დემონი ( ჩრდლების ქალაქი ) თავი 6 + თავი 7
თავი 6 გიგრძვნიათ რგორ იზრდება თქვენს სხეულში შიში? როგორ იპყრობს ის ყველა თქვენს უჯრედს, გიგრძვნიათ რეფლექსურად როგორ გეხუჭებათ თვალები? გიგრძვნიათ როგორ გემუშტებათ ხელები, როგორ ასკდება თქვენს ვენებს სისხლი და როგორ გიცემთ გული როცა აღელვებული ხართ? -რა მოხდა?-გაისმა ნაილის ხმა, შემდეგ კი მსხვრევის. ცალი თვალი გავახილე მაგრამ როგორც კი ზეინი დავინახე თვალები სწრაფად დავხუჭე. -საქმე ჩაფლავდა!-კბილებში გამოსცრა ზეინმა. -რას ნიშნავს საქმე ჩაფლავდა?-დაიბნა ნაილი. -იმას ნიშნავს რომ ჩაფლავდა და რათქმანუდა ჰარის გამო! უარი განაცხადეს 3 ტონა ნარკოტიკის შემოტანაზე! შემახსენე რატომ არის ჰარი ამდენი ხანი ცოცხალი! -იმიტომ რომ შენი მეგობარია!-დაუყვირა ნაილმა. -ჩემი მეგობრები შენ და ლუი ხართ, ჰარი არ არის ჩემი მეგობარი! არ ვიცი რატომ ვტოვებ მას ცოცხლას რაც უკვე 10 საქმე ჩამიფლავა! -როცა გრიზელდა ქალქიდან წავიდა ჰარი ვერ წაიყვანა რადგან იფიქრა რომ საფრთხეში იქნებოდა მასთან ერდად, ამის შემდეგ მამაშენმა შესთავაზა ჰარის დაცვა და ამიტომაც გრიზელდამ ქალაქი დატოვა და მამაშენმა ძალაუფლება მიიღო, გაგახსენდა რატომ არ შეგიძლია ჰარის მოკვლა? -იმედია ვერასდროს გაიგებს რომ გრიზელდას შვილია!-კბილებში გამოსცრა ზეინმა-ელისონი სად არის? -სასტუმტო ოთახშია, მდივანზე ჩაეძინა. -კარგი, ნაილ შენთვის დავალება მაქვს. 1 საათში ჰარი ჩემთან გამოგზავნე, შემდეგ კი მის სახლში კამერები და მოსასმენი აპარატები დააყენეთ. მინდა რომ ელისონი მასთან გადავიდეს და გავარკვიო რატომ ცდილობს დაიცვას ის ჰარიმ. -კარგი,წავედი!-ჩაიცინა ნაილმა და რამდენიმე წამში კარის მიუხურვის ხმა გაისმა,შემდეგ კი გავიგე ნაბიჯების ხმა და მწველი მზერა ვიგრძენი. ზეინმა ხელში ამიყვანა, გული ამიჩქარდა .... "თუ როლს ასრულებ ის ბოლომდე უნდა შეასრულო"-გონებაში გავიმეორე და ზეინს მივეხუტე. ვიგრძენი როგორ ჩაიცინა, საწოლზე დამაწვინა და გადასაფარებელი გადამაფარა, შემდეგ კი გვერდით მომიწვა, თვალები ძლიერად დავხუჭე....მე ამას შემძლებ! მისკენ გადავრტიალდი და თავი მკერდზე დავადე, აშკარად გაუკვირდა მაგრამ ხელები შემომხვია და მიმიხუტა. ___________________________________ -დედაჩემი არ მოვა?-ვკითხე ძიძას და ბავშვებს თვალი მოვავლე რომლებიც დედებს ეხუტებოდნენ. არასდროს მინახია დედაჩემი, არასდროს ჩავხუტებივარ უბრალოდ ვიცოდი დედა მყავდა სა არ ვიცოდი რატომ ვიზრდებოდი ბავშვთა სახლში. -წამოდი!-ხელი მომკიდა ძიძამ და სხვა ოთახში გამიყვანა, შემდეგ კი ვერანდაზე. -აქ იყავი, აქ მოვა!-მითხრა და კარები გააღო და სახლში შევიდა მე კი ნაწყენი ჩამოვჯექი საქანელაზე,ძიძა ყოველთვის მეუბნებოდა რომ დედა მოვიდოდა მაგრამ ის არასდროს არ მოდიოდა.ქანაობისას დავლანდე ქალი რომელიც იქვე სკამზე იჯდა და ჩემს თითეულ მოძრაობას აკვირდებოდა,საქანელა გავაჩერე,ქალთან მივედი და მას შევხედე. -შენ დედაჩემი ხარ? აქედან წამიყვან?-ვკითხე თუ არა სევდიანად გამიღიმა და ძლიერად ჩამიხუტა. -შენი ძმა დაგიცავს!-ამოიჩურჩულა და ხელში ფოტო მომაჩეჩა. შემომხედა და წავიდა მე კი დამტოვა კითხვების კორიანტელში, მე ხომ დედაჩემის სახელიც კი არ ვიცოდი.. ფოტოს დავხედე, იქ ბიჭი იყო გამოსახული. მწვანე თვალებით და საყვარელი ღიმილით. "შენი ძმა დაგიცავს"-გულში გავიმეორე, ეს პატარა ბიჭი ჩემი ძმა იყო, საკმად ძველი ფოტო იყო, ალბათ ახლა უფრო დიდი იქნება. -არ წახვიდე, არ დამტოვო!-ვკივი და თვალებს ვახელ. ვხვდები რომ სიზმარია, ის სიზმარი რომელიც ყოველთვის მესიზმრება.ზეინი ოთახში არ არის, მაგრამ მალევე შემოდის და შეშინებული სახით მიყურებს. -კარგად ხარ?-დაბნეული მიყურებს. ის ჩემზე ღელავს? როგორ მოხვდა რომ დაიბნა? -უბრალოდ კოშმარი მესიზმრა-ამოვილუღლუღე და წამოვდექი -აჰ,კარგი. -ამას რატომ აკეთებ? რა დაგიშავე? რატომ მექცევი ასე? -ქვევით გელოდები, ჰარი ჯერ საერთო საცხოვრებელში წაგიყვანს რომ ნივთები მოაგროვო ხოლო შემდეგ მის სახლში, ჰარისთან ერთად იცხოვრებ!-კითხვაზე პასუხი არ გამცა. -რაა? რატომ?-ხელოვნურად ვიკვირვებ და ჩემს თავზე მეღიმება, ზეინმა ჩაიღიმა და წამებში ჩემს წინ გაჩნდა. -იმიტომ რომ მე ასე მინდა!-კბილებში გამოსცრა და სახე მომიახლოვა, თვალები დამეხუჭა როცა მისი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი. მალევე კი მისი ტუჩები ჩემსას შეეხო და მეც ავყევი კოცნაში. ჯანდაბას რაც მოხვდება! ბოლოს მაინც მომიწევს იმის გაკეთება რაც ზეინს უნდა. -და მე ყოველთვის ვაღწევ იმას რაც მინდა!-კოცნებს შორის ამიჩურჩულა და მომშორდა. -ქვევით გელოდები!-უხეშად მითხრა და კარი გაიხურა. იდიოტი, კრეტინი, დებილი, არანორმალური... იდიოტი ვთქვი უკვე? მაგრამ მაინც რა მაგარი კოცნა იცის. თვალები გადავატრიალე ჩემს ფიქრებზე და კარები გამოვაღე, ჰარის უნდა ვუთხრა რომ მის სახლში მოსასმენი აპარატები დააყენეს! მან მე დამიცვა, მასთან ვალში ვარ!!! კიბეები ჩავირბინე და ზეინს შევხედე რომელიც კართან იდგა. -ხვალ დილით უნივერტეტში გნახავ!-ჩაიცინა, უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და კარი გამოვაღე. ჰარი მანქანას იყო აყუდებული და მე მელოდებოდა. ზეინმა სწრაფად ჩამავლო მხარში ხელი და კარს ამაყუდა. -დაიმახსოვრე, ჩემი ქალაქი-ჩემი წესები! -კბილებში გამოსცრა და უკვე მესამედ მაკოცა. კოცნაში არ ავყოლილვარ, ვერ ვიტანდი. მის მიმართ მხოლოდ სიძულვილს ვგრძნობდი. ხელი ვკარი და სწრაფი ნაბიჯებით წავედი ჰარის მანქანისკენ. ყურადღება არ მივაქციე ჰარის გაბრაზებულ სახეს და მის მანქანაში ჩავჯექი. -ჯერ საერთო საცხოვრებელში წაიყვანე, რომ ნივთები აიღოს შედეგ კი შენ სახლში!-დაისისინა ზეინმა როგორც კი მანქანას მოუახლოვდა. -ჩემს სახლში?-დაიბნა ჰარი და ჩემსკენ გამოიხედა-თუმცა ჯობია ჩემთან იყოს ვიდრე შენთან, მე მაინც არაფერს დავუშავებ შენგან განსხვავებით! მანქანაში ჩაჯდა და მანქანა დაქოქა. გზა საერთო საცხოვრებისკენ ჩუმი იყო, არც ერთი არ ვიღებდით ხმას. ჰარი დაძაბული მართავდა მანქანას, რამე რომ მეთქვა ალბათ აფეთქდებოდა და მის გარშემო ყველაფერს გაანადგურებდა. მანქანა საერთო საცხოვრებელთან გააჩერა, ჩემსკენ გადმოიხარა და კარები გამიღო. -აქ დაგელოდები!-ამოიჩურჩულა, თავი დავუქნიე და მანქანიდან გადმოვედი, კიბეები ნელა ავიარე და კარები შევაღე, შუქი ავანთე და მარიას გავხედე. -მე ....გელოდებოდი!-ამოილუღლუღა როცა დამინახა და ჩამეხუტა. მეც ჩავეხუტე, ხმას არ ვიღებდი, უბრალოდ არის მომენტები როცა ბევრი გაქვს სალაპარაკო მაგრამ უბრალოდ არ შეგიძლია. -უნდა წავიდე!-ამოვიჩურჩულე და კარადისკენ დავიძარი -სად? მოგცეს უფლება რომ ქალაქი დატოვო?-ნერვიულად მკითხა. თავი გავაქნიე და კარადიდან ჩემოდნები გამოვიღე, შემდეგ კი ტანსაცმელი საწოლზე დავყარე და მისი დაკეცვა დავიწყე. -ზეინს უნდა რომ ჰარისთან გადავიდე საცხოვრებლად-მოკლედ მოვუჭერი და ტანსაცმლის ჩალანაგება დავიწყე -ჯობია არ შეეწინააღმდეგო!-ამოიბურტყუნა. -რატომ?-კბილებში გამოვცერი და მას გავხედე. -იყო ერთი გოგო, ბელა ერქვა. ქალაქის მერის შვილი იყო,ზეინს მოეწონა და "გადაეკიდა", ბელა მისმა შეყვარებულმა რამდენჯერმე დაიცვა ზეინისგან. ბოლოს ზეინს ყელში ამუვიდა და მთელი ქალაქის წინ მოკლა ეს ბიჭი. -ბელას რა მოუვიდა?-დაბნეულმა შევხედე -ბელას? არავინ იცის.... უბრალოდ გაქრა მაგრამ ყველას გონია რომ ზეინს ის არ მოუკლავს! -მაგრამ მამამისი ხომ ქალაქის მერი იყო? -არ აქვს მნიშვნელობა, მაფიის თვალში ყველა თანასწორია! -ვერ ვიტან აქურობას!-ზიზღით გავაქნიე თავი -mafia is game of the shadows,you can't see faces,you can see only shadows of monsters. (მაფია ჩრდილების თამაშია, შენ არ შეგიძლია დაინახო მათი სახეები, შენ შეგიძლია დაინახო მხოლოდ მონსტრების ჩრდილები.) -უნდა წავიდე, მელოდებიან!-ამოვილუღლუღე და ჩავეხუტე, შემდეგ კი კარი გამოვაღე და წამოვედი. ეზოში ჩავედი, ჰარიმ ჩემოდნები საბარგულში ჩადო და მანქანაში ჩაჯდა. -არ ჩაჯდები?-გაეცინა. რა სწრაფად ეცვლება განწყობა! -სანამ სახლში მივალთ რაღაც უნდა გითხრა.-დაბნულმა ვთქვი და მანქანაში ჩავჯექი. -გისმენ. -ზეინმა შენს სახლში მოსასმენი პარატები და ვიდეო კამერები დააყენა-სწარად მივაყარე და თვალები დავხუჭე რომ მისი რექცია არ დამენახა, მაგრამ მალევე გავახილე და მას გავხედე. ძარღები დაეჭიმა, ყბა მოკუმა და თვალებში შემომხედა. -რაში სჭიდება მას ეს?-კბილებში გამოსცრა -მან თქვა რომ ეს ყველაფერი დაეხმარება გააარკვიოს რატომ დამიცავი მაშინ და რატომ ცდილობ დამეხმარო ახლა. -ჯანდაბა!-დაიღრიალა და საჭეს ხელი დაარყა. შემდეგ კი სწრაფად დაძრა მანქანა. სპიდომეტრის ისარს შეშინებული ვუყურებდი, მაჩვენებლები კი მაღლა იწევდა. სკამს ძლიერად ვეჭიდებოდი. -მხოლოდ 1 თვე მჭიდება, მხოლოდ 1 თვე და ყველაფერს მოვაგვარებ! რატომ არ მანებებს თავს? მხოლოდ 1 თვე მჭიდება, გესმის?-ჩემსკენ მობრუნდა, თავი შეშინებულმა დავუქნიე. ჩემი შეშინებული სახის დანახვაზე კიდევ ერთხელ მეიკურთხა და მანქანა ძლიერად დაატორმუზა, შეშინებულს ცრემლები წამომივიდა. -ჩემი გეშინია?-მკითხა და გამომხედა, წამებში მის მწვანე თვალებს შევეჩეხე და ფოტო გამახსენდა, თავი დავუქნიე და ჩანთში ფოტოს მოძიება დავიწყე. -ჩემი არ უნდა გეშინოდეს, მე ყოველთვის დაგიცავ!-ამოიჩურჩულა. ფოტო ამოოვიღე როცა ჰარი ჩამეხუტა. ფოტო ხელიდან გამივიარდა, ჰარიმ ფოტოს დახედა და თვალები გაუფართოვდა. -ჩემი ფოტო საიდან გაქვს?-დაბნეულმა შემომხედა და დედაჩემის მოცემული ფოტო ხელში აიღო. მოიცა რაა? მისი ფოტო? თავი 7 გიგრძვნიათ როგორ გიფეთქავთ გული? როგოორ გეხუტებათ თქვენთვის ერთადერთი ძვირფასი ადამიანი? გიგრძვნიათ როგორ გაწყვებათ ცრემლები და თვალთახედვა გებინდებათ? მხოლოდ მის თვალებს რომ უყურებ და იმ წუთას მნიშვნელობა არაფერს არ აქვს. მეცხრე ცაზე ხარ მაგრამ შემდეგ მიწას ენარცხები. სად იყო აქამდე? თუ იცოდა რატომ არ მითხრა? რატომ არ იყო ჩემს ცხოვრებაში როცა მჭიდრებოდა? -ეს შენი ფოტო არ არის!-კბილებში გამოვცერი და ფოტო ხელიდან გამოვგლიჯე. -ჰმ, ესეიგი იცი!-ჩაიცინა და ღიმილით შემომხედა-ანუ იცნობ გრიზელდას? -გრიზელდას?-დაბნეულმა შევხედე-ზეინმა თქვა რომ ის დედაშენი იყო. -იყოო?-გაეცინა-არ იყო არის და არამარტო დედაჩემი! -ვიცი, ამბობენ გოგო ჰყავს გადამალულიო!-შევუბღვირე. ფოტოს დავხედე, მერე ისევ ჰარის, ხან ფოტოზე გამოსახულ თვალებს ვაკვირდებოდი ხან კი ჰარის თვალებს.ჰარიმ ჩაიცინა. -და ვერ ხვდები ვინ არის ის გოგო?-თავი გავაქნიე და ფოტო ჩანთაში ჩავდე. -ღმერთო რა სულელი ხარ!-თვალები გადაატრიალა-შენ ხარ გრიზელდა ბლანკოს მეორე შვილი, შენ ხარ გოგო რომელიც გადამალული ჰყავდა, გოგო რომელსაც 500 მილიონი ეკუთვნის ! -ანუ შენ ჩემი ძმა ხარ?-დაბნეული მივაშტერდი და წარბი ავუწიე,თავი დამიქნია-და შენ ეს იცოდი და არ მითხარი? რატომ უნდა მეცხოვრა ბავშვთა სახლში როცა შენ და გრიზელდა არსებობდით? რატომ უნდა გავხვეულიყავი შარში და ზეინის ხელში რატომ უნდა ჩავვარდნილიყავი თუ თქვენ შეგეძლოთ ჩემი დაცვა რატომ?-ბოლო ხმაზე დავიყვირე, ცრემლები არ ჩერდებოდა და გულიც გამალებით მიცემდა. ჰარი ჩემსკენ გადმოიხარა მაგრამ გავაჩერე, ხელები მკერზე მივადე და უკან დავწიე. -არ მომეკარო!-კბილებში გამოვცერი. -დედას საქმეში დაბრუნება უნდა ამიტომ 1 თვე გვჭირდება, ყოველთვის შორიდან გიცნობდი. დედაც ყოველთვის გითვალთვალებდა მაგრამ იმ დღეს.... როცა მე შენი გადარჩენა ვცადე.... -შენ ჩემი გულისთვის ყველაფერი დაკარგე!-შევაწყვეტინე, ჰაერი დამძიმდა. სუნთქვა მიჭირდა, ჰარიმ ჩანთა ხელიდან გამომტაცა, ვცდილობდი მესუნთქა მაგრამ არ გამომდიოდა. თითქოს ფილტვები შევიწროვდა და გასასკდომად ემზადებოდა, ჰაერი მჭირდებოდა… ასთმის შეტევა დამეწყო, ჰარიმ სწრაფად მომაწოდა ინაგლატორი და წამალი ღრმად შევისუნთქე, ფილტვებიდან "გირები" მომეხსნა, სუნთქვა გამიადვილდა და ჰარის შეშინებულ სახეს შევხედე. -კარგად ვარ-ღრმად ჩავისუნთქე-მადლობა. -მე შენს გულისთვის არაფერი დამიკარგავს. ჩემთვის ყველაფერი მხოლოდ შენ და დედა ხართ! მე არ მჭირდება სახელი და რეპუტაცია რომ დაგიცვა! -შეგიძლია მომიყვე ყველაფერზე? მე არაფერი ვიცი შენზე და გრიზელდაზე. -როცა დედამ ქალაქიდან წასვლა გადაწვიტა იმის გამო რომ მამა მოკლეს, მე 3 წლის ვიყავი. მე ვერ წამიყვანდა რადგან არ უნდოდა საფრთხეში ჩავეგდე ამიტომ ისაარ მალიკს ჩამაბარა. ისაარს კი ცოლი მოუკლეს და ჭკუიდან შეიშალა, იცი ყველაზე ცუდი რა იყო? როცა ვხედავდი როგორ ერგებოდა ყველაფერი რაც მე მეკუთვნოდა ზეინს. მთელი ძალაუფლება! როცა ვხედავდი როგორ ადგენდა წესებს ის ჩემთვის მე კი ვიცოდი სინამდვილეში რომ პირქით უნდა ყოფილიყო. ყველას ეგონა რომ არ მახსოვდა და არ ვიცოდი ვინ იყო სინამდვილეში დედაჩემი, მაგრამ ეს ყველაზე დიდი ტყუილი იყო. ერთხელაც დედაჩემი დაბრუნდა და ლონდონში ჩამიყვანა შენ სანახავდ. როცა პირველად დაგინახე მხოლოდ 7 წლის იყავი.-ამოიჩურჩულა და ფანჯარაში გაიხედა-მე 10 წლის. მინდოდა მოვსულიყავი, უბრალოდ ჩაგხუტებოდი და მეთქვა რომ შენთან ვიყავი, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო. როცა პალერმოში დავბრუნდი ზეინი შემზიზღდა, მან ყველაფერი მიისაკუთრა რაც ჩემი იყო. ჩემი სახლი, ჩემი ქალაქი და ძალაუფლება! ამანდას მკვლელობაზე უარი ვთქვი, ვიცოდი რომ შენი მეგობარი იყო. ვფიქრობდით რომ მაღაზიაში მხოლოდ ის იყო, მაგრამ შევცდით. როცა შესამოწმებლად წავედი და ვიტრინასთან მჯდარი დაგინახე მეგონა გული გამიჩერდებოდა, ვიცოდი ვინც იყავი, ვიცოდი რომ ჩემი უმცროსი დაიკო იყავი, უბრალოდ არ შემეძლო გამეცი... -ანუ ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშია? -თამაში?-ჩაიცინა და გამომხედა-შენ ჩემთვის თამაში არ ხარ, მაფიაა ყველაზე დიდი ჩრდილების თამაში და სახეების დანახვა მხოლოდ მას შეუძლია ვინც ამ თამაშს თამაშობს. -ანუ გინდა რომ მეც ვითამაშო? -მე არ მინდა, მეყოფა მე რომ ვთამაშობ.... -მოიცა !-წამოვიძახე როგორც კი გაგრძელება დააპირა-მეც მინდა თამაში, მაგრამ ბოლოში აუცილებლად უნდა მივიღო რაღაც! -მისმინე ელისონ, მხოლოდ 1 თვე და შემდეგ შეგიძლია აქედან სამუდამოდ წახვიდე. არავინ არ გავალდებულებს დედასთან და ჩემთან ერთად მაფიის მართვას, შეგიძლია აიღო შენი 500 მილიონი და წახვიდე სადაც გინდა იქ, შენთვის არ არის სავალდებულო რომ მაფიოზურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა! -მაგრამ მინდა!-კბილებში გამოვცერი-მეც ვითამაშებ ამ თამაშს! დარწმუნებლი ხართ რომ მოიგებთ? -როცა დედა დაბრუნდება ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება!-ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა-ზეინი, ლუისი და ნაილი ყველა ციხეში ჩაჯდებიან. დედა ისევ უკან დაიბრუნებს ძალაუფლებას. ეს კი იმას ნიშნავს რომ "ჩრდილების თამაში" დასრულდება და მას ჩვენ მოვიგებთ! -კარგი!-მეც გავიღიმე და ჩემი გეგმა წამებში დავსახე გონებაში-რამდენიმე პირობა მჭიდება!-მისკენ გავიხედე. -გისმენ?-საყვარელი ღიმილით გამომხედა. -პირველი ნაილს არ ეხები, მეორე ზეინის დას ხელშეუხებლობას დამპირებით, მესამე როცა ყველაფერი დასრულდება ზეინი ჩემს ხელში,ჩემი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება!-ჰარიმ გაოცებულმა შემომხედა ,შემდეგ კი თვალები ეშმაუკარად აუციმციმდა. -მგონი ვიღაცას ზეინი შეუყვარდა!-ჩაიცინა. -ჰარი შემახსენე რამდენი დღეა რაც ზეინს ვიცნობ? 2 დღე და არამგონია 2 დღეში ვინმე შემიყვარდეს!-დავუბღვირე. -კარგი, კარგი!-გაიცინა-თანახმა ვარ ყველა პირობაზე, მაგრამ მეც მაქვს შენთან 1 პირობა! -გისმენ!-ჩავიღიმე -დედას ზეგ ნახავ! -რაა?-დაბნეული მივუტრიალდი-მე მზად არ ვარ ვნახო ადამიანი რომელმაც მიმატოვა!-კბილებში გამოვცერი -რაც არ უნდა მოხვდეს ის დედაშენია. -მისმინე არც შენ არ აღგიქვამ როგორც ძმას და არც გრიზელდას როგორც დედას, ეს არასდროს მოხდება. შეიძლება ვნახო მაგრამ ის არასდროს გახდება ადამიანი რომელსაც შევიყვარებ, არ აქვს მნიშვნელობა ჩემს ზრდას შორიდან აკვიდრებოდით თუ არა, მე მარტო ვიყვი! მარტო გავიზარდე, ღამეებს ტირილში ვათენებდი რადგან მეგონა რომ არავის ვჭირდებოდი და ვერ დამაჯერებთ რომ ასეთი ცხოვრება გინდოდათ ჩემთვის, ახლა კი მანქანა ისე დაძარი რომ ხმა არ ამოიღო და ზეინთან წამიყვანე!-კბილებში გამოვცერი,ჰარიმ მანქანა დაძრა და ჩაიცინა ,ვერ არის ეს კარგად? იქნებ რამე ჩავარტყა თავში! -ძლიერი გოგო ხარ!-ჩაიცინა და ჩემგან კიდევ ერთხელ შეღრენა დაიმსახურა-მაგრამ ზეინთან რა გინდა? -არ დაგავიწყდეს, მე ჩემს თამაშს ვთამაშობ, შენ ახლა რამდენიმე დღით ქალაქიდან წახვალ მე კი ზეინთან დამაბრუნებ! -კარგი!-თვალები გადაატრიალა და მანქანა კვლავ ზეინის სახლისკენ წაიყვანა. -ანუ თანახმა ხარ დედას შეხვდე?-ამომხედა როცა მანქანა ზეინის სახლის წინ გააჩერა,მანქანიდან გადავიდა და ჩემოდნები საბარგულიდან გადმოიტანა. -თანახმა ვარ მაგრამ 1 კვირაში!-ამოვიჩურჩულე და სახლისკენ გავიხედე, ჩემოდნებს ხელი დავავლე და სახლისკენ წავედი. -ელოსონ!-დამიძახა და ჩემს წინ გაჩნდა. -თავს გაუფრთხილდი, თუ რამე დაგჭირდა აუცილებლად დამირეკე. -კარგი!-თავი დავუქნიე. უეცრად ის ჩამეხუტა, მეც გაოცებით მოვხვიე ხელები. -აქამდე რომ არ გამოვჩნდი ეს იმას არ ნიშნავს რომ შენზე არ ვღელავ, შენ ყოველთვის ჩემი პატარა დაიკო იქნები!-ამოიჩურჩულა და შუბლე მაკოცა. უაზროდა გამეღიმა, ჰარი შეტრიალდა და მანქანისკენ წავიდა. -ფრთხილად იყავი!-მომაძახა როცა მანქანა დაძრა. მანქანა მოსახვევში გაუჩინადა მე კი სახლისკენ შევტრიალდი და პარმალზე ავედი. კარს მივაშტერდი, აი, თურმე როგორია როცა გყავს ადამიანი რომელსაც უყვარხარ. კარზე დავაკაკუნე და დაველოდე როდის გააღებდა, კარის გაღებისთანავე კი ზეინის გაოცებული სახე მომხვდა თვალში. -შენ ჰარისთან არ უნდა იყო?-დაბნეულმა მკითხა და ეზოში გაიხედა, აშკარად ჰარის მანქანას ეძებდა. -პირველი, ჰარიმ თქვა რომ ქალქიდან რამდენიმე დღით მიდიოდა და წავიდა. მეორე, მე ვდგავარ ახლა შუა ქუჩაში და არასად მაქვს წასასვლელი, რადგაც ჩემი ხელშეკრულება საერთო საცხოვრებელთან ჰარიმ გააუქმა! მესამე, შემიძლია ღამე ქუჩაში გავატარო ან კი შენ სახლში, აი ბოლო ვარიანტი კი საშინლად არ მომწონს მაგრამ მომიწევს ასე მოვიქცე!-ჩემი მოხსენება დავასრულე და ზეინის დაბნეულ სახეს შევხედე-რა ვქნა? შემომიშვებ თუ წავიდე და ღამე ვინმეს სახლში გავათენო?-შევუბღვირე,ზეინმა თვალები გადაატრიალა. -შემოდი!-მითხრა, თვითონ კი ჩემი ჩემოდნების შემოსატანად გარეთ გავიდა. ეშამკურად გავიღიმე და კარი მივხურე, შემდეგ კი ჩავკეტე. ზეინის ყვირილი მომესმა და ჩამეცინა, ყვირილს ყურადღება არ მივაქციე და კიბეები ავირბინე. ზეინის ოთახში შევედი და მის რბილ საწოლში გავეხვიე, დამღლელი დღის შემდეგ ნამდვილად ვიმსახურებ დასვენებას. ____________________________________ თვალები დილით გავახილე, ჩემს გაოცებას კი საზღვარი არ ჰქონდა როცა ჩემზე მოხუტებული ზეინი აღმოვაჩინე. საყვარლად ეძინა და მთელი სხელით მეკვროდა, მისი მკლავებიდან თავის დაღწევა ვერ მოვახერხე. თვალები გაახილა და მომხედა, მის თვალებში ჯერ გაოცება ამიკითხა შემდეგ კი ეშმაკურად აუციმციმდა. -მე ხომ კარები დავკეტე!-დაბნეულმა ამოვილუღლუღე -ამ სახლს 3 კარი აქვს.-ჩაიცინა და წამებში ჩემს ზემოდან მოექცა. სუნთქვა გამიხშირდა, თვალები მიმეხუჭა როცა მისი ტუჩები ჩემსას შეეხო. ნაზი კოცნა ვნებიანში გადაიზარდა, ხელი ფეხზე ააცურა და საჯდომზე მომიჭირა, მის პირში ამოვიკვნესე. -ვიღაც გუშინ მეწინააღმდეგებოდა.-ჩაიცინა და მომშორდა, შევუბღვირე. -სამი რამ არ დაიმალება არასოდეს მზე, მთვარე და სიმართლე!-თვალი ჩავუკარი და წამოვდექი. ბოლო სიტყვა კი ხაზგასმით წარმოვთქვი და ჩავიცინე, ზეინმა ხელი მომკიდა და კვლავ საწოლზე დამაგდო. -რას გულისხმობ?-იკითხა დაძაბულმა და ჩემს ზევიდან მოექცა. -"ღარიბი ქოხი, აღსავსე სიამოვნებით, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ცივი პალატები -ამაო სიმდიდრით! სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერია. "-გავუღიმე და ნაწყვეტი ვუთხარი "დევიდ კოფერდილდიდან"-შენ გაგაჩნია ყველაფერი რაც გინდა სიყვარულის გარდა! -შენ არ იცი რა არის სიყვარული!-წამოდგა და გაბრაზებულმა შემომხედა. -და შენ იცი?-დანიცვით ვკითხე -ნამდვილი სიყვარული იბადება გრძნობათა ვულკანური ამოხეთქვის ეფექტით, ის საოცრად მიმოედება მთელ სულს და სრულ მელანქოლიას იწვევს, იგი გამოიხატება ადამიანის ორიენტაციოლი ფუნქციის მომენტალურ რღვევაში და უბრალოდ სიყვარული მაინც ამოუხსნელია და ვერასოდეს მივაგნებთ მის ფუძეს რადგან ჩვენ ყველა ისინი ვართ ვისაც უყვარს, ნამდვილი და სულიერიი სიყვარულით გვიყვარს !-ამოიჩურჩულა და ოთახიდან გავიდა. მე კი გაოცებული დამტოვა, მას ოდესმე ჰყვარებია? __________________________________________ სიჩუმე...სიჩუმით ბევრი რამ შეგიძლია თქვა. შეგიძლია თქვა როგორ გეზიზღება ადამიანი ან როგორ გიყვარს, ახლაც მანაქანის სალონში სიჩუმეა.... -ოდესმე გყვარებია?-მისკენ მივიხედე. საჭეს ხელი მოუჭირა, ვერ ვიტან სიჩუმეს ამიტომაც დავარღვიე ის. უნვერტეტისკენ მივივართ, გზა კი ჩუმია. -შენ იცი რა არის სიყვარული? ნამდვილი სიყვარული?-კითხვა შემომიბრუნა. თავი გავაქნიე და დაძაბულ ზეინს თვალი შევავლე. -გყვარებია ისე რომ საკუთარი თავი ჯოჯოხეთვის სატანჯველისთვის გაგემეტებინოთ? მე მყვარებია......-ამოიჩურჩულა და სიტყვებს თითქოს მთელი გრძნობები ამოაყოლა. მთელს სხეულში უხილავმა გრძნობამ დამიარა, იქნებ ჰარი მართალია? იქნებ შემიყვარდა? არა რა სისულელეა!თავი გავაქნიე და ფანჯარაში გავიხედე. -"სიყვარულს ყველაფერი ძალუძს,მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი"-ამოვიბურტყუნე, ჩემი მოვალეობა კი თამაშის მოგება იყო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.