შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატასტროფულად ვნებიანი... (II)


31-05-2017, 00:06
ავტორი chex
ნანახია 1 482

ახლა სხვა გარემოში ვიმყოფები, სულ სხვა ოთახში... თუმცა იგივე ცის ქვეშ. დავუბრუნდი რამდენიმე დღით ჩემს მშობლიურ ქალაქს. პირველი შეგრძნება ქალაქში ფეხის დაბიჯებისას იყო სასიამოვნო სურნელი რომელიც სხვა არცერთ ქალაქს არ გააჩნია. პიურველი ადამიანის მკვლელობის შეგრძნება კი ჩემი წარსულიდან მძიმე მოგონებების ერთერთი წარმომადგენელი. სასაცილოა მე ვბრუნდები ქალაქში სადაც ვიცი რომ არ მელოდებიან. სადაც ვიცი რომ იმედი ჩემი არსებობის ნოლზე არის დასული. ვხედავ ადამიანების გამოხედვას რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა თუმცა რაც მთავარია სასიამოვნო ჩანს.იცით რა შეგრძნებაა? როცა ხედავ რომ არავინ გყავს. იმ ქალაქშიც კი აღარავინ დარჩა სადაც ფეხი აიდგი. ყველა ის ადამიანი რომელმაც შენსავით იცოდა ამ ნაგავი ცხოვრების ფასი ორ მეტრს ქვემოთ უშენოდ ალბათ ერთ ორ ჭიქას ურტყავენ. ეს ის ადგილია სადაც ცხოვრების დასასრული შევიგრძენი და ის ადგილია სადაც შევძელი მეპოვა საკუთარი თავი ისე როგორც ადამიანს და არა ისე, როგორც მოსიარულე ცხედარს.
ბოლო დროს ჩვეულებრივ ალკოჰოლიკად ჩამოვყალიბდი. მიზიდავდა მხოლოდ დალევა და სხვადასხვა ჩაბნელებულ ბარებში ჩემი ანარეკლის დანახვა, რომელიც რა თქმა უნდა წარმოსახვითი იყო მხოლოდ. მიზიდავდა სიგარეტით თამაში და რგოლების გამოშვები პროცესი იმ ტუჩებიდან რომელსაც ვინმეს შეხება სიამოვნებას მოგვრიდა. სასიხარულო მომენტია როცა პოულობ ადამიანს არა მხოლოდ სექსისთვის არამედ ჰარმონიული ურთიერთობისთვის. მასთან პირველი კოცნა მახსენდება სიგარეტის მოწევის თითოეულ გახსენებაზე. მეგობრებთან ერთად ერთ მორთულ მოკაზმულ კაფეში ვისხედით. რა თქმაუნდა როგორც ყოველთვის ჩემი დაქალების ენის გაჩერების შანსი ფაქტიურად არ არსებობდა. და ყველაფრისგან მოსაწყვეტად აივანზე გავიყვანე. სიგარეტის მოწევა ისე დავიწყე თითქოს დიდი ხანი არც მომეწია გიჟივით. მიხვდა რომ ნერვიულობის პიკს ვაღწევდი. სახეში შევაბოლე და რა თქმა უნდა შემდგომ ისიც მოვიტყუე რომ არვიცოდი ეს რას ნიშნავდა. ამის შემდეგ დამიწყო ამ ყოველივეს ახსნა. იცით რა საოცრება იყო?! ის რომ ხსნიდა და მე ტუჩები მითრთოდა.მივუახლოვდი და კოცნა დავუწყე და გამახსენდა რომ კოცნა არვიცოდი. შემდგომში კი მივხვდი რომ კოცნაც კი მისი წყალობით ვისწავლე...
მიდის დრო და იცვლლებიან ადამიანები ... მიდის დრო და არ შეგვიძლია გავამეოროთ ან დავაბრუნოთ რაღაც დაჭერილი მომენტი. და რაც შეეხება ჩვენს გონებას უფრო და უფრო შედის მუღამში ცხოვრების მხრივ. არც ის ვიცი რაში სჭირდება ამდენიი საშინელი და არეული ფიქრები და არც ის ვიცი მიზანი ამ ყველაფრის რა იქნება.
ახალ ქალაქში სხვა იმედებით წავედი მახსოვს და ახლა სულ სხვა იმედები მაქვს თავიდან იმედებით გავივსე და ახლა როცა ცხოვრების უმაღლეს ეტაპს მივაღწიე ჩემი ასაკისთვის ვხვდები რომ არ არიის იცხოვრო არაფრით არ არის ადვილი იცხოვრო მხოლოდ ოცნებებით მაგრამ დედა ვატირე მე იმ ჩემი ცხოვრების სადაც ვერ ავიხდენ ჩემს ოცნებებს. დღეს აღმოვაჩინე რომ ძალა აღარ მყოფნის ვიცხოვრო, აღმოვაჩინე რომ ჩემზე ძლიერებიც არიან როცა მამას სახლში მივედი და გავიგე რომ გაყიდულა. როცა დავინახე სხვა მამაკაცი როგორ დაპარპაშებდა ჩემს საგვარეულო სახლში...
და ახლა მაინც ის ეტაპი მაქვს როცა მინდა რომ ვესაუბრო ვინმეს. არეული ფიქრებით ვარ და არაფრის მომტანი ოცნებებით... მეშინია ცხოვრების, მაშინ როცა უძლიერესი ვარ და მაკანკალებს იმის გაფიქრებაზეც კი რომ შეიძლება ერთ ლამაზ დღეს გავიღვიძო და ისევ დავეცე...



№1 სტუმარი Mari

Ufro didi tavebi rom dadot..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent