შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები -9-


18-12-2015, 17:51
ავტორი Firefly
ნანახია 3 337

მანქანაში ვსხდებით და ხმის ამუღებლად ვმგზავრობთ,ანაც რა გვაქვს სალაპარაკო?ნერვიულად ვიმტვრევ თითებს,არ უნდა მიმეცა საკუთარი თავისთვის ზედმეტის უფლება და ღრმადაც არ შევტოპავდი.ფანჯრისკენ ვატრიალებ თავს,თუმცა ზურას დაჟინებულ მზერას მაინც ვგრძნობ.ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ და გრძნობისგან რომელიც ყელში ბურთივით მეჩხირება გავთავისუფლდები.არ მინდა მისი ყოველი შეხება მოედებდეს ჩემზე,არ მომწონს რომ ყველაფრის მიუხედავად მინდა რომ სულ ჩემთან იყოს,მომეფეროს მაგრძნობინოს მისი ხელების სითბო...არ მაინტერესებს ჩარჩოები მთავარია გავაკეთო ის რასაც გული მკარნახობს.თავს ვაქნევ ურცხვი ფიქრების განსადევნად და ნაცნობ ქუჩას თვალებ აწყლიანებული ვუყურებ,ზურას არაფერი ეტყობა აღელვების ეს მე ვარ სირცხვილისგან მიწის გასკდომას რომ ვლამობ.მანქანა ჩერდება და მეც ერთი სული მაქვს როდის ვუქნები სახლში.-მადლობა-ხმადაბლა ვჩურჩულებ და კარებს ვაწვები გასაღებად მაგრამ ჩაკეტილია.
-გავიწყდება რაღაც-ამბობს ღიმილით და ჩემს ტუჩებს უახლოვდება.

***
სახლში აფორიაქელბული ავდივარ,საკეტს გასაღებს ვერ ვარგებ და გულიანი ხარხარი მიტყდება ჩემს თავზე.გასაღები მივარდება და ჩაბნელებულ სადარაზოში მისი პოვნა მიჭირს.კარებთან ვცურდები და თავს ხელებში ვიქცევ,არ ვიცი ღვინომ ოქმედა ასე თუ ზურას ცხელმა ტუჩებმა.მის გახსენებაზე იდიოტივით ვეკრიჭები სიბნელეს.სადღაც ტელეფონის ბზუის.
I remember when, I remember, I remember when I lost my mind
There was something so pleasant about that place.
Even your emotions had an echo
In so much space-ვყვები მუსიკას და ეკრანიდან მომზირალ ლელას ვპასუხობ.
-ლელაა შე ძველო!-ვხარხარებ სულელივით.
-სად ხარ მართა?რა გჭირს?
-სადარბაზოში ვზივარ.შენ სად ხარ?-ვპასუხობ ნაწყვეტ ნაწყვეტ და ვიცი ახლა ავტირდები.
-კარგი ამოვალ ახლავე დამელოდე-ამბობს ლელა და ტელეფონს თიშავს."სად გავიქცეოდი?" ვბურტყუნებ ჩემთვის და თვალებს ვხუჭავ.
მთელი ერთი საათი ლელას ლექციებს ვუსმენ,თუმცა ერთი ყურიდან შდის მეორედან გამოდის.ბოლოს კი ტირილი მივარდება ლელას ღიმილით გავყავარ საზინებელში და გვერდით მიწვება,მას ყველაფერი ესმის ის ხომ ჩემი ბავშვობის ერთადერთი მეგობარია...

***
დილით თავის ტკივილი მაღვიძებს,სააბაზანოში ვიკეტები და ცხელ შხაპს ვიღებ.მახსენდება რომ დღეს ჩემს ჯგუფთან რეპეტიცია მაქვს და მოწესრიგებას ვიწყებ.თვალები საშინელ დღეში მაქვს ამიტომ მზის სათვალეებს ვიკეთებ და ისე ვტოვებ სახლს.
გათიშული შევდივარ კაფეში ქურთუკს საკიდზე ვკიდებ და ხმაურიანად ვეშვები სკამზე.
-რა გჭირს მართა?-გვერდით მიჯდება გიგა და სათვალესზე მიმანიშნებს.
-ჰო მიხდება?-ვიკრიჭები და თავს ვწყევლი თითოეულ გამოძრავებაზე თავი უარესად მტკივდება.
-კი უდავოდ-ამბობს სიცილით.
-ჩუმად გაიცინე გთხოვ...-ვწუწუნებ მე.
-მართა მართლა რაგჭირს?-ახლა იკა მეკითხება.მეც ნერვებ მოშლილი სათვალეს ვიხსნი.
-გუშინ ცოტა დავლიე-ვამბობ და უხერხულობისგან ლამისაა სირაქლემას პოზა გავაკეთო.
-მერე წამო ხაშზე დაგპატიჟებ-ამბობს რეზი და იცინის.
-ჯერ რეპეტიცია!-ვამბობ წარბაწევით და რეპეტიციას ვიწყებთ.სამი საათის განმავლობაში შეუჩერებლივ ვრეპეტიციობდით.თავს ვწყევლიდი რომ არასოდეს დამელია.ბოლოს ბიჭებმა განტვირთვის მიზნით გადაწყვიტეს ერთად სადმე წავსულიყავით და გვევახშმა.


საღამოს სახლში მისვლა და საწოლში შეხტომა ერთია ტელეფონს ხმას ვუთიშავ და ვიძინებ.
დილით ადრე ვდგები.ბევრი საქმე მაქვს,მამაჩემის ცხედარი საქართველოში უნდა გადმოვასვენო.ამისთვის კი მთელი რიგი პროცესებია გასავლელი.შხაპს ვიღებ და თბილად ვიცვამ გარეთ ძალიან ცივა,მალე ახალი წელიც მოვა.ეს ფაქტი ძალიან მახარებს მიყვარს საახლაწლოდ მორთულ ქუჩებში სეირნობა.
სახლიდან ნაჩქარევად გავდივარ და შესაბამის ორგანოებში განცხადება შემაქვს.მიხარია რომ მამა ახლოს მეყოლება,ძალიან მტკივა რომ მის საფლავზე სიარულს ვერ ვახერხებ.
სამსახურშიც კი ვასწრებ შევლას და წიგნების ჩაბარებას.სახლში დაღლილი შევდივარ და შხაპს მთელ დაღლილობას ვატან.თბილ ხალათში გახვეული ლეპტობს მუხლებზე ვიდებ და სოციალურ ქსელში ვიჭყიტები,მნიშვნელოვანი არაფერი რამდენიმე მესიჯი რომლსაც უპასუხოდ ვტოვებ.დაახლოვებით სამი თვის წინ გაბაგზავნე ჩემი მონაცემები ბრიტანეთის პრესტიჟულ კონსერვატორიაში პაუხს კი ყოველწამს ველი.მამას სურდა იქ მიმეღო მუსიკალური განათლება.ის მუსიკოსი იყო,კომპოზიციებს და სიმღერებს წერდა...


****
პარასკევს საღამოს რეზი,ჩემი ჯგუფის წევრი მთხოვს კორპორატიულზე გავყვე.მეც ვთანხმდები.საღამოსთვის წითელ გაშლილ კაბას ვიცვამ,ბარძაყამდე ჩახსნილს.თმებს მაღლა ვიწევ და მუქი ტუჩსაცხით ტუჩებს ვიფერადებ.
საღამო არაჩვეულებრივად მიდის,მდიდარი და გავლელიანი ხალხი,მუსიკა დაბალ ხმაზე და უამრავი სასმელი რომელებიც ჩემთვის "ხიხიაა".
რეზი კარგი ბიჭია,ზრდილობიანი და ზედმეტად ყურადღებიანიც კი მაგრამ ზურა ჩემთვის ერთადერთი მამაკაცია რომელიც მაინტერესებს ამ ეტაპზე.
მოსაუბრე ხალხს ვეცლები და აივანზე გავდივარ საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.თალებ დახუჭული ვეყრდნობი მოაჯირს და ღრმად ვსუნთქავ.ვგრძნობ ცხელ ხელებს მუცელზე...მგონია მეჩვენება ან ჰლუცინაცია დამეწყო მაგრამ ნათლად ვხედავ ზურას,ზურას,ზურას....გული სიხარულისგან მიფართხალებს.მინდა რამე ვუთხრა მაგრამ საშუალებას არ მაძლევს ტუჩებზე მაცხრება და გაშმაგებით მიკოცნის ბაგეებს,მეც მონატრებულ ტუჩებს არ და ვერ ვწყდები და კოცნაში ვყვები.წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვსხდებით მანქანაში მაგრამ აშკარად ვხედავ როგორ აქვს ჩემი ხელი მის მარჯვენაში მოქცეული ზურას და სადღაც მივყავარ...
არ ვნერვიულობ ახლა მას ჯანდაბაშიც კი სიამოვნებით გავყვები...



№1 სტუმარი AnItA

პირველი ვარრ,მაგარიაა! wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent