შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 22 თავი


28-05-2017, 10:33
ავტორი zia-maria
ნანახია 2 523

უკვე მერამდენე დღეა საავადმყოფოს არ ცილდბა არცერთი.ნინიკოს გადასარჩენად ვინ არ შეაწუხა მირიანმა და მისი მდგომარეობა ისევ ხელახლად განიხილა საექიმო საბჭომ.ექიმებმა ერთმად მიიღო გადაწყვეტილება,რომ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად ორივე ფეხების ამპულაცია გაეკეთებინათ მუხლებში.ძალიან შეაწუხა ამ ახალმა ამბავმა ყველა და ყველა ენა ჩავარდნილი იჯდა.ყველა მხოლოდ ნინიკოზე ფიქრობდა.მირიანმა ბევრი იფიქრა და ბოლოს იმ ფაქტსაც შეეგუა და დათანხმდა,ოღონდ ნინიკოს ეცოცხლა და მის გვერძე ყოლოდა.ამდენი ფიქრის შემდეგ ერთ დილით ხელი უნდა მოეწერა მნიშვნელოვან საბუთებზე,რომ მარინამ სირბილით მივიდა საავადმყოფოში და ახალი,სასიხარულო ამბავი აცნობა მირიანს.
---არ მოაწერო ხელი მირიან.ექიმის კაბინეტში შევარდა ნანა რომელიც გაჭირვებით წამომდგარიყო საწოლიდან. გაოცებული შებრუნდა მირიანი ნანასკენ და მისი გაღიმებული სახე რომ დაინახა რაღაც იმედი ჩაესახა.ამ დროს იმედაც მოვიდა და სიხარულით უთხრა მირიანს.
---მომისმინე ჯერ და თუ არ მოგეწონოს აზრი,მერე მოაწერე ხელი ამ ქაღალდებს.მე მყავს მეგობარი გერმანიაში,ქირურგი-ტრავმატოლოგი.ის საუკეთესო სპეციალისტია თავისი პროფესიის და განთქმული ექიმი.მე მას ველაპარაკე და მოვიწვიე საქართველოში,რადგან ძალიან დააინტერესდა ნინიკოს ჯამრთელობის თემამ.ნინიკოს ფოტოები გადავუღე და სულ მცირე,მწირი ინფორმაციაც მივაწოდე,ფოტოებთან ერთად.ბოდიშს გიხდი მირიან ეს უშენოდ რომ გავაკეთე,მაგრამ მე სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა.ახლა საქმეს ასე ჭირდება,რომ სიურპრიზების დრო აღარ არის და ის აქ იქნება რამოდენიმე დღეში.
---მადლობა იმედა,მაგრამ მე გადავაგზავნე ნინიკოს საბუთები გერმანიაში და იგივე პასუხი მომივიდა რაც ჩვენმა სპეციალისტებმა მითხრა.თქვა მოწყენილად მირიანმა.
---მირიან სამი დღე,მხოლოდ სამი დღე დაველოდოთ,გთხოვ მირიან ნუ მიიღებ ნაჩქარებ გადაწყვეტილებას.
---კარგი იმედა დაველოდოთ.თქვა და ექიმს შეხედა.-იმედია არ მიწყენთ ბატონო გოდერძი.
---დაველოდოთ,თუ კი უკეთესი შედეგით დასრულდება,ჩვენც გაგვიხარდება ეს და ყველასთვის სასიხარულო იქნება.თქვა ექიმმა.ყველამ დატოვა ექიმის კაბინეტი და კარში გასულ მირიანს დაუძახა.-ბატონო მირიან ეს თქვენი მეუღლის ანალიზების პასუხია.
---ხომ ყველაფერი წესრიგშია ექიმო ნანას ანალიზებში.
---კი,კი,ყველაფერი კარგადაა და ვფიქრობ ზედმეტად კარგადაც კი.დახურული კონვერტი გადასცა და ხელი მაგრად ჩამოართვა მირიანს.-წარმატებებს გისურვებთ მირიან.
---მადლობა ექიმო.მირიანი ისე იყო იმედას ახალი ინფორმაციით შეპყრობილი,არც გაუხსნია კონვერტი და იქვე დადო ნანას საწოლზე,მერე ვნახავო და გულს კი გადაავიწყდა ამდენ საფიქრალთან ერთად კონვერტის გახსნა.
გიორგი დავითაშვილი,ქართველი წარჩინებული ექიმი,რომელიც აქტიურად ჩაება ნინიკოს გამოჯამრთელებაში და სერიოზულად დაათვალიერა ის სქელი საქაღალდე რომელიც ნინიკოს ავადმყოფობის ისტორიას ინახავდა თითოეული ფურცელი.ერთ დღეს კი ყველას თანდასწრებით ხმამაღლა თქვა.
---მე ხელს მოვკიდებ ამ ბავშვს იმ შემთხვევაში,თუ მას ჩემთან წავიყვან კლინიკაში,რადგან აქ ამ ოპერაციის გაკეთება არ შემიძლია.ეს მირიანისათვის რთული არ იყო და სულ რაღაც მცირე დროში მოაგვარა ნინიკოს საბუთები.
ექიმმა თავის თავზე აიღო ნინიკოს წაყვანა და მის პაციენტთან ერთად მარტო ის ორნი წავიდნენ.გერმანიაში ჩასულმა კი ხელახალი ანალიზები,ისევ ხელახალი გამოკვლევა და ყოველდღიური საუბარი ბიჭებთან. მალე დაინიშნა ოპერაცია და ყველა გააბრთხილა,რომ ოპერაციის შემდეგ თავად დაურეკავდა მათ,როცა ყველაფერს მორჩებოდა.მირიანმა ვერ გაუძლო ნინიკოსთან შორს ყოფნას და ნანას არც უთხრა ისე წავიდა გერმანიაში.ის არც ბიჭებმა მიატოვა მარტო გაჭირვებაში და დათომ,ლუკამ და გელამ მას თანვე გაყვა. მირიანის გვერდით იდგა ასევე იმედაც,რომელიც ძალიან ნერვიულობდა ნინიკოზე.ბიჭების გაუფრხილებლად მისვლამ,გიორგისათვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო და უფრო მოემატა ძალა,უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გახდა.
---აბა ბიჭებო წარმატება მისურვეთ,დღეს ისეთი ავადმყოფობა უნდა დავამარცხოთ,რომელიც ჯერ არავის არ დაუმარცხებია.ეს არის ჩემი ექსპერიმენტი.მირიანმა გააჩერა გიორგი და უჭირდა საუბარი,მაგრამ მაინც უთხრა.
---გიორგი თუ იმედი არ გაქვს,ნუ ვიწვალებთ.მირჩევნია სანამ იქნება,იყოს ისეთი ჩემი გოგო როგორიც არის.თქვა და ხმა აუკანკალდა,ცრემლიც კი მოერია ამ მრისხანე და ცივ ადამიანს,როგირც ნანუჩი იტყოდა ხოლმე,მაგრამ მირიანს ძალიან კეთილი დიდი გული აქვს და მას ყველას ტკივილი გულთან მიაქვს.
---ნუ გეშინია მირიან ყველაფერი კარგად იქნება.ყველა დეტალი,ყველა უჯრედი შესწავლილი მაქვს.რამოდენიმე დღეში სულ სხვანაირ ნინიკოს ნახავ,ამას მე გპირდები გიორგი დავითაშვილი.
---შეიძლება ახლა რომ ვნახო?
---შეიძლება ცოტა ხნით,მან არ იცის აქ რომ ხარ-(თ) ეს მისთვის ძალიან დიდი გვერდში დგომაა და დიდი სიხარულია,დიდი იმედი.მირიანს ეგონა ეძინა ნინიკოს და ფრთხილად შევიდა პალატაში.ნინიკომ კი თვალებზე მოისვა მარცხენა ხელი,მარჯვენა შეხვეული ქონდა და თვალები ფართოდ გაახილა,მირიანს მისი შავი მწვანე სევდით სავსე თვალები მიანათა და შიგ ცრემლის გუბე გაჩნდა.ეს ცრემლი იყო სიხარულის და იმ დიდი სიყვარულის,რასაც მათი მამა-შვილური სიყვარული ჰქვიოდა.
---აქ ხარ?როდის მოდი.ცდილობდა არ შეემჩნია ცრემლი და შიში,შიში რომელსაც აკანკალებული ხმა ვერა და ვერ ფარავდა.
---ყველა აქ ვართ შენთან,შენს გვერდით.ნინიკომ ვეღარ შეიკავა ცრემლი და თან ხელი გაუწია მირიანს.მირიანმა მივიდა და გულში ჩაიკრა პატარა ძლიერად და თან, ამშვიდებდა უკვე ხმით ატირებულ ნინიკოს. არადა თავადაც ნინიკოზე მეტად ეშინოდა, ახალი დღის დადგომის.
---იცი?ჩემთვის არავის უმღერია ძილის წინ ნანინა,არავინ მომფერებია ისე როგორც შენ და მე ბედნიერი ვარ,უსაზღვროდ ბედნიერი,რომ შენისთანა მამა მყავს მამიკო.მირიანს ტანში გაცრა,განა პირველად დაუძახა მას ნინიკომ მამა,მაგრამ ეს ნათქვამი მამიკო სულ სხვანაირი იყო,ის იყო მთელი გრძნობით ნათქვამი,თითქოს უფრო ძლიერი და მყარი.აი ისეთი მამა-შვილს რომ მჭიდროდ აერთებს ერთმანეთში.დიდხანს ეფერა გულზე მიკრულს,სანამ ძილი არ მოერია მის მკერდზე.ყურში კი უჩურჩულა.
---ოპერაციის შემდეგ ყველა აქ დაგხვდებით ჩემო ლამაზო.
---უკვე აღარ მეშინია მამა,თვით სიკვდილიც რომ მოვიდეს,მე უთქმელად და უბრძოლველად დავთანხმდები და უკან გავყვები,რადგან ვიცი რომ აქ შენს გულში მუდამ იქნება ჩემთვის ადგილი.
---ნუ ამბობ მაგ სიტყვებს,ხომ იცი როგორ მტკენ გულს.სიკვდილი ჯერ ძალიან ადრეა შენთვის პატარავ.ჩვენ დავამარცხებთ მას,მე მჯერა გიორგის. ის ამას შეძლებს, დარწმუნებული ვარ შეძლებს.
ნინიკოს ჩაეძინა და ფრთხილად დააწვინა საწოლში. შუბლზე მისი თბილი ამბორი დაუტოვა და პალატიდან გავიდა.იმედამ შეხედა მირიანს და მისი თვალებში წაკითხულმა უხმო თხოვნამ მიახვედრა,რომ მის გულში დიდ გრძნობას დაედო ბინა და თავის ქნევით უთხრა თანხმობა შესულიყო ნინიკოს სანახავად,რომელიც ბეჭებში გამართული მივიდა კარებამდე.ბიჭებს ჩეცინათ და მირიანს უთხრა ზაზამ.
---გეფიცებით თუ ნინიკომ არ მომასწროს დაოჯახება და კიც გავაფრენ.
---შენ გგონია ახლა რომ აქ ხარ და საუბრობ,სრულ ჭკუაზე ხარ?უთხრა დათომ,რომელმაც ერთი შებღვირება მიიღო ზაზასგან.იმედამ საწოლს მიუახლოვდა,შუბლზე აკოცა და ხელზე შეაბა მისი ხელის ბრასლეტი,რომელსაც წარწერა ჰქონდა.,,მე შენთან ვარ და გელოდები პატარავ''.
ოპერაცია დაიწყო და მღელვარების წუთებმაც ჩამოკრა.ოპერაცია რომელიც 9 საათი გაგრძელდა,6 საათის შემდეგ რამოდენიმე ექიმმა დატვირთვას ვერ გაუძლო და თითქმის მარტო მოუწია გიორგის ოპერაციის დასრულება,რამდენიმე ასისტენტთან ერთად.ოპერაციის მსვლელობის დროს,რამოდენიმე წუთში სისხლის მიმოქცევა აღსდგა და ყველაფერი ცუდი უკან დარჩა.გიორგის წინ კი 14 წლის ნინიკოს მთელი ცხოვრება გადაიშალა,ლამაზი მომავლით.მირიანმა ვერ გაუძლო რამოდენიმე საათიან სტრესს და დალევა გადაწყვიტა,რამაც ლუკა და ბიჭები ძალიან გააბრაზა.
---რას აკეთებ,თავი აიყვანე ხელში.ყველაფერი მალე დასრულდება და ნინიკოც ჩვეულებრივი ადამიანი გახდება,არ გინდა დახვდე ნარკოზიდან რომ გამოვა და თვალს გაახელს?მართლაც ნარკოზიდან გამოსულს ნინიკოს მირიანი იქვე დახვდა.ყველაზე დიდი სიხარული მირიანისათვის ის იყო,რომ ნარკოზიდან გამოსულ ნინიკოს ფეხებში ის ძლიერი ტკივილები აღარ ჰქონდა,როგორც ადრე. აღარ ტკიოდა და სასიხარულო ეს იყო.ყველას თვალი მოავლო და გული აუფრიალდა,როცა ყველა საყვარელ სახეებში იმედა დაინახა,გონზე მოეგო და გაღიმებული გიორგის დანახვისას,მიხვდა რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
---პირობა მოგეცი და შევასრულე,ახლა კი შენ უნდა შეასრულო ჩემი სურვილი და ერთადერთი სურვილი.ღიმილით მოავლო ყველას თვალი და შემდეგ ისევ გიორგის შეხედა.
---რა სურვილია გიორგი ექიმო,რომ ვერ შევასრულო?
---პირობა ასეთია,შენს ქორწილში,პირველი მე უნდა მეცეკვო.ნინიკოს ცრემლი მოერია და ტირილით უთხრა.
---ნუთუ,ნუთუ მე ცეკვასაც შევძლებ?
---შეძლებ და შემპირდი.მკაცრად უთხრა გიორგიმ.
---გპირდები,ამ პირობას აუცილებლად აგისრულებ.შემდეგ საყვარელ ექიმს ხელები გაუშალა და გიორგიმ ნინიკო გულში ჩაიკრა.
---ყველა პაციენტს ერთნაირად ვუდგები,მაგრამ გახსოვდეს ნინიკო შენ განსაკუთრებული ხარ,რადგან ჩემამდე ჩემთვის განსაკუთრებულმა ადამიანმა მოგიყვანა.
ყველაფერი კარგად დასრულდა პატარავ,ყველაფერი კარგად არის.გულზე ყავდა მიკრული და თავადაც ცრემლი მოერია.ახლა დაისვენე და ჩვენ ცოტას ვისაუბრებთ და ისევ დაგიბრუნდება შენი ძიოები.ყველა გიორგის კაბინეტში შეიკრიბა, ოპერაციიდან რამოდენიმე ხანში იგრძნო გიორგიმ მღელვარება,როცა გაანალიზა მან რა შეძლო,რა გააკეთა 14 წლის გოგონასათვის,რომელიც მოწყვეტილი იყო თითქმის სამყაროს.
---არ ვიცი დრო როგორ გავიდა,ან რამდენი ხანი დაჭირდა ოპერაციას.მხოლოდ ის ვიცი რომ ოპერაცია ერთი ამოსუნთქვით გაკეთდა.
---9 საათი და 37 წუთი.ეს იყო ოპერაციის დრო.თქვა ლუკამ.
---მთავარია რომ ის გააგრძელებს ცხოვრებას.ეს პირველი პერიოდი ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.ეს აუცილებელია მირიან.შემდეგ ხელებზე დაიხედა,ის ხელები სახეზე მოისვა და აცრემლიანებული ხმით უთხრა ბიჭებს,რომლებიც მის წინ მდუმარედ იდგნენ და ამ მდუმარებით გამოხატავდნენ დიდ მადლიერებას.
---ნუ გგონიათ,რომ ამ ხელებს არ ეშინიათ ოპერაციის წინ,მაგრამ ისინი არასდროს არ აკანკალებულა.ბევრი ოპერაცია გამიკეთებია,მაგრამ დღევანდელი ნინიკოს შემთხვევა,სულ სხვაა.მადლობა მირიან რომ მენდე და ჩემი ცოდნა შვილზე წინ დააყენე.
---მე არა ექიმო,მე არ მეკუთნის მადლობა.მადლობა აი ამ გულს ეკუთნის,რადგან გულმა გიგრძნო,რომ ეს ნაბიჯი წარმატებული იქნებოდა.შემდეგ კი პირველი იმედას ეკუთვნის ეს მადლობა,იმედას შემდეგ კი ჩემს სამეგობროს, ჩემს ძმებს.რომ არა თქვენ,ჩვენ წლებია ვცდილობთ ნინიკოს გადარჩენას და ფეხზე დადგომას,მაგრამ ვერ შევძელით.თქვენ კი შეძელით ეს და ამისათვის მთელი ცხოვრება თქვენს ვალში ვიქნები.თვით ღმერთია შენში და შენს ხელებში.ნამდვილად ამ პროფესიისათვის ხარ გაჩენილი გიორგი და მინდა დიდი წარმატებები გისურვო გულით.ნინიკო ისევ აიდგამს ნაბიჯებს მის ბავშვურ სამყაროში და ეს თქვენით,მადლობა ამისათვის.
წარმატება,სიამაყე ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა,როცა დადგა დღე და ამდენი წლის შემდეგ,ნინიკომ დამოუკიდებლად გადადგა მისი პირველი ნაბიჯი.ექიმი გიორგი იდგა ხელებგაშილი და ნინიკოსთან ერთად ისიც ტიროდა.ასე უეცრად ნინიკოს საქრთველოში დაბრუნება არ შეიძლებოდა,რადგან წინ მას უამრავი პროცედურები ჰქონდა გასავლელი. ბიჭები კი დაბრუნდნენ,რადგან მათაც უამრავი სამუშაო ელოდებოდათ. მირიანი დაპირდა ნინიკოს,რომ ისევ ინახულებდა,ისევ ჩავიდოდა მასთან,მის სანახავად რამოდენიმე ხანში.ისე გადაერთო მირიანი ნინიკოზე რომ მხოლოდ ის ახსოვდა და მხოლოდ მასზე ფიქრობდა.გასაგები იყო,რომ დიდი სტრესი და დიდი ოპერაცია გადაიტანა,მაგრამ ნანა?ნანამ განა ცოტა შიში და ნერვიულობა გადაიტანა?ვეღარ გაუძლო მირიანს,ვერ აიტანა სულ დადარდიანებული მირიანი და ერთ საღამოს მაგიდაზე წერილი დახვდა მირიანს.სახლი მოათვალიერა და არ ესიამოვნა სახლში დაბუდებული სიჩუმე, სიჩუმეს რომელსაც მხოლოდ საათის წიკ-წიკის ხმა არღვევდა..
ნანას წერილი მირიანს.
მაპატიე რომ ამ სიტყვებს ასე წერილით გეუბნები,მაგრამ მე ასე უფრო გამიოლდება გითხრა ჩემი სათქმელი.
ჩვენ ადამიანები ერთმანეთს არ ვაფასებთ,ვერ ვხვდებით იმას რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ,მაგრამ ჩვენ ჩვენი სანთელი სხვადასხვა ტაძარშია დანთებული.ადრე თუ გვიან ყველა ჩვენთაგანის სანთელი ჩაიწვება და ჩვენს ადგილას სხვა სანთელს დაანთებს სამყაროს ტაძრის შემოქმედი.მაპატიე,რომ ასე ჩუმად მივდივარ.მაპატიე,რომ არ შემიძლია შენი ჩამქრალი თვალების ცქერა.მე მინდა ისინი ისევ ისეთი მახსოვდეს მტკიცე და მრისხანებით სავსე,როგორც პირველად ვნახე,მაგრამ გთხოვ,თუ ოდესმე მოისურვებ ჩემს ნახვას და მნახავ უშენოდ ჩამქრალს და ჩაბნელებულს,ნუ დაგენანება შენი კელაპტარიდან,შენი სითბო მიწილადო.ამანთე შენი არსებობით და ერთმანეთს გაუნათოთ ცხოვრებოს გზა.გახსოვდეს მირიან თვითეული ჩვენთაგანი ამოუწურავი სინათლის,სიკეთის,სითბოს,მადლის და სიყვარულის წყაროა.ამიტომ სანამ ვიცოცხლებ,ვიგრძნოთ რომ ცოცხლები ვართ და ვიპოვოთ საკუთარი ბედნიერება ერთმანეთის ბედნიერებაში.ერთად ვილოცოთ ნინიკოს ჯამრთელობისთვის,მისი კარგად ყოფნისთვის და ერთად ვილოცოთ ერთმანეთის გადარჩენისთვის უფლის დაწესებულ სიცოცხლის ტაძარში. სანამ წვეთ-წვეთად,სულ ბოლომდე დავიღვენთებით.შენ ჩემს გულში დარჩი და მუდამ აქ მეყოლები.
მაპატიე,მაგრამ მე უნდა წავიდე,მე შენი სევდაც მომწონდა მირიან და შენი გაბრაზებაც და ვერ ავიტანე შენი სიჩუმე.ახლა კი ძალიან გამიჭირდება,მაგრამ უშენობა უნდა ავიტანო.
მე შენი არ ყოფნა ნინიკოსთან ერთად,უნდა ავიტანო,უნდა შევეგუო ამ აზრს რაცარუნდა გამიჭირდეს.ყველაფერი კარგად დასრულდა და გთხოვ გააგრძელე ცხოვრება სიკეთისთვის და სიყვარულისთვის და არა ბოროტებისთვის და ბოღმისთვის.მე შენთან ერთი უბრალო გოგონა მოვედი,მაგრამ შენ მე ძალიან ბევრი რამ მასწავლე.შენი სიბრაზით,რომელიც ქრიშხალივით შემოვარდებოდა სახლში და ირგვლივ არსებულ ჩემს მონაცისფერო ფერებს განდევნიდა.მეც ვბრაზდებოდი ამ დროს და რომ აგყოლოდი ალბად ცუნამი მონაგონი იქნებოდა ჩვენს შეტაკებასთან,მაგრამ ბოლოს მაინც სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.შენ ყოველთვის ახერხებდი და ჩემში არსებულ შავ ღრუბელს აფრთხობდი,რომელიც ყოველდღე თან ახლდა ჩემს ხასიათს. მე ვერ შევძელი დარჩენა იმ ადგილს სადაც შენი სიჩუმე აუტანელია,სიჩუმე რომელშიც ვიცი უზარმაზარი ტკივილი დევს.მე მიხარია,რომ ეს ტკივილი გაქრა ნაწილობრივ და ნელა-ნელა დაიბრუნებ პირვალდელ სახეს.
ვდარდობ შენზე,ანდა როგორ არ ვიდარდო მე როცა მზეც კი დარდობს შენს სიჩუმეს ღრუბლებში შემალული.მაგრამ მე იმ ღამით გადავწყვიტე წასვლა,როცა შეგხედე ფეხშიშველი იდექი და ორივე ხელებით იყავი დატრდნობილი მაგიდაზე ჩაფიქრებული და შენს გარშემო ღამის სიჩუმეს ღერა-ღერა როგორ წვავდი. სიბნელეში კი შენს ხელში არსებული სიგარეტის წითელი წერტილი ანათებდა.წელში იყავი ტკივილისაგან მოხრილი ისე თითქოს მყარად ვერ იდექი,რადგან დედამიწას უმძიმდა შენი ზიდვაც კი მაგრამ არ დაიჯერო, მირიან ბებერი დედამიწას შენ არ ამძიმებ,ის პირიქით მოგიწოდებს სიცოცხლისაკენ.
შენს გულში ჩაიხედე,მე ჩემს გულის ფიცარზე გაჩენილ წარწერას ვკითხულობ და ვიმახსოვრებ, ,,მე არ ვაპირებ უშენოდ ცხოვრება''-ს.მე დიდი,ძალიან დიდი მოხარული ვიქნები ამ წერილის პასუხი შენს თვალებში ამოვიკითხო.
შენი ,,ნანა-ნანუჩი''.
რამდენჯერმე გადაიკითხა წერილი და თავი დამნაშავედ იგრძნო,რომ ვეღარ აქცევდა ყურადღებას.მისი სიყვარულით მომზადებულ სადილს თუ ვახშამს აღარ მიირთმევდა.დაფიქრდი, მირიან დაფიქრდი. თავის თავს ესაუბრებოდა და თან ასევე თავის თავზე ბრაზობდა.
---არასოდეს მინდა დასრულდეს ის,რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ნანუჩი.რაც შენ გაგიცანი თითქოს ჩემთვის დრო გაჩერდა,სიხარულით მოვდივარ სახლში,რადგან ვიცი აქ შენ მელოდები.ბარი გამოაღო და სასმელი გამოიღო. ჭიქაც არ უძებნია პირდაპირ ბოთლიდან მოსვა და ყელი აუწვა კონიაკის პირველმა ყლუპმა,მეორე უფრო ადვილად ჩასრიალდა ყელში და ასე გაგრძელდა მანამ,სანამ ბოლომდე არ დაცალა ბოთლში არსებული სითხე.
მე შენ გაცლი ფიქრს,იფიქრე და შემდეგ ერთად გადავწყვითოთ რას მოვიფიქრებთ ნანუჩი.ჩაიბურდღუნა უკვე კონიაკით გაბრუებულმა და ჩაეძინა.ასე გრძელდებოდა დღეების და კვირეების მანძილზე,სულ სვამდა და აღარავის ეკონტაქტებოდა.დაკეტა სახლის კარები,გათიშა ტელეფონი და დათოს რომ არ ქონოდა სახლის გასაღები კარის შემტროვა მოუწევდათ,უკვე აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ და როგორ მოეყვანათ გონს,მარტოც ვეღარ ტოვებდნენ,უკვე სასმელზე გახდა დამოკიდებული.არავის არ აძლევდა ნებას ნანასთვის ეთქვათ მისი ასეთი მდგომარეობა. ნანა კი ცალკე იქით იტანჯებოდა,ენატრებოდა მირიანი და არ ჭამდა,არ სვამდა,მხოლოდ ეძინა და ეძინა.თამრომ ექიმთან წაიყვანა და კარგი სასიხარულო იყო იმის მოსმენა,რომ სულ მელე ბიჭის დედა გახდებოდა.მირიანს ძალიან გაუჭირდა,მაგრამ როგორც იქნა დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს,მას მარინა ეხმარებოდა,ურეცხავდა ტანისამოსს და უუთავებდა.ერთ დღეს კი შეპარული ხმით უთხრა.
---როდის გადაწყვიტავ ნანუჩის ნახვას მირიან?



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე რა კარგი იყო მალე დასე რა შემდეგი თავი
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

პირველი კითხვა რაც გამიჩნდა ამ თავის კითხვის დროს იყო იმედას ასაკი.მეორე როდის უნდა ნახოს ის კონვერტი ჰა?დავიწვი ამათი საცოდაობით
unamused pensive
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent