შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოიცა ... სერიოზულად? (თავი 3)


17-01-2016, 13:26
ავტორი daiana
ნანახია 3 702

წელზე შემოხვეული ხელი,ოდნავ ანერვიულებული გული,ყელზე სულ მცირედ შებერილი ძარღვი,დაბნეული ღიმილი მზერასთან ერთად და სულ მცირედზე ნაგრძნობი სიამოვნება.დაბუჟებული კიდურები ..
-ლიკა მოეშვი - წელზე შემოხვეული ხელი ოდნავ მოუჭირა გვერდში და გოგონას წამოკივლებაც გამოიწვია.მის დაბნეულ თვალებს მიშტერებოდა და უბრალოდ უნდოდა მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო.დრო რომ გაჩერებულიყო?! - არ იყო წინააღმდეგი და მოკალით ...! უნდოდა და მორჩა!
-გაბრიელ გამიშვი - როგორც კი მელოდია დასრულდა მაშინვე წელზე შემოხვეულ ხელს დაეჯაჯგურა ლიკა.
-ჰო გიშვებ დამშვიდდი - შემოსასვლელ კარში მოგცეულ ბიჭების ჯგუფს გახედა გაბრიელმა,ლიკას ოდნავ შეახო ტუჩები თმებზე და სრაფად დატოვა.ოდნავ შეხებამ დაადნო და დაათბო.ჯერ რომ უყურებდა ის უფრიალებდა გონებას და შეხებამ სულ გათიშა.არ შეიძებოდა,ვერ იქნებოდა გაბრიელთან იცოდა მაგრამ ამ გულს რას უზამს კაცი? მის ადგილს დაუბრუნდა და დაბნეულ თეკლეს ინტერესიანი მზერა მიაპყრო.
-რამოხდა? თეკლე გამომხედე - წამებში გოგონას წინ გაჩნდა და აცრემლებულ თვალებს მზერა გაუსწორა.როგორი უბრალო იყო თეკლე .. ცრემლიანი თვალები სარკეს რომ წააგავდნენ .. - თეკლე - მის ხმასაც დაეტყო ანერვიულება..ასეთი იყო საერთოდ,ნერვიულობდა ყველაზე და ყველაფერზე საკუთარი თავის გარდა.
-ლიკა ბიჭები წავიდნენ ... უეჭველად ვიცი იმათ უნდა ეჩხუბონ .. რამე რომ მოუვიდეთ? - პატარა ბავშვივით სლუკუნებდა გოგონა და გრძნობდა როგორ ააფორიაქა იმის გააზრებამ რომ ყველა წავიდა .. გაბრიელიც! ოდნავ შესამჩნევად აუკანკალდა ხელები,მაგრამ არ შეიმჩნია და თეკლეს დამშვიდება განაგრძო.იქ იყო თეკლესთან ოღონდ მხოლოდ სხეულით,გონებით იქ სადღაც შორს დაფრინავდა. იმის გააზრებამ რომ გაბრიელზე ოდნავაც კი ნერვიულობდა აფორაქებდა.ვინ იყო საერთოდ გაბრიელი? რას წარმოადგენდა მისთვის? ასე ერთი კვირის გაცნობილი რატომ ადარდიანებდა და აინტერესებდა? აიჰ მოფრინდნენ დიდი ხნის მივიწყებული ფიქრებიც ..! ბიჭბი რომ ნახევარი საათი არ გამოჩდნენ,რესტორანი დატოვეს და სახლებში წავიდნენ.დაღლილი მიესვენა სავარძელზე და ფიქრებს მიუშვირა თავი. არა აშკარად არ უნდა აინტერესებდეს ეს სვანი,მაგრამ ვაი რომ ახლა ნერვიულობს და ცდილობს ფიქრებით როგორმე მიზეზი იპოვნოს.არა სიყვარულით არ უყვარს,არც მოსწონს,მაგრამ მაშინ რატომ ნერვიულობს იმაზე თუ სად არის ამ წამს ლიჩელი? სწრაფად დაწვდა მოცეკვავე ტელეფონს,რომელიც თეკლეს ნომერს აჩვენებდა.
-ჰო თეკლე
-ლიკა .. ანდრეა მოვიდა და არაფერი სჭირს საგანგაშო,სანდრო და ნიკოც კარგად ყოფილან,სანდროსთან დავრეკე და ანკამ მიპასუხა - ამაზე ოდნავ ჩაიღიმა - ნიკოლოზთან თვით ანასტასიამ და ნუ მიწუხებ ბიჭსო - აქ სიცილი ვეღარ შეიკავა და გემრიელად გადაიხარხარა - მოკლედ მშვიდობა .. გათიშა. ჰო ერთი შეხედვით მშვიდობა მაგრამ გაბრიელი? ის როგორ არის? ჰო აი ახლა ახალმა აზრმა გაიელვა თეკლეს გონებაში და ლამის ჩაიკეცა იმის წამრმოდგენაზე რომ შეიძება ის ცუდად ყოფილიყო,მთელ ტანში დაუარა.სავარძელზე მოცელილივით ჩაენარცხა და ტელეფონს დახედა 1ის 14 წუთი იყო.დაღლილი წამოდგა ისევ ფეხზე და საძინებელში შევიდა.თავი მოიწესრიგა და დასაძინებლად საწოლს მიაშურა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ კარზე ზარი გაისმა.გაამწარებული წამოფრინდა,კართან გავარდა,გამოაღო და როცა ლანძღვა უნდა დაეწყო იმის შესახებ რომ „სტუმარს“ საათი არ ჰქონდა და სრული უნამუსო იყო ენა მუცელში ჩაუვარდა.ყველას ელოდა იქ,მაგრამ წარბ გახეთქილ და პერანგ აწითლებულ ლიჩელს ნამდვილად არა ..
- ვი .. ცი გვი ... ანია უკვე მაგრამ ... საა...ხლში ასე ვერ წავი...დოდი - მთვრალმა ძლივს ამოილუღლუღა და ლიკას „გადაემხო“,სიმძიმის შეგრძნებისას ჩუმი ოხვრა აღმოხდა დაბნეულ ლიკას,კარი ფეხით მიკეტა და მისაღებში ძლივ-ძლივობით შეათრია გათიშული სხეული.სავარძელზე რომელზეც ათიოდე წუთის წინ თვითონ იყო მისვენებული,ახლა მისი ადგილი გაბრიელმა დაიკავა.თვალებ მიბნედილს დაღლა ეტყობოდა,წარბი შესამჩნევად ქონდა გახეთქილი და არც ლოყის მცირე ნაწილი ჩამორჩებოდა.
-გაბრიელ - ჩურჩულით ძლივს გასაგონად დაუძახა და ოდნავ შეარხია.
-მმმმმმ - პასუხად ამოიზმუილა და მის წინ დახრილ ლიკას წელზე ხელი მოავლო და მის მუხლებზე მოათავსა. ოპაააააააააა,დაუარა მარა რა დაუარა.გააკანკალა,ერთიანად გათბა და შესცივდა.ესიამოვნა და ოდნავ დაიძაბა,არ ელოდა ამ ბიჭისგან ასეთს და რაქნას ახლა?
-გაბრიელ გამიშვი და შენც მოფხიზლდი ცოტა - წელზე მოხვეულ ხელზე ოდნავ უჩმიტა და შეეცადა წამომდგარიყო. არა კი სიამოვნებდა მაგრამ მაგას ვინ აღიარებს მითხარით რაა ...
-გოგო კი არ შეგჭამ - სწრაფად გასწროდა გაბრიელი სავარძელში და ლიკაც მოხერხებულად მოითავსა მუხლებზე. აქამდე თავს იმით იმშვიდებდა რომ გაბრიელს თვალები დახუჭული ჰქონდა მაგრამ ახლა პირდაპირ შავ თვალებს რომ უყურებდა .. - ნუ იძაბები,მოეშვი.არ შეგჭამ!
-გამიშვი - მაინც თავისას აგრძელებდა.
-აჰა გოგო წადი - გაბრაზებულ გაუშვა მოხვეული ხელი და ლიკაც სწრაფად წამოდგა.
-წავალ რაღაცეებს მოვიტან და მოგხედავ - გავიდა და მალევე უკან დაბრუნდა.მის წინ დაიხარა და მუხლებზე დადგა.
-ნუ დგები მუხლებზე არშეილება,ადექი! -ხელით წამოაგდო და მოპირდაპირე მხარეს დასვა.
-უიმე ასე ვერ გაგისუფთავებ სახეს კარგად - უკმაყოფილომ დაიწყო ბურტყუნი და სახის გაწმენდა დაიწყო.ხელები უკანკალებდა,ისე რომ გაბრიელიც კი შეამჩნევდა.ნუ რაქნას ახლა .. იბნევა ლიჩელთან სიახლოვის დროს,ვერაფერზე ფიქრობს საღი გონებით.როგორღაც მორჩა „მკურნალობას“.
-სად წადით? და ვინ „გაგალამაზათ“ ასე კარგად?
-რაა შენ ეს რამე გგონია? - თითი გახეთქილ წარბთან მიიტანა - არა ლიკა ეს არი ყველაზე მინიმუმი - ეტყობოდა სასმელი უკვე ორგანიზმში კარგად გამჯდარიყო და ძლივს ლაპარაკობდა.
-კაი,კაი გაჩერდი .. წამოდი დაგაწვენ - მასთან მივიდა და მძიმე სხეული როგორღაც წამოაყენა,მხარზე გადაიდო მისი ხელი და ოთახისკენ წაიყვანა.საწოლზე მიაწვინა და თვითონ მის საძინებელში გავიდა.
არა ხომ ვამბობბ რაღაც „ქიმია“ იქმნებათქო?
აბა დაფიქრდით ..
არა სერიოზულად
გაბრიელი და ლიკა ... კარგი წყვილია არა?
მოიცა ... სერიოზულად?
წყვილი?
არვიცი ... ვნახოთ!
...
გაააააააააამარჯობათ! თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან.



№1  offline წევრი eki_eka_ake

Mshvenieri motxrobaa momwons da mainteresebs kidec <3 male dagvide da aucileblad gaagrdzele <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent