შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა თავი მესამე


28-05-2017, 01:09
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 151

უხმოდ დავუქნიე თავი.ნიკო გვერდით მომიჯდა, ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა.
-შევრიგდით? მომნუსხველი ღიმილით მკითხა კაცმა.არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა, მაგრამ უარის ნიშნად თავი გავქნიე და ცხვირი ავიბზუე.
-კარგი რა ასეთი არაფერი დამიშავებია.ჩემს ყურთან დაიჩურჩულა. დამცხა. გული ამიჩქარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და მკაცრი მზერა მივაპყარი. მაგრამ არ გამომივიდა ისე საყვარლად მიყურებდა, ღიმილი ვერ შევიკავე.
-ასე ჯობია.ნაზად მაკოცა ლოყაზე და კიდევ უფრო ახლოს მოიწია, ფრთხილად.ცოტა ხნით ჩუმად ვიჯექით. ნიკოს სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, ისეთი თბილი იყო, ლამის ჩამეძინა მის მკლავებში, მაგრამ თავი შევიმაგრე.
-რამდენი წლის ხარ?
-25 ის, შენ?
-33 ის.აქ რატომ ჩამოხვედი?
-სწავლის გაგრძელება მინდა, არქიტექტურულ სკოლაში.
-მერე შენმა შეყვარებულმა აქ როგორ გამოგიშვა მარტო.მე ვერ გამოგიშვებდი.მივხვდი საითაც უმიზნებდა.
-შეყვარებული არ მყავს.გაუკვირდა იმდენად გაუკვირდა, რომ ვერც კი დაფარა.-შენ? შენ არავინ გიყვარს?
-არა, არავინ არ მიყვარს, არც აქამდე მყვარებია. მაგრამ იმედია ვინმე ისე შემიყვარდება რომ თავს დავკარგავ. მე გამეცინა.
-გინდა ხვალ პოზიტანოში წავიდეთ?სწრაფად შეცვალა საუბრის თემა რომ მასზე მეტი კითხვა აღარ დამესვა.
-მართლა? რა მაგარია.აღტაცებისგან ტაში შემოვკარი.
-ასე რა გიხარიათ? დივანზე მარკო ჩამოჯდა.
-ხვალ პოზიტანოში მივდივართ,შენც წამოდი.თქვა ნიკომ..
-ოღონდ ერთი პირობით..
-კარგი რა პირობით. დამეჯღანა მარკო.
-შენი იდიოტი მეგობრები არ წამოიყვანო.მარკოს სიცილი აუტყდა.
-აუუ ტიპს იმათზე ალერგია აქვს. კარგი მე არაფერს ვეტყვი მაგრამ სანაპიროზე თუ დაგვხვდნენ მე ვერაფერს ვიზამ. გაიცინა ბიჭმა.-მარიანასაც დავურეკოთ, ჩვენი ბიძაშვილია, მაგრად გავერთობით....მარკომ ტაში შემოკრა და წინასწარ გაბედნიერდა მოსალოდელი მხიარულებით.
დილით მარკო შემომივარდა ოთახში, გაიღვიძე, ნახე რა ამინდია? მზე ზღვა და სანაპიროზე მყოფი მამრობითი სქესი შენ გელის.ყვიროდა ბიჭი, საწოლზე დახტა და ახარხარდა.
-ვერ ხარ? ძლივს წამოვწიე თავი საწოლიდან.
-ადექი მარიანა უკვე აქაა.ჩაიცვი სანაპიროზე მივდივართ. საწოლიდან წამოვდექი, წითელი მთლიანი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი, მაღალწელიანი შორტი ამოვიცვი. ისეთი გამომწვევი ვიყავი ჩემი თავის შემრცხვა და მაისურიც გადავიცვი. კიბეზე ჩავირბინე და დანარჩენებს შევუერთდი. მარიანა საშუალო სიმაღლის, ჩვეულებრივი გოგონა იყო, მეგონა მისი ბიძაშვილებივით ულამაზესი იქნებოდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. სამაგიეროდ ძალიან თბილი და საყვარელი იყო, მალე გამოვნახეთ საერთო. მე მარკო და მარია მთელი გზა გაუჩერებლად ვქოთქოთებდით და ვიცინოდით, ნიკო მშვიდად იჯდა და პერიოდულად ძმის იდიოტურ ქცევებზე იღიმოდა. მალე მივედით და პოზიტანოს ვიწრო ქუჩებს ჩავუყევით, იქაურობა ულამაზესი იყო, ნამდვილი საოცრება, კლდეზე შეფენილი, ფერად ფერადი სახლები და მათ შორის მოქცეული ულამაზესი სანაპირო, ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი, სანაპიროზე ჩავედით..ცოტა არ იყოს და გახდის მეუხერხულებოდა, მაგრამ მაისურით ხომ არ ვიქნებოდა. მარიანამ სარაფანი სასწრაფოდ გაიძრო და წყალში შევარდა მეც მას მივბაძე, მარკოც უკან მოგვყვა, ერთმანეთს წყალს ვასხავდით, ვიცინოდით. ბავშვები ნაპირზე დაბრუნდნენ მე ცოტა შევცურე მერე კი წყალზე დავწექი და ოკეანის მოძრაობას აყვა ჩემი სხეული, ცა ისეთი ლამაზი იყო, შენობები მის ფონზე უფრო ლამაზი ჩანდა, იმდენად გავერთე ამ ყველაფრის ყურებით ვერც კი გავაცნობიერე რო უკვე საკმაოდ შორს წამოვეყვანე წყლის ნაკადს.არ შემშინებია, ნაპირისკენ მოვბრუნდი და ნელა გამოვცურე, მარკო ნაპირიდან ხელს მიქნევდა ჩავყვინთე უფრო სწრაფად გავცურე...
გავსწორდი,უკვე წელამდე წყალში ვიდექი საცურაო კოსტუმი მთლად ტანზე მქონდა მოკრული, თმა გავიწურე და ვცადე მთელი ჩემი ბრწყინვალებით ამოვსულიყავი წყლიდან და როგორც ჩანს გამომივიდა რადგან ნიკო და მის გვერდით მდგომი რამდენიმე ადამიანი, ალბათ მისი მეგობრები იყვნენ და მარკოს იდიოტი მეგობრები პირდაღებული შემომყურებდნენ, გვერდით ჩავუარე და მარიასკენ გავწიე,ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ახლოს მყოფი მამრობითი სქესის ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული, ცოტა შემრცხვა.
-ისეთი სექსუალუი ხარ მეც კი დამაბი. ხმამაღლა გაიცინა გოგომ.
-არც შენ აკლებ. მართლა ლამაზი ტანი ჰქონდა.
-მარკოს დებილი მეგობრები თვალს არ გვაშორებენ, იმ ქერამ ერთხელ სიყვარული ამიხსნა.
-მაგრად გაგიმართლა სიცილი აგვიტყდა ორივეს.
-მეორეს ისეთი შეყვარებული ყავს, შეიძლება გული გაგისკდეს, სჯერა რომ თუ სანაპიროზე ჩამოვა, შიდს აიკიდებს ან დაორსულდება, მისი შტერი მეგობარი ვიღაც ბომჟი ქლაბერისგან დაორსულდა და მთელ სადაქალოს უმტკიცებდა, აუზში რო ვცურავდი მის მერე დავორსულდიო.ამაზე უფრო გულიანად გადავიკისკისე.არ მეგონა 21_ე საუკუნეში ვინმეს ასეთი რამეების თუ სჯეროდა.
-შენ არავინ გყავდა? მკითხა მარიამ.
-არა, ერთი იყო, მაგრამ საბედნიეროდ დავამთავრეთ, მის მერე არავინ სწავლაზე ვიყავი გადართული.
-ისე სულ მიკვირს შენნაირი გოგოები მარტო რატომ არიან? მე მხრები ავიჩეჩე. ან შენნაირი. თვალი ჩავუკარი გოგოს.-ალბათ დიდი სიყვარული ველის წინ. გაიცინა გოგომ.
შეზლონგზე გავწექით ორივე, გოგომ პლანშეტი მოიმარჯვა მე წიგნი და ჩვენ საქმეს შევყევით. ნიკო და მარკო ჩვენს წინ იჯდნენ თავის მეგობრებთან ერთად, ლუდს სვავდნენ.
-ეს ვინაა? ვითომ ხმადაბლა იკითხა, მაღალმა და საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა.
-შენთვის საინტერესო არავინ. ნიკოს ხმა მეცნო.
-მაინც? არ დანებდა.
-ამჯერად მარკომ უპასუხა, გახსოვს ნინა. ბიჭმა თავი დაუქნია, ის წავიდა და ეს მოვიდა.
-სასმელზე რომ დავპატიჟო?ტუჩებს ილოკავდა ბიჭი. მე პერიოდულად წიგნის ზემოდან ჩუმად ვაკვირდებოდი და ვაფიქსირებდი მათ სახეებს.ნიკოს გაბრაზებულ მზეასაც მოვკარი თვალი, რომ დავთანხმებოდი, ალბათ გადაირეოდა. ამის გაფიქრებაზე გამეღიმა.
-ეს რო ჩემი იყოს... სიტყვა არ დაამთავრა ბიჭმა და ხელებით რაღაც ჯესტი გააკეთა არ ვიცოდი რას ნიშნავდა, მაგრამ მივხვდი რასაც გულისხმობდა.
-ძალიანაც ნუ წახვალ ოცნებებში. თვალი ჩაუკრა მარკომ.მისმა უტიფრობამ გამაღიზიანია, ვიცი რომ გოგონების უმეტესობას მსგავსი რამეები უხარით თან ასეთი ტიპისგან, მაგრამ მე არა. წასვლა მინდოდა მაგრამ ასე უცებ ვერ წამოვხტებოდი, მიხვდებოდნენ რომ ყველაფერი მოვისმინე.ღრმად ჩავისუნთქე დამშვიდება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.ის ბიჭი ჩემსკენ ცქერას და ტუჩების ლოკვას განაგრძობდა,უფრო დავიძაბე. თვალი ნიკოსკენ გავაპარე ისიც გაღიზიანებული ჩანდა მარკოც.
- მარკო წამო რამე დავლიოთ. სასწრაფოდ წამოვხტი და შორტი ამოვიცვი. აქ მეტხანს ვერ გავჩერდებოდი ეს ბიჭი მაშინებდა.
-მეც წამოვალ.თქვა მარიანამ. იქვე მდებარე პატარა კაფეში შევედით. მე გპატიჟებთ გამოვაცხადე მე. მარკომ ირონიულად გადმომხედა.
-მამაჩემმა რომ გაიგოს, რომ გოგომ სასმელზე დამპატიჟა მომკლავს.
-ამაში სამარცხვინო არაფერია, არ დავნებდი მე.
-ჩვენ ასე გაგვზარდეს პატარა. ლოყაზე მაკოცა ბიჭმა და შეკვეთა მისცა.სამივე ჩუმად ვიჯექით, მიმტანს გოგოს მარკო მოეწონა და თავს დასტრიალებდა..
-იცი რა ვიფიქრე უცებ წამოიძახა გახარებულმა მარკომ. ზემოთ სასახლე რომ არის მარია ხომ იცი. გოგომ თავი დაუქნია. იქ წავიდეთ დაღამებამდე იქ ვიქნებით. მთელი ქალაქი ჩანს იქიდან განათებული უფრო ლამაზია.
-კარგი წავიდეთ. ოღონს ისინი არ წამოვიდნენ თქვა მარიამ.ამოვისუნთქე არ მინდოდა ისევ მე მეთქვა და ცუდად გამოვჩენილიყავი.ბიჭმა ანგარიში გააწორა და წამოგვეწიო ნიკოს ხელი დაუქნია და ჩვენსკენ უხმო, სანაპიროს გავყევით მზე უკვე ჩასვლას იწყებდა, იმდენად მინდოდა მზის ჩასვლის ყურება, (მიუხედავად იმისა რომ რომანტიკის არაფერი მეცხო)ბავშვებს ჩამოვრჩი და ერთ ადგილას გავჩერდი, ულამაზესი იყო აქაურობა..
-ანა არ დამეკარგო. გამომძახა უკვე ნავსადგურთან მისულმა მარკომ. მეც მათკენ გავწიე, ნიკო და მისი მეგობრებიც წამომეწიენ. ბიჭი გვერდით ამომიდგა და ჩემი მაისური და კედები გამომიწოდა. მადლობის ნიშნად გავუღიმე.მაისური სწრაგად გადავიცვი...
-მე ლუკა ვარ ხელი გამომიწოდა ბიჭმა. მე ანა,ვცადე არაფერი შემემჩნია და ხელი ჩამოვართვი.ძალიან ლამაზი ხარ. არ ცხრებოდა ბიჭი, ვიფიქრე მარტო ხომ არ გაგვესეირნა სადმე რამე დაგველია..
-არა მადლობა მოკლედ მოვუჭერი მე და გზა გავაგრძელე. მარკოს წამოვეწიე ნიკოც წამში ჩვენთან გაჩნდა.კიბეს აუყევით საშინელი ასასვლელი იყო. ბევრი კიბე და ვიწრო გასასვლელი გავიარეთ და როგორც იქნა მოვაღწიეთ სასხლემდე. ვერანდაზე გავედით. უკვე ბინდი იყო და განათება უფრო ალამაზებდა კლდეზე შეფენილ ქალაქს.
-ამ იდიოტობის ცქერას მოდი კლუბში წავიდეთ.- ინიციატივით გამოვიდა ლუკა რომელმაც მარტო მისი მეგობრები მოხიბლა და მგონი მარკოც.
-მე არ მინდა.
- რა უხასიათო ხარ პატარა,გავერთობით.
-არც მე მინდა. ხმადაბლა თქვა ნიკომ.
-კარგი მაშინ თქვენ სახლში წადით.თქვა მარიანამ- მე და მარკო, ამათ გავყვებით.ეხლა ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა ნიკოსთან მარტო დარჩენა იყო, მაგრამ რას ვიზამდი.
მე და ნიკო მანქანისკენ წავედით.რვა საათი იყო მაგრამ საკმაოდ ბნელოდა. ბევრი ტურისტი დაბოდიალობდა პოზიტანოს ვიწრო და დაკლაკნილ ქუჩებში.დიდი ალბათობით უმეტესობა გზა დაკარგა და დაბნეულები ხან ერთ მოსახვევში შეუხვევდნენ ხან მეორეში.
-იმედია ჩვენც არ დავიკარგებით.ამოვიოხრე მე.
-ნუ გეშინია ეს ადგილი ზეპირად ვიცი, მთელი ბავშვობა აქ დავრბოდი.გაიცინა ბიჭმა, ისეთი მომხიბვლელი იყო,ისეთი სიმპატიური, ისეთი მამაკაცური თავბრუს მახვევდა, ამ ფიქრებში გართულმა,კიბის საფეხური ვერ შევამჩნიე. ფეხი გადამიბრუნდა და პირდაპირ ქვებში ჩავემხე, ტკივილისგან ვერც კი გავსწორდი. ნიკო შეშინებული მოტრიალდა.ფეხზე წამომაყენა, მუხლიდან სისხლი მომდიოდა და საშინლად მტკიოდა.ვცადე ფეხი გადამედგა, მაგრამ ჭრილობამ არ გამიშვა ფეხიც კი ვერ ავწიე, ტავი უსუსურად ვიგრძენი და ტირილი დავიწყე.
-კარგი, დამშვიდდი, არ იტირო რაა.ნიკომ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ხელში ამიყვანა- კისერზე მოვხვიე ხელი, ბიჭმა უფრო ახლოს მიმიზიდა და კიბეს აუყვა, კიდევ კარგი მანქანამდე შორი არ იყო დარჩენილი და მალე მივედით. ბიჭმა წინა სავარძელზე დამსვა და თვითონ საჭესთან დაჯდა.
-აფთიაქთან გავაჩეროთ და ტკივილგამაყუჩებელს გიყიდი სახლამდე რომ არ გეტკინოს.ბიჭმა გაზს დააჭირა და მთელი სისწრაფით გავარდა, ისე ჩქარა დადიოდა, საათნახევრის მაგივრად 1 საათში მივედით სახლში.მანქანიდან ძლივს გადმოვხოხდი.ნიკომ ისევ ხელში ამიყვანა და სწრაფად შეაბიჯა მისაღებში, დივანზე ჩამომსვა, აბაზანიდან აფთიაქის ყუთი მოიტანა და ჭრილობა დამიმუშავა, მერე მალამო წამისვა და სახვევი დამადო.
-რა მოხდა. ოთახში ფრანკა შემოვიდა.
-არაფერი, წაიქცა და ფეხი იტკინა. უპასუხა ნიკომ, უკვე შევუხვიე და ოთახში ავიყვან.
-კარგი. ყინულს მოვამზადენ.ქალი სწრაფად დაიძრა სამზარეულოსკენ.
ბიჭმა საწოლზე ფრთხილად დამაწვინა, ბალიშები გამისწორა და გვერდით მომიჯდა. ფეხი გამისინჯა. -დაჭიმული გაქვს, ცოტა მასაჟს გაგიკეთბ კოჭზე ყინულს დაგადებ და ხვალ უკეთ იქნები. აღარ იტირო რა ლოყაზე თითი ჩამომისვა. ნიკოს ყინულიანი პარკი ხელში ეჭირა და ადგილ-ადგლ ნაზად მადებდა ფეხზე.
-წადი დაიძინე, ჩემითაც გავაკეთებ. ვითხარი მე.
-მარტო არ დაგტოვებ, ლაპარაკს აზრი არ აქვს. ეხლა ჩემი პაციენტი ხარ.გაიცინა ბიჭმა.
-ეს ყველაფერი საიდან ისწავლე.
-სამედიცინოზე ვსწავლობდი, ერთი წელი, მაგრამ მივხვდი რო იქ ჩემი ადგილი არ იყო და ისევ ბიზნეს სკოლას მივაწექი, ჩემი ძმებივით.-ზედმეტად ემოციური ვარ იმისთვის რომ ვინმეს ტკივილს ვუყურო. ეს არ უნდა მეთქვა ჩემი სუსტი მხარე გაჩვენე.
-არ იდარდო, ვეცდები შენს სუსტ მხარეს არ შევეხო.
-არ გამოგივა.სევდიანი მზერა მომაპყრო ბიჭმა. ვერ მივხვდი რა იგულისხმა, მაგრამ არ ჩაძიებივარ.ისეთი დაღლილი ვიყავი თვალებს ძლივს ვახელდი. მალე ჩამეძინა, მაგრამ ვიგრძენი როგორ დამაფარა ნიკომ პლედი შუბლზე მაკოცა და ოთახი დატოვა...

დილით გვიან გამეღვიძა, ვივი და ნიკო ჩემს საწოლზე იჯდნენ და ჩემს გაღვიძებას ელოდებოდნენ. თვალი გავახილე თუ არა გოგო მაშინვე მეცა და ჩამეხუტა.
-როგორ მომენატრე იცი, ბიძიამ მომიყვა ფეხი რო გტკივა, მე და ლიზა აქ მოვალთ და შენ დაისვენე ბიძია წიგნსაც ერთად წაგვიკითხავს და მურთფილმებსაც ჩაგვირთავს და მე შოკოლადი გიყიდე. იმასაც გაჭმევს. ტიტინებდა ვივი.- მის ლაპარაკზე სიცილი ვერ შევიკავე,ღმერთო რა საყვარელი ხარ. ხომ კარგი აზრია.
-კი არაჩვეულებრივი. გოგომ საწოლზე ხტუნვა დაიწყო.
-გეყოფა ფეხზე არ დაახტე. გააფრთხილა ნიკომ. ლიზა და ფრანკაც შემოვიდნენ ოთახში.ლიზამ ნაზად მაკოცა და ჩამეხუტა.მოწყენილი მეჩვენა.
-ხომ უკეთ ხარ, საყვარელო. მეთავი დავუქნიე.-შენი ძმა სახლში არ მოსულა, სადაა ხომ არ იცი .
-როგორმე მოაგნებს არ იდარდო. უდარდელად უპასუხა ბიჭმა.
-ხვალ სოფიას თავისი მეგობრების მოყვანა უნდა აქ. სახე დამანჭა ფრანკამ.-ქალბატონმა დაიბარა ყველა და ყველაფერი იდეალურად იყოსო.სახლი მორთეთო, ლამაზად ჩაიცვითო.
-ეგ რო ვინმეს მაგას ურჩევს, 10$ ბოზს გავს.
-ნიკოლა წესიერად ილაპარაკე, ბავშვებიც აქ არიან,აღელვდა ქალი. ანა შენც უნდა მოხვიდე.
- მე არ მინდა წამოსვლა, იქ რა მესაქმება, თან ამ ნატკენი ფეხით ვერ ვივლი და ვერც ფეხზე დავდგები. ყველანაირად ვცადე გამოძრომა.
-ბავშები მასთან არ ჩერდებიან მე ყურადღებას ვერ მივაქცევ ამიტომ მოგიწევს იქ ყოფნა.
-იმედია, საღამოს კაბა გაქვს და დახეული ჯინსით არ იქნები საღამოზე.ოთახში შემოკაკუნდა სოფია. ისე ეცვა ლამის გული ამერევა.
-წესიერად ილაპარაკე.მკაცრად უთხრა ნიკომ.
-არ დაგავიწყდეთ რომ რამდენიმე საათში ნიშნობაზე უნდა ვიყოთ და ბავშვები არ მიგვყავს, ამ გოგოსთან დავტოვებთ, ღამეც შენთან დააძინე თუ ვერ წამოდგები. ჩვენ არ მოვალთ.ღმერთო რა დებილია..
-კარგი წავედით. თვალები აატრიალა ფრანკამ.მიკვრს ამ ქალის მოთმინების.ეტყობა შვილი ძალიან უყვარს.
-მთელი დღე აქ ხომ არ ვიქნები. გავაპროტესტე მე.
-საღამომდე მაინც რომ კუნთი უფრო არ დაგეჭომოს.
ნიკომ ფეხი გადამიხვია საუზმე მოგვიტანა მე და ბავშვებს.ისეთი საყვარელი იყო, ასეთ მზრუნველობას თუ გამოიჩენდა უცხო ადამიანის მიმართ ვერაფრით წარმოვიდგენდი. აი მისი ნაზი მხარეც, რომელსაც აქამდე საგულდაგულოდ მალავდა.გარეთ ისევ წვიმდა..
კაცმა ანიმაცია ჩართო და ოთახი დატოვა, ორი საათი ისე გავიდა ვერაფერი გავიგეთ, ვერც მე და ვერც პატარებმა.ოთახში ფრანკამ შემოიჭყიტა.-კარგად საყვარლებო.ჩვენ ხვალ შეუადღეს დავბრუნდებით. ანა არ გააბრაზოთ.თავს მოუფრთხილდი.
-კარგი დრო გაატარეთ..
-ამ ქალთან კარგი დროის გატარება შეუძლებელია.. გაიცინა ქალმა-ნიკო მალე მოვა თუ რამე დაგჭირდებათ მარ უთხართ,იმედია მარკოც მოაგნებს სახლის გზას.
ტელევიზორის ყურებას რომ მოვრჩით, ვივის მოგონილი თამაშები ვითამაშეთ მაგრამ ლიზას მალე მოწყინდა. სადილის დრო მოვიდა.საწოლიდან წამოვდექი, ნაქსოვი კაბა ჩავიცვი ფეხზე თბილი წინდები ამოვიცვი და ნელა ჩავედი კიბეზე ფეხი ისე აღარ მტკიოდა. მაგიდა გავშალე. ვივი კალთაში ჩავისვი, ლიზა გვერდით მოვისვი და ორივეს ხელით ვაჭმევდი, არ მინდოდა რომელიმეს ეეჭვიანა.ვივი ტბაზე მომხდარ ამბებს მიყვებოდა.
-მე ის ქალი არ მომწონს.უცებ თქვა ლიზამ.რაც ის მოვიდა მამა ჩენთან აღარ რჩება.აშკარად სერიოზულადაა საქმე, არ ვიცოდი რა მეთქვა ან რა მექნა, ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს მე ამათი იმედი ვიყავი და ერთადერთ ადამიანი ვინც ისეთ თანაგრძნობას იჩენდა რომელიც წესით იმ ძუკნას უნდა გამოეჩინა.ამ გრძნობამ შემაშინა.
-რატომ ადექი.ნიკო თავზე წამომადგა.
-არ მოვკვდები.გაბრაზებული მზერა მომაპყრო კაცმა.
-ეხლა ბიძია მოვიდა და წიგნს წაგვიკითხავს.
-რა საჭიროა ბიძა კითხვა მეც ვიცი, გავაპროტესტე მე.კიბესთან ნელა მივეედი და ასვლა დავიწყე, ნიკოს ჩემს ბიძიკზე ნერვები მოეშალა, ხელი მტაცა და კიბეზე სწრაფად აირბინა.
ლიზამ წიგნი მოიტანა და ბიძამისს მიაწოდა,თავად კი ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. ნიკო ვივის გვერდით წამოჯდა საწოლში და კითხვა დაიწყო. ნელ-ნელა სამივეს ჩაგვეძინა. როცა შუაღამისას თვალი ვჭყიტე დავინახე რომ ბავშვები გვერდით იწვნენ ნიკოს კი ჩემზე მოხუტებულს ეძინა.გამოძრომა ვცადე მაგრამ მან უფრო მიმიკრა და ძილი გააგრძელა...




ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ. აუცილებლად დააფიქსირეთ ტქვენი აზრიმადლობა <3



№1 სტუმარი Guest Lia

Mogesalmebi italiidan.dzaliankargi wasakitxia, moutmenlad veli shemdeg tavs.ar gvalodino

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვუაიმერ რა საკალელები არიან ♡♡ ნიკოოო ♡♡

 


№3 სტუმარი Guest maka

ძალიანკარგია ველოდებიდიდთავს :* :* <3

 


№4 სტუმარი Ana

Umagresiaaxal tavs veli

 


№5  offline წევრი tamuna.s

ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა და ასე გააგრძელე. ნიკოზე უკვე ვგიჟდები ძაან საყვარელია. აი მის ძმაზე კი ნერვები მეშლება, რაღაცა ძაან ჩმორიკა ტიპის შთაბეჭდილება მრჩება, ან ძალიან უგემოვნო კაცია, თორე რა უნდა მოგეწონოს ასეთ ვულგარულ ქალში ზრდასრულ ჩამოყალიბებულ კაცს. მითუმეტეს როცა ორი შვილი გყავს და მათ წინაშე პასუხისმგებლობა გაკისრია, ნუთუ ასეთი ქალის გვერდით უნდა შვილების აღზრდა. ოჯახისწევრებიც რატომ არაფერს ეუბნებიან მიკვირს. ყველა თუ იაფფასიან კახპას ადარებს, ეს კაცი დებილია?!

 


№6 სტუმარი Nini

DAlian momewona gaagrdzelee superr:-*

 


№7  offline წევრი ana_aneta

tamuna.s
ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა და ასე გააგრძელე. ნიკოზე უკვე ვგიჟდები ძაან საყვარელია. აი მის ძმაზე კი ნერვები მეშლება, რაღაცა ძაან ჩმორიკა ტიპის შთაბეჭდილება მრჩება, ან ძალიან უგემოვნო კაცია, თორე რა უნდა მოგეწონოს ასეთ ვულგარულ ქალში ზრდასრულ ჩამოყალიბებულ კაცს. მითუმეტეს როცა ორი შვილი გყავს და მათ წინაშე პასუხისმგებლობა გაკისრია, ნუთუ ასეთი ქალის გვერდით უნდა შვილების აღზრდა. ოჯახისწევრებიც რატომ არაფერს ეუბნებიან მიკვირს. ყველა თუ იაფფასიან კახპას ადარებს, ეს კაცი დებილია?!

მაცალე გოგო მაცალე :DDDDDDDDDDDDDDDDDD

 


№8  offline წევრი tamuna.s

გაცლი ბატონო, გაცლი

 


№9  offline წევრი khatia khatia

ვაუუუუ დზაანნნ კაიააა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent