გარდასახვა (XII თავი) დასასრული
ქალაქი გაზაფხულის სურნელით ავსებულიყო. გადაუღებელი ერთკვირიანი წვიმის შემდეგ, რაღაც სასწაულით მზეს გამოენათებინა და ახლა ნეტსისა და წვიმისგან დამპალ მიწას აშრობდა და ათბობდა. ნიტა აივანზე იჯდა, ჩაის ფინჯნით ხელში, თვალები მოეჭუტა და პლედშემოხვეული მზეს ეფიცხებოდა ნებიერ კატასავით. ხელზე ისევ ედო თაბაშირის გაბერილი, თეთრი მასა, რომელსაც მისდა გასაკვირად, უკვე შეჩვეულიყო და აღარ აწუხებდა. დაახლობით ერთ კვირაში კი საბოლოოდ მოიშორებდა თავიდან. აივნის კარი შეღებული იყო და ბინიდან ხმაურისა და ჭურჭლის ჭახუნის ხმა ისმოდა, შემდეგ კი რაღაცამ ისე დაიგრგვინა, გოგონა შეკრთა, თვალები დააჭყიტა და გაკვირვებული შებრუნდა უკან. -ნინა რა გააკეთე?.. კიარადა რა გააფუჭე? -არაფერი. - გაკრეჭილი გამოვიდა ქვაბით ხელში თმაგაწეწილი გოგონა, რომელსაც აშკარად შეშინებული სახე ჰქონდა. -აბა ეს არაფრის ხმა იყო? -უბრალოდ გაზის ანთება დავაგვიანე და... -მხრები უხერხულად აიჩეჩა გოგონამ. -შენ მართლა არ ხარ სამზარეულოში შესაშვები. - თავი გადააქნია ნინამ და სახლში შევიდა. სამზარეულოში სრული ქაოსი სუფევდა. იქაურობა ფქვილით, კვერცხითა და სხვა მრავალი გაუკვეველი სუბსტანციით იყო მოსვრილი. -აღარ შემოხვიდე რაა აქ. -საწყალი სახით სთხოვა ნიტამ. - თუ რამე საჭმელი შევუკვეთოთ. -ესე იგი იმდენად ცუდი მზარეული ვარ შენს თვალში, რომ საერთოდ არ მენდობი? - ამოიბუზღუნა ნაწყენმა გოგონამ. -როგორ არ გენდობი, უბრალოდ... საუბარი ზარის ხმამ გააწყვეტინათ. ნინა ჩქარი ნაბიჯით გაემართა შემოსასვლელისკენ და კარი გააღო, რომლის მიღმაც ლუკა შეხვდა პარკებით დატვირთული. -გამარჯობაა... - მობეზრებულად ამოილაპარაკა გოგონამ. -გამარჯობა. -უპასუხა ბიჭმაც და ოთახში შეაბიჯა. თამამად გაემართა სამზარეულოსკენ, იქ არსებულ ვითარებას ცალი თვალით გაოგნებულმა გადახედა და ნიტასკენ შებრუნდა, რომელიც მომლოდინე მზერით უყურებდა. -როგორ ხარ? -არ არის აუცილებელი ყოველდღე აქ იარო. მით უმეტეს შენგან არაფერი მინდა, ეგ ყველაფერი კი რაც მოიტანე შეგიძლია უკანვე წაიღო. არ მჭირდება! - კბილებში გამოსცრა გოგონამ და ზურგი აქცია. -შენ არ გჭირდება, სამაგიეროდ ბავშვს სჭირდება! - ჩაილაპარაკა მკაცრად და იქვე სკამზე კომფორტულად მოთავსდა. - ექიმთან როდის მიდიხარ? -ორ საათში. -მე წაგიყვან. -რამდენჯერ გაგიმეორო არ მინდა აქ იარო მეთქი?! - ხმას აუწია გოგონამ. -ტონი აკონტროლე! -ჩემს სახლში როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ. და კარგი იქნება ბავშვი მაშინ ნახო ხშირად როცა დაიბადება და ახლა არ იბოდიალო ყოველდღე. -მაგას მე გადავწყვეტ. -უკვე ნერვებზე მოქმედებ!- სადაცაა სიბრაზისგან ბოლი აუვიდოდა გოგონას. -არა უშავს, შენც მოქმედებ ნერვებზე, ასე რომ ბარი ბარში ვართ! სიბრაზისგან სახეანთებულმა გოგონამ ვერაფერი ვერ უპასუხა, ამიტომ ერთი ამოიგმინა, ზურგი აქცია და სამზარეულოში გავარდა. -ნინა ჩაი დამისხი. -ახლა არ დალიე? -კიდევ დამისხი! -არ შეიძლება ამდენი. -როგორ არ შეიძლება. მაშინ მე თვითონ დავისხამ. -არა, მოიცადე, შენ რისი გამკეთებელი ხარ. დაჯექი და მოგიტან. ნიტაც ნერვებმოშლილი ჩამოჯდა და თითების ნერვიულად კაკუნს მოჰყვა მაგიდაზე. ის იყო ახლად მოტანილი ცხელი ჩაის ფინჯანი თავისკენ მისწია, რომ ლუკა წამოადგა თავზე. -შენ გაემზადე და მე მანქანაში დაგელოდები. გოგონას პასუხი არ გაუცია, ხმაურიანად მოხვრიპა ცხელი ჩაი და ენაც დაიწვა. ლუკას მის საქციელზე გაეღიმა და ოთახი უხმოდ დატოვა. ერთ საათში უკვე გამზადებული გოგონები ქვემოთ იყვნენ და ტაქსის გაჩერებას ცდილობდნენ. -მე ხომ ბედი არ მაქვს, როცა მჭირდება მაშინ არ ჩანს ეს ტაქსები. -მე შემოგთავაზე გამოვიძახოთ მეთქი, მაგრამ შენ იუარე, ხოდა იდექი ახლა შუა ქუჩაში ბოძივით. -მოიცა, მგონი რაღაც გამოჩნდა. გოგონამ მომავალ ტრანსპორტს ხელი აუწია და გააჩერა, შემდეგ კი კარი გააღო და ფასის კითხვას აპირებდა, როდესაც კარი მათ თვალწინ მიიკეტა. -რას აკეთებ?- წარბშეკრული მიუბრუნდა ლუკას, რომელსაც სახეზე აშკარა ბრაზი და უკმაყოფილება აღბეჭდვოდა. მანქანის პაკოტზე დააბრახუნა და მძღოლს ანიშნა წასულიყო. -მე ხომ გითხარი, რომ ექიმთან მე წაგიყვანდი? -არ არის საჭირო ეს მოჩვენებითი მზრუნველობა. მშვენივრად ვიცი, რომ შენთვის ეს ბავშვი და მეც დიდ დაბრკოლებას წარმოვადგენთ, ამიტომ გათავისუფლებ პასუხისმგებლობისგან. არ არის აუცილებელი ჩვენზე იზრუნო და მუდამ ჩვენს გვერდით იყო. შეგიძლია სადაც გინდა იქ წახვიდე. თუნდაც სოფოსთან. -შენ ის ვერ გიპატიებია, რომ მაშინ სოფოსთან შესახვედრად წავედით. ჯერ კიდევ ეჭვიანობ. ნიტა თავიდან ოდნავ შეცბუნებული იყო, შემდეგ კი ხელოვნურად გადაიხარხარა. - არ გამაცინო, შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანო? საერთოდ რას წარმოადგენ? ჩემთვის არარაობა ხარ და ეს მარტო სოფოსთან დაკავშირებული ამბების გამო არა. შენ თავად დამანახე თუ ვინ იყავი სინამდვილეში და ეს ყველაფერი შენივე ქცევის დამსახურებით. ასე რომ არც კი იფიქრო, რომ რაიმე მნიშვნელობას ვანიჭებ შენ ვისთან იქნები. უბრალოდ ჩემს გვერდით რომ ხარ ვღიზიანდები. ლუკა ერთი ხანი ძარღვებდაბერილი უსმენდა, თუმცა სიტყვასაც არ ძრავდა. შემდეგ კი მათკენ მომავალ ტაქსის ხელი დაუქნია და გაჩერა, გოგონები ჩასვა, ფული გადაუხადა და კარი მიკეტა უსიტყვოდ. თვითონ კი საკუთარი მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა. ერთი-ორჯერ ფეხი ძლიერად მისცხო საბურავს, შემდეგ კი ყველაფრისგან დაღლილმა და იმედგაცრუებულმა თავი ჩახარა. რას მოელოდა? თადავაც არ იცოდა. მაგრამ მაინც მტკივნეული იყო ნიტას რეაქცია, მისი სიტყვები, რომლებიც ულმობლად სერავდნენ მთელს შიგნეულობას. ნელა და მტანჯველად აწამებდნენ. სადღაც ღრმად ჩამალული სინდისისა და დანაშაულის გრძნობის ამოძახილიც ესმოდა. თითქოს იაზრებდა, რომ ნიტას მწარე სიტყვები სიმართლეს შეესაბამებოდა და ეს მწვავე გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა. გოგონებმა მანქანაში ჩაჯდომისთანავე გაკვირვებული სახით შეხედეს ერთმანეთს. ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინათ ლუკას რეაქცია და ქმედება. ნიტა შებრუნდა და უკანა საქარე მინიდან კარგად დაინახა, თუ როგორი მძიმე ნაბიჯით და მუშტებშეკრული მიდიოდა ლუკა მისგან ზურგშექცევით. მიხვდა რომ აწყენინა, თან ძალიან. თავიდან თითქოს ოდნავ სიბრალულმა მოიცვა, თუმცა მალევე გააქნია თავი, მოიშორა აბეზარი ფიქრები და ჩაილაპარაკა „ესეც მოუხდებაო.“ ექიმისგან საკმაოდ გვიან გამოვიდნენ გრძელი რიგის გამო. ნიტას სახეზე ბედნიერების ღიმილი აკვროდა და ძალიან მსუბუქად მოაბიჯებდა. ნინა კი თან ბუზღუნებდა, თან ჩანთაში გამალებით ეძებდა ტელეფონს, რომელიც მთელი ნახევარი საათია რეკავდა. ექიმის კაბინეტში კი ვერ მოახერხა დალაპარაკება. ბოლოს კი როდესაც სადღაც მიჩურთულს მიაგნო, სიხარულისგან წამოიყვირა და მაშინვე უპასუხა. -გისმენთ. -ნინა. სად გაქვს ტელეფონი?! ერთი საათია გირეკავ. -გიგა, მაპატიე ექიმის კაბინეტში ვიყავი და ვერ გიპასუხე, სასწრაფო საქმე მქონდა. -რა?! ექიმის კაბინეტში რა გინდოდა?! კარგად ხარ?! -მე კი არა ნიტას გავყევი. -მაშინ ნიტა როგორაა? რა სჭირს? - ახლა უკვე შედარებით დამშვიდებული ხმით იკითხა ბიჭმა. -მშვენივრადა, ისეთი არაფერი. - მაინც ვერ უთხრა სიმართლე მეგობრის ნებართვის გარეშე. -კარგი, თუ გინდა ნუ მეტყვი. დღეს გნახავ? - შეპარული თბილი ხმით იკითხა, რომლის გაგონებაზეც ნინა დაიღვენთა და გაინაზა. -არ ვიცი, შეიძლება. -ძალიან რომ გთხოვო? -თუ ძალიან მთხოვ. - მიკნავლებული ხმით უპასუხა გოგონამ და თან თმის წვალება დაიწყო. -მშვენიერია! მაშინ ექვსზე შენთან ქვემოთ დაგელოდები. -კარგი! - სიხარულით აღტყინებულმა უპასუხა გოგონამ და ტელეფონი გათიშა. -არ მეგონა იმ საღამოს შემდეგ გიგას თუ შეურიგდებოდი. - ღიმილით გადახედა ნიტამ. - არადა როგორი გაბრაზებული იყავი, მაშინ დაბადების დღეზე რომ არ მოვიდა?! -ხოო, არ გვინდა მაგის გახსენება. ხომ არ გაგიჭირდება დღეს მარტო რომ დარჩე სახლში? - საწყალი სახით ჰკითხა ნინამ. -ნუ ღელავ, როგორმე მივხედავ ერთი დღით საკუთარ თავს. შენ წადი იცოდე და კარგად გაერთე. -ასეც ვიზამ! - გაიცინა ნინამ, მეგობარს მხურვალედ აკოცა ლოყაზე და გასასვლელისკენ ნიტასთან ერთად ღიღინ-ღიღინით გაემართა. გარეთ გასულებმა ტაქსის გასაჩერებლად გასწიეს. ის იყო უნდა ჩამჯდარიყვნენ, რომ ნიტა მიუბრუნდა და უთხრა: -მოდი შენ წადი სახლში. ისედაც გვიანია, თან მომზადებაც ხომ უნდა მოასწრო. -მერე შენ? -მე სახლში წავალ. ამ ერთხელ როგორმე გავართმევ თავს. - გაუღიმა ნიტამ. -ხომ მაგრამ... -წადი! წადი! -კარგიი.. თუ რამე დაგჭირდა მაშინვე დამირეკე კარგი? -კარგი. -მადლობა ნიტა და დროებით. -დროებით. სასიამოვნო საღამოს გისურვეებ - თავისუფალი ხელი დაუქნია მეგობარს და გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა. სახლთან რომ მივიდა მზე უკვე დასავლეთისკენ გადაწეულიყო. სითბოს გაზაფხულისთვის დამახასიათებელი სუსხი შერეოდა. ნელი ნაბიჯით აუყვა კიბეებს, კართან მისულმა ცალი, უთაბაშირო ხელით ძლივს შეძლო ჩანთიდან გასაღების ამოცურება და კარს მოარგო. სახლში ჩახუთლობა იყო. სასწრაფოდ გააღო ფანჯარა და აივნის კარი. გარედან კი თავისუფლად შემოიჭრა ნიავი და სუფთა ჰაერიც შემოიყოლა. მხოლოდ ახლა იგრძნო შიმშილი. გადაწყვიტა რამე გემრიელი მოემზადებინა, რომ კარზე ზარი გაისმა. ძალიან გაუკვირდა. ვერ გაიგო ვინ შეიძლება ყოფილიყო. ნინა აშკარად არ იქნებოდა. დათა ორი დღე ქალაქიდან გასული იყო. ლუკა კი... ლუკა იმდენად გააბრაზა, რომ მასთან მოსვლას ნამდვილად არ დააპირებდა, მით უმეტეს დღეს. კარისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა და დაეჭვებულმა გააღო, როდესაც კაკვირვებული და შეძრწუნებული ერთ ადგილას გაშეშდა. თვალებს არ უჯერებდა. ნუთუ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა და კართან მისი ორეული იდგა? მხოლოდ ახლა გაუელვა შავში აზრმა სოფოს არსებობის შესახებ. და მიხვდა, რომ მის წინ სწორედ ეს ადამიანი იდგა, ლუკას შავ-ბნელი წარსულიდან. ადგილიდან არ დაძრულა და მისი გარეგნობის დაკვირვებით შესწავლა დაიწყო. თითქოს სოფო მისი ზუსტი ასლი იყო, თუმცა კარგა ხნიანი დაკვირვების შემდეგ შეამჩნევდით, რომ მას უფრო მოგრძო სახის ნაკვთები, მუქი ფერის თმა და ოდნავ ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა. მაგრამ ერთი შეხედვით ზუსტად მსგავსი იერის გამო შეიძლება ერთმანეთში აგრეოდათ ეს ორი სრულიად განსხვავებული გოგონა. -რამდენ ხანს უნდა ვიდგე აქ?! - წარბი ასწია ნიტას ორეულმა და უკითხავად, თამამად შეაბიჯა სახლში. ნიტამ გაოგნებულმა გააყოლა თვალი და თვითონაც უკან მიჰყვა. სოფომ უკითხავად დაიკავა ადგილი სავარძელზე და ფეხი ფეხზე გადაიდო. -შენზე მსმენია. ამბობდნენ, რომ ძალიან მგავდი, მაგრამ ახლა რომ მოვედი დავრწმუნდი. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. -ამაში მეც დავრწმუნდი და ძალიან მიხარია. მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე. აქ რატომ მოხვედი? რა გინდა? -მეე, არც არაფერი. უბრალოდ მეტოქის შეფასება მინდოდა. -მეტოქის? - გაეცინა ნიტას. - და როდიდან ვარ შენი მეტოქე? -მას შემდეგ რაც ლუკა გაიცანი. -აჰა, ახლა ყველაფერი გასაგებია. აქ ლუკაზე სალაპარაკოდ მოხვედი. -სწორად გამოიცანი. -ერთი რამ დაგავიწყდა. მე და ლუკას საერთო არაფერი გვაქვს. -მაგ ბავშვის გარდა. -ამრეზით მიუთითა ნიტას მუცლისკენ. -მერე შენ რა?! -მინდა რომ მოიშორო. -უკაცრავად?! - აღშფოთებამ, ბრაზმა და გაკვირვებამ ერთიანად იფეთქა ნიტაში და ფეხზე წამოვარდა. - გინდა რომ შენსავით ცივსისხლიანი მკვლელი გავხდე და ჩემი შვილი მოვკლა?! -როგორც ვხედავ ყველაფრის მოყოლა მოუსწრია ვაჟბატონს - ირონიულად ჩაეღიმა. -ამაზრზენი ადამიანი ხარ... ადამიანსაც ვერ გიწოდებ. - თქვა ზიზღისგან აკანკალებულმა ნიტამ. -გგონია ბავშვით დააკავებ? ლუკას არ უყვარხარ. შენში მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თავს ხედავდა და ამიტომაც გიყენებდა. თუ ფიქრობ, რომ დავნებდები და უფლებას მოგცემ მას დამაშორო? ამას არასდროს გავაკეთებ. შენ კი გირჩევნია ჩემს პირობას დათანხმდე. ვიცი რომ ფინანსურად არც ისეთი ძლიერი ოჯახი გყავს. თან ბავშვის გაჩენის მერე საერთოდ მოგიძულებენ დარწმუნებული ვარ. მე შემიძლია ამისთვის გადაგიხადო. ამიტომ გირჩევნია კარგად შეაფასო ყველაფერი აწონ-დაწონო და მერე მიპასუხო. -ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან! - იყვირა სიბრაზისგან ერთიანად გაწითლებულმა. -მე გაგაფრთხილე. არჩევანი შენზეა. თორემ საბოლოოდ ისე ვიზამ რომ მხოლოდ ეგ შეგრჩეს ხელში და ლუკა თვალითაც ვერ ნახო ვერასდროს. ნიტამ უკვე ვეღარ მოითმინა და თვალებანთებული მისკენ გაემართა. ძლიერად ჩაავლო თავისუფალი ხელი და დაეჯაჯგურა რათა კარისკენ წაეთრია. -მომშორდი. -ხელი გაიქნია სოფომ და მოულოდნელობისგან მასზე ჩაჭიდებულმა გოგონამ წაიბორძიკა, თუმცა ძლივს შეიკავა თავი. შემდეგ კი ჩქარი ნაბიჯით კარისკენ გაემართა, ფართოდ გამოაღო და თითით გასასვლელისკენ მიუთითა. -ბოლოჯერ გაფრთხილებ! გაეთრიე ჩემი სახლიდან! - გამოსცრა კბილებში. სოფოს თავი მარჯვნივ გადაეხარა და გოგონას ყურადღებით აკვირდებოდა, შემდეგ ერთი ჩაიღიმა, იქვე მიგდებულ ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. ის ისაა სახლიდან გააბიჯა, რომ სადარბაზოში ხმაური გაისმა და კიბეებზე მაღალი სილუეტი გამოჩნდა. ლუკამ ერთი შეავლო თვალი იქ მყოფებს, შემდეგ გაფითრებულ ნიტათან მივარდა. -კარგად ხარ? ნიტა! მიპასუხე! -კი... კარგად ვარ. ძლივს ამოილაპარაკა გოგონამ. -მალე დავბრუნდები. - მიაძახა გოგონას. იქვე მდგარ სოფოს ჩასისხლიანებული თვალებით ძლიერად ჩაავლო თმაში ხელი და ქვემოთ ჩაათრია. ნიტა ცოტა ხანს აკვირდებოდა. ცარიელ კიბეებს, შემდეგ კი კარი მიხურა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა. ღრმად ამოისუნთქა. ახლა მხოლოდ სიმშვიდე სჭირდებოდა. მეტი არაფერი. დიდი ხანი არ იყო გასული, რომ შემოსასვლელი კარი ლუკამ შემოაღო, ნიტასთან მივიდა სწრაფი ნაბიჯით და მის წინ ჩაიმუხლა. გოგონას გაყინული ხელები თავისაში მოიქცია და ძლიერად მოუჭირა. -ნიტა... რა გითხრა? რა მინდაო? რატომ ხარ ასე... -მითხრა რომ... ბავშვი უნდა მოვიშორო. გესმის?! ფულიც კი შემომთავაზა... - არცემლებულმა უპასუხა ნიტამ. ლუკას კი ამის გაგონებაზე ძარღვები დაებერა და თვალებში სისხლი მოაწვა. დიდი სურვილი გაუჩნდა უკან მიბრუნებულიყო, სოფო ეპოვა და საკუთარი ხელით მიეხრჩო. თუმცა ახლა ნიტას გვერდით უნდა ყოფილიყო. ატირებულ გოგონას ხელი ძლიერად მოხვია და მკერდზე მიიკრო. გოგონამაც გაუაზრებლად მოხვია თავისი სუსტი მკლავები და თვალები დახუჭა. მას სიმშვიდე სჭირდებოდა, სიმშვიდე კი ამჟამად ლუკასგან მოდიოდა. არ იცოდა რამდენი ხანი გაატარა ასე, თუმცა როდესაც გამოფხიზლდა და მიხვდა ვის ეკრობოდა, წამიერად მოშორდა. ცრემლები ხელით მოიშორა და წელში გაიმართა. ლუკაც მიხვდა, რომ ახლა გოგონას ვერაფერს ვერ დააძალებდა. მის წინ სკამზე ჩამოჯდა და სალაპარაკოდ მოემზადა. მიხვდა, რომ ერთმანეთისთვის ბევრი ექნებოდათ სათქმელი. -რატომ მოვიდა? მითხარი! თუ ჩემზე ზრუნავ რატომ მოუშვი აქამდე?! - წყენა და ბრაზი იკითხებოდა ნიტას ხმაში. -მე... არ ვიცოდი. მეგონა ყველაფერი გასაგებად ავუხსენი. -რა აუხსენი, რომ მხოლოდ ბავშვი გაკავებდა ჩემთან? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არც მე და არც ჩემი შვილი არსად არ გაკავებთ. გზა ხსნილია. -სოფოს მეორე დილასვე შევხვდი, მას შემდეგ რაც შენგან წავედი... - ნელა დაიწყო ლუკამ. ჩანდა თუ როგორ უჭირდა თითოეული სიტყვის წარმოთქმა. მარჯვენა ხელი ნერვიულად შეიცურა თმაში და ოდნავ აიჩეჩა. - მაინტერესებდა რას ვიგრძნობდი როცა ვნახავდი. ეს წლები მეგონა რომ მძულდა. რომ ვნახე დავრწმუნდი რომ მართლა მძულდა. ყველაფერი გასაგებად ვუთხარი. რომ ჩემთვის არარაობას წარმოადგენდა და ასეცაა. ისიც გასაგებად ვუთხარი, რომ ჩემთან მოახლოებაც კი არ გაებედა, რადგან საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებდი და შეიძლება მისთვის რამე დამეშავებინა. როგორც ვხედავ ვერ გაიგო რაც ვუთხარი და კიდევ უარესის გაკეთება გადაწყვიტა. არ ვიცი რას ვიზამ შენ ან ბავშვს რამე რომ დაგემართოთ. ეგ ძუკნა საკადრის პასუხს მიიღებს! - ახლა უკვე განრისხებულმა ამოილაპარაკა. - შეიძლება აქამდე ჩემმა ყველა დაპირებამ ფუჭად ჩაიარა, თუმცა ახლა გპირდები და ამას აუცილებლად შევასრულებ, რომ ეგ კახპა ვერც კი მოგიახლოვდებათ, ვერაფერს დაგიშავებთ. შენ კი დაივიწყე რაც აქ მოხდა და არაფერზე არ ინერვიულო. -რა ადვილი სათქმელია არ ინერვიულო. - ნერვიულად გაეცინა ნიტას და თითები ერთმანეთს გადააჭდო. -ნიტა.. - მისკენ მიიწია და ხელი გოგონას სახისკენ წაიღო, თუმცა ნიტა მოულოდნელად უკან გაიწია და მისი ხელი აიცილა. -რა გინდა?! - გაბრაზებულმა კბილებს შორის გამოსცრა. -სოფოს რომ შევხვდი, მივხვდი რომ ძალიან, ძალიან ცუდად გექცეოდი და შენ არ იმსახურებდი ამას. თავიდან შენში თითქოს სოფოს ვხედავდი. ბოლოს კი მივხვდი თუ როგორ განსხვავდებოდი იმ უსულო ფიტულისგან. შენში სრულიად განსხვავებული, ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო იყო. იყავი ძალიან თბილი, უშუალო, მეგობრული, მგრძნობიარე... მე კი ეს ყველაფერი არ დავაფასე და სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე. მაშინ მეგონა რომ ჩვენი დაშორება საუკეთესო გამოსავალი იყო, რადგან უსამართლოდ გექცეოდი და ასე ნაკლებად დაგტანჯავდი, თუმცა შევცდი. არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან ახლოს ხარ თუ შორს. მაინც შიშისა და ტკივილის მომტანი გავხდი შენთვის. მაინც გტანჯავ იქნება ეს ფიზიკურად თუ სულიერად. რაც არ უნდა მოხდეს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, მინდა იცოდე, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ. მინდა იცოდე, რომ შენი გაცნობა და ერთად გატარებული პერიოდი ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებია. - გოგონას ხელები ისევ მოიქცია მისაში, თუმცა ნიტამ უკან გამოსტაცა. ლუკას ჩაეღიმა. - ხედავ? იმდენად გძულვარ რომ ჩემი წამიერი შეხებაც კი გულს გირევს და ალბათ მართალი ხარ. რაც არ უნდა დააშავო ჩემთან მიმართებაში, ყოველთვის მართალი იქნები, მე იმდენად ბინძურად ვთამაშობდი. შენ მართალი იყავი. მე ადამიანების, კერძოდ კი შენი ბედით ვთამაშობდი და ვერც კი შევნიშნე თუ როგორ შემომეფშვნა ეს ბედი მოულოდნელად ხელში. გვიან მივხვდი ყველაფერს. როდესაც გავიგე რომ მიყვარდი, უკვე დაკარგული მყავდი... ხო, ნუ გაქვს ასე გაკვირვებული და დაეჭვებული სახე. მე მართლა მიყვარხარ ნიტა. ყველაზე წფფელი გრძნობით რაც კი ამ ქვეყნად შეიძლება არსებობდეს. მიყვარს ის მორცხვი გოგონა პირველად ლექციაზე ჩემსკენ რომ ტრიალდებოდა და მიბღვერდა ხოლმე, მიყვარს ის გოგონა რომელსაც ჩემი ეშინოდა და სულ დამფრთხალი თვალებით მაკვირდებოდა. მიყვარს ის გოგონა, რომელიც ჯიუტად გამირბოდა, მეჩხუბებოდა და მლანძღავდა, შემდეგ კი ჩემზე ზრუნავდა და სულ სითბოჩამდგარი თვალებით მიყურებდა. მიყვარს ის გოგონა რომელიც აქ, ზუსტად ამ ოთახში ჩემს მკლავებში ვნებიანად კვნესოდა. - ამ სიტყვებზე ჩაეღიმა, რადგან ნიტას აწითლებული ლოყები შეამჩნია. - მიყვარს ამაყი და მამაცი დედა, რომელიც თავის შვილს ყველაფრის ფასად დაიცავს. და ბოლოს... მიყვარს ის სუსტი გოგონა, რომელიც ახლა აცრემლებული თვალებით მიყურებს. -წადი... - ძლივს ამოთქვა ნიტამ და თავი ჩახარა, რათა ლუკას მისი ცრემლებისთვის აღარ შეეხედა. -მართლა გინდა რომ წავიდე? -კი! - მტკიცედ თქვა. - მინდა რომ წახვიდე. ლუკა ფეხზე წამოიმართა. კარგა ხანს უყურებდა გოგონას. ბოლოს ნიტამაც ვეღარ გაუძლო დაღინებულ მზერას და მის წინ მდგარ ბიჭს ახედა. -არ მიდიხარ?! - მის თვალებში კვლავ იკითხებოდა უწინდელი წყენა და იმედგაცრუება. -თუ რამე დაგჭირდება ჩემი ნომერი იცი. - შებრუნდა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა. -ეგ ძუკნა, ნეტავ აქ ვყოფილიყავი! მაგას ვაჩვენებდი! თმებისგან გავცლიდი! - ბობოქრობდა ნინა, ოთახში ბოლთას სცემდა და ამავდროულად სოფოს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა. -გეყოფა! - იყვირა მოთმინებადაკარგულმა ნიტამ. - უკვე თავი ამტკივდა. -კარგი და იმ შენმა ლუკამ რაო? -შემპირდა რომ ის ქალი აღარ მომეკარება. -ძალიან კარგი! იმედია ახლა მაინც შეასრულებს თავის პირობას. -გუშინ სასამრთლოდან უწყება მოვიდა. ლიკას საქმეზე. -რაო? -ერთ კვირაშია სასამართლო. სადღაც ორ წლამდე მიუსჯიან ალბათ. -ღირსია უფრო მეტ ხანს ჩააყუდონ ციხეში. აბა რა ეგონა, ასე უბრალოდ შერჩებოდა?! -ხომ გამომყვები? -აბა რას ვიზამ! - თავი დაუქნია ნინამ და მეგობარს მოეხვია. კარზე ზარის ხმა გაისმა. ნინა მაშინვე წამოდგა და გაკრეჭილი დათა შემოუშვა, რომელსაც მოზრდილი ყუთი ეკავა ხელში. -ეე, ეს რა არის? - ინტერესით აღსავსემ იკითხა ნინამ. -საჩუქარი ჩემს ნათლულს. -კარგი რაა, ორი თვის ძლივს არის ჯერ. -მერე რა? დათა ბიძიამ ძალიან უნდა გაანებივროსო თავისი პატარა გოგო იქნება თუ ბიჭი. ისე რომელია? -ჯერ არ ვიცით. ადრეა სქესის გაგება. - ღიმილით უპასუხა ნიტამ. -რა მოიცდის სანამ ეგ გაჩნდებაა! - ამოიბუზღუნა დათამ და ყუთიანად იქვე ჩამოჯდა. -და მაგ ყუთში რა არის? -ოოო, ეს სიურპრიზია. მერე გაჩვენებთ. - გაიჯგიმა და სავარძელზე გადაწვა. დრო შეუჩერებელი სისწრაფით გარბოდა. ზაფხულმა ისე მოიწია, რომ ნიტა სოფელში არ ჩასულა, მისი მშობლები კი ნერვიულობდნენ, რადგან ქალიშვილს მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდნენ. არადა ახლა რომ ჩასულიყო უთუოდ შეამჩნევდნენ ოდნავ გამობერილ მუცელს და მისი ორსულობის შესახებ ამბავიც ცნობილი გახდებოდა. ამ ნაბიჯის გადადგმის კი ძალიან ეშინოდა. ივნისი იწურებოდა. ნიტა უკვე მეოთხე თვეში იყო და მღელვარებაც ნელ-ნელა იმატებდა. დედობა მისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რომელსაც როგორ გაუმკლავდებოდა, არ იცოდა. დღეს ბავშვის სქესის გასაებად მიდიოდა ექიმთან, როდესაც ლუკას მოულოდნელმა სტუმრობამ ხასიათი წაუხდინა. ბიჭმა ისე შემოაბიჯა ბინაში, ნიტასკენ მიმართული მკაცრი მზერა არ მოუცილებია. -რატომ უნდა ვიგებდე ამას ექიმისგან და არა შენგან? -რას? - ვითომც არაფერიო, გაკვირვებული სახე მიიღო ნიტამ. - იმას, რომ დღეს ბავშვის სქესის გასაგებად მიდიხარ. -არ ჩავთვალე საჭიროდ გცოდნოდა. - მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგონამ და ზურგი აქცია. მოულოდნელად მკლავზე მთელი ძალით იგრძნო მოჭერა და თვალებგაფართოებული გოგონა ისევ უკან შეატრიალეს. -არ გეგონოს, რომ ასეთ დამოკიდებულებას დიდხანს მოვითმენ! გასაგებია, რომ ჩემი ნახვა არ გინდა და საერთოდ გძულვარ კიდეც, მაგრამ ეს ჩემი შვილიცაა და სრული უფლება მაქვს ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში შენს გვერდით ვიყო. -შემდეგ ხელი გაუშვა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. - ქვემოთ დაგელოდები მანქანაში! დიდხანს არ მალოდინო. - შემდეგ კი შებრუნდა და კარი ხმაურიანად გაიჯახუნა. ნიტამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და თავის მოწესრიგება განაგრძო. ექიმთან ვიზიტმა ჩვეულებრივად ჩაიარა. ექოსკოპიაზე კი ორივე მომავალი მშობელი დაძაბული მისჩერებოდა ეკრანს და მათი შვილის გულისცემას პირველად უსმენდა. -ბიჭია! - დაასკვნა ექიმმა ღიმილით. - გილოცავთ. -მართლა ბიჭია?! - იკითხა ორივემ ერთდროულად. - კი კი მართლა. - გაეცინა ექიმს მათ რეაქციაზე. - ღმერთმა ჯენმრთელი და სასახელო გაგიზარდოთ. -გმადლობთ. -ესეც ასეე... მოვრჩით. შეგიძლიათ ამ ხელსახოცით გაიწმინდოთ და ადგეთ. მოულოდნელად ნიტამ მოშიშვლებულ მუცელზე თბილი ხელი იგრძნო. გაკვირვებულმა გახედა ლუკას, რომელსაც თვალი მისი მუცლისთვის გაეშტერებინა და ბედნიერი იღიმოდა. ამ წამს თითქოს რაღაც ბედნიერება ჩაეღვარა და გოგონას გონება, გული, სხეული, მთლიანად მოიცვა ამ ყოვლისწამლეკავმა გრძნობამ. კვლავინდებურად არ გამოუხატავს რეაქიცა ლუკას შეხებაზე, მეტიც, გაღიმებულმა თვითონაც დახედა მუცელს და ლუკას გამოწვდილი ხელიც მიიღო, რომელიც წამოჯდომაში დაეხმარა. თითქოს ყველაფერი მშვიდდებოდა, წყნარდებოდა და თავის ადგილს უბრუნდებოდა. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო და ნელ-ნელა ერთ ოჯახად შეკრებილიყვნენ, მაგრამ წარსულის შეცდომები ორივეს დარაჯად ედგა და ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ როდემდე? ივლისი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მოულოდნელად გამოცდიდან სახლში დაბრნებულ ნიტას კარზე ლუკა მოადგა. -გამარჯობა. - გაღიმებულმა მიმართა ბიჭმა და სახლში შეაბიჯა, თან პატარა სამგზავრო ჩანთა შეიყოლა. -ეს რა არის? - იკითხა ცოტა გაკვირვებულმა ნიტამ. -ჩემი ბარგი. -რა ბარგი? არ მითხრა რომ აქ გადმოსვლას აპირებ. - სარკასტულად გაიღიმა გოგონამ. -არა. უბრალოდ მივდივართ. -„თ“? -სწორად გაიგე. მე და შენ მივდივარ-თ. -სად? რა თქმა უნდა თუ საიდუმლო არაა. -შენთან. დღეს შენს მშობლებს დავურეკე და გველოდებიან. -რას ნიშნავს დაურეკე? ან უჩემოდ როგორ გაბედე?! - განრისხდა გოგონა. - ვუთხარი რომ შენი საქმრო ვარ და მათი გაცნობა მინდა. ამიტომ შენთან ერთად მელოდებიან. -გაგიჟებულხარ თუ გგონია რომ მათი მოტყუების უფლებას მოგცემ. -მოტყუების?! რატომ სიმართლე ვუთხარი. -არც იოცნებო. -ბარგს ჩაალაგებ თუ მე ჩაგილაგო და ძალით ჩაგტენო მანქანაში?! -წამოვალ, მაგრამ იცოდე, სიმართლეს ვიტყვი. არ გეგონოს რომ ამ ახალ თამაშში აგყვები.- წარბაწეულმა მიაძახა გოგონამ და პატარა ჩანთაში საჭირო ნივთების ჩალაგება დაიწყო. მანქანით მგზავრობა საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა. ნიტას გზაში ჩაეძინა. როდესაც გამოფხიზლდა უკვე მის სოფელში შესულიყვნენ. საღამოვდებოდა... ერთი დაამთქნარა და გზას გახედა, რომლის გარდიგარდმო ჩამწკრივებული სახლებიდან კოხტად იმზირებოდა მისი სახლიც. მანქანიდან გადავიდნენ და დაჟანგული ჭიშკარი ჭრიალით შეაღეს. -დეე! მამაა! - დაიძახა გოგონამ და ამავდროულად ნერვიულობა მოეძალა. -ჩემი ლამაზი გოგო, ჩემი თვალებხატულა, დედას სიხარული. - გამოეგება სახლიდან ქალი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ასაკი და საფეთქლებთან ჭაღარაც შერეოდა. მას უკან ასევე ასაკოვანი საკმაოდ ბრგე კაცი მიჰყვა და გოგონა ხელში აიტაცა. -როგორ მოპუტკუნებულა მამას გოგო. - გაეცინა კაცს. -როგორ მომენატრეთ - ამოიტირა ნიტამაც. -მერე აქამდე ვერ ჩამოხვედი? ასე დიდხანს არ დაიკარგო ხოლმე. მოულოდნელად მათ ზურგს უკან ჩახველების ხმა გაისმა. -გამარჯობა. -გამარჯობა. -წარბაწეულმა უპასუხა კაცმა. -ლუკა - ხელი გაუწოდა ბიჭმა. მამაკაცმაც ჩამოართვა და თან პოტენციური სასიძო დაკვირვებით შეათვალიერა. -თამაზი. -სასიამოვნოა ბატონო თამაზ. -ჩემთვისაც. შემდეგ კი ქალიც მიეგება. -მე ეკა მქვია ჩემო კარგო. მიხარია შენი გაცნობა. -ჩემთვისაც ქალბატონო ეკა. - გაუღიმა ლუკამაც. -აქ რას დამდგარხართ. ძალიან ცხელა. შემოიყვანე ბავშვები სახლში კაცო, გაგრილდნენ და დაისვენონ ნამგზავრები არიან. წყვილიც უკან მიჰყვა მათ. სახლი ძველებური იყო, თუმცა კარგად მოვლილი და შენახული. შიგნიდან მთლიანად ხით იყო მოპირკეთებული და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა. ყველანი მისაღებში ჩამოსხდნენ უკვე გაშლილ სუფრასთან. ეტყობოდა ნიტას მშობლებს თადარიგი ადრიანადვე დაეჭირათ. გაიმართა ჩვეულებრივი გამოკითხვები, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი როგორ და ა.შ. ყველა კითხვაზე ლუკა პასუხობდა, ნიტა კი დაბღვერული უყურებდა. -ნიტა გახსენი შვილო შუბლი, თორე უკვე მეშინია შენი, რამე არ დამიშავოს მეთქი. - გაეცინა მამამისს. -შენ არა, მაგრამ ვიღაცას უნდა ეშინოდეს. -რამე ხდება და არ ვიცით? - იკითხა ეკამ. -თვითონ თუ ეყოფა გამბედაობა მაინტერესებს. -აბა კარგად ამიხსენით რა ხდება! - ხმა გაიმკაცრა თამაზმა. ნიტამ როგორღაც ძლიავს მოიკრიბა გამბედაობა და ფეხზე წამოდგა. -მამა, დედა... ვიცი როგორ გიყვარვართ. ისიც ვიცი რამდენი იშრომეთ და იწვალეთ ჩემი და ჩემი მომავლის გამო... ისიც ვიცი ახლა რასაც გეტყვით იმედს ძალიან გაგიცრუებთ, მაგრამ აღარ მინდა თქვენი მოტყუება... მე.. ორსულად ვარ. - ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს და მაგიდას დაეყრდნო ხელებით. ეს სიტყვები მისი მშობლებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. სახეზე აშკარა უკმაყოფილება გამოესახათ, თუმცა არაფერი შეუმჩნევიათ. ქორწინების გარეშე ურთიერთობა მათთვის მიუღბელი იყო და ეს ნიტამაც კარგად იცოდა. ხედავდა მათი ძალით მომღიმარი სახეების მიღმა იმედგაცრუებას და ამის გამო გული საშინლად სტკიოდა. -გილოცავთ შვილო. - ჯერ მამამისი გადაეხვია, შემდეგ კი დედა. - ბავშვზე დიდი ბედნიერება არაფერია ოჯახში. მართალია თქვენ ჯერ ოჯახი არ ხართ მაგრამ... -არც არასდროს ვიქნებით! - ამოილაპარაკა თავდახრილმა ნიტამ. -ვერ გავიგე?! - ხმა გაიმკაცრა თამაზმა. -მე მას ცოლად არ გავყვები. არ მინდა იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელსაც მხოლოდ მოვალეობის გამო მოვყავარ ცოლად. -ნიტა. მე რომ მოვალეობის გამო არ მინდა შენი ცოლობა ეს შენც მშვენივრად იცი! -მე არ მჭირდება ისეთი ნამუსგარეცხილი ადამიანი, როგორიც შენ ხარ. არც მე და არც ჩემს შვილს. ეს ფარსიც რისთვის მოაწყვე არ მესმის! როგორ გაგაგებინო, რომ ჩემთვის აღარაფერს ნიშნავ, არარაობა ხარ და ასეთად დარჩები ბოლომდე. ჩვენ არასდრო ვიქნებით ოჯახი! - ბოლო სიტყვები მთელი ხმით უღრიალა და სასტუმრო ოთახი სასწრაფოდ დატოვა. ნიტას მშობლები მომხდარით გაოგნებულნი, გაშეშებულნი იჯდნენ და სიტყვას ვერ ძრავდნენ. ფეხზე მდგარი ბიჭი კი კარგა ხანს მუშტებშეკრული და თან ნაღვლიანი მზერით არ აცილებდა თვალს იმ კარს, სადაც ორიოდე წამის წინ ნიტა გაუჩინარდა. შემდეგ კი შებრუნდა და მთელი სისწრაფით გავარდა სახლიდან. ორიოდე წამში გარეთ მანქანის ძრავის ხმა და ბორბლების ხრჭიალი გაისმა. შემდეგ კი სიჩუმე ჩამოწვა. გოგონა თავის ოთახში საწოლზე დამხობილიყო. ვერ გაერკვია სწორედ მოიქცა თუ არა. რაღაც შიგნიდან არ ასვენებდა და კაწრავდა, მაგრამ რა, თავადაც არ იცოდა. კარის ხმაზე თავი მოაბრუნა და დედამისი დაინახა. ქალი უხმოდ, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა. გოგონას თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი და მისუსტებული ხმით დაიწყო: -არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, რატომ გაქვს იმ ბიჭის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ან ჩვენ რატომ მოგვექეცი ასე და ჩვენი ოჯახის ტრადიციები ასე რატომ გათელე, მაგრამ ერთი რამ მგონი ვიცი. იმ ბიჭს მარტო მოვალეობის მიზნით არ უნდოდა შენთან ოჯახი შეექმნა. არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, მაგრამ მის თვალებში ნათლად დავინახე ის გრძნობა, რაც შენს მიმართ აქვს. შენ კი ძალიან დაამცირე, პირველ რიგში ჩვენს თვალში. იმედია შემდეგ დღევანდელი შენი საქციელი სანანებელი არ გაგიხდება. - დაიხარა და გოგონას თავზე აკოცა, შემდეგ კი ოთახი უკანმოუხედავად დატოვა. თითქმის შუაღამე იყო, როდესაც ნიტა ტელეფონის ბზუილმა გამოაღვიძა. ერთი დაიზმუვლა და მეორე მხარეს გადაბრუნდა, თუმცა ზარი რომ აღარ გაჩერდა ძლივს მოძებნა საბანში აბლანდული ტელეფონი და ნამძინარევი ბოხი ხმით უპასუხა. ერთ საათში საავადმყოფოში იჯდა მშობლებთან ერთად ნამტირალევი, ჩაწითლებული თვალებითა და გაშეშებული მზერით. მხოლოდ მაშინ გაიაზრა თუ როგორ ძლიერ უყვარდა, როდესაც მისი დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა. ნანობდა მის ყველა უხეშ სიტყვასა თუ საქციელს, რაც ლუკას მიმართ გამოავლინა. ყველა იმ წუთსა და წამს რაც ერთმანეთს დააკლეს უერთმანეთობით. დრო იწელებოდა, ოპერაცია კი არ მთავრდებოდა. უკვე გამთენიის ხუთი საათი ხდებოდა, როდესაც ექიმი გამოვიდა და ახარა, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ახლა მთავარი ლოდინი იყო. მიუხედავად ნიტას დიდი თხოვნისა, მისი ნახვის უფლება არ დართეს. როგორც ექიმმა თქვა ავარია იმდენად საშინელი იყო, ძნელი დასაჯერებელია, საერთოდ როგორ გადარჩა პაციენტიო. ორმა დღემ სრულ აგონიაში ჩაიარა. დერეფანში მუდმივად ისხდნენ ლუკას ბებია, ბაბუა და მშობლები. ნიტასა და სოფის შესახებ ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ახლა აქ ამის შესახებ სალაპარაკოდ არც დრო იყო და არც ადგილი. მეხუთე დღეს ექიმმა მშობლებს შეატყობინათ, რომ უკეთესობა შეინიშნებოდა და შესაძლოა პაციენტის ნახვის ნება დაერთოთ. ლუკას დედა შესვლას აპირებდა, თუმცა მოულოდნელად თვალი დერეფნის ერთ-ერთ კუთხეში, სკამზე განმარტოებით მჯდარი ორსული გოგონასკენ გაექცა, რომელსაც დღედაღამ ამოღამებული და ცრემლით სავსე თვალები ჰქონდა. -ექიმო. ის გოგონა შევა. -დარწმუნებული ხართ? -სრულებით. პალატაში რომ შეაბიჯა და იქვე მწოლიარე გაშეშებულ, დალურჯებულ და უგონოდ მყოფ სხეულს შეხედა, რომელიც სიკვდილს ძლივს გადაურჩა, მწველი ცრემლები მოაწვა. ნელა, ხელისკანკალით მიუახლოვდა და ბიჭს დააკვირდა. -მაპატიე.. -ამოისლუკუნა. - ეს მე არ ვარ შენი ღირსი. მე ვერ დაგაფასე. როცა გჭირდებოდი ხელი გკარი და ხედავ სადამდე მიგიყვანე? გამოფხიზლდი რაა! გაიღვიძე. ხომ იცი რომ მჭირდები. ძალიან გვჭირდები მეც და ჩვენს პატარასაც, ძალიან გთხოვ. მიყვარხარ ლუკა, ძალიან მიყვარხარ, მთელი სულით, გულით არსებით. ასეთ აღიარებას პირველად ვაკეთებ შენს წინაშე და დამიფასე კარგი? დამიფასე და დამიბრუნდი. - კარგა ხანს უყურა გოგონამ გაშეშებულ სხეულს, შემდეგ კი უფრო მეტად აუვარდა ტირილი. მისკენ დაიხარა და ძლიერად მიაკრო თბილი ტუჩები შუბლზე ლოყებზე, ტუჩებზე, მთელს სახეზე. თან განუწყვეტლივ ერთ სიტყვას ჩურჩულებდა „მიყვარხარ“. მთელ სხეულში აუტანელ ტკივილს გრძნობდა, მაგრამ დროდადრო, თბილ, ნაზ, სასიამოვნო, მათრობელა შეგრძნებაც დაჰყვებოდა მის რეცეპტორებს. გრძნობდა ნაცნობ თბილ ტუჩებს და ცხელ მლაშე სითხეს, რომლის წვეთებიც მის სახეზე ცვიოდა. იგრძნო მთელი არსებით რომ ეს მისი რეალური ბედნიერების წყარო. ვალდებული იყო ეპასუხა. ვალდებული იყო მათთან დაბრუნებულიყო და ამ ტკივილთან მარტო არ დაეტოვებინა. მთელი დარჩენილი ძალები მოიკრიბა, რათა ხალის გატოკება შესძლებოდა. ნელა მოხარა მარჯვენა მკლავი და მისკენ დახრილ სხეულს ნაზად შემოაჭდო. მაშინ იგრძნო რეალური ბედნიერება და მიხვდა, რომ მის ხელში მოქცეულ საყვარელ გოგონას არასოდეს გაუშვებდა.... აღარასოდეს... *_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_* ესეც დასასრულიი... სიმართლე გითხრათ ჯერ-ჯერობიოთ ერთადერთი ისტორიაა, რომელმაც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამიტოვა. თითქოს ის არ გამოვიდა რასაც ვაპირებდი. ბოლო თავი ცოტა ნაჩქარევად დაწერილია და შეცდომები მომიტევეთ... მაინტერესებს თქვენი აზრი მთლიანად მოთხრობაზე. არ დაიშუროთ კომენტარებიიი )))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.