შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი წვიმა (მეშვიდე თავი)


4-06-2017, 10:42
ავტორი fireending
ნანახია 1 969

–დილა მშვიდობისა კატო.ღიმილით მიესალმა ანა დას და მანქანის კარი დახურა.
–დილამშვიდობისა,ანა რაღაც მინდა რომ გითხრა
–მოხდა რამე? რა სახე გაქვს
–მე...კატომ სათქმელი აღარ დაამთავრა,მისი ყურადღება ანას ხელებმა მიიპყრო.უფრო სწორად ბეჭედმა,რომელიც მის თითზე დაინახა.უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო ერთიანად.
ანამ შეამჩნია,რომ კატო მის ბეჭედს უყურებდა და ხელზე თვითონაც დაიხედა,შემდეგ გაეღიმა და მზერა ისევ ბეჭედზე გადაიტანა.
–ანა,შენ?
–ალექსმა ხელი მთხოვა
–რა? შეეცადა გახარებული ხმით დაეფარა ტკივილი,რომელიც ამ წინადადების მოსმენის შემდეგ განიცადა
–კატო,ძვირფასო...არ მიულოცავ შენ დას? მოისმა ლელას ხმა,რომელიც შეუმჩნევლად მოუახლოვდა მათ.
–რა თქმა უნდა .გილოცავ ანა,ძალიან გამიხარდა.კატო დას მოეხვია და აკოცა.
–მადლობა საყვარელო.
–მეც გილოცავ ჩემო ლამაზო.თმაზე ხელი გადაუსვა ლელამ და ანასგან შეუმჩნევლად კატოს დამცინავად გახედა.
–მადლობა დეიდა. კატო შენ რაღაც გქონდა სათქმელი არა?
–არაფერი დაივიწყე. ახლა უნდა წავიდე და საღამოს ვილაპარაკოთ.გამიხარდა შენი ამბავი.
...
მთელი დღე უაზროდ ხეტიალში გაატარა კატომ.უმიზნოდ,დანიშნულების ადგილის გარეშე სადღაც მიდიოდა.ერთად ათასი ფიქრი და გრძნობა ერეოდა მის თავში და ყელში ბურთად ებჯინებოდა.ვერც კი გაიაზრა,ისე აღმოჩნდა იმ საავადმყოფოს წინ ,სადაც ნოე მუშაობდა.კატო საავადყოფოს წინ მდგარ გრძელ სკამზე ჩამოჯდა,იდაყვები მუხელბზე დაიდო და თავი ხელებში ჩარგო.ვერც კი გაიაზრა რამდენ ხანს იჯდა ისე,როდესაც თავი ასწია მზე უკვე ჩასული იყო და ბინდდებოდა.მოულოდნელად ნაცნობი ხმა მოესმა და მისდა უნებურად საავადმყოფოს შესასვლელისსკენ მიიხედა,საიდანაც ნოე თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად გამოდიოდა.თავიდან ნოეს კატო არ შეუმჩნევია,კატოს კი ნოეს დანახვაზე თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნა.უნდოდა მაშინვე მისულიყო მასთან,ჩახუტებოდა,მაგრამ მეორე მხრივ ამის საშუალებას არ აძლევდა რაღაც,ის რაღაც,რასაც გულის სიღრმეში მალავდა და ცდილობდა არ გამოეშვა გარეთ.ახლა მის გულში ნამდვილი ბრძოლა იყო გაჩაღებული,ახალი გრძნობა,რომელიც თავგამოდებით ცდილობდა გათავისუფლებულიყო ძველის ნარჩენებისგან,ნარჩენებისგან,რომლებიც არ აძლევდნენ საშუალებას ,რომ ფრთები თავისუფლად გაეშალა.ამის გაანალიზებისას კატოს შერცხვა,თავი უძლურაად იგრძნო,ტყვედ,რომელიც გათავისუფლებას არც კი ცდილობს.სკამიდან წამოდგა და წასვლა დააპირა,არ უნდოდა ამ მდგომარეობაში ნოეს რომ ენახა,მაგრამ უკვე გვიანი იყო,უკნიდან მხარზე თბილი ხელის შეხება იგრძნო.
–კატო,აქ რას აკეთებ?
–არაფერს,აქვე ახლოს ვიყავი სიფოსთან ერთად და შემდეგ აქ დავჯექი.არც კი მოტრიალებულა ისე უპასუხა,რადგან ცრემლები ვეღარ იკავებდნენ თავს.
ნოემ ხელი მოკიდა და მისკენ მოატრიალა,შემდეგ სახეზე დააკვირდა.
–ტირი? კატო რა მოხდა?
–არაფერი...მოულოდნელად ცრემლები წასკდა.
ნოემ მაშინვე ჩაიხუტა და ცდილობდა დაემშვიდებინა,მაგრამ ამაოდ.ტირილს უფრო უმატებდა.ბოლოს როგორც იქნა მისი დამშვიდება შეძლო.
–არ მეტყვი რა მოხდა?
–მრცხვენია ნოე.ჩემი თავის მრცხვენია.
ნოე გაოცებული უყურებდა კატოს.
–ჩემი და და ალექსი მალე დაქორწინდებიან.არა,არ იფიქრო,რომ მათი ბედნიერება არ მინდა,მაგრამ ... მაგრამ
–მაგრამ ძველი გრძნობა გახსენებს თავს.ეს ბუნებრივია.მესმის შენი,მაგრამ თავს უნდა მოერიო.ყველაფერი კარგად იქნება.აუცილებლად.
–უკვე აღარ ვიცი.
–მე ვიცი.კატო საკმაოდ აცივდა,წამო მანქანაში ჩავჯდეთ და სახლში წაგიყვან.
კატო უსიტყვოდ გაყვა და მანქანაში ჩაჯდა.
მთელი გზა ხმა არცერთს გაუღია.ნოეს გულს უკლავდა კატოს ასეთი მდგომარეობა.უფრო მეტად კი ის,რომ ალექსის მიმართ რაღაც გრძნობები კიდევ ჰქონდა დარჩენილი,მაგრამ ახლა ხვდებოდა,რომ კატოს მისი დახმარება ჭირდებოდა და არა იმაზე ლაპარაკი თუ თვითონ რას გრძნობდა მის მიმართ.
კატო ფანჯარაში იყურებოდა და ვეღარაფერზე ფიქრობდა,თუმცა ახლა უფრო მშვიდად იყო. ვერც კი გაიგო თუ როგორ მივიდნენ სახლამდე.ნოეს მადლობა გადაუხადა და ეზოში შევიდა.სახლში უკანა კარიდან შევიდა,რადგან არ უნდოდა ვინმეს ამ მდგომარეობაში დაენახა.გზად ანას ოთახისთვის უნდა ჩაევლო,საიდანაც ანას და და მამამისის ლაპარაკი მოესმა.
–კი მაგრამ,რა გაწუხებს?ეკითხებოდა ლევანი.
–მამა,ბედნიერი ვარ რა თქმა უნდა,მაგრამ სრულად არა,არ ვიცი ახლა კატო რას გრძნობს.მე არაფერს მეუბნება.წარმოგიდგენია?რამხელა რამ მაპატია.
–შენ მისი და ხარ და უყვარხარ,თანაც დარწმუნებული ვარ,რომ მას შენი ბედნიერება გაუხარდება.
–ჰო,მაგრამ თვითონ არის ბედნიერი?
კატო ოთახში შევიდა.ანას გვერდით ჩამოჯდა და მისი ხელი დაიჭირა.
–ანა,სიმართლე გითხრა თავიდან გახარებული არ შევხვდი ამ ამბავს,მაგრამ ახლა შეგიძლია მშვიდად იყო, მე კარგად ვარ და კარგად ვიქნები და შენც კარგად იქნები.მინდა ბედნიერებით სრულად დატკბე და არაფერზე იდარდო.
–კატო, მადლობა ამ სიტყვებისთვის.შენ ვერ წარმოიდგენ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის შენი თანადგომა.
–სულ შენ გვერდით ვიქნები.
ლევანი ღიმილით აკვირდებოდა გოგონებს.შემდეგ ფეხზე წამოდგა.
–მაა,სად მიდიხარ?
–რაღაც საქმე გამოჩნდა კატო სამსახურში და ცოტა გვიან მოვალ.
ლევანი შვილებს დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.
–კატოო,ყავას ხომ გამიკეთებ? „საწყალი“ თვალებით შეხედა დას.
–ასე თუ შემომხედავ უარს ვერ გეტყვი.წამო სამზარეულოში ჩავიდეთ.
...
–აი შენი ყავა,კატომ ანას ყავით სავსე ფინჯანი მიაწოდა.
–მადლობა.მიყვარს შენი გაკეთებული ყავა.ყავის სურნელი ხარბად შეისუნთქა ანამ.
–როდის გეგმავთ ქორწილს?
–სავარაუდოდ ორ კვირაში.
–რა? ასე მალე?მომზადებისთვის ცოტა დრო გვრჩება.
–არ მინდა დიდი ქორწილი ან რამე განსაკუთრებული.
–კარგი რა ანა,ეგ არ გამოვა,როცა საქმეში მე ვერთვები
–რა საჭიროა დიდი ქორწილი?
საუბარი ანას მობილურის ზარმა შეაწყვეტინათ.
–ალექსია.კატო ახლავე მოვალ.
–კაიც.
სამზარეულოში ლელა შემოვიდა წყლის დასალევად.კატოს რა თქმა უნდა არ ესიამოვნა და იქიდან გავიდა.საოცარი სიბრაზე იპყრობდა ამ ქალის მიმართ.იმაზეც ბრაზობდა,რომ ჯერ ვერაფერი გაარკვია და მამას ვერაფერს ეუბნებოდა.იმის გახსენებამ თუ როგორ ემუქრებოდა,საერთოდ სიბრაზისგან აანთო.მაინც რატომ? ან რა ჩაიდინა? სულ ამ კითხვებს უსვამდა თავის თავს,მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა.ერთი რამ კი იცოდა,რომ დროზე უნდა გაერკვია ყველაფერი.
კატო მისაღებ ოთახში გავიდა ანასთან,თუმცა აქაც უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა,ანას გვერდით ლელა იჯდა.
–კატო ,ძალიან გემრიელი ყავაა.ასე გემრიელს როგორ აკეთებ?
–ნიჭიერი რომ იქნები ადამიანი.შეიფერა კომპლიმენტი და ანას გაუღიმა.
ანამ ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა.შემდეგ ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.მოულოდნელად ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო და ფანჯრის რაფას დაეყრდნო.სუნთქვა გაუხშირდა და თვალებზე ბინდი გადაეკრო.
–ანა,ანა რა დაგემართა.კატო მაშინვე მივარდა დასთან.
ანამ ვეღარაფრის თქმა მოახერხა და გონება დაკარგა.

...
–მადლობა ღმერთს .წამოიძახა ალექსმა,როდესაც ანამ თვალი გაახილა.
–სად ვარ?სუსტი ხმით იკითხა და თვალი საავადმყოფოს პალატას მოავლო.
–გონება დაკარგე,მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.ძალიან შეგვაშინე.ხელზე კოცნიდა ალექსი.
–არაფერი მახსოვს.წამოდგომა სცადა ანამ.
–არა,არა.იწექი.ჯერ ისევ სუსტად ხარ.ცოტა დაისვენე.
მალე პალატაში ექიმი შემოვიდა და ანას გასინჯვის შემდეგ თქვა,რომ მდგომარეობა სტაბილური იყო და ხვალ შეძლებდა სახლში დაბრუნებას.
–საბედნიეროდ დროულად მოგიყვანეს საავადმყოფოში და კუჭის ამორეცხვა მოვასწარით.თქვა ექიმმა
–კუჭის ამორეცხვა?გაკვირვებული სახით იკითხა ანამ.
–დიახ.თქვენს სისხლში მომწამვლელი ნივთიერება აღმოვაჩინეთ.
–რა?
–დამშვიდდით,მალე სრულიად გამოჯანმრთელდებით.მხოლოდ ჩვენი მითითებები შეასრულეთ.ახლა კი დაგტოვებთ და კარგი იქნება ცოტას თუ დაისვენებთ.
–მადლობთ ექიმო.
ექიმი პალატიდან გავიდა.
–ხედავ?ახლა ყველაფერი რიგზეა.ღიმილით უთხრა ალექსმა და თავზე ხელი გადაუსვა
–კი მაგრამ რამ მომწამლა?
–ეგ გაირკვევა.გამოძიება დაწყებულია.
–გამოძიება? ღმერთო ჩემო...არაფერი მესმის.
–ახლა გავალ კარგი? შენ დაიძინე.მე ანას და ლევანს ვეტყვი ,რომ გონს მოხვედი და კარგად ხარ.ძალიან ნერვიულობენ.
–კარგი საყვარელო.
ალექსმა ანას აკოცა და პალატიდან გავიდა.
...
ანა ალექსზე დაყრდნობილი თავის ოთახში შევიდა და საწოლზე დაჯდა.
–ახლა როგორ გრძნობ თავს?
–ცოტა თავბრუ მეხვევა ,მაგრამ მაინც კარგად ვარ,თანაც ეს სახლი მამშვიდებს.ხომ იცი შენი ამბის შემდეგ მეზიზღება საავადმყოფოები.
–ჰო...იმედია იქ აღარასდროს მოვხვდებით.გარდა იმ შემთხვევისა,როცა მშობიარობა დაგეწყება.
–რა? რა მშობიარობა?
–მინდა ბევრი შვილი გვყავდეს.იცი,წუხელ დამესიზმრე.ორსულად იყავი.
ანა ალექსს უყურებდა და ეღიმებოდა.შემდეგ ხელი მოკიდა და მის გვერდით დააჯინა.
–გვეყოლება,აუცილებლად.ბევრი შვილი
–მერე შვილიშვილები და ანა ბებო იქნები.
–არააა,ბებიას არ დავაძახებინებ ბავშვებს. ალექსანდრე ბაბუა.დაცინა ანამ
–მე კიდევ ჩვენ შვილიშვილებს ვეტყვი ბებია დაგიძახონ აუცილებლად.
–ალექს,გინდა ახლა საავადმყოფოში დაგაბრუნო?მუქარით კითხა ანამ.
–ჯერ არაა.ანა ბებო.
–გეყოს ახლა.
–მოდი ჩემთან ალექსმა კალთაში ჩაისვა ანა და წელზე ხელები მოხვია.
–ჩქარა,ყველანი აქ მოდით.მოისმა ლელას ყვირილი კატოს ოთახიდან.
რამდენიმე წამში ყველა ოთახში შევარდა.
–რა მოხდა?რა გაყვირებს? იკითხა ლევანმა.
ლელას გვერდით ერთ–ერთი მოსამსახურე იდგა,ლელას კი ხელში რაღაც პატარა შუშა ეჭირა.
–აი ეს შუშა ,თეკლამ იპოვა კატოს ოთახის დალაგების დროს.
–რა შუშა დეიდა?ეს რა არის? კითხა ანამ და ახლოს მივიდა.
–საწამლავია ანა.კატოს უნდოდა შენი მოკვლა.ხმამაღლა თქვა და კატოს გადახედა.
–შენ სულ გაგიჟდი არა.იყვირა კატომ
–ხმას დაუწიე,მკვლელო.ალექსი ვერ მოკალი და ახლა ანაზე გინდოდა ჯავრის ყრა,რომ შური გეძია არა?
–შენ სულ გამოშტერდი? რეებს იძახი.ეგ შუშა თავლითაც არასდროს მინახია.ხმამაღლა სუნთქავდა კატო და აღელვებისგან ლამის გული ამოუვარდა.
–დეიდა,რა სისულელეს ამბობ? საუბარში ჩაერთო ანა.ეს უკვე მეტისმეტია.
–მართლა? თუ იცით ვინ უთხრა საბას,რომ შენ და ალექსი ისევ ერთად ხართ? ვინ და კატომ,ამიტომაც დაჭრა ალექსი იმ არამზადამ. კატომ ის ვერ მოინელა,რომ შენ გამო მიატოვეს.
–ლელა.ენა გააჩუმე.იყვირა ლევანმა და ხელი მოუქნია. თუმცა ალექსმა შეაჩერა.
–ლევან.დამიჯერე არ გინდა.
–კატო?ეს მართალია? შენ უთხარი საბას? ანა კატოს მიუბრუნდა.
–ანა,მე ... მაპატიე. მე თქმას ვაპირებდი შენთვის,მაგრამ მე შენი მოწამვლა არ მიცდია.ყველაფერს მაბრალებს.თვითონ აკეთებს რაღაც საშინელებებს ეს ქალი და ახლა ჩემი მოშორება უნდა.გთხოვ დამიჯერეთ. მამა , ანა ალექს...როგორ ფიქრობთ,მე მკვლელი ვარ? ჩემს დას როგორ მოვკლავდი?
–საკმარისია კატო,საკმარისი.შეგრცხვეს.იმის მაგივრად,რომ დანაშაული აღიარო დეიდას სდებ ბრალს.
–ალექს? რას მეუბნები.სულ გაგიჟდით...
კატო ოთახიდან გავარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent