"ელომენი"-ყველაფერი აქედან იწყება(1)
-არ გამოდის... -ახლა აზრი აღარ აქვს, მოგვიწევს მოვიცადოთ -...რომ შემოაღწიონ? -რომ შემოაღწიონ? მაშინ ერთადერთი რაც უნდა ვქნათ უნდა ვილოცოთ , რომ გადავრჩეთ! ელომენი(1) -შენ რა დამცინი?-დამცინით? "ელომენი"? როგორ შეიძლება თამაშმა , რომელსაც "ელომენი" ქვია მოგწყვიტოს სამყაროს?! -კი აბა რა, 2000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოს მასშტაბით 2015 წლიდან დაწყებული და შენ მეკითხები ამ ყველაფერს ხუმრობით ვამბობ თუ არა ხო?-რა არის გასაკვირი იმაში, რომ მიკვირს ის , რომ არსებობს თამაში სახელად "ელომენი" , რომელმაც 2000 ადამიანის უფროსწორედ მოზარდის სიცოცხლე შეიწირა , უბრალოდ ცოტა უცნაურია რატომ უნდა მოგინდეს თამაშის თამაში , რომელსაც "ელომენი" ეწოდება. -რავი, ცოტა გამიკვირდა -ნატუკ, წავედით-ნინიც მორჩენილა ბოსთან ყბედობას ათას სისულელეზე -გსმენია თამაშზე სახელად "ელომენზე"?-ჩანთა ერთ მხარზე მოვიკიდე როგორც ყოველთვის და ნინისთან ერთად გავუყევი სახლის გზას -დაახლოებით, გავიგე სუიციდ გეიმიაო. ჩვენი ჯგუფი მაგათ ედიტორებს ეძებს უკვე კაი ხანია. -ვერ ვხვდები როგორ უნდა მოგკლას თამაშმა , რომელსაც "ელომენი" ჰქვია-მხრებს იჩეჩს და ჩანთას ისწორებს-უნდა ვითამაშო-ვამატებ 2 წუთის შემდეგ -კარგი რა, სისულელეა ნატუკა, დროს ტყუილად ნუ დაკარგავ. -მე ცნობისთვის დეტექტივი ვარ და ჩემი საქმეა , რომ ამ თამაშზე გამოძიება ვაწარმოო , ასე რომ მაცადე-იქნებ ვძლიო ცდუნებას და არ ვითამაშო ეს უაზრო "ელომენი" -ფრთხილად ნატუკა, თამაშმა არ ჩაგითრიოს. დღეს მე და ოთო მივდივართ ფერების ფესტივალზე და წამო რა-საქმე მაინც არ მაქვს წავალ -კაი წამოვალ-ვეუბნები უკვე სახლთან მიახლოებული -კაი, დაგირეკავ საღამოს. -კაი-სახლში როგორც კი შევდივარ მაშინვე ჩემ ოთახში ავდივარ. ჩანთას ლოგინზე ვაგდებ და ლეპტოპს ვხსნი. სოციალურ ქსელში შევდივარ და მაშინვე ნიას ვწერ დანარჩენ მონაწერებს კი ჯერჯერობით არ ვაქცევ ყურადღებას: -სად იპოვე "ელომენი"?-2 წუთში სინავს და მერე მპასუხობს -საიტი გაინტერესებს? -კი -არ მახსოვს, დაგუგლე და ნახავ -კაიი-ასეც ვიქცევი და ვპოულობ ე.წ "ელომენს". ჰმმ...ვითამაშებ ოღონდ ჯერ ვნახავ ვის აქვს მოწერილი 9000 მესიჯი. პირველი მესიჯი ვისიც ამომიგდო ნიკოა: -ნატუკ, დღეს რას შვები? ამას მერე ვუპასუხებ. შემდეგი ნინისია: -გოგო აქ იყავი და რო მოგწერ ჩამოდი ოთო გამოგვივლის ამასაც მერე ვუპასუხებ დაქალია და თან საპასუხო არაფერი აქვს. ნუ მოკლედ დანარჩენი მესიჯები მომაბეზრებელ თაყვანისმცემლებს ეკუთვნით და აღარც ვხსნი. სულ პოპულარული ვიყავი და სულ ლამაზი არ ვუარყოფ და ეს იცით როგორი შეგრძნებაა? აი ნაყინს , რომ ჭამ და კიდე და კიდე რომ გინდა... ისევ "ელომენს" ვუბრუნდები და პირველი კითხვაც მოდის: -გამარჯობა ნატუკა. გინდა თამაში?-რომ არ მინდოდეს დავრეგისტრირდებოდი?! -კი. -წესები იცი?-ამ ყველაფერს მწერს ედიტორი , რომელსაც ჩვეულებრივი ფოტო უყენია პროფილზე წარწერით "ელომენი" -არა -ე.ი, რაც უფრო მეტ მეგობარს ჩართავ მით უკეთესია. ჩვენ მოგცემთ 50 დავალებას და უნდა შეასრულო. თუ ჩვენ მოტყუებას შეეცდები ან ფოტოშოპს გააკეთებ ამას გავიგებთ და დაგბლოკავთ. დავალებები არ იქნება არც რთული, მაგრამ ნუ იფიქრებ , რომ მარტივი იქნება. ჩემი სახელია სანდრო. შენ ყოველდღე მიიღებ 1 დავალებას , შეასრულებ და ვიდეოს გადაიღებ. შემდეგ ამ ვიდეოს ატვირთავ ჯგუფში. მე მთავარი ვარ და ჩემ გარდა კიდევ 2 მთავარია. გასაგებია წესები? -კი. -მზად ხარ მიიღო პირველი დავალება? -კი -პირველ რიგში სანამ დავალებას მიიღებდე უნდა გავიგოთ შენზე ინფორმაცია. რამდენი წლის ხარ? -19 -გვარი? -ანანიძე -უნივერსიტეტი? -თავისუფალი-დეტექტივი ვარ და ბიუროს ვეხმარები ეგეც ხო არ ვუთხრა? ჰაჰ, დავაფრთხობ ამ დეგრედიუმს. -კარგი გასაგებია. ახლა კი შენი პირველი დავალება -გისმენ -მკერდის ქვემოთ გულთან უნდა ამოიტვიფრო წარწერა "ელომენი". უნდა გადაუღო ფოტო და უნდა დადო ჯგუფში. არ უნდა იყოს ფოტოშოპი ამას გავიგებთ. არის რამე გაუგებარი? -ამ წამსვე უნდა დავდო თუ დღის განმავლობაში? -დღის განმავლობაში. -კარგი. საიტი გამოვრთე და ისევ სოციალურ ქსელს დავუბრუნდი. ნინის მონაწერი დამხვდა: -გამოდიი მოვიდა ოთო -აუ რაღაც თავი მტკივა, მე სახლში დავრჩები და წადით თქვენ -დარწმუნებული ხარ? -კი -კაი. გკოცნიი -მეც ლოგინზე წამოვწექი და ლეპტოპიც თან წავიღე. ამოვიტვიფრო? ეს ხომ მარტივია. ამას გავაკეთებ. სამზარეულოში მივდივარ და მაკრატელს ვიღებ. შემდეგ მაისურს ისე ვიწევ , რომ ლიფს აცდეს. სარკის წინ ვდგები და ვიწყებ ამოტვიფვრას. ჯერ "ე" ასო გამომყავს შემდეგ კი დანარჩენი ასოები. ბოლოს სარკეში ვაკვირდები გასისხლულ გულმკერდს. ჩემი საქმეა გადავარჩინო ადამიანების სიცოცხლე ამ სისულელე "ელომენისგან" ასე , რომ მე ეს უნდა გავაკეთო. ფოტოს ვუღებ წარწერა "ელომენს" და ჯგუფში ვდებ წარწერის გარეშე. შემდეგ ჩემ თანამშრომელს ვწერ: -ელომენის ედიტორებზე გაარკვიეთ რამე? -ვერ ვახერხებთ ვერაფრით მაგ თამაშში ჩაბმას ძალიან ფრთხილები არიან და არ გვენდობიან. შენ შეძელი რამე? -ჩავები მაგ თამაშში და გულზე "ელომენის" ამოტვიფრვაც მომიწია -ნატუკა , ფრთხილად იყავი ჩათრევა იცის მაგ თამაშმა! -ვერასდროს ჩამითრევს თამაში , რომელსაც "ელომენი" ქვია. ნიკუშასთან მიწერას ვამთავრებ და ისევ საიტზე ვბრუნდები. ჩემ დადებულ ფოტოს უკვე 21 ლაიქი აქვს და ერთერთი იმ ედიტორის ლაიქია ვინც "გასაუბრება" ჩამიტარა. ჰომ, დღეიდან ნამდვილი თამაში იწყება. მე უნდა ავღკვეთო თამაში , რომელმაც 2015 წლიდან დაწყებული დღემდე 2000 ბავშვი მოკლა. ეს ჩემი საქმეა და მე ამისთვის რისი გაკეთებაც არ უნდა დამჭირდეს ყველაფერი უნდა გავაკეთო! ხალხო, ნუ ჩამქოლავთ და ნუ ჩათვლით , რომ სექტანტი ვარ ან რამე მსგავსი. ახლახანს შევიტყვე თამაშზე "ლურჯ ვეშაპზე" , რომელიც ე.წ სუიციდ გეიმია. მან შთამაგონა დამეწერა ეს მოთხრობა ამ თემაზე ოღონდ ამ თამაშს "ელომენი" დავარქვი. ეს ისტორია იმაზე კი არ იქნება , რომ უნდა ითამაშოთ ეს სისულელეები არამედ იმაზე, რომ ეს თამაშები თქვენ გითრევთ და უნდა მოერიოთ საკუთარ თავებს. ეს ისტორია არის დეტექტივ გოგოზე , რომელსაც მოუწევს გამოიძიოს საქმე "ელომენი". "ელომენი" ჩაითრევს ჩვენ დეტექტივს და სწორედ აქ დაიწყება ამბებიც. ამ მოთხრობაში იქნება ზიზღიც თამაშის მიმართ, სიყვარულიც, მეგობრობაც და ვეცდები, რომ კიდევ ბევრი რამ დაგანახოთ. მინდა დაინახოთ ეს სუიციდ გეიმები ჩემი თვალით, ასევე მინდა დაინახოთ მეგობრობა და სიყვარული, მაგრამ ეს ყველაფერი მინდა ნახოთ ჩემი გადმოსახედიდან. "ელომენი" აუცილებლად გამორჩეული ისტორია იქნება ყველასგან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.