ერთხელ გამომელაპარაკა? მისი ყველას ეშინოდა! მაგრამ არა მე!
რატომღაც დავფიქრდი და გამახსენდა რა მითხრა სტიუარდესამ როცა მკითხა პალერმოში ტურისტად ჩავდიოდი თუ საცხოვრებლად.
"პალერმოში მოსული ცოცხალი აქედან ვერასდროს გააღწევს"
პარკში ყველაზე წყანარი ადგილი ავარჩიე და სკამზე ჩამოვჯექი, ყურსასმენები გავიკეთე და თვალები დავხუჭე, ფიქრებში გავერთე.
ერთერთი ოცნება ავიხდინე, ახლა პალერმოში ვარ და პალერმოს უნივერსტეტში ვსწვლობ, მყავს 2 მეგობარი ზაკი და მარია, რა მინდა მეტი? არც არაფეერი.ლონდონის ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი მაგრამ მოვახერხე აქ ჩაბარება და ახლა მე აქ ვარ, მოლოდინმა გაამართლა აქ ყველაფერი მაქვს და არ ვაპირებ ისევ ლონდონში დავბრუნდე სადაც არაფერი ვიყავი. უნივერსტში უფასოდ ვსწავლობ, მაფინანსებენ რადგან უცხოელი ვარ და პირველი ვარ ვინც პალერმოში მოინდომა სწავლა....
ვიგრძენი როგორ მომიჯდა გვერდით ვიღაც და თვალები გავახილე, ჯერ მის ტატუებით გადაჭედილ მხარს მოვკარი თვალი შემდეგ კი სახეს...
ზეინ მალიკი იყო....
-იცი რომ ეს ჩემი ადგილია, პატარავ?-ჩაიღიმა და ტუჩზე იკბინა.



№1 სტუმარი Guest nutsa-mariam darbaidze

აუ ძაან კაია მალე დადე შემდეგი

 


№2 სტუმარი Tiko

Dzaan magaria,rac mtavaria saintereso❤gaagrdzele aucileblad ❤

 


№3  offline წევრი Glassy Dreamer

მიყვარს შენი ისტორიები ❤ ახალმა ისტორიამ ჯერ ერთი გამახარა და მეორე, ძალიან საინტერესოა. აუცილებლად გააგრძელე, მოუთმელად ველი ახალ თავს ❤

 


№4 სტუმარი aniu

აი უმაგრესია დასაწყისი და გაგრდზელების წარბოდგენაზე ჟრუანტელი მივლის... იმედია დიდხანს არ გველოდინებ ხოლე რა... ძალიან ძალიან დამაინტრიგებელი და საიტერესოა.. იმედია დასასრული ცუდი არ ექნება <3

 


№5 სტუმარი Guest მიკა

ყველა ზეინ მალიკზე და მის მეგობრებზე რატო წერთ ? ისტორია კარგია , მაგრამ ყველანჯ ერთს ირჩევთ პერსონაჟად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent