შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭორფლიანი (საცდელი თავი)


1-06-2017, 19:31
ავტორი Ana Stepnadze
ნანახია 1 963

I
10:43
იცით რა ლამაზია ღამის თბილისი?! მითუმეტეს თუ წვიმს?! ჩექმების რახარუხი უკვე ნერვებს მიშლის ასე ხდება სულ მე, წვიმა და ჩექმები. ახლა როგორ მინდა სახლში, რომ დავიძინო და იქამდე არ გამეღვიძოს სანამ წვიმა არ გადაიღებს? შეიძლება პირველ ორ წინადადებაში იფიქრეთ, რომ წვიმა მიყვარს, თუმცა ცდებით მეზიზღება წვიმა. ვერასდროს ვხვდებოდი რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ მოტირალ ცას და დიდ ან თუნდაც პატარა წვეთებს. ის ვიცი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ახლაც იმიტომ მესმის ჩემი ჩექმების რახარუხი, რომ გავბივარ და სულ არ ვფიქრობ იმაზე, რომ თავსხმა წვიმაა. ფალიაშვილზე სირბილით მივდივარ იქ კი ჩემი კორპუსის ზღრულბთან ვჩერდები ძლივს ვპოულობ გასაღებს და ყველანაირი მომზადების გარეშე აბაზანაში შევდივარ. წყლის ქვეშ ტანსაცმლით ვდგები და წყალს სახეს ვუშვერ. ასე არც ვიცი რამდენი ხანი ვდგავარ. ნელი მოძრაობით ვიხდი შავ კაბას და ძირს ვაგდებ. თვალებიდან ვგრძნობ რომ შავი ტუში ჩამომდის, ტონალური და წითელი პომადა კი მეთხაპნება. გადმოვდივარ ჩემს თავს სარკეში ვათვალიერებ ჭორფლები მაქვს უხვად ღაწვებზე და ცხვირზე არ იცით, როგორ მეზიზღება ვერც გაიგებთ ასე მგონია მამახინჯებს, ტუჩები ასეთი გამომწვევი რომაა გამფითრებოდა და დამსკდომოდა, ცხვირის წვერი ოდნავ შემწითლებოდა და კანი დამჭმუჭნოდა. ასეთ მდუღარეში ვიდექი? გავიფიქრე და წყალს ხელი შევუშვირე. შტერი მე შევამკე საკუთარი თავი და უკვე სავსე აბაზანაში ჩავწექი. დიდი ხანი ვინებივრე მერე ვიკადრე ამოსვლა და ტელევიზორს ჩავუჯექი. ყველა არხზე იდიოტობა გადის რა არის ეს?! მერე ისევ ჩემს მაგიდას მივაშურე და უმოწყალოდ მიყრილ ფურცლებს ისევ მივუჯექი. რამდენიმე საქაღალდემ გული შემიღონა, ამ ქალაქში ხომ საინტერესო არაფერი ხდება. ხვალ ინტერვიუ თვით ელიზაბეტ ამაშუკელს უნდა ჩამოვართვა. ნეტავ ვის რაში აინტერესებს ეს გაბღენძილი არსება რას შეჭამს და რას ჩაიცვამს? ტვინი მეტკინა. მერე მწარედ გამეცინა უინტერესო და ერთფეროვანი ცხოვრება. ნახევარი საათია კითხვებს ჩავკირკიტებ ამ სისულელეებს რატომ უნდა გასცე ადამიანმა პასუხი? კარზე ზარია...
-ვინ ჯანდაბააა-გაბღენძილი მივდივარ კარებთან და ვაღებ
-ჩემო ლამაზოო როგორ მომნატრებიხარ-ვიღაც სასმლისგან აყროლებული ახალგაზრდა მეხუტება.
-ეი...ეი... გეშლებით-უკან ვიწევი, მაგრამ გვიანია მგონი აღებინებს. სირბილით მიმყავს საპირფარეშოში და თავს ვუჭერ უნიტაზში, რომ არ ჩავარდეს. სულ გაფითრებულა საწყალი. ხო ამაღამ იყოს რას მიშლის. გავიფიქრე და მეორე ოთახში შევუშვი. ტანსაცმელიც გავხადე ისეთი დასვრილი იყო და ისეთი კატასტროფული სუნი ქონდა არ შემეძლო ასე დამეტოვებინა. საბანი გადავაფარე და ჩემს ოთახში გავიძურწე. სანამ ოთახში შევიდოდი იქვე დავარდნილი თაიგული მომხვდა თვალში ავიღე ლარნაკში ჩავდე და ოთახში შევუტანე.

7:45
გიჟივით წამოვფრინდი და აბაზანაში გავედი. თავი მოვიწესრიგე. გრძელ სახელოებიანი შავი მაისური, მოტკეცილი მუხლზე ზოლად გახეული შარვალი, ყავისფერი მაღლები და ყავისფერი მოსაცმელი ავიღე. სახეზე, როგორც ყოველთვის ტონალური შევიზილე, ფანქარი გადავისვი და მოყავისფრო ტუჩსაცხიც მივაყოლე.
-რაღაც გაკლია ნესა-შევახსენე საკუთარ თავს. სარკეში ვიყურები და თმას მაღლა ვიწევ ასე სჯობს არ მიყვარს გაშლილი თმა. ჩანთას ვავლებ ხელს და მისაღებში გავდივარ. სააბაზანოში შევედი საათი ალბათ იქ დამრჩა ვიპოვე შავი საათი და კალათში ჩაყრილ მამაკაცის ტანსაცმელს მოვკარი თვალი. როგორ დამავიწყდა ამოუცნობი არსება ჩემს სახლში, რომ ნებივრობს. სწრაფად შევდივარ და თხუთმეტი წუთს ტყუილად ვფლანგავ. რა ვუთხარი ჩემს გულმოწყალებას? ვიცი როგორია გალეშილ მთვრალზე ზედ, რომ გასხავენ ცივ წყალს. სამზარეულოში გავედი ნაბეღლავი გამოვიღე და თავთან დავუდე. შემდეგ კი წერილის დაწერას შევუდექი.
„რომ გაიღვიძებ
1 შეგიძლია აბაზანით ისარგებლო, 2 შენი ტანსაცმელი ახლა შევყარე და ჩემი ძმის ნებისმიერი შეგიძლია ჩაიცვა უბრალოდ კარადა გააღე, 3 სამზარეულოში თუ რამეს ნახავ ჭამე და 4 გასაღებს გიტოვებ შეგიძლია ნებისმიერ მეზობელს დაუტოვო, რომ გახვალ უბრალოდ დაწერე რომელი ფერის კარში ტოვებ.’’
წერილი თავთან დავუდე თვალი შევავლე მის სახეს და გიჟივით დავტოვე სახლი. პირველ რიგში ჩემი პატარა უნდა გამომეყვანა პროფილაკტიკიდან. ასეც მოვიქეცი ტაქსით მივედი იქამდე და ჩემს ლამაზ ნისანში ჩავჯექი. დიღომში, ქალბატონი ელიზაბეტის სახლს მივაშურე და აი გაიღო ჭიშკარი. მანქანა იქვე მივაყენე და სახლს მივუახლოვდი. ფრთხილად დავაკაკუნე. კარი სერიალებში რომაა მოახლეები ისეთმა ქალმა გამიღო.
-ნესა დევდარიანი?-იკითხა ქალმა
-დიახ-მოკლედ ვუპასუხე
-მობრძანდით-ქალმა კარში შემატარა
-მადლობა-ვუთხარი და მისაღებში მჯდომი ქალისკენ დავიძარი.
-გაბარჯობა ქალბატონო ელიზაბეტ-მივუგე თავაზიანად
-გამარჯობა-ფეხზე წამოდგა-დაბრძანდი-იქვე მდგომ სავარძელზე მიმითითა და მეც ჩამოვჯექი. საათნახევარი ელიზაბეტის სულელურ პასუხებს ვისმენდი და ნაძალადევად ვუღიმოდი. ბოლო შეკითხვაზეც მიპასუხა და ფეხზე წამოვდექი.
-სასიამოვნო იყო ქალბატონო ელიზაბეტ, შეხვდერამდე-გავუღიმე და სახლიდან გამოვედი.
მანქანა სასწრაფოდ მოვაშორე იქაურ მდიდრულ რუტინას. ამიტომ გამოვიქეცი მეც. მეზიზღებიან მდიდრები ამპარტავანი და უშნო ხალხია. თექვსმეტი წლისამ დავტოვე სახლი მხოლოდ ბინა მივიღე მშობლებისგან, რომლებმაც ძალიან მთხოვეს. დანარჩენი რაც კი მე გამაჩნია ჩემი შრომით მაქვს მიღებული. კომპანიაში შევიარე დალის ინტერვიუ დავუტოვე და სახლში წავედი. კარზე მიკრულ გადაკეცილ ბარათს დავაკვირდი.
,,გასაღები წითელი კარის პატრონს აქვს“
-არც მადლობა არც რამე ისეთი მხოლოდ ეს. დეგენერატი მანდამაინც ციცოსთან დატოვა. ნერვები მომეშალა და კარზე დავაკაკუნე.
-ნესა შენ ხარ?-გამომძახა იქიდან ქალმა
-დიახ ციცო დეიდა მე ვარ-ყბა გავაჭრიალე
-ნესა ვინ იყო ის სიმპატიური ახალგაზრდა გასაღები რომ დამიტოვა?-კარები არ ქონდა გაღებული რომ დაიწყო დედაბრული გამოხტომები და წარბები ამითამაშა. აუ ახლა ვეტყოდი მაგარს მაგრამ მერე ამის ყბიდან რა ამოვა ამიტომ უბრალოდ გავუღიმე გასაღები გამოვტაცე და კარი რასაც ქვია შევგლიჯე. მოიცა ეს ხმა ჩემი სამზარეულოდან მოდის? სამზარეულოს გავუყევი და ბიჭს გაკვირვებულმა გავხედე.
-ხელს ხომ არ გიშლი?-მუსიკას დავუწიე აშკარად არ მოელოდა და მალევე შემოტრიალდა. ნეტავ არ შემოტრიალებულიყო, ნეტავ არ დამენახა ის შავი თვალები და არ დამენახა საერთოდ თვითონ.
-კი მაგრამ არაუშავს-უტიფრად მომიგო და ისევ გააგრძელა თავის საქმე.
-რას აკეთებ?-გვერდით ისე ამოვუდექი როგორც კარგ ნაცნობს და ისევ დავიმსახურე გაკვირვებული სახე.
-მადლობა ხომ უნდა გადაგიხადო ხოდა გადავწყვიტე რამე მომემზადები ეს რამე კი როგორც ხედავ ქართული ტრადიციული კერძია სახელად ხინკალი-და საყვარლად გამიღიმა
-შენი გაკეთებულია?-დავინტერესდი მე
-არ მიყვარს როცა ან გაყინულს ყიდულობენ ან რამე მსგავსი. ბაბუმ მასწავლა და მის მერე სულ მე ვაკეთებ-საყვარლად გაიჯგიმა და ცხელი ხინკალი ამოიღო.

-არ მომწამლავს?-ნაგლურად გავხედე და დაველოდე როდის გადმოიღებდა.
-არ მენდობი?-ცალყბად გამიღიმა
-შენი აზრის?
-თუ სახლში შემომიშვი და დაჟე დამტოვე ესეიგი მენდე ხო?-ქვევიდან ამომხედა-ხოდა ახლაც მენდე-ხინკალი ჩაკბიჩა და ყბა ისე მოიკნია მეც მომინდა
-კარგი-მეც გადმოვიღე და დავიწყე ჭამა. იცით როგორი გემრიელი იყო? აი არასოდეს, რომ არ დამავიწყდება ისეთი. რაღაც უნდა ეთქვა ჩემმა მობილურმა რეკა, რომ დაიწყო.
-გისმენ გიო-თვალები სასაცილოდ ავატრიალე
-აუ პარკში გავიდეთ რა?-ამას ახლა თუ ჰგონია, რომ მე პარკში ამ ერთუჯრედიანთან ერთად გავალ ცდება.
-ერთუჯრედიანო ვეშაპო მეღადავები?-ისე ჩავყვირე აშკარად შეკრთა
-კომპლიმენტად მივიღებ და არა არ გეღადავები-ახლა ბოლი ამივა
-მისმინე კვიცო მე არ ვაპირებ გნახო მითუმეტეს მაგ უბანში ჩემი ფეხი არ იქნება და მამაჩემს გადაეცი არაფერი მჭირდება-საზეზე ვხურვარ
-მამაშენი რა შუაშია?-ისე გაიკვირვა გეგონება მე ვიყავი მამაჩემს ჩემზე, რომ ელაპარაკებოდა.
-ვაიმე გიორგი შემეშვი ძალიან გთხოვ თორემ კარგად მიცნობ და შემიძლია მამაშენის რეპუტაცია ისე შევლახო, რომ ცხოვრებაში თქვენი კომპანიისკენ არავინ გამოიხედოს-იმდენად უხეშად გამომივიდა მეთვითონ გავოცდი შემდეგ კი არაფერი ვაცალე და ტელეფონი გავუთიშე.
-ასე ელაპარაკები ყველად?-ღიმილით გამომხედა
-გააჩნია ვინ არის-მეც გავუღიმე და ჭამა გავაგრძელე. საბოლოოდ მაგიდა ავალაგეთ და მოვიდა დამშვიდობების დროც.
-აბა კარგად-გადამკოცნდა და ისე გაუჩინარდა, როგორც მოვიდა. არც სახელი გამიგია და საერთოდ არაფერი ეს იყო და ეს.



პ.ს დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ. ფიცს ვდებ, რომ წინა ისტორიის მსგავსად არ დავასრულებ და ეს ბევრად უკეთესი იქნება.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

არ ვიცი მე როგორ დაასრულებ,მაგრამ დასაწყისი მომწონს ძალიან და გააგრძელებ იმედია
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი nia

rom ar gaagrdzelo, mogklav

 


№3  offline წევრი ucnobi_18

გაგრძლეებას ვითხოვ სასწრაფოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent