დემონი ( ჩრდილების თამაში ) - თავი 4 +თავი 5
თავი 4 ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. ზეინმა ჩემი მეგობარი მოკლა. უცებ ჩემი გადამრჩენელი გამახსენდა. ჰარი... ნეტავ აქ არის? ნეტავ კიდევ ვნახავ? უეცრად კარი შემოგლიჯეს და შეშინებული სახით შემოვარდნენ ზაკი და მარია. -ხომ გითხარით მარტო დამტოვეთთქო?-გაბრაზებულმა ამოვიბუზღუნე. -შენს წასაყვანად მოვიდნენ! გარეთ გელოდებიან!-ამოილუღლუღა ზაკმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -ვინ?-უინტერესოდ ვიკითხე -ზეინის მეგობარი მოვიდა, უნდა წაგიყვანონ!-ამოიჩურჩულა მარიამაც და ისიც მეორე მხარეს მომიჯდა. რამდენიმე წუთი ასე უხმოდ ვიჯექით და კედელს მივშტერებოდით, მაგრამ შემდეგ ორივე ერთდროულად ჩამეხუტა. -აქ როგორ ცხოვრობთ?-ამოვილუღლუღე და მოღალატე ცრემლი მოვიწმინდე. -ეს ჩვენი ცხოვრება, მას ვერ გავექცევით. მხრები ავიჩეჩე და ოთახიდან ისე გამოვედი რომ უკან აღარ მიმიხედია, უბრალოდ კარი გამოვაღე და წინ მივიწევდი, როცა ნაცნობი კულულები და მწვანე თვალები მომხვდა თვალში, ჰარიმაც თავი ასწია და თვალებში შემომხედა. წამებში ყველაფერი ბინდმა მოიცვა. მისი მწვანე თვალებმა გამახსენა, რა მოხდა წარსულში, გამახსენდა როგორ ვიყავი მაღაზიაში ვიტრინას ამოფარებული და როცა მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა, სამალავიდან როგორ გამოვედი და ამანდასთან მივედი, რომელიც სისხლში ცურავდა, სამი ტყვია ჰქონდა მკერდში მოხვედრილი. წამებში კი დავიანე როგორ შემობრუნდა ყავისფერთვალება მაღაზიაში, დამინახა და სახეზე გაოცება გამოისახა, შემდეგ კი სწრაფდ დამიმიზნა იარაღი. -მოიცადე!-მწვანეთვალებაც შემოჰყვა მაღაზიაში და ბიჭს ხელიდან იარაღი გამოჰგლიჯა. -შენ თქვი რომ არავინ იყო იმ გოგოს გარდა რომელიც მოვკალი!-კბილებში გამოსცრა და ჰარის გახედა. -დაანებე მას თავი, ზეინ. რაში გაწყობს მისი სიკვდილი? -მან დამინახა როგორ მოვკალი!-კბილებში გამოსცრა და შემომხედა, მე კი ხმას არ ვიღებდი და გაშეშებული ვიდექი. -და მერე რა? რომც პოლიციაში გამოაცხადონ 100%-იანი ხელშეუხებლობა გაქვს!!! -რატომ იცავ?-კბილებში გამოსცრა ზეინმა და ჰარის უსიამოვნო მზერით გახედა. -მე..მე... არ ვიცი.... -კარგი მე არ მოვკლავ!-ჩაიცინა ზეინმა და იარაღი ჰარის მიაწოდა-შენ მოკლავ!!! შემდეგ კი კამერებს ესვრი ... -კი მაგრამ.... -ჰარი! -კარგი!-ამოიჩურჩულა მწვანეთვალებამ, მხარში ხელი ჩამავლო და უკანა გასასვლელისკენ მიბიძგა. -გამიშვი!-წავილუღლუღე და მისგან თავის დაღწევა ვცადე. -თუ 5 წუთში გასროლის ხმას არ გავიგებ მე თვითონ მოვკლავ!-კბილებში გამოსცრა ზეინმა და მაღაზიიდან გავიდა, ჰარიმ კი უკანა გასასვლელიდან ქუჩაში გამათრია. -გამიშვი!-წამივიკივლე და მის მკლავებში ფართხალი დავიწყე-გთხოვ!-ამოვიჩჩულე ძალაგამოცლილმა. -ახლა გაგიშვებ, 10 წუთი გაქვს შორს რომ გაიქცე, მე კედელს ვესვრი როგორც კი გასროლის ხმას გაიგონებ გაიქცევი და დაიმალები სადმე, გასაგებია?-ყურში ჩამჩურჩულა. თავი დავუქნიე, მან კი ხელები ფრთხილად გამიშვა და გაისროლა, ტყვია კედელს მოხვდა, მე შეომომხედა და სახეზე ჩამოყრილი კულულები ხელით შეისწორა. -წადი და დაივიწყე აქ რაც მოხდა-ჩურჩულით თქვა, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი და მის გასაგონად დავიჩურჩულე. -მადლობა-შემდეგ კი ადგილს მოვწყდი და გავიქეცი, გავრბოდი და უკან არ ვიხედებოდი, უბრალოდ მივრბოდი და ვხვდებოდი რომ მან კვლავაც გადამარჩინა.... ის იყო ანგელოზი რომელიც მიცავდა. ბნელი მწვანეთვალება ანგელოზი. ნელ-ნელა რეალობაში დავბრუნდი და მის მწვანე თვალებს შევეჩეხე, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რომ ჩემს წინ იდგა ადამიანი რომელმაც უკვე 2-ჯერ გადამარჩინა სიკვდილს. -შენ?-გაოცებით იკითხა, თითქოს არ სჯეროდა რომ მის წინ ვიდექი -აქ რას აკეთებ?-დაბნეული ჩანდა. ხმას ვერ ვიღებდი, ყველაფერი მახსენდებოდა. უკვე აღარ იყო ყველაფერი ბინდით მოცული, იმ დღეს ჰარიმ მთხოვა რომ დამევიწყებინა ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში და მეც დავივიწყე თუმცა როგორც ჩანს შუძლებელია მოგონებები სამუდამოდ დამალო შენს გონებაში. -ღმერთო... შენ ხარ ზეინის გოგო...ჯანდაბა!-შეიკურთხა და ჩემგან ზურგით შეტრიალდა. -წამოდი!-მკაცრი ხმით მითხრა დ ისე წავიდა წინ რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს, მეც უხმოდ გავყევი. წინ ჰარი მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი ხოლო ჩემს შემდეგ კიდევ 2 კაცი მოდიოდა, თითქოს გაქცევა შემძლებოდა. ჰარიმ მანიშნა რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი და ჩემი ჩაჯდომის შემდეგ თვითონაც ჩაჯდა, უკან ვინც მოგვყვებოდა ისინი სხვა მანქანაში ჩაჯდნენ და უკან გამოგვყვნენ. თვალები დავხუჭე, აგონიაში ვიყავი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემს სხეულს ვერ ვაკონტროლებდი. -რატომ გადამარჩინე?-ბოლოს როგორც იქნე ხმა ამოვიღე. -რაა?-გაუაზრებლად მკითხა და წამით მე გამომხედა. -იმ დღეს რატომ გადამარჩინე?-ცოტა ხმამაღლა ვკითხე, გზას გახედა, მეც გზას გავხედე. -უბრლოდ...შენ....ისეთი სუსტი...და დაუცველი იყავი...!-ნაწილ-ნაწილ, მიკიბ-მოკიბულად წარმოსთქვა და მისი მზერა ვიგრძენი. ოდესმე გიგრძვნიათ თითქოს გული ძგერას წყვეტს, თითქოს ყველაფერი თქვენს გარშემო ტრიალებს და თქვენი გულისცემა ყურებში გესმით? ახლა სწორედ ამას ვგრძნობდი. -და გთხოვ ზეინს არ უთხრა რომ თქვენი შეხვედრა გახსოვს-ამოიჩურჩულა. -რატომ?-უაზროდ დავსვი კითხვა. -მას არ უნდა რომ გახსოვდეს, ესეიგი არც უნდა გახსოვდეს! თვალები გადავატრიალე და მანქანის მინას თავი მივადე. -ის შენი მეგობარია თუ შენი უფროსი?-გაუაზრებლად ვკითხე და მისკენ მივტრიალდი. დავინახე როგორ დაიძაბა ჰარი, საჭეს ხელი ძლიერად მოუჭირა და მანქანა სახლის წინ გააჩერა. -შეგიძლია გადახვიდე!-კბილებში გამოსცრა, მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და სახლის წინ ავისვეტე. ჰარიმ მანქანა დაძრა და სწრაფად გაუჩინარდა მოსახვევში, მას კი მანქანა მიჰყვა რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მოგვყვებოდა. "ამ სახლში ზეინია"-წამებში გავიფიქრე და უკან დავიხიე,ქუჩას თვალი მოვავლე. უკვე ღამდებოდა, ცას წითელი ფერი დასდებოდა, მზე ზღვაში იღვენთებოდა, პლიაჟს გავხედე და ზღვისკენ დავიძარი, როცა ნაცნობი ხმა მომესმა და უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. -სად მიიპარები?-მკითხა და წამებში მისი ხელები მუცელზე შემომხვია და ჰაერში ამწია თითქოს თოჯინა ვყოფილიყავი. -მინდოდა გაგქცეოდი!-კბილებში გამოვცერი და ვცადე მისი მკლავებიდან თავი დამეღწია, ეს ქმედება კი უკვე პროფესიად მექცა. -შენ მე ვერასდროს გამექცევი!-კბილებში გამოსცრა, მისკენ შემატრიალა და მისი ტუჩები ჩემსას შეერწყა. თავი 5 გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა, მისი მოშორება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა. მუშტები მკედში დავუშინე მაგრამ, მან ისინი ერთი ხელი დაიჭირა. გაძალიანება შევწყვიტე, მაგრამ კოცნაში არ ავყოლილვარ. მალევე მომშორდა და ღიმილიანი სახით შემომხედა. -ხელი გამიშვი!-ამოვილუღლუღე, ხელები სწრაფად გამინთავისუფლა და მეც არ დავაყოვნე, სილა გავაწანი. -არ გაქვს უფელბა ისე მომექცე თითქოს შენი საკუთრება ვიყო!-კბილებში გამოვცერი და შემოვტრიალდი რომ წამოვსულყავი, მაგრამ მან ხელი სწაფად მომკიდა და მის მკერდს მიმაჯახა. მის თვალებში ყველა გრძნობა ერთად ირეოდა მაგრამ ერთი განსაკუთრებით ჩანდა, გაბრაზება. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. -ეს აღარასდროს გაბედო!-კბილებში გამოსცრა და თვითონაც სილა გამაწნა, ძლიერი დარტყვისგან წავბარბაცდი და მიწაზე დავეხეთქე -ჩემთან ასე არასდოს მოიქცე, შენი სიცოლოცხლე მე მეკუთვნის, შენ მე მეკუთვნი, მოგიწევს გააცნობიერო ეს! სწრაფად წამომაყენა და სახლისკენ მიბიძგა. -თუ არ გავაცნობიერებ მეც ამანდასავით მომკლავ?-თითქმის დავიყვირე, ბოლოში ხმაც ჩამიწყდა. ზეინი გაშეშდა, თვალები ერთ ადგილას "მიეყინა" , თითქოს იხსენებდა ვინ იყო ამანდა, მაგრამ მან ყველაფერი კარგად იცოდა. მალევე გამოფხიზლდა და ხელი სწრაფად ჩამავლო, ჩემი ყვირილის მიუხედავად სახლში შემათრია ,კარი მიხურა და კარებს ამაყუდა. -ამანდა ჩემი პრობლემა იყო და თავიდან მოვიშორე, თუ სიცოცხლე გინდა ნუ გახდები ჩემი პრობლემა!-კბილებში გამოსცრა და მისი ცივი ტუჩები უხეშად დააცხრა ჩემს ტუჩებს. ვცადე თავი გამენთავისუფლა მაგრამ არ გამომივიდა. არ ვიცი რამდენი ხანი გრძელდებოდა კოცნა, გაძალიანება შევწყვიტე და ისიც მომშორდა. ვიფიქრე ჩემთვის თავის დანებებას აპირებდა მაგრამ შევცდი,ყვირილისგან ხმა ჩამიწყდა როცა დივანზე დამაგდო და ჩემს ზემოდან მოექცა. -გამიშვი !-კიდევ ერთხელ წამოვიკივლე როცა ჩემს პერანგს ხელი მოჰკიდა და შემომახია, პირველად მინდოდა რომ ასტმის შეტევა დამმართნოდა იმ იმედით რომ ზეინი თავს დამანებებდა, პირველად მინდოდა მოვმკვდარიყავი. ზეინი ზევიდან დამაწვა, ჩემი ხელების მის ერთ ხელში მოიქცია, ხოლო მეორე ხელი ჩემი შორტის შესაკრავისკენ წაიღო. -გამიშვი!-წამოვიკივლე და გველივით დავიკლაკნე, ცრემლები არ ჩერდებოდა. ყვირილისგან უკვე ხმა ჩამიწყდა, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ყვირილს. ზეინმა შორტი შემიხსნა. კიდევ ერთხელ წამოვიკივვლე, მან კი გასაჩუმებლად მაკოცა, უკვე გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადამეწურა როცა კარის გაღების ხმა და ყვირილის ხმა გაისმა. -ზეინნ!-დაიყვირა ნაილმა -ჯანდაბა!-შეიკურთხა ზეინმა და წამოდგა, მეც სწრაფად წამოვხტი, შორტი შევიკარი და იატაკიდან ჩემი მაიკის ნაგლეჯი ავიღე და მკერდზე ავიფარე, წამებში ნაილი სასტუმრო ოთახში შემოვიდა და ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. -რა ჯანდაბა გინდა, ნაილ?-შეუბღვირა ზეინმა და მას გახედა. -ბოდიში ძმაო, თუ ხელი შეგიშალე გართობაში მაგრამ სერიოზული საქმე მაქვს!-თავი დაუქნია და ჩემსკენ მოტრიალდა. -ზევით ადი, ნებისმიერ ოთახში შედი და დამელოდე!-კბილებში გამოსცრა. -მე...შეიძლება...სახლში წავიდე?-ამოვილუღლუღე, არ მინდოდა აქ დარჩენა, მე მისი მეშინოდა! -ზევით ადი, ახლავე!-კბილებში გამოსცრა, თავი ავწიე და მის ცივს გამოხედვას შევეჩეხე. თავი დავუქნიე და კიბეები ნელა ავიარე, კარს ავეფარე როცა მეორე სართულზე ავედი და მათ ლაპარაკს დავუგდე ყური. -ამჯერად რა მოხდა ნაილ? რა ვერ მოაგვარე ჩემს გარეშე თუ კიდევ რამე გააფუჭა ჰარიმ?-აგდებით წამოიძახა ჰარის სახელი. -რა მოხდა? ზეინ მაგ გოგომ გამოგაშტერა? დაგავიწყდა რომ კორეის მაფიურ დაჯგუფებასთან გაქვს შეხვედრა?-დაიყვირა ნაილმა. -თქვენ ვერ შეხვდებით? -ისინი "დემონთან" შეხვედრას მოითხოვენ! -კარგი წავალ, ელისონს შენ მიხედე! -კარგი მაგრამ რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში? რატომ ტიროდა?-ჩაიფიქრდა ნაილი, ზეინმა თვალები გადაატრიალა. -შენ რა მთლად გააფრინე?-უეცრად კბილებში გამოსცრა ნაილმა-ამისთვის ჩამოიყვანე პალერმოში? -ეს შენი საქმე არა ნაილ და თუ ძალიან გაინტერესებს გეტყვი რომ ის აქ სწორედ ამიტომაა!-კბილებში გამოსცრა. მალევე გავიგონე როგორ ამოირბინა ვიღაცამ კიბეებზე, პირველივე კარში შევვარდი და საწოლზე ჩამოვჯექი. წამებში კი კარი ზეინმა შემოაღო და ისე რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, კარადასთან მივიდა და იქიდან შავი მაისური გადმოიღო, შემდეგ კი საწოლზე დადო. -საქმეზე მივდივარ და როცა დავბრუნდები დაწყებულს აუცილებლად დავასრულებ!-უხეშად მითხრა და კარი გაიხურა, მაისურს გადავწვდი და ხელში ავიღე, მის წარწერას დავაკვირდი, "SKILLET"-ეს ხომ ჩემი საყვარელი ჯგუფია! დაგლეჯილი ნაჭერი სხეულს მოვაშორე და მაიკა გადავიცვი, შემდეგ კი საწოლზე ავძვერი და მოვიკუნტე. ცრემლები არ ჩერდებოდა, ქვევიდან ნაილის და ზეინის ჩხუბი ისმოდა ,შემდეგ კი კარი გაიჯახუნეს.ზეინი წავიდა. კიბეებზე ამოსვლის ხმა გაისმა, შემდეგ კი კარი გაიღო და ნაილი შემოვიდა. -კარგად ხარ?-ჩურჩულით მკითხა -როგორ შეიძლება კარგად ვიყო როცა ვიცი რომ ზეინმა ჯერ ჩემი ერთადერთი მეგობარი მოკლა, შემდეგ ჩემი მოკვლა ჰარის დაავალა, შემდეგ საქმე ჩამიწყო რომ ამ ქალაქში მოვმხვდარიყავი და მისი ტყვე გავმხდარიყავი და სულ რამდენიმე წუთის წინ ჩემი გაუპატიუურება სცადა.-ამოვილუღლუღე და თვალები დავუჭე, ყველაფრის გახსენებაზე ცრემლების ახალმა ნაკადა გაარღვიეს კალაპოტი და ლოყებზე ჩაცურდნენ. -ხოოო.-სიტყვა გაწელ და საწოლზე ჩამოჯდა-გამოუვალ სიტუაციაში ხარ!. -შენ რაში გაინტერესებს? დღეს დილით იარაღს მიმიზნებდი და ჩემი მოკვლა გინდოდა!-კბილებში გამოვცერი, ნაილს გაეღიმა. -სულაც არა, უბრალოდ ეს ჩემი მოვალეობაა. შენი მოკვლა სინამდვილეში რომც მდომებოდა ზეინიც კი ვერ გადაგარჩენდა!-ჩაიცინა. თავი გავქნიე და ნაილის ცისფერ თვალებს შევხედე, როგორ შეიძლება ასეთი იყო ადამიანი? -თუ გინდა კიდევ რამდენიმე კითხვა დამისვი და გიპასუხებ.-გამიღიმა, თავი დავუქნიე. -შენი და ზეინის საუბარი მოვისმინე, დემონი ვინ არის?-პირველი რაც მომაფიქრდა ის ვკითხე და საწოლზე წამოვჯექი. -"დემონი"-ზეინის მეორე სახელია, მაფიოზურ სამყაროში ყველას აქვს სახელი რომლითაც მას მაფია იცნობს! -შენი სახელი რა არის?-დაბნეულმა შევხედე. -ჩემი?-ჩაიცინა-მე "ღამის მოჩვენება" მქვია. -ჰარის?-ნაილს ღიმილი სახეზე შეეყინა. -ჰარის არ აქვს სახელი! -როგორ თუ არ აქვს? ისიც ხომ .... -არა, მისი პირველი გამოცდა შენ იყავი. შენ უნდა მოეკალი, შემდეგ კი სახელს და რეპუტაციას მიიღებდა, მაგრამ მან შენ გადაგარჩინა, არ მოგკლა! -ზეინი ჰარის მეგობარია თუ უფროსი? -უფროსი. ჰარი ჩვენ კლანში ყველაზე უმცროსი იყო, არასდროს არავინ მოუკლავს. იმ დღეს კი ამანდა უნდა მოეკლა მაგრამ უარი განაცხადა, ამიტომ ზეინს მოუწია ამანდას მოკლვლა. როცა შენ დაგიცვა და პირველად არ გაამხილა რომ მაღზიაში იყავი და ამანადას მკვლელობას შეესწარი, ნერვიულობდა და ზეინი მიხვდა რომ რაღაცაში იყო საქმე ამიტომ უკან დაბრუნდა და შენც იქ დახვდი. მაგრამ ჰარიმ მეორეჯერაც გადაგარჩინა, მას შემდეგ მან დაკარგა 100 %-იანი ხელშუხებლობა, სახელი და რეპუტაცია. ახლა ის უბრალოდ ზეინის მითითებებს ასრულებს, ხოლო დღეს ზეინმა შენს წამოსაყვანად იმიტომ გამოგზავნა რომ ჰარის დაენახა რომ შენი გადარჩენა მაინც ვერ მოახერხა და ახლა ზეინის ხელში ხარ. ძალით გავუღიმე, ჰარიმ ჩემს გამო ყველაფერი დაკარგა! -კიდევ გაინტერესებს რამე? -შეგიძლია ზეინზე მომიყვე?-თავი დამიქნია და გამიღიმა. -იცი? არ ხარ ცუდი ადამიანი!-ჩავიღიმე, ნაილსაც გაეღიმა. -დაახლოებით 10 წლის წინ ამ ქალაქს და საერთოდ მთელს მაფიას ბლანკოების ოჯახი მართავდა, მაგრამ შემდეგ ენტონი ბლანკო მოკლეს, მისი ცოლი კი პალერმოდან გაიქცა. ჯერ ნიუ-იორკში შემდეგ კი ლონონში,ბოლოს ფლორიდაში,გრიზელდა ბლანკო მაინც ყველზე სასტიკი იყო. მისი ქმრის მკვლელები საშინლად აწამა, მისი სახელი „ მაიამის კოკაინის დედოფალა“ იყო ან არის ,არავინ იცის მკვდარია თუ ცოცხალი. ჭორების დონეზე იყო რომ ორსულად იყო და 500 მილიონი მის შვილს დაუტოვა, ხოლო შვილი ლონდონში გადამალა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა ისაარ მალიკი და ბლაკოების ოჯახის ადგილი დაიკავა. რათქმანუდა ამას ისე არ ჩაუვლია რომ სისხლი არ დაღვრილიყო, ზეინს დედა და 2 და მოუკლეს, ისაარი კი ჭკუიდან შეიშალა და ეს ყველაფერი 2 წელიწადში მოხვდა. ახლა ზეინს მხოლოდ ერთი და ჰყავს და ისიც საიმედოდ გადამალული. მისი ერთადერთი სუსუტი წერტილი მისი დაა. შემდეგ ზეინი გახდა მმართველი და ჩვენც მის კლანში მივგიღო. -ანუ ზეინის ოჯახმა მიისაკუთრა ძალაუფლება?-ამოვილუღლუღე, თავი დამიქნია. -წამოდი ქვევით, მე მშია.შენ არა? თავი დავუქნიე, ნაილი წამოდგა და წამომაყენა შემდეგ კი ორივე ქვევით ჩავედით და სამზარეულოში შევედით. მასთან ლაპარაკის შემდეგ გავაცნობიერე რომ არ ისე ცუდი ადამიანი იყო და მასზე მცდარი შთაბეჭდილება მქონდა, შემდეგ სასტუმრო ოთახში მდივანზე წამოვწექი და დღევანდელი დღით დაღლილს სწრაფადვე ჩამეძინა. მაგრამ ძილი დიდხანს არ გაგრძელდა, მალევე გაისმა კარის მიჯახუნების და ყვირილის ხმა. ზეინი დაბრუნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.