შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომერტა / თავი პირველი


28-05-2017, 10:35
ავტორი CrazyWriter
ნანახია 2 050

ომერტა, სიჩუმის კოდი,რომლის გამტეხიც სიკვდილით ისჯება.
შავთმიანი გოგონა, რომელიც ველურივით იქცეოდა და მისი მეგობარი ბიჭი ლამის მიწასთან გაასწორა, ახლა დასველებულ მაიკას იწურავდა და თან იცინოდა. უცბად სახლისკენ გამოიხედა და თავისი ცისფერი თვალებით მზერა გაბრიელისას გაუსწორა. სახეზე წამოწითლდა და ტანსაცმლის სწორება დაიწყო..

თავი პირველი

მხოლოდ ცოტახნიანი ძლის შემდეგ გამოეღვიძა გაბრიელს, მაგრამ ეს დრო საკმარისი იყო, რომ მთელი ძალები მოეკრიბა და ახალ დღეს შემართებული შეხვედროდა. თვალები ხამხამით გაახილა და მარჯევნა ხელით, რომელიც წამის წინ ალექსანდრიას წელზე ჰქონდა შემოხვეული და გულძი ძლიერად იკრავდა, სახე მოიზილა. საწოლზე წამოჯდა და მძინარე ცოლს გახედა. შავი დალალები აქეთ-იქით მიმოფანტულიყო თეთრ ბალიშზე, მისი რძისფერი სხეული კი ზეწრებში აბლანდულიყო. გაბრიელი შიშველ მხარზე ეამბორა, ცხვირით ფაფუკ კანს კისრამდე აჰყვა და მისი სურნელით გამომთვრალმა ლამის მოიძულა თავისი ვალდებულებები. მაგრამ როდესაც მამაკაცი ხარ, თან იტალიელი, კარგად უნდა გაგებებოდეს, თუ რაოდენ საშიშ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდე, შენივე ვალდებულებები შენვე თუ მოგიძულებენ.
შიშველი ფეხით ცივ პარკეტზე დადგა, მისი თითოეული ნაწილი შეიძგრძნო, ამოღრმავება-ჩაღრმავებები, ჭუჭყის ნარჩენები რომელნიც პატარაზე ესობოდნენ და უღიზიანებდნენ ფეხის გულებს, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად ადარდებდა. პირიქით, უყვრდა კიდეც როდესაც მაქსიმალურად შეიგრძნობდა გარშემო სამყაროს, დაცულობის და სიმშვიდის გრძნობას ჰგვრიდა. ფეხზე წამოდგა, კარადიდან სუფთა საცვალი გადმოიღო და ჩაიცვა, შემდეგ კი თავისი საძინებლის მოპირდაპირე ოთახში ფეხაკრეფით შევიდა.
კელდები ღია ცისფრად იყო შეღებილი, ცისფერივე ფარდებით. ოთახის შუაგულში კი დიდი, თეთრი სარწეველა იდგა, სადაც პატარა ფინიანს განცხრომით ეძინა. დიდი ვარდისფერი ლოყები კიდევ უფრო დაბუშტვოდა, რომელზეც გრძელი, ლამაზი წამწამები ესვენა. ფუმფულა მუცელი ზემოთ-ქვემოთ რიტმულად აუდ-ჩამოუდიოდა, ფშვინავდა და დაღებული პირიდან, ნიკაპის გავლით, დორბლი, ღაბაბისგან ორად გაყოფილ, კისერში ჩასდიოდა.
გაბრიელს, ამ სანახაობის შემსწრეს ჩაეცინა, მაგიდიდან ხელსახოცი აიღო და ნელა, ისე რომ პატარას არ გაღვიძებოდა, კისერი ამოუმშრალა. ძილ-ბურანში გახვეულმა ფინიანმა, თავისდა გაუცნობიერებლად, პროტესტის ნიშნად პატარაზე ამოიკრუტუნა და შემდეგ მამიკოს თითს მაგრად ჩაებღუჯა. გაბრიელის სისუსტე იყო მისი შვილი და პატარა ფინის ასეთი მოქმედებები გულს სიხარულისგან ისე აუდუგდუგებდა, ამხლეა კაცს, ლამის ადგილზევე ეკვეთებოდა ფეხები და გული მისდიოდა. პატარა თითებზე ამბორით შეაშვებინა ხელი და რომ დარწმუნდა ოთახში ყველაფერი წესრიგში იყო, ჩუმად გამოიხურა კარი და პირველ სართულზე ჩამავალი ჩვიდმეტი საფეხური სწრაფად ჩაირბინა.
სახლი თანამედროვედ ჰქონდათ მოწყობილი. სპილოსძვლისფერი კედლები სავსე იყო ოჯახის ფოტოებით და სურეალისტური ნახატებით. დასავლეთ მხარე სულ მინაში ჰქონდათ ჩასმული რაც სახლის შემოსასვლელს და ლამაზ, გამწვანებულ ბაღს გაჰყურებდა.
გაბრიელი სამზარეულოში გავიდა, რომელსაც მისაღებისგან არაფერი ჰყოფდა და ონკანი მოუშვა. ხელები შეუშვირა და წყალი სახეზე შეისხა. თან გაიფიქრა, ახლა ალი რომ მიყურებდეს ალბათ მომკლავდაო და გაეღიმა. ზედა კარადას შესწვდა და ჭიქა გადმოიღო წყალი, რომ დაელია, მაგრამ უცბდ მანქანის დამუხრუჭების ხმა მოესმა. წამებში გაიაზრა რაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო საქმე და კიბეებისკენ გაიქცა. სამზარეულოდან გამოსვლაც ვერ მოასწრო, რომ ავტომატის ჯერი დაახალა მის სახლს ვიღაცამ. მაშინვე სამზარეულოს დახლს ამოეფარა.
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ახლა რა ქნას! იარაღი საძინებელ ოთახში დატოვა, როგორ დაიცვას ალექსანდრია და ფინიანი. ის იყო სროლა შეწყდა და სამალავიდან გამოსვლა დააპირა, რომ უცბად რაღაცამ იფეთქა და ორი მეტრით უკან გადააგდო. თავს ძალა დაატანა და თვალები გაახილა, გამოსახულებები ერთმანეთში ორად ირეოდა, ყურები კი სულ დაბუგული ჰქონდა და საშინელი წუილის ხმა ჩაესმოდა. ზურგი, ხელები და ფეხის გულები ერთიანად დასერილი ჰქონდა ნამსხვრევებისგან, ზოგიერთი მოზრდილი მინა აქა-იქაც შესობოდა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა. ფეხზე წამოდგა და გულგახეთქილი მეორე სართულისკენ გაიქცა. პირველი პატარა პინიანის ოთახის კარები შეაღო და სანახაობამ ლამის იმ ქვეყნად გაისტუმრა. ფანჯრები ჩალეწილი იყო, ბავშვი არსად სჩანდა, ძირს კი, სისხლის გუბეში მცურავი ალექსანდრია ეგდო. ცალ ხელში გაბრიელის რევოლვერი ეჭირა, მეორით ფანჯრისკენ ანიშნებდა და მკერდში დაჭრილი, რის ვაი ვაგლახით, ხროტინით ძლივსრა სუნთქავდა.
-არა, არა, არა, - დაპანიკებული გაბრიელი ცოლის გვერდით მუხლებზე დაეცა და ნატყვიარზე ხელები მაგრად დააჭირა.
-ფინ.. ფინი..ანიი, - გაფართოებული, ცრემლით სავსე თვალებით მისჩერებოდა ქმარს და ტუცებს ძლივს ამოძრავებდა.
-სშშ.. ნუ ლაპარაკობ, ვიცი, - ყელში ბურთ მომჯდარი ხმა აკანკალებული ლაპარაკობდა, რომ ცოლი დაემშვიდებინა, - აუც..ილ..ებლად, იპ..ოვ..ნე, - ამოსუნთქვას ძლივს ატანდა სიტყვებს ალექსანდრია და დაჟინებული, ბრაზის ცეცეცლით ანთებული თვალებით უყურებდა გაბრიელს.
-ვიპოვნი, - უთხრა და თვალი ოთახს მოავლო. გაბრიელს საკმაო გამოცდილება ჰქონდა და იცოდა ალექსანდრიას გადარჩენის შანსი ჰქონდა თუ დროზე იმოქმედებდა. ამიტომ სწრაფად ბავშვის პამპერსები აიღო და ჭრილობაზე დაადო, შემდეგ კი მატერიით მაგრად შემოახვია, ხელში აიყვანა და სწრაფად მანქანისკენ გააქანა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანა.

შვიდი წლის წინ

მრავალი წლის განმავლობაში ორსინისა და რომანოს კლანებს შორის მტრობა იყო გაჩაღებული. ბევრი ახლაგაზრდა სული შეეწირა მათ მომხვდურობას, მაგრამ გავიდა დრო, მსოფლიო შეიცვალა. მაფიის წევრები, თავიანთი ბიზნესის უზრუნველყოფის მიზნით, უკვე თანამედროვე სამყაროში, მაქსილაურად ცდილობდნენ, რომ სისხლი ნაკლებად დაეღვარათ ერთმანეთს შორის. ამიტომ დონ ლუკა რომანო და დონ ჯიოვანო ორსინი, ამ ბოლო დროს ერთმანეთთან სტუმრობას უხშირებდნენ. თავდაპირველი შეხვედრისას ისეთი დაძაბულები იყვნენ, რომ ოთახში გაჯერებული ცუდი აურისაგან შეწუხებულმა რომანოს კატამ, რომელსაც საკუთარი სკამიც კი ჰქონდა პატრონის სავარძლის გვერდით, პროტესტის ნიშნად კნავილით დატოვა იქაურობა.
რა გასაკვირია, ადვილი არაა ასე ერთი ხელის მოსმით დაივიწყო შენი ოჯახის წევრების სიკვდილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამხელა ოჯახები ჰყავთ იტალიელებს, ალბათ მიხვდებით, რაოდენ დიდი ტკივილი ექნება ორივე კლანს ნანახი. ასე გაგრძელდა შეხვედრა-შემოხვედრები. ნელ-ნელა დაძაბული აურაც გაიწმინდა და დონ ჯიოვანო ორსინიმ თავისი მემკვირდის - გაბრიელის ტარებაც დაიწყო საქმიან შეხვედრებზე, რომელიც იმ წელს შესრლებულიყო თვრამეტის.
სახე მოქუფრული და წარბებ შეკრული გაბრიელი, მანქანის უკანა სავარძლიდან აბრიალებდა თვალებს. სასტიკად არ ეთანხმებოდა, მამამისის გადაწყვეტილებას, რომანოსთვის თეთრი დროშის აწევასთან დაკავშირებით. ჯერ ახალგაზრდა იყო და ბრაზისგან სისხლი უდუღდა. ლამის ჭკუიდან შეიშალა, როდესაც მტრის ტერიტორია გადაკვეთა მათმა მანქანამ. ჭკვიანი თვალებით თითოეულ კუნჭულს აკვირდებოდა, იმახსოვრებდა და წარმოიდგენდა, როგორი ლამაზი შეიძლებოდა ყოფილიყო ცეცლის ალ მოკიდებული და მიწასთან გასწორებული და მათი პატრონებისთვის სასაფლაოდ ქცეულივე მათი სახლი. უხ! ნეტავ ახლა ავტომატი ქონდეს, რას მოიხოკავდა გულს ამ ოხუნჯების სათითაოდ ჩაცხრილვით. მანქანიდან გადმოვიდა და მამამისს გვერდში ამოუდგა. შემდეგ კი კბილების ღრჭიალით ლუკა რომანოს ხელი ჩამოართვა, თან ძლიერად მოუჭირა, ეგონა ვატკენო, მაგრამ რომანომ ერთი ცერად ამოხედა და თავისი გრძელი თითები სუროსავით ისე ძლიერად შემოხვია, რომ მაშინვე ამოუღებელი ხმა ჩააკმედინა ბიჭს.
დონ ლუკას ოთახში შესულებს კუდ აპრეხილი შეეგებათ კატა. გაბრიელთან მივიდა ფეხსაცმელეებზე დასუნა, შემდეგ ეტყობა მოეწონა და ლაქუცი დაუწყო ფეხებზე. გაბრიელმა გაბრაზებულმა გაიფიქრა, ერთი ეს სულელი ცხოველი გამაგლეჯინა შუაზეო და ჩაუვარდა თუ არა მომენტი ხელთ, ფეხი კრა და თავიდან მოიშორა. გაბრაზებული ცხოველი დონ ლუკას მაგიდაზე ახტა და დაისისინა, შემდეგ პატრონის კალთაში ჩახტა და გაბრიელისთვის თვალი აღარ მოუშორებია.
გაბრაზებული გაბრიელი ყურადღებას დონების საუბარს საერთოდ არ აქცევდა. თავდაპიველად ოთახის თვალიერებით გაერთო. თაროებზე შემოდებული წიგნები მოუწონა მტერს, მაგრამ მაინც სულელად მიაჩნდა. ბოლოს კი მისგან მარჯვნივ ამოჭრილ ფანჯარაში დაუწყო ბუნებას ცქერა. დიდი ხანი არ იყო გასული, რომ რაღაც უცნაურობამ მიიქცია მისი ყურადრება. მასზე დაახლოებით რამდენიმე წლით უმსცროსი გოგონა, მისივე ასაკის ბიჭს ბოთლებით ეწუწავებოდა და წყალს სულ თავზე ასხამდა.
სულელი რომანო, გაიფიქრა თავისთვის, ვინ აძლევს ბავშვებს ასეთ ადგილას თამაშის უფლებას, განსაკუთრებით თუ სხვა კლანის ხალხი ყავთ სახლში. გამკიცხავი ფიქრებით სავსემ და ბავშვების შემხედვარემ, ვერც კი შეამჩნია როგორ შეეპარა ღიმილი სახეზე. შავთმიანი გოგონა, რომელიც ველურივით იქცეოდა და მისი მეგობარი ბიჭი ლამის მიწასთან გაასწორა, ახლა დასველებულ მაიკას იწურავდა და თან იცინოდა. უცბად სახლისკენ გამოიხედა და თავისი ცისფერი თვალებით მზერა გაბრიელისას გაუსწორა. სახეზე წამოწითლდა და ტანსაცმლის სწორება დაიწყო, შემდეგ კი ენა გამოუყო, დაეჯღანა და გაიქცა. მოულოდნეობისგან თვალებ დაჭყეტილი ლამის სკამიდან წამოხტა გაბრიელი. გოგონა ხედიდან გაქრა და აღარც გამოჩენილა, მაგრამ ჭია შეუჩნდა გაბრიელს. აინტერესებდა გაეგო ვინ იყო. ალბათ რომელიმე მსახურის გოგო იქნებოდა, ასეთი გადარეული და ველური.
როგორც იქნა ფრანკო და ლუკა საუბარს მორჩნენ, მაგრამ გაბრიელს წასვლა აღარ უნდოდა. სწადდა დარჩენილიყო და გაერკვია ვინ იყო ის გოგო. გამოსვლისას, როდესაც უკვე ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, უცებ კრიალა ხმა მოესმათ.
-მამა, - გაისმა და მეორე სართულის კიბეებზე შავგვრემანი გოგონა დაეშვა, ყვითელ სარაფანა კაბაში გამოწყობილი. ლუკა რომანოსთან მიირბინა და ლოყაზე აკოცა. გაბრიელს ლამის პირი დაეღო. ეს მოსამსახურის გოგო, სინამდვილეში რომანოს ქალიშვილი აღმოჩნდაა. გამკიცხავი თვალებით გახედა გაბრიელმა დონ ლუკას. ასეთ საქციელს თავის დებს არც თვითონ და არც მამამისი არ გააბედინებდა. ეტყობა თვითონ რომანოსაც დიდად არ ესიამოვნა შვილის სტუმრებთან გამოჩენა, ამიტომ მკაცრი სახით ხელი მკლავზე მაგრად ჩასჭიდა და თავის ზურგს უკან ამოიყენა.
-ვიცოდი, რომ გოგონა გყავდა რომანო, - ღიმილით მიმართა ჯიოვანომ, - მაგრამ უკვე ასეთ გაზრდილი თუ იქნებოდა არ მეგონა.
-ჰო, ალექსანდრია უკვე ცამეტი წლისაა, - თქვა თუ არა დონ ლუკამ, გაბრიელმა მაშინვე გადაითვალა მათ შორის ასაკობრივი სხვაობა და ალექსანდრიას გახედა, რომელიც მამის ზურგს ამოფარებული ეშმაკურად უღიმოდა.
არა, მაინც უცნაური და უჯიშო ხალხი არიან ეს რომანოებიო, თავისთვის გაიფიქრა გაბრიელმა გოგონას ქცევის შემხედვარემ. ჩვენი რომელი ქალი გაბედავდა სხვა ბიჭთან ერთად წუწაობას. მაგრამ სინამდვილეში გაებედათ კიდეც, უბრალოდ ნეგატიური აზრებს მოზღვავებულ გაბრიელს არ სურდა თავისი ბავშვობის გახსენება, ან იმის აღიარება რომ ალექსანდრიას მეგობარზე გულის სიღრმეში ეჭვიანობდა. მაგრამ თავის ამოტრიალებულ და ბრაზით გაჟღენთილ გონებაში მაინც ვერ წყრებოდა გოგონაზე და აუგის გაფიქრებაზეც კი თავს ცუდად გრძნობდა. მაშინ კი მოუსვენრობა შეყრილი მიხვდა, რომ იმ ღამით ალექსანდრია რომანოზე ფიქრი გულს შეუღონებდა და ძილს დაუფრთხობდა და ასე მოხდა კიდეც. მთელი ღამე თავის თავთან ჭიდილში გაატარა, წამით გონებიდან გადასულმა ლამის მთელი ქალების მოდგმაც კი დაწყევლა და როცა გაიაზრა რა სილამაზის და სიამოვნების განადგურება ისურვა, მაშინვე პირჯვარი გადაიწერა და შეიკურთხა, ის წყეული გოგო რას მაფიქრებინებს, ერთხელ ვნახე და უკვე ისე შემიჩდა ნამდვილად ეშმაკისეული იქნებაო. შემდეგ კი ფიქრებში გადაეშვა, როდესაც ქალების საუბარს მოკრა ყური, როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს ცოდნას დაწყევლილი ხერხებით კაცისთვის თავი შეეყვარებინათ. ღმერთო დამიფარე ამ ალქაჯებისგანო, ამოიხვნეშა, კისერზე ჩამოკიდებული, ჯავრზე გაკრული იესოს ჯვარი მუჭაში მოიქცია და თვალები მაგრად დახუჭა. მაგრამ ვერც ამან უშველა და ძილს მიცემულმა ვერ ჰპოვა შვება. სულ წყლის ქვეშ მოცეკვავე ალექსანდრია ესიზმრებოდა, რომელსაც მოშიშვლებულ მუცელზე ჩამომავალი წვეთები სათითაოდ უბრწყინავდა მზის შუქზე და ისედაც მომხიბლავ გოგონას კიდევ უფრო სანდომიანს ხდიდა. სწორედ ის დღე იყო, როდესაც გაბრიელის ბრაზით, შურისძიებით და ღვარძლით დამძიმებული გული, ქალის ერთმა ღიმილმა საერთოდ თავდაყირა დააყენა.


*ამ ომერტას არავითარი შეხება არ აქვს მარიო პიუზოს ნაწარმოებთან, არც მისი შინაარსია გამოღებული და არც მისი ფანფიქია. უბრალოდ ჩემთვის ვერთობი :დ*



№1 სტუმარი lalka

kargia.kargi gartoba wamoiwye magram tu ar daagbianeb rac mkitxvelze uaryopitad mokmedebs kargi ikneba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent