შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე (1თავი)


30-05-2017, 03:11
ავტორი annabelle
ნანახია 2 654

ცივა.სექტემბრის მიუხედავად მაინც საშინლად ცივა.უკმაყოფილოდ ვდგები საწოლიდან,თბილ ხალათს ვიცვამ და სააბაზანოში შევდივარ.თბილი წყალი ისე მსიამოვნებს,იმაზე მეტ ხანს ვრჩები შხაპის ქვეშ ვიდრე მჩვევია.კაბინის ოთხივე კედელი სარკით არის დაფარული,ორთქლის გამო დანახვა მიჭირს მაგრამ,მაინც ვამჩნევ ჩალურჯებულ ქუთუთოს მარცხენა მხარეს.სრულიად შიშველ სხეულზე ხელებს უხერხულ ადგილების დასაფარად ვიფარებ,თითქოს ჩემი თავის მრცხვენია!
-უნდა მორჩე,ისევ დაიგვიანებ!-ხმამაღლა მივმართავ ჩემს ანარეკლს.ეს ის მომენტია,როცა მინდა დრო შევაჩერო,ადამიანები ერთ ადგილზე გაშეშდნენ და საშუალება მომეცეს უბრალოდ ვიდგე ასე,წყლის ქვეშ,საკუთარი თავის პირისპირ!
როგორღაც,თავს ვერევი,სწრაფად ვიცვამ,თხელ მანტოს,გასაღებს და ტელეფონს ჯიბეში ვიჩურთავ და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ ბინას.
-დილამშვიდობის ბატონო დანიელ.-მესალმე მდივანი გოგონა,როგორც კი სკოლის მიმღებში შევდივარ.თვალებს უნებურად ვატრიალებ,ყოველთვის ვღიზიანდები მის ფორმალობაზე,რომელშიც მსუბუქი ფლირტი იგრძნობა.
-უბრალოდ დანიელი დამიძახე მარიამ-ვეუბნები რაც შეიძლება თბილად.გოგონა მონდომებით ცდილობს ოცდათორმეტივე კბილის გამოჩენას,რაზეც მინდება უბრალოდ მშვიდად გავეცალო იქაურობას.ჟურნალს მაწვდის და ზარიც ირეკება! ნუთუ სულ უნდა ვიგვიანებდე? კორიდორი ცარიელია. მინის კარს ხმაურით ვაღებ და ჩემოდნით ხელში,ისე შევდივარ საკლასო ოთახში,ერთი წამითაც არ ვუყურებ მოსწავლეებს.
-გამარჯობა!-ვამბობ ხმამაღლა,ყველას გასაგონად,ჩემოდანს ვხსნი და საჭირო წიგნებს მაგიდაზე ვაწყობ. ვერვიტან ჩემს სამუშაოს! ვერ ვიტან ბავშვებს! 1...2...3... გულში ვითვლი,მთელ ჩემს მამაკაცურ ძალას ვიკრებ და ოცდაათიოდე მოზარდს ვუსწორებ თვალს.
-სახელმძღვანელოები ასოცდამეათე გვერდზე გადაშალეთ!-მითითებებს ისე მკაცრად ვაძლევ მეც კი მიკვირს ჩემი თავის.
-კი მაგრამ,ჩვენ ხომ ჯერ დასაწყისი არც კი გაგვივლია?-ვცდილობ დავინახო კითხვის (რომელიც რიტორიკული უფროა) ავტორი.ცხადია სწავლის დასაწყისშივე,შეუძლებელია გაიარო მთელი წიგნის ასათი გვერდი.
-ჯერ ერთი! მასწავლებელი მე ვარ! მეორე! ხელის აწევით გთხოვთ!-წარბები ზემოთ მეწევა.ვერ ვიჯერებ,რომ გაკვეთილის ისედაც მცირე დროს ასეთ სისულელეში ვხარჯავ.
-მაპატიეთ-წკმუტუნებს ისევ იგივე ხმა,რაზეც უფრო მეტად ვინტერესდები.
-სახელი შემახსენთ-ისევ მივმართავ თუ არა, მეორე რიგში მჯდომი გოგონა ნელა,თითქოს შეშინებული დგება და მერხთან ცალ ფეხს ეყრდნობა. მეორე ფეხით სკამის ფეხს ეთამაშება და ზემოდან დაჰყურებს. ისეთი უცნაური და ლამაზია მიჭირს მისთვის თვალის მოცილება.
-ანასტასია,ტასო! მას.-ლუღლუღებს გოგონა და თავის ადგილს უბრუნდება.
,,შეწყვიტე ყურება!“ ვუბრძანებ საკუთარ თავს,ჩემს მაგიდასთან მივდივარ და წინიდან,მის ზედაპირზე ვჯდები.
-არ მითქვამს,რომ დაჯდომა შეგიძლია!
-მაპატიეთ!-იმეორებს ისევ,ისევ დგება და იგივე მდგომარეობაში დგას,როგორც რამდენიმე წამის წინ.
-ახლა შეგიძლია დაჯდე-ვიღიმი იმით კმაყოფილი,რომ გავაღიზიანე.
-მაგრამ...-მისი ხმა ბავშვების სიცილში იკარგება.სიცილი მაიძულებს გავიხსენო ვინ ვარ და რას ვაკეთებ ამ საშინელ ადგილას.
-შეწყვიტეთ!-თავმობეზრებული ვიქნევ თავს,დაფასთან მისული ცარცს ვიღებ და დიდი ასოებით ვწერ დღევანდელი გაკვეთილის სათაურს: სქესობრივი გამრავლება.
ოთახში ხმაურია.მთელი კლასი ზმუის.
-თუ არ გაჩუმდებით დირექტორთან მოგიწევთ გასაუბრება!-მშვიდად ,უემოციოდ ვამბობ.რამდენიმე წამში ჩამოწოლილი სიჩუმის გამო,უნებურად მეღიმება.
-კარგი,დავიწყოთ.სქესობრივი გამრავლება ეწოდება ისეთ გამრავლებას როდესაც ორი მდედრობითი და მამრობითი ორგანიზმის შეჯვარების შედეგად ,მდედრობითი ორგანიზმიდან ჩნდება მსგავსი ორგანიზმი-წარმოვთქვამ გაზეპირებულ ტექსტს-ნუთუ ასეთი უცნაურია თქვენთვის? რა,ჯერ კიდევ გგონიათ,რომ კომბოსტოში გიპოვეს? ან წერომ მოგიყვანათ?-ბიჭების ხითხითზე მეც ვიღიმი.
-სქესობრივი გამრავლება – ეს არის უნარი ორგანიზმებმა შექმნან თავისი მსგავსი ინდივიდები და ამით უზრუნველყონ სიცოცხლის უწყვეტობა და მემკვიდრეობითობა-ვაგრძელებ ისევ.ოთახში ისევ სიმშვიდე ისადგურებს,ამით ნასიამოვნები ისევ დაფას ვუახლოვდები და გამეტების ხატვას ვიწყებ.
-ესენი მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედები არიან, კვერცხუჯრედი და ტოზოიდი, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის საშუალებით წარმოქმნიან ზიგოტას.-ვგრძნობ,როგორ ინტერესდებიან,როცა ისევ განვაგრძობ ხატვას.მხატვრობის ნიჭი,თუ შეიძლება ასე ვუწოდო,საოცრად ერწყმის ჩემს პროფესიას. ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ,როცა შეუძლიათ დაინახონ ის,რასაც უხსნიან.
გაკვეთილის ახსნას ამომწურავი ინფორმაციით ვასრულებ,ცარცს თავის ადგილზე ვაბრუნებ და მასწავლებლის მაგიდასთან,ჩემს ადგილზე ვჯდები.ბოთლიდან წყალს ისე ვცლი თითქოს კილომეტრები მერბინოს.როგორც კი ზარი ირეკება შვეფით ვვოხრავ.
-შეხვედრამდე!-გულგრილად ვემშვიდობები ოთახიდან გასულ მოსწავლეებს.მეც სწრაფად ვალაგებ ჩემს ნივთებს ჩანთაში,ვცდილობ რაც შეიძლება მალე გავიდე ამ ჩახუთული ოთახიდან,როცა მაგიდის ზედაპირზე ჩრდილს ვამჩნევ.
-ანასტასია?-ვცდილობ კმაყოფილება დავმალო,მისი ასე ახლოდან ნახვის გამო რომ მეუფლება...
=====================================================================
ისე მომენატრა აქტიური მკითხველები mask heart_eyes იმედია მოგეწონებათ. დაწერეთ თქვენი აზრი.მალე გავაგრძელებ <3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჩემი ანაბელი დაბრუნდააა!!! დამიბრუნდა- ეგოისტურ ვარიანტში:დდდ
მიუხედავად რომ იმისა რომ შენთვის დამახასიათებელი მწირი თავი იყო ასევე შენთვის დამახასიათებელი უსაინტერესოესი და შესანიშნავი იყოო.
გელი მოუთბენლად სიხარულო მომენატრე ძაან!!!

 


№2  offline წევრი annabelle

nawkas12345
ჩემი ანაბელი დაბრუნდააა!!! დამიბრუნდა- ეგოისტურ ვარიანტში:დდდ
მიუხედავად რომ იმისა რომ შენთვის დამახასიათებელი მწირი თავი იყო ასევე შენთვის დამახასიათებელი უსაინტერესოესი და შესანიშნავი იყოო.
გელი მოუთბენლად სიხარულო მომენატრე ძაან!!!

მადლობააა, საყვარელო heart_eyes მეც მომენატრეე kissing_heart ვეცდები ჩემთვის დამახასიათებელი მწირი თავები გავზარდოო :დ <3

 


№3 სტუმარი Guest someone

dzalian sainteresoa, male dade shemdegi tavi.

 


№4  offline წევრი annabelle

Guest someone
dzalian sainteresoa, male dade shemdegi tavi.

მადლობაა <3 ამ წამს ვდეებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent