შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოთამაშე (ნაწილი მეოთხე)


30-05-2017, 18:37
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 530

5.
გ უ კ ა

27 ნოემბერი
ზუსტად ერთი თვეა მასული ას შემდეგ რაც კესიმ ითამაშა. ზუსტად ერთი თვეა გამუსი მას შემდეგ რაც ჩემი შეცდომები გავაანალიზე. და ზუსტად ერთი თვეა გასული მას შემდეგ რაც მე ის უკანასკნელად ვნახე.
მინდა რომ წავიდე, სახლში დავადგე და ყველაფერი ვუთრა, ვეჩხუბო, შემდეგ კი ჩავეხუტო და მის ფაფუკ თმებში თავჩარგულმა ვიტირო ბედნიერებისგან, რადგან იმ წამს ჩემს გვერდით იქნება, ცოცხალი.
მაგრამ... მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია. არ შემიძლია ვუყურო მას, როდესაც ვიცი რომ ის გაქრება, როდესაც ვიცი რომ ის ჩემი აღარ იქნება. მაგრამ, ის ჩემი არც არასდროს არ ყოფილა. ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე როგორი გრძნობა იქნება თუ ჩავეხუტები, მის სურნელს ვიგრძნობ, და თუ უბრალოდ მის გვერდით ვიქნები.
მაშინ როდესაც კესის ეკრანებიდან ვუყუებდი, სისხლი მეყინებოდა შიშისაგან და მინდოდა რომ გარეთ გავვარდნილიყავი, წინ გადავფარებოდი და დამეცვა. მაგრამ, სამწუხაროდ ვერ შევძელი. შიში სიკვდილის რატომღაც უფრო დიდი იყო. მაგრამ როდესაც გავაცნობიერე რომ შეიძლება კესი დამეკარგა... მაშინ სიცოცხლე მასე ძალიან აღარ მანაღვლებდა.


წერას თავს ვანებებ და თავს გვერდით ვხრი. არ ვიცი დღიურის წერა რატომ დავიწყე, მაგრამ ვიცი რომ მშველის. ამას ვერავის ვერ ვეტყვი, რადგან ეჭვი მაქვს დამცინებენ. მაგრამ თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ, ვგრძნობ რომ ვინმესთან, ან სულაც რამესთან უნდა ვილაპარაკო ამ ყველაფრის შესახებ. ბექა და ნიკა არ გამოდგებიან, მართალია იცნობენ კესის მაგრამ ემოციებზე მათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. მათე შეიძლება, მაგრამ ის კესის არ იცნობს კარგად. ამ შემთხვევაში ერთადერთი ვინც გამოდგებოდა დაჩი იყო, ადამიანი რომელთანაც ლაპარაკი ყოველთვის და ყველაფერზე შეიძლებოდა. იმისდამიუხედავად რომ სენტიმენტალური არ ვარ, და არ ვიცი ხოლმე გრძნობების გამოხატვა, უნდა ვაღიარო რომ მენატრება. ის ჩემი მეგობარი იყო, ადამიანი რომელსაც ყველაფერს ვანდობდი.
სკამიდან ვდგები და კარადასთან მივდივარ, სადაც ჩარჩოში ჩასმული ერთადერთი სურათი მაქვს. მე და დაჩი, ხელი-ხელ გადახვეულები, პატარები და მომღიმრები ვდგავართ კამერის წინ.
12-13 წლისები ვიქნებით. წითელი მაიკა და ხაკისფერი შორტები მაცვია, დაჩის კი ლურჯი მაიკა და ჯინსის ბრიჯები. ნისლისფერი თვალები უნათებს, შავი თმა კი აჩეჩილი აქვს. მე კი თვალები დახუჭული მაქვს, და ენა მაქვს გამოყოფილი. ეს დღე ისევ მახსოვს, ექსკურსიაზე ვიყავით და უბრალოდ გვიხაროდა მე-7 კლასში გადასვლა. ვინ იფიქრებდა რომ იქიდან ყველაფერი შეიცვლებოდა?
თავს ვაქნევ და გონებიდან აზრებს ვფანტავ. დაჩიზე ფიქრს აზრი არ აქვს, ის მაინც არ დაბრუნდება, მასზე მოგონებები კი მხოლოდ ტკივილს მომიტანს. ხანდახან მინდა რომ ის ისევ ჩემ გვერდით იყოს, მისმენდეს, დამცინოდეს და უბრალოდ მას ვხედავდე.

***
კ ე ს ი
რა იქნება ექვსი თვის შემდეგ? ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლევს. თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებს, მაგრამ აქედან უმეტესობა არც კი შეესაბამება რეალობას. ისიც კი ვერ გადამიწყვეტია რა მინდა რომ ვიყო, უფრო სწორად ვინ მინდა რომ ვიყო. ვხვდები რომ დაჩი მჭირდება. მჭირდება მისი დამამშვიდებელი ღიმილი, გამამხნევებელი სიტყვები და თავდაჯერებულობა. ის ჩემთვის იდეალური ადამიანი იყო, რომელიც მუდამ გვერდით მედგა. მე კი... მე მას ვერაფერს ვერ ვუკეთებდი, მე მისთვის კარგი მეგობარი არ ვყოფილვარ. არ ვიცი ის ჩემში რას ხედავდა, მაგრამ ამ რაღაცის მადლობელი ვარ.
ჩემი გონება მუდამ იმ ერთ მომენტს უბრუნდება, მაშინ როდესაც თამაში დამთავრდა და მისი გვამი ოჯახს გადასცეს. მაშინ როდესაც მე მისი გვამის გვერდით ვიდექი და გაყინულ სხეულს უემოციო თვალებით დავყურებდი.
ცრემლები თავისით მომდიოდა, ხმას ვერ ვიღებდი და ვერ ვმოძრაოდი. უბრალოდ ვიჯექი, ხის მაგარ სკამზე, მისი სხეულის პირდაპირ და მას ვუყურებდი. მახსოვს ეს ყველაფერი სიზმარი ან უბრალოდ ცუდი ხუმრობა მეგონა, ვიცდიდი როდის წამოდგებოდა და დაცინვას დამიწყებდა. მაგრამ ეს არ მომხდარა, ამის მაგივრად ის გაასვენეს, უკან გავყევი, და ვუყურებდი როგორ ასაფლავებდნენ. მაშინ, როდესაც მის კუბოს მიწაში დებდნენ მივხვდი რომ მე ის დავკარგე. მახსოვს ცუდად გავხდი, უკოტროლებელი ტირილი დავიწყე, კუბოს ვეხუტებოდი და არ ვუშვებდი. მისი გაშვება არ შემეძლო.
შემდეგ კი... შემდეგ ქელეხი იყო, სადაც ჩუმად ვიჯექი და ჩემ გარშემო ვერაფერს ვერ აღვიქვამდი. მერე უკვე სახლში წამიყვანეს, მაგრამ ეს მალე არ მომხდარა, მე ერთ-ერთი უკანასკნელი იყო ვინც წავიდა, მე დედამისთან დავრჩი, ვერ ველაპარაკებოდი, ვერ ვამხნევებდი, უბრალოდ მის მხარზე თავი მედო და ჩუმად ვტიროდით, ერთად.
მახსოვს მომდევნო ერთი კვირა სახლში არ მივდიოდი და მათთან ვრჩებოდი. ისინი წინააღმდეგნი არ იყვნენ, პირიქით მარია დეიდას უხაროდა რომ იქ ვიყავი. მახსოვს მითრა რომ მისთვის კიდევ ერთი ქალიშვილი ვიყავი, თან ელენიკოსაც ვუყვარდი და მეც ისევე ვეხმარებოდი მათ, როგორც ისინი მეხმარებოდნენ მე.
მახსოვს ერთი კვირის მანძილზე დაჩის ოთახიდან არ გამოვსულვარ და მისი ოთახის პატარა ნაწილაკიც კი ზეპირად ვიცოდი. ვერაფერი ვერ გადავაადგილე, ხელს ვერ ვკიდებდი, მეშინოდა რომ ამით დაჩის კვალს გავაქრობდი, მაგრამ ბოლოს მარია დეიდას ყელში ამოუვიდა უამრავი მტვერი და ოთახის დალაგება გადაწყვიტა. მე დაჩის საწოლში ვიწექი, მის ბალიშს ვიხუტებდი და აცრემლებული თვალებით ვუყურებდი მარია დეიდას, რომელიც იმ წამს მოღალატე მეგონა. მეგონა რომ დაჩის საბოლოოდ მაშორებდნენ თავიდან.
მაგრამ როდესაც ახლა ამაზე ვფიქრობ ეს რომ არ გაეკეთებინა, ვერასოდეს ვერ ვიპოვიდით წერილს რომელიც მან დამიტოვა. ვერასოდეს ვერ გავიგებდი რას ფიქრობდა და რატომ მოხდა ყველაფერი.
საწოლიდან ვდგები და მაგიდასთნ მივიდვარ, სადაც ვერფხლის პატარა კოლოფი მიდევს. კოლოფს ფრთხილად ვხსნი და შიგნით მყოფ ერთადერთ კონვერტს ვაკვირდები. ყვითელ შეპარულ ქაღალდს ფრთხილად ვიღებ და კონვერტიდან წერილი ამომაქვს.
მახსოვს საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ აღარ წავიკითხავდი, მაგრამ ვგრძნობ რომ მისი სიტყვები ამ წამს ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდება.

""
კესი, როგორ ხარ?
იმედია ჩემზე ძალიან არ ბრაზობ. მესმის შენი, გაბრაზებული და იმედგაცრუებული ხარ, ალბათ გულნატკენიც, მაგრამ ძალით არ მინდოდა. სანამ წავალ მინდა უკანასკნელად გითხრა ყველაფერი რასაც ვფიქრობ.
პირველ რიგში მინდა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ, ჩემი საუკეთესო მეგობარი და უძვირფასესი ადამიანი ხარ, რომელიც გაუცნობიერებლად დამეხმარა. სიმათლე თუ გინდა, არ ვიცი უშენოდ რას ვიზამდი. მადლობა მინდა მოგიხადო იმისთვის რომ ჩემ ცხოვრებაში გამოჩდი.
მეორე რაც მინდა გითხრა არის ის რომ არასოდეს არ დანებდე. გიცნობ, და ვიცი რომ ამ ამბის შემდეგ ცუდად იქნები, იტირებ, მაგრამ მინდა რომ გაჩერდე, დამივიწყო და ცხოვრება განაგრძო. მჯერა რომ ჩემი დავიწყება შენთვის უკეთესიც კი იქნება. მე არ ვარ ის ვინც შენ გგონივარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამას ვნანობ. კი ვნანობ ჩემ ბევრ საქციელს, მაგრამ მიხარია რომ ის ვიყავი რაც ვიყავი.
მინდა იცოდე რომ იმისდამიუხედავად რაც შეიძლება სხვებმა გითხრა შენ დიადი საქმეებისთვის ხარ შექმნილი და მჯერა რომ ერთ დღეს შეძლებ სამყაროს შეცვლას უკეთესობისკენ. უბრალოდ ამისთვის შენ უნდა გწამდეს საკუთარი თავის. მე შენი მწამს.
სიყვარულით,
დაჩი.
პ.ს იცოდე რომ მუდამ შენთან ვიქნები და შენ დაცვას შევეცდები. ძალიან მიყვარხარ.

ცრემლებს მანამდე ვიწმენდ სანამ წერილს დაასველებენ. წერილის არსი ბოლომდე დღესაც არ მესმის. ვერ ვხვდები რას გულისხმობდა როცა ამბობდა რომ ის ის არ იყო ვინც მეგონა. მაგრამ, ამას მნიშნვნელობა აღარც აქვს.
ფაქტი ისაა რომ ის წავიდა, უცნობი მიზეზების გამო, და ვიცი რომ მის გარდა ჩემ კითხვებზე პასუხები არავის არ ექნება. მინდა რომ კიდევ ერთხელ ვნახო, ჩავეხუტო და კითხვებზე პასუხები მოვთხოვო, მინდა რომ მიპასუხოს, მისი ღიმილი დავინახო და ამდენი ხნის მანძილზე პირველად დავმშვიდდე.


6.
ორი წლის წინ
დაჩი

იმისდამიუხედავად რომ ჯერ "პატარად" ვითვლები უკვე ბევრი რამ ვიცი. ვიცი როგორ უნდა მოკლა ადამიანი, მოახრჩო, ან უბრალოდ კისერი მოუგრიხო ცარიელი ხელებით. შეიძლება იფიქროთ რომ ამით ვამაყობ, მაგრამ არა, მასე არაა. ის რომ მონადირე ვარ ოდნავადაც არ მახარებს. მე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად ვითვლები. მე კიდევ არ მინდა პირველობა.
არ მინდა უამრავი ადამიანის სიკვდილის მიზეზი მე გავხდე. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მაგრამ დავიჯერო რომ სხვა გზა არ არსებობს? არ შეიძლება რომ რაიმე სხვა გზა არსებობდეს იმისი რომ ჩემი საქმე გავაკეთო? ვიცი რომ უემოციო რობოტობა მომიწევს იმისთვის რომ გადავრჩე.
-დაჩი! -გუკასკენ ვიხედები და ვუღიმი. სახეზე ბედნეირი ღიმილი აქვს, ოკეანისფერი თვალები კი უნათებს. -რაზე ფიქრობ? -ჩერდება და სერიოზული სახით მეკითხება როდესაც ჩემ სახეს ხედავს.
-არაფერზე. -თავის ქნევით ვეუბნები და მისკენ მივიდივარ. -რა იყო?
-მოსაწევად გამომყვები? -მეკითხება სერიოზული ტონით და თავს ვუქნევ. თუ გუკა მოსაწევად გაყოლას მთხოვს ანუ რაღაც სერიოზული ხდება. წინ იწყებს სიარულს, მე კიდევ უკან მივყვები იქ სადაც არასდროს არავინ არ არის, მაგრამ სიგარეტის ნამწვავები მუდამ ყრია.
-რა მოხდა? -ვეკითხები და გახეხილ კედელს ვეყრდნობი, თან თავს გუკასკენ ვატრიალებ, რომელიც ადგილს ვერ პოულობს.
-მოკლედ... -ჩუმდება, პირველად ცხვენია ჩემთან რაღაცის მოყოლა. -ანდაც არაფერი დაიკიდე... -სხვა შემთხვევაში ტვინს შევუჭამდი და მოვაყოლებდი, მაგამ გამოხედვა... ასეთი გუკა არასდროს არ მინახავს, თითქოს იცის რომ რასაც მეტყვის არ მომეწონება, თან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად არც ისე ძალიან.
-მოკლედ.. -ისევ იწყებს და ძირს იყურება. სიგარეტს იღებს, მაგრამ უკანვე აბრუნეს. -ის გოგო როა ხო იცი... -მისკენ წარბ აწეული ვიყურები, არ ვიცი ვისზე ლაპარაკობს. -შენ იცნობ კარგად... წითური... მწვანე თვალებით. -კესის ხსენებაზე თვალები მენთება და გუკას დაკვირვებას ვიწყებ. -ანუ... მოკლედ...
-არც იფიქრო. -ვაწყვეტინებ და ცივად ვეუბნები.
-მოგწონს? -გვერდულად მიყურებს, მაგრამ თან ცდილობს თვალი ამარიდოს, მაგრამ როდესაც თავს ვაქნევ უარის ნიშნად გაკვირვებული იხედება.
-არ მომწონს... -ღრმად ვხვნეში, ჩვევა რომელიც ლუკასგან გადამედო. -უბრალოდ ჩემი ახლო მეგობარია... შენ კი კარგად გიცნობ და მის გულს ვერ გაგატეხინებ. -კატეგორიულ უარს ვუცხადებ. კესი ერთადერთი ადამიანია ვინც საღ გონებაზე მამყოფებს ამ დაწყევლილ სამყაროში, გუკას კი ვერ მივცემ იმის უფლებას რომ მას გული გაუტეხოს.
-მაგრამ... გავიგე რომ მოვწონვარ... -ამის თქმის დროს წითლდება, მე კი ვჩერდები და გაკვირვებული ვუყურებ. როგორ გაიგო? ვინ უთხრა? მაგრამ ამას ახლა რა აზრი აქვს? მე რა ვუთხრა? ვერ მოვატყუებ ჩემი მეგობარია, მაგრამ ვერც კესის ვერ ჩავუშვებ...- მართალია? -მეკითხება დაჟინებით, მაგრამ მე ისევ ჩუმად ვარ.
-არა. -საბოლოოდ ჩემს თავში ძალას ვპოულობ და ვატყუებ. როცა არას ვეუბნები სახე უსევდიანდება და თვალებში მოკაიფე ნაპერწკალი უქრება. იქნებ მასაც მოწონდა? -მოგეწონა?
-არა. -თავს ცივად აქნევს და გვერდზე იყურება. სიგარეტს იღებს და უკიდებს, გაბრაზებული აბოლებს. -დიდად მოსაწონი არაფერი არ აქვს, უბრალოდ გართობა მინდოდა.
თავს ვუქნევ, მაგრამ მისი არ მჯერა. ვგრძნობ რომ ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ოდნავადაც არ ვნანობ ჩემ დაშვებულ შეცდომას.

***
კ ე ს ი
(ორი წლის წინ)
დაჩი და გუკა თავიანთი "საიდუმლო" მოსაწევი ადგილიდან გამოდიან და სხვადასხვა გზით მიდიან. დაჩი ჩემკენ მოდის და იღიმის, გუკა კი... გუკას გაბრაზებული და გულგატეხილი გამომეტყველებ აქვს. დაჩის ვუღიმი და ვესალმები, მაგრამ მზერა ისევ გუკაზე მაქვს.
არ ვიცი მასში რა მომწონს, არ ვიცი რატომ მიზიდავს, მაგრამ ვიცი რომ ეს უცნაური გრძნობა მასთან ლაპარაკშიც კი ხელს მიშლის.
-რა მოხდა? -სანამ დაჩი ხმის ამოღებას მოასწრებს მანამდე ვეკითხები და თავით გუკასკენ ვუჩვენებ. როდესაც აცნობიერებს ვისზეც ვეუბნები თვალები უმუქდება და გამომეტყველება უცივდება.
-არაფერი. -ცივი ხმით ამბობს და გაკვირვებული ვუყურებ. გუკაზე ასეთი ტონით არასდროს არ ლაპარაკობს. -უბრალოდ შენზე მელაპარაკა, საიდანღაც გაიგო რომ მოგწონს. -ამის გაგონებისთანავე სახიდან ფერი მეშლება და შეშინებული ვუყურებ. -რათქმაუნდა ვუთხარი რომ მასე არ იყო, და როცა ვკითხე მას ხომ არ მოწონდი უარი მითხრა და თქვა რომ მხოლოდ გასართობად ჭირდებოდი.
მკერდის არეში საშინელი ტკივილი მიტევს. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ჰაერი არ მყოფნის და სამყარო ამ წამს თავზე ჩამომანგრიეს. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ცათამბჯენის ნანგრევებში მომაყოლეს. თითქოს მილიარდი ნემსით შემომიტიეს.
-კარგად ხარ? -მეკითხება მზრუნველი ხმით და თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. კარგად არ ვარ. ამას არ მოველოდი. მისგან არა. გული მილიარდ პატარა ნაწილებად იწყებს გახლეჩვას და დანაწევრებას. მე ის... ანდაც უკვე აღარაფერი...
-კარგად ვარ. -ხმადაბლა ამოღერღვას ვახერხებ და ვიღიმი, სევდიანი ღიმილით. დაჩის თვალებში ვუყურებ და იქ უამრავ ემოციასთან ერთად სინდისის ქენჯვნასაც ვხედავ. რატოა მასე? იმიტომ რომ მეგობარი ჩაუშვა? თუ იმიტომ რომ მისმა ნათქვამმა ასეთ დღეში ცამაგდო? მაგრამ ასე ხომ უკეთესია? მე სიმართლე მაინც ვიცი...
ვუღიმი და ხელზე ვექაჩები.
-წავიდეთ? -თავს მიქნევს და მეც სკოლის სტადიონისკენ მიმყავს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი ფეხბურთის საყურებლად. ყველგან აწითლებუი სახეები, გაოფლილი სხეულები და აღფრთოვანებული გულშემატკივრები არიან.
მომწონს აქაურობა, ყოველთვის როდესაც სტადიონზე ვარ თავი ამ ყველაფრის ნაწილი მგონია.
-წარმატებები. -დაჩი მეხუტება და თავის ადგილს იკავებს გულშემატკივრებში, მე კი ხელთათმანებს ვირგებ და კარში ვდგები.

***
გ უ კ ა
ორი წლის წინ
კესის ვუყურებ რომელიც კარებში დგება და მიღიმის. ის ერთადერთი გოგოა, რომელიც ბიჭების გუნდში თამაშობს, თანაც მეკარედ. ვუყურებ და თვალს ვერ ვაშორებ. მე მის მოწინააღმდეგე გუნდში ვარ, თავდამსხმელი და ვიცი რომ გოლის გატანაც მომიწევს. უბრალოდ არ მინდა რომ რამე ვატკინო.
-კარგად ხარ? -კოკა მხარზე ხელს მადებს და თავს ვუქნევ, ის კი თავის ადგილს იკავებს კარში. დღეს წესით საინტერესო თამაში უნდა იყოს, ორი საუკეთესო გუნდი, ერთმანეთის პირისპირ.
მათე პას მაძლევს და წინ გავბივარ, თა ვცდილობ ისევ გუნდურად ვითამაშოთ და ერთმანეთს პასები მივცეთ. ვიცი რომ დღევანდელი თამაში ადვილი არ იქნება. კესის ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ რომ კარები დაიცვან და კესისთან რაც შეიძლება ცოტა ბურთი მივიდეს, მაგრამ ჩვენ ერთი ჩვეულებრივი გუნდი არ ვართ და ეს მათაც იციან. ცალყბად ვიღიმი და ნიკას ბურთს ვაძლევ, რომელიც კარში მთელი ძალით არტყავს. მგონია რომ გოლი გავა, მაგრამ ბოლო წამს კესი გადახტომას და მის დაჭერას ასწრებს.
მაყურებლებიდან ოვაციების ხმა ისმის, მეც კი მეღიმება, მაგრამ კონცენტრაციას არ ვკარგავ. ის რომ კარში გოგო დგას არ ნიშნავს რომ უფრო ლმობიერად ვითამაშებ ან მე ან რომელიმე ჩემი გუნდელი.
კესი ბურთს თავისიანებისკენ ისვრის და თამაში ისევ თავიდან იწყება.
***
მ ა რ ი
ორი წლის წინ
კესის თამაშს ვუყურებ და ნერვიულობისგან ფრჩხილებს ვიკვნეტ. წესით არ უნდა თამაშობდეს, მაგრამ მაინც მოედანზეა. მას შემდეგ რაც მისი ვარჯიში უფრო გართულდა უფრო და უფრო მეტი ჩალურჯებები აქვს ხოლმე. ადრე როდესაც პირველად დაიწყო ვარჯიში მეც მინდოდა, ადგან მაგარა რაღაც მეგონა, მაგრამ ახლა ვერ ვხვდები. მას მაინც არ მიიწვევენ თამაშში, ხოდა მაშინ რატომ იტანჯავს თავს? რატომ ვარჯიშობს და რატომ გადის სამხედრო წვრთნას?
ახლაც, დაჭრილი მუცლით და ნატკენი შესიებული ხელით თამაშობს და სტადიონის დატოვებას უახლოესი მომავალი არ აპირებს. მე კი მისი არ მესმის.
-ნელა მოძრაობს... -დაჩი ხმადაბლა მეუბნება იმას რასაც ისედაც ვხედავ. -რა ჭირს?
-ვარჯიში. -ვეუბნები ხმადაბლა და თავს მიქნევს. ვიცი რომ მასაც ხშირად უნახავს კესიზე დალურჯებები და ჭრილობები და ვიცი რომ ეს მასაც არ მოწონს, მაგრამ ისიც ჩემსავით უძლურია ამ ყველაფრის წინააღმდეგ.

***
კ ე ს ი
ორი წლის წინ
მოძრაობის დროს საშინელი ტკივილი მივლის მთელ სხეულში და სუნთქვას მიკრავს. ვგრძნობ რომ ჭრილობა ნელ-ნელა მეხსნება და მალე სისხლიც გაჟონავს კიდევ ერთხელ თუ გადავხტები ასე. შესიებული ხელი კი შედარებით უკეთესად მაქვს, მაგრამ მაინც მიჭირს მარცხენა ხელის ხმარება. მაგრამ ვერ დავიწუწუნებ, ჩემი ბრალი იყო.
მინდა რომ თამაშიდან გავიდე, მაგრამ ვიცი რომ შეუძლებელია. თამაშს ახლა ვერ დავტოვებ, მაშინ როდესაც მათ ვეთამაშები. და ვგრძნობ რომ მისთვის დამტკიცება მჭირდება რომ მისი სათამაშო არ ვარ. მას უნდა მოვუგო...



-------------------
გამარჯობათ ^^ იმედია მოგეწონებათ (ვიცი რომ არ მოგეწონებათ არც მე არ მომეწონა) მაგრამ მოკლედ, ანუ რაღაც დროის განმავლობაში შეიძლება დადება ვერ მოვახერხო და იმედია არ მიწყენთ ^^



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

წინაზე უკეთესი იყო . მომეწონა შენწარმოიდგინე .
ცუდია რომ მალე ვერ დადებ მაგრამ არაუშავს დიდ თავს ველი უფრო მერე...
და კიდევ ხო , გუკასთან მესმის მაგრამ კესისთან რატომ არ გაამჟღავნა დაჩიმ რომ მთლად გუკას ნათქვამი არ იყო სიმართლე?

 


№2  offline წევრი triniti

ვაიმეე ცოტა ავირიე აბა დამეხმარე თუ შეგიძლია.აქამდე ვკითხულობდი რომ შოკში იყვნენ როცა დაინახეს როგორ იბრძოდა კესი ახლა აგმოჩნდა რომ წვრთნას გადიოდა და ეს მარიმაც იცოდაა?საინტერესოა მაგრამ მეტისმეტადაც ნუ გადავვარდებით მოგონებებში მაინტერესებს ორგანიზატორი რას იზავს კესისთან დაკავშირებით.საერტთო ჯამში დზალიან მომეწონა და სულმოუთქმელად ველი შემდეგ ტავს

 


№3 სტუმარი tiko

სიტყვები არმყოფნის უმაგრესიაა შენი ყველა მოთხრობა არ აგრძელებ ამას?

 


№4 სტუმარი Mad.

მეხუთე ნაწილს როდის დავდებ?!
უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ ესეც კარგია.
წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent